IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
ძველი აღთქმის საღვთო ისტორია - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



3 გვერდი V < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
> ძველი აღთქმის საღვთო ისტორია, ბიბლია გაზიარება
animani
პოსტი Aug 14 2011, 16:38
პოსტი #41


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



აღშფოთება კორესი,დათანისა და აბირონისა. არონის საკვირველი კვერთხი.



უდაბნოში მოგზაურობის დროს სამი ისრაელი: კორე, (ლევის ტომისაგან), დათან და აბირონ (რუბენის ტომისაგან) და მათთან ერთად 250 სახელოვანი მოხუცებულნი აღშფოთდნენ და წინაღუდგნენ მოსეს და არონს და უთხრეს მათ: "ჩვენ ყველანი წმინდანი ვართ, ჩვენ შორის არის უფალი და თქვენ რად აღიმაღლეთ თავი თვისი ღვთის ხალხზე?". იმათ უნდოდათ ჩამოერთმიათ მოსესთვის წინამძღვრობა და არონისთვის მღვდელთმთავრობა. მოსემ უთხრა მათ"მოდით ხვალ ყველანი საცეცხლურებით ტაძრის წინ, ჩააკმიეთ შიგ საკმეველი და ვისაც ღმერთი ამოირჩევს ის იქნება წმინდა." დათან და აბირონმა უარი განაცხადეს მოსვლაზე და მოსეს შეუთვალეს: "განა ის ცოტაა, რომ შენ გამოგვიყვანე ნაყოფიერ ქვეყნიდან, რომ დაგვხოცო უდაბნოში და ჩვენზე გინდა კიდევ მთავრობა? განა მიგვიყვანე ჩვენ იმ ქვეყანას, სადაც გამოდის რძე და თაფლი? განა მოგვეცი ჩვენ სამკვიდროდ ვენახები და მინდვრები? შენ გვინდა დაგვაბრმაო? არა, არ მოვალთ. ამგვარად დათან და აბირონმა დააბრალეს მოსეს უფლების მითვისება. რამაც მოსე ძლიერ განარისხა. დათან და აბირონის გარდა მეორე დღეს ყველანი მივიდნენ ტაძრის წინ საცეცხლურებით. მაშინ გამოჩნდა დიდება უფლისა და მოსეს და არონს მოესმათ ხმა ღვთისა: "განეშორენით კრებულსა ამას და ამოვხოცო ყველანი ერთბაშად." მოსე და არონ დაეცნენ უფლის წინაშე და თქვეს: "ღმერთო მამათა ჩვენთაო, ერთმა კაცმა რომ სცოდოს, ყველას აღმოხოცავ?"
ამ სიტყვებით სთხოვეს ღმერთს ხალხის შეწყალება. მაშინ ღმერთმა უბრძანა მოსეს და არონს: "გამოუცხადეთ ხალხს, რომ განშორდნენ კორე, დათან და აბირონის კარვებს." მოსემ და არონმა გამოუცხადეს ხალხს ღვთის ბრძანება. ხალხი განშორდა მათ კარვებს. მაშინ მოსემ უთხრა ხალხს: "ახლა შეიტყობთ თქვენ, მე ჩემი ნებით ვმოქმედებ, თუ ღვთისაგან ვარ მოწოდებული; თუ ეს კაცები მოკვდებიან ჩვეულებრივი სიკვდილით, მაშინ მე არ ვიქნები ღვთისგან გამოგზავნილი, ხოლო თუ გასკდება მიწა და ისინი ცოცხლად დაიმარხებიან მიწაში თავიანთი ქონებით, მაშინ იცოდეთ, რომ მათ განარისხეს უფალი." ამ სიტყვების დამთავრებისთანავე გასკდა მიწა და ჩაცვივდნენ მიწაში კორე, დათან და აბირონ, მათი კარვებითა და ქონებით. ხოლო 250 კაცნი, რომლებიც აღშფოთნენ მოსეს წინააღმდეგ, დასწვა უფლისაგან მოვლენილმა ცეცხლმა. მაშინ ხალხმა დაუწყო მოსეს და არონს ყვედრება, ამდენი ხალხის დაღუპვისათვის. ღმერთი კიდევ გაურისხდა მათ, მოუვლინა ჭირი და რამდენიმე წუთში დაიხოცა 14 700კაცი. მოსეს ბრძანებით, მღვდელთმთავარი არონ ჩადგა ცოცხლებსა და მკვდრებს შუა და ილოცა ღმერთი, რომ დანარჩენი ხალხიც არ გაეწყვიტა. ღმერთმა მიიღო არონის შუამდგომლობა და ღვთის რისხვა დაცხრა.

მღვდლობაზე დავის გასათავებლად, ღვთის ბრძანებით, მოსემ გამოუცხადა ხალხს: "მოიტანეთ თითოეულმა ტომმა თითო კვერთხი (ჯოხი), თქვენი სახელების ზედ წარწერით. ამ კვერთხებს და არონის კვერთხს დავაწყობ მოძრავ ტაძარში, და ვისი ჯოხიც განედლდეს, ის იქნება ღვთისგან არჩეული." ხალხმა აღასრულა ეს ბრძანება. მეორე დილას ნახეს, რომ არონის კვერთხი განედლებულიყო, გამოეღო ფოთოლი, ყვავილი და ნაყოფად, ნიგოზი. ხალხი განცვიფრდა და დაცხრა.
სახსოვრად იმისა, რომ ღმერთმა არონი და მისი შთამომავლობა დაადგინა მღვდელთმთავრად და მღვდლად, არონის კვერთხი აღთქმის კიდობანში შეინახეს.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Aug 14 2011, 17:06
პოსტი #42


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ებრაელების მისვლა კადესში. წყალი კლდიდან. არონის სიკვდილი. სპილენძის გველი. აღთქმის ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის დაპყრობა.


ღვთის განჩინებით ებრაელებს უნდა ემოგზაურათ არაბეთის უდაბნოში 40 წელიწადი. როცა ეს დრო თავდებოდა და დადგა მეორმოცე წელიწადი, ისინი მივიდნენ კადესში, ედომელთ საზღვარზე. იქ მოკვდა მარიამი. ებრაელებს კიდევ შემოაკლდათ წყალი და დაუწყეს მოსეს და არონს ყვედრება. მათ ილოცეს და ღმერთმა უბრძანა მოსეს: "შენ და არონმა შეკრიბეთ ხალხი, აიღე კვერთხი და ხალხის თანდასწრებით უთხარით კლდეს, რომ მან მოსცეს წყალი, მე გამოვადენ კლდისაგან წყალს და სვან მათ და მათმა ცხოველებმა."
ხალხი შეკრიბეს კლდის წინ, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ კლდისთვის ეთქვათ წყლის მოცემა, მოსემ უთხრა ხალხს: "ურჩნო, ისმინეთ ჩემი, ნუთუ ამ კლდიდგან გამოვადინო წყალი?" და ორჯერ დაკრა კლდეს კვერთხი. წყალი გამოვიდა კლდიდგან, მაგრამ რადგანაც მოსემ და არონმა სისწორით არ აღასრულეს ღვთის ბრძანება, ღმერთმა უთხრა მათ: "რადგანაც არ გრწმენა თქვენ ჩემი და ჩემი ყოვლისშემძლეობა ხალხს არ აჩვენეთ, არ შეიყვანოთ თქვენ ერი ესე იმ ქვეყანას, რომელიც მივეც მათ." ამ სიტყვებით ღმერთმა დასაჯა მოსე და არონი. ისინი ვერ შევიდოდნენ ათქმის ქვეყანაში, არამედ გზაზედ მოკვდებოდნენ.
კადესიდგან მოსემ ედომის მეფეს მოციქულები გაუგზავნა და სთხოვა: ებრაელებისთვის ნება მიეცა გზად გაევლოთ მის სამფლობელოში იმ პირობით, რომ ისინი არ გაუფუჭებდნენ მათ ყანებს, არც ვენახებს და არც უფასოდ დალევდნენ მათ წყალს. მაგრამ ედომის მეფემ უარი შეუთვალა მოსეს, ამიტომ ებრაელებს უნდა შემოევლოთ ედომის სამეფოსთვის. ისინი წავიდნენ მთისკენ რომელსაც ერქვა ორ. ღვთის ბრძანებით, ამ მთაზე აიყვანა არონი და ძე მისი ელიაზარი. ამის შემდგომ არონი მოკვდა მთაზედ. ხალხმა იგლოვა ის 30 დღე.
როცა ებრაელები გაშორდნენ ორის მთას და უდაბნოში მიდიოდნენ, მათ კიდევ დაუწყეს ყვედრება ღმერთს და მოსეს: "აქ ჩვენ არ გვაქვს არც პური და არც წყალი და მოგვეწყინა პური ესე (მანანა)", ამბობდნენ ისინი. ღმერთი გაურისხდა მათ და მოუვლინა შხამიანი გველები; ვისაც ისინი უკბენდნენ ყველანი იხოცებოდნენ. ხალხმა იგრძნო თავისი შეცდომა და უთხრეს მოსეს: ”ვსცოდეთ, რომ ძვირი ვთქვით, ილოცე ღმერთი და მოგვაშორებს ჩვენ გველებს.” მოსე შეევედრა ღმერთს. ღმერთმა უბრძანა მოსეს: ”გააკეთე სპილენძის გველი, გადმოკიდე ხეზედ, ვისაც გველმა უკბინოს, სარწმუნოებით შეხედოს სპილენძის გველს და მორჩება.” მოსემ აღასრულა ღვთის ბრძანება და, ვინც სარწმუნოებით შეხედავდა სპილენძის გველს, ის ინკურნებოდა.

სპილენძის გველი მოასწავებდა იესო ქრისტეს, ჯვარცმულს, რომლის სარწმუნოებით მიმხედველი კაცი , განიკურნება ცოდვების შხამისაგან.

ამის შემდგომ ებრაელები მიადგნენ აღთქმის ქვეყანას და დაბინავდნენ ამორეველთა საზღვარზე, არნუნის უდაბნოში, მდინარე იორდანიდგან აღმოსავლეთისაკენ. მოსემ ამორეველის მეფეს, სეონს სთხოვა ებრაელების გზად გაშვება მის სამფლობელოში, მაგრამ სეონ მეფემ არ გაუშვა. ამიტომ ისრაელებმა აუტეხეს ომი, დაიპყრეს ამორეველთ სამეფო, მცხოვრებლები ამოწყვიტეს და მათ ქონებას დაეუფლნენ.ა გრეთვე დაიმორჩილეს ოგ, მეფე ბასანისა. მისი სამეფო დაიპყრეს და დაბინავდნენ იორდანის პირზე, იერიქოს პირდაპირ. რადგანაც ახლად აღებული ქვეყნები ნაყოფიერი იყო, მოსემ მისცა ის ქვეყნები სამკვიდროდ რუბენის და გადის ტომებს და მანასეს ნახევარ ტომს, იმ პირობით, რომ ისინი მოეხმარებოდნენ დანარჩენ ისრაელებს აღთქმის ქვეყნის დაპყრობაში.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Aug 15 2011, 13:04
პოსტი #43


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ბალამ.

როცა ისრაელებმა დაიპყრეს ამორეველნი და ბასანელნი, ძლიერ შეშინდნენ მათ ახლოს მცხოვრებნი მოაბელნი და მიდიამელნი. მათ არ ქონდათ თავიანთი ძლიერების იმედი. შეშინებულმა მოაბელთა მეფემ, ბალაკმა გაგზავნა კაცები წინასწარმეტყველ ბალამთან, რომელიც ცხოვრობდა მესოპოტამიაში, და შეუთვალა მას, რომ ის მისულიყო და დაეწყევლა ისრაელები. მოაბელებს და მიდიამელებს სწამდათ, რომ ვისაც ბალამი აკურთხებს იგი ბედნიერი იქნება; და ვისაც იგი დასწყევლის, მას დაამარცხებს უბედურება. პირველად ბალამმა ბალაკს უარი შეუთვალა, მაგრამ რადგანაც მეორედ მივიდა მასთან მეფის გამოგზავნილი კაცები და მეფისგან მოელოდა დიდ საჩუქარს, შეჯდა ის ვირზე, გაიყოლა ორი მსახური და წავიდა. მგზავრობის დროს ვირმა გზაზე დაინახა ანგელოზი, ამოღებული ხმლით ხელში , უეცრად გადაუხვია გზიდან და წავიდა მინდორში. ბალამი ვერ ხედავდა ანგელოზს და დაუწყო ვირს ჯოხით ცემა. მერე, მეორედ ანგელოზი გაჩერდა ორღობეს შუა. ვირმა დაინახა და ღობეს მიეკრა. ბალამს ღობემ ფეხზე ხორცი მოგლიჯა. მან კიდევ დაუწყო ვირს ცემა. მერე, მესამედ ანგელოზი გაჩერდა ისეთ ვიწრო გზაზე, რომ ვირს არ შეეძლო გვერდი აევლო და დაინახა თუ არა ანგელოზი, ვირი დაწვა. ბალამი განრისხდა და დაუწყო ვირს ჯოხით ცემა, მაშინ ვირმა ღვთის განგებით და ძალით დაიწყო ლაპარაკი და ბალამს უთხრა: "რისთვის მცემ მე?" ამ დროს ბალამმაც დაინახა ხმალამოღებული ანგელოზი, რომელიც ეღობებოდა მას გზაზე. ბალამი შეშინდა, დავარდა და თაყვანისცა მას. ანგელოზმა უთხრა: "რისთვის სცემდი მაგ შენს ვირს? მე გამოვსულვარ დაბრკოლებად შენდა, რადგანაც შენი მგზავრობა არ არის სამართლიანი. შემხედა მე ვირმან და სამჯერ გადაუხვია გზიდან და რომ არ გადაეხვია, შენ მოგკლავდი და მაგას ცოცხალს გავუშვებდი." ბალამმა უთხრა: "ვსცოდე მე და თუ ეს შენთვის არაა საამო, უკან დავბრუნდები." ანგელოზმა უბრძანა: " წადი იმ კაცებთან, მაგრამ მხოლოდ ის თქვი, რაც მე გითხრა." მოაბელთა მეფე, ბალაკი დიდი პატივით მიეგება ბალამს და მოუმზადა მას შვიდი სამსხვერპლო, რომ მას ისრაელები დაეწყევლა. ბალამი სამჯერ მოემზადა ისრაელების დასაწყევლად და ღვთის შთაგონებით სამჯერვე წარმოთქვა მათზედ კურთხევა, და იწინასწარმეტყველა კიდეც, რომ "ოდესმე აღმობრწყინდება ვარსკვლავი იაკობისგან, აღსდგება კაცი ისრაელისაგან, რომელიც დასცემს მოაბს ყოველთა შინა სამზღვართა მისთა და წარტყვენავს ყოველთა ძეთა სეითისთა."
ამ სიტყვებით მან წარმოსთქვა, რომ იაკობის ტომისგან წარმოდგება მესია და გამეფდება იგი ყოველ ხალხზე.
მეფე ბალაკი გაურისხდა ბალამს და უთხრა: "რასა იქმ შენ? მე მოგიწოდე ებრაელების დასაწყევლად და შენ მათზე კურთხევა წარმოსთქვი?" ბალამმა მიუგო: " განა მე სისიწორით არ უნდა მეთქვა ის, რასაც ღმერთი ჩამაგონებდა?" ბალამს დაენანა საჩუქრების დაკარგვა და ურჩია ბალაკ მეფეს, რომ მოაბელებს შეეცდინათ ისრაელები და ჩაეგდოთ ცოდვაში-კერპთაყვანისცემაში და გარყვნილ ცხოვრებაში. მოაბელებმა აღასრულეს ბალამის რჩევა და დაუწყეს ებრაელებს ცთუნება. ღმერთი გაურისხდა მათ და ბევრი მათგანი კერპთაყვანისცემისთვის და გარყვნილი ცხოვრებისთვის ჭირით ამოწყვიტა. ზოგი დამნაშვეთაგანი მოსეს ბრძანებით ხმლით ამოწყვიტეს. მღვდელმთავრის, ელიაზარის შვილი, ფინესი ძლიერ გულმოდგინედ შეუდგა ებრაელებს შორის ბოროტების აღმოფხვრას. გულმოდგინებისთვის ღმერთმა აღუთქვა მის შთამომავლობას საუკუნოდ მღვდლობა. მაშინ დაიხოცა ჭირით და ხმლით სრულიად 24 ათასი ებრაელი.

რამდენიმე ხნის შემდგომ, ღვთის შემწეობით ებრაელებმა დაამარცხეს და ამოწყვიტეს მოაბელნი, რადგანაც მათ შეაცდინეს ისრაელები და მოაბელებთან ერთად მოკლეს ბალამიც. მაშინ ღვთის ბრძანებით მოსემ ხალხი აღრიცხა და აღმოჩნდა, რომ ეგვიპტიდან გამოოსულთაგან დარჩა ცოცხალი, მის გარდა მხოლოდ ქალები და ისუ ნავესი.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Aug 15 2011, 20:47
პოსტი #44


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



მოსეს უკანასკნელი განკარგულება და მისი გარდაცვალება .



მოსეს ღვთისგან ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ის ვერ შევიდოდა აღთქმის ქვეყანაში. ამიტომ, როცა ებრაელები მივიდნენ აღთქმის ქვეყნის საზღვარზე, ღმერთმა ამცნო მას სიკვდილის მოახლოება და უბრძანა მის მაგივრად ებრაელების წინამძღოლად დაეყენებინა ისუ ნავესი.
მღვდელმთავრისა და ხალხის თანდასწრებით მოსემ დაადვა ხელი თვისნი, ისუ ნავესს და გადასცა მას თვისი უფლება. ამის შემდეგ მან ერთხელ კიდევ შეკრიბა ებრაელები და გადასცა მათ თავისი უკანასკნელი დარიგება. მან გამოუცხადა ხალხს ღვთის ბრძანება, რომ როდესაც ისინი შევლენ აღთქმის ქვეყანაში, დაიმორჩილონ იქ მცხოვრებნი. შემუსრონ და მოსპონ მათი კერპები, გაიყონ წილისყრით აღთქმის ქვეყანა და დაემკვიდროს თითოეული ტომი თავიანთ წილხვედრილში. არ შეირთონ ცოლად ქანანეველნი ქალნი და არც ებრაელთა ქალნი მიათხოვონ მათ ცოლად, არ დაიკავონ მათთან არანაირი კავშირი. ლევიტელებს მისცენ 48 ქალაქი, მათ რიცხვში იყოს 6 ქალაქი დანიშნული, უნებურ მკვლელთა თავშესაფარად. მერე გაახსენა ხალხს ის მოწყალებანი, რომელიც უყო ღმერთმა მათ მამებს და თვითონ მათ.ხალხს განუმარტა და გაუმეორა რჯული ღვთისა და დაავალა მათ ღვთის რჯულის აღსრულება. რომ რჯული ღვთისა ყველას ხსომებოდა და აღესრულებინა, რომ იორდანეში გასვლის შემდეგ დაედგათ გებალის მთაზე, დიდრონი ქვები , გაეწმიდათ ისინი თეთრი მიწით და მათზე დაეწერათ რჯული ღვთისა და შეეწირათ ღვთისთვის მსხვერპლი. მერე გარიზინის მთაზე ექვს ტომს წარმოეთქვა კურთხევა მათზე, ვინც იქნებოდა ღვთის რჯულის აღმასრულებელი. ხოლო მეორე ექვს ტომს გებალის მთაზე წარმოეთქვა წყევა მათზე, ვინც არ აღასრულებდა ღვთის რჯულს. უწინასწარმეტყველა მათ, რომ უფალი მიანიჭებს მათ დიდი და აურაცხელ მოწყალებას, თჲ ისინი აღასრულებენ ღვთის მცნებას, ხოლო თუ ისინი დაარღვევენ ღვთის მცნებებს და დაიწყებენ ღვთის წინაშე ურჩობას, მაშინ ღმერთი სასტიკად დასჯის მათ და გაფანტავს ყოველ ქვეყანაში და იქნებიან ისინი მოძულებული ღვთისაგან, საცინელ და საკიცხელ ყოველთა კაცთაგან. თუ მოიქცევიან ღვთისადმი, ღმერთი ისევ შეიწყნარებს მათ. აუწყა მათ მისი გარდაცვალების მოახლოება და დააიმედა ხალხი და ისუ ნავესი, რომ ისინი დაიპყრობდნენ აღთქმის ქვეყანას და გამხნევდნენ და გაძლიერდნენ. მერე დაწერა მოსემ წიგნში რჯული ღვთისა. სჯულის წიგნი გადასცა მღვდლებს აღთქმის კიდობანში შესანახად და დაავალა მღვდლებს წაეკითხათ ის ხალხისთვის, ყოველ შაბათის წელიწადს (მეშვიდე-მეშვიდე წელიწადს.) და ტალავრობის (კარვობის) დღესასწაულებში. ამის შემდეგ ღმერთმა მოუწოდა მოსეს და ისუ ნავეს მოძრავ ტაძრთან. იქ წინდაწინვე აუწყა ღმერთმა მათ, რომ ისრაელების ერი განსდრკება მისგან და ამისთვის ჩავარდება განსაცდელში და უბრძნა მოსეს დაეწერა ეს განსაკუთრებულ სამხილებელ გალობაში და ეს გალობა ესწავლებინა ისრაელებისთვის.მოსემ დაწერა ეს გალობა და ასწავლა ისრაელებს. ამის შემდეგ მოსე ავიდა ნაბავის მთაზე, გადახედა იქიდან აღთქმის ქვეყანას და ამ მთის წვერზე გარდაიცვალა.შობიდან 120 წლისა. ღმერთმა დაფარა მოსეს საფლავი ებრაელებისგან, რომ მათ არ გაეღმერთებინათ ის. ხალხმა 30 დღე იგლოვა მოსეს გარდაცვალება.



მოსეს წიგნები

მოსეს დრომდე, ყოველივე ცნობა ქვეყნისა და კაცის შექმნაზე, კაცის ცხოვრებაზე სამოთხეში და სამოთხის გარეთ, ღვთის განცხადებაზე, წარღვნასა და სხვაზე, რაც მოსემდე მოხდა ქვეყანაზე, ხალხთა შორის ვრცელდებოდა ზეპირ გადმოცემით, ზეპირთქმულებით. რაც დასაბამიდან მოხდა ქვეყანაზე,მოსეს დრომდე მამები შვილებს და წინაპრები შთამომავლობას ზეპირად მოუთხრობდნენ . მოსემდე არ ყოფილა საღვთო წერილის წიგნები. მოსემ სული წმიდის შთაგონებით დაწერა ყოველივე ეს წიგნები. მოსემ დაწერა სულ 5 წიგნი:
1. შექმნათა, რომელშიც არის აღწერილი ქვეყნის შექმნა და მოთხრობა ადამიდან იოსების სიკვდილამდე;
2.გამოსვლათა, რომელშიც არის აღწერილი ებრაელების გამოსვლა ეგვიპტიდან და სჯული, სინას მთაზე მოცემული.
3.ლევიტელთა,რომელშიც არის მოცემული ღვთის დარიგება მასზედ, თუ როგორი წესით აკურთხონ მღვდელმთავარი და რა მოვალეობა აქვს მღვდელთ მთავარს , მღვდელს და ლევიტელებს.
4.რიცხვთა, რომელიც მოგვითხრობს ებრაელების მოგზაურობას უდაბნოში 39 წელიწადს, წიგნი იწყება ებრაელების აღრიცხვით;
5.მეორე სჯულისა, რომელშიც განმეორებით არის აღწერილი სჯული და ზოგიერთი სხვა კანონები.

ყველა ეს ხუთი წიგნი იწოდება მოსეს სჯულად. რადგანაც ეს წიგნები არიან მოსეს მიერ დაწერილი, სული წმიდის შთაგონებით, ამიტომ ისინი იწოდებიან ასევე საღვთო წერილის წიგნებად.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Aug 15 2011, 23:43
პოსტი #45


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ებრაელების გასვლა იორდანეში და მათი შესვლა აღთქმის ქვეყანაში .


მოსეს სიკვდილის შემდეგ ღმერთმა უბრძანა ისუ ნავესს, რომ მას გაეყვანა ხალხი იორდანეში და შეეყვანა აღთქმის ქვეყანაში. პირველად მან გაგზავნა აღთქმის ქვეყნის და იერიქოს დასაზვერავად ორი კაცი.მზვერავები შვიდნენ იერიქოში და ღამის გასათვად გაჩერდნენ ერთი დედა-კაცისას, რომელსაც ერქვა რააბ. იმ კაცების მოსვლა გაიგო იერიქოს მეფემ და მოსთხოვა რააბს მათი მიცემა. რააბ დარწმუნებული იყო, რომ ისრაელების ღმერთი არის ჭეშმარიტი ღმერთი და ის დაუმორჩილებს ისრაელებს აღთქმის ქვეყანას, ამიტომ მან დამალა ისინი და მეფის გამოგზავნილ კაცებს უთხრა: ”მართალია, ჩემთან მოვიდა ვიღაც ორი კაცი, მაგრამ არ ვიცი, საიდან იყვნენ ისინი და არც ის ვიცი სად წავიდნენ საღამო დროს. მეფემ მაშინვე გაგზავნა მათ დასაჭერად მდევარნი. ამ დროს რაააბმა უთხრა მათ: ”მე ვიცი, რომ ღმერთმა მოგცა თქვენ ეს ქვეყანა, ამიტომ რომ ჩვენ გვესმა, როგორ განაპო მან ზღვა მეწამული თქვენს წინაშე და როგორ დაგიმორჩილა თქვენ სეონ მეფე ამორეველთა და ოგ მეფე ბასანისა, ახლა შემომფიცეთ მე, რომ როგორც მე გიყავთ თქვენ მოწყალება, ისე თქვენ უყოფთ მოწყალებას მამა ჩემის სახლობას და, როცა თქვენ დაიპყრობთ ამ ქვეყანას, არ დაგვხოცავთ ჩვენ, მომეცით მე ამის უტყუარი ნიშანი.” იმათ შეფიცეს რააბს და უთხრეს: ”როცა ჩვენ აქ მოვალთ, შენ მიამაგრე ფანჯარაზე წითელი თოკი და ყოველი შენი ნათესაობა შენს სახლში შეკრიბე.” მაშინ რააბმა გადმოუშვა თოკით მზვერავები ფანჯრიდან ქალაქის გალავნის გარეთ; მისი სახლი ქალაქის გალავანში იყო აშენებული. მზვერავნი დაბრუნდნენ ისუ ნავესთან და უთხრეს ხალხს: ” უფალმა მოგვცა ჩვენ მთელი ეს ქვეყანა და ყველა ამ ქვეყნის მცხოვრებნი, დიდ შიშში არიან.”

გაზაფხულის პირველი თვის ათს, როცა მდინარე იორდანე ძლიერ მოდიდებული იყო, ისუ ნავესმა უბრძანა მღვდლებს: აეღოთ აღთქმის კიდობანი და შესულიყვნენ იორდანეში; ხოლო ხალხს უბრძანა გავლა ამ მდინარეში. როგორც კი მღვდლებმა შედგეს ფეხი მდინარეში, მაშინვე წყალი, ზევიდან მომდინარე, გაჩერდა კედელივით, ხოლო წყალი ქვევით მიმდინარე, წავიდა და შეერთო ზღვას; ხალხი გავიდა იორდანეში მშრალად. მღვდლები გაჩერდნენ შუა იორდანეში მშრალზე. ისუ ნავესმა თითო ტომიდან თითო კაცი გამოარჩია და უბრძნა მათ იორდანის ფსკერიდან თითოს თითო დიდი ქვა გამოეტანა და დაედგათ ისინი იორდანის პირზე, იმ ადგილას სადაც ხალხი გავიდა და მეორე 12 ქვა დაედგათ თვითონ იორდანეში იქ, სადაც მღვდლები იდგნენ კიდობნით ხელში. როცა მისი ბრძნება აღასრულეს, ისუ ნავესმა უთხრა ხალხს: ”ეს ქვები იქმნებიან თქვენთვის საუკუნო სახსოვრად იმისა, რომ როცა თქვენ გამოდიოდით იორდანეში, აღთქმის კიდობნის წინაშე გაიყო იორდანეს წყალი და მშრალად გამოდით.”
მერე გამოვიდნენ მღვდლებიც კიდობნით და წყალმა ჩვეულებრივად იწყო დენა. ამ სასწაულმა თავზარი დასცა ქანაანის მცხოვრებლებს. იქ ისუ ნავესმა ღვთის ბრძანებით წინდაცვეთა ყველა ებრაელი, რომლებიც დაბადებულნი იყვნენ უდაბნოში მოგზაურობის დროს, რადგანაც უდაბნოში შეჩერებული იყო წინდაცვეთა გზის სიძნელის გამო. მაშინ ღმერთმა უბრძანა ისუ ნავესს: ”დღეს განვაშორე ყვედრება ეგვიპტელთა თქვენგან”. და იმ ადგილს დაარქვეს გილგალა (განშორება ჩემი.). ხალხმა დაიბანაკა გილგალაში. 14 იმ თვეს ისრაელებმა იდღესასწაულეს პასექობა, ანუ ზატიკობა. მეორე დღეს ისრაელებმა ჭამეს აღთქმის ქვეყნის იფქლისგან შემზადებული უცომო პური. იმ დღიდან შეწყდა და აღარ მოსულა მანანა.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Aug 16 2011, 21:26
პოსტი #46


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89




იერიქოს და გაის დაპყრობა.


იორდანეში გასვლის შემდეგ პირველი ქალაქი, რომელიც უნდა დაეპყროთ ებრაელებს ქანაანში, იყო იერიქო. იერიქო ძლიერ გამაგრებული იყო. ის იყო შემოზღუდული მაღალი ქვითკირის გალავნით. ისუ ნავესი წავიდა მის დასათვალიერებლად. იერიქოს მახლობლად მან დაინახა ერთი კაცი და ჰკითხა მას: ”ჩვენი ხარ, თუ მტერთა ჩვენთაგანი?” მან მიუგო: ” მე ვარ მთავარანგელოზი მაღლისა უფლისა.” ისუ ნავესი მიწაზე დავარდა, თაყვანისცა მას და უთხრა: ”რა მიბრძანო, უფალო, მონასა შენსა? ” მთავარანგელოზმა უბრძანა მას, რომ ექვსი დღის განმავლობაში შემოევლოთ ქლაქისთვის აღთქმის კიდობნით და საყვირის დაკვრით დღეში ერთხელ, მეშვიდე დღეს შემოევლოთ შვიდჯერ.. შემოვლის დროს ზოგიერთ მღვდლებს აღთქმის კიდობანი უნდა ეტარებინათ, ზოგს საყვირი უნდა დაეკრა. მხედრები უნდა წასულიყვნენ კიდობნის წინ, ხალხი კი უნდა გაყოლოდა აღთქმის კიდობანს. ისუ ნავესმა აღასრულა ღვთის ბრძანება. მეშვიდე დღეს, როცა ხალხმა მეშვიდედ შემოუარა ქალაქს და მღვდლები საყვირს უკრავდნენ, ისუ ნავესის ბრძანებით ხალხმა ყველამ ერთხმად დაჰყვირა და ქალაქის კედლები საფუძვლამდე დაინგრა. ხალხი ყოველი მხრიდან შეცვივდა ქალაქში და დაიპყრეს იგი. ყველა მცხოვრები და მათი ცხოველები ხმლით ამოწყვიტეს. მხოლოდ გადაარჩინეს რააბი და მასთან მყოფი მისი ნათესავები. მთელი ქალაქი და რაც კი ქალაქში იყო დაწვეს; მხოლოდ ოქრო, ვერცხლი, სპილენძი და რკინა გადაარჩინეს მოძრავ ტაძრის სასარგებლოდ. ისუ ნავესმა ყველას სასტიკად აუკრძალა ქალაქიდან რამის წაღება და წამღები შეჩვენებულ იყო, აგრეთვე წყევლა-კრულვით მოიხსენა ის, ვინც აღადგენდა იერიქოს. მან თქვა: ”წყეულ იყოს ის ვინც აღადგენს და აღაშენებს ქალაქ იერიქოს. პირმშოსა ზედა დააფუძნოს საძირკველი მისი და უმრწემესსა ზედა (უმცროს შვილზე) თვისსა დადვას ბჭე(კარი) მისი.”
იერიქოს დაპყრობის და დაქცევის შემდეგ , ისუ ნავესმა გაგზავნა 3 ათასი ჯარისკაცი, მცირე ქლაქის , გაის დასაპყრობად. გაის მცხოვრებლებმა დაამარცხეს და გააქციეს ისინი. ისუ ნავესი და ხალხი ძლიერ შეწუხდა. ღმერთმა გამოუცხადა ისუ ნავეს: ისრაელებმა მისთვის ვერ სძლიეს მტერს, რომ იერიქოს დაპყრობის დროს, ზოგიერთმა მათგანმა წაიღო თავისთვის ნივთები, რაიცა შეჩვენებულ და აღკრძალულ იყო ღვთისაგან. ღვთის ჩვენებით აღმოჩნდა ქურდი. ეს იყო აქარ, იუდას ტომიდან. აქარ გამოტყდა, რომ მას მოეწონა ერთი ჭრელი ნაქსოვი, ვერცხლი და ოქრო, წაიღო ისინი და თავის კარავში მიწის ქვეშ დამალა. აქარ, მისი ოჯახობა და მთელი მისი საცხოვარი ქვით ჩაქოლეს აქორის ხევში, დაწვეს და დააყარეს იმდენი ქვა, რომ იქ გაკეთდა მოზრდილი გორაკი. ამის შემდეგ ისუ ნავესმა ჯარისკაცთა ერთი ნაწილი ჩაასაფრა ქალაქ გაის უკან, დანარჩენი ჯარით თვითონ მიადგა ქალაქ გაის. როცა გაის მეფემ გაიგო ისრაელების მისვლა, გამოედევნა მათ მთელი ჯარით, ისრაელებიც გამოექცნენ. გაის მეფე, ჯარი და მცხოვრებნიც დაედევნენ მათ. ამ დროს ქალაქს უკან ჩასაფრებული ჯარი, შევარდა ქალაქში და ქალაქს ცეცხლი წაუკიდა. გაის მცხოვრებლებმა უკან მოიხედეს და დაინახეს, რომ მათი ქალაქი იწვის; შეშინდნენ და გაქცევა დააპირეს, მაგრამ ისრაელები შემოერტყნენ მათ ყოველ მხრიდან და ამოწყვიტეს ისინი.
ამის შემდეგ ისუ ნავესმა გევალის მთაზე აღაშენა ქვებისგან სამსხვერპლო, ღმერთს მსხვერპლი შესწირა და ქვებზე დასწერა სჯული ღვთისა, თანახმად მოსეს განკარგულებისა, რომელიც მან მოახდინა სიკვდილის წინ. მერე ისრაელთა ექვსი ტომი დადაგა გარიზინის მთაზე, მეორე ექვსი ტომი გებალის მთაზე, იმათ შუა ვაკეზე დადგნენ მღვდლები აღთქმის კიდობნით. ისუ ნავესმა წაიკითხა სჯული ღვთისა და წარმოთქვა კურთხევა იმათზედ, ვინც ღვთის სჯულს აღასრულებდა, და წყევა მათზე ვინც ღვთის სჯულს დაარღვევდა, როგორც სჯულის წიგნში ეწერა. ვინც გარიზინის მთაზე იდგა, იმათ გაიმეორეს კურთხევა; ხოლო ვინც გებალის მთაზე იდგა, იმათ გაიმეორეს წყევა.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Aug 17 2011, 22:46
პოსტი #47


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ქანანეველთ მეფეთა კავშირი. გაბაონელთა ვერაგობა (ხერხი). აღთქმის ქვეყნის დაპყრობა და ისრაელთა შორის მისი გაყოფა. ისუ ნავესის გარდაცვალება.


ქანაანში იყო ბევრი სამეფო:ქეტელთა, ამორეველთა,გერგესეველთა, ქანანეველთა, ფერეზელთაეველთა, იობოსელთა და სხვათა... ამ ქვეყნების მეფეებმა გაიგეს იერიქოსა და გაის დაპყრობა, მათი მცხოვრებთა ამოწყვეტის ამბავი და ძლიერ შეშინდნენ, ერთად შეიკრიბნენ და ისრაელების წინააღმდეგ საბრძოლველად შეკრეს კავშირი.
ამ კავშირში არ მიიღეს მონაწილეობა გაბაონის და მის მეზობლად მდებარე სამი ქალაქის მცხოვრებლებმა. ისრაელების ხელიდან თავის გადასარჩენად გაბაონელებმა იხმარეს ვერაგობა (ხერხი). იმათ ისრაელებთან მოციქულებად გაგზავნეს კაცები, რომელთაც ჩააცვეს ძველი, გაცვეთილი ტანისამოსი და ფეხსაცმელი, საგზლად გაატანეს ხმელი და დაობებული პურები, ღვინო ჩაუსხეს ძველ ტიკებში. ისინი მივიდნენ ისრაელებთან და უთხრეს: ” ჩვენ შორ ქვეყნიდგან მოვედით, ვართ გამოგზავნილნი ჩვენი ქვეყნის მცხოვრებთაგან, ჩვენ გავიგეთ სახელი უფლისა თქვენისა და ყოველი, რაც ღმერთმან თქვენმან უყო ეგიპტელებს, ამორეველებს, ბასანლებს და სხვებს, და გვინდა შემოგვიერთდეთ თქვენ, დავიკავოთ თქვენთან კავშირი და შემოგვფიცეთ, რომ ჩვენ არ გვეომებით.” ისაელებმა უთხრეს: ”შეიძლება, თქვენ ჩვენ მახლობლად ცხოვრობთ და როგორ უნდა შემოგფიცოთ თქვენ?” იმათ უთხრეს ისრაელებს: ” ჩვენ საგზლად თბილი პური წამოვიღეთ, მაგრამ გზის სიშორის გამო გახმა და დაობდა; ახალი ტანისამოსი და ფეხსაცმელი ჩავიცვით, მაგრამ გზაზე გაგვიცვდა და დაგვიძველდა; ახალი ტიკები წამოვიღეთ და გზაზე დაძველდა.”
ისრაელებმა გასინჯეს მათი საგზალი, ტანისამოსი, ტიკები და ღვთის შეუკითხავად აღუთქვეს მათ, რომ ისინი არ შეხებიან მათ ქვეყანას; აღთქმა დაამტკიცეს ფიცით. სამი დღის უკან ისრაელებმა გაიგეს, რომ ისინი მეზობლად მცხოვრებნი ყოფილან, მაგრამ ფიცის გამო არ ამოწყვიტეს ისინი. ხოლო მოტყუებისთვის ისუ ნავესმა დაავალა მათ მონობა. იმათ ისრაელებისთვის და ტაძარში სახმარად უნდა დაეჭრათ შეშა და ეზიდათ წყალი. ამ დროს იერუსალიმის მეფემ მოიწვია ქანაანის ქვეყნის ოთხი სხვა მეფე და გაერთიანებული ძალით მოინდომეს გაბაონელთა ამოწყვეტა ისრაელებთან შეკავშირებისთვის.
გაბაონელებმა გაიგეს ეს ამბავი და ისუ ნავეს სთხოვეს შემწეობა. ისუ ნავესმა შეკრიბა ჯარი და გაემართა მათთან საბრძოლველად.
ღმერთმა უბრძანა მას: ”ნუ გეშინინ მათი, რამეთუ ხელთა თქვენთა მიმიცემიეს იგინი.” ისრაელები ღამით დაეცნენ თავზე მოკავშირე მეფეებს და მათ ჯარს, ბევრი მათგანი ამოწყვიტეს, სხვები კი გაიქცნენ. ღმერთმა მოავლინა ქვის სეტყვა, სეტყვამ ბევრი გაწყვიტა. ისრაელები დაედევნენ მათ. ომი გაგრძელდა მეორე დღეს, ბევრი გაწყვიტეს, მზე მიიწურა; ისუ ნავეს უნდოდა ომი იმ დღეს გაეთავებინა და მტკიცე და ცხოველი სარწმუნოებით ხმამაღლა დაიძახა: ”დადეგინ მზეო სწორ გაბაონსა ზედა და მთოვარე სწორ ხევსა ზედა ელონისა.” მზე დადგა იმ დრომდი, სანამ ისრაელებმა სულ არ ამოწყვიტეს მტრები.
ამ გამარჯვების შემდეგ ებრაელებმა ქანაანის სამხრეთ ნაწილი სრულიად დაიმორჩილეს. მხოლოდ მცირეოდენი ქანანეველნი შეიხიზნენ და დაიმალნენ მთებში. ქანაანის ჩრდილოეთ ნაწილის მეფეებიც შეკავშირდნენ ისრაელების წინააღმდეგ, მაგრამ ისრაელებმა ისინიც დაამარცხეს მერრომის ტბასთან. ექვსი წლის განმავლობაში ისუ ნავესმა დაიპყრო აღთქმის ქვეყანა და მომეტებული ნაწილი ამ ქვეყნისა გაწმინდა ქანანეველებისგან. ქანანეველთ უფლებაში დარჩა მხოლოდ ზოგიერთი ზღვის პირად მდებარე ქალაქები და ზოგ მთა-გორაზე მდებარე სოფლები.
ისუ ნავესმა დაპყრობილი ქვეყანა ებრაელთა 12 ტომს წილისყრით გაუყო, როგორც მოსესგან ჰქონდა ნაბრძანები. ლევიტელების საცხოვრებლად დანიშნეს 48 ქალაქი, მათ მისცეს საძოვარი ადგილებიც, მხოლოდ სახნავ-სათესი ადგილები არ მიუციათ, მაგრამ მღვდლების და ლევიტელების საზრდოთ ებრაელებს უნდა ეძლიათ თავიანთი შემოსავლის მეათედი. ექვსი ქალაქი დანიშნეს უნებურ მკვლელთა თავშესაფარად. აღთქმის ქვეყნის შუა ადგილი დაიკავა ეფრემის ტომმა. იქ, ქალაქ სილომში დადგეს მოძრავი ტაძარი და ეს ქალაქი დანიშნეს მოხუცებულთა და მსაჯულთა შესაკრებად.
როცა ისუ ნავესმა იგრძნო სიკვდილის მოახლოება, შეკრიბა მან ხალხი და მისცა მას დარიგება, რომ არ დაევიწყათ ღმერთი და სჯული ღვთისა და არ დაახლოვებოდნენ ქანანეველებს. ხალხმა აღუთქვა მას, რომ ისინი არ დაივიწყებდნენ ჭეშმარიტ ღმერთს და არ ემსახურებოდნენ სხვა ღმერთებს. ისუ ნავესი გარდაიცვალა შობიდან 110 წლისა. ყოველივე, რაც შეემთხვა ისრაელებს ისუ ნავესის დროს, აღწერილია საღვთო წერილის წიგნში, რომელიც იწოდება ისუ ნავესის წიგნად.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Sep 17 2011, 13:11
პოსტი #48


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



საზოგადო განხილვა მსაჯულთა დროისა (1100წ. ქ. შ.)


ისუ ნავესის სიკვდილის შემდგომ, ისრაელებს არ ჰყავდათ ისეთი მმართველი, რომელიც შეძლებდა მთელი ხალისთვის მოევლო და ეპატრონა. ებრაელებს ერთმანეთში ხშირად მოდიოდათ კამათი, უკმაყოფილება და განხეთქილება. იმის ნაცვლად, რომ ეფიქრათ და ეზრუნათ საზოგადო საქმეებზე , თითოეული ტომი ფიქრობდა მხოლოდ თავიანთ პირად საქმეებზე. საქმე იქამდე მივიდა, რომ თითოეული კაცი მოქმედებდა თავის ნებაზე და იქმოდა, რაც მას სიმართლედ მიაჩნდა. ამგვარად ხალხში გავრცელდა თვითნებობა, ერთმანეთის მტრობა და ყოველგვარი უწესობა. ისინი აღარ ასრულებდნენ მოსეს და ისუ ნავესის დარიგებას. ხშირად ივიწყებდნენ ჭეშმარიტ ღმერთს, კერპებს სცემდნენ თაყვანს, უმეგობრდებოდნენ ქანანეველებს, მათ ქალებს ცოლად თხოულობდნენ და თავიანთ ქალიშვილებს იმათ აძლევდნენ ცოლად. ითვისებდნენ იმათ ცუდ ზნე-ჩვეულებებს, და ეძლეოდნენ გარყვნილებას. ამიტომ ღმერთი ხშირად აკლებდა ხოლმე მათ თავის მოწყალებას, აგდებდა მათ მტრის ხელში, მტრის მონობის ქვეშ ამყოფებდა. მტრები ძლიერ ავიწროებდნენ ისრაელებს. წვალება, სატანჯველი და განსაცდელი გაახსენებდა მათ ჭეშმარიტ ღმერთს და დაიწყებდნენ ცოდვების მონანიებას. მაშინ ღმერთი უგზავნიდა მათ ისეთ კაცებს, ვინც გამოიხსნიდა მათ მტრის ხელიდან, მოაქცევდა მათ ჭეშმარიტ ღვთის მსახურებისკენ. ნერგავდა ხალხში წესიერებას და უვლიდა მათ, ასამართლებდა და ევლინებოდა ხალხს მსაჯულებად.
მსაჯულები განირჩეოდნენ მეფეებისგან იმით, რომ უფლებას არ უტოვებდნენ თავიანთ შთამომავლობას, არამედ ისინი იყვნენ დროებითი მართველნი ებრაელებისა, ღვთისგან არჩეული.ერთ ჭეშმარიტ მეფედ ებრაელები თვლიდნენ თვით უფალ ღმერთს, რომელიც თავის ნებას გამოუცხადებდა ხალხს მღვდელთმთავრის, ან რომელიმე წმიდა კაცის პირით. ამიტომ მსაჯულთ დროის ებრაელების მმართველობას შეიძლება ეწოდოს თეოკრატიული მმართველობა, ანუ ღვთისმმართველობა.
ებრაელებს ჰყავდათ სულ 15 მსაჯული:გოთონიელ, აოდ, სამგარ, დებორა და ბარაკი, გედეონ, აბიმელექ , თოლა, იაროს, იეფთაე ესებონ, ელონ, აბლონ, ელი(ილი), და სამოელ. მათ შორის უფრო შესანიშნავები იყვნენ: დებორა და ბარაკი, გედეონ, იეფთაე, სამსონ, ილი და სამოელ.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Sep 17 2011, 15:08
პოსტი #49


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



დებორა და ბარაკი


კერპთაყვანისცემისთვის და ცუდ-ბოროტ საქმეებისთვის ღმერთმა ჩააგდო ისრაელები ასორის მეფის, იაბინის ხელში.
იაბინის მონობაში იყვნენ ისინი 20 წელიწადს. მან ისრაელების ქვეყანაში გამოგზავნა მხედართმთავარი სისარა, მხედრებით და 900 რკინის ეტლით და ის ძლიერ ავიწროებდა ისრაელებს, ხალხი შეწუხდა, დაიწყო სინანული და შესთხოვა ღმერთს იაბინის მონობისაგან გამოხსნა. ამ დროს ებრაელებს შორის ცხოვრობდა წინასწარმეტყველი ქალი, დებორა. ღმერთმა დებორას პირით უბრძანა ერთ ისრაელს, ბარაკს ჯარის შეკრება და მტრის ჯარის ამოწყვეტა. ბარაკმა უთხრა დებორას: ” თუ შენ წამოხვალ ჩემთან ერთად, მეც წამოვალ; თუ შენ არ წამოხვალ, არც მე წამოვალ”.
დებორამ მიუგო: - ”წამოსვლით წამოვალ შენთან, მხოლოდ გამარჯვების სახელი და დიდება შენ არ გერგება. სისარა ჩაუვარდება ხელში, ღვთის განგებით დედაკაცს.”
ბარაკმა შეკრიბა ათი ათასი ჯარისკაცი და ავიდა თაბორის მთაზე. სისარამ ეს ამბავი, რომ გაიგო მანაც შეკრიბა ჯარი. გაიმართა მათ შორის ბრძოლა, ბარაკმა ამოწყვიტა სისარას ჯარი, სისარა გაიქცა და გზაზე შევიდა ერთი დედაკაცის, იაილის სახლში და სთხოვა მას დაემალა. იაილმა აღუთქვა მას, რომ დამალავდა, დაალევინა რძე, დააწვინა დასაძინებლად და, როდესაც მას დაეძინა იაილმა საფეთქელში ჩაასო მას სარი და მოკლა. ამის შემდეგ ისრაელებმა სრულიად გაანადგურეს ასორის მეფის, იაბინის სამეფო და 40 წელიწადს მშვიდობით ცხოვრობდნენ.
დებორამ და ბარაკმა გამარჯვებისთვის მადლობა შეწირეს ღმერთს.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Sep 17 2012, 21:40
პოსტი #50


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



გედეონ


ისრაელებმა, კიდევ დაივიწყეს ღმერთი და დაუწყეს თაყვანისცემა ბალის კერპს. ღმერთმა მოუვლინა მათ მტერნი: მადიამი და ამალეკი. მათ ხელში იყვნენ ისრაელები 7 წელიწადს. მტერი ხშირად შემოდიოდა ისრაელთ ქვეყანაში, აოხრებდ აყანებს, ვენახებს, იტაცებდა შინაურ პირუტყვს და ამის გამო ისრაელნი ძლიერ დაგლახაკავდნენ. ამ გაჭირვებამ მოაგონა მათ ღმერთი. მაშინ ღმერთმა გამოუგზავნა მათ გამომხსნელი, გედეონ, მანასეს ტომიდან. გედეონი, , მტრის შიშით მთაში იყო შეხიზნული და იქ იმალებოდა. ერთხელ გედეონი ლეწავდა პურს, უნდოდა საგზალი მოემზადებია. ამ დროს გამოეცხადა მას ანგელოზი და უთხრა: "უფალი შენთანაა, ძლიერი ძალითა." გედეონმა მიუგო: "თუ უფალი ჩვენთანა არს, რისთვის გვეწვია ჩვენ ეს უბედურება.. აწ განგვეშორა ჩვენ უფალი." მაშინ ანგელოზმა გამოუცხადა მას, რომ ღმერთი ირჩევს მას, ისრაელების გამომხსნელად. გედეონმა მიუგო:"უფალო! მე როგორ გამოვიხსნი ისრაელებს? მე უმცირეს ვარ სახლსა მამისა ჩემისასა." ანგელოზმა უთხრა: "უფალი იყოს შენთანა და შენ მოსრა მადიამი, როგორც ერთი კაცი". მაშინ გედეონმა სთხოვა უცნობს, რომ ცოტა ხანს მოეცადა; თვითონ წავიდა, საჩქაროდ მოამზადა მსხვერპლად თიკანი, წვენით და უცომო პური, მოართვა უცნობს და თაყვანი სცა მას. უცნობმა უბრძანა: " დააწყე ხორცი და პური კლდეზედ და დაასხი მას წვენი." გედეონმა დააწყო ხორცი და პური დაასხა ზედ წვენი. ანგელოზმა შეახო მათ ჯოხი, კლდიდან გამოვიდა ცეცხლი და უცბად დაწვა პური და ხორცი, ანგელოზი კი უხილავი შეიქმნა. გედეონი მიხვდა, რომ უცნობი ანგელოზი იყო და შიშით შესძახა: "აჰა, უფალო, უფალო! მე ვნახე ანგელოზი პირისპირ." უფლისგან მოესმა ხმა: " მშვიდობა შენთანა, ნუ გეშინია, არ მოკვდები."
იმ ღამეს გედეონმა, ღვთის ბრძანებით დაანგრია ბაალის კერპის სამსხვერპლო, მოსჭრა სერტყი (კერპის ხე) და შესწირა მსხვერპლი ჭეშმარიტ ღმერთს. ხალხმა გაიგო ეს და განურისხდა გედეონს. დილით, გედეონის მამას მოსთხოვეს შვილი მოსაკლავად. მამამ უთხრა ხალხს: "თუ ბაალი ღმერთია, თვითონ დაიფარავს თავის თავს და გედეონს დასჯის, თქვენი გამოსარჩლება და დახმარება რად უნდა მას?" ხალხი დამშვიდდა. ამასობაში მადიამი და ამალეკი გამოვიდნენ იორდანეში, და დაბანაკდნენ იეზრაელის ღელეში. მაშინ გედეონმა სასწრაფოდ შეკრიბა 32 ათასი ჯარისკაცი და შეევედრა ღმერთს: "უფალო! უკეთუ შენ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, მიჩვენე ეს სასწაული: მე დავდებ კალოზე მატყლს, მატყლი დაიფაროს ცვარით, ხოლო ყოველი ქვეყანა ხმელ იყოს." და იყო ეგრე. მეორე დილას, გედეონმა გამოწურა მატყლი და აავსო ერთი ჯამი წყლით. შემდეგ გედეონი კიდევ შეევედრა ღმერთს: " უფალო! ნუ განმირისხდები მე, და გთხოვ, მაჩვენო კიდევ სასწაული: ამაღამ მატყლი დარჩეს მშრალად და ყოველ ქვეყანაზე იყოს ცვარი”. ღმერთმა აუსრულა გედეონს ეს თხოვნაც. გედეონი, გამხნევდა ამ სასწაულების ხილვით და უნდოდა მტერთან შებრძოლება, მაგრამ უფალმა უბრძანა: ” შენ ბევრი ჯარისკაცი გყავს, ვინც მოშიში და გაუბედავია, გაუშვი ყველა შინ, რომ ისრაელებმა არ თქვან: ” ხელმან ჩემმან მიხსნა მე”. გედეონმა შეასრულა ღვთის ბრძანება და 22 ათასი კაცი დააბრუნა შინ. გედეონს დარჩა 10 ათასი ჯარისკაცი. ღმერთმა უბრძანა გედეონს: ” კიდევ ბევრი გყავს ჯარისკაცი, ჩაიყვანე ისინი წყალზე და გამოცადე: ვინც დაიწყოს წყლის სმა ენით,როგორც სვამენ წყალს ძაღლნი, დააყენე ცალკე და ვინც მოიდრიკოს მუხლნი და დალიოს წყალი, ისინი- ცალკე.
სამასმა კაცმა ამოიღო პეშვით წყალი და დაიწყო ენით წყლის სმა, დანარჩენებმა კი მუხლი მოიდრიკა.
ღმერთმა უბრძანა გედეონს წაეყვანა მხოლოდ სამასი კაცი, რომელთაც პეშვით დალიეს წყალი, დანარჩენები გაეშვა შინ.
გედეონი, სამასი კაცით დაბანაკდა მთაზე, ხოლო მადიამი და ამალეკი კი- მთის ძირში იყვნენ დაბანაკებული.
იმ ღამეს, ღვთის ბრძანებით, გედეონმა წაიყვანა ერთი მოსამსახურე, ჩუმად მივიდა მტრის ბანაკთან და დაუგდო ყური ლაპარაკს. ერთი მადიამელი სიზმარს უამბოდა მეორეს: ვითომ მთიდან წამოგორდა ქერის პური, დაეჯახა კარავს და წააქცია იგი. მეორემ აუხსნა სიზმარი: ეს არის ხმალი გედეონისა. ღმერთმა ჩვენი თავი ჩაუგდო მას ხელში. გედეონი უფრო გამხნევდა. ღმერთს მადლობა შესწირა, მობრუნდა თავის ბინაზე: თავისი მცირერიცხოვანი ჯარი სამ ნაწილად გაჰყო, თითოეულ კაცს მისცა თითო საყვირი და სარწყული, რომელშიც დამალული იყო ლამპარი და შუა ღამეს, როდესაც მტერს ეძინა, ისრაელები გარს შემოერტყნენ მტერს. დააყვირეს ერთად სამასი საყვირი დაამტვრიეს სარწყულები, გამოიღეს ანთებული ლამპრები და დაიყვირეს : ” მახვილი უფლისა და გედეონისა”. მძინარე მტრები წამოცვივდნენ, შიშით თავზარდაცემულნი ვერას არჩევდნენ, უწესრიგოდ დარბოდნენ თავიანთ ბანაკში და ერთმანეთს ხოცავდნენ ხმლებით. როცა გონს მოვიდნენ, გაიქცნენ რომ თავს უშველონ. გედეონი გაედევნა მათ და ამოწყვიტა ისინი. ამგვარად, გამოიხსნა გედეონმა ისრაელები მტრისგან. მადლობის ნიშნად ებრაელებს უნდოდათ, გედეონის მეფედ დაყენება, მაგრამ გედეონმა უთხრა მათ: უფალი გმთავრობდეს თქვენ.”


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

3 გვერდი V < 1 2 3
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 10.04.2020 - 04:01