IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
დავსვათ შეკითხვები წმიდა წერილის შესახებ - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )

8 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> დავსვათ შეკითხვები წმიდა წერილის შესახებ გაზიარება
lingvo
პოსტი Aug 21 2009, 10:49
პოსტი #1

ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69

წმიდა წერილის კითხვისას გვებადება კითხვები, ვეძებთ განმარტებებს, გვსურს საუბარი წმიდა წერილის ირგვლივ, რათა შევიმეცნოთ. მითუმეტეს ყოველთვის შენთვის ახალს ხედავ ადამიანი წმიდა წერილში.

ლუკას სახარების ამ ნაწილზე დავფიქრდი:

27. მო-ვინმე-უჴდეს მას ჟამსა შინა სადუკეველნი, რომელნი აცილობენ, ვითარმედ აღდგომაჲ არა არს, და ჰკითხეს მას და ეტყოდეს:
28. მოძღუარ, მოსე ესრეთ დამიწერა ჩუენ: უკუეთუ ვისმე ძმაჲ მოუკუდეს და ესუას მას ცოლი და იგი უშვილო უყოს, რაჲთა შეირთოს ცოლი იგი მისი ძმამან მისმან და აღუდგინოს თესლი ძმასა თჳსსა.
29. შჳდნი უკუე ძმანი იყვნეს ჩუენ შორის. და პირველმან მან შეითრო ცოლი და მოკუდა უშვილოჲ.
30. და მეორემან და მესამემან,
31. და მოწყდეს უშვილონი. და ეგრეთვე ვიდრე მეშჳდედმდე, და არა დაშთა შვილი.
32. შემდგომად მათ ყოველთაჲსა მოკუდა დედაკაციცა იგი.
33. აწ უკუე აღდგომასა მას მკუდართასა ვისა მათგანისა იყოს ცოლ, რამეთუ შჳდთავე მათ ესუა იგი ცოლად?
(ლუკა 20, 27-33)

რა შეუსაბამოა სადუკეველთა კითხვა, თავად აღდგომის არ სწამდათ და ბოლოს ეკითხებიან უფალს აღდგომის შემდეგ რომელი ძმათაგანის ცოლი იქნებაო.

--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Aug 23 2009, 18:27
პოსტი #2

ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89

ციტატა(lingvo @ Aug 21 2009, 10:49) *

წმიდა წერილის კითხვისას გვებადება კითხვები, ვეძებთ განმარტებებს, გვსურს საუბარი წმიდა წერილის ირგვლივ, რათა შევიმეცნოთ. მითუმეტეს ყოველთვის შენთვის ახალს ხედავ ადამიანი წმიდა წერილში.

ლუკას სახარების ამ ნაწილზე დავფიქრდი:

რა შეუსაბამოა სადუკეველთა კითხვა, თავად აღდგომის არ სწამდათ და ბოლოს ეკითხებიან უფალს აღდგომის შემდეგ რომელი ძმათაგანის ცოლი იქნებაო.

აი მათი არგუმენტი:
"ფარისევლები ასწავლიან და შენც აგრეთვეე, რომ იქნება მკვდართა აღდგომა, რომ ადამიანის სული უკვდავია; მაგრამ აი, ხედავ, მოსეს წიგნებში არა მარტო არ არის რაიმე მტკიცება სულის უკვდავებაზე, არამედ რაღაც არის ისეთი, რომელიც ეწინააღმდეგება მკვდრეთის აღდგომას, აწ უკუე აღდგომასა მას, როცა თქვენი რწმენის მიხედვით უნდა აღდგეს შვიდივე ქმარი, ვისა შვიდთა მათგანისა იყო იგი ცოლად? რამეთუ ყოველთა ესუა იგი. ამიტომ იგი, ან უნდა მიეკუთვნოს შვიდივე ქმარს, ან არც ერთს, ეს კი სიცრუის სწორია და ასეთ კანონს უბრძნესი კანონმდებელი არ მოგვცემდა. და თუ ეს ასეა, მაშინ ჩანს, რომ მოსე არ ფიქრობდა მკვდართა აღდგომაზე, არ სწამდა იგი, - სხვანაირად არ დაგვიწერდა ასეთ სჯულს, - მაშასადამე ჩვენ მართალნი ვართ, რომ ასევე არ გვწამს მკვდრეთით აღდგომა. რას იტყვი ამის შესახებ?"

--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Aug 23 2009, 18:44
პოსტი #3

ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89

„მთელი მათი მოთხრობა, - ამბობს წმ. ოქროპირი - ჩემი აზრით, გამოგონილი იყო, რადგან მესამე აღარ მოიყვანდა ქალს, ნახა რა, რომ ორი ქმარი მოკვდა მასთან; და თუ მაინც მოიყვანდა მესამე, მეოთხე უკვე აღარაფრით მოისურვებდა ამას, მით უფრო მეხუთე და შემდგომი, იმის შიშით, რომ იგივე ბედი არ სწეოდა მასაც. მსგავსი სიფრთხილე ახასიათებდა იუდეველთ, რომლებიც ისედაც გაურბოდნენ ასეთ მეუღლეობას, იმის მიუხედავად, რომ ამას სჯული ავალდებულებდა მათ. რისთვის მოიგონეს სადუკევლებმა, რომ არა ორი, ან სამი, არამედ შვიდი ქმარი ჰყავდა ერთ ქალს? იმიტომ, რომ ასე უფრო მეტად დასცინებდნენ მკვდრეთით აღდგომაზე სწავლებას.

ახლა ნახე, როგორ აჩვენებს უფალი იმას, რომ იქნება აღდგომა, და იმასაც, რომ ის ისეთი არ იქნება, როგორადაც მათ წარმოედგინათ, მიუგო იესომ და ჰქრუა მათ: ჰსცდებით, და სწორედ იქიდან გამოდის თქვენი შემცდარობა, რომ თქვენ სჯით, მაგრამ არა იცნით წიგნი, არცა ძალი ღმრთისა, ვერ წვდებით ღვთის სიტყვას, არა გაქვთ სწორი წარმოდგენა ღმერთის ყოვლისშემძლეობაზე. თქვენი გაგება მომავალ ცხოვრებაზე ცრუ და ყალბია. ცოლის მოყვანა და გათხოვება ამ ცხოვრებისათვისაა დამახასიათებელი, რომელშიც ბატონობს გრძნობა. მაგრამ იქ გრძნობიერი არაფერია, ამიტომ აღარც ქორწინებას აქვს ადგილი. რამეთუ აღდგომასა მას არცა იქორწინებოდიან, არცა განქორწინებდენ, არამედ ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი იყუნენ ცათა შინა, რადგან სიკვდილიც უკვე აღარ შეუძლიათ და ხდებიან შვილნი ღვთისა, როგორც აღდგომის შვილნი, აღდგომით შობის გზით ახალ ცხოვრებაში."

აი ამაზე ძალიან დავფიქრდი, რა მარტივია ყველაფერი, ათასჯერ წარმოვიდგინე და მაინც ვერ წვდება გონება, არანაირი გრძნობა და მიზიდულობა?
ალბათ უბრალო მოკვდავთათვის ძნელია ამაზე პასუხის გაცემა.

--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Aug 23 2009, 21:28
პოსტი #4

ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69

ციტატა(animani @ Aug 23 2009, 19:44) *

წმიდა იოანე ოქროპირის სახარების განმარტებიდან ამოიწერე? თუ შეძლებ იქნებ ბმული ან წყარო დაწერო smile.gif
სასუფეველში იქნება სიყვარული.

--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Aug 23 2009, 22:39
პოსტი #5

ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89

ციტატა(lingvo @ Aug 23 2009, 21:28) *

წმიდა იოანე ოქროპირის სახარების განმარტებიდან ამოიწერე? თუ შეძლებ იქნებ ბმული ან წყარო დაწერო smile.gif
სასუფეველში იქნება სიყვარული.

http://www.orthodoxy.ge/tserili/zosime/22_23-33.htm
გაიხარე,მაგრამ ახლა საზვერეებს ვათვალიერებდი და სასუფეველში მოხვედრა თურმე რა ძნელია. sad.gif

--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Aug 23 2009, 23:11
პოსტი #6

ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69

ციტატა(animani @ Aug 23 2009, 23:39) *

http://www.orthodoxy.ge/tserili/zosime/22_23-33.htm
გაიხარე,მაგრამ ახლა საზვერეებს ვათვალიერებდი და სასუფეველში მოხვედრა თურმე რა ძნელია. sad.gif

მონანული, აღმსარებელი და მაზიარებელი მორწმუნე დაუბრკოლებლად გაივლის საზვერეებს. ასევე წმიდანებისა და დედა ეკლესიის მეოხება შეგვეწევა. smile.gif

--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Aug 23 2009, 23:28
პოსტი #7

ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89

ციტატა(lingvo @ Aug 23 2009, 23:11) *

მონანული, აღმსარებელი და მაზიარებელი მორწმუნე დაუბრკოლებლად გაივლის საზვერეებს. ასევე წმიდანებისა და დედა ეკლესიის მეოხება შეგვეწევა. smile.gif

ღმერთმა გისმინოს, ამინ!

--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
LeVaNcHiK
პოსტი Dec 2 2009, 14:29
პოსტი #8

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 2.12.2009
მდებარ.: საქართველო, თბილისი
წევრი № 413

მოგესალმებით საყვარელო ადამიანებო.. მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო მხოლოდ არა საკამათოდ არამედ ჩემთვის .. არავის არ ვახვევ თავზე უბრალოდ გაგიზიარებთ ყველანაირ პასუხს მივიღებ .. smile.gif

წმიდა წერილი ყველა ადამიანს განსხვავებულად ელაპარაკება და ასწავლის.
ამიტომაც არის ქრისტიანობაში ამდენი განხეთქილება რაც ვფიქრობ თითოეული ჭეშმარიტი ქრისტიანის ტკივილია ..
მართლმადიდებლობა, კათოლიზმი, პროტესტანტიზმი .. 3 ძირითად და აღიარებულ სარწმუნოებად წოდებულნი ..
არა და 1 წამითაც რომ ჩაუფიქრდეს ადამიანი წმიდა წერილში რომელიც ქრისტიანობას ერთად ერთ ჭეშმარიტ ბოძად უდგას , არც ერთი მათგანი არ არის ნახსენები .. სად წავიდა თუნდაც ის ქრისტიანობა მოციქულების დროს რომ იყო ? არც მართლმადიდებლობაა თავდაპირველი ქრისტიანობის ასლი ჩვენდა სამწუხაროდ .. არც კათოლიზმი და არც პროტესტანტიზმი .. ეს 3 ივე 3 განსხვავებული ტვინისგან წამოვიდა, რომლებმაც თავისებურად გაიგეს წმიდა წერილი .. მე კი ვფიქრობ ადამიანს არ უნდა შეეწინააღმდეგო იმაში თუ როგორ გაიგო სახარების კითხვის დროს .. რადგანაც უკვე მოგახსენეთ ყველა ადამიანს განსხვავებულად ელაპარაკება უფალი ამ დროს !
როგორ შეიძლება ბრმას უთხრა წამიკითხეო, ან ყრუს გადამითარგმნეო .. ყველას თავისას ეტყვის უფალი !
ამიტომაც არის ამდენი განხეთქილება ! მართლმადიდებლური სწავლებით ვითომდა მოძღვრის კურთხევის გარეშე ბიბლიის წაკითხვის უფლება არ აქვს ადამიანს.. ან თუ წაიკითხავს მხოლოდ მოძრვარს სძალულს მისი სწორად ახსნა .. სად მიდის ამ დროს ჩვეულებრივი ადამიანის პასუხები იმ შეკითხვებზე რომლებზეც უკვე უფალმა უპასუხა ?
შეუძლებელია უცხო ადამიანმა უკეთ გადმომცეს რას მეუბნება მამაჩემი !
კათოლიკეებიც სახელმწიფოს სამართავად იყენებენ რელიგიას .. პროტესტანტებიც ირწმუნებიან ჩვენ ვართ მართლები როგორც ჩვენ გვესმის თქვენც ისე ირწმუნეთო .. მაგრამ ... რას გვეუბნება უფალი : " ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება და ყოველი სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა. " მე კი გეუბნებით ქრისტიანობა ბევრად მეტია ვიდრე მართლმადიდებლობა, კათოლიზმი და პროტესტანტიზმი ! თუ ვინმეს კითხვა გაგიჩნდათ აბა შენ ვის მიეკუთვნებიო გპასუხობთ მე მხოლოდ უფალს ვეკუთვნი და არა რელიგიას !

--------------------
ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამქვეყნიურს რასმე; ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში.

ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისგან კი არა, ამ ქვეყნისაგან არის.

ეს ქვეყანაც გარდავა და მისი გულისთქმაც, ღვთის ნებისმყოფელი კი წარუვალია უკუნისამდე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Dec 2 2009, 15:01
პოსტი #9

ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89

ციტატა(LeVaNcHiK @ Dec 2 2009, 14:29) *

გაიხარე, მაგრამ ადამიანი როგორ უნდა ცხონდეს იქნებ ამაზე გვიპასუხო,
თვით უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ საიდუმლო სერობაზე აღასრულა შემდეგი:
1) ადიდა ღმერთი;
2) აკურთხა და წმიდაჰყო პური და ღვინო;
3) ზიარების შემდეგ სერობა დაამთავრა მამა ღმერთისადმი ლოცვით: "მამაო წმიდაო, დაიცვენ ესენი სახელითა შენითა".

ეს არის საეკლესიო საიდუმლოება, რომელიც ეკლესიაში აღესრულება.

მიკვირს ყველას პრეტენზია აქვს წმიდა წერილის ცოდნაზე, მომიტევეთ ამას არ კითხულობთ?

--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
LeVaNcHiK
პოსტი Dec 2 2009, 17:16
პოსტი #10

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 2.12.2009
მდებარ.: საქართველო, თბილისი
წევრი № 413

„აიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის განტეხილი ცოდვათა მისატევებლად“ (მათ. 26,27-28). მსგავსადვე აიღო მან სასმელი ღვინისგან და წყლისგან, წილად უბოძა მათ და თქვა: „სვით ამისგან ყველამ. ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, თქვენთვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად. ეს აკეთეთ ჩემს გასახსენებლად, რადგან რამდენგზისაც შეჭამთ ამ პურს და შესვამთ ამ სასმელს, ადამიანის ძის სიკვდილი აუწყეთ და მისი აღდგომა აღიარეთ, ვიდრე მოვა“ (მათ. 26,27-28; 1 კორ. 11,25-26). გავამუქე ის ადგილი სადაც ჩვენი დავა წესით უნდა დასრულდეს smile.gif მე ეკლესიას არაფრით ვეწინააღმდეგები , მე მწამს ჩემთვის და უფლისთვის არავის დასაბრკოლებლად .. smile.gif

--------------------
ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამქვეყნიურს რასმე; ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში.

ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისგან კი არა, ამ ქვეყნისაგან არის.

ეს ქვეყანაც გარდავა და მისი გულისთქმაც, ღვთის ნებისმყოფელი კი წარუვალია უკუნისამდე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
A-G-A-P-E
პოსტი Dec 3 2009, 14:35
პოსტი #11

Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 229
რეგისტრ.: 19.11.2009
წევრი № 403

ციტატა(LeVaNcHiK @ Dec 2 2009, 17:16) *

„აიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის განტეხილი ცოდვათა მისატევებლად“ (მათ. 26,27-28). მსგავსადვე აიღო მან სასმელი ღვინისგან და წყლისგან, წილად უბოძა მათ და თქვა: „სვით ამისგან ყველამ. ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, თქვენთვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად. ეს აკეთეთ ჩემს გასახსენებლად, რადგან რამდენგზისაც შეჭამთ ამ პურს და შესვამთ ამ სასმელს, ადამიანის ძის სიკვდილი აუწყეთ და მისი აღდგომა აღიარეთ, ვიდრე მოვა“ (მათ. 26,27-28; 1 კორ. 11,25-26). გავამუქე ის ადგილი სადაც ჩვენი დავა წესით უნდა დასრულდეს smile.gif მე ეკლესიას არაფრით ვეწინააღმდეგები , მე მწამს ჩემთვის და უფლისთვის არავის დასაბრკოლებლად .. smile.gif

LeVaNcHiK

მართლა საინტერესო მონაკვეთი მოგიყვანია წმინდა წერილიდან. მაინტერესებს, მართლმადიდებლების მოსაზრება პურსა და ღვინოზე, რომელიც იესომ მოწაფეებს გადააწოდა რომ ეჭამათ. როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის ბიბლიაში წერია, იესოს მოწაფეებისთვის უთქვამს: "მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი" და "ესე არს სისხლი ჩემი". ნუთუ მისმა მოწაფეებმა იესოს ხორცი ჭამეს და იესოს სისხლი დალიეს????

დარწმუნებული ვარ, რომ მის მოწაფეებს, თავისი მასწავლებლის და თავისი წინამძღოლის სისხლი არ დაულევიათ და ხორცი არ უჭამიათ.

--------------------

იესომ თავის ღმერთზე უთხრა მარიამს: "მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან". - იოანეს სახარება 20:17.

ხოლო თავის ღმერთს კი უთხრა: "მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს". - იოანეს სახარება 17:3.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
LeVaNcHiK
პოსტი Dec 3 2009, 17:36
პოსტი #12

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 2.12.2009
მდებარ.: საქართველო, თბილისი
წევრი № 413

ციტატა(A-G-A-P-E @ Dec 3 2009, 14:35) *

არა ძმაო, მე ამიტომ კი არ ვთქვი .. smile.gif მე ის ვთქვი რომ ზიარება მხოლოდ ტაძარში მყოფთათვის და ტაძრისთვის არ შექმნილა .. ეს უფალმა მის მოსაგონებლად დაგვიტოვა თორემ ფიზიკურ სისხლზე და ხორცზე კი არ მიგვითითა .. smile.gif ყველაფერს პირაპირ ნუ გაიგებ ! მართლმადიდებლების ბიბლია? რატომ მართლმადიდებლების ასე ცაკლედ ?
ჩვენ ქრისტიანული ბიბლია გვაქვს ყველა ქრისტიანს ! დანარჩენი კი თუკი რაიმე წაგიკითხავს შეთითხნილია და დამახინჯებული !

--------------------
ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამქვეყნიურს რასმე; ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში.

ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისგან კი არა, ამ ქვეყნისაგან არის.

ეს ქვეყანაც გარდავა და მისი გულისთქმაც, ღვთის ნებისმყოფელი კი წარუვალია უკუნისამდე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-maria
პოსტი Dec 3 2009, 17:44
პოსტი #13

Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 19.02.2009
წევრი № 189

amazec kargad saubrobs mama Teodore. links mogcem Tu ginda. zustad mag Temazea

--------------------
უფალო მომადლე მოთმინება, სინანული, სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
LeVaNcHiK
პოსტი Dec 3 2009, 20:28
პოსტი #14

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 2.12.2009
მდებარ.: საქართველო, თბილისი
წევრი № 413

თეოდორე ჭეშმარიტად ნათელი წერტილია ჩვენთან საქართველოში !
smile.gif გვიმრავლოს უფალმა მისნაირები

--------------------
ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამქვეყნიურს რასმე; ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში.

ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისგან კი არა, ამ ქვეყნისაგან არის.

ეს ქვეყანაც გარდავა და მისი გულისთქმაც, ღვთის ნებისმყოფელი კი წარუვალია უკუნისამდე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
A-G-A-P-E
პოსტი Dec 4 2009, 02:55
პოსტი #15

Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 229
რეგისტრ.: 19.11.2009
წევრი № 403

ციტატა(LeVaNcHiK @ Dec 3 2009, 17:36) *

არა ძმაო, მე ამიტომ კი არ ვთქვი .. smile.gif მე ის ვთქვი რომ ზიარება მხოლოდ ტაძარში მყოფთათვის და ტაძრისთვის არ შექმნილა .. ეს უფალმა მის მოსაგონებლად დაგვიტოვა თორემ ფიზიკურ სისხლზე და ხორცზე კი არ მიგვითითა .. smile.gif ყველაფერს პირაპირ ნუ გაიგებ ! მართლმადიდებლების ბიბლია? რატომ მართლმადიდებლების ასე ცაკლედ ?
ჩვენ ქრისტიანული ბიბლია გვაქვს ყველა ქრისტიანს ! დანარჩენი კი თუკი რაიმე წაგიკითხავს შეთითხნილია და დამახინჯებული !

LeVaNcHiK
არსად დამიწერია რომ მაგიტომ თქვი. smile.gif

მე დავწერე, რომ მართლა საინტერესო მონაკვეთი მოგიყვანია წმინდა წერილიდან. ამას კი მოვაყოლე შემდეგი:

ციტატა
მაინტერესებს, მართლმადიდებლების მოსაზრება პურსა და ღვინოზე, რომელიც იესომ მოწაფეებს გადააწოდა რომ ეჭამათ. როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის ბიბლიაში წერია, იესოს მოწაფეებისთვის უთქვამს: "მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი" და "ესე არს სისხლი ჩემი". ნუთუ მისმა მოწაფეებმა იესოს ხორცი ჭამეს და იესოს სისხლი დალიეს????
დარწმუნებული ვარ, რომ მის მოწაფეებს, თავისი მასწავლებლის და თავისი წინამძღოლის სისხლი არ დაულევიათ და ხორცი არ უჭამიათ.

თუმცა, არცერთს არ გაუცია ჩემს შეკითხვაზე პასუხი. მხოლოდ გადამისამართება სურთ ჩემი. არადა, ფორუმი იმისთვისაა რომ დავწეროთ, ვიმსჯელოთ და ობიექტურად განვიხილოთ საკითხები. სამწუხაროდ, ამის მსურველები არ ჩანან.

--------------------

იესომ თავის ღმერთზე უთხრა მარიამს: "მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან". - იოანეს სახარება 20:17.

ხოლო თავის ღმერთს კი უთხრა: "მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს". - იოანეს სახარება 17:3.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Dec 4 2009, 15:08
პოსტი #16

ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89

ციტატა(A-G-A-P-E @ Dec 4 2009, 02:55) *

[b]მაინტერესებს, მართლმადიდებლების მოსაზრება პურსა და ღვინოზე, რომელიც იესომ მოწაფეებს გადააწოდა რომ ეჭამათ. როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის ბიბლიაში წერია, იესოს მოწაფეებისთვის უთქვამს: "მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი" და "ესე არს სისხლი ჩემი". ნუთუ მისმა მოწაფეებმა იესოს ხორცი ჭამეს და იესოს სისხლი დალიეს????
დარწმუნებული ვარ, რომ მის მოწაფეებს, თავისი მასწავლებლის და თავისი წინამძღოლის სისხლი არ დაულევიათ და ხორცი არ უჭამიათ.

თუმცა, არცერთს არ გაუცია ჩემს შეკითხვაზე პასუხი. მხოლოდ გადამისამართება სურთ ჩემი. არადა, ფორუმი იმისთვისაა რომ დავწეროთ, ვიმსჯელოთ და ობიექტურად განვიხილოთ საკითხები. სამწუხაროდ, ამის მსურველები არ ჩანან.

'A-G-A-P-E' შენ, რომ საეკლესიო საიდუმლოებების გწამდეს თავს შევიწუხებდი და აგიხსნიდი ყველაფერს, მაგრამ ახსნას რა აზრი აქვს?

--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
LeVaNcHiK
პოსტი Dec 4 2009, 16:06
პოსტი #17

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 2.12.2009
მდებარ.: საქართველო, თბილისი
წევრი № 413

ბოლოს მაინც იქამდე მივდივარ, რომ სარწმუნოებაზე კამათი სისულელეა ..
ზოგი რით ემსახურება ღმერთს ზოგიც რით ..
ყველას 1 დანიშნულება რომ ჰქონდეს სრულიად უაზრობა იქნებოდა
ამიტომაც ვართ მრავალფეროვანნი .. smile.gif
ტყუილად კი არ არის ნათქვამი
გქონდეთ თქვენი რწმენა, თქვენთვის და უფლისთვის !

--------------------
ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამქვეყნიურს რასმე; ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში.

ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისგან კი არა, ამ ქვეყნისაგან არის.

ეს ქვეყანაც გარდავა და მისი გულისთქმაც, ღვთის ნებისმყოფელი კი წარუვალია უკუნისამდე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
A-G-A-P-E
პოსტი Dec 4 2009, 17:28
პოსტი #18

Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 229
რეგისტრ.: 19.11.2009
წევრი № 403

ციტატა(animani @ Dec 4 2009, 15:08) *

'A-G-A-P-E' შენ, რომ საეკლესიო საიდუმლოებების გწამდეს თავს შევიწუხებდი და აგიხსნიდი ყველაფერს, მაგრამ ახსნას რა აზრი აქვს?

animani

თუ არ გსურს, ნუ ახსნი ნურაფერს. ადამიანს, თუ არ სწამს, უნდა აუხსნა რომ გააგებინო და ირწმუნოს. უბრალოდ დავსვი შეკითხვა და თუ არ გსურს ნუ გასცემ პასუხს. ალბათ შემოვლენ კომპეტეტური პირები და ახსნიან.

დროებით.

--------------------

იესომ თავის ღმერთზე უთხრა მარიამს: "მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან". - იოანეს სახარება 20:17.

ხოლო თავის ღმერთს კი უთხრა: "მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს". - იოანეს სახარება 17:3.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-maria
პოსტი Dec 4 2009, 17:48
პოსტი #19

Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 19.02.2009
წევრი № 189

ციტატა(A-G-A-P-E @ Dec 4 2009, 17:28) *

animani

თუ არ გსურს, ნუ ახსნი ნურაფერს. ადამიანს, თუ არ სწამს, უნდა აუხსნა რომ გააგებინო და ირწმუნოს. უბრალოდ დავსვი შეკითხვა და თუ არ გსურს ნუ გასცემ პასუხს. ალბათ შემოვლენ კომპეტეტური პირები და ახსნიან.

დროებით.

ისე ცნობისთვის ფარისევლები და მწიგნობრებიც უსმენდნენ მაგრამ

ციტატა(LeVaNcHiK @ Dec 4 2009, 16:06) *

ბოლოს მაინც იქამდე მივდივარ, რომ სარწმუნოებაზე კამათი სისულელეა ..
ზოგი რით ემსახურება ღმერთს ზოგიც რით ..
ყველას 1 დანიშნულება რომ ჰქონდეს სრულიად უაზრობა იქნებოდა
ამიტომაც ვართ მრავალფეროვანნი .. smile.gif
ტყუილად კი არ არის ნათქვამი
გქონდეთ თქვენი რწმენა, თქვენთვის და უფლისთვის !

გეთანხმები, კამათი მართლა სისულელეა იმაზე რაც ჭეშმარიტია.

--------------------
უფალო მომადლე მოთმინება, სინანული, სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
A-G-A-P-E
პოსტი Dec 4 2009, 18:03
პოსტი #20

Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 229
რეგისტრ.: 19.11.2009
წევრი № 403

la-maria

მასე, როგორც თქვენ ამბობთ, ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენლებს შეუძლიათ თქვან რომ ჩვენი რელიგიაა ჭეშმარიტიო. ვინმე თუ ეტყვის ამიზსენი და დამისაბუთე რომ მასეაო, ეტყვის: ჭეშმარიტებას ახსნა, კამათი და დასაბუთება არ უნდაო. smile.gif ასე რომ, თუ ფიქრობ რომ როცა ადამიანი შეკითხვას დასხვავს, ის კი არ უნდა მიწერო, "ეს ასეა და მორჩა, ესაა ჭეშმარიტება და მიიღე თუ გინდა, თუ არა და ახსნას არ ვაპირებ". მიხვდით ალბათ რასაც ვამბობ.

--------------------

იესომ თავის ღმერთზე უთხრა მარიამს: "მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან". - იოანეს სახარება 20:17.

ხოლო თავის ღმერთს კი უთხრა: "მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს". - იოანეს სახარება 17:3.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

8 გვერდი V  1 2 3 > » 
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

Untitled Document

free counters

ახლა არის: 29.03.2020 - 12:40