IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
რა არის თავისუფლება? - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



3 გვერდი V < 1 2 3  
Closed TopicStart new topic
> რა არის თავისუფლება?, თავისუფლება გაზიარება
ლევანი
პოსტი Nov 22 2009, 20:33
პოსტი #41


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 180
რეგისტრ.: 26.06.2008
წევრი № 8



ციტატა(zura22222 @ Nov 20 2009, 22:38) *

ლევან მე იმას კი არ ვამტკიცებ ადამიანი არ არის თქო თავისუფალი, პირიქით ძმაო თავისუფლება ეს ჩემთვის ყველაფერია.. რომ არა თავისუფლება ყველაფერი აზრს კარგავს. მე უბრალოდ დავწერე რომ ახალ აღთქმაში დაწერილი პავლეს ეპისტოლე ეწინააღმდეგება ჩვენ მართლმადიდებლურ სწავლებას თავისუფლების შესახებ. მართლმადიდებლები ვაღიარებთ რომ ადამიანი თავისუფალია და პავლე მოციქული წერს რომ არ ხარ თავისუფალი და ყველაფერი წინასწარ გაქვს განსაზგვრული ღმერთის მიერ.. ყველა შენი ნაბიჯი, აზრი, ფიქრი, წველაფერი წინასცარაა დადგენილი ღმერთის მიერო. მე ასე ვკითხულობ და აქ ამაზე მსჯელობავ გვქონდა თუ რას გულისხმობდა პავლე, და სხვანაირი განმარტებებიც მოვისმინეთ/. ისე მე თუ მკითხავ ეს ეპისტოლე უნდა წააკითხო საერთოდ ისეთ ადამიანს ვისაც არ აინტერესებს საერთოდ არანაირი რელიგიური მიმდინარეობა, და იმას კითხო რა წაიკითხა და როგორ. ეგეთი ადამიანი იქნება მიუკერძოებელი მსაჯული, თორემ აგერ იეღოვის მოწმემ თავისებურად ახსნა, კათოლიკე დარწმუნებული ვარ სხვანაირად ახსნის და მართლმადიდებელი სხვანაირად ხსნის.. რას მაგონებს ეს ყველაფერი იცით? ყავას რომ გადააბრუნებენ და მკითხავი რომ ამბობს აა, ახლა სახლს ვხედავო,, ჩაახედებს იქ ვინმე გოგოს, ვინც ბიკენტიზეა შეყვარებული და ეს გოგო ბ– ასოს დაინახავს, თავისი სატრფოს სახელის დასაწყისს. მერე ჩაიხედავს ბიზნესმენი და მილოენების გროვას დაინახავს.... იეღოველს მართლმადიდებელი ეცოდება, რომ ვერ მოხვდება ჩათა სასუფეველში, მართლმადიდებელს იეღოველი ეცოდება. იქ კიდე ათასი მიმდინარეობები... მოკლედ ძალიან დიდი აურზაურია. და რომელია ახლა გაიგე შენ მართალი. ავიღოთ უბრალო ადამიანი, არაა განათლებული, არ წაუკითხია ბიბლია,. და ამ დროს მიდის იეღოვას მოწმე.. მოკლედ გაუშიფრა ბიბლია, აუწყა აღდგომის შესახებ და წავიდა. რა ქნას ამ კაცმა მოეწონა რომ აგდგება მკვრედით. გავიდა ხანი მივიდა მართლმადიდებელი, ახლა იმან გადაუტრიალა თავისებურად ტვინი... რას ურჩევდით ამ უბრალო ადამიანს? ვის ენდოს? რა ქნას? არაა ბატონო ეს კაცი ჩვენსავით განათლებული..რა ვიცი რა. მართლა ვეღარ ვხვდები, რაც ჩემთვის თითქოსდა ნათელზე უნათლესი სიცრუეა. ვიღაცისთვის ის სიწმინდე და ჭეშმარიტებაა და პირიქით. არის ასე აბურდულ დაბურდული ყველაფერი.. ალბათ სატანა ურევს ხელს და ბურდავს ყველაფერს smile.gif რა ვქნათ?

საერთოდ, რა არის იცი?(მარტო ამ პოსტის პასუხად კი არ ვწერ, ზოგადად, წმ.წერილის გაგებისთვის)
უბრალო ლიტერატურულ ნაწარმოებს რომ კიტხულობ, იმას ჭირდება სათანადო ანალიზი, დაფიქრება, სხვებთან გასაუბრება, მერე ყველა წაკითხვაზე ’ახალ პონტს ამუღამებ’, სულ სხვა კუთხით ხედავ და ა.შ.
წმ.წერილი არ არის ’უბრალო ნაწარმოები’. მის წაკითხვას, სწავლას, განსაკუთრებული ყურადღება, დაფიქრება სჭირდება. ესე არ არის, მე ესე წავიკითხე, ესე დავინახე და მორჩა, ეს ყოფილა წმ.წერილიოს სწორი გაგება...!ეს უხერხულ მდგომარეობაშიო გვაყენებს, ესეთი მიდგომა საფუძველია ე.წ. ბიბლიური სექტების... რა თქმა უნდა ჩვენს აზრს და ჩვენს შეხედულებას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აუცილებლად უნდა შევაჯეროთ სხვის აზრსაც, კარგად დავფიქრდეთ...აუცილებლად უნდა გავეცნოთ ეკლესიის მამების ნაშრომებს, ძალიან დიდ სიღრმეებს დავინახავთ, გაცილებით უფრო გაიზრდება ჩვენი თვალსაწიერი...


--------------------
’მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა...’

ლუკა. 6:46 ’რაჲსა მეტყჳთ მე: უფალო, უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვ თქუენ?’
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლევანი
პოსტი Nov 22 2009, 21:10
პოსტი #42


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 180
რეგისტრ.: 26.06.2008
წევრი № 8



ციტატა(zura22222 @ Nov 3 2009, 20:16) *

კითხვა #1


კითხვა #3
ზოგადად მართლმადიდებლური სწავლებით ვიცით რომ ადამიანი თავისუფალია.. მაინტერესებს ფორუმელების აზრი პავლე მოციქულის წერილზე რომაელთა მიმართ:

პავლეს ეპისტოლენი
რომაელთა მიმართ
15. რადგანაც მოსეს ეუბნება: „შევიწყალებ, ვისაც შევიწყალებ, და შევიწყნარებ, ვისაც შევიწყნარებ“.

16. მაშასადამე, ეს კაცის ნება-სურვილზე კი არაა დამოკიდებული, არამედ ღვთის მოწყალებაზე.

17. რადგანაც წერილი ეტყვის ფარაონს: „სწორედ იმისთვის დაგადგინე, რათა ჩემი ძალა გიჩვენო, და განითქვას ჩემი სახელი მთელს ქვეყანაზე“.

18. ამრიგად, ვინც სურს, მას შეიწყალებს, და ვინცა სურს, მას გაამქისებს.

19. შენ მეტყვი: მაშინ რაღად გვდებს ბრალს? რადგანაც ვის შეუძლია წინ აღუდგეს მის ნებას?

20. კი მაგრამ, შენ ვინა ხარ, კაცო, რომ ედავები ღმერთს? განა ნახელავი ეტყვის ხელოსანს: რატომ შემქმენი ასეო?

21. იქნებ მეთუნეს ნება არა აქვს, რომ მის მიერ მოზელილი ერთი და იმავე თიხისგან ძვირფასი ჭურჭელიც გააკეთოს და უფასურიც?

22. მაგრამ თუ ღმერთი, რომელსაც სურდა ეჩვენებინა თავისი რისხვა და ეუწყებინა თავისი ძალა, მთელი დიდსულოვნებით ზოგავდა შესამუსრად გამზადებულ ჭურჭლებს რისხვისას,

23. რათა გამოეჩინა თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭელთა მიმართ, წინასწარ რომ განამზადა დიდებისათვის,



როგორც სხვა შემთხვევაშიც, ძირითადად აქაც შეცდომაში შევყევართ არასწორ თარგმანს


9:15 რამეთუ მოსეს ესრეთ ეტყჳს: შევიწყალო, რომელი-იგი შევიწყალო, და შევიწყნარო, რომელი-იგი შევიწყნარო.

9:16 აწ უკუე არა რომელსა-იგი უნებს, არცა რომელი-იგი რბის, არამედ რომელი ეწყალის ღმერთსა.

9:17 რამეთუ ეტყჳს წიგნი ფარაოს, ვითარმედ: აღ-ვე ამისთჳს-გადგინე შენ, რაჲთა ვაჩუენო შენ ზედა ძალი ჩემი და რაჲთა განითქუას სახელი ჩემი ყოველსა ქუეყანასა.
9:18 აწ უკუე რომელი ჰნებავს, შეიწყალებს, და რომელი ჰნებავს, განაფიცხებს.
9:19 ნუუკუე მრქუა მე: და რაჲსა-ღა აბრალებს? რამეთუ ნებასა მისსა ვინ-მე წინა-აღუდგა?
9:20 აწ უკუე, ჵ კაცო, შენ ვინ ხარ, რომელი სიტყუას-უგებ ღმერთსა? ჰრქუა ნუ-მეა ქმნულმან შემოქმედსა: რაჲსათჳს ესრეთ შემქმენ მე?
9:21 ანუ არა ჴელ-ეწიფებისა მეკეცესა მას თიჴისა მის მისვე შეზელილისაგან შესაქმედ რომელიმე პატიოსნად ჭურჭლად და რომელიმე უპატიოდ?
9:22 უკუეთუმცა უნდა ღმერთსა ჩუენებად რისხვაჲ თჳსი და უწყებად ძალი თჳსი, რომელი დაუთმენიეს მრავლითა სულგრძელებითა ჭურთა მათზედა რისხვისათა, განმზადებულთა წარსაწყმედელად,
9:23 და რაჲთა აჩუენოს სიმდიდრე იგი დიდებისა მისისაჲ ჭურთა მათ ზედა წყალობისათა, რომელნი-იგი წინაწარ განჰმზადნა სადიდებელად, 15. რადგანაც მოსეს ეუბნება: „შევიწყალებ, ვისაც შევიწყალებ, და შევიწყნარებ, ვისაც შევიწყნარებ“.

ჯერ შეცდომა იწყება მეთექვსმეტე მუხლის დამახინჯებული თარგმანით, მე მგონი თვალსაჩინო განსხვავებაა, მაგრამ ორიოდ სიტყვას დავამატებ: ჯერ მთლიანად რომ წავიკითხოთ, და არა მარტო ამონარიდი, ჩანს, რომ ლაპარაკია იმ ადამიანებზე, ვინც ღმერთთან ურთიერთობას უყურებდა მერკანტელური თვალსაზრისით(მოგვიანებით კათოლიკების მიდგომა...); ისინი ფიქრობდნენ, რომ სასუფეველი არა წყალობით მოგვეცემა, არამედ დამსახურებისამებრ, ამაზეა საუბარი...
მეჩვიდმეტე მუხლი- ამ მულში ნათქვამია, რომ ამ ფარაონის დროს უნდა მომხდარიყო ებრაელთა გამოსვლა, ეს ყველა შემთხვევაში მოხდებოდა, ინებებდა ამას ფარაონი, თუ არა. ფარაონმა არ ინება და მოხდა ის შემაგონებელი სასწაულები, ფარაონი რომ გონს მოსულიყო...რა თქმა უნდა, ფარაონს შეეძო სხვანაირადაც მოქცეულიყო, მსგავსად კიროსისა, რომელმაც ყველანაირად შეუწყო ხელი ებრაელთა დაბრუნებას და ტაძრის აშენებას, ამისთვის გადასახადიც კი შემოიღო ’სპეციალური’...


მეტს ვერ ვასწრებ დროის უქონლობის გამო, გიორგობის ლოცვაზე მივდივარ, შემდეგ გავაგრძელებ. გილოცავთ გიორგობას, მრავალს დაესწარით , შეგეწიოთ წმ. დიდმოწამე გიორგი!...


--------------------
’მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა...’

ლუკა. 6:46 ’რაჲსა მეტყჳთ მე: უფალო, უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვ თქუენ?’
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
zura22222
პოსტი Nov 23 2009, 11:41
პოსტი #43


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 208
რეგისტრ.: 3.11.2009
წევრი № 389



დავიწყებ თარგმანში შეცდომებით. ეს თარგმნები შესრულებულია ბოლო საუკუნეების განმავლობაში და დროის ამ მცირე მონაკვეთში უკვე არსებობს დიდი შეცდომები რაც აზრს მთლიანად ცვლის. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ხელნაწერებმა გამოიარეს რომის ეკლესიის ზეგავლენა მარტივად სავარაუდოა, რომ ცვლიებები განიცადა მანამდეც და უფრო ძირეული ვიდრე ბოლო საუკუნეებში. ამაზე თუნდაც ის წინააღმდეგობები მიუთთებს რაც უკვე ამ ფორუმზე განვიხილე.. წინააღდეგობები არის ძრეულ იდეოლოგიურ საკითხებში, ასევე ისტორიული კუთხით, რაც ბევრ მეცნიერს აქვს გამოკვლეული,. გასაკვირვია ის ფაქტიც რომ სახარებებში გვხვდება მონაკვეთები, რომლებიც ერთი ერთზე იმეორებენ ერთმანეთს, რაც გვაფიქრებინებს რომ გადაწერილია ერთი მეორისგან. სხვა მხრივ თუ კი ვამბობთ რომ ღვთის კარნახით დაიწერა, მაშინ სრულად იდენტური უნდა იყოს, ან თუ ვიტყვით რომ შინაარსია იდენტური მაგრამ გადმოცემაში დამწერის კვალი ამჩნევია, მაშინ გასაკვირია ასე დაკოპირებულად როგორ იმეორებენ სახარების გარკვეულ მონაკვეთებს მახარობლები.

რაც შეეხება თვითონ პავლეს ეპისტოლეს. ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ ამ ხელნაწერს იეღოვას მოწმე სხვანაირად განმარტავს, მართლმადიდებელი სხვანაირად და კათლიკე ალბათ სხვანაირად... თვითონ მართლმადიდებლურ სწავლებაშიც არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მომისმენია მე პირადად. ეპისტოლე წასაკითხია მთლიან კონტექსტში. იმისათვის რომ პავლემ თავისი სიტყვის შინაარსი კარგად გადმოქვცემს მიმართავს გადმოცემის მონოლოგიურ ხერხეს. სვავს კითხვას და შემდეგ თავად პასუხობს

9:19 ნუუკუე მრქუა მე: და რაჲსა-ღა აბრალებს? რამეთუ ნებასა მისსა ვინ-მე წინა-აღუდგა?

საინტერესოა რატომ დასვა ეს კითხვა პავლემ? თუ აქამდე ლაპარაკი იყო იმ კონტექსტში როგორშიც შენ განიხილე ლევან, ეს კითხვა ზედმეტი არაა? მაგრამ ეს კითხვა გაგრძელებაა თემისა: 9:18 აწ უკუე რომელი ჰნებავს, შეიწყალებს, და რომელი ჰნებავს, განაფიცხებს. (ზოგ თარგმანში წერია გააბოროტებს ან გააჯიუტებს) და რას ნიშნავს სიტყვა გააბოროტებს ან გააჯიუტებს? იმას რომ დაუშვებს ზოგში ბოროტის არსებობას, და ამ აზრს კიდევ უფრო გვიღეჭავს მომდევნო პარაგრაფით
9:20 აწ უკუე, ჵ კაცო, შენ ვინ ხარ, რომელი სიტყუას-უგებ ღმერთსა? ჰრქუა ნუ-მეა ქმნულმან შემოქმედსა: რაჲსათჳს ესრეთ შემქმენ მე?
9:21 ანუ არა ჴელ-ეწიფებისა მეკეცესა მას თიჴისა მის მისვე შეზელილისაგან შესაქმედ რომელიმე პატიოსნად ჭურჭლად და რომელიმე უპატიოდ?


ამას სხვანაირად როგორ კითხულობთ მართლა მიკვირს... პირდაპირ წერია, რომ ვინ ხარ ადამიანო სიტყვას რომ უბრუნებ ღმერთსაო? განა ქმნილება ეტყვის შემქმნელს რატომ შემქმენი ასეთო?

სხვანაირად რაღა დაეწწერა რასაც ქვია დაღჭილი აქვს თავისი აზრი. და შედარებაც მოჰყავს, განა მეთიხეს უფლება არ აქვს რომ თავისი მოზელილი თიხისგან საპატიო ჭურჭელიც შექმნას და უპატიოცო?


ლევან ეს არის სიმართლე. მერაბ მამარდაშვილმა რომ ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე თქვა ჩემთვის ჯერ ჭეშმარიტებაა და შემდეგ სამშობლოო, კინაღამ ჯვარზე აცვეს და სამშობლოს მოღალატე და რა არ ეძახეს. მაგრამ იმ კაცმა ისა თქვა რომ სიცრუეზე დაშენებული სამშობლოც თავზე დაგვემხობა, ოჯახიც, რელიგიაც და საკუთარი ცხოვრებაცო...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Nov 23 2009, 16:09
პოსტი #44


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(zura22222 @ Nov 23 2009, 11:41) *



30 რას ვიტყვით? წარმართნი, რომელნიც არ ეძებდნენ სიმართლეს, ეწივნენ სიმართლეს, სიმართლეს რწმენის მიერ.
31 ხოლო ისრაელი, რომელიც ეძებდა სიმართლის რჯულს, სიმართლის რჯულს ვერ მისწვდა.
32 რატომ? იმიტომ, რომ რწმენით კი არ ეძებდნენ, არამედ საქმეთა მიერ, და შებრკოლების ლოდზე წაიბორძიკეს.
33 როგორც წერია: „აჰა, დავდებ სიონში შებრკოლების ლოდს და საცთურის კლდეს, და არ შერცხვება მისი მორწმუნე“.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
zura22222
პოსტი Nov 23 2009, 16:26
პოსტი #45


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 208
რეგისტრ.: 3.11.2009
წევრი № 389



ციტატა(animani @ Nov 23 2009, 16:09) *



30 რას ვიტყვით? წარმართნი, რომელნიც არ ეძებდნენ სიმართლეს, ეწივნენ სიმართლეს, სიმართლეს რწმენის მიერ.
31 ხოლო ისრაელი, რომელიც ეძებდა სიმართლის რჯულს, სიმართლის რჯულს ვერ მისწვდა.
32 რატომ? იმიტომ, რომ რწმენით კი არ ეძებდნენ, არამედ საქმეთა მიერ, და შებრკოლების ლოდზე წაიბორძიკეს.
33 როგორც წერია: „აჰა, დავდებ სიონში შებრკოლების ლოდს და საცთურის კლდეს, და არ შერცხვება მისი მორწმუნე“.



apriori rcmenit dackeba ras nishnavs ici ani? es nishnavs imas rom yvela martalia, iegovelic, muslimanic, budistic, martlmadidebelic da is teroristic vinc tavisi rcmenit aklavs tavs "sagvto saqmes". nu ifiqreb rom naklebi rcmenit midis teroristi kamikadze sasaklaoze. imdenad scams rom sicocxles ar zogavs. da tavis samshobloshi asets cmindanad agiareben. kvela martlebi rogor vart ki magram? ai ase xdeba roca rmenit ickeb. rcmena aris brmad raimes dajereba. sxva gansazgvreba tu aqvs kide ar vici. da amaze iesom tqva brma tu brmas gayveba orive ormoshi chacvivdebiano
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-maria
პოსტი Nov 29 2009, 00:34
პოსტი #46


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 19.02.2009
წევრი № 189



ყველა რწმენა შეიძლება მართალი არ იყოს, და მართლმადიდებლობას კამიკაძეობასთან საერთო არ აქვს.


--------------------
უფალო მომადლე მოთმინება, სინანული, სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
zura22222
პოსტი Nov 29 2009, 00:41
პოსტი #47


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 208
რეგისტრ.: 3.11.2009
წევრი № 389



ციტატა(la-maria @ Nov 29 2009, 00:34) *

ყველა რწმენა შეიძლება მართალი არ იყოს, და მართლმადიდებლობას კამიკაძეობასთან საერთო არ აქვს.


ხო და რახან ყველა რწმენა არ შეიძლება მართალი იყოს, რითი უნდა გავარჩიოთ მართალი რწმენა რომელია და ცრუ რომელი? კამიკაძეობა მე რწმენის აპრიორად გამართლების საწინააღმდეგოდ მოვიყვანე მაგალითად, მაგრამ არის სხვა რელიგიები, რომლებიც ისეთივე კეთილშობილებას ქადაგებს როგორც მართლმადიდებლობა. და როგორ გავარჩიოთ ამ კეთილშობილ რელიგიებიდან რომელია უფრო სარწმუნო? გონება რასაც ასე უარყოფენ, და გონიერება მაინც გვესაჭიროება გამოდის, რათა ცრუ სწავლება გავარჩიოთ ჭეშმარიტი სწავლებისგან,.. თუ ამაზე შევთანხმდებით შეგვიძლია განვაგრძოთ გონიერი მსჯელობა საკითხზე. თუ არა და წინააღმდეგოაში ვარდებით საიდანაც გამოსავალი არ არის და აბსურდამდე მივდივართ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-maria
პოსტი Nov 29 2009, 00:47
პოსტი #48


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 19.02.2009
წევრი № 189



მართალია შენ ფიქრობ რომ უნდა განსაჯო, მაგრამ ადამიანის დაცემულ ბუნებას შეუძლია გაიზროს ღვთის დიდება და ჭეშმარიტება სრულად? ამიტომ მიგითითე წმინდა მამათა განმარტებებზე. ვინც უფრო სულიერია იმას უფრო ესმის და მერე განსაჯე და დაპოსტე


--------------------
უფალო მომადლე მოთმინება, სინანული, სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
zura22222
პოსტი Nov 29 2009, 00:53
პოსტი #49


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 208
რეგისტრ.: 3.11.2009
წევრი № 389



ციტატა(la-maria @ Nov 29 2009, 00:47) *

მართალია შენ ფიქრობ რომ უნდა განსაჯო, მაგრამ ადამიანის დაცემულ ბუნებას შეუძლია გაიზროს ღვთის დიდება და ჭეშმარიტება სრულად? ამიტომ მიგითითე წმინდა მამათა განმარტებებზე. ვინც უფრო სულიერია იმას უფრო ესმის და მერე განსაჯე და დაპოსტე


არ ვიცი თუ კი დამიჯერებ და მენდობი, მაგრამ შეძლებისდაგვარად ბევრი წამიკითხავს როგორც წმინდა მამათა განმარტებები, ისე ზოგადად ამ თემასთან დაკავშირებული მოსაზრებები.. ისე თუ კი აქ სამსჯელო არაფერი გვაქვს ამის შესახებ შეიძლება რომ მოდერატორებსაც და ადმინისტრატორებსაც შევთავაზოთ რომ აქ უბრალოდ დავდოთ წმინდა მამათა გამონათქვამები და თუ ვინმეს ფორუმზე საკითხის განხილვა მოუნდება თავის ამ სურვილს წმინდა მამათა გამონათქვამების წაკითხვით დაიცხრობს... და ფორუმსაც ალბათ სახელის გადარქმევა მოუწევს, და დაერქვას დაუშვათ ასეთი სახელი. "პასუხები ყველაფერზე აქ "
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-maria
პოსტი Nov 29 2009, 00:57
პოსტი #50


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 19.02.2009
წევრი № 189



ციტატა(zura22222 @ Nov 29 2009, 00:53) *

არ ვიცი თუ კი დამიჯერებ და მენდობი, მაგრამ შეძლებისდაგვარად ბევრი წამიკითხავს როგორც წმინდა მამათა განმარტებები, ისე ზოგადად ამ თემასთან დაკავშირებული მოსაზრებები.. ისე თუ კი აქ სამსჯელო არაფერი გვაქვს ამის შესახებ შეიძლება რომ მოდერატორებსაც და ადმინისტრატორებსაც შევთავაზოთ რომ აქ უბრალოდ დავდოთ წმინდა მამათა გამონათქვამები და თუ ვინმეს ფორუმზე საკითხის განხილვა მოუნდება თავის ამ სურვილს წმინდა მამათა გამონათქვამების წაკითხვით დაიცხრობს... და ფორუმსაც ალბათ სახელის გადარქმევა მოუწევს, და დაერქვას დაუშვათ ასეთი სახელი. "პასუხები ყველაფერზე აქ "


წმინდა მამათა განმარტებებს სხვათაშორის ფორუმელები ვდებთ. დადევი შენსც და თან მიუთითე რომელს არ ეთანხმები smile.gif


--------------------
უფალო მომადლე მოთმინება, სინანული, სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
zura22222
პოსტი Nov 29 2009, 01:00
პოსტი #51


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 208
რეგისტრ.: 3.11.2009
წევრი № 389



ციტატა(la-maria @ Nov 29 2009, 00:57) *

წმინდა მამათა განმარტებებს სხვათაშორის ფორუმელები ვდებთ. დადევი შენსც და თან მიუთითე რომელს არ ეთანხმები smile.gif


მე რასაც არ ვეთანხმები ვწერ ხოლმე. თან წმინდა მამათა გამონათქვამებზე უწინარეს წიგნზე ბიბლიაზე, ძველ და ახალ აღთქმაზე და იქ მოცემულ წინააღმდეგობებზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-maria
პოსტი Nov 29 2009, 01:04
პოსტი #52


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 19.02.2009
წევრი № 189



მიხვდი ალბათ რაც ვიგულისხმე. შენ რასაც წინააღმდეგობად თვლი იქ მიიღებ პასუხს. ბიბლიას აგერ უკვე რამდენი საკუნეა სწავლობენ და სწავლობენ და შენ ერთი წაკითხვით აღმოაჩინე უზუსტობები?


--------------------
უფალო მომადლე მოთმინება, სინანული, სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
zura22222
პოსტი Nov 29 2009, 01:09
პოსტი #53


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 208
რეგისტრ.: 3.11.2009
წევრი № 389



ციტატა(la-maria @ Nov 29 2009, 01:04) *

მიხვდი ალბათ რაც ვიგულისხმე. შენ რასაც წინააღმდეგობად თვლი იქ მიიღებ პასუხს. ბიბლიას აგერ უკვე რამდენი საკუნეა სწავლობენ და სწავლობენ და შენ ერთი წაკითხვით აღმოაჩინე უზუსტობები?


მარტო მე არა ბევრმა აღმოაჩინა უზუსტობა. მაგრამ უკვე მეშინია ამის დაწერისა smile.gif ადმინისტრატორმა მომწერა ახლა ერთ ერთ თემაზე დაარქივდაო, მკრეხელურად რომ მსჯელობო/// ..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-maria
პოსტი Nov 29 2009, 01:22
პოსტი #54


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 19.02.2009
წევრი № 189



ციტატა(zura22222 @ Nov 29 2009, 01:09) *

მარტო მე არა ბევრმა აღმოაჩინა უზუსტობა. მაგრამ უკვე მეშინია ამის დაწერისა smile.gif ადმინისტრატორმა მომწერა ახლა ერთ ერთ თემაზე დაარქივდაო, მკრეხელურად რომ მსჯელობო/// ..


ვისი უზუსტობები გადმოაკოპირე მერე? smile.gif


--------------------
უფალო მომადლე მოთმინება, სინანული, სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Administration
პოსტი Nov 29 2009, 01:30
პოსტი #55


Administration
**

ჯგუფი: Administration
პოსტები: 27
რეგისტრ.: 21.09.2009
წევრი № 351



აღნიშნული თემა ეწინააღმდეგება წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმის წესების შემდეგ მუხლს:

5. კატეგორიულად იკრძალება მართლმადიდებლური სწავლებების და დოგმატების პირდაპირი ან ირიბი შეურაცხყოფა, დაკნინება, ღვთისა და წმიდანების შეურაცხყოფა ან დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიება.

ამ მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით იხურება ეს თემა და დროებით გადადის არქივში, საიდანაც ახლო მომავალში მოხდება მისი სრული წაშლა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

3 გვერდი V < 1 2 3
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 19.09.2019 - 09:02