IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
ქრიესტეს 12 მოციქული - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



 
Reply to this topicStart new topic
> ქრიესტეს 12 მოციქული გაზიარება
nikolozi800
პოსტი Dec 3 2010, 01:15
პოსტი #1


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 157
რეგისტრ.: 15.07.2008
წევრი № 26



სვიმონ-პეტრე

ანდრია პირველწოდებული

იაკობი ზებედესი

იოანე მახარებელი

ფილიპე

ბართლომე

თომა
მათე მახარებელი

იაკობ ალფესი
იუდა იაკობისი (თადეოზი)

სიმონ მოშურნე (კანანელი)
მატათა


წმიდა დიდებულნი, ყოვლადქებულნი თავნი მოციქულნი პეტრე და პავლე (+67)

29 (12.07) ივნისი

წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა და მანვე მიიყვანა იგი იესოსთან (იოანე; 1,41-42).

ერთხელ პეტრე იაკობთან და იოანესთან ერთად გენესარეთის ტბაზე თევზაობდა, მთელი ღამის უშედეგო თევზაობით დამაშვრალ და შეწუხებულ სიმონს უფალმა ურჩია, კიდევ ერთხელ გადაესროლა ბადე ტბაში. ისიც კურთხევას დაემორჩილა და სასწაული იხილა: „შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი და განსქდებოდეს ბადენი მათნი“.

საკვირველი სახილველით შეძრულმა პეტრემ დიდი სულიერი ნათლის ფონზე ცხადად შეიგრძნო თავისი ბიწიერება და ფეხებში ჩაუვარდა ქრისტეს: „განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო“. იესომ მიუგო: „ნუ გეშინინ, სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირე“. ნაპირზე გამოსულმა უფლის რჩეულმა ზებედეს ძეებთან ერთად დაუტევა ყოველი და მიჰყვა მესიას (ლუკა; 5,1-11).

ერთხელ ქრისტემ მოწაფეებს ჰკითხა: „თქვენ ვინ გგონიე მე ყოფად?“ პეტრემ უპასუხა: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ“. ამაზე უფალმა მიუგო: „ნეტარ ხარ შენ, სჳმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან; და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას; და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი. და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა“ (მთ. 16,15-19) (ამ სიტყვებით „კლიტენი“ და „შეკვრისა და გახსნის“ უფლება მიენიჭა „თავკიდურ ლოდზე“ - ქრისტეზე დაფუძნებულ ერთიან მსოფლიო ეკლესიას და არა ერთ ადამიანს). პეტრე, მისი ფიცხი ხასიათისა და დიდი მოშურნეობის გამო, ადამიანურ სისუსტეებსაც ხშირად ავლენდა ხოლმე.

უკანასკნელი პასექის დროს განკაცებულმა ღმერთმა მოწაფეებს ამცნო: „თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი“. პეტრემ განაცხადა: „დაღათუ ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მომართ, ხოლო მე არა სადა დავბრკოლდე“. უფალმა მიუგო: „ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამ-გზის უვარ-მყო მე“ (მთ. 26,31-34).

ოცდაათ ვერცხლად გაყიდული უფალი, მართლაც, იმავე ღამეს შეიპყრეს გეთსიმანიის ბაღში და კაიაფას მიჰგვარეს. მოციქულები დაიფანტნენ. მხოლოდ პეტრე და იოანე შეჰყვნენ ქრისტეს მღვდელთმოძღვრის ეზოში. შეკრებილებმა იცნეს პეტრე და ამბობდნენ: „ესეცა მის თანა იყო“, ის კი იფიცებოდა: „არა ვიცი კაცი იგი“. როცა მესამეჯერ უარყო მაცხოვარი, „მეყსეულად. ქათამმან იყივლა და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს“. მოწაფეს მოაგონდა მოძღვრის სიტყვები, სინანულმა შეიპყრო, „განვიდა გარე და ტიროდა მწარედ“. სინანულის ეს გრძნობა არ დასცხრომია პეტრეს სიკვდილის დღემდე.

უფალმა არ დააგდო საყვარელი მოწაფე - მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იგი ტიბერიის ზღვაზე გამოეცხადა თომასა და ნათანაელთან ერთად სათევზაოდ გასულ პეტრეს, და მიმართა: „სჳმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა?“ პეტრემ მიუგო: „ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ“. „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი“, - უთხრა ქრისტემ. უფალმა სამჯერ გაიმეორა შეკითხვა და წმიდა მოციქულმაც სამჯერ აღიარა მაცხოვარი. მოძღვარმა ამით მიანიშნა მოწაფეს, რომ პატიობდა სულმოკლეობას, სიტყვებით „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი“ კი იმ ღვაწლზე მიუთითა, რომლითაც იგი შეძლებდა, განსაკუთრებით სათნოჰყოფოდა უფალს და გამოესყიდა თავისი შეცოდება (იოანე 21, 1-23).

ამიერიდან პეტრე ღვთის სიტყვის მხურვალე მქადაგებელი და პირმეტყველ ცხოვართა ერთგული მწყემსი შეიქნა. სულთმოფენობის დღეს მისმა მადლმოსილმა სიტყვებმა სამი ათასი კაცი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე; იოპიაში უფალმა პეტრეს სასწაულებრივ მიანიშნა, რომ წარმართებსაც წმიდა-ჰყოფდა, რის შემდეგაც მოციქულმა კორნილიოს ასისთავის სახლში შეკრებილ უცხოტომელებს შორის იქადაგა, მათზე სულიწმიდის გადმოსვლის მოწმე შეიქნა და ნათლისღების მადლით განანათლა ღვთისგან შეწყნარებულები (საქმე 10,1-48). სხვადასხვა დროს პეტრე იმყოფებოდა: ანტიოქიაში, რომში, მცირე აზიის, ეგვიპტის, საბერძნეთის, ესპანეთისა და ბრიტანეთის ქალაქებში იგი ყველგან ქრისტეს სწავლების მარცვლებს თესდა და აფუძნებდა ეკლესიებს. მის ქადაგებებს მრავალი სასწაული ახლდა თან: სნეულები პეტრეს ჩრდილითაც კი იკურნებოდნენ.

წმიდა მოციქული მოწამეობრივად აღესრულა რომის სისხლიანი იმპერატორის, ნერონის ზეობისას. ქრისტიანებმა წინასწარ აუწყეს პეტრეს მოსალოდნელი საფრთხე და სთხოვეს, დაეტოვებინა რომი. ისიც დამორჩილდა მვედრებლებს, მაგრამ როცა ქალაქიდან გადიოდა, იხილა ქრისტე, „შემომავალი ჰრომედ“. პეტრემ იკითხა: „აქ ვიდრე ხუალ, უფალო?“ მაცხოვარმა მიუგო: „შევალ ჰრომედ ჯუარ-ცუმად“. მოციქულს გაუკვირდა: „კუალად ჯუარს-ეცუმია, უფალო ჩემო?“ როცა გაოცებისგან გამოერკვა, უფალი უკვე ზეცად მაღლდებოდა. პეტრემ ეს ჩვენება მიიღო ნიშნად იმისა, რომ „მოწევნულ იყო ჟამი მისი“ და უკანვე გაბრუნდა.

მტარვალებმა წმიდანს ჯვარცმა გადაუწყვიტეს. პეტრემ ითხოვა: „ამას გლოცავ თქუენ ერისაგანთა მაგათ, ესრეთ ჯუარს-მაცუთ მე თავ-დამოქცევით და ნუ სხუად, რაჲთა არა მსგავს ვიყო მე უფლისა ჩემისა“.

ჯვარზე თავდაღმა მიმსჭვალულ უფლის რჩეულს სულის ამოხდომამდე არ შეუწყვეტია ქადაგება.

წმიდანის ცხედარი მისმა მოწაფემ, მარკოზმა გარდამოხსნა, რძითა და ღვინით განბანა, სურნელოვანი ნელსაცხებლებით შემურა, რჩეული თაფლით სავსე მარმარილოს ლუსკუმაში ჩაასვენა და საკუთარ საფლავში (მაშინ ძალზე გავრცელებული იყო საკუთარი საფლავების წინასწარ მოწყობის ტრადიცია) დაფლა.

პეტრე მოციქულმა დაგვიტოვა ორი ეპისტოლე, რომლებიც ახალი აღთქმის წიგნებშია ჩართული. პეტრეს მოწაფის, მარკოზის სახარებაც მის მიერ არის მოწონებული და ნაკურთხი.

წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა; მოციქულად მოწოდებამდე მას სავლე ერქვა. საერო მეცნიერებებს იგი მშობლიურ ქალაქში დაეუფლა, შემდეგ კი სჯულის უკეთ შესასწავლად იერუსალიმში გაემგზავრა, მაშინდელ გამოჩენილ რაბინ გამალიელთან. გულისხმიერი ჭაბუკი მშვენივრად განისწავლა მოსეს სჯულში და, როგორც ფარისეველი, მისი მტკიცე აღმსრულებელი შეიქნა.

სავლეს ისე სძულდა ქრისტიანები, რომ „ფრიად მავნებელ იყო ეკლესიათა მიმართ, სახლებსა შევიდოდა და ითრევდა მამებსა და დედებსა და მისცემდა საპყრობილედ“ (საქმე, 8,3).

იერუსალიმში აღძრული დევნის გამო ქრისტიანები პალესტინის სხვადასხვა ადგილებში გაიხიზნნენ. ბევრმა დამასკოს შეაფარა თავი. გულისწყრომით აღსავსე სავლემ მღვდელთმოძღვრისგან გამოითხოვა ქრისტიანთა დატყვევების ნებართვა და დამასკოში გაემგზავრა, რათა ქრისტეს მიმდევარი „მამები, ანუ დედები, კრულნი მოიყვანნეს იერუსალემდ“ (საქმე 9,2). დამასკოს მიახლოებულმა სავლემ ზეციდან გარდამოსული ნათელი იხილა, ზეციური ხილვით გაოგნებული და შეშინებული სავლე „დაეცა ქუეყანასა ზედა და ესმა ჴმაჲ, რომელმან ჰრქუა მას, საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე?“. კითხვაზე: „შენ ვინ ხარ, უფალო?“ ნათლით გამო მოისმა: „მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი!“ (საქმე 9,3-5). იესუმ უბრძანა სავლეს, ქალაქში შესულიყო და დანარჩენი იქ გაეცხადებოდა. სავლე წამოდგა, მაგრამ დამოუკიდებლად წასვლა ვეღარ შეძლო - იგი ვერაფერს ხედავდა. განცვიფრებულმა მხლებლებმა სავლე დამასკოში შეიყვანეს. სამი დღის შემდეგ უფლისმიერი კურთხევით მოციქულმა მოწაფემ, ანანიამ სავლე მონათლა და მხედველობაც დაუბრუნდა.

ამის შემდეგ უწინდელი ფარისეველი და ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი მტკიცე აღმსარებელი და უფლის გამორჩეული მოციქული გახდა. ნათლისღების შემდეგ მან არაბეთს მიმართა, სადაც, გადმოცემით, სამი წლის განმავლობაში თავად მაცხოვარი ეცხადებოდა, სჯულს ასწავლიდა და ქრისტიანობის საქადაგებლად ამზადებდა. არაბეთიდან წმიდა პავლე იერუსალიმში ჩავიდა პეტრე, იაკობ და იოანე მოციქულებთან, იქიდან კი - ქალაქ ტარსუში, სადაც ბარნაბა მოციქულთან ერთად მთელი წელიწადი გაატარა საეკლესიო საქმეების მოწყობაში.

სულიწმიდის ბრძანების თანახმად, პავლე მოციქული, მარკოზისა და ბარნაბას თანხლებით, წარმართთა შორის ქრისტეს სჯულის საქადაგებლად გაემგზავრა. მან მოიარა სელევკია და კუნძული კვიპროსი. მისგან ქადაგებული სჯულის ჭეშმარიტება მრავალი სასწაულით მტკიცდებოდა. ეს იყო წმიდა პავლე მოციქულის პირველი მოგზაურობა. ამის შემდეგ იგი ლუკას და შილას თანხლებით კვლავ გაემგზავრა ქრისტეს სწავლების გასავრცელებლად. გაიარა სირია, კილიკია და ლიკაონია, გადავიდა ევროპაშიც - მაკედონიაში, იყო საბერძნეთშიც. პავლე წელიწადნახევარი ცხოვრობდა კორინთოში, შემდეგ კი უკან დაბრუნდა და გზად ეფესოსა და კესარიაში გაჩერდა. მცირე შესვენების შემდეგ წმიდა მოციქული მესამედ გაემგზავრა საქადაგებლად: დააარსა ახალი ეკლესიები და განამტკიცა ძველნი. წმიდა მოციქულის ეს მოგზაურობა უკანასკნელი იყო. ქრისტეს არც ერთ მოწაფეს არ დაუთმენია იმდენი ვნება, ტანჯვა და წვალება, რამდენიც უფლის ამ რჩეულმა ჭურმა დაითმინა. თავად წერს: „ჰურიათაგან ხუთ გზის ორმეოცსა ერთი მოკლებული ცემაჲ მოვიღე. სამ გზის კუერთხითა ვიეც, ერთ-გზის ქვითა განვიტჳნე, სამ-გზის ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ. გზისა სლვანი მრავალ-გზის, ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი ზღუათა შინა, ჭირნი ძმათა-მტყუვართაგან“. (2 კორ. 11,24-26).

ტკივილებითა და განსაცდელებით დამძიმებული პავლე ღვთის ნებით ამ სოფელშივე შეიქნა ენითაუწერელი ნეტარების ღირსიც: იგი მესამე ცაზე იქნა ატაცებული, სამოთხის სიტკბოება იგემა „და ესმნეს უთქმელნი სიტყუანი, რომელ არა ჯერ-არიან კაცთა სიტყუად“ (1 კორ. 12,2-4).

უფლის სათნომყოფელი მოციქული მტარვალებმა კესარიაში შეიპყრეს, აქედან კი რომში გააგზავნეს, სადაც 67 წელს იმპერატორი ნერონის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს: „წარუპყრა ქედი თჳსი წმიდამან პავლე მეჴრმლეთა მათ სიხარულითა. და ვითარცა მოჰკუეთა თავი მეჴრმლემან მან, მეყსეულად მადლითა ღმრთისაჲთა სძჱ გამოჴდა სისხლისა წილ ქედისაგან წმიდისა პავლჱსა“. ამ სასწაულის მხილველებმა ადიდეს უფალი. რომში დღესაც უჩვენებენ ადგილს, სადაც წმიდა მოციქული სიკვდილით დასაჯეს.

პავლე მოციქულმა დაგვიტოვა 14 ეპისტოლე, რომლებიც „ახალი აღთქმის“ წიგნებში შედის. ერთ-ერთი სახარებისა და „საქმე მოციქულთას“ ავტორი - ლუკაც მისი მოწაფე იყო.

უფლის სათნომყოფელნი - პეტრე და პავლე თავიანთი ღვაწლით იმდენად გამოირჩნენ ქრისტეს სხვა მოწაფეებს შორის, რომ ეკლესიამ თავნი მოციქულნი უწოდა წმიდანებს და ერთ დღეს დააწესა მათი ხსენება.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.



წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული (I)

29 (12.05) აპრილი, 30 (13.12) ნოემბერი

წმ. ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. წმიდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხმა, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. მაცხოვრის გამოჩენისას, წმიდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: „აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ“. ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ იესოს. შემდეგ კი ანდრია ძმასთან, პეტრესთან მივიდა, მესიის პოვნა ახარა, ისიც იესოსთან მიიყვანა და მას დაუმოწაფა. ქრისტეს დამოწაფებული ძმები კვლავ ჩვეულ საქმიანობას განაგრძობდნენ და თევზაობით ირჩენდნენ თავს. ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მოუწოდა მას: „მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა“. რის შემდეგაც ისინი განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმეებიც გახდნენ.

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, „რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა“ საქადაგებლად, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით. ყოვლადწმიდა ქალწულმა მოუწოდა წმიდანს და ღვთის ნება აუწყა, შემდეგ ფიცარი მოითხოვა, „დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისსა“. ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ეს სიწმიდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა და დიდ ღვაწლს შემდგარი, აკურთხა. წმიდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ კი შავიზღვისპირეთს მიაშურა, „შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების“.

სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები, რომელიც, გადმოცემით, თავად წმიდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია.

ნეტარს მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს ურწმუნოთაგან, მაგრამ ღვთისა და პატიოსანი ხატის მეოხებით ყველაფერი მადლობით დაითმინა, „ვიდრემდის ყოველნივე მოაქცივნა და მოიყვანა სარწმუნოებად“. იმ ადგილას, სადაც მოციქულმა ღვთისმშობლის ხატი დაასვენა, „ფრიად შუენიერი და დიდი“ წყარო აღმოცენდა. ამ სასწაულმა მრავალ წარმართს გაუნათა გონება და შეუდგნენ ქრისტეს მაცხოვნებელ სწავლებას. მოციქულმა ახალმოქცეულთ დაუდგინა მღვდლები და დიაკვნები. „დაუდგინა წესი და საზღვარი სარწმუნოებისა“, აუგო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი, სადაც ფიცარზე ზეციური დედოფლის ნაბოძები ხატიდან სასწაულებრივ გადასული ასლი დააბრძანა. ამის შემდეგ უფლის რჩეულმა გადაიარა ფერსათის მთა და აქ ჯვარი აღმართა (სწორედ ამის გამო ეწოდა ამ მთას „რკინის ჯვარი“). მოციქული შემდეგ სოფელ აწყურში მივიდა, რომელიც ადრე სოსანგეთად იწოდებოდა. ამ დროს ამ მხარის გამგებელი იყო ქვრივი სამძივარი, რომელსაც ერთადერთი ვაჟი ჰყავდა. სწორედ ამ დროს მას შვილი მოჰკვდომოდა. ქვრივს შეატყობინეს, რომ იქ იყო ერთი ადამიანი, რომელიც უცნობ ღმერთზე ლოცულობდა. ამ ცნობამ მას გულში იმედი ჩაუსახა და მოციქული თავისთან იხმო. წმიდა ანდრიამ ქვრივი დედაკაცის ერთადერთი ძე მკვდრეთით აღადგინა. გახარებულმა ქალმა მადლობით ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, თავის შვილთან ერთად მოინათლა და სამცხის მთავრებს წერილი მისწერა, ამ ამბავს ატყობინებდა და ყველას თავისთან იხმობდა. „ვითარცა ესმა მესხთა ამბავი ესე საკვირველი, მსწრაფლ შეკრბეს ყოვლით კერძო და იქმნა სიმრავლე ერისა ფრიადი“. მოვიდნენ საკერპოს მსახურნიც. ხალხი ორად გაიყო; ნაწილი იძახდა, „ჯერ არს თაყუანის-ცემად, რომელმა ესე ვითარი სასწაული აღასრულა“, სხვები კი კვლავ ცრუ ღმერთების ერთგულნი რჩებოდნენ. ცილობა რომ ჩაეცხროთ, გადაწყვიტეს, საკერპოში ღვთისმშობლის ხატი შეებრძანებინათ, შემდეგ კი კარი დაეხშოთ. მაცხოვრის მსასოებლებს - ქრისტეს მიმართ, კერპთმსახურებს კი - თავიანთი ღვთაებისადმი უნდა ელოცათ. დახშულ ტაძართან მცველები დააყენეს. დილით, როცა კარი გააღეს, ყველამ იხილა „კერპები ქუეყანად დათხეულნი და სახედ მტუერისა შემუსრვილნი, ხოლო ხატი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა ბრწყინვიდა, ვითარცა მზე, დიდებითა და პატივითა“. წმიდა ანდრიამ აწყურში მოაწყო ეკლესია და მცირე ეკვდერში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა, შემდეგ კი ახალმოქცეულ სამწყსოს განეშორა და გზა განაგრძო: იყო კლარჯეთში, არტაანკოლაში, პართეთში, სომხეთში, შემდეგ კი იერუსალიმში წავიდა.

იერუსალიმთან ანდრია სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად ისევ საქართველოში დაბრუნდა. ისინი ქართლში შევიდნენ, განამტკიცეს ქრისტიანობა და „დაჰყვნენ დასავლეთით, განვლეს ტაოს კერძო ქვეყანა ვიდრე ჭოროხამდე“, იყვნენ სამეგრელოსა და სვანეთში. სვიმონი და ანდრია აფხაზეთში წავიდნენ „ხოლო დიდი ანდრეა სვიმონითურთ... შევიდეს ქუეყანასა აფხაზეთისასა და უქადაგეს სიტყუა იგი ღუთის-მეცნიერებისა და მრავალთა სიხარულით შეიწყნარეს ქადაგება იგი და მუნ დაუტევა ნეტარმან ანდრეა სვიმონ კანანელი სხვათა თანა მოწაფეთა და თავად ჯიქეთისა ქუეყანად ავიდა“. ჯიქეთის მკვიდრმა მოსახლეობამ არა მარტო უარი განაცხადა მისი ქადაგების მიღებაზე, არამედ მოციქულის მოკვლაც კი გადაწყვიტა. მათი სიჯიუტე და უხეში გონება რომ დაინახა, მოციქულმა მიატოვა ისინი და წავიდა. წმიდა ანდრია მოციქული სკვითთა ქვეყანაში, დღევანდელ რუსეთშიც ყოფილა. მდინარე დნეპრს აჰყოლია იმ ადგილამდე, სადაც ამჟამად ქალაქი კიევი მდებარეობს.

უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა, პატრა (საბერძნეთი) იყო, წმიდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმნათ, არამედ დაეკიდათ ნეტარი. წმიდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს, წმიდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. უღმრთო ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმიდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. მეომრები დიდხანს ამაოდ ცდილობდნენ მის ჩამოხსნას. წმიდანმა „აღიხილნა თუალნი ზეცად და მადლობა შესწირა უფალს და აკურთხნა მორწმუნენი იგი ჯუარსა დამოკიდებულმან“. და ასე, ღვთისადმი მადლობით აღესრულა წმიდანი. ქალაქის მმართველის ცოლმა მოციქულის ცხედარი ჯვრიდან ჩამოხსნა და პატივით მიაბარა მიწას. რამდენიმე საუკუნის შემდეგ კონსტანტინე დიდი ზეობისას წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით დაასვენეს კონსტანტინეპოლში და წმიდა მოციქულთა ტაძარში დააბრძანეს ლუკა მახარებლისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით.

ხშირად, ჩვენი ისტორიის ავბედითობის გამო, ჩვენი ეკლესიის სამოციქულო წარმომავლობა ეჭვქვეშ დგებოდა. ამის დასტურია წმიდა გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებაში აღწერილი ერთ-ერთი ეპიზოდი, სადაც წმიდა გიორგი ანტიოქიის პატრიარქის წინაშე შემდეგი სიტყვებით იცავდა საქართველოს ეკლესიის თვითმყოფადობას: „წმიდაო მეუფეო, შენ იტყვი, თავისა მის მოციქულთაჲსა პეტრეს საყდარზე ვზიო. ხოლო ჩუენ პირველწოდებულისა და ძმისა თვისისა მწოდებელისა ნაწილნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი. და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი - სვიმეონს ვიტყვი კანანელსა - ქუეყანასა ჩუენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ამათ წმიდათა მოციქულთა განათლებულნი ვართ. და ვინაჲთგან ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარგვიყოფიეს. და არცა ოდეს წუალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩუენი, და ყოველთა უარისმყოფელთა და მწუალებელთა შევაჩუენებთ და დავსწყევთ. ამას საფუძველსა ზედა მართლმადიდებლობისასა და მცნებათა და ქადაგებათა ზედა წმიდათა მათ მოციქულთასა მტკიცე ვართ“.

შევთხოვოთ ჩვენს შემწესა და მფარველს წმიდა ანდრიას:

წმიდაო მოციქულო, მოციქულთა უპირატეს წოდებულო ანდრია, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 18(225), 2003 წ.



წმიდა მოციქული იაკობ ზებედესი - ძმა იოანე ღვთისმეტყველისა (44)

30 (13.05) აპრილი

წმიდა მოციქული იაკობ ზებედესი (+44) 12 მოციქულთაგანი იყო და ქრისტეს მიერ მოწოდებულ იქნა თავის ძმასთან - მოციქულ იოანე ღვთისმეტყველთან ერთად.

სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ წმიდა იაკობი ქადაგებდა ესპანეთში და სხვა ქვეყნებში, შემდეგ იერუსალიმს დაუბრუნდა. მოციქული ქადაგებდა იესო ქრისტეს, როგორც მაცხოვარს, წმიდა წერილის სიტყვებით ამხელდა ფარისევლებს და მწიგნობრებს, საყვედურობდა მათ გულგრილობისა და ურწმუნოების გამო. იუდეველებს ძალა არ შესწევდათ წინ აღდგომოდნენ მოციქულის სიტყვებს და ფულით მოისყიდეს ფილოსოფოსი - მოგვი ჰერმოგენი, რათა კამათში გამოეწვია წმიდა იაკობი და გაეცამტვერებინა მისი შეხედულებები ქრისტეზე, როგორც აღთქმულ მესიაზე. მოგვმა წმიდა მოციქულთან თავისი მოწაფე ფილიპე გაგზავნა, მაგრამ მან ირწმუნა ქრისტე. შემდეგ თვით ჰერმოგენიც დარწმუნდა ღვთის ყოვლისშემძლეობაში, დაწვა ჯადოქრული წიგნები, ნათელ-იღო და ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევრად იქცა.

ურწმუნო იუდეველებმა ჰეროდე აგრიპას (40-44) ურჩიეს, შეეპყრო იაკობ მოციქული და სიკვდილით დაესაჯა. წმიდა იაკობმა მშვიდად მოისმინა სასიკვდილო განაჩენი და განაგრძო ქრისტეს სჯულის ქადაგება. ერთ-ერთი დამსმენი, სახელად იოსია, გაოცდა მოციქულის ვაჟკაცობით და ირწმუნა ქრისტე-მესიის განკაცება. როცა წმიდა იაკობი სიკვდილით დასასჯელად წაიყვანეს, იოსია ფეხებში ჩაუვარდა მოციქულს, მოინანია თავისი ცოდვა და მიტევება ითხოვა. წმიდა იაკობმა გულში ჩაიხუტა აღმსარებელი, აკოცა და უთხრა: „მშვიდობა შენდა და მიტევება“. იოსიამ საჯაროდ აღიარა ქრისტე და წმიდა იაკობთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა იერუსალიმში 44 წელს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.



--------------------
"უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე"
"უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შვენიერებაი შენი ზესკნელს ცათა."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
nikolozi800
პოსტი Dec 3 2010, 19:57
პოსტი #2


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 157
რეგისტრ.: 15.07.2008
წევრი № 26



წმიდა დიდებული, ყოვლადქებული მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი (98-117)

8 (21) მაისი

წმიდა დიდებული, ყოვლადქებული მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი (98-117), გალილეველი მეთევზის ზებედეს შვილი, ძმა წმიდისა მოციქულისა იაკობისი, მოუთმენლად ელოდა მესიის გამოცხადებას. შესაძლებელია, რომ იოანე იყო მოწაფე იოანე ნათლისმცემლისა და მან დაუკავშირა შემდგომში იგი იესო ქრისტეს. მაცხოვარმა მოუწოდა იოანეს, ისიც იაკობთან და პეტრესთან ერთად იესო ქრისტეს ერთ-ერთი უერთგულესი მოწაფე გახდა. იესო ქრისტეს იგი განსაკუთრებით უყვარდა და თავდადებული მსახურებისა და სულიერი სიძლიერისათვის „ძე ქუხილისა“ უწოდა. მაცხოვართან დაახლოების შემდეგ იოანეს ზნეობრივი სამყარო უფრო მეტად ამაღლდა და სული იესო ქრისტეს თავდადებული, უზენაესი სიყვარულით აევსო. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ იოანე პეტრესთან ერთად გულმოდგინედ ქადაგებდა სახარებას იერუსალიმში, თავის სახლში, რომელიც მდებარეობდა სიონის მაღლობზე, ზრუნავდა ყოვლადწმიდა მარიამზე - მაცხოვრის დედაზე, რომელიც მას მიანდო ჯვარზე გაკრულმა ქრისტემ და რომელიც მასთან ცხოვრობდა მიძინებამდე. პეტრესთან ერთად მოღვაწეობდა იგი სამარიაშიც, შემდეგ დაბრუნდა იერუსალიმში, იერუსალიმიდან გადავიდა მცირე აზიაში და მოციქულებრივი საქმიანობის ცენტრად აირჩია ქალაქი ეფესო. იოანე ცდილობდა ქრისტიანობის განმტკიცებას იმ ადგილებში, სადაც მას უკვე ფეხი ჰქონდა მოკიდებული, რათა მტკიცე ნიადაგზე დაფუძნებული ქრისტიანობა შემდეგ სხვაგანაც გავრცელებულიყო. დომიციანეს მეფობის დროს იოანე ხმელთაშუა ზღვის კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს, რომელიც მან გაანათლა. კუნძულზე დღემდე არსებობს მონასტერი, აგებული ქრისტეს მოძღვრებისათვის პყრობილის, წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელზე.

უფალმა პატმოსის კუნძულზე წმიდა მოციქულ იოანეს მოუვლინა მთელი რიგი საიდუმლო გამოცხადებანი, რომლებშიც წარმოდგენილი იყო კრავის ბრძოლა გველთან და პირველის გამარჯვება. უფალმა უბრძანა მას, დაეწერა წიგნი ამ ჩვენებებზე და გაეგზავნა ის ასიის შვიდი ეკლესიისათვის ქრისტიანთა სანუგეშოდ და სახელმძღვანელოდ. აპოკალიფსი - გამოცხადება, ეკლესიისა და სამყაროს მომავალსა და დასასრულს გვიცხადებს.

რომის ტახტზე იმპერატორ ტრაიანეს ასვლის შემდეგ პატმოსის პატიმარმა თავისუფლება მიიღო და დაბრუნდა ეფესოში, სადაც განაგრძო მოღვაწეობა ქრისტიანული მოძღვრების სიწმიდის დასაცავად.

მორწმუნეთა დაბეჯითებული თხოვნით მან ჩაწერა ყველაფერი, რასაც სიტყვიერად ქადაგებდა და, ამრიგად, სამი უკვე ცნობილი სახარება მეოთხე სახარებით შეავსო.

მოციქულის სწავლებით, სადაც არ არის სრული ერთგულება, იქ არაფერი არ არსებობს. წმიდა იოანე წერს, რომ მორწმუნემ უფალს მთლიანად უნდა უძღვნას თავი, მისი ერთგული უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, იგი ცოდვას განიხილავს არა როგორც სისუსტეს, ან ადამიანური ბუნების არასრულყოფილებას, არამედ როგორც ბოროტებას, სიკეთის საწინააღმდეგო ჩადენილ ქმედებას. წმიდა მოციქულის თვალსაზრისით, ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს (1 ინ. 2,22; 4,3), ამიტომ ღმერთს ემსახურებოდა სრული სიყვარულით და სიმტკიცით; რაც უფრო მეტად უყვარს ადამიანს ქრისტე, მით უფრო სძულს ანტიქრისტე; რაც უფრო მეტად მიელტვის ჭეშმარიტებას, მით უფრო მეტად განეშორება სიცრუეს, რამეთუ ნათელი განდევნის ბნელს (ინ. 8,12; 12,35-36).

მოციქულთაგან იოანემ ყველაზე მეტ ხანს იცოცხლა. იგი მშვიდად მიიცვალა ეფესოში 26 სექტემბერს, დაახლოებით 110 წელს. ძველი გადმოცემის მიხედვით, როდესაც იოანემ სიკვდილის მოახლოება იგრძნო, თვითონ გაათხრევინა საფლავი, ჩაწვა შიგ, ვითარცა სარეცელში და მშვიდად განუტევა სული. დასაფლავებულია ეფესოში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.



წმიდა მოციქული ფილიპე (I)

14 (27) ნოემბერი

წმიდა მოციქული ფილიპე გალილეის ქალაქ ბეთსაიდის მკვიდრი, წმიდა წერილში ღრმად იყო განსწავლული.მას სწორად ესმოდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებათა არსი და მესიის მოლოდინით ცხოვრობდა. ფილიპე პირველი მოწოდებისთანავე თან გაჰყვა მაცხოვარს (ინ. 1,43); მან მიიყვანა ქრისტესთან მოციქული ნათანაელი (ინ. 1,46); უფალი მას დაეკითხა, თუ რამდენი ფული იყო საჭირო ხუთი ათასი კაცის საკმარი პურის საყიდლად (ინ. 6,5-7); მიუძღვა ელინებს, რომელთაც ქრისტეს ნახვა სურდათ (ინ. 12,21-22); მან სთხოვა მაცხოვარს: „უფალო, მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს ჩუენდა“ (ინ. 14,8).

ქრისტეს ამაღლების შემდეგ ფილიპე მოციქული გალილეაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. ნეტარის სწავლებას საკვირველი სასწაულები ახლდა თან. გალილეიდან ფილიპე მოციქული საბერძნეთში გადავიდა და იქ გადასახლებულ იუდეველებს შორის ქადაგებდა. ფილიპეს განსასჯელად წმიდა ქალაქიდან ელადაში ფარისევლები ჩავიდნენ მღვდელმთავრის წინამძღოლობით. ფილიპე მოციქულმა სიცრუეში ამხილა იუდეველი მღვდელმთავარი, რომელიც ამტკიცებდა, მაცხოვრის ცხედარი ქრისტეს მოწაფეებმა მოიპარეს და გადამალესო: წმიდანმა შემოკრებილებს ამცნო, რომ მცველები, რომელთაგანაც გავრცელდა ეს ჭორი, ფარისევლების მოსყიდულნი იყვნენ. როცა იუდეველმა მღვდელმთავარმა და მისმა თანამგზავრებმა ღვთის გმობა დაიწყეს და ფილიპე მოციქულს თავს დაესხნენ, დაბრმავდნენ, მაგრამ მოციქულის ლოცვით ყველას დაუბრუნდა თვალისჩინი. ამ სასწაულის მხილველთაგან მრავალი მოიქცა ქრისტიანობაზე.

ელადიდან ფილიპე ჯერ პართეთში გაემგზავრა, შემდეგ კი - ქალაქ აზოტში. აზოტიდან ფილიპე მოციქული სირიის იერაპოლში გადავიდა. აქ ფარისევლებისგან მოსყიდულმა იუდეველებმა იროსს, რომელმაც წმიდა მოციქული შეიფარა, სახლი დაუწვეს. თავად ფილიპეს ისინი მოკვლას უპირებდნენ, მაგრამ როცა უფლის რჩეულის მიერ აღსრულებული სასწაულები იხილეს, სინანულში ჩავარდნენ და ბევრი მათგანი მოინათლა. წმიდა მოციქულმა იროსი იერაპოლის ეპისკოპოსად დაადგინა, თვითონ კი გზა განაგრძო, მოიარა სირია, მცირე აზია, ლიდია, მიზია. ყველგან ღვთის სიტყვას ქადაგებდა, რისთვისაც მრავალი სატანჯველის დათმენა უწევდა. წმიდა ფილიპეს განუყრელად თან დაჰყვებოდა მისი და, მარიამნა, რომელიც ძმის გაჭირვების თანაზიარი იყო.

შემდეგ მოციქული ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლში ჩავიდა, სადაც მრავალი წარმართული სალოცავი იყო, მათ შორის გველების სახელზე აგებული ტაძარიც, სადაც უზარმაზარი იქედნე ბუდობდა. ფილიპე მოციქულმა ლოცვის ძალით მოკლა ქვეწარმავალი და გველებისგან დაკბენილი მრავალი ადამიანი განკურნა. განკურნებულთა შორის იყო ქალაქის თავის მეუღლე, რომელმაც ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. ეს რომ ქალაქის მმართველმა შეიტყო, ბრძანა, შეეპყროთ ფილიპე, მისი და მარიამნა, და მათი თანმხლები ბართლომე მოციქული. იქედნეს ტაძრის ქურუმთა შეგონებით წარმართმა ხელისუფალმა ფილიპესა და ბართლომეს ჯვარცმა ბრძანა. ამ დროს საშინლად შეირყა ქვეყანა და სამსჯავროში მყოფნი მიწამ შთანთქა. იქედნეს ტაძართან ჯვარზე თავდაღმა მიმსჭვალული ფილიპე ლოცულობდა, რომ უფალს მისი მტანჯველები დაეხსნა თავს დამტყდარი უბედურებისაგან. მომხდარის მხილველმა ხალხმა ირწმუნა ქრისტე და მოითხოვა, ჩამოეხსნათ მოციქულები. ჯვრიდან გარდამოხსნილი ბართლომე ჯერ ისევ ცოცხალი იყო. გათავისუფლების შემდეგ ნეტარმა ახალმოქცეულები მონათლა და მათ ეპისკოპოსიც დაუდგინა; ფილიპე მოციქული კი ჯვარზე აღესრულა.

წმიდანის დამ, მარიამნამ მიწას მიაბარა ძმის ცხედარი, შემდეგ კი ბართლომე მოციქულთან ერთად სომხეთში გაემგზავრა სახარების საქადაგებლად. აქ წმინდა ბართლომე ჯვარს აცვეს (ხს. 11 ივნისს), მარიამნა კი განაგრძობდა წარმართთა შორის ღვთის სიტყვის ქადაგებას მანამ, სანამ ლიკაონიაში არ ეწია ნეტარი აღსასრული (ხს. 17 თებერვალს).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.



--------------------
"უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე"
"უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შვენიერებაი შენი ზესკნელს ცათა."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
iako.a
პოსტი Dec 3 2010, 20:00
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: moderator
პოსტები: 53
რეგისტრ.: 27.07.2010
წევრი № 665



საინტერესოა smile.gif არ ვიცოდი ეს ინფორმაცია....


--------------------
მთავარია შენი სულის სიმშვიდე...
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
არა განუფინო მარგალიტი წინაშე ღორთა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
nikolozi800
პოსტი Dec 3 2010, 20:00
პოსტი #4


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 157
რეგისტრ.: 15.07.2008
წევრი № 26



წმიდა მოციქული ბართლომე (I)

11(24) ივნისი

წმიდა მოციქულნი ბართლომე და ბარნაბა (I). წმიდა მოციქული ბართლომე, ათორმეტთაგანი, კანას გალილეიდან იყო. უფლის მოწაფეებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მას და ფილიპე მოციქულს (ხს. 14 ნოემბერს) წილად ხვდათ სახარების ქადაგება სირიასა და მცირე აზიაში. წმიდა ფილიპეს თან ახლდა და, მარიამი. სირიასა და მიზიაში მოგზაურობისას უფლის რჩეულებს მრავალი ჭირისა და განსაცდელის დათმენა უხდებოდათ.

ერთ-ერთ დაბაში წმიდანები იოანე ღვთისმეტყველს შეხვდნენ და მასთან ერთად გაემგზავრნენ ფრიგიაში. ლოცვის ძალით ქალაქ იერაპოლში მათ მოაშთვეს უზარმაზარი იქედნე, რომელსაც წარმართები თაყვანს სცემდნენ, როგორც ღვთაებას.

წმიდა მოციქულების ქადაგება მრავალი ნიშ-სასწაულით მტკიცდებოდა.

იერაპოლში ცხოვრობდა კაცი, სახელად სტაქოსი, რომელსაც ორმოცი წლის მანძილზე წართმეული ჰქონდა თვალისჩინი. მოციქულთა ლოცვამ მას მხედველობა დაუბრუნა. გახარებულმა სტაქოსმა ირწმუნა ქრისტე და ნათელ იღო. ხმა ამ სასწაულის შესახებ მთელ ქალაქს მოედო და სახლთან, სადაც მოციქულები იდგნენ, ყოველთვის ხალხმრავლობა იყო. ხორციელ და სულიერ სნეულებათაგან განთავისუფლებული წარმართები ინათლებოდნენ და ადიდებდნენ ჭეშმარიტ ღმერთს. განრისხებულმა წარმართმა ქურუმებმა სამსჯავროში იჩივლეს. ქალაქის თავმა ბრძანა, შეეპყროთ მქადაგებლები და საპყრობილეში გამოემწყვდიათ, სტაქოსის სახლი კი დაეწვათ. უფლის რჩეულებს ჯვარცმა მიუსაჯეს. ფილიპე მოციქული თავდაღმა მიამსჭვალეს ძელს. უეცრად საშინლად შეირყა ქვეყანა, მიწა დასკდა და მმართველი და ბრბოს ნაწილი თან ჩაიტანა. შეშინებულმა ხალხმა მოციქულების გარდამოხსნა დაიწყო ჯვრებიდან. ბართლომე დაიხსნეს, ფილიპე კი წამებით აღესრულა. იერაპოლის ეპისკოპოსად სტაქოსის დადგინების შემდეგ ბართლომე მოციქულმა და ნეტარმა მარიამმა დატოვეს ქალაქი.

ამის შემდეგ მარიამმა ღვთის სიტყვის ქადაგებით მიაშურა ლიკაონიას, სადაც მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (ხს. 17 თებერვალს). ბართლომე მოციქული ინდოეთში გაემგზავრა, ებრაულიდან ადგილობრივ ენაზე გადათარგმნა მათეს სახარება და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე; იყო დიდ სომხეთშიც, სადაც მრავალი სასწაული აღასრულა და მეფე პოლიმიოსის ეშმაკეული ასულიც განკურნა. მადლიერებით აღსავსე ხელმწიფემ მოციქულს ძღვენი გაუგზავნა, მაგრამ წმიდანმა მის მიღებაზე უარი განაცხადა: მე ადამიანთა სულების ხსნისთვისღა ვიღვწიო. მაშინ პოლიმიოსი დედოფალთან, განკურნებულ მეფის ასულთან და მრავალ დიდებულთან ერთად მოინათლა. მათ მაგალითს დიდი სომხეთის ბევრმა მკვიდრმა მიჰბაძა. ამით შეშფოთებული ქურუმების შეგონებით მეფის ძმამ, ასტიაგმა შეიპყრო მოციქული და ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) თავდაღმა აცვა ჯვარს. აღსასრულს მიახლებული უფლის რჩეული არ წყვეტდა სახარების ქადაგებას. მაშინ გამხეცებულმა ასტიაგმა ბრძანა, ჯერ ტყავი გაეძროთ ნეტარისთვის, შემდეგ კი თავი მოეკვეთათ. მორწმუნეებმა მისი ცხედარი ლუსკუმაში ჩაასვენეს და დაკრძალეს. დაახლოებით 508 წელს ბართლომეს უხრწნელი ნეშტი მესოპოტამიაში, ქალაქ დარში გადაასვენეს. როცა 574 წელს ქალაქი სპარსელებმა აიღეს, ქრისტიანებმა ხელთ იპყრეს მოციქულის ნაწილები და შავი ზღვის სანაპიროსკენ გაემართნენ, მაგრამ გზად მტრები წამოეწივნენ და იძულებულნი გახდნენ, ლუსკუმა ზღვაში ჩაეშვათ. ღვთის ნებით, სიწმიდე კუნძულ ლიპარასთან მიცურდა. IX საუკუნეში ეს კუნძული არაბებმა იგდეს ხელთ და უხრწნელი ნეშტი ნეაპოლიტანიის ქალაქ ბენევენტში გადააბრძანეს. X საუკუნეში წმიდა ძვლების ნაწილი რომში იქნა გადასვენებული.

წმიდა მღვდელმთავრები: იოანე ოქროპირი, კირილე ალექსანდრიელი, ეპიფანე კვიპრელი და ეკლესიის ზოგიერთი სხვა მამა ბართლომეს ნათანაელთან (ინ. 1,45-51; 21,2) აიგივებენ.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

იხ. ბართლომე მოციქულის ცხოვრების ვრცელი ვერსია




წმიდა და ყოვლადქებული მოციქული თომა (I)

6 (19) ოქტომბერი

წმიდა მოციქული თომა, მარჩბივად (ტყუპისცალად, ბერძნულად - დიდიმად) წოდებული, დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში, რომელსაც შემდეგში ჰეროდეს ძემ - ფილიპემ რომის იმპერატორის ტიბერიუსის პატივად კესარია უწოდა (ფილიპეს კესარია). ეს ქალაქი მდებარეობდა ერმონის მთის ძირას, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ სათავეში, იქ, სადაც მთავრდებოდა ნეფთალემის ტომის სამკვიდრებელი.

როცა უფალი ჩვენი ქრისტე ამქვეყნად ადამიანთა შორის საზოგადო მსახურებისას გალილეა-იუდეის ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებს მოვვლიდა, ასწავლიდა რა ერს და განკურნავდა რა ყოველგვარ სნეულებათ, თომამაც მოისმინა მისი ღვთებრივი ქადაგება და იხილა საკვირველი სასწაულები. ამის გამო იგი მთელი არსებით მიეკრა უფალს და აღარასოდეს მოსცილებია. სხვა უახლოეს მოწაფეებთან ერთად, თომაც დასტკბებოდა იესო ქრისტეს სიტყვებით და მისი ყოვლად წმიდა პირისახის ჭვრეტით, იგიც განუყრელად დაჰყვებოდა უფალს და ღირს-იქმნა თორმეტ მოციქულს შორის შერაცხილიყო. იგიც თვითმხილველი მოწმე იყო უფლის ყველა ქვეყნიური საქმისა, მისი ჯვარზე ვნებისა და ნებაყოფლობითი სიკვდილისა. იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ წმიდა თომამ, თავისი დაუჯერებლობით სხვა მოციქულთა სიტყვებისა, კიდევ უფრო გააძლიერა ეკლესიის რწმენა უფლის მკვდრეთით აღდგომაში. რამეთუ როცა ქრისტეს სხვა მოწაფეები ეუბნებოდნენ - „ვიხილეთ ჩვენ უფალი“-ო, თომას არ უნდოდა ამის დაჯერება და ასე ეუბნებოდა მოციქულებს:

- „უკეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაი და დავსხენ თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭვალთასა და დავსდვა ხელი ჩემი გვერდსა მისსა, არასადა მრმწმენეს“ (იოანე 20, 25). იმდენად დიდია უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო, რომ თომას ეს „ურწმუნოებაც“ საღმრთო განგებულებით იყო დაშვებული, რათა ჩვენ ყველას ღრმად და შეუეჭვებლად გვერწმუნა უფლის ადამიანური ბუნების მკვდრეთით აღდგომა და ამ ადამიანური ბუნების ზეცად ამაღლება და მამის მარჯვენით დაჯდომა სამარადისოდ. ამ საღმრთო საიდუმლოს დასტურად, რითაც ყოველ ადამიანს მოენიჭა განღმრთობის და ზეცად დაბრუნების შესაძლებლობა, რვა დღის შემდეგ თავისი ბრწყინვალე მკვდრეთით აღდგომიდან, უფალი კვლავ გამოეცხადა თავის მოწაფეებს, რომელთა შორის ამჯერად თომაც იყო და უთხრა მათ:

- „მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ხელნი ჩემნი და მოიღე ხელი შენი და დამდევ გვერდსა ჩემსა, და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ!“ (იოანე 20, 27).

მაშინ, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს დანახვაზე, როცა მის ცხოველმყოფელ გვერდსაც შეეხო და ხელსაც, თომამ შეჰღაღადა:

- „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ (იქვე, მუხლი 28).

ეს მოვლენა ცხადზე უცხადესაც გვარწმუნებს ჩვენ ყველას უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ჭეშმარიტებაში, რამეთუ იგი თავის მოწაფეებს აჩრდილივით კი არ გამოეცხადა და არც სხვა რამ სხეულით, არამედ სწორედ იმ სხეულით, რომლითაც ჯვარზე ევნო ჩვენი ხსნისათვის.

უფლის ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ, მათ, როგორც ცნობილია, წილი ჰყარეს, თუ ვის რომელ ქვეყანაში ექადაგა ღვთის სიტყვა. წმიდა თომას წილად ინდოეთი შეხვდა, რათა აზიის ამ შორეულ მხარეში განენათლებინა წარმართობით დაბნელებული პართიელები და მიდიელები, სპარსელები და გირკანელნი, ბაქტრიელები და ბრაჰმანები და ინდოეთის ყველა უშორესი კუთხის მკვიდრნი (ძველად ინდოეთს უწოდებდნენ სამხრეთ აზიის ყველა ქვეყანას, საკუთრივ დღევანდელი ინდოეთის ჩათვლით).

თომა ძალზე წუხდა, რომ ესოდენ შორეულ ქვეყნებში და ველურ ხალხებთან უხდებოდა წასვლა, მაგრამ ჩვენებაში მას უფალი გამოეცხადა, განამტკიცა და უბრძანა, ყოველთვის მხნედ იყავი და ნურაფრის გეშინის, რადგან მეც მარადის შენთან ვიქნებიო. მალე თომამ ისიც შეიტყო უფლისაგან, თუ როგორ უნდა მიეღწია ამ ქვეყნამდე...

იმავე ხანებში შემდეგი მოვლენა მოხდა:

ინდოეთის მეფემ გუნდაფორმა დიდი, ბრწყინვალე სასახლის აშენება ისურვა თავისთვის და ერთ-ერთი ვაჭარი, სახელად ავანი, პალესტინაში გაგზავნა - წადი იქ და ისეთი გამოცდილი ხელოვანი ხუროთმოძღვარი მომინახე, ვისაც შეეძლება რომის იმპერატორთა მსგავსი სრა-სასახლე ამიგოსო. სწორედ ამ ვაჭარ ავანთან ერთად გაგზავნა უფალმა თავისი მოციქული: როცა ავანი პალესტინაში ხელოვან ხუროთმოძღვარს ეძებდა, მას თომა შეხვდა და უთხრა, მე სამშენებლო ხელოვნებაში დიდად გამოცდილი კაცი ვარო. ავანმაც მაშინვე დაიქირავა იგი, ხომალდზე აიყვანა, და მალე, ზურგის ქარის ამოვარდნისთანავე, ისინი ინდოეთისაკენ გაემგზავრნენ.

რამდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთი ქალაქის ნავთსაყუდელს მიადგნენ, სადაც მეფის ასულის ქორწილი იყო და მეფე განურჩევლად ყველას იწვევდა ქორწილში. ავანი და თომაც მივიდნენ საქორწინო ნადიმზე. აქ თომამ ერთ-ერთ მის შეურაცხმყოფელს ღვთისგან სასჯელი უწინასწარმეტყველა. ეს წინასწარმეტყელება საოცარი სიზუსტით აღსრულდა იმავე დღეს, რამაც ხალხს შიშის ზარი დასცა. მეფესაც აუწყეს მომხდარის შესახებ. მეფემ თავისთან მოუწოდა თომას და უთხრა:

- შემოდი ჩემს სასახლეში და აკურთხე დღეს გათხოვილი ჩემი ასული!

მოციქულიც შევიდა სასახლეში და კეთილკრძალულებაში დაუწყო დამოძღვრა ახლად დაქორწინებულთ - დაიმარხეთ ქალწულება, შეურყვნელად შეინახეთ უმაკოება და ასეთი ხვედრი ბევრად უმჯობესი იქნება თქვენთვისო. ბოლოს ილოცა ქალ-ვაჟისათვის, აკურთხა ისინი და განეშორა. ძილში ახლადდაქროწინებულებმა იესო ქრისტე იხილეს, რომელიც თომას სახით გამოეცხადა მათ და სიყვარულით იკრავდა გულში. მეფის ასულის ქმარმა, რაკი იფიქრა თომა დაბრუნებულაო, ჰკითხა:

- შენ ყველაზე ადრე გახვედი ჩვენგან, როგორღა აღმოჩნდი ისევ აქ?

უფალმა კი მოუგო:

- მე თომა კი არა, მისი ძმა ვარ! და ყველა, ვინც უარყოფს ამა ქვეყანას და მე გამომყვება თომასავით, მხოლოდ ჩემი ძმა კი არ იქნება მომავალ დაუსრულებელ ცხოვრებაში, არამედ ჩემი მემკვიდრეც, რადგან მთელს ჩემს სამეუფოსაც დაიმკვიდრებს! ჰოდა, თქვენც, შვილნო ჩემნო, ნუ დაივიწყებთ ყოველივე ამას, რაც ჩემმა ძმამ თომამ გირჩიათ. და თუკი მისი რჩევისამებრ უმანკოდ დაიმარხავთ თქვენს ქალწულებას, მაშინ უხრწნელი გვირგვინების მიღების ღირსნი გახდებით ჩემს ზეციურ სრა-სასახლეში!

(ქალწულების და უქორწინებელი ცხოვრების ამგვარი განდიდება სულაც არ მოწმობს იმას, თითქოს ცოლ-ქმრული ცხოვრებით შეუძლებელი იყოს ადამიანთა ხსნა. მაგრამ ეკლესიის ძველი წმიდა მამების სწავლებით, ქალწულების დამმარხველნი უმაღლეს საზღაურს მიიღებენ ცათა სასუფეველში, რასაც იოანეს გამოცხადებაც მოწმობს (14, 1-5). ამიტომაც ყოვლის წინასწარმხედველი უფალი, რომელმაც უწყის ამ ახალდაქორწინებულთა სულიერი ძალები, მოუწოდებს კიდეც მათ ქალწულებრივი ცხოვრებისაკენ, რათა მთელი ცხოვრება ღმერთის სამსახურს მიუძღვნან. აღსანიშნავია, რომ ბერძნულენოვანი დედნის ამ ადგილას თომას ცხოვრებისა, უფალი იმასაც ეუბნება ქალ-ვაჟს, რომ თუკი ისინი შვილებს გააჩენენ, ისინი სნეულნი, ბოროტნი და უბედურნი იქნებიანო.)

ამის თქმაზე უფალი უხილავი გახდა; მათ კი, ძილისაგან აღდგომილებმა, ერთმანეთს აუწყეს სიზმრისეულ ჩვენებაში ნახული. როცა მიხვდნენ, რომ ერთი და იგივე უნახავთ, წამოდგნენ და მთელი ღამის განმავლობაში გულმოდგინედ ლოცულობდნენ ღვთის წინაშე, ხოლო უფლისაგან მოსმენილი სიტყვები ღრმად დაიმარხეს გულში, როგორც ძვირფასი მარგალიტები.

დილით მეფე შევიდა ახალდაქორწინებულთა საძილე ოთახში და ერთმანეთისაგან მოშორებით მსხდომნი ნახა ისინი. გაკვირვებულმა იკითხა, რატომ ხართ ასე მოშორებულნი ერთმანეთსო.

მათ კი პასუხად მიუგეს:

- ჩვენ ვლოცულობთ და ვევედრებით ღმერთს ძალა მოგვანიჭოს იმისთვის, რომ სიცოცხლის ბოლომდე შევძლოთ სრული კეთილკრძალულების დამარხვა, როგორც ახლა ვინარჩუნებთ, რათა ზეციურ სასახლეში ვიქნათ შემკულნი უხრწნელი გვირგვინებით. ასე აღგვითქვა ჩვენ უფალმა, რომელიც აქ გამოგვეცხადა!

მაშინ მეფე მიხვდა, რომ უმანკოების დაცვა მათ სწორედ იმ უცხო კაცმა ჩააგონა, რომელიც გუშინ იყო სასახლეში. ამის გამო ხელმწიფე განრისხდა და მაშინვე გაგზავნა მსახურნი, რათა შეეპყროთ თომა და მასთან მიეყვანათ. მაგრამ ისინი ამაოდ დაეძებდნენ წმიდა მოციქულს, რადგან იგი ავანთან ერთად უკვე ხომალდზე ასულიყო და ინდოეთისაკენ გამგზავრებულიყო...

ინდოეთს ჩასულნი, ისინი მეფე გუნდაფორს წარუდგნენ და ვაჭარმა ავანმაც უთხრა ხელმწიფეს:

- აი, მეფეო, მოგიყვანე კიდევ პალესტინიდან ხელოვანი ხუროთმოძღვარი! იგი აგიგებთ თქვენ სრა-სასახლეებს, როგორიც თქვენს უდიდებულესობას მოენებება!

მეფეს გაუხარდა და ის ადგილიც უჩვენა თომას, სადაც სასახლის აგება სურდა, მისი ზომებიც განუსაზღვრა და დიდძალი ოქრო მისცა მშენებლობისთვის, თვითონ კი სადღაც გაემგზავრა.

როცა მეფისგან ესოდენი ოქრო მიიღო, თომამ ღარიბ-გლახაკთათვის დაიწყო მისი დარიგება, ამასთან, დაუღალავად დაშვრებოდა სახარების ქადაგებაში, მრავალთ მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და წმიდა ნათელსაც სცემდა მათ სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.

ამასობაში იმ ჭაბუკმა, რომელმაც თავის ახლადშერთულ მეფის ასულთან ერთად წმიდა მოციქულის რჩევით, აღთქმა დადო უმანკოება დაემარხა, შეიტყო, რომ თომა ინდოეთში ქადაგებდა ქრისტეს და მეუღლითურთ ჩამოვიდა მასთან. წმიდა თომამ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დამოძღვრა ისინი და წმიდა ნათელიც სცა. ნათლობის სახელად ქალიშვილმა პელაგია მიიღო და შემდგომში თავისი უმანკო სისხლიც დაღვარა ქრისტეს რწმენისათვის, ჭაბუკს კი ნათლობის სახელად დიონისე ეწოდა და შემდგომში ეპისკოპოსის წოდების ღირსიც გახდა. მოციქულისაგან კურთხევის მიღების შემდეგ ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ, სადაც ღვთის სახელის დიდებას განავრცელებდნენ, მრავალ ურწმუნოს მოაქვევდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და ქრისტეს ეკლესიებსაც აფუძნებდნენ ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებში...

რამდენიმე წლის შემდეგ ინდოეთის მეფემ მსახურნი გააგზავნა წმიდა თომა მოციქულთან, რათა შეეტყო მალე დასრულდებოდა თუ არა სამეფო სასახლის აგება. მანაც დააბარა მსახურთ, გადაეცათ ხელმწიფისთვის, რომ მხოლოდ სახურავის დადგმაღა იყო დარჩენილი. მეფეს ძალზე გაუხარდა, რადგან ეგონა, თომა მართლაც დიდებულ სასახლეს უშენებდა ამქვეყნად. ამიტომ კიდევ გამოუგზავნა დიდძალი ოქრო და უბრძანა, რაც შეიძლება სწრაფად დაესრულებინა სასახლის მშენებლობა და უმშვენიერესი სახურავი დაედგა მისთვის.

როცა თომამ კვლავ მიიღო მეფისაგან დიდძალი ოქრო, თვალნი და ხელნი ზე-აღაპყრო ცისკენ და მადლობა შესწირა ღმერთს:

- გმადლობ შენ, კაცთმოყვარეო უფალო, რამეთუ სხვადასხვა საშუალებებით განაგებ კაცთა ხსნას!

და მიღებული ოქრო კვლავ იმათ დაურიგა, ვინც შემწეობის სათხოვნელად მიდიოდა მასთან, თვითონ კი კვლავ გულმოდგინედ განაგრძობდა ღვთის სიტყვის ქადაგებას. რამდენიმე ხნის შემდეგ მეფემ შეიტყო, რომ თომას, თურმე, ჯერ არც დაუწყია მშენებლობა და რომ მთელი ოქროც ღარიბ-გლახაკთათვის დაურიგებია; რომ იგი ხელმწიფის ბრძანების აღსრულებაზე კი არ ფიქრობს, არამედ ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებში დადის, რომელიღაც ახალ ღმერთს უქადაგებს ადამიანებს და მრავალ სასწაულსაც აღასრულებს. ამის გამო მეფე დიდად განრისხდა და უმალვე მსახურნი გაგზავნა მოციქულის შესაპყრობად. და როცა იგი მეფეს მიჰგვარეს, ამ უკანასკნელმა ჰკითხა:

- თუ ააშენე ჩემი პალატნი?

წმიდა თომამ მიუგო:

- დიახ, ავაშენე, თანაც ყველაზე მშვენიერნი და დიდებულნი!

მაშინ მეფემ უთხრა:

- აბა, მაშ წავიდეთ და ვნახოთ შენს მიერ აშენებული სასახლე!

- ამქვეყნიურ ცხოვრებაში შენ ვერ შესძლებ იმ სასახლის ნახვას! - მიუგო მოციქულმა. - მხოლოდ როცა განეშორები ამა ქვეყანას, მაშინღა შესძლებ მის ხილვას, სიხარულით დასახლდები მასში და სამარადისოდ იცხოვრებ იქ!

მეფემ იფიქრა, დამცინისო და შეურაცხყოფად მიიღო თომას სიტყვები. ამიტომ ბრძანა იგიც და მისი ჩამომყვანი დიდვაჭარი ავანიც საპყრობილეში ჩაეგდოთ, სადაც ორივე ტანჯვა-წამებით სიკვდილის მოლოდინში უნდა ვნებულიყო. მეფეს განზრახული ჰქონდა ოთხში ამოეღო ისინი, ანუ ცოცხლად გაეტყავებინა და შემდეგ კოცონზე დაეწვა. საპყრობილეში ყოფნისას ავანმა უსაყვედურა მოციქულს და უთხრა:

- შენ მეც მომატყუე და მეფეც გააწბილე, როცა ხუროთმოძღვრად გაგვაცანი თავი. და აი, ახლა შენ უსარგებლოდ დაგიხარჯავს მეფის ოქრო და ჩემი სიცოცხლეც წაგიწყმედია! შენი გულისთვის ვევნები მე, უდანაშაულო კაცი, და საშინელი სიკვდილითაც უნდა მოვკვდე! მეფე გულსასტიკი კაცია და მოგვაკვდინებს!

წმიდა მოციქულმა დაამშვიდა ავანი და შემდეგი სიტყვებით ანუგეშა:

- ნუ გეშინია! ჩვენი სიკვდილით დასჯის დრო ჯერ არ დამდგარა! ჩვენ ცოცხალნი დავრჩებით და თავისუფლებიც ვიქნებით, მეფე კი დიდ პატივს მოგვაგებს იმ პალატთათვის, რომლებივ მე მისთვის ზეციურ სამეფოში ამიგია!

იმავე ღამეს მეფის ძმა მძიმედ დაავადდა, მეფესთან მსახურები გაგზავნა და შეუთვალა:

- შენი ურვისაგან მეც დავსევდიანდი, და აი, ახლა ამ სევდისაგან მძიმე სნეულებამ შემიპყრო, რომლისაგანაც აწ ვკვდები!

და მართლაც, სულ მალე ამის შემდეგ მეფის ძმა აღესრულა კიდეც. მეფეს დაავიწყდა უწინდელი წყენა და კიდევ უფრო დიდმა მწუხარებამ შეიპყრო: უნუგეშოდ იურვოდა და მწარედ დასტიროდა საყვარელი ძმის სიკვდილს. ხოლო უფლის ანგელოზმა, რომელმაც აღიტაცა მომკვდარის სული, ზეციურ სამკვიდრებელში აღიყვანა იგი, მოატარა ყოველივე და მრავალრიცხოვანი დიდებული, საუცხოოდ ნაგები და ბრწყინვალე სრა-სასახლე აჩვენა, რომლთა ერთი განსაკუთრებით გამორჩეული და ისეთი მშვენიერი იყო, რომ მისი აღწერა ვერ ძალ-ედვა ადამიანის ენას.

და მაშინ ჰკითხა უფლის ანგელოზმა მომკვდარის სულს:

- ამ სასახლეთაგან რომელში ირჩევდი ცხოვრებას?

მეფის ძმის სულმა იმ, ყველაზე მშვენიერ სასახლეს შეხედა და მიუგო:

- მე რომ ნება დამრთონ თუნდაც რომელიმე კუნჭულში ვიცხოვრო ამ სასახლისა, მეტს არაფერს ვისურვებდი!

მაშინ ანგელოზმა უთხრა:

- შენ არ ძალგიძს ამ სასახლეში იცხოვრო, რადგან იგი შენს ძმას ეკუთვნის, რომლის ოქროთიც აუგია იგი შენთვის ცნობილ უცხოტომელს - თომას!

- გევედრები, ბატონო! - მიმართა სულმა უფლის ანგელოზს, - გამიშვი ჩემს ძმასთან, და მე ვიყიდი ამ სასახლეს მისგან, რადგან მან ჯერ არ უწყის მისი სიმშვენიერე. და როცა ვიყიდი, მერე კვლავ დამაბრუნე აქ!..

მართლაც, ანგელოზმა დააბრუნა სული სხეულში, და მომკვდარი ძმაც ხელმწიფისა უმალ გაცოცხლდა, თითქოსდა ძილისაგან გამოიღვიძაო. როგორც კი თვალი გაახილა, საოცრად გაკვირვებულ გარშემომყოფთ სთხოვა, სად არის ჩემი ძმა, სასწრაფოდ ჩემთან მოვიდესო. ძმის გაცოცხლების ამბავი რომ შეიტყო, მეფემ უზომოდ განიხარა, სასწაფოდ მასთან გაეშურა, და როცა პირისპირ იხილა იგი, ცოცხალი და სრულიად ჯანსაღი, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მკვდრეთით აღმდგარმა კი ასე მიმართა:

- მეფეო! დარწმუნებული ვარ, რომ გიყვარვარ როგორც ღვიძლი ძმა! ვიცი ისიც, რომ უნუგეშოდ დამტიროდი, როცა აქ უსულოდ ვესვენე, და შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჩემი გათავისუფლება სიკვდილისაგან, შენი სამეფოს ნახევარსაც კი გაიღებდი ამისთვის!

- დიახ, ეს სრული სიმართლეა! - მიუგო მეფემ.

- მაშინ, თუკი ასე გიყვარვარ, - უთხრა ძმამ, - მხოლოდ ერთ საბოძვარს გთხოვ, და გევედრები, უარს ნუ მეტყვი!

მეფემ უპასუხა:

- ყოველივეს, რაც კი მაბადია ჩემს სახელმწიფოში, შენ გიბოძებ, ჩემს საყვარელ ძმას! - და ფიცითაც დაუდასტურა თავისი დაპირება.

მაშინ მკვდრეთით აღდგარმა ძმამ სთხოვა:

- მომეცი მე შენი სასახლე, რომელიც ცათა შინა გაქვს, და მისი სანაცვლოდ მთელი ჩემი ქონება მიიღე!

ამ სიტყვების გაგონებაზე მეფე გაოგნდა და დიდხანს უსიტყვოდ იდგა, რადგან გაკვირვებისაგან მეტყველების უნარიც კი წაერთვა. ბოლოს კი ესღა თქვა:

- საიდან უნდა მქონდეს მე ცათა შინა სასახლე?!

- ჭეშმარიტად, რომ გაქვს! - წამოიძახა ძმამ. - შენ ნამდვილად გაქვს ცათა შინა ისეთი სასახლე, რომლის შესახებაც არაფერი უწყი და როგორიც არასოდეს გინახავს ამ მზისქვეშეთში! ეს სასახლე შენთვის თომამ ააგო, რომელიც საპყრობილეში ჩაგიგდია და სასიკვდილოდ გაგიწირავს! მე ვნახე ეს სასახლე და გაოცებული დავრჩი მისი ენითუთქმელი სიმშვენიერითა და დიდებულებით. მე ვითხოვე, თუნდაც მის რომელიმე კუნჭულში დამასახლეთ-მეთქი, მაგრამ ამის ნება არ მომცეს, რამეთუ ჩემმა წინამძღვარმა ანგელოზმა მითხრა:

- შენთვის შეუძლებელია აქ ცხოვრება, რადგან ეს სასახლე შენს ძმას ეკუთვნის, რომელსაც იგი შენთვის ცნობილმა თომამ აუგოო.

და მე ვევედრე ანგელოზს, გამოვეშვი შენთან, რათა მეყიდა შენგან სასახლე. და აი, ახლა შენს წინაშე ვარ და გევედრები: თუკი გიყვარვარ, მომყიდე შენი ზეციური სასახლე და მის სანაცვლოდ მთელი ჩემი ქონება-სამკვიდრებელი მიიღე!

მაშინ მეფემ დიდად განიხარა ყველაფრის გამო - ძმის ამქვეყნად მობრუნებისთვისაც და იმ სასახლისთვისაც, რომელიც მისთვის, თურმე, უცხოტომელ თომას აუგია. ამიტომ ასე უთხრა მკვდრეთით აღმდგარ ძმას:

- საყვარელო ძმაო! მე დავიფიცე, რომ არაფრისთვის გეტყოდი უარს, რაც ამქვეყნად ჩემს ხელმწიფებას ექვემდებარება. მაგრამ არ აღმიქვია შენთვის ის სასახლე, რომელიც ზეცაში ყოფილა აგებული. ამიტომ თუკი ასე გსურს, შეგიძლია მიიღო ის ხუროთმოძღვარი, რომელიც ჩვენ გვყავს და რომელსაც ძალუძს შენთვისაც ააგოს ასეთივე სასახლე!

თქვა ეს და უმალვე საპყრობილეში გაგზავნა მსახურნი, რათა წმიდა თომა და მისი ჩამომყვანი ვაჭარი ავანი ხელმწიფისათვის მიეგვარათ. და როცა ისინი მოიყვანეს, მეფე სასწრაფოდ შეეგება მოციქულს და ფერხთ შეუვრდა ვედრებით, შემინდე ჩემი ცოდვა შენს წინააღმდეგ, რადგან არ ვუწყოდი, რას ვიქმოდიო.

წმიდა მოციქულმა თომამ კი მადლობა შესწირა უფალ ღმერთს ასეთი წყალობისათვის და ორივე ძმის დამოძღვრა დაიწყო ჭეშმარიტ სარწმუნოებაში. ისინი გულმხურვალედ იღებდნენ მოციქულის სიტყვებს და განათლდებოდნენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენით. მალე თომამ წმიდა ნათელიც სცა მათ და ასწავლა ქრისტიანული ცხოვრება, ძმებმა კი მრავალრიცხოვან წყალობათა გაღებით საუკუნო სამკვიდრებელი შეიძინეს ცათა შინა.

წმიდა მოციქულმა თომამ ერთხანს მეფესთან და მის ძმასთან დაჰყო, განამტკიცა ისინი წმიდა რწმენაში, და შემდეგ კი გარემო ქალაქებსა და დაბა-სოფლებში გაემართა ღვთის სიტყვის საქადაგებლად და ქმედითადაც იღვწოდა ადამიანთა ხსნისათვის.

და იმ დროს, როცა თომა მოციქული სახარების ქადაგენით ინდოეთის ქვეყნებს განანათლებდა, დადგა ჟამიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის აღსრულებისა, და უფლის ყველა მოციქული სხვადასხვა ქვეყნებიდან სულიწმიდის მიერ იქნა ზეცად აღტაცებულნი და ერთ წამზედ გეთსიმანიის ბაღში გადმოყვანილნი ყოვლადკურთხეული მარადის ქალწული მარიამის სარეცელთან (საეკლესიო გადმოცემით, ეს მოხდა მე-15 წელს უფლის ზეცად ამაღლებიდან), ანუ 48 წელს ქრისტეს შობიდან, როცა ღვთისმშობელი 64 წლისა იყო. მაშინ თომა ინდოეთში მყოფი მოციქულიც იქმნა აღტაცებული ზეცად სულიწმიდის მიერ და გადმოყვანილი იერუსალიმში, მაგრამ მან მაინც ვერ ჩამოუსწრო ღვთისმშობლის წმიდა სხეულის დაკრძალვას. ეს საღმრთო განგებულებით აღსრულდა იმისთვის, რომ მორწმუნენი ცხადლივ დარწმუნებულიყვნენ ღვთის დედის ზეცად აყვანაში სხეულითაც. რამეთუ როგორადაც უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაში ჩვენ კიდევ უფრო მტკიცედ დავრწმუნდით სწორედ წმიდა თომა მოციქულის მაშინდელი „ურწმუნოებით“, ასევე ამ შემთხვევაშიც, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის - მარად ქალწულ მარიამის ზეცად აყვანაც სწორედ თომა მოციქულის დაგვიანების შედეგად შევიტყვეთ.

წმიდა თომა ღვთისმშობლის დაკრძალვიდან მხოლოდ მესამე დღეს ჩამოვიდა და დიდად მწუხარებდა იმის გამო, რომ არ იმყოფებოდა გეთსიმანიის ბაღში დაკრძალვის დღეს, რათა სხვა მოციქულებთან ერთად საფლავამდე მიეცილებინა უფლის დედის სხეული და ამქვეყნად უკანასკნელად ეხილა მისი ყოვლადნეტარი პირისახე. მაშინ წმიდა მოციქულებმა საერთო შეთანხმებით გადაწყვიტეს გაეხსნათ თომასათვის ღვთისმშობლის საფლავი, რათა მას ენახა მისი ყოვლადპატიოსანი სხეული, თაყვანი ეცა მისთვის და ნუგეშ-ცემულიყო თავის მწუხარებაში. მაგრამ, აი, როცა საფლავი გახსნეს, ვერაფერი ნახეს იქ ღვთისმშობლის მოსასხამის გარდა. ამით ყველანი მტკიცედ დარწმუნდნენ იმაში, რომ დედა ღვთისა, თავისი ღვთაებრივი ძის მსგავსად, მკვდრეთით აღდგა მესამე დღეს და სხეულით იქნა აყვანილი ზეცად, სადაც ჰგიებს აღმატებულად ყოველთა ზეციურ ძალთა ზედა და ილოცავს უფლის წინაშე ჩვენთვის ყველასათვის...

ამის შემდეგ წმიდა მოციქული თომა კვლავ ინდოეთის ქვეყანაში გაემართა ღვთის სიტყვის საქადაგებლად და მრავალთ მოაქცევდა იქ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ნიშებისა და სასწაულების აღსრულებით. ქალაქ მელიაპორში ჩასული (ინდუსტანის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე), იგი იქაურ მცხოვრებთაც განანათლებდა სახარების ქადაგებით. აქ მან შემდეგი სასწაულით განამტკიცა ადამიანები ქრისტეს რწმენაში:

მელიაპორში, ერთგან, უჩვეულო სიდიდს ხე იდო, რომლის დაძვრაც ადგილიდან არათუ ადამიანებს, ვეება სპილოებსაც კი არ შეეძლოთ. წმიდა თომამ თავისი სარტყელი მოაბა ხეს და ნახევარიოდე საათის სავალზე წაიღო, სადაც უფლის ტაძრის მშენებლობაში გამოსაყენებლად გადასცა. ამის ხილვაზე მორწმუნენი კიდევ უფრო განმტკიცდნენ, ხოლო ურწმუნოთაგან მრავალნი მოიქცნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და მოინათლნენ. წმიდა მოციქულმა აქ სხვა სასწაულიც აღასრულა, პირვანდელზე უდიდესი. ერთხელ ვინმე წარმართმა ქურუმმა საკუთარი ძე მოკლა და ბრალი ამაში წმიდა მოციქულს დასდო - თომამ მომიკლა ვაჟიშვილიო.

ხალხი ძალზე აღელდა. შეყრილმა ბრბომ შეიპყრო თომა როგორც მკვლელი და ქალაქის სამსჯავროს მოსთხოვა ტანჯვა-წამებით მოეკვდინებინათ იგი. და რაკი არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც დაუდასტურებდა მის უდანაშაულობას, წმიდა მოციქულმა თომამ თავად მიმართა მსაჯულსაც და ხალხსაც შემდეგი თხოვნით:

- გევედრებით, გამიშვით! მე მივალ მოკლულთან, ვკითხავ მოკლულს და ჩემი უფლის სახელით ვათქმევინებ, თუ ვინ მოჰკლა იგი!

ყველას გაუკვირდა ეს, და დათანხმდნენ ქურუმის მოკლულ ძესთან გაჰყოლოდნენ. როცა იქ მივიდნენ, წმიდა თომამ თვალები ზეცად აღაპყრო, ილოცა და შემდეგ მოკლულს მიმართა:

- ჩემი უფლის - იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, ჭაბუკო, თქვა: ვინ მოგკლა?

და მიცვალებულმაც მაშინვე ხმა გასცა:

- მამამ ჩემმა მომკლა მე!

მაშინ ყველანი დიდად გაოცდნენ და ღაღადი იწყეს:

- დიდ არს ღმერთი, რომელსაც თომა ქადაგებს!

მოციქული გაათავისუფლეს, წარმართი ქურუმი კი, ამგვარად, თვითონ აღმოჩნდა იმ ორმოში, რომელიც თომასთვის ამოეთხარა. ამ სასწაულის შემდეგ დიდძალი ხალხი მოიქცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და წმიდა ნათელიც მიიღო მოციქულისაგან.

ამის შემდეგ თომა უფრო შორეულ მხარეში, ქალამიდის ქვეყანაში გაეშურა ღვთის სიტყვის საქადაგებლად, სადაც მეფე მუზდი ზეობდა. როცა ქრისტეს რწმენას ახარებდა იქ, მოციქულმა ერთი დედაკაცი მოაქცია, სახელად სინდიკია, რომელიც მეფის რჩეული მეგობრისა და ქვისლის ქარიზეს ცოლის, მიგდონიას ძმისშვილი იყო. სინდიკია მიგდონიასაც შეაგონებდა ჭეშმარიტების შეცნობას და ერთი ღმერთის რწმენას, რომელმაც შეჰქმნა მთელი სამყარო და რომელსაც წმიდა თომა ქადაგებდა. მაშინ მიგდონიამ უთხრა სინდიკიას:

- მე ვისურვებდი თვითვე მენახა ის კაცი, ჭეშმარიტ ღმერთს რომ ქადაგებს, და მისგან მომესმინა ქრისტეს მოძღვრება!

სინდიკიამ მიუგო:

- თუ ღმერთის მოციქულის ნახვა გსურს, ძველმანები ჩაიცვი, ვითომც უბრალო, ღარიბი დედაკაცი ხარ, რათა არავინ გიცნოს, და მერე მე წამომყევი!

მიგდონია ასეც მოიქცა და სინდიკიას გაჰყვა. წმიდა თომა მათ უბრალო და ღარიბ ადამიანთა შორის ნახეს, რომელთაც იგი ღვთის სიტყვას უქადაგებდა. ქალებიც ხალხს შეერივნენ და თომას საუბარს მიუგდეს ყური, რომელიც ბევრს ლაპარაკობდა უფალ იესო ქრისტეზე, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, სიკვდილზე, განკითხვის დღეზე, გეჰენიის ცეცხლსა და ცათა სასუფეველზე. ყოველივე ამას მიგდონია წრფელი გულით იღებდა და ირწმუნა კიდეც ქრისტე. სახლში დაბრუნებული, იგი სულ მოციქულის სიტყვებზე ფიქრობდა, თავის ძმისშვილ სინდიკიასაც სულ ქრისტეზე ელაპარაკებო


--------------------
"უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე"
"უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შვენიერებაი შენი ზესკნელს ცათა."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
nikolozi800
პოსტი Dec 3 2010, 20:15
პოსტი #5


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 157
რეგისტრ.: 15.07.2008
წევრი № 26



წმიდა მოციქული და მახარებელი მათე (+60)
მართალი ფულბიანე, ეთიოპიის მთავარი, წმიდა ნათლისღებით მათე (I)

16 (29) ნოემბერი

წმიდა მოციქული და მახარებელი მათე, ძე ალფესი, გალილეის ქალაქ კაპერნაუმის მკვიდრი იყო. იგი მეზვერედ, ანუ გადასახადების ამკრეფად მუშაობდა და საკმაოდ შეძლებულადაც ცხოვრობდა. თანამემამულეთ სძაგდათ იგი ყველა სხვა მეზვერის მსგავსად და გაურბოდნენ კიდეც მას, როგორც დამპყრობ რომაელთა სამსახურში მდგომ კაცს. მაგრამ მათე, თუმც კი ცოდვილი იყო, მაინც ბევრად სჯობდა ფარისევლებს - თავიანთი გარეგანი, მოჩვენებითი კეთილმსახურებით თავმომწონე ამ პირმოთნე იუდეველებს. და აი, მასზე, ყველასაგან მოძაგებულ მეზვერეზე, უფალმა იესო ქრისტემ შეაჩერა თავისი ღვთაებრივი მზერა. ერთხელ, როცა უფალი კაპერნაუმში იმყოფებოდა, იგი გამოვიდა ამ ქალაქიდან და დიდძალი ხალხის თანხლებით ზღვის სანაპიროსაკენ გაეშურა. აქ საზვერესთან მათე იჯდა. უფალი მიუახლოვდა მას და უთხრა:

- შემომიდეგ მე!

ეს სიტყვები მეზვერე მათემ მხოლოდ ხორციელი ყურებით კი არ გაიგონა, არამედ გულისმიერითაც ისმინა და უმალვე წამოდგა თავისი საზვერე ადგილიდან, რათა ყოველივე მიეტოვებინა და უფალს შესდგომოდა. მათეს არ დაუწყია იმის განსჯა, რომ, აი, დიდი მოძღვარი და სასწაულთმოქმედი სწორედ მას, ცოდვილ და ყველასაგან მოძაგებულ მეზვერეს ეძახის; მან მთელი თავისი არსებით შეისმინა უფლის მოწოდება და უსიტყვოდ გაჰყვა მას. ამასთან, დიდად გახარებული იყო და გადაწყვიტა თავის სახლში მიეწვია იესო ქრისტე, რათა საკადრისად გამასპინძლებოდა. უფალმაც არ უგულებელყო მისი მიპატიჟება და სახლში ეწვია მათეს. იმ დღეს მათეს ოჯახში მისი მრავალი მეზობელი, ნათესავი და მეგობარი შეიკრიბა, რომელთაგან უმრავლესობა ცოდვილი და მეზვერე იყო; ისინი ინახით უსხდნენ ტრაპეზს ჩვენს უფალთან და მაცხოვართან ერთად, ესაუბრებოდნენ და უსმენდნენ მას. აქვე იყო რამდენიმე მწიგნობარი და ფარისეველიც. რაკი მათ დაინახეს, რომ უფალს არ ეთაკილებოდა ცოდვილებთან და მეზვერეებთან ყოფნა, მათი ტრაპეზის გაზიარება, დრტვინავნენ და ასე ეუბნებოდნენ იესოს მოწაფეებს:

- „რაისათვის მეზვერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოძღვარი თქვენი?!“ (მათე 9, 11).

უფალმა კი, მოისმინა რა მათი სიტყვები, ასე უთხრა:

- „არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. ხოლო თქვენ წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხვერპლი, რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად“ (იქვე, 12-13).

ამ დროიდან მოყოლებული, მათემ მიატოვა მთელი თავისი ქონება-სამკვიდრებელი, ქრისტეს შეუდგა და უკვე აღარასოდეს განშორებია მას ვითარცა ერთგული მოწაფე. მალე იგი ღირს-იქმნა უფლის 12 უგამორჩეულეს მოციქულთა შორის შერაცხულიყო. სხვა მოწაფეებთან ერთად ახლდა იგი უფალს გალილეისა და იუდეის შემოვლისას, უსმენდა მის ღვთაებრივ სწავლებას, ხედავდა მის მიერ აღსრულებულ ურიცხვ სასწაულმოქმედებებს, თვითონაც ვიდოდა ქადაგებით ისრაელიანთა წყმედულ ცხოვრებთან, და ბოლოს იგიც მოწმე გახდა მაცხოვრის ჯვარზე ვნებისა და მისი გამომსყიდველი სიკვდილისა, შემდეგ კი ყოვლად დიდებული ბრწყინვალე აღდგომისა და ზეცად ამაღლებისა.

უფლის წმიდა მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ წმიდა მათე, სხვა მოციქულებთან ერთად, თავიდან პალესტინაში იმყოფებოდა და იერუსალიმსა და მის შემოგარენში ქადაგებდა სახარებას. მაგრამ, აი, დადგა ის ჟამიც, როცა მოციქულები იერუსალიმიდან უნდა წასულიყვნენ და მთელს ქვეყნიერებაზე გაბნეული ხალხებისათვის ექადაგათ ღვთის სიტყვა, რათა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექციათ ისინი. სანამ წმიდა მათე იერუსალიმს დატოვებდა, ქრისტიანებად მოქცეულმა აქაურმა იუდეველებმა სთხოვეს მას, წერილობით გადმოგვეცი უფალ იესო ქრისტეს საქმეები და მოძღვრება, რათა ყოველთვის, თქვენს არყოფნაშიც, შეგვეძლოს მათი მოხსენებაო. იერუსალიმელ მორწმუნეთა ამ თხოვნას მაშინ იქ მყოფი სხვა მოციქულებიც დაეთანხმნენ, და წმიდა მათეც ამ დიდი საქმის შესრულებას შეუდგა. მისი სახარება დაწერილია 8 წლის შემდგომ უფლის ზეცად ამაღლებიდან.

ეს არის ახალი აღთქმის წიგნებიდან ყველაზე ადრე დაწერილი საღმრთო წიგნი (დასრულებულია დაახლოებით 41 წელს ქრისტეს შობიდან) და ამიტომ პირველი ადგილიც უკავია მათ შორის. მათეს სახარება დაწერილია ებრაული ენის ასირიულ-ქალდეურ, ანუ არამეულ დიალექტზე, რომელიც მაშინ საერთო-სახალხო ენას წარმოადგენდა მთელს პალესტინაში, და თავიდან განკუთვნილი იყო ქრისტიანობაზე მოქცეული იუდეველებისათვის. ამიტომ ყურადღება მასში გამახვილებულია სჯულზე და მასზედ, რომ იესო არის ჭეშმარიტი მესია, ღმერთის მიერ აღთქმული ებრაელი ხალხის მამამთავრებისადმი. ამიტომვე მათეს სახარება იესო ქრისტეს გენეალობიის გადმოცემით იწყება, როგორც დავითისა და აბრაჰამის შთამომავლისა, და საერთოდაც, მასში, უპირატესად, საუბარია ქრისტეს ხორციელ-ქმნასა და განკაცებაზე. ეს თავისებურება მათეს სახარებისა ასახულია ამ წმიდა მოციქულის ხატებზეც, რომლებზეც იგი გამოსახულია ანგელოზისმაგვარ ადამიანთან ერთად, რაც სიმბოლურად ახასიათებს მის მიერ დაწერილ სახარებას.

იერუსალიმიდან წასული წმიდა მოციქული მათე ბევრ ქვეყანაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. ხარებით მოვვლო მან მაკედონია (საბერძნეთის ჩრდილოეთით), სირია, სპარსეთი, პართია (კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დიდი ქვეყანა აზიაში), მიდია (სპარსეთის დასავლეთით, კასპიის ზღვის სამხრეთით მდებარე ქვეყანა) და მთელი ეთიოპიაც, რომლის სახარებით განათლება მას ერგო, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს, თუ ვის სად ექადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება. ამ ქვეყანაში მან მრავალნი განანათლა სახარების გონიერი სინათლით, და ბოლოს ერთს, კაციჭამიაობით ცნობილი, შავკანიანი ხალხის ქვეყანაშიც მივიდა, სადაც ადამიანები თავიანთი ზნითა და ქცევით გარეულ მხეცებს ჰგავდნენ. აქ წმიდა მათე მახარებელი მირმენად წოდებულ ქალაქში შევიდა, რამდენიმე ადამიანი მოაქცია ქრისტეს რწმენაზე, მცირე ეკლესიაც დაუფუძნა მათ და ეპისკოპოსად თავისი თანამგზავრი და თანამოღვაწე პლატონი დაუდგინა, თვითონ კი მახლობლად მდებარე მთაზე ავიდა, მკაცრად მარხულობდა და გულმოდგინედ ევედრებოდა ღმერთს ამ სასტიკი, ურწმუნო ხალხის მოქცევას. და აი, აქ უკაცრიელ მთაზე განმარტოებულ წმიდა მოციქულს თვით უფალი გამოეცხადა მშვენიერი ჭაბუკის სახით, რომელსაც მარჯვენა ხელში კვერთხი ეჭირა, და მიესალმა თავის მოწაფეს. შემდეგ კვერთხი გაუწოდა და უბრძანა, ჩადი ამ მთიდან ქალაქში და ეს კვერთხი შენს მიერ დაარსებული ეკლესიის კარიბჭესთან აღმართეო, თან კი დასძინა:

- კვერთხი ესე ჩემი საღმრთო ძალით დიდ ხედ გაიზრდება, უხვად გამოიღებს კეთილ ნაყოფს, სიდიდითა და სიტკბოთი ბევრად აღმატებულთ სხვა ხეთა ნაყოფებზე; მის ძირას აღმოცენაბულ წყაროს წყალში განბანილი ეს კაციჭამიები პირისახის სიმშვენიერეს შეიძენენ, და ყველა, ვინც კი იგემებს ხის ნაყოფს, დაივიწყებს მხეცის ზნეს და კეთილ, უწყინარ ადამიანად გადაიქცევა!

წმიდა მოციქულმა მათემ ჩაიბარა კვერთხი უფლის ხელთაგან, ჩავიდა ქალაქში და ნარბძანების შესასრულებლად გაემართა. იმ ქალაქის მთავრის, ფუბლიანეს ცოლი და ვაჟიშვილი ბოროტი სულებით იყვნენ შეპყრობილნი. დედა-შვილი შემთხვევით შეხვდა ქუჩაში მიმავალ მოციქულს და სასტიკი, შემაშინებელი ხმით დაიწყეს ყვირილი:

- ვინ გამოგგზავნა აქ მაგ კვერთხით?! რატომ გინდა წარგვწყმიდო ჩვენ?!

წმიდა მათემ აღუკრძალა არაწმიდა სულებს ღაღადი და განდევნა ისინი. განკურნებულმა დედა-შვილმა თაყვანი სცა მოციქულს და მშვიდად გაჰყვნენ უკან. ეპისკოპოსმა პლატონმა შეიტყო მათეს ჩამოსვლა და სამღვდელოთა თანა მიეგება. წმიდა მათე მივიდა ეკლესიასთან და ყოველივე ისე ქმნა, როგორც უფლისაგან ჰქონდა ნაბრძანები: კარებთან აღმართა ქრისტესაგან მიღებული კვერთხი, რომელიც უმალვე იქ მყოფთ თვალწინ, დიდ ხედ გადაიქცა, ფართოდ ტოტებგაშლილად, შესანიშნავი, დიდი და ტკბილი ნაყოფებით დახუნძლულად, ხოლო მისი ძირიდან წყაროს წყალი გამოედინა. ამის ხილვაზე ყველანი გაოგნებულნი და დიდად განკვირვებულნი იყვნენ. სასწაულებრივი ხის სანახავად მთელი ქალაქი შეიყარა - ყველანი ჭამდნენ მის ნაყოფთ და სვამდნენ ანკარა წყალს. წმიდა მოციქული მათე კი ამ დროს შემაღლებულ ადგილას იდგა და მათებურ ენაზე უქადაგებდა ღვთის სიტყვას მოქალაქეებს. იმ დღეს ყველამ ირწმუნა იესო ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად, და წმიდა მოციქულმა ისინი იქვე მონათლა, სასწაულებრივად აღმოცენებულ წყაროს წყალში. და მართლაც, უფლის სიტყვისამებრ, ყველა კაციჭამია ადამიანი ნათლობის წყალთაგან პირისახე გამშვენიერებული გამოდიოდა; მათ შავი კანიც კი თეთრად შეეცავალათ. სხეულებრივ სისპეტაკესთან და სიმშვენიერესთან ერთად, ისინი სულიერ სიმშვენიერესაც იძენდნენ, რამეთუ განიძარცვავდნენ მას კაცსა და შეიმოსავდნენ ახალს - უფალ იესო ქრისტეს.

როცა თავისი ცოლ-შვილის განკურნებისა და მომხდარი სასწაულის შესახებ შეიტყო, ქალაქის თავმა თავიდან განიხარა, მაგრამ შემდეგ, ეშმაკის ჩაგონებით, რისხვით აღივსო მოციქულისადმი, რადგან მთელი ქალაქის მცხოვრებნი მასთან მიდიოდნენ და ინათლებოდნენ, ხოლო თავიანთ უწინდელ კერპებს ზურგს აქცევდნენ. ამის გამო ფუბლიანემ მისი მოკვლა გადაწყვიტა.

მაგრამ იმავე ღამეს წმიდა მათეს მაცხოვარი გამოეცხადა და უბრძანა: გამხნევდი - მომავალ განსაცდელში მე შენს გვერდით ვიქნები და შეგეწევიო. მეორე დილით, როცა წმიდა მოციქული მორწმუნეებთან ერთად ეკლესიაში იმყოფებოდა და ქება-დიდებას უგალობდა ღმერთს, ქალაქის მთავარმა ოთხი მხედარი გაგზავნა მის შესაპყრობად. როცა შეიარაღებული მეომრები უფლის ტაძარს მოადგნენ, ისინი უმალ წყვდიადმა მოიცვა, და შეძრწუნებულებმა ძლივს მოახერხეს უკან დაბრუნება. ფუბლიანემ ჰკითხა, რატომ არ შეიპყარით და აქ არ მომგვარეთ მათეო. მათ კი მიუგეს:

- ჩვენ გვესმოდა მისი საუბარი, მაგრამ ვერაფერს ვხედავდით. ამიტომაც ვერ შევიპყარით და ვერ მოვიყვანეთ!

მაშინ ფუბლიანე კიდევ უფრო განრისხდა და ბევრი შეიარაღებული მეომარი გაგზავნა ეკლესიაში, - ძალით მომიყვანეთ აქ, ხოლო თუ ვინმე შეგეწინააღმდეგათ და დაიცვა მათე, ადგილზევე მოჰკალითო. მაგრამ ეს მეომრებიც გაწბილებულნი დაბრუნდნენ, რადგან როცა ტაძარს მიუახლოვდნენ, ანაზდად, ზეციურმა ნათელმა განაბრწყინა წმიდა მოციქული, ისე, რომ მეომრები ვერაფერს ხედავდნენ; შეძრწუნებულებმა იქვე დაყარეს საჭურველი და შიშისაგან ნახევრად მკვდარნი მიიქცნენ უკან თავიანთ მთავართან, რათა ყოველივე ეუწყებინათ. ფუბლიანე საშინლად განრისხდა, მთელი თავისი ხელქვეითობა შეჰყარა და განძვინებული გამოემართა ეკლესიისაკენ, რათა თვითონვე შეეპყრო მოციქული. მაგრამ ტაძართან მისული, როგორც კი მიუახლოვდა წმიდა მათეს, ანაზდად იქვე დაბრმავდა, შეძრწუნებული აქეთ-იქით აწყდებოდა და ითხოვდა, დამეხმარეთ, მეგზური მომეცითო და როცა ვერავინ გაბედა მასთან მისვლა, ვედრება დაუწყო მოციქულს, შემინდე შეცოდება და დამიბრუნე დაკარგული თვალისჩინიო. მაშინ წმიდა მათემ ყველას დასანახად ჯვარის ნიში გადასახა მთავრის თვალებს და უმალვე აუხილა. მაგრამ მთავარმა მხოლოდ სხეულებრივი თვალნი აღიხილნა, რამეთუ დიდ გაბოროტებას სრულიად დაებრმავებინა იგი: ესოდენ დიდი სასწაული საღმრთო ძალას კი არ მიაწერა, არამედ - ჯადოქრობას. მან ხელი მოჰკიდა მოციქულს და თავისი სახლისაკენ წაიყვანა ვითომცდა პატივსაცემად, გულში კი მზაკვრულად განიზრახავდა უფლის მოციქულის ცოცხლად დაწვას, როგორც ბოროტი მოგვისას. წმიდა მათე მიხვდა ბოროტი მთავრის ფარულ ზრახვას და მზაკვრობაში ამხილა ფუბლიანე.

- ჰოი, მაცთურო მტარვალო! - აუბნებოდა იგი მთავარს, - მალე თუ აღასრულებ ჩემზე იმას, რაც განგიზრახავს? გააკეთე ის, რაც სატანას ჩაუგონებია შენთვის! მე კი, როგორც ხედავ მზად ვარ სიკვდილი დავითმინო ჩემი ღმერთისთვის!

მაშინ ფუბლიანემ უბრძანა მეომრებს შეეპყროთ წმიდა მოციქული, მიწაზე დაეგდოთ გულაღმა და ხელ-ფეხით ძელისათვის მიემსჭვალათ. როცა ეს აღასრულეს, მსახურებმა, ასევე მთავრის ბრძანებით, დიდძალი ფიჩხი და ტოტები მოაგროვეს, მოიტანეს ფისი და გოგირდიც, ყოველივე ეს მოციქულს დააყარეს ზემოდან და ცეცხლი წაუკიდეს. მაგრამ როცა კოცონი დიდზე აღეგზნო და ყველას ეგონა, მათე სრულიად დაიწვაო, ანაზდად ცეცხლი მინავლდა, ჩაქრა და წმიდა მოციქულიც ცოცხალი გამოჩნდა, უვნებელი და შემოქმედი ღმერთის განმადიდებელი. მაგრამ ფუბლიანე კიდევ უფრო განძვინდა ამის ხილვაზე. მას არ სურდა ღმერთის ძალა ეღიარებინა მომხდარში, რამაც ცოცხალი შეინარჩუნა ქრისტეს წმიდა მქადაგებელი და სრულიად უვნებელი გადაარჩინა ფიცხელ ცეცხლს. ფუბლიანე უსამართლო ბრალდებებს უყენებდა წმიდა მათეს და ბოროტ, გრძნეულ მოგვად ხმობდა.

- თავისი ბოროტი გრძნეულებით ჩააქრო მათემ ცეცხლი! - ეუბნებოდა იგი ხალხს. - და თავისი მოგვობით დარჩა ცოცხალი!

მერე უბრძანა მსახურთ კიდევ უფრო მეტი შეშა, ტოტები და ფიჩხი მოეტანათ, მათეზე დაეყარათ და ცეცხლი წაეკიდებინათ, ზემოდან კი ფისი გადაესხათ. გარდა ამისა, თავისი თორმეტი ოქროს კერპიც მოატანინა და კოცონის გარშემო დაადგმევინა, რათა ამით მათეს „მოგვობა“ განექარვებინა; თვითონაც იქვე დადგა აღგზნებულ კოცონთან და შეწევნისათვის მოუწოდებდა თავის „ღმერთებს“ - დაე, ნუ გადაურჩება მათე ცეცხლის დამწველ ძალას და, დაე, ფერფლად იქცესო! წმიდა მოციქული კი ცეცხლის ალშიც ილოცვიდა ძალთა და ხელმწიფებათა უფლის წინაშე, რათა მას თავისი უძლეველი ყოვლისშემძლეობა ეჩვენებინა იქ შეკრებილი ხალხისათვის, განეცხადებინა წარმართული კერპების სრული უღონობა და განეწბილებინა მათი მსასოებელი უგუნური ადამიანები.

და აი, ანაზდად ცეცხლის ალი საშინელი გრიალით ეკვეთა ოქროს კერპებს და ისინი მყისვე ცვილივით დადნენ ცეცხლის სიმხურვალისაგან, ამასთან, ცეცხლმა ბევრი იქ მდგომი წარმართიც დაწვა; ხოლო დამდნარი კერპებისაგან გველის სახემიღებული ალი გამოიჭრა და ფუბლიანესაკენ გაქანდა; გაოგნებულ მთავარს არ შეეძლო გაქცეულიყო და ამით აეცილებინა თავიდან საშიშროება. იგი უღონოდ დაემხო ძირს, და მორჩილი ვედრებით მიმართა წმიდა მოციქულს - მიხსენი დაღუპვისაგანო. მართლაც, როგორც კი წმიდა მათემ შერისხა ცეცხლი, იგი უმალვე დასცხრა და გველისსახემიცემული ალიც გაქრა. მაშინ ფუბლიანემ ისურვა ცეცხლიდან პატივით გამოეყვანა მათე. მაგრამ წმიდა მოციქულმა ლოცვა აღასრულა და უფალს მიაბარა თავისი წმიდა სული (ეს მოხდა დაახლოებით 60 წელს ქრისტეს შობიდან).

მაშინ მთავარმა ფუბლიანემ ბრძანა ოქროს სარეცელი მოეტანათ და მასზე დაესვენებინათ წმიდა მოციქულის პატიოსანი სხეული, სრულიად უვნებლად გადარჩენილი ცეცხლს; შემდეგ ძვირფასი შესამოსელით შეამოსინა იგი, თავის დიდებულებთან ერთად მაღლა ასწია და სასახლეში შეასვენა. თუმცა მას ჯერ კიდევ არ შეეძინა სრულყოფილი რწმენა, და ამიტომ უბრძანა რკინის კიდობანი გამოეჭედათ, ყველა მხრიდან კალის სხმულით დაეფარათ და ზღვაში გადაეგდოთ. ამასთან, ასე უთხრა დიდებულებს:

- თუკი ის, ვინც ცეცხლისაგან უვნებლად გადაარჩინა მათე, წყალში ჩაძირვისგანაც დაიფარავს მას, მაშინ ვირწმუნოთ, რომ სწორედ იგია ჭეშმარიტი ღმერთი, მას ვცეთ თაყვანი და ზურგი ვაქციოთ ჩვენს ყველა „ღმერთს“, რომელთაც არ ძალედვათ საკუთარი თავი გადაერჩინათ ცეცხლში დაღუპვისაგან!

მას შემდეგ, რაც რკინის კიდობანი მოციქულის პატიოსანი ნაწილებით ზღვაში გადააგდეს, წმიდა მათე ღამით გამოეცხადა ეპისკოპოს პლატონს და უთხრა:

- ხვალ მოდი ზღვის სანაპიროზე, მთავრის სასახლის აღმოსავლეთით და იქ ჩემ ნაწილებს ნახავ, ხმელეთზე გამორიყულთ!

დილით ეპისკოპოსი მორწმუნეთა დიდ სიმრავლესთან ერთად ხსენებულ ადგილას მივიდა და მართლაც ჰპოვა იქ რკინის კიდობანი წმიდა მოციქულის პატიოსანი ნაწილებითურთ, როგორც ეს ჩვენებაში ეუწყა.

ეს ამბავი მთავარმა ფუბლიანემაც შეიტყო და თავის დიდებულებთან ერთად ზღვის სანაპიროზე მივიდა. ამჯერად მან უკვე საბოლოოდ და სავსებით ირწმუნა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და ყველას გასაგონად აღიარა, რომ სწორედ იგია ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმაც უვნებლად დაიცვა თავისი მონა მათე სიცოცხლეშიც - ცეცხლში დაწვისაგან, და სიკვდილის შემდეგაც - ზღვათა სიღრმეში გაუჩინარებისაგან. იგი თვალცრემლიანი ემთხვეოდა კიდობანს, რომელშიც წმიდა ნაწილები ესვენა, და შენდობას ევედრებოდა უწინდელ შეცოდებათათვისაც და იმისთვისაც, რომ შეურაცხყოფა და ტანჯვა მიაყენა თვით მასაც, ამასთან, გულმხურვალე სურვილიც გამოთქვა წმიდა ნათელის მიღებისა. ეპისკოპოსმა პლატონმა, რა დაინახა ფუბლიანეს რწმენა და გულმოდგინება, ნათლობისათვის განამზადა იგი, ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დამოძღვრა და შემდეგ მონათლა კიდეც. და როცა ხელიც დაასხა მონათლულს, რათა ახალი სახელი დაერქმია, ანაზდად ზეგარდამო ხმა მოესმა, რომელიც ეუბნებოდა:

- ფუბლიანე კი არა, მათე უწოდე მაგას!

მართლაც, შეიძინა რა წმიდა ნათლობით უფლის ამ მოციქულის სახელი, ქალაქის მთავარი ყოველთვის ცდილობდა მისი ცხოვრებისათვის მიებაძა: მალე სხვას ჩააბარა თავისი სამთავრო ხელისუფლება, სრულიად უარყო ამქვეყნიური საზრუნავნი და მთლიანად ლოცვა-ვედრებას მიეცა ღმრთის ეკლესიაში. ამის გამო იგი ღირს-იქმნა ეპისკოპოს პლატონისაგან ხუცესად კურთხევისა. ხოლო სამი წლის შემდეგ, როცა მღვდელმთავარი პლატონი გარდაიცვალა, ყოფილ მთავარსა და აწ უკვე ქრისტეს ეკლესიის ხუცესს ხილვაში წმიდა მათე მოციქული გამოეცხადა და შეაგონებდა, სწორედ შენ უნდა მიიღო ნეტარი პლატონის შემდეგ საეპისკოპოსო ტახტიო.

მართლაც, მათემ მიიღო ეპისკოპოსობა და კეთილად იღვაწა რწმენის ხარებაში: მრავალნი განაშორა კერპთაყვანისმცემლობის სიბნელეს და ჭეშმარიტ ღმერთთან მოიყვანა; ბოლოს კი, ხანგრძლივი, ღვთის სათნომყოფელი ცხოვრების შემდეგ თვითონაც ჩაბარდა უფალს და აწ, წმიდა მოციქულთან და მახარებელთან - მათესთან ერთად წინამდგომლობს ღმერთის საყდრის წინაშე და ჩვენთვის ევედრება უფალს, რათა ყოველნი გავხდეთ მისი საუკუნო სასუფევლის მემკვიდრეები და მარადის მას განვადიდებდეთ თანა მამით და სულიწმიდითურთ. ამინ.

წმიდა მოციქული იაკობ ალფესი (I)

9 (22) ოქტომბერი

წმიდა მოციქული იაკობ ალფესი კაპერნაუმელი მეზვერის, ალფესის ძე და წმიდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს (ხს. 16 ნოემბერს) ძმა იყო. იაკობს, ისევე, როგორც მათეს, თავად მაცხოვარმა მოუწოდა ათორმეტ ურჩეულეს მოწაფეთა შორის და სახარების საქადაგებლად გაგზავნა (მთ. 10,3).

სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ ნეტარი მოციქული ერთხანს იერუსალიმში იმყოფებოდა (საქმე, 1,13; 6,2), შემდეგ კი წმიდა ანდრია პირველწოდებულთან ერთად ქრისტეს სწავლებას ავრცელებდა ედესაში, ღაზაში, ელეფთეროპოლში და მიმდებარე ადგილებში. აქედან იგი ეგვიპტეში გაემგზავრა და პალესტინის მოსაზღვრე ზღვისპირა ქალაქ ოსტარცინში ჯვარცმით დაასრულა მოციქულებრივი ღვაწლი (სხვა ცნობით, უფლის რჩეულს მრავალგვარი წამების შემდეგ კვერთხების ცემით ამოხადეს სული).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილ



წმიდა მოციქული იუდა, ხორციელად ძმა უფლისა (+დაახლ. 80)

19 (2.07) ივნისი

წმიდა მოციქული იუდა, ათორმეტთაგანი, დავითისა და სოლომონის შტოდან აღმოცენდა - იგი მართალი იოსებ დამწინდველის ძე იყო პირველი ქორწინებიდან. სახარებაში, იმდროინდელი ჩვეულების თანახმად, იუდა სხვა სახელებითაც იხსენიება: ლებეოსი (მთ. 10,3); თადეოზი (მთ. 10,3; მკ. 3,18); ბარსაბა (საქმე, 15,22).

გადმოცემის თანახმად, როცა ეგვიპტიდან დაბრუნებულმა იოსებ დამწინდველმა თავისი კუთვნილი მიწების დანაწილება დაიწყო ძმებს შორის, ისურვა, მარიამ ქალწულისგან შობილი ქრისტე მაცხოვრისთვისაც გამოეყო ნაწილი. ძმები წინ აღუდგნენ მამის განზრახვას, რადგან, როგორც იოანე ღვთისმეტყველი წერს, „არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი“ (ინ. 7,5). მხოლოდ უფროსმა მათგანმა - იაკობმა მიიღო იგი თავისი მამულის თანამფლობლად. მოგვიანებით იუდამ ირწმუნა ქრისტე აღთქმულ მესიად, წრფელი გულით შეუდგა მას და მაცხოვრის ათორმეტ უახლოეს მოწაფეს შორის იქნა შერაცხილი, მაგრამ თავს უფლის ძმად წოდების ღირსად არ თვლიდა - თავისსავე კათოლიკე ეპისტოლეში იგი მხოლოდ იაკობის ძმად იხსენიება.

იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ მოციქული იუდა სახარების საქადაგებლად გაემგზავრა. იგი ჯერ იუდეაში, გალილეაში, სამარიასა და იდუმეაში ავრცელებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, შემდეგ არაბეთის, სირიისა და მესოპოტამიის ქვეყნებში მოგზაურობდა, ბოლოს კი ქალაქ ეფესოში ჩავიდა, სადაც სამოცდათთაგანი მოციქულის, თადეოზის მიერ დაწყებული საქმე დაასრულა. შემონახულია ცნობა იმის შესახებ, რომ იუდას სპარსეთშიც უქადაგია ქრისტიანობა და იქვე დაუწერია თავისი კათოლიკე ეპისტოლე ბერძნულ ენაზე. წმიდა მოციქული მოწამეობრივად აღესრულა სომხეთის ქალაქ არათში. უსჯულოებმა იგი ჯვარზე გააკრეს და ისრებით განგმირეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.


წმიდა მოციქული სვიმეონ მოშურნე-კანანელი (I)

10 (23) მაისი

წმიდა მოციქული სვიმეონ მოშურნე-კანანელი (I) კანას გალილეაში ცხოვრობდა. ის იყო წმიდა იოსებ დამწინდველის შვილი, პირველი ქორწინებიდან, და 12 მოციქულთაგანი. მაცხოვრის პირველი სასწაული - წყლის ღვინოდ გადაქცევა - სვიმეონის სახლში აღესრულა. ნადიმის დროს ტრაპეზზე ღვინო შემოაკლდათ. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის თხოვნით მაცხოვარმა წყალი ღვინოდ აქცია. ამ სასწაულის ხილვით აღფრთოვანებულმა სვიმეონმა მთელი სულითა და გულით ირწმუნა იესო ქრისტესი, როგორც აღთქმული მესიისა, დატოვა ოჯახი, ახალშერთული ცოლი და მაცხოვარს გაჰყვა. სულთმოფენობის დღეს სხვა მოციქულებთან ერთად სვიმეონზედ გარდმოვიდა სულიწმიდის მადლი. წმიდა მოციქული ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა იუდეაში, ეგვიპტეში, კირინეაში, ბრიტანეთში.

წმიდანმა ანდრია პირველწოდებულთან ერთად იქადაგა დასავლეთ საქართველოში. წმიდა ანდრია შემდგომ სკვითთა ქვეყანაში გადავიდა, სვიმეონი კი აფხაზეთში დარჩა წარმართთა მოსაქცევად.

წარმართებმა წმიდა სვიმეონი ქვებით ჩაქოლეს. დაკრძალულია ანაკოფიაში, სოხუმთან ახლოს. შემდგომში სვიმეონ კანანელის საფლავზე, ახალი ათონის მთაზე, მონასტერი აღიმართა. დღემდე შემორჩენილია მღვიმე, სადაც წმიდა მოციქული მოღვაწეობდა.

წმიდა მოციქული მატათა (დაახ. +63)

9 (22) აგვისტო

წმიდა მოციქული მატათა წარმოშობით იუდას ტომიდან იყო და დაიბადა ქალაქ ბეთლემში. ადრეული ბავშვობიდანვე დაიწყო წმიდა წერილისა და საღმრთო სჯულის შესწავლა იერუსალიმში, წმიდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ხელმძღვანელობით. მისგან ისწავლა მატათამ კეთილმსახური ცხოვრება: ყოველთვის ღვთის სათნოდ ჰგიებდა და ზედმიწევნით აღასრულებდა საღმრთო მცნებებს, მკაცრად ადგა იმ გზას, რომელიც ღმერთმა მოუნიშნა თავის მართალ მორწმუნეებს...

და აი, დადგა ის დღეც, როცა ამქვეყნად მოსულმა უფალმა იესო ქრისტემ, 30 წლის შემდეგ თავისი შობიდან, თავი გამოუცხადა ამ ქვეყანას და საზოგადო მსახურება იწყო ადამიანთა ხსნისათვის: ჯერ იოანესგან მოინათლა მდინარე იორდანეში, შემდეგ შემოიკრიბა მოწაფეები და ცათა სასუფევლის მოახლოების ქადაგება იწყო, ამასთან აურაცხელ სასწაულებსა და ნიშებს აღასრულებდა.

სხვებთან ერთად წმიდა მატათაც ისმენდა ქრისტეს სწავლებას და ხედავდა მის სასწაულებს, იგიც უზომო სიყვარულით აღივსო უფლისადმი: მიატოვა ქვეყნიური საზრუნავი და მორწმუნე ერთან და სხვა მოწაფეებთან ერთად მაცხოვარს შეუდგა, და სტკბებოდა ხორციელ-ქმნილი ღმერთის პირისახის ჭვრეტით და მისი მოძღვრების მოსმენის გამოუთქმელი სიხარულით.

უფალმა, ვისთვისაც გაცხადებულია ადამიანის გულის ყველაზე ფარული მოძრაობანიც კი, მატათა თავის მოწაფეთა შორის აირჩია, და რაკი ხედავდა მის მგზნებარე გულმოდგინებასა და სულის სიწმიდეს, სამოციქულო მსახურებისათვის განამზადა. თავიდან წმიდა მატათა უფლის 70 წმიდა მოციქულის რიცხვს განეკუთვნებოდა, რომელთაც, 12 მოციქულისაგან განსხვავებით, მცირე მოციქულთ უწოდებენ. მათ შესახებ სახარებაში ნათქვამია: „და ამისა შემდგომად გამოიჩინა უფალმან სხვანი სამოცდაათნი და წარავლინნა იგინი ორ-ორი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისვლად“ (ლუკა 10, 1). ხოლო უფლის ჯვარზე ვნების, მკვდრეთით აღდგომისა და ზეცად ამაღლების შემდგომ წმიდა მატათა 12 მოციქულთა შორის იქნა შერაცხული უფლის განმცემის - იუდა ისკარიოტელის ნაცვლად. 12 მოციქულთაგან ამ უკანასკნელის განგდების შემდეგ უფლის მოწაფეთა ამ დასმა დაკარგა თავისი სისრულე, რადგან იუდას ნაცვლად არავინ ყოფილა არჩეული და მოციქულნიც ათერთმეტნი დარჩნენ. ამიტომ მოციქულთა თავმა - წმიდა პეტრემ შემდეგი სიტყვით მიმართა პირველ ქრისტიანთა კრებულს: საღმრთო წერილის წინასწარმეტყველება უფლის განმცემელ იუდასთვის უნდა აღსრულებულიყო; ხოლო ჩვენს - 12 მოციქულთა დასში - უსათუოდ უნდა იყოს არჩეული იუდას ნაცვლად ერთი ღისრეული კაცი, ვინც ყოველთვის მოციქულთა გვერდით იყო მაშინ, როდესაც უფალი ჩვენს შორის იმყოფებოდაო. „და დაადინეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქვა ბარსაბა და მერმე ეწოდა იოსტოს, და მატათა, და ილოცეს და თქვეს: შენ, უფალო, ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ ორთაგანი, რომელიცა გამოირჩიე, მიღებად წილი მსახურებისაი ამის და მოციქულებისაი, რომლისაგან განვიდა იუდა მისვლად ადგილსა თვისსა, და მისცეს წილნი მათნი. და გამოუხდა წილი მატათას და თანა აღირაცხა ათერთმეტთა მოციქულთა“ (საქმე მოციქ. 1, 23-26), როგორც მეთორმეტე მოციქული. ეს არჩევანი მალე თვით უფლის მიერ იქნა სასწაულებრივად დამტკიცებული სულიწმიდის მოვლინებით მოციქულებზე, 50-ე დღეს აღდგომიდან, რამეთუ ღმერთის სული ცეცხლოვანი ენების სახით, სხვა მოციქულებთან ერთად, წმიდა მატათასაც დაადგრა და მასაც ანიჭებდა საღმრთო მადლს.

სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მოციქულებმა წილი ჰყარეს, თუ ვის სად, რომელ ქვეყანაში ექადაგა სახარება. მატათას წილად იუდეა ჰხვდა, სადაც ის იღვწოდა კიდევ შემდგომში ღვთის სიტყვის ქადაგებით: მოვლიდა ქალაქებსა და დაბა-სოფლებს და ყველგან ახარებდა იესო ქრისტეს მიერ კაცობრიობის ხსნას. თუმცა გარდა იუდეველებისა, წმიდა მატათა წარმართთა შორისაც ქადაგებდა ქრისტეს რწმენას. საეკლესიო გადმოცემით, იგი მეორე ეთიოპის მცხოვრებთ უქადაგებდა ღვთის სიტყვას და მრავალი სატანჯველი დაითმინა იქაურ წარმართთაგან (აქ იგულისხმება პონტოს ეთიოპია, ანუ კოლხეთი): მას ჰგვემდნენ კიდეც, მიწაზეც დაათრევდნენ და ბოძზეც ჰკიდებდნენ და ბასრი რკინებით უფლეთდნენ სხეულს, ცეცხლითაც უწვავდნენ ხორცს და სხვა მრავალ სატანჯველსაც სწევდნენ. მაგრამ უფლის მიერ განმტკიცებული წმიდა მოციქული მხნედ და სიხარულით იტანდა ამ განსაცდელთ. სხვა გადმოცემის თანახმად კი, წმიდა მატათა მაკედონიაშიც ქადაგებდა სახარებას, სადაც უკეთურმა წარმართმა ბერძნებმა თვალისჩინის წამრთმევი საწამლავი დაალევინეს გამოსაცდელად - აბა, ერთი ვნახოთ, რა ძალა აქვს შენ მოძღვრებასა და შენს მიერ ქადაგებულ ღმერთს, ვნახოთ როგორც დაგეხმარება იგიო; რამეთუ ეს საწამლავი ძალზე ძლიერმოქმედი იყო და ვინც კი მას დალევდა, ყველა უსათუოდ ბრმავდებოდა. მაგრამ წმიდა მატათამ ქრისტეს სახელი ახსენა და სრულიად უვნებელი დარჩა. მეტიც, მან ხელდასხმითა და უფლის სახელის მოწოდებით, სასწაულებრივად განკურნა ამ საწამლავით დაბრმავებული ადამიანები, - მათი რიცხვი კი 250-ს აღემატებოდა. ამის გამო განძვინებული ეშმაკი, რომლისთვისაც აუტანელი იყო მისი ბოროტი ძალის ასეთი განქარვება, ყრმის სახით გამოეცხადა წარმართებს და მატათას მოკვლა უბრძანა - ეს კაცი „ღმერთების“ (ანუ ეშმაკების) თაყვანისცემას სპობსო. მაგრამ როცა წარმართებმა წმიდა მოციქულის შეპყრობა განიზრახეს, ვერაფრით მოახერხეს ეს და სამი დღის განმავლობაში ამაოდ დაეძებდნენ, მატათა კი საკუთარი ნებით მივიდა თავის მდევნელ წარმართებთან და ჩაბარდა. მათაც შეჰკრეს იგი და საპრყობილეში ჩააგდეს, სადაც პირველ ღამეს განუწყვეტლივ ბოროტი სულები ეცხადებოდნენ სხვადასხვა სახით და განძვინებულ კბილებს უღრჭიალებდნენ. მეორე ღამეს კი უდიდეს ნათელში თვით უფალი გამოეცხადა, განამხნევა, საკრველთაგან გაათავისუფლა, საპყრობილის კარიც გაუღო და სამშვიდობოს გამოიყვანა. და როცა დღე დადგა, წმიდა მოციქული კვლავ ხალხს წარუდგა და კიდევ უფრო მეტი სიმხნევით უქადაგებდა ქრისტეს რწმენას. ზოგიერთ


--------------------
"უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე"
"უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შვენიერებაი შენი ზესკნელს ცათა."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
მამა დავითი
პოსტი Jun 6 2012, 21:37
პოსტი #6


Profi
*****

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 477
რეგისტრ.: 17.05.2008
წევრი № 6



ნიკოლოზ იქნებ გააგრძელო ეს თემა, საინტერესოა და თანაც პეტრე-პავლობის მარხვა მოდის.


--------------------
უფალო შეგვიწყალენ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
nikolozi800
პოსტი Jun 7 2012, 20:40
პოსტი #7


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 157
რეგისტრ.: 15.07.2008
წევრი № 26



გავაგრძელებ მამაო აუცილებლად


--------------------
"უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე"
"უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შვენიერებაი შენი ზესკნელს ცათა."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
nikolozi800
პოსტი Jun 9 2012, 20:43
პოსტი #8


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 157
რეგისტრ.: 15.07.2008
წევრი № 26



წმიდა მოციქული მატათა (დაახ. +63)

9 (22) აგვისტო

წმიდა მოციქული მატათა წარმოშობით იუდას ტომიდან იყო და დაიბადა ქალაქ ბეთლემში. ადრეული ბავშვობიდანვე დაიწყო წმიდა წერილისა და საღმრთო სჯულის შესწავლა იერუსალიმში, წმიდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ხელმძღვანელობით. მისგან ისწავლა მატათამ კეთილმსახური ცხოვრება: ყოველთვის ღვთის სათნოდ ჰგიებდა და ზედმიწევნით აღასრულებდა საღმრთო მცნებებს, მკაცრად ადგა იმ გზას, რომელიც ღმერთმა მოუნიშნა თავის მართალ მორწმუნეებს...

და აი, დადგა ის დღეც, როცა ამქვეყნად მოსულმა უფალმა იესო ქრისტემ, 30 წლის შემდეგ თავისი შობიდან, თავი გამოუცხადა ამ ქვეყანას და საზოგადო მსახურება იწყო ადამიანთა ხსნისათვის: ჯერ იოანესგან მოინათლა მდინარე იორდანეში, შემდეგ შემოიკრიბა მოწაფეები და ცათა სასუფევლის მოახლოების ქადაგება იწყო, ამასთან აურაცხელ სასწაულებსა და ნიშებს აღასრულებდა.

სხვებთან ერთად წმიდა მატათაც ისმენდა ქრისტეს სწავლებას და ხედავდა მის სასწაულებს, იგიც უზომო სიყვარულით აღივსო უფლისადმი: მიატოვა ქვეყნიური საზრუნავი და მორწმუნე ერთან და სხვა მოწაფეებთან ერთად მაცხოვარს შეუდგა, და სტკბებოდა ხორციელ-ქმნილი ღმერთის პირისახის ჭვრეტით და მისი მოძღვრების მოსმენის გამოუთქმელი სიხარულით.

უფალმა, ვისთვისაც გაცხადებულია ადამიანის გულის ყველაზე ფარული მოძრაობანიც კი, მატათა თავის მოწაფეთა შორის აირჩია, და რაკი ხედავდა მის მგზნებარე გულმოდგინებასა და სულის სიწმიდეს, სამოციქულო მსახურებისათვის განამზადა. თავიდან წმიდა მატათა უფლის 70 წმიდა მოციქულის რიცხვს განეკუთვნებოდა, რომელთაც, 12 მოციქულისაგან განსხვავებით, მცირე მოციქულთ უწოდებენ. მათ შესახებ სახარებაში ნათქვამია: „და ამისა შემდგომად გამოიჩინა უფალმან სხვანი სამოცდაათნი და წარავლინნა იგინი ორ-ორი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისვლად“ (ლუკა 10, 1). ხოლო უფლის ჯვარზე ვნების, მკვდრეთით აღდგომისა და ზეცად ამაღლების შემდგომ წმიდა მატათა 12 მოციქულთა შორის იქნა შერაცხული უფლის განმცემის - იუდა ისკარიოტელის ნაცვლად. 12 მოციქულთაგან ამ უკანასკნელის განგდების შემდეგ უფლის მოწაფეთა ამ დასმა დაკარგა თავისი სისრულე, რადგან იუდას ნაცვლად არავინ ყოფილა არჩეული და მოციქულნიც ათერთმეტნი დარჩნენ. ამიტომ მოციქულთა თავმა - წმიდა პეტრემ შემდეგი სიტყვით მიმართა პირველ ქრისტიანთა კრებულს: საღმრთო წერილის წინასწარმეტყველება უფლის განმცემელ იუდასთვის უნდა აღსრულებულიყო; ხოლო ჩვენს - 12 მოციქულთა დასში - უსათუოდ უნდა იყოს არჩეული იუდას ნაცვლად ერთი ღისრეული კაცი, ვინც ყოველთვის მოციქულთა გვერდით იყო მაშინ, როდესაც უფალი ჩვენს შორის იმყოფებოდაო. „და დაადინეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქვა ბარსაბა და მერმე ეწოდა იოსტოს, და მატათა, და ილოცეს და თქვეს: შენ, უფალო, ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ ორთაგანი, რომელიცა გამოირჩიე, მიღებად წილი მსახურებისაი ამის და მოციქულებისაი, რომლისაგან განვიდა იუდა მისვლად ადგილსა თვისსა, და მისცეს წილნი მათნი. და გამოუხდა წილი მატათას და თანა აღირაცხა ათერთმეტთა მოციქულთა“ (საქმე მოციქ. 1, 23-26), როგორც მეთორმეტე მოციქული. ეს არჩევანი მალე თვით უფლის მიერ იქნა სასწაულებრივად დამტკიცებული სულიწმიდის მოვლინებით მოციქულებზე, 50-ე დღეს აღდგომიდან, რამეთუ ღმერთის სული ცეცხლოვანი ენების სახით, სხვა მოციქულებთან ერთად, წმიდა მატათასაც დაადგრა და მასაც ანიჭებდა საღმრთო მადლს.

სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მოციქულებმა წილი ჰყარეს, თუ ვის სად, რომელ ქვეყანაში ექადაგა სახარება. მატათას წილად იუდეა ჰხვდა, სადაც ის იღვწოდა კიდევ შემდგომში ღვთის სიტყვის ქადაგებით: მოვლიდა ქალაქებსა და დაბა-სოფლებს და ყველგან ახარებდა იესო ქრისტეს მიერ კაცობრიობის ხსნას. თუმცა გარდა იუდეველებისა, წმიდა მატათა წარმართთა შორისაც ქადაგებდა ქრისტეს რწმენას. საეკლესიო გადმოცემით, იგი მეორე ეთიოპის მცხოვრებთ უქადაგებდა ღვთის სიტყვას და მრავალი სატანჯველი დაითმინა იქაურ წარმართთაგან (აქ იგულისხმება პონტოს ეთიოპია, ანუ კოლხეთი): მას ჰგვემდნენ კიდეც, მიწაზეც დაათრევდნენ და ბოძზეც ჰკიდებდნენ და ბასრი რკინებით უფლეთდნენ სხეულს, ცეცხლითაც უწვავდნენ ხორცს და სხვა მრავალ სატანჯველსაც სწევდნენ. მაგრამ უფლის მიერ განმტკიცებული წმიდა მოციქული მხნედ და სიხარულით იტანდა ამ განსაცდელთ. სხვა გადმოცემის თანახმად კი, წმიდა მატათა მაკედონიაშიც ქადაგებდა სახარებას, სადაც უკეთურმა წარმართმა ბერძნებმა თვალისჩინის წამრთმევი საწამლავი დაალევინეს გამოსაცდელად - აბა, ერთი ვნახოთ, რა ძალა აქვს შენ მოძღვრებასა და შენს მიერ ქადაგებულ ღმერთს, ვნახოთ როგორც დაგეხმარება იგიო; რამეთუ ეს საწამლავი ძალზე ძლიერმოქმედი იყო და ვინც კი მას დალევდა, ყველა უსათუოდ ბრმავდებოდა. მაგრამ წმიდა მატათამ ქრისტეს სახელი ახსენა და სრულიად უვნებელი დარჩა. მეტიც, მან ხელდასხმითა და უფლის სახელის მოწოდებით, სასწაულებრივად განკურნა ამ საწამლავით დაბრმავებული ადამიანები, - მათი რიცხვი კი 250-ს აღემატებოდა. ამის გამო განძვინებული ეშმაკი, რომლისთვისაც აუტანელი იყო მისი ბოროტი ძალის ასეთი განქარვება, ყრმის სახით გამოეცხადა წარმართებს და მატათას მოკვლა უბრძანა - ეს კაცი „ღმერთების“ (ანუ ეშმაკების) თაყვანისცემას სპობსო. მაგრამ როცა წარმართებმა წმიდა მოციქულის შეპყრობა განიზრახეს, ვერაფრით მოახერხეს ეს და სამი დღის განმავლობაში ამაოდ დაეძებდნენ, მატათა კი საკუთარი ნებით მივიდა თავის მდევნელ წარმართებთან და ჩაბარდა. მათაც შეჰკრეს იგი და საპრყობილეში ჩააგდეს, სადაც პირველ ღამეს განუწყვეტლივ ბოროტი სულები ეცხადებოდნენ სხვადასხვა სახით და განძვინებულ კბილებს უღრჭიალებდნენ. მეორე ღამეს კი უდიდეს ნათელში თვით უფალი გამოეცხადა, განამხნევა, საკრველთაგან გაათავისუფლა, საპყრობილის კარიც გაუღო და სამშვიდობოს გამოიყვანა. და როცა დღე დადგა, წმიდა მოციქული კვლავ ხალხს წარუდგა და კიდევ უფრო მეტი სიმხნევით უქადაგებდა ქრისტეს რწმენას. ზოგიერთ გულგანძვინებულ წარმართს, რაკი არ სჯეროდათ მისი ქადაგებისა და საშინლად ურისხდებოდნენ წმიდა მოციქულს კერპების მხილებისათვის, მისი ადგილზევე მოკვლა მოუნდა, მაგრამ ანაზდად მიწა განიხვნა და შთანთქა ავისმდომელნი.

შემდგომში ქრისტეს ეს მოციქული კვლავ თავის წილხვედრ იუდეას დაუბრუნდა და ისრაელის ძეთაგან მრავალი მოაქცია ქრისტეს რწმენაზე; დღემუდამ უქადაგებდა მათ ღვთის სიტყვას და ნიშებითა და სასწაულებით განაძლიერებდა თავის ხარებას: ქრისტეს სახელის მოწოდებით უბრუნებდა უსინათლოებს - თვალისჩინს, ყრუთ - სმენას, მომაკვდავთ - სიცოცხლეს; აღადგენდა დავრდომილთ, განკურნავდა კოჭლებს, განწმენდდა კეთროვნებს და განასხამდა ბოროტ სულებს. წმიდა კაცად ხმობდა რა მოსეს და მოუწოდებდა რა ისრაელიანთ ღმერთის მიერ მოცემული სჯულის აღასრულებას, წმიდა მატათა, იმავდროულად, ყველას იესო ქრისტეს რწმენაში დამოძღვრავდა, რომლისთვისაც თვით მოსე აუწყებდა მათ ნიშებისა და წინა-სახეთა ჩვენებით და რომელსაც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი წინასწარ მიუთხრობდნენ, რამეთუ იესო ქრისტე მამა ღმერთის მიერ ამქვეყნად კაცთა ხსნისათვის მოვლინებული ძე ღმერთია, ხორციელქმნილი და განკაცებული ყოვლადწმიდა მარადის ქალწულ მარიამისაგანო. ამასთან, ყველა ამ წინასწარმეტყველებას მომავალ მესიაზე წმიდა მატათა უკვე აღსრულებულად განუმარტავდა იუდეველებს, რამეთუ ეს აღთქმული მესია - ცხებული მხსნელი - უფალი ჩვენი იესო ქრისტე არისო.

იმ დროს იუდეველთა პირველმღვდელმთავარი ანანია იყო - ქრისტეს მოძულე მისი სახელის მგმობი; იგი სასტიკად სდევნიდა პირველ ქრისტიანებს იერუსალიმში; სწორედ მან უბრძანა იუდეველებს იერუსალიმის ტაძრის სახურავიდან გადმოეგდოთ წმიდა მოციქული იაკობი - ხორციელად უფლის ძმა, რომელიც ქრისტიანთა პირველი ეპისკოპოსი იყო იერუსალიმში. და აი, როცა წმიდა მატათა გალილეის სინაგოგებში ქადაგებდა ქრისტეს - ღვთის ძეს, ურწმუნოებითა და გაბოროტებით დაბრმავებულმა იუდეველებმა შეიპყრეს იგი და იერუსალიმს ჩაიყვანეს ზემოხსენებულ პირველმღვდელმთავართან. ამ უკანასკნელმა სინედრიონი მოიწვია და მის სამსჯავროს წარუდგინა წმიდა მოციქული, თან კი შემდეგი მზაკვრული სიტყვებით მიმართა ამ ბოროტ საკრებულოს:

- მთელმა სამყარომაც და ამ პატიოსანმა საკრებულომაც უწყის, თუ რა კიცხევა დაიტეხა ჩვენმა ერმა, და ეს ჩვენი მიზეზით კი არ მოხდა, არამედ ზოგიერთთა - ჩვენგანვე გამოსულთა გარდაქცეულებით, და ასევე რომაელ განმგებელთა გაუმაძღარნი ანგარებით, რომელთა გამო ჩვენი ერი დიდად იტანჯებოდა; ხსენებაც კი არ მინდა ახალ მწვალებლობათა ამ შემომღებთა, რომელთაც ესოდენ მრავალი ადამიანი შეაცდინეს; თქვენ იცით, მათგან რამდენი დახოცეს რომაელთა მეომრებმა; ასე დაიღუპნენ მაცთურნიც და ცთუნებულნიც, რომელთაც შეარცხვინეს ჩვენი ტომი: მწვალებლობათა ამგვარივე შემომღებნი იყვნენ იუდა გალილეველიც და თევდა მოგვიც. მათი დაღუპვით სრულიად აღმოიფხვრა მათი ხსენებაც. მაგრამ ამ მწვალებელთა შორის ყველაზე ძლიერ ერესიარქად იესო ნაზარეველი წარმოსდგა: იგი საკუთარ თავს ღმერთის ძედ და ღმერთად ხმობდა, მრავალთ განაკვირვებდა თავისი ჯადოქრული ნიშებითა და სასწაულებით, თავისკენ იზიდავდა იუდეველთა გულებს და ქადაგებდა საღმრთო სჯულის გაუქმებას. ამისთვის სამართლიანად იქნა განსჯილი ჩვენი სჯულის თანახმად, რაომელსაც ჰგმობდა. რა უნდა ვთქვათ ამის გამო? განა ჩვენ არ ვუწყით, რომ სჯული თვით ღმერთმა მისცა მოსეს? რომ არ სჯულს ზედმიწევნით აღასრულებდნენ პატრიარქები და წინასწარმეტყველი ელია, რომელიც ცეცხლოვანი ეტლით იქნა ზე-აღტაცებული სამოთხედ? ვის არ სმენია, რომ ელისე წინასწარმეტყველის ძვლებზე დასვენებული მკვდარი უმალ განცოცხლდა? და ახლაც, ჩვენს დროში რამდენი სასწაული აღუსრულებიათ ღვთის სათნომყოფელებს - მაგრამ არც ერთი მათგანი არ გაკადნიერებულა იმ საქმედ, რაზეც იესო გაკადნიერდა, - საკუთარი თავისთვის ღმერთის პატივის მინიჭებად და ახალი სჯულის შემოღებად! ღვთის მიერ შთაგონებული წინასწარმეტყველები თავმდაბლობით აღვსილნი ლაპრაკობდნენ, ის კი (იესო) ამპარტავნებით ამბობდა თავის საკუთარ გამონაგონს და ისეთ უგუნურებამდე მივიდა, რომ პირველმღვდელმთავართ და მმართველთ ყვედრებით კიცხავდა, ხოლო მწიგნობრებსა და ფარისევლებს პირმოთნეებს უწოდებდა! განა ამის მსგავსი რამ ჩაუდენია რომელიმე ჩვენს წინასწარმეტყველს?! და თავისი ამპარტავნების გამო იგიც შესაფერის აღსასრულს ეწია, როცა საკადრისი საზღაური მიიღო თავის საქმეთათვის. ოჰ, ნეტავ მისი ხსოვნაც მასთან ერთად დაღუპულიყო და განქარვებულიყო! და ნეტავ მისი სწავლაც მასთან ერთად მომკვდარიყო და აღარავის განეცოცხლებინა! განსაკუთრებით სამწუხარო კი ის არის, რომ ღვთის ტაძარი, წმიდა ქალაქი და ჩვენი მამების სჯული კვლავაც რომაელთა მონობაშია, და არავინ ჩანს არც თანამლმობი, და არც მხსნელი ამ მონობიდან. ჩვენ უსამართლოდ დაგვათრევენ რომაელთა სამსჯავროებზე, ჩვენ კი ვითმენთ! ჩვენ გვაცთუნებენ, ჩვენ კი მდუმარე თანხმობას ვაძლევთ! გვძარცვავენ და ყოველივეს გვართმევენ, ჩვენ კი ხმასაც არ ვიღებთ! და რაც ყველაზე მეტადაა სავალალო, - გალილეველნი რომაელთა ხელთ მიგვცემენ ჩვენ, როცა უსირცხვილოდ გვადანაშაულებენ ჩვენცა და ჩვენს ერს იესოს მოკვლაში, რომელიც თითქოს უდანაშაულო იყო!... ჯობს ეს მცირერიცხოვანი გალილეველნი წარწყმდენ, ვიდრე ის, რომ ეს წმიდა ადგილი და მთელი ერი წარიხოცოს რომაელთა ხელით. ორი ბოროტებისაგან ჯერ არს ავირჩიოთ ნაკლები ბოროტება - უფრო მოსათმენი და ასატანი. აი, ესეც, დღეს ჩვენს წინაშე რომ დგას, იესოს ერთ-ერთი მოწაფეა და სავსებით იმსახურებს სიკვდილს! მაგრამ, დაე, მანამდე თვითონვე განსაჯოს, - ჩვენ არ წავართმევთ მას დროს დაფიქრებისათვის, რამეთუ მისი დაღუპვა კი არა, გამოსწორება გვწადია, - და ამ ორიდან ერთ-ერთი აირჩიოს: ან სჯულს მისდიოს და დაემრჩილოს, რომელიც ღმერთმა მოსეს მეშვეობით მოგვცა, და ამგვარად შეინარჩუნოს სიცოცხლე, ანდა ქრისტიანად იწოდებოდეს კვლავაც და მოკვდეს ამისთვის!..

მღვდელმთავრის ამ სიტყვების პასუხად მატათამ ხელები ზეაღაპყრო და თქვა:

- ძმანო და კაცნო ისრაიტელნო! მე არ მსურს ბევრი ვილაპარაკო იმ ბრალდებაზე, რომელიც მე წამომიყენეთ, - ჩემთვის ქრისტიანად წოდება დანაშაული კი არა, დიდებაა! რამეთუ თვით უფალი გვეუბნება თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ უკანაკნელთა მათ დღეთა შინა „აჰა, მმონებელნი ჩემნი იხარებდენ მხიარულებით, ხოლო თქვენ ჰღაღადებდეთ ტკივილისათვის გულისა თქვენისა და შემუსრვისაგან სულისა ჰვაებდეთ, რამეთუ დაუტევეთ სახლი თქვენი სამაძღროდ რჩეულთა ჩემთა, ხოლო თქვენ მოგსრავს უფალი, ხოლო მმონებელთა ჩემთა ეწოდოს სახელი ახალი, რომელი იკურთხოს ქვეყანასა ზედა“ (ესაია 65, 14-16).

ამაზე პირველმღვდელმთავარი ასე შეეპასუხა წმიდა მატათას:

- განა დანაშაული არ არის არაფრად აგდებდე წმიდა სჯულს, პატივს არ მიაგებდე შემოქმედ ღმერთს და ცარიელ, უსაგნო მონათხრობს ისმენდე ჯადოქრობაზე?!

- თუკი მომისმენთ, - მიუგო მატათამ. - მე აგიხსნით, რომ ჩვენს მიერ ქადაგებული მოძღვრება უსაგნო გამონაგონი და ჯადოქრობა კი არ არის, არამედ - თვით ჭეშმარიტებაა, ძველთაგანვე დამოწმებული-დადასტურებული საღმრთო სჯულით!

და როცა პირველმღვდელმთავარმა ამის ნება დართო, წმიდა მატათამ ბაგენი განახვნა და იესო ქრისტეს შესახებ ძველი აღთქმის წინა-სახეთა და წინასწარმეტყველებათა ახსნა-განმარტება დაიწყო: თუ როგორ მისცა ღმერთმა ჩვენს წინაპრებსა და მამამთავრებს - აბრაჰამს, ისააკსა და იაკობს აღთქმა მათი თესლისაგან აღედგინა ისეთი კაცი, რომლის მიერაც იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქვეყნიერებისა, რის შესახებაც წმიდა დავითიც ლაპარაკობს თავის ფსალმუნში, მეფე და წინასწარმეტყველი: „იყოს სახელი მისი კურთხეულ უკუნითი უკუნისამდე; უწინარეს მზისა ეგოს სახელი მისი და პირველ მთოვარისა - საყდარი მისი! მისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქვეყანისანი, და ყოველნი თესლები ჰნატრიდეს მას“ (ფსალმ. 71, 17); თუ როგორ წარმოადგენდა ქრისტეს ხორციელ-ქმნას ყოვლადწმიდა ქალწულისაგან მაყვალი შეუწველი, რომელიც მოსეს ეჩვენა (გამოსვლ. 3, 2); თუ როგორ წინასწარმეტყველებდა იესოს შობას ქალწულისაგან ესაია: „აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვას და უწოდონ სახელი მიერი ემანუილ, ანუ ჩვენთან არს ღმერთი“ (ესაია 7, 14). იმაზედაც ეუბნებოდა წმიდა მატათა იუდეველებს, რომ მოსემაც სავსებით ცხადად წინასწარ მიუთხრა ისრაიტელთ ქრისტეს შესახებ, როცა ამბობდა: „წინასწარმეტყველი ერთი აღგიდგინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ძმათაგანივე შენთაჲ, ვითარცა-ესე მე; მისი ისმინეთ“ (II სჯული 18, 15); რომ მანვე წინასწარ მიანიშნა მაცხოვრის ნებაყოფლობით ვნებაზე, როცა სპილენძის გველი გამოაკიდებინა ძელზე, რის შესახებაც ესაია წინასწარმეტყველსაც უთქვამს: „...ვითარცა ცხოვარი კლვად მიმართ მიიყვანა და ვითარცა კრავი წინაშე მრისსველისა თვისისა უხმოი, ეგრეთ არა აღაღებს პირსა თვისსა“, და „...განეცა სიკუდიდ სული მისი, და უსჯულოთა თანა შეირაცხა, და მან ცოდვანი მრავალნი აღიხუნა და ცოდვათა მათთათვის მიეცა“ (ესაია 53, 7, 12); რომ იონა წინასწარმეტყველიც, რომელიც სამი დღე იყო დანთქმული ვეშაპის სტომაქში და შემდეგ უვნებელი გამოვიდა მისგან, წინა-სახე იყო უფალ იესო ქრისტეს საფლავად სამდღიანი დებისა და შემდგომ მკვდრეთით აღდგომისა.

ძველი აღთქმის წიგნებიდან ამ ვრცელმა ახსნა-განმარტებამ, რითაც საცნაური ხდებოდა, რომ მათში საუბარი იყო სწორედ იესო ქრისტეზე, დიდად განარისხა პირველმღვდელმთავარი ანანია, ისე, რომ მან თავი ვეღარ შეიკავა და რისხვით შესძახა წმიდა მატათას:

- როგორ ბედავ სჯულის ხელყოფას?! განა არ უწყი საღმრთო წერილის სიტყვები, რომ „უკუეთუ აღ-ვინმე-დგეს შენ შორის წინასწარმეტყველი, ანუ ჩვენების მხილველი, და აჩვენოს რაიმე სასწაული საცთურებისა თქვენ შორის და თქვს: მოვედით და მივიდეთ ჩვენ ღმერთთა უცხოთა, რომელ-იგი თქვენ არა იცოდეთ, და თქვას: ვმსახურებდეთ მას, - ნუ ისმენთ სიტყუათა მის წინასწარმეტყველისათა..., რამეთუ გამოცდით გამოგცდის თქვენ უფალი ღმერთი თქვენი... და წინასწარმეტყველი იგი, გინა ჩვენების მხილველი იგი სიკვდილით მოკუედინ!“-ო?!

წმიდა მატათამ მიუგო:

ის, ვის შესახებაც მე ვლაპარაკობ, მხოლოდ წინასწამეტყველი კი არ არის, არამედ ყოველთა წინასწარმეტყველთა უფალიცაა, რამეთუ იგი არის ჭეშმარიტი ღმერთი, ძე ღვთისა, რაზეც ცხადად მეტყველებენ და მოწმობენ მის მიერ აღსრულებული დიდ-დიდი სასწაულები. ამიტომაც მწამს იგი და იმედი მაქვს შეურყეველი დავრჩები მისი ყოვლადწმიდა სახელის აღიარებაში!

- დრო რომ მოგცენ დაფიქრებისათვის და გონს მოსასვლელად, - ჰკითხა მღვდელმთავარმა ანანიამ. - თუ მოინანიებ შენს შეცოდებას?

- ნუ იყოფინ, რომ მე ჭეშმარიტებას განვუდგე! - მტკიცედ მიუგო წმიდა მოციქულმა. - რამეთუ ღვთის მადლით უკვე შემიძენია ჭეშმარიტება და არაფრისთვის არ დავთმობ მას! მე მთელი გულით მწამს და განცხადებულად ვაღიარებ, რომ თქვენს მიერ უარყოფილი და სიკდილად მიცემული იესო ნაზარეველი არის ძე ღმრთისა, ერთარსი და თანად საუკუნო მამისა, მე კი მონა ვარ მისი!..

მაშინ პირველმღვდელმთავარმა ყურნი დაიცო თითებით და კბილთაღრჭენით იწყო ყვირილი:

- ჰგმობს ესე! გმობს ღმერთს! დაე, მოისმინოს სჯული!

უმალვე გადაშალეს სჯულის წიგნი და ხმამაღლა, ყველას გასაგონად წაიკითხეს ის ადგილი, სადაც ნათქვამია:

„კაცმან, რომელმან სწყეოს ღმერთსა, ცოდვაი მოიღო მან; რომელმან სახელ-სდვას (დაგმოს) სახელსა უფლისასა, აგრეთცე სიკვდილით მოკუედინ, ქვითა განტვინენ იგი ყოველმან კრებულმან“ (ლევიტ. 24, 15-17)! დაე, ნუ დაინდობს მას თვალი თქვენი, და ამით წარხოცავთ ბოროტებას ისრაელის საქმეთაგან!

ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ მღვდელმთავარმა ანანიამ წმიდა მოციქულ მატათას მიმართა და უთხრა:

- შენი სიტყვები შენს წინააღმდეგ მოწმოებენ! სისხლმა შენმა გიზღვიოს თავი შენი!
და ქვით განტვინვა - ჩაქოლვა მიუსაჯა წმიდა მატათას, რომელიც დაუყოვნებლივ წაიყვანეს სიკვდილით დასასჯელად. როცა ბელთლასკილად წოდებულ ადგილას მივიდნენ, რაც ებრაულად „ჩაქოლილთა სახლს“ ნიშნავს, წმიდა მატათამ ასე უთხრა იქ მყოფ იუდეველებს:

- ორგულნო და პირმოთნენო! სამართლიანად უთქვამს თქვენი მსგავსი ადამიანების შესახებ წმიდა დავით წინასწარმეტყველს: მოინადირონ სული მართლისაი და სისხლსა უბრალოსა ბრალეულ-ჰყოფდენო.

ქრისტეს მოციქულის ამ სიტყვების შემდეგ, ორმა მოწმემ იუდეველთაგან, - როგორც ამას სჯული მოითხოვდა, - ხელები დასდვეს მას თავზე და მოწმობდნენ, რომ მატთამ დაგმო ღმერთი, სჯული და მოსე; მათვე ესროლეს წმიდა მოციქულს პირველი ქვები, ამასთან, მატათამ სთხოვა თავის მკვლელთ, ეს ორი პირველი ქვა ჩემს სხეულთან ერთად დაკრძალეთო, როგორც მოწმენი და დამადასტურებელნი ჩემი ვნებისა ქრისტესთვისო. შემდეგ სხვებმაც იწყეს მისი ჩაქოლვა და სეტყვასავით წამოსული ქვების ქვეშ წმიდა მოციქულმა ხელნი ზე-აღაპყრო და ასე მიაბარა უფალს თავისი ნეტარი სული. უსჯულო იუდეველებმა კი ამ სატანჯველს აბუჩად აგდებაც მიუმატეს: მოწამის უკვე აღსრულების შემდეგ, რომაელთა საამებლად, მათ მახვილით მოჰკვეთეს თავი მატათას, რაც რომაულ ჩვეულებას შეესაბამებოდა - თითქოსდა ქრისტეს ეს წმიდა მოციქული კეისრის მოწინააღმდეგე ყოფილიყოს!...

აი, ასე მოწამეობრივად დაასრულა თავისი ამქვეყნიური ცხოვრება და კეთილი მოღვაწეობა უფლის ამ წმიდა მოციქულმა - მატათამ (ეს მოხდა დაახ. 63 წელს). ზოგიერთი ბერძნული წყაროს ცნობით კი, წმიდა მატათა ჯვარცმით აღესრულა. თუმცა ეს ორი ცნობა შეიძლება არც ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს, რადგან იუდეველები ბოძებზე მიკრულთ ჩაქოლავდნენ ხოლმე, და მატათაც, შესაძლოა, ჯვარზე გააკრეს და ასე ჩაქოლეს.

წმიდა ეპიფანე კვიპრელის (IV) ცნობით კი მატათა მოციქულმა სახარება იქადაგა მეორე ეთიოპიაში (კოლხეთში), იქვე გარდაიცვალა და დღემდე ბათუმის მახლობლად ასარის (გონიოს) ციხე-სიმაგრეშია დაკრძალული. ამიტომ წმ. მოციქული მატათა გამოსახულია საქართველოს ეკლესიის დიდების ხატზე წმ. ანდრია პირველწოდებულთან ერთად.


--------------------
"უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე"
"უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შვენიერებაი შენი ზესკნელს ცათა."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 18.01.2020 - 07:04