IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
ბრძოლა პატრიარქის წინააღმდეგ - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



4 გვერდი V « < 2 3 4  
Reply to this topicStart new topic
> ბრძოლა პატრიარქის წინააღმდეგ გაზიარება
animani
პოსტი Nov 9 2010, 17:56
პოსტი #61


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89







სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გერმანიის ქალაქ ბადენ-ბადენიდან სამკურნალო კურსის გავლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Dec 3 2011, 00:05
პოსტი #62


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



გიორგი ზვიადაძე: პატრიარქის რუსეთში ვიზიტს პრეზიდენტი ძალიან დადებითად შეხვდა
01/12/2011 00:01



პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე
პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, რუსეთში ვიზიტის შესახებ პატრიარქის გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ძალიან დადებითად მიიღო. პროტოპრესვიტერმა ამის შესახებ გუშინ, „პირველი არხის“ ეთერში, გადაცემა „დიალოგში“ ისაუბრა.


„ყოველთვის, როცა კათოლიკოს-პატრიარქი ტოვებს ქვეყანას, ის ატყობინებს საქართველოს პრეზიდენტს, რომ მიეამგზავრება ამა თუ იმ ქვეყანაში. ამ შემთხვევაშიც კათოლიკოს-პატრიარქმა შეატყობინა პრეზიდენტს, რომ ოფიციალური ვიზიტის მიემგზავრებოდა მოსკოვში. პრეზიდენტმა ძალიან დადებითად მიიღო ეს, ამ გადაწყვეტილებას ძალიან დადებითად შეხვდა და მან აღნიშნა, რომ ამგვარი ურთიერთობა, ასეთი ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო“, - აღნიშნა ზვიადაძემ.

მისივე თქმით, პატრიარქის ვიზიტი გაიმართა ეკლესიათაშორის ურთიერთობის კანონიკურ საზღვრებში და საქართველოს ეკლესიას დასამალი არაფერი აქვს.

„მთელი პასუხისმგებლობითა და მთელი სიმართლით მინდა ვთქვა, რომ ეს ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, აუცილებელი და საჭირო და იგი ემსახურებოდა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვას. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შეხვედრა ემსახურებოდა საქართველოს ინტერესებს“, - განაცხადა გიორგი ზვიადაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, „საქართველოს ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, რუსეთმა საქართველოში ჩაატარა ეთნიკური წმენდა, ის აწყობდა ტერორისტულ აქტებს, 2006 წლიდან რუსეთი ახორციელებდა ეთნიკურად ქართველების დეპორტაციას, მოუწყო საქართველოს ეკონომიკური ემბრაგო, „რუსეთის წყალობით“ საქართველოს ჰყავს რამდენიმე ასეული ათასი დევნილი, ეს ყველაფერი პატრიარქმა ერთი სიტყვით - „გაუგებრობა“აღწერა. რატომ ასეთი სირბილე?“, - პროტოპრესვიტერმა ასე უპასუხა:

„თუ სჭირდება რომელიმე ადამიანს შეხსნება, როგორი იყო პატრიარქის პოზიცია აგვისტოს ომის შემდეგ. გსმენიათ იმის შესახებ, თუ რა წერილი მისწერა პატრიარქმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს მაშინ, როგორი იყო პატრიარქის პოზიცია იტალიაში, ერთ-ერთ ძალიან წარმომადგენლობით კონფერენციაზე. როგორ დიდ თანადგომას უწევს პატრიარქი ჩვენს ქვეყანას და რამდენად მწვავეა უწმინდესობის შეფასება და როგორ მოითხოვს იგი რუსეთის პირველი პირებისგან, რომ არ გადადგან ის ნაბიჯები, რაც საზიანოა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის.

იმის ღვაწლისა და პრინციპულობის გათვალისწინებით, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ქვეყნის წინაშე აქვს, შეიძლება ამ პიროვნების მიმართ გაჩნდეს შეკითხვა, თუ რა გამონათქვამს თქვა მან, ან ამით კითხის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პოზიციაა?! ასეთი კითხვის დასმა თავისთავად არის არასწორი.

ყველამ, ვინც იცის პატრიარქის 34-წლიანი მოღვაწეობა, მის სიტყვასთან და პოზიციასთან დაკავშირებით შეკითხვა არ უჩნდება, რადგან იცის, რომ მთელი ეს ღვაწლი არის საქართველოსთვის, საქართველოს მთლიანობისთვის, ქართული სახელმწიფოებრიობის ინტერესებისთვის, სახელმწიფოს დასაცავად და ქართული სამოციქულო ეკლესიის ასაღორძინებლად. ხომ არ გვიჩნდება კითხვა იმასთან დაკავშირებით, როცა უკიდურესად იყო სიტუაცია გამწვავებული 2007 წლის ნოემბერში და სამოქალაქო ომის ზღვარზე იყო ჩვენი ქვეყანა, გახსენდებათ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პოზიცია, რომელმაც დიალოგისკენ მოუწოდა ოპოზიციასაც და პოზიციასაც. გახსენდებათ 2008 წლის მაისი, როცა ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილი სამების ტაძარში პატრიარქისგან ითხოვდა თანხმობას გარკვეულ ქმედებაზე, რაც მათ ჰქონდათ განზრახული. მაშინაც პატრიარქის პასუხი და პოზიცია განპირობებული იყო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა გიორგი ზვიადაძემ და დასძინა, რომ როცა ჟურნალისტის მიერ ნახსენები მოვლენები ფაქტები მოხდა პატრიარქმა მაშინვე განაცხადა, რომ ეს არის არასწორი და ეს არის ძალიან დიდი დანაშაული.

„ვინ არ იცის საქართველოში, თუ რა შეფასება მისცა პატრიარქმა ამ მოვლენებს?! ასე არ შეიძლება. პატრიარქმა მკაფიოდ თქვა, რომ ეს არის არასწორი. ამ მოვლენებს პატრიარქი ყოველთვის აძლევდა შეფასებას“, - აღნიშნა პროტოპრესვიტერმა.

იგი გამოეხმაურა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტს პატრიარქის რუსეთში ვიზიტის შესახებ და მას „სამარცხვინო“ უწოდა.

„გვინდა ჩვენი შეფასება მივცეთ იმ ყოვლად სამარცხვინო სიუჟეტს, რაც 27 ნოემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის ეთერით გადაიცა, გადაცემა P.S-ში. საქართველოს საპატრიარქოსთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ ამომწურავად, ყველაფერი სიმართლე იცოდეს და, რა თქმა უნდა, პასუხი გასცეს იმ ადამიანებს, რომლებიც ამახინჯებენ და ცდილობენ, რომ არასწორად მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობას... პატრიარქის საქართველოს ეროვნული ინტერესების წამოწევას არასდრო ერიდება და ძალიან სამწუხაროა ჩვენთვის, როცა გარკვეული პიროვნებები შეგნებულად და მიზანმიმართულად ცდილობენ, პატრიარქის მცდელობა, რომ დაცული იყო საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები, საზოგადოებას არასწორად მიაწოდონ. ამის გამო უკიდურესად შეწუხებულები ვართ და მიგვაჩნია, რომ არის ძალიან დიდი დანაშაული და არამართლებული ქმედება“, - განაცხადა გიორგი ზვიადაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოსკოვში რუსეთის პატრიარქის კირილის 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით 18 ნოემბერს გაემგზავრა. პატრიარქმა 20 ნოემბერს, მოსკოვში, მაცხოვრის სახელობის ტაძარში შესრულებულ ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა.

იმავე დღეს საქართველოს ეკლესიის დელეგაციას, პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის ეკლესიებს წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უმასპინძლა. 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვში, წმ. გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში აღავლინა წირვა, ხოლო მეორე დღეს პატრიარქი საქართველოში დაბრუნდა.


ეპისკოპოსი იაკობი: ილია II-ის რუსეთში ვიზიტი საქართველოს ხელისუფლებასთან იყო შეთანხმებული
28/11/2011 15:58



ეპისკოპოსი იაკობი
გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსის, წმინდა სინოდის წევრის იაკობ იაკობიშვილის ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის რუსეთში ვიზიტი საქართველოს ხელისუფლებასთან იყო შეთანხმებული.


„როცა უწმინდესმა მოწვევა მიიღო, დაუკავშირდა ხელისუფლებას... უთხრა მათ, რომ რუსეთში იყო მიწვეული და ხელისუფლების აზრი აინტერესებდა და მისი პირველი პირისგან... ამ ვიზიტისთვის ხელი არავის შეუშლია. ასე რომ, ეს ვიზიტი სახელმწიფოსთან შეთანხმებული იყო“, - განაცხადა ეპისკოპოსმა იაკობმა 20 ნოემბერს, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოსკოვში რუსეთის პატრიარქის კირილის 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით 18 ნოემბერს გაემგზავრა. პატრიარქმა 20 ნოემბერს, მოსკოვში, მაცხოვრის სახელობის ტაძარში შესრულებულ ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა.

იმავე დღეს საქართველოს ეკლესიის დელეგაციას, პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის ეკლესიებს წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უმასპინძლა. 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვში, წმ. გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში აღავლინა წირვა, ხოლო მეორე დღეს პატრიარქი საქართველოში დაბრუნდა.

„ტრიბუნა.ge“, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, საპატრიარქოს პრესსამსახურს დაუკავშირდა. პრესსამსახურის წარმომადგენლმა მარიამ გაგუამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ პატრიარქი არ არის ვალდებული „რამე საკითხი შეუთანხმოს ხელისუფლებას“, თუმცა კონკრეტულ ვიზიტთან დაკავშირებით, იყო თუ არა შეთანხმება, მისთვის უცნობია.


p.s. ყოველივე ამის შემდეგ არა აქვს უფლება საქმეში ჩაუხედავ ჟურნალისტებს პატრიარქზე ათასი პასქვილები გამოაცხონ.

http://www.tabula.ge/?p=17362


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
dea
პოსტი Jun 8 2012, 13:25
პოსტი #63


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 29.05.2012
წევრი № 774



სატანის მონების ყეფა პატრიარქს ვერაფერს დააკლებს. უფალმა თქვა:" კლდესა ზედა ავაშენო ჩემი ეკლესია და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიანო მას".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Sep 20 2012, 20:37
პოსტი #64


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



შეეხო თუ არა პრეზიდენტი პატრიარქს ხელით?

http://www.geworld.ge/View.php?ArtId=4129&lang=ge


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Sep 20 2012, 21:10
პოსტი #65


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



პატრიარქს ახალაიასთან შეხვედრის დროს გული წაუვიდა

http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=568&...mr0zQU.facebook


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Sep 20 2012, 21:47
პოსტი #66


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



მეუფე ყანდური
19 სექტემბერი 2012 01:30:21 ნანახია:2660
მეუფე ყანდური

გიგლა ბერბიჭაშვილმა ილია ჭავჭავაძეს ტყვია დაახალა, ხოლო მეუფე ყანდური (ერისკაცობაში გურამ ბერბიჭაშვილი) ილია მეორეს უთხრის ორმოს!


http://www.geworld.ge/View.php?ArtId=4203&...e=meufe+yanduri


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Dec 18 2012, 20:50
პოსტი #67


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ჩვენდა საუბედუროდ, თურმე არსებობენ ასეთი ადამიანებიც, სამწუხაროდ.........

http://azrebi.ge/index.php?pid=1077

ციტატა(animani @ Dec 18 2012, 20:45) *



საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
18:22 18.12.2012
საქართველოს საპატრიარქოს პრეს-ცენტრის განცხადებით, საზოგადოებამ და ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ზომები, რომ ნებისმიერი მოქალაქე ცილისწამებისგან დაცული იყოს. ამით საპატრირქო ინტერნეტით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

,,14 დეკემბერს ზელიმხან უძილაურმა თავის პირად გვერდზე გამოაქვეყნა და შემდეგ სოციალურ ქსელში გაავრცელა ,,კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა მსოფლიო საზოგადოებისადმი". გონიერი მომხმარებელი მიხვდება, რომ მისი უწმინდესობის განცხადებებს ავრცელებს საქართველოს საპატრიარქო და არა ვინმე კერძო პირი, საკუთარი ვებ-გვერდით; მიხვდება იმასაც, რომ ეს არის შეგნებული პროვოკაცია და მიზანმიმართული ქმედება; თუმცა მოქალაქეების ნაწილი შეიძლება გამოქვეყნებული მასალის გავლენის ქვეშ მოექცეს ან დაბრკოლდეს. შევნიშნავთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ეკლესიის მეთაურის სახელით ხალხი შეცდომაში შეჰყავთ. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებამ და ხელისუფლებამ უნდა იფიქროს შესაბამის ზომებზე, რათა მსგავსი ქმედებისა და ცილისწამებისაგან ნებისმიერი მოქალაქე იქნეს დაცული", - აღნიშნულია განცხადებში.


--------------------




--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jan 3 2013, 15:50
პოსტი #68


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



მიხეილ სააკაშვილმა, პატრიარქი დაცვის გარეშე დატოვა.
პრეზიდენტის ბრძანებულობის გამო, ამიერიდან საპატრიარქოს მოუწევს დაიქირავოს კერძო დაცვის სამსახური.
ექსპერტები, ამ მოვლენას უარყოფით შეფასებას აძლევენ და აცხადებენ, რომ პრეზიდენტის, პატრიარქის მიმართ დამოკიდებულების მაჩვენებელია.

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=me...01-2013%2011:59


http://www.for.ge/view.php?for_id=20106&am...uri+mouxsna++++


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

4 გვერდი V « < 2 3 4
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 22.10.2019 - 11:03