IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection refused) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
ღვთისმშობლის ხატები - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



 
Reply to this topicStart new topic
> ღვთისმშობლის ხატები გაზიარება
animani
პოსტი Jul 14 2012, 13:21
პოსტი #1


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი „ნუგეში“, ანუ „მანუგეშებელი“ - ვატოპედის





ხატი, რომელსაც ნუგეში ანუ მანუგეშებელი ეწოდება, იმყოფება ათონზე, ვატოპედის მონასტრის ხარების ეკლესიაში, რომელიც კონსტანტინე დიდის მეფობის დროს აიგო. ამ მონასტრის ახლოს, 395 წელს, ძლიერი ქარიშხლის დროს გემიდან ზღვაში გადავარდა უფლისწული არკადი, - თეოდოსი დიდის ძე, ტალღამ იგი ზღვაში გაიტაცა. ყველა საშინელების მოლოდინში იყო, ფიქრობდნენ, რომ ის დაიღუპა. გემმა დიდი გაჭირვებით მიაღწია ათონის მთის იმ ადგილს, სადაც მონასტერია აღმართული. ხანგრძლივი ძებნისგან დაუძლურებული არკადის თანამგზავრები შემთხვევით ერთ სანაპირო ბუჩქნარს მიადგნენ და მის ჩრდილში ერთიანად სველ, მაგრამ მშვიდად მძინარე უფლისწულს მიადგნენ. გამოღვიძების შემდეგ მან თვითონვე უამბო თავისი სასწაულებრივი გადარჩენის ამბავი. აქედანვე წარმოდგა სახელწოდება ვატოპედი - „ყმაწვილის ბუჩქი“. იმპერატორმა თეოდოსიმ ვაჟის გადარჩენის სახსოვრად განავრცო და დაასაჩუქრა მონასტერი. მთავარი ტაძრის საკურთხეველი იმ ადგილას აშენდა, სადაც უფლისწული იპოვეს. მის კურთხევაზე კონსტანტინეპოლის პატრიარქ ნექტარიოსთან ერთად თვით არკადი მოვიდა.

ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი ნუგეში ანუ მანუგეშებელი მარჯვენა კლიროსთან კედლის ნიშშია, რომელიც მის სახელზეა ნაკურთხი. ღვთისმშობლის სახე გამოხატავს თანაგრძნობას და სიყვარულს,ხოლო ღვთაებრივი ყრმის მზერა სავსეა სიმკაცრით და ულმობელი მსჯავრით. ამ ხატზე შემდეგი გადმოცემა შემოგვრჩა:

807 წლის 21 იანვარს ყაჩაღების ჯგუფმა მიაღწია ათონის მთას, განზრახული ჰქონდათ, გათენებისთანავე, როგორც კი ვატოპედის მონასტრის კარი გაიღებოდა, შიგ შეცვენილიყვნენ, ბერები ეცემათ და მონატრის სიმდიდრე გაეტაცათ. ყაჩაღები, რომლებიც ნაპირზე საღამოს გამოვიდნენ, დილამდე მონასტრის მიმდებარე ბუჩქნარში დაიმალდნენ, მაგრამ წმიდა მთის მეთვალყურემ - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა არ დაუშვა, რომ უღმერთოთა ბოროტი ჩანაფიქრი აღსრულებულიყო.

მეორე დღეს, ცისკრის განტევების შემდეგ, როცა ძმები დროებითი მოსვენებისთვის საკუთარ სენაკში დაბრუნდნენ, ამ მონასტრის წინამძღვარი თავის მორჩილებას აღასრულებდა, უცებ მას ღვთისმშობლის ხატიდან ხმა შემოესმა: „დღეს სავანის კარს ნუ გააღებთ, არამედ მონასტრის გალავანზე ადით და ყაჩაღები გააძევეთ“. იღუმენი შეკრთა და ღვთისმშობლის ხატს თვალები მიაპყრო, უცებ მან საოცარი სასწაული იხილა: დაინახა, რომ ღვთისმშობლის სახე, ისევე როგორც სახე მის მკლავებში მყოფი ყრმისა, გაცოცხლა.

ღვთაებრივმა ყრმამ ხელი თავისი ღვთაებრივი დედის ბაგეს ააფარა, სახე მისკენ მიიბრუნა და უთხრა: „არა, დედაო ჩემო, ნუ ეუბნები მათ ამას: დაე, დაისაჯნონ“. მაგრამ ღვთისმშობელი შეეცადა, რომ თავისი ძის და უფლის ხელი შეეჩერებინა, სახე მარჯვნივ შეაბრუნა, თავი აარიდა და ორგზის კვლავ წარმოთქვა სიტყვები: „დღეს სავანის კარს ნუ გააღებთ, არამედ მონასტრის გალავანზე ადით და ყაჩაღები გააძევეთ“.

საშინელი ხილვით გულგანგმირულმა იღუმენმა მაშინვე შეკრიბა მთელი საძმო, მოუთხრო მომხდარი: ღვთისმშობლის გაფრთხილება და უფალ იესოს მიერ წარმოთქმული სიტყვები გადასცა. ყველამ უკიდურესი განცვიფრებით შენიშნა, რომ ყოვლადწმიდისა და უფლის სახე და საერთოდ მთელი დაწერილობა ხატისა, წინანდელთან შედარებით, სრულიად შეცვლილიყო და ღვთისმშობლის მფარველობა განადიდეს. მათ მონასტრის გალვნისკენ ისწრაფეს და ყაჩაღთა გუნდის თავდასხმა აიცდინეს.

ამის შემდეგ დღევანდლამდე ვატოპედის ღვთისმშობლის ხატს ეწოდება ნუგეში (ანუ მანუგეშებელი), ხოლო ღვთისმშობლისა და მაცხოვრის გამომეტყველება დარჩა იმავე მდგომარეობაში, როგორიც მან მიიღო სამგზის ხმის აღმოტევების შემდეგ, ე.ი. ღვთაებრივი დედა მარჯვენა მხარეს არიდებს თავს ღვთაებრივი ყრმის გაწვდილ ხელს, ცდილობს, ის თავის ბაგეს ააცილოს, რათა მოსალოდნელი საშიშროების შესახებ თავისუფლად გააფრთხილოს თავისი რჩეული.

ამ სასწაულებრივი დაცვის მოსახსენებლად ვატოპედის ხატის წინაშე ანთია უქრობი კანდელი და კელაპტარი. უძველესი დროიდან ვატოპედში ძმების ბერად აღკვეცა, მხოლოდ აქ ხდება და ყოველდღიური პარაკლისიც აქვე აღესრულება.


ვატოპედის ღვთისმშობლის ხატს „ნუგეში“ ანუ „მანუგეშებელი“
ევედრებიან სნეულებათაგან განკურნებისათვის

ტროპარი:
დააცხრენ ვნებანი მრავალცოდვილისა სულისა ჩემისანი, რომელმანცა პირისაგან ქუეყანისა ყოველნი მწუხარებანი აღხოცენ, რომელ კაცთა ვნებათა აოტებ და ცოდვილთა ჭმუნვასა განუქარვებ, რამეთუ შენ ხარ ყოველთა ტვირთ-მძიმათა სიმტკიცეი და სასოებაი, ყოვლადწმიდაო დედაო და ქალწულო.
ლოცვა

სასოებაო ყოველისა კიდეთა ქუეყანისათაო, ყოვლადწმიდაო ქალწულო ღმრთისმშობელო, ნუგეშინისმცემელო და ლხინებაო ჩუენო! ნუ უგულებელს გუყოფ ჩუენ ცოდვილთა, რომელნი მოწყალებასა შენსა მინდობილ ვართ. ალი ცოდუათა ჩუენთაი დაშრიტე და სინანულითა აღაყუავილენ დაწრეტილნი გულნი ჩუენნი. ცოდვილთა ზრახვათაგან განწმინდენ გონებანი ჩუენნი, შეიწირენ სულთქმითნი ლოცვანი გულთა და სულთა ჩუენთანი. იქმენ შენ შუამდგომელ წინაშე ძისა და ღვთისა შენისა და ჩუენ ზედა მოწევნული რისხვაი მისი დააცხრე დედობრივითა ლოცვითა შენითა, მართლმადიდებლობასა შინა განამტკიცენ და დანერგე ჩუენ შორის შიში ღვთსაი, სული მოთმინებისა და სიყვარულისაი. ხორციელთა და სულიერთა წყლულებათაგან განმკურნენ, მტრისა ზედამოსვლანი დააყუდენ, ტვირთი ცოდვათა ჩუენთაი აღიღე და ნუ დამიტევებ ვიდრე დღედ აღსასრულადმდე ჩუენისათა. მომანიჭე ჩუენ წყალობაი შენი და ყოვლადწმიდაი მადლი შენი. ყოველთა აქა მდგომარეთა და მლოცველთა თანა ეგე მარადის და ყოველთა შენდა მოლტოლვილთა შეწევნაი და მეოხებაი შენი აჩუენენ, რაითა გადიდებდეთ და გაქებდეთ შენ ყოველნი, ვიდრე უკანასკნელ აღმოფშვინვადმდე. ამინ.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jul 14 2012, 15:51
პოსტი #2


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ათონის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი
კარის მცველი“, „კარიბჭის ანუ პორტაიტისა, ღვთისმშობლის ხატი“

ღვთისმშობლის უძველესი მართლმადიდებლური ხატი. მდებარეობს საბერძნეთში, ათონის მთაზე არსებულ ივერიის მონასტერში

კლესიის გადმოცემის თანახმად ხატი დაწერილია წმ. ლუკა მახარებლის მიერ. მრავალ დაფიქსირებულ სასწაულთა
საფუძველზე ხატი აღიარებულია, როგორც ”სასწაულთმოქმედი”.
ივერიის ღვთისმშობლის ხატი მიეკუთნება ოდიგიტრიას გზის მაჩვენებელთა ოჯახს.






IPB-ს სურათი




IX საუკუნეში ბიზანტიაში ხატმბრძოლობის საშინელი ერესი მძვინვარებდა. ქალაქ ნიკეაში ცხოვრობდა მართლმორწმუნე ქვრივი, რომელიც განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა ღვთისმშობლის ხატს (გადმოცემის თანახმად, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ლუკა მახარებლის მიერ არის დაწერილი).

ერთხელ მის სახლში მივიდნენ მეფის მზვერავები, რომლებმაც დაინახეს ხატი და ერთ-ერთმა მათგანმა ღვთისმშობლის გამოსახულებას გამეტებით ჰკრა მახვილი. მაგრამ ყოვლადწმიდა ქალწულის ღაწვიდან, ვითარცა ცოცხალი სხეულიდან, სისხლი გარდამოდინდა (ხატს დღემდე ამჩნევია სისხლიანი ჭრილობა). ქვრივმა დაუჩოქა მზვერავებს და სთხოვა, გათენებამდე დაეტოვებინათ ხატი მისთვის. მთელი ღამე ლოცვაში გაათენა, მეორე დღეს კი სასწაულმოქმედი ხატი ზღვის ტალღებსა და უფლის ნებას მიანდო. ხატი ტალღებზე ზეაღიმართა და დასავლეთისკენ გაცურა. ქვრივმა იცოდა, რომ წამებით სიკვდილი ელოდა, ამიტომ თავის ვაჟს განრიდება უბრძანა. შვილი დაემორჩილა დედას და მოკლე ხანში ათონის მთაზე აღიკვეცა ბერად. სწორედ მან მოიტანა მთაზე სასწაულმოქმედი ხატის ამბავი.

XII საუკუნის დამდეგს, დიდ მარხვაში, ივერთა მონასტრის ბერებმა ზღვაში აღმართული ნათლის სვეტი იხილეს, რომელიც ღამის წყვდიადში ბრწყინავდა, ხოლო დღის შუქზე არ ქრებოდა. ამ საოცარ ნათელს ზღვის ტალღებზე მდგომი ღვთისმშობლის ხატი გამოსცემდა. მამებმა სცადეს, ნავით მიახლოებოდნენ ხატს, მაგრამ მან არ ისურვა და განეშორა ბერებს. მიუხედავად ათონელ მამათა გულმხურვალე სინანულისა, ხატი გამოეცხადა გაბრიელ ქართველს, რომელიც განმარტოებულ სენაკში მოღვაწეობდა, და უთხრა: "აუწყე წინამძღვარსა და ძმებს, რომ მნებავს, მივანიჭო მათ ჩემი ხატი შემწედ და მფარველად. ნიშნად ამისა, შემოდი ზღვაში, რწმენით გაიარე მის ტალღებზე და მაშინ ყველა შეიტყობს თქვენი სავანისადმი ჩემს სიყვარულსა და წყალობას".

მეორე დღეს ივერთა სავანის მამები ლიტანიობით გამოვიდნენ ნაპირზე. გაბრიელმა ილოცა, გაიარა წყალზე, ვითარცა ხმელზე და ფასდაუდებელი საუნჯე ნაპირზე გამოაბრძანა. იმ ადგილას, სადაც წმ.გაბრიელ ქართველმა ხატი პირველად დააბრძანა, საკვირველმოქმედმა წყარომ ამოხეთქა, რომელიც დღემდე მოედინება და ყოველგვარ ხორციელ და სულიერ სნეულებას კურნავს. სამი დღე პარაკლისებს უხდიდნენ, შემდეგ კი ივერთა მონასტრის საკურთხეველში დააბრძანეს, მაგრამ მეორე დილას ხატი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს. ბერებმა ხატი საკურთხეველში რამდენჯერაც დააბრუნეს, იმდენჯერ სასწაული განმეორდა. ბოლოს ღვთისმშობელმა კვლავ წმ.გაბრიელის პირით ამცნო თავისი ნება ქართველ მამებს: "არ მნებავს თქვენი მფარველობა, არამედ თვითონ მსურს, ვიყო თქვენი მფარველიც და დამცველიც." მას შემდეგ ხატი მის გამორჩეულ ადგილას ბრძანდება – ბერებმა სავანის კარიბჭესთან მცირე ტაძარი ააგეს და ხატიც იქ დააბრძანეს. ხატს "კარიბჭისა" სწორედ ამის გამო ეწოდა, ხოლო "ივერიის ღვთისმშობელი" იმიტომ, რომ სამყოფელად ივერთა მონასტერი აირჩია.

არსებობს გადმოცემა, რომ სანამ კარიბჭის საკვირველმოქმედი ხატი ივერთა სავანეში იმყოფება, ათონის მთა მთელი ქვეყნიერებისთვის მართლმადიდებლობის ლამპარი იქნება და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. მაგრამ დადგება დრო და ხატი ისევე გაუჩინარდება, როგორც მოვიდა. მაშინ ბერებმა სასწრაფოდ უნდა დატოვონ წმიდა მთა. ეს მაშინ მოხდება, როცა ათონის მთაზე ქალი შედგამს ფეხს და ეს მოვლენა უფლის მეორედ მოსვლის ერთ-ერთი ნიშანი იქნება. ათონის მთიდან გაუჩინარებული ხატი კი საქართველოში ჩამობრძანდება და მას ანტიქრისტესგან დაიფარავს.

1989 წლის 9 ოქტომბერს საქართველოში ჩამობრძანდა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ასლი, რომელიც ათონელმა ბერებმა დაწერეს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის, თხოვნით. ხატი ორმოცი დღე დედანთან ესვენა, რათა მისგან მადლი და ნიჭი მიეღო. ეს ასლი სიონშია დაბრძანებული. კარიბჭის ღვთისმშობლის ხატის სხვა უამრავი ასლიც არსებობს და ყოველი მათგანი სასწაულმოქმედია: სამთავროს დედათა მონასტერში დავანებულ ხატს XX საუკუნის 90-იან წლებში მირონი წარმოსდინდა; ბოდბის ივერიის ღვთისმშობლის ხატის დასერილი სახე ყველას აქვს ნანახი – ეს სწორედ ის ხატია, კომუნისტი ექიმები საოპერაციო მაგიდად რომ იყენებდნენ...

25 თებერვალი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა. ამ ხატის მადლი ჰფარავდეს ივერიას!
http://www.kvirispalitra.ge/martlmadideblu...ismshobeli.html

ივერიის ღვთისმშობლის ხატი





ტროპარი: წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედუფალო ღვთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედე და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო.

ტროპარი: საკვირველსა შენსა მფარველობასა, პორტაიტისაო, რომლისა მიერ გამოგვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, შევუვრდებით და მხურვალედ ვღაღადებთა ყოვლადვე: ვითარცა ძველად აჩვენე მადლი შენი ჩვენ ზედა, ეგრეთვე აწცა, დედოფალო, ნუ დაგვიტევებ სრულიად, რამეთუ აღთქუმულ გაქვს შენ დაფარვაი და დაცვაი მათი, რომელი შეუორგებელითა სულითა მოვლენან შენდა.

კონდაკი: ვითარცა მეოხსა და დამფარველსა და ზედამდგომელსა, გიგალობს შენ მარადის, პორტაიტისაო, სახელდიდი მწყობრი შენი სამღვდელოთა და სიღრმეთაგან სულისათა ხმობს შენდამი დაუცხრომელად: დამიცევ მე დედოფალო.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jul 14 2012, 16:39
პოსტი #3


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



სიონის ივერიის ღვთისმშობელი


IPB-ს სურათი
სიონის ივერიის ღვთისმშობელი


ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი,
რომელიც ჩამოსვენდა საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან (1989)

მსოფლიოში და საქართველოშიც ივერიის ღვთისმშობლის ხატის არაერთი კანონიერი ასლი არსებობს, პირველი ასლი წმინდა თამარ მეფის დროს შემოუბრძანებიათ.
XX საუკუნის დასაწყისში, ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი გურიის მხარეშიც შემობრძანდა. იგი გურიის ჯიხეთის დედათა მონასტრისთვის, ათონის მონასტერში მოღვაწე ქართველ მამას, მღვდელ-მონაზონ იოანეს დაუწერინებია ათონელი ბერებისთვის.
სასწაულთმოქმედებით გამორჩეული ხატის ასლები, სამეგრელოს თეკლათის მთავარანგელოზთა მონასტერში, მცხეთის სამთავროს დედათა და ბოდბის დედათა მონასტრებშიცაა დავანებული. ხოლო 1911 წელს ათონის წმინდა მთაზე შექმნილი კიდევ ერთი ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარს ამკობს.
მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში დაბრძანებული ხატი 1919 წელსაა შესრულებული. წარწერიდან ჩანს, რომ იგი ათონის მთაზე, ივერიის მონასტერში მოღვაწე მღვდელ-მონაზონ ილიას, მისი სულიერი მამის, სქიმმონაზონ მაკარის კურთხევით დაუწერინებია “სამთავროს” ფერისცვალების დედათა მონასტრისთვის.
1989 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოში ივერიის ღვთისმშობლის ხატის კიდევ ერთი ასლი ჩამოაბრძანეს, რომელმაც თბილისის სიონის ტაძარში დაივანა. სიონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი, ათონის წმიდა მთის ბერებმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თხოვნით დაწერეს. იგი ოფიციალურ სიგელში “კანონიერ ასლად” იწოდება, დედანის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში კი, მის მნიშვნელობას იძენს.
ხატი დაბრძანებულია სიონის საკათედრო ტაძარში.
1989 წელს დაიწერა და ათონის მთიდან საქართველოში ჩამობრძანდა ასლი ივერიის ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც სიონის საკათედრო ტაძარში მოათავსეს. 1999 წლის დეკემბერში, როდესაც ხატი პერანგში უნდა ჩაესვათ, იგი გახსნეს და მინა მოაცილეს რა დროსაც დაფიქსირდა სასწაული: ხატის ასლი მინაზე სასწაულებრივად გადავიდა.

ივერიის ღვთისმშობლის ხატის ჩამობრძანება 1989


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jul 14 2012, 17:50
პოსტი #4


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ბოდბის ივერიის ღვთისმშობლის ხატი


IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი
ბოდბის ივერიის ღვთისმშობლის ხატი



http://www.pravoslavie.ru/gallery/image93_17077.htm



ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, სასწაულებით განდიდებული. მდებარეობს ბოდბის დედათა სავანეში, წმინდა ნინოს საფლავზე. ეს ხატი ათონის მთაზე დაიწერა 1905 წელს.
ბოდბის წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის სიწმინდეს წარმოადგენს,ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი
ხატს კომუნისტების დროს საავადმყოფოდ გადაკეთებულ მონასტერში რენტგენის კაბინეტში მაგიდად იყენებდნენ. ღვთისმშობელი ერთ ექიმ ქალს გამოეცხადა და ხატის თავის ადგილზე გადასვენება უბრძანა. ერთხელ ერთმა ურწმუნო ადამიანმა ამ ხატის შეურაცხყოფა სცადა და დანით დაუსერა სახე, რისთვისაც მკაცრად დაისაჯა და სრულიად ჯანმრთელი მოულოდნელად გარდაიცვალა.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jul 14 2012, 20:39
პოსტი #5


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის ივერიის ღვთისმშობლის ხატი


IPB-ს სურათი
მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის ივერიის ღვთისმშობლის ხატი


ივერიის ღმრთისმშობლის ხატმა მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერშიც ინება მისულიყო და მოწყალებათა დაუწყვეტელი წყარო აღმოედინა იქ მოღვაწე დედებისთვის. ხატის ისტორიას მოგვითხრობს მასზე არსებული წარწერა: „განგებითა სამ მნათობიერისა ღვთისა და წამისყოფითა ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისათა, მე უნდომან მონამან მისმან, მონაზონმა ილია, ივერიის მონასტრის ძმათაგანმა, შენდობითა სულიერისა მამისა ჩემისა, სქიმონაზონი მაკარისა, დავახატვინე წმიდა ხატი ესე სახელწოდებით სასწაულმოქმედი დედა ღვთისა ივერიის კარისა და შევწირე მცხეთის „სამთავროს“ ფერისცვალების დედათა მონასტერს, ვითარცა მფარველად მიურულებლად, სარწმუნოებითა და შიშითა ღვთისათა მკვიდრთა მას შინა, ვასრულებ ჩემი წრფელი გულით დაპირებულსა, სულიერის ძმისა პავლე ჯაფარიძისა, რომელმან მაიძულა ამის სრულყოფად. ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო მწე და მფარველ გვეყავნ, ამინ! ათონის მთა. წმიდა ივერიის ქართველთა მონასტერი. 1912 წ.“

სამთავროს დედათა მონასტერი (მცხეთა)

მცხეთაში, სამეფო ბაღში, სადაც წმინდა ნინო ცხოვრობდა, მეფე მირიანმა ტაძარი ააგო და ანდერძად დაიბარა, აქ დამმარხეთო. მართლაც, მეფე მირიანი და დედოფალი ნანა დღემდე სამთავროს ტაძარში განისვენებენ.

სამთავროს მონასტრის ეზოში არის მცირე საყდარი, წმინდა ნინოს სახელობისა. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც წმინდა ქალწული პირველად დაემკვიდრა. საყდრის გვერდით დღესაც ხარობს მაყვლის ბუჩქი, რომელმაც წმინდა ნინო შეიფარა. მასში ქალწული რამოდენიმე ხანს იმალებოდა.

სამთავროს ძველი ტაძრის ადგილზე მე-10 საუკუნეში ახალი ეკლესია ააგეს და ქრისტე მაცხოვრის სახელზე აკურთხეს. აქ სპეციალურ ლუსკუმაში ჩასვენებულია სხვადასხვა სიწმინდეები. ტაძარში სასწაულთმოქმედი ხატებია: ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი 1917 წლის რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე ცრემლს ადენდა, ხოლო კანკელის ხატები 1990-იან წლებში - მირონს.

სამთავროში თავდაპირველად მამათა მონასტერი იყო, მაგრამ დროთა სიავის გამო დაიხურა. XIX საუკუნეში კი დედათა მონასტერი გაიხსნა, რომელიც დღემდე არსებობს.

სამთავროს ეზოში მდებარე კოშკში მოღვაწეობდა ჩვენი თანამედროვე, ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ბერი - მამა გაბრიელი. იგი, როგორც სიცოცხლეში, ისე გარდაცვალების შემდეგ უამრავ სასწაულს აღასრულებს. მის საფლავზე ზამთარ-ზაფხულ ყვავიან ყვავილები, მუდმივად ანთებული კანდელის ზეთით კი მრავალი ადამიანი იკურნება.

ივერიის ღვთისმშობლის ხატთან დაკავშირებით ცნობილია მამა გაბრიელის მოწოდება ქართველი ერისადმი:
„ ”სანამ ერი მუზეუმიდან ანჩისხატს არ დაიბრუნებს, აწყურის ღმრთისმშობლის ხატი არ გამოჩნდება და ივერიის ღმრთისმშობლის ხატი არ ჩამობრძანდება, როგორღა გაბრწყინდება საქართველო?”


სამთავროს დედათა მონასტერი






ჯიხეთის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი


მეოცე საუკუნის დამდეგს ყოვლადწმისა ღმრთისმშობელმა თავისი ივერიის ხატის ასლი მიჰმადლა გურიის მხარესაც. ათონის მთაზე მოღვაწე ქართველმა მამამ, იოანე ღმრთისმეტყველის სავანის წინამძღვარმა, მღვდელმონაზონმა იონამ, ათონელ ბერებს გურიის ჯიხეთის დედათა მონასტრისათვის დააწერინა ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ასლი და უსახსოვრა დედათა სავანეს. ეს იყო ჟამი, როდესაც გურიაში მძიმე დღე უდგა ეკლესია-მონასტრებს - ხატებს ანადგურებდნენ, მონასტრებს არბევდნენ, სამღვდელო პირებს შეურაცხყოფდნენ. ასეთ დროს მიღებული დიდი სიწმინდე სულიერად აღადგენდა ერსა და ბერს და განამხნევებდა უფლისადმი ერთგულებაში. ჯიხეთის ივერიის ხატი შემკულია მამა იონას დაკვეთით შესრულებული წარწერით: „განგებითა ღმრთისათა, და წამისყოფითა დედისა ღმრთისათა, მე მონა მისი მღვდელმონაზონი იონამ, ამჟამად მყოფი ათონის მთაწმიდის ქართველთა წმიდა იოანე მახარებლის სავანის გამგემან, დავახატვინე წმიდა ხატი ესე სახელწოდებით სასწაულმოქმედი დედა ღმრთისას ივერიის და შევსწირე გურიის ჯიხეთის დედათა სავანესა. დედაო ღვთისაო მარიამ, მომიხსენე მე ცოდვილი, ოდეს მოვიდეს ძე შენი დიდებითა მისითა ჩემის მშობლებით, სულიერი და ხორციელი ძმებითურთ. ამინ. 1905 წელსა 1 აგვისტოსა“.
http://www.orthodoxy.ge/khatebi/sakartveloshi.htm

IPB-ს სურათი
ჯიხეთის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jul 14 2012, 21:04
პოსტი #6


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ივერიისად (ქართულად) წოდებული ღვთისმშობლის ხატი


IPB-ს სურათი
ივერიისად (ქართულად) წოდებული ღვთისმშობლის ხატი


რომელ არს მოსკოვს, ალექსი მიტროპოლიტის მონასტერში (1650)

1612-1617 წლებში ირანის ძლევამოსილი ხელმწიფე, შაჰი-აბას I ოთხჯერ შემოესია კახეთის სამეფოს და თითქმის სრულიად ააოხრა. კახეთმა თავისი მოსახლეობის ორი მესამედი დაკარგა, ასი ათასამდე მტერს შეაკვდა, ორასი ათასამდე კი ტყვედ იქნა წაყვანილი, რომელნიც ირანის შიდა პროვინციებში ჩაასახლეს. ამ შემოსევების დროს ეკლესია-მონასტრები შემუსრეს და მათში დაცული სიწმინდეები ზოგი გარყვნეს და ზოგიც - ირანს გაიტაცეს. მათ შორის იყო ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატიც. ღმრთის განგებულებით ეს ხატი შაჰის კარის მოხელემ ისპაჰანს მყოფ რუს ვაჭარს, სტეფანე ლაზარევს, მიჰყიდა. იმავე დროს, იაროსლავში დიდვაჭარს, გიორგი (გრიგორი) ლიტკინს, რომლის სავაჭრო საქმეებზეც იყო სტეფანე სპარსეთში წასული, ძილში ღმრთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა, რომ მალე ჩამოვიდო-და მისი მნე (ეკონომოსი) ძვირფასი ხატით, რომელიც უნდა წარეგზავნა არხანგელსკის ეპარქიაში, 1603 წელს დაარსებულ ჩერნიგორის მამათა მონასტერში. შემდგომში მონასტერს სახელი შეუცვალეს და კრასნოგორის მონასტერი უწოდეს. ამ ხილვით განცვიფრებულმა გიორგიმ ხატის მოსალოდნელი ჩამობრძანების ამბავი პატრიარქს აუწყა. 1623 წ. სტეფანე ლაზარევი რუსეთში დაბრუნდა და ძვირფასი ხატი პატრონს მიართვა. როდესაც გიორგიმ ხატი ჩერნიგორის სავანეში დიდი პატივით გადააბრძანა, ხატმა მაშინვე მოახდინა დიდი სასწაული: ბრმა და ყრუ ბერს, პიტირიმს, რომელიც ხატის წინ ლოცულობდა, თვალები აუხილა და სმენა აღუდგინა. პირველ სასწაულს სხვა მრავალიც მოჰყვა და ხატმა მთელ რუსეთში გაითქვა სახელი.

ალექსი მიხეილის ძის მეფობის დროს (1645-1676 წწ) ხატს მოსალოცად დააბრძანებდენ რუსეთის სხვადასხვა მხარეში. 1654 წელს მოსკოვში შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა. კრასნოგორის მონასტრიდან ხატი მოსკოვში წააბრძანეს და ახლადაშენებულ სამების ტაძარში დააბრძანეს. ხატის წინ ჩატარებული სავედრებელი ლოცვის შემდეგ გაბრიელ ევდოკიმოვის შვილი, რომელიც შავი ჭირისაგან დასნებოვნებული სიკვდილს ებრძოდა, სრულიად განიკურნა.

ამ სასწაულებრივი განკუნების სამადლობელოდ კრემლის ხატმწერებმა გააკეთეს ზუსტი ასლი, რომელიც სამების ტაძარში დარჩა. ამ ასლიდანაც ურიცხვი სასწაული აღესრულებოდა. მოსკოველ ვაჭარს სტეფანოვს, რომელიც შავი ჭირის ეპიდემიის დროს მხურვალედ ევედრებოდა ღმრთისმშობელს ოჯახის გადარჩენას, სამჯერ გამოეცხადა ძილში და უთხრა: „წადი და ილოცე ღმრთისმშობლის ქართულ ხატთან, რომელიც სამების ტაძარშია და დაცული იქნებითო“. ამით დაიმედებულმა ვაჭარმა, ოჯახი მოსკოვიდან აღარ გაიყვანა და მხურვალე ლოცვა დაიწყო ქართულ ხატთან. მართლაც, მისი ოჯახი გადარჩა.

ყაზანის ეპისკოპოსმა ლავრენტიმაც დააწერინა კრასნოგორსკის ქართული ხატის ასლი და მით ახლად დაარსებული რაიფის მამათა სავანე დალოცა. შემდგომმა სასწაულებმა უბიძგა ნოვგოროდის მიტროპოლიტ ნიკონს (შემდგომში რუსეთის პატრიარქს), გამოეკვლია ეს სასწაულები და 1658 წელს ხატის დღესასწაულად, მისი რუსეთში ჩაბრძანების დღე, 22 აგვისტო დაადგინა. ამ დროიდან ყოველ წელს ხატს დიდი პატივით მიაბრძანებდენ არხანგელსკში ხალხის საკურნებლად, შემდეგ კი კვლავ მონასტერში მიაბრძანებდენ. 1698 წ. ხატის სადღესასწაულო განგება შეადგინა მოსკოვის ტიპოგრაფიის ზედამხედველმა ფეოდორ პოლიკარპოვმა. 1904 წელს სამების ტაძარში დაბრძანებულ ხატს ცალკე სამყოფელი აუშენეს, რომელსაც აგრეთვე ქართული უწოდეს.

1812 წ. რუსეთიდან საფრანგეთის არმიის განდევნის საზეიმო მსვლელობაში ქართულ ხატთან ერთად მონაწილეობას იღებდა ღმრთისმშობლის სამი ხატი: „ივერიისა“; „ვლადიმირისა“ და „დაშრიტე მწუხარება ჩემი“.

ამ ოთხი საუკუნის განმავლობაში რუსეთში ქართული ხატის ოცამდე ასლი დაიწერა, რაც მისდამი დიდ სიყვარულსა და პატივისცემაზე მეტყველებს. საქართველოშიც დაიწერა ქართული ხატის რამდენიმე ასლი და იმედია კვლავაც მრავალი დაიწერება.






ევედრებიან ჭირის, ჟამიანობის დროის, სიბრმავის და სიყრუის განსაკურნებლად

ტროპარი:
იხარებენ მართლმადიდებელნი ერნი, ყოვლადწმინდაო დედუფალო ღვთისმშობელო, მჭვრეტელნი ყოვლადსაკვირველისა და სასწაულმოქმედისა ხატისა შენისანი და მეოხებითა შენითა სულიერსა და ხორციელსა კურნებასა მარადის მიემთხუევიან. და ჩუენცა, თაყუანისმცემელნი მისნი, გულითა მხურვალითა გიგალობთ შენ: შეგვიწყალენ, დედაო სახიერო, მდაბალნი მონანი შენნი და ყოვლისაგან ბოროტისა და ზედამოსვლისაგან მტერთასა მიხსნენ ჩუენ, ევედრე ძესა შენსა, უფალსა ჩუენსა იესოს, რაითა ცხოვნებულნი დაგვამკვიდროს ზეციურსა მოქალაქეობასა მადლითა და კაცთმოყუარებითა მისითა.

ტროპარი: საკვირველსა შენსა მფარველობასა, პორტაიტისაო, რომლისა მიერ გამოგვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, შევუვრდებით და მხურვალედ ვღაღადებთ ყოვლადვე: ვითარცა ძველად აჩვენე მადლი შენი ჩვენ ზედა, ეგრეთვე აწცა, დედოფალო ნუ დაგვიტევებ სრულიად, რამეთუ აღთქუმულ გაქვს შენ დაფარვაი და დაცვაი მათი, რომელი შეუორგებელითა სულითა მოვლენან შენდა.

ტროპარი: წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედუფალო ღვთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედე და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლაწმიდაო.

კონდაკი: ვითარცა მეოხსა და დამფარველსა და ზედამდგომელსა, გიგსალობს შენ მარადის, პორტაიტისაო, სახელდიდი მწყობრი შენი სამღვდელოთა და სიღრმეთაგან სულისათა ხმობს შენდამო დაუცხრომელად: დამიცევ მე, დედოფალო.

ლოცვა 1

მიიღე, ყოვლად-კეთილ-მოღვაწეო, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო, პატიოსანი ძღუენი ჩუენ უღირსთა მონათა შენთაგან, რომელნი წარდგომილნი წინაშე ყოვლადწმინდისა ხატისა შენისა, გალობითა ლმობიერითა გადიდებთ შენ, ვითარცა შემსმენელსა ჩუენსა, ისმინე ვედრებაიცა ჩუენი და სარწმუნოებით მლოცველთა თხოვაი ყოველი აღუსრულე, მწუხარეთა ტანჯვაი აღუმსუბუქე, უძლურთა სიმრთელეი მიჰმადლე, მოწყლულთა და განრღვეულთა კურნებაი მიანიჭე, შეპყრობილთაგან სულნი ბოროტნი განსდევნენ, ჩაგრულთა შეეწიე, ცოდვილთა შეუნდევ, კეთროვანნი განსწმინდენ, ყრმანი შეიწყალნენ, უნაყოფოთაგან უნაყოფობაი მათი დაჰხსენ, ეგრევე, დედუფალო, საპყრობილეთა და საკვრელთაგან განმათავისუფლენ, ყოველთა ვნებათა ჩუენთაგან აღმადგინენ, სნეულებანი თვალთანი განკურნრნ და მაცხოვნენ ჩუენ სიკუდილშემოსილისაგან წყლულებისა, რამეთუ ყოველივე შესაძლებელ არს მეოხებისა შენისათვის წინაშე ძისა შენისა, ქრისტესა ღვთისა ჩუენისასა: ჰოი, ჰოვლადსაგალობელო დედაო, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, ნუ დააცადებ ლოცვასა შენსა ჩუენ უღირსთა მონათა შენთათვის, რომელნი გადიდებთ და პატივს გცემთ შენ და თაყუანის-ვცემთ ყოვლადწმიდასა ხატსა შენსა და სარწმუნოებაი გუაქუს უმეტესი და შეუორგულებელი შენდა მომართ მარადის ქალწულისა, უფროისად დიდებულისა და ყოვლადუხრწნელისა მომართ, მადიდებელთა, პატივისმცემელთა და მგალობელთა ამათ შენთა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ლოცვა 2

შენდა შევრდომილნი გიგალობთ შენ, ღმრთივრჩეულო ყრმაო, ყოვლადწმიდაო ქალწულო ღვთისმშობელო, დედუფალო ზეცისა და ქუეყანისაო: შეისმინე ვედრებაი ხმისა ჩემისა და ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩუენ უღირსთაგან. შეიწირე, ყოვლადსახიერო უღირსთა მონათა შენთაგან, რომელნი პატივს ვსცემთ ყოვლადპატიოსანსა სახელსა შენსა და სარწმუნოებით თაყუანისგცემთ შენ წინაშე სასწაულმოქმედსა ხატსა შენსა, მომძღვანებელნი აწ მხურვალისა ლოცვისა ჩუენისანი. აღამაღლენ ისინი წინაშე საყდრისა ძისა შენისა, ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა, რაითა მოწყალე იქმნას უსამართლობათა ჩუენთა ზედა, არამედ განამრავლნოს უხუებანი თვისნი. ვუწყით რამეთუ არა ვართ ღირს, ცოდუათა ამათ ჩუენთათვის, რაითა შეწყალებულ ვიქმნათ მის მიერ, უკეთუ არა შენ ევედრებოდე ჩუენთვის, დედუფალო: ყოველივე ძალგიძს თხოვად წინაშე მისსა, რამეთუ გაქუს კადნიერებაი დედობრივი, ამისთვისცა ყოვლადძლიერსა და ყოვლადსახიერსა მეოხისა ჩუენისა მომართ მოვილტვით, გულისმოდგინებითა მვედრებელისა. ევედრე, შენგან შობილსა მხოლოსა ძესა ღმრთისასა, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაითა წმიდათა მამათა მიერ გარდამოცემულსა მართლმადიდებელსა სარწმუნოებასა შინა განვტკიცდეთ, ვიდრე აღსასრულამდე ცხოურებისა ჩუენისა, და ყოველთა მცნებათა მიმართ უფლისათა დაუბრკოლებლად ვიდოდეთ, და ყოველნი დღენი ცხორებისა ჩუენისანი ვსცხონდებოდეთ სიწმიდითა და ღმრთისმოსაობითა და კეთილსა ქრისტიანობითსა აღსასრულსა ღირს ვიქმდეთ და კეთილსა სიტყვისგებასა საშინელსა სამსჯავროსა ზედა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა და ესევითარად მივსწვთეთ შეწევნითა შენისა საფარველისათა ცხოვრებასა საუკუნესა მეუფებასა შინა მამისა ნათლისასა, რომელსა თანა მხოლოდშობილითა ძითა მისთა და წმიდითა სულისა შუენის დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


Икона Божией Матери «Грузинская»



--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jul 15 2012, 18:54
პოსტი #7


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის „ვლადიმირის“ ხატი

ხსენება - 23.06 (ძვ.სტ.)



IPB-ს სურათი


გადმოცემის მიხედვით ხატი ლუკა მახარებელმა დაწერა იმ მაგიდის დაფაზე, რომელზედაც მაცხოვარი ყოვლადწმიდა დედასთან ერთად და მართალ იოსებთან ერთად ტრაპეზობდა. ხატი ღვთისმშობლის მიძინებამდე დაიწერა და მადლმოსილმა ავტორმა იგი ყოვლადწმინდა ქალწულს მიუტანა. როდესაც თავისი გამოსახულება იხილა ხატზე, ღვთისმშობელმა წინასწარმეტყველური სიტყვები გაიმეორა: „ამიერითგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი“ და დაამატა: „მადლი ჩემი და ჩემგან შობილისა ძისა იქმნას ხატსა ამას ზედაო“. ხატის ასლები მრავალ ქვეყანაში სასწაულებით განდიდდა.

450 წლამდე ხატი იმყოფებოდა იერუსალიმში, XII საუკუნემდე-კონსტატინოპოლში(სტამბოლში), მომდევნო პერიოდი კი დაკავშირებულია რუსეთთან.
კონსტატინოპოლის პატრიარქმა, ლუკამ სიწმინდე კიევში, დიდ მთავარს იური ვლადიმირის-ძე დოლგორუკოვს გადაუგზავნა.
იგი ვიშგოროდში,დნეპრთან, დედათა მონასტერში დააბრძანეს.

1155 წელს დიდმა მთავარმა იურიმ ვიშგოროდი თავის ვაჟს, მთავარ ანდრიას დაგასცა. ვიშგოროდის სავანის კლირიკოსებმა ერთხელ ტაძარში შესვლისას დაინახეს, რომ ხატი თავისი ადგილიდან გადმოსულიყო და ეკლესიის შუაგულში ჰაერში იდგა. ხატი ძველ ადგილას დააბრუნეს, მაგრამ მალე ნახეს, რომ ხატი კვლავ ჰაერში ეკიდა. მთავარი ანდრია მიეახლა ხატს და მხურვალებით ლოცულობდა მის წინაშე, შემდეგ პარაკლისი აღასრულა, ღვთისმოსაობით აიღო ხატი, სხვა საგანძური და ღამით, მამის ნებართვის გარეშე ვიშგოროდიდან წავიდა.
ვლადიმირში ჩასულ მთავარს კლიაზმაზე დიდი სიხარულით დახვდა მოსახლეობა. ამის შედეგ როსტოვისაკენ გამგზავრება გადაწყვიტა, მაგრამ ცხენები, რომლებითაც ხატს მიაბრძანებდნენ, შეჩერდნენ და გზა აღარ გააგრძელეს. მაშინ სხვა ცხენები შეკაზმეს, მაგრამ ისინიც ადგილიდან არ დაიძრნენ. ხატის წინაშე მხურვალე ლოცვის შემდეგ მთავარმა ღვთისმშობლისაგან ბრძანება მიიღო, ხატი ვლადიმირში დაეტოვებინა. მთავარი ანდრია ვლადიმირში სასწაულმოქმედი ხატისათვის ტაძრის მშენებლობას შეუდგა. ორი წლის შემდეგ ტაძარი დასრულდა და ბრწყინვალედ შეიმკო. ღვთისმოყვარე მთავარმა ხატის გამშვენებაზე იზრუნა, ოქროსა და ვერცხლის პატიოსანი თვლებით შემკული მოჭედილობით შემოსა. ის ვლადიმირის მიძინების ტაძარში დააბრძანეს და იმ დროიდან ვლადიმირისა უწოდეს. ხატი მრავალი და დიდი სასწაულით გაბრწყინდა.
3 ივნისს მართმადიდებელი ეკლესია ვლადიმირის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის , ორ მოვლენას მოიხსენიებს: პირველს, 1514 წელს, ამ დროს მიტროპოლიტ ვარლაამის სახლში განახლდა ვლადიმირის ხატი და მასთან დაკავშირებით 3 ივნისს დადგინდა ლიტანია მიძინების ტაძრიდან მირქმის მონასტრის მიმართულებით. განახლების დღესასწაულს მეორე ისტორიული მოვლენა დაერთო. 1521 წელს რუსეთის ხსნა ნოღის, ყირიმის და ყაზანის თათრებისგან, რომლებმაც დევლეთ-გირვის წინამძღოლობით მოსკოვის საზღვრები ისეთი სისწრაფით გადმოლახეს, რომ დიდმა მთავარმა ვასილი იოანეს ძემ მტრის წინსვლის შესაჩერებლად ოკის ნაპირებზე ჯარის გადმოყვანა ძლივს მოასწრო. ნიჟნი ნოვგოროდისა და ვორონეჟის დასახლებები მდინარე მოსკოვის ნაპირებამდე ცეცხლს მისცეს. ტყვედ წაიყვანეს მოსახლეობა. ახალშობილებს ხოცავდნენ, მათ მიწაზე ანარცხებდნენ, ტყვეებს ასტრახანსა და ყაზანში მონებად ყიდდნენ, სუსტებსა და მოხუცებს შიმშილით ხოცავდნენ.
მოსკოვში არეულობა მეფობდა, ყველა კრემლისაკენ მირბოდა, ხსნას კრემლში ეძებდნენ, ცრემლი და ლოცვა არ წყდებოდა. შუაღამისას ერთი ღვთის გლახა, სახელად ვასილი მიძინების ტაძრის ჭიშკართან მხურვალედ ლოცულობდა. უცებ ლოცვა ძლიერმა ხმაურმა შეაწყვეტინა და მის წინაშე კარი უხილავმა ძალამ გააღო. ღვთიმშობლის ხატმა თავისი ადგილი მიატოვა და ხმა მოესმა მისგან: ,,რუსეთის მღვლდელმთავრებთან ერთად გავალ ქალაქიდან”. უცებ მთელი ტაძარი ალმა გაანათა, რომელიც მყისვე გაქრა. იმავე ღამეს ამაღლების მონასტრის ერთმა მოხუცმა ბრმა მონაზონმა თავის სენაკში ყოფნისას იხილა, რომ სპასსკის კარიბჭიდან მღვდელმთავართა დასი და ბრყინვალე სამღვდლოდ მოსილი მამები გამოვიდნენ. მათ შორის იყო ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, მაგრამ როგორც კი ფლოროვის კარიჭე გამოიარეს, წინ ღირსნი სერგი რადონეჟელი და ვარლამ ხუტინსკი შემოხვდნენ. ისინი ფეხებში ჩაუცვივდნენ და ეკითხებოდნენ, თუ საით მიდიოდნენ ისინი და ვის უტოვებდნენ ქალაქს, მღვდელმთავრებთან ცრემლით უპასუხეს: ,,უფალმა გვიბრძანა, არა მარტო დაგვეტოვებინა ქალაქი, არამედ თან მისი ყოვლადწმინდა დედის სასწაულმოქმედი ხატიც წაგვებრძანებინა, რადგან ადამიანებმა არად ჩააგდეს შიში ღვთისა და მის მცნებებს არ მისდიეს. უფალმა დაუშვა, რომ ბარბაროსები შემოსულიყვნენ. დაე, ახლა დაისაჯონ და სინანულის გზით დაუბრუნდნენ უფალს”. წმინდა მოღვაწეებმა სერგიმ და ვარლამმმა მიმავალ მღვდელმთავრებს ხვეწნა დაუწყეს, რომ ლოცვა-ვედრებით ღვთის მართლმსაჯულება მოწყალებად შეეცვალათ. მათთან ერთად ღმერთს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ევედრებოდნენ. მღვდელმთავრებმა ჯვარი გადასახეს ქალაქს. ღვთისმშობლის ხატი მიძინების ტაძარში დაბრუნდა და მასთან მთელი რუსეთი გადარჩა.
მემატიანეები მოგვითხრობენ, რომ თათრებს მოსკოვის გადაწვა სურდათ, მაგრამ უცებ ქალაქის ირგვლივ ურიცხვი რუსული ლაშქარი დაინახს და შეშინებულებმა ამის შესახებ ხანს აცნობეს. მან არ დაიჯერა და დასარწმუნებლად სხვები გამოგზავნა, მაგრამ როცა მათ რუსი მეომრები დაინახეს, ხანს აუწყეს, რომ თათრები შეშინდნენ და გაიქცნენ. ამ სასწაულებრივი გადარჩენის მოსახსენიებლად მოსკოვში 3 ივნისს მირქმის მონასტრისკენ ლიტანია იმართება.

ვლადიმირის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული წელიწადში 3-ჯერ (21 მაისს, 23 ივნისსა და 26 აგვისტოს) აღნიშნება

http://www.pravmir.ru/ikona-bozhiej-materi-vladimirskaya/


http://ricolor.org/history/ka/svyatyni/5/


„ვლადიმირის“ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს ევედრებიან უცხოტომელთა შემოსევისას, მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცებისათვის, ერესებისა და სქიზმებისაგან დასახსნელად, მოშუღართა შესარიგებლად, სამშობლოს დაცვისათვის.

.


ტროპარი, ხმა 4
ბრწყინვალედ იხარებს დღეს ღვთივდაცული ერი ჩუენი, დედუფალო, მიმრქმელი, ვითარცა ნათლისა მზისასა, სასწაულთმოქმედისა ხატისა შენისა, რომლისა ქვეშე შევრდომილნი მოვილტვით შენდამი და გიგალობთ ესრეთ: ჰოჲ, ყოვლადსაკვირველო დედუფალო ღვთისმშობელო, ევედრე შენგან განხორციელებულსა ქრისტჱსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა იჴსნას ქალაქი ესე და ყოველნი ქალაქნი და მხარენი ქრისტეანეთანი და უვნებლად დაიცვნეს იგინი ყოველთა მბრძოლთა მათთაგან და იჴსნენ სულნი ჩუენნი, ვითარცა კაცთმოყვარე არს.

ლოცვა 1

ვისა უგალობდეთ ღვთისმშობელო, ვისა მიმართ ვჴმობდეთ ჟამსა მწუხარებისა ჩუენისასა, თჳნიერ შენსა, დედუფალო ზეცათაო, ვინ სადა ცრემლნი და სულთქმანი ჩუენი შეისმინოს თჳნიერ შენსა, ყოვლადუჴრწნელო, სასოო ქრისტიანეთაო და ნავსაყუდელო ცოდვასა შინა გუემულთაო, ვინა სადა აღემატოს მოწყალებათა შენთა, მოჰყავ ყური შენი, დედუფალო, ჩუენთა ცოდვილთა მომართ, დედაო ღვთისა ჩუენისაო და ნუ უგულებელსმყოფ, რომელნი მწედ გიხმობთ: შეისმინე სულთქმანი ჩუენნი, განგვამტკიცენ ცოდვილნი ესე, განმსწავლენ ყოველნი და გულისჴმისყოფაჲ კეთილთაჲ მომმადლენ დედუფალო ზეცითასაო და ნუ განმეშორები მონათა ამათ შენთა ცოდვათა ჩუენთათჳს, არამედ მექმენ ჩუენ მშობელ და შუამდგომელ და ღირს მყვენ საფარველსა მოწყალებისასა ძისა შენისა, განაგე ჩუენ ზედა ნებაჲ, შენი, ვითარცა თჳთ უწყი, მშვიდობითსა და უვნებელსა ცხორებასა მიმამთხვიენ ცოდვილნი ესე, რაჲთა ვგოდებთ ცოდვათა ჩუენთა ზედა და შენთანა ვიხარებდეთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ლოცვა 2

ჰოჲ ყოვლადმოწყალეო ღვთისმშობელო დედუფალო ზეცისაო, მეოხო ყოვლადძლიერო, ურცხვენელო შუამდგომელო ჩუენო, გმადლობთ შენ ყოველთა ქველისმოქმედებათა შენთათჳს, რომელი ჰქმენ ერისა შენისათვის წმიდისა ხატისა შენისა მიერ ვიდრე მოაქჟამამდე. და აწცა მოიხილე ჩუენ ცოდვილთა და უხმართა მონათა შენთა ზედა, დედუფალო ყოვლადსახიერო, გვიჩუენენ მოწყალებაჲ შენი და ევედრე ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა განგვათავისუფლოს ჩუენ ყოვლისაგან ბოროტისა და დაიცვას ყოველნი ქალაქნი და სოფელნი და ყოველი ქუეყანაჲ ჩუენი სიყმილისაგან, სვრისა, რღვნისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედამოსვლათაგან მტერთასა და ტომითისი ბრძოლისაგან. ევედრე კეთილდღეობითი და მშვიდობიანი ცხოვრებისათვის მართლმადიდებელ ქრისტეანეთათვის ყოველსა კეთილსა შინა და ცხოვნებისათვის რაჲთა ღირსებით ჰმწყსიდნენ ქრისტესმოყუარეჲ მხედრობაჲ ერისა ჩუენისა, მხედრობისა მთავართა და ერისმთავართა მოანიჭე სული განბრჭობისა და გონიერებისა ყოველსა მთავრობასა შინა მყოფსა გარდამოუვლინე წმიდაჲ კურთხევაჲ შენი და ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისიანეთა, თაყუანისმცემელთა შენთა და მვედრებელთა წინაშე აღმადგინებელისა ხატისა შენისათა. გვექმენ ჩუენ შუამდგომელ და მეოხ წინაშე საყდრისა მაღლისაჲთა, რომლისა წინაშე წარდგომილ ვართ. ვისა მიმართ მოვილტვოდეთ, უკეთუ არა შენდა მომართ, დედუფალო, ვისა მიმართ შევსწირვიდეთ ცრემლთა და სულისთქმათა ჩუენთა, უკუეთუ არა შენდა მომართ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელოა არა გვივის სხვაჲ შეწევნაჲ, არცა სასოჲ, თვინიერ შენსა, დედუფალო ზეცითასაო. საფარველისა შენისა ქუეშე მოვილტვით, ლოცვითა შენითა გვითხოვე ჩუენ მშვიდობაჲ, სიმრთელეჲ, ქუეყანისა ნაყოფიერებაჲ, კეთილშეზავებულებაჲ ჰაერისა, გვიხსენ ჩუენ ჭირთაგან და მწუხარებათაგან ყოველთა, ყოველთა უძლურებათა და სნეულებათაგან, მოულოდნელისაგან სიკუდილისა და ყოვლისაგან განბოროტებისაგან მტერისა. განგვიხვენ ჩუენ გონებაჲ და განგვსწავლენ ჩუენ, ჰოჲ შუამდგომელო ყოვლადწმიდაო, თუ ვითარ განვლოთ უცოდველად ქვეყნიერი ცხოვრებაჲ ესე ჩუენი; შენ უწყი უძლურებანი ჩუენი, უწყი ცოდვანიცა ჩუენნი და უწყი სარწმუნოებაცა ჩუენი და სასოებასა ჰხედევდ; მოგუმადლე ჩუენ განმართებაჲ ცოდვილისა ცხოვრებისა ჩუენისა და მოამდორვენ განბოროტებულნი გულნი ჩუენნი. განგვამტკიცენ ჩუენ მართალსა სარწმუნოებასა შინა, დანერგენ გულთა შინა ჩუენთა სული შიშისა ღმრთისა, სული ღმრთისმოსაობისა, სული მორჩილებისა, მოთმინებისა და სიყუარულისა, წარმატებისა კეთილთა საქმეთა შინა. გვიხსენ ჩუენ განსაცდელთაგან, სწავლებათაგან სულთა წარწყმედელთა, ურწმუნოებისაგან, გარყვნისა და საუკუნოჲსა სიკუდილისაგან. შენ გევედრებით, ყოვლადწმიდაო დედუფალო შევრდომილნი წმიდასა ხატსა შენსა, მოწყალე იქმენ ჩუენ ზედა და შეგვიწყალენ ჩუენ და საშინელსა დღესა მას განკითხვისასა შუამდგომელობითა და მეოხებითა შენითა ღირს გვყვნენ დადგომად მარჯვენით ძისა შენისა, ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა, თანადაუსაბამოჲ მამით მისით და ყოვლადწმიდით და სახიერით და თანაარსით სულით მისითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!


Владимирская икона Божией Матери


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jul 17 2012, 19:56
პოსტი #8


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი


რუსეთში, XVIIსაუკუნის დასაწყისში, იყო ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამი ხატი: გამოცხადებული ორიგინალი და ორი გადაწერილი ასლი, რომელთაგან ერთ-ერთი დაიწერა ივანე მრისხანისთვის, ხოლო მეორე-თავად დიმიტრი პოჟარსკისთვის. მიუხედავად იმისა, რომ არეულობების და შფოთის დროს ეს სამივე ხატები აირია ერთმანეთში, სამივე ითვლება სასწაულმოქმედად.

IPB-ს სურათი

რუსეთში, ყაზანის ღვთისმშობლის ხატის მრავალი ასლია ცნობილი.
ყაზანური ხატწერის, განმასხვავებელ თავისებურებას წარმოადგენს, მაკურთხებელი ყრმის ფრონტალური მდგომარეობა და ის, რომ ხატზე არ ჩანს ღვთისმშობლის ხელი, რომლითაც ის ყრმისკენ უთითებს
.


IPB-ს სურათი


ამჟამად, სასწაულმოქმედად ითვლება სანკტ–პეტერბურგის, ყაზანის ტაძარში არსებული ხატი. ხატი დაწერილია კვიპაროსის დაფაზე და ექსპერტთა ინფორმაციით, ხატი ნამდვილად თარიღდება XVI საუკუნით.მასზე, ღვთისმშობლის ხატი განმსჭვალულია გასაოცარი სულიერი სილამაზით. ღვთისმშობლის სახის გამოსახულება, ნატურალურ ზომებს აღემატება, ის მშვიდი და განსულიერებულია. დიდ, სევდიან თვალებში ჩანს ენით გამოუთქმელი ტკივილი. ხატი მუქია, მაგრამ ღვთისმშობლის სახე გასაოცარი ოქროსფერი ფერებით ბრწყინავს, რომელიც ოთახის ნებისმიერ კუთხეში აღწევს. მარადიული ყრმა არ ლოცავს. ქრისტეს მაკურთხებელი მარჯვენის ადგილას, გამოსახულია ჯვარი.
ის გვახსენებს, მაცხოვრის ჯვარცმისა და ღვთისმშობლის სულიერი ტანჯვის შესახებ. სახის გამოკლებით, გამოსახულება დაფარულია საფარით, რომელიც მდიდრულადაა მორთული ძვირფასი ქვებით. ღვთისმშობელს თავზე ადგას სამეფო გვირგვინი, პერანგი მოქარგულია მარგალიტებით, გამომავალი სხივების სახით.


IPB-ს სურათი
http://www.imobilco.ru/news/-/1154/




1552წელს ივანე მრისხანემ, მუსულმანური ყაზახეთი მიუერთა მართლმადიდებელ რუსეთს.
რუსების მიერ ყაზანის დაპყრობასთან ერთად და უფრო ადრეც აქ პირველი ქრისტიანული ოჯახები დასახლდნენ. მაგრამ კეთილმა თესლმა მაშინვე როდი გამოიღო ნაყოფი. ბევრი სისხლი დაიღვარა, ბევრი შრომა და ლოცვა დასჭირდა იმას, რომ ყაზანის პირველ განმანათლებლებს ქვეყანა ურწმუნოებისგან განეწმინდათ და ღვთაებრივი ნაყოფი მოეწიათ. სულითა და სიტყვით ძლიერი ხალხის უკმარისობის გამო, მაჰმადიანობასთან შედარებით ქრისტიანობა სუსტი იყო. აუცილებელი გახდა ღვთის შეწევნა და უფალმა, რომელიც ყოველთვის ეხმარება თავის რჩეულებს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის საშუალებით დიდი მადლი გარდამოავლინა.

1579 წელს ყაზანი დააზარალა ხანძარმა, რომელიც 28 ნოემბერს წმიდა ნიკოლოზ სტუდიელის ეკლესიის სიახლოვეს დაიწყო, ქალაქის კრემლის მიმდებარე ნაწილი და შემოგარენი ადგილები მოიცვა, კრემლს მოედო და მისი ნახევარი ფერფლად აქცია. ამ ხანძარში ქრისტიანებზე მოწევნული ღვთის რისხვა დაინახეს და „ქრისტეს რწმენა - ამბობს მემატიანე - წყევლისა და შეურაცხყოფის საგანი გახდა“. ქრისტიანებმა შეინანეს და სანაცვლოდ მათ უფალმა თავისი კაცთმოყვარება აჩვენა. ქვების გროვაზე, იმ ადგილას, სადაც თავდაპირველად დაიწყო ხანძარი, იდგა ერთი მეისრის სახლი, რომელიც სხვებთან ერთად დაიწვა. როდესაც მეისრემ განიზრახა, ახალი სახლი და ეზო მოეწყო, მის ათი წლის ქალიშვილს, მატრონას სიზმრად ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, ქალაქის სასულიერო და საერო ხელისუფლებისათვის ეცნობებინა, რომ მისი ხატი მიწიდან ამოეღოთ და ფერფლადქცეული სახლის ადგილზე მიუთითა, - ხატი აქ არის მიმალულიო. გოგონამ თავდაპირველად ხილვის შესახებ არავის უთხრა, შემდეგ კი დედას გაუმხილა. მაგრამ მან ყურადღება არ მიაქცია ბავშვის ნაამბობს. მესამე ხილვის შემდეგ მატრონა ცრემლებით ეუბნებოდა დედას - „მე სიზმარში ღვთისმშობლის ხატი ვიხილე, მისი სახიდან პირდაპირ ჩემსკენ საშინელი ცეცხლი მოდიოდა, თითქოს ჩემი დაწვა სურდა და მომესმა ხმა: „თუ ჩემს სიტყვებს არ გადასცემ, მე სხვა ადგილას გამოვჩნდები, ხოლო შენ დაიღუპები“. დედამ ამჯერად მიიღო ბავშვის თხოვნა, მასთან ერთად ვოევოდასთან და მთავარეპისკოპოს იერემიასთან მივიდა და გოგონას გამოცხადების შესახებ აამბობინა, მაგრამ ბავშვისა არავის სჯეროდა. სახლში დაბრუნების შემდეგ, 8 ივლისს, დღის 12 საათზე დედამ შვილის მიერ მინიშნებულ ადგილზე თვითონ დაიწყო მიწის გათხრა. მალე მას სხვებიც შეუერთდნენ, ადგილი მთლიანად დაათვალიერეს და ვერაფერი იპოვეს. მაშინ მატრონა თვითონ შეუდგა საქმეს. იმ ადგილას, სადაც მათ სახლში ღუმელი იყო, მიწა გათხარა და მალე საუნჯეს მიაგნო. გამოჩნდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ალუბლისფერი შალის ზედა სამოსის სახელოებში იყო შეხვეული, მაგრამ ისეთი ნათელი, სრულიად ცინცხალი, თითქოს ახლახანს დაუწერიათო. ხალხის აურაცხელი სიმრავლე მოაწყდა ახლადნაპოვნ ხატს, ყველა ლოცულობდა და ისწრაფოდა, რომ თაყვანი ეცა მისთვის. ამ საოცრების შესახებ მთავარეპისკოპოსს და ქალაქის ხელმძღვანელობას აცნობეს, მთავარეპისკოპოსმა გამოჩინებული ხატის მიმართულებით ლიტანია აღასრულა და ის დიდი პატივით გადააბრძანა შორიახლოს მდებარე წმიდა ნიკოლოზ ტულელის ეკლესიაში, რომელშიც იმჟამად მომავალი პატრიარქი, მღვდელი გერმოგენი მსახურობდა. აქ ხატის წინაშე პარაკლისი აღასრულეს, რის შემდეგაც ის საზეიმოდ წააბრძანეს ხარების ტაძარში, მან გზაშივე მოიმოქმედა პირველი სასწაული, განკურნა ვინმე ისები, რომელიც სამი წლის მანძილზე მხედველობას იყო მოკლებული, ხოლო ტაძარში მეორე ბრმამ, ნიკიტამ მიიღო კურნება. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ხატი იყო წმიდა ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი ღვთისმშობლის გამოსახულების ასლი. ის იმპერატორ თეოდოსის მეუღლემ დედოფალმა ევდოკიამ იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში გაუგზავნა დედოფალ პულხერიას, მან კი კონსტანტინოპოლის ვლაქერნის ტაძარში მოათავსა. აღსანიშნავია, რომ ვლაქერნის ხატსაც ოდიგიტრია ეწოდებოდა, რადგან დედა ღვთისა სიზმრად ორ ბრმას გამოეცხადა და აჩვენა გზა ვლაქერნის ტაძრისაკენ, სადაც მათ წმიდა ხატის წინაშე მხედველობა დაუბრუნდათ, შემდგომშიც ყაზანის ხატის მიერ ყველაზე ხშირად ბრმები განიკურნებოდნენ. მთავარეპისკოპოსმა და ქალაქის ხელმძღვანელობამ მისი ასლი, გამოჩინების ისტორიასა და სასწაულების აღწერილობასთან ერთად, 1579 წელს მეფე იოანე ვასილის ძე მეოთხეს გაუგზვნეს, რომელმაც გამოჩინების ადგილას ამ ხატის სახელობის ტაძრის აგება და ორმოცი მონაზვნისათვის დედათა მონასტის დაარსება ბრძანა, აქვე მოათავსეს სასწაულთმოქმედი ხატი, ამ სიწმიდის მიერ მოქცეული მატრონა მონაზვნად აღკვეცა, ხოლო შემდეგ მონასტრის წინამძღვარი გახდა. მალე კიდევ ერთი ეკლესია აშენდა, რომლის ტრაპეზი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე იკურთხა, ხოლო მონასტრის მფლობელობაში ასი სული გლეხი გადავიდა. 1954 წელს მეფე თეოდორე იოანეს ძის ბრძანებით აღიმართა ღვთისმშობლის მიძინების დიდი ქვის ეკლესია, რომელიც 1595 წელს მიტროპოლიტმა გერმოგენმა აკურთხა. ამ დროისათავის მონაზონთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა. მონასტერი მდიდრული ხატებით, შესამოსლებით და სხვა ნივთებით მოირთო, ხოლო სასწაულთმოქმედი ხატი - ოქროს პერანგით, სამეფო საგანძურის ძვირფასი ქვებით და მარგალიტებით; იმპერატრიცა ეკატერინემ, რომელიც ყაზანის დედათა მონასტერში დაესწრო ლიტურგიას, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი და აღსავლის კარის მაცხოვრის ხატები ბრილიანტის გვირგვინებით შეამკო.

ორასი წლის შემდეგ გერმოგენის დროს აგებული ტაძარი უკიდურესად დაძველდა, ამიტომ იმპერატრიცა ეკატერინე მეორემ ახალი ტაძრის გეგმა შეადგინა და საამისოდ 25000 რუბლი გაიღო. ძველი ტაძარი აგებიდან ზუსტად 201 წლის შემდეგ საფუძვლამდე დაარღვიეს და 1798 წლის 30 მაისს იმპერატორ პავლე პეტრეს ძის და დიდი მთავრების ალექსანდრე და კონსტანტინე პავლეს ძეთა თანასწრებით ახალ ეკლესიას ჩაუყარეს საფუძველი, ის დასრულდა და იკურთხა 1808 წლის 30 მაისს.

ყაზანის ხატის გამოჩინების დღესასწაული 8 ივლისს (ძვ. სტ.) - მასთან მიგებების დღეს და ასევე 22 ოქტომბერს (ძვ. სტ.) - მოსკოვის პოლონელთაგან განთავისუფლების დღეს აღესრულება.




ევედრებიან ბრმათათვის მხედველობის დასაბრუნებლად, უცხოტომელთა თავდასხმების ასაცილებლად; განსაცდელში შუამდგომელად გვევლინება და ქორწინებას აკურთხებს.



ტროპარი:
მხურვალე შუამდგომელო, დედაო ღვთისა მაღლისაო, ყოველთათვის ევედრე ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა და აცხოვნენ დაბადებულნი ყოველნი, რომელნი სარწმუნოებით მოილტვიან ქუეშე ყოვლადძლიერისა საფარველისა შენისასა. დედუფალო, მეოხ-მეყავ ყოველთა, რომელნი განსაცდელსა და მწუხარებასა შინა ვიურვით, მრავალნი სნეულებანი ცოდვათა ჩვენთანი გვტვირთავს წარდგომილთა ამათ წინაშე შენსა და ყოვლითა სულითა და შემუსვრილებითა გულისათა ცრემლით გევედრებით შენ – წინაშე ყოვლადწმიდისა ხატისა შენისა და შეუორგულებელსა სასოებასა დავსდებთ წინაშე შენსა, ყოვლისაგან ბოროტისა მიცვენ ჩვენ და სიკეთეი მომმადლენ ყოველთა, მიხსნენ ყოველნი, ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენ ხარ საფარველი ღვთაებრივი მონათა შენთათვის.


ლოცვა 1

ჰო, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, დედუფალო ცისა და ქუეყანისაო, უმაღლესო წმიდათა ანგელოსთა და მთავარანგელოსთაო და ყოველთა დაბადებულთა უპატიოსნესო, ყოვლადწმიდაო მარიამ, ყოვლისა ქუეყანისა შემწეო და ყოველთა კაცთა ნათესავისა სიმტკიცეო და ყოვლისაგან იწროებისა დამჴსენლო! მოხედენ, აწცა დედუფალო ყოვლადმოწყალეო, მონათა ამათ შენთა, ლმობიერებითა სულისათა და შემუსვრილებათა გულისათა მვედრებელთა შენდა ცრემლით მოლტოლვილთა ყოვლადწმიდისა და მრავლისააღმადგინებელისა ხატისა შენისა მომართ და შეეწიე და მეოხ ეყავ მვედრებელთა შენთა. ჰოჲ, ყოვლადსახიერო და ყოვლადმოწყალეო ქალწულო ღვთისმშობელო! მოიხილე, დედუფალო, ერსა შენსა ზედა, რამეთუ არა არს შემწე თჳნიერ შენსა ცოდვილთა ამათ ჩუენთათჳს, რამეთუ შენ ხარ მეოხი და წარმადგინებელი ჩუენი, შენ ხარ ნუგეშინისმცემელი ჩუენი, მწუხარეთა სიხარული, ობოლთა მფარველი, ქურივთა დამცველი, ქალწულთა დიდებაჲ, მტირალთა მხიარულებაჲ, სნეულთა კურნებაჲ, უძლურთა ძლიერებაჲ, ცოდვილთა ცხორებაჲ, ამისთვისცა, ჰოჲ, ღვთისმშობელო, მოვილტვით შენდა და წმიდისა ხატისა შენისა და მკლავთა შენთა ზედა ტვირთულისა, წინასაუკუნეთა ყრმისა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტჱსა მომართ და ლმობიერითა გალობითა გიგალობთ შენ ესრეთ: შეგვეწიე ჩუენ, დედაო ღვთისაო და ვედრებანი ჩუენნი კეთილად აღმისრულენ, რამეთუ ყოველივე ძალუძს მეოხებასა შენსა, რამეთუ შენდა დიდება შუენის, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა 2
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, შიშითა, სარწმუნოებითა და სიყუარულითა შეუვრდებით პატიოსანსა ხატსა შენსა და გევედრებით შენ: ნუ გარე მიიქცევ პირსა შენსა შენსა მომართ მოლტოლვილთაგან, ევედრე გულმოწყალეო დედაო, ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა უფალსა ქუეყანაჲ ესე ჩუენი, შეურყეველად დაიმარხოს წმიდაჲ ეკლესიაჲ ესე თვისი, ურწმუნოებისაგან, ერესისაგან და განწვალებისა. არა გვივის სხუაჲ შემწე, არა გვივის სხუაჲ სასო თვინიერ შენსა, ყოვლადწმიდაო ქალწულო: შენ ხარ ყოვლადძლიერი და შემწეჲ და მეოხი ქრისტიანეთა. განათავისუფლე ყოველი სარწმუნოებით შენდა მვედრებელთა ცოდვითა დაცემისაგან, ცილისწამებისაგან ბოროტთა კაცთაგან, ყოვლისაგან განსაცდელისა, მწუხარებისა და ჭირისა და ამაოჲსა სიკუდილისაგან, მოგუმადლე ჩუენ სულისა შემუსვრილებაჲ და სიმდაბლეჲ გულისა, ზრახვათა სიწმიდეჲ, განმართებაჲ ცოდვილისა ცხოვრებისა და დატევებაჲ ცოდვათა თვისთა, რაჲთა ყოველნი მადლობით მგალობელნი დიდებულებისა შენისანი ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა ცათასა და მუნცა ყოველთა წმიდათა თანა ვადიდებთ ყოვლადწმიდასა და ყოვლადდიდებულსა სახესა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა. ამინ.



Царица небесная. Казанская икона Божьей Матери


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jul 18 2012, 22:11
პოსტი #9


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი

"უჭკნობი ყვავილი"/ ”სურნელოვანი ყვავილი”


IPB-ს სურათი
სურნელოვანი ყვავილი



http://www.liveinternet.ru/users/3509285/post119060832/


ხატზე გამოსახულ ღვთისმშობელს, მარჯვენა ხელში უპყრია ღვთაებრივი ყრმა, ხოლო მარცხენათი უჭირავს ყვავილი-”თეთრი შროშანი”. ეს ყვავილი სიმბოლურად მოასწავებს, ქალწულობის უჭკნობ ელფერს და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უმანკოებას, რომელსაც ასე მიმართავს წმიდა ეკლესია:” შენ ხარ, ქალწულობის ფესვი და სიწმინდის უჭკნობი ყვავილი.”
ამ სახის ხატებმა სახელი გაითქვეს მოსკოვში, ვორონეჟსა და რუსეთის სხვა ტაძრებში.

მისი რუსეთში გამოჩენის დრო უცნობია. სახელწოდება "უჭკნობი ყვავილი" (სურნელოვანი ყვავილი) დაკავშირებულია ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ საგალობლებთან. ზოგიერთ ნიმუშში, შროშანის მაგივრად გამოსახავენ ვარდს ან სხვა ყვავილს. ვარდი, როგორც ყვავილების დედოფალი და სიყვარულის უნივერსალური სიმბოლო, აგრეთვე ითვლება ღვთისმშობლის ყვავილად.

უძველესი დროიდან, ლოცვებში სიმბოლურად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს უჭკნობ, კეთისურნელოვან ყვავილს ადარებდნენ. ასევე, ღვთისმშობლის სახელწოდებას "უჭკნობი ყვავილი" (სურნელოვანი ყვავილი) უკავშირებენ საგალობელს, ხოლო ხატის წარმომავლობა დაკავშირებულია ათონთან. წმინდა მთის ფერდობებზე იზრდება უკვდავა ყვავილები, რაც სიწმინდის სიმბოლოს წარმოადგენს. ამ ხატის გამოჩენას უკავშირებენ XVI - XVII საუკუნეებს. რუსეთში ხატი ხვდება მომლოცველთა მიერ, XVII - XVIII საუკუნეებში.

ღვთისმშობლის ხატის ”უჭკნობი ყვავილი”, ერთ-ერთი პირველი, სათაყვანებელი ნიმუში გამოჩნდა მოსკოვის წმინდა ალექსის მონასტერში, რომელიც იდგა მაცხოვრის ამაღლების ტაძრის ადგილას, XVIII საუკუნის დასაწყისში. თვით ეს ნიმუში არ არის შემონახული, მაგრამ ცნობილია მისი მრავლობითი ასლები.
შესაძლებელია, ამ პერიოდში, ან გაცილებით ადრე ასეთივე ხატები გამოჩნდა ცენტრალური და სამხრეთ რუსეთის სხვა ტაძრებშიც. მათი უმრავლესობა ჩამობრძანებული იქნა ათონიდან.
ასევე შეიძლება ითქვას, რომ ღვთისმშობლის ხატი ”უჭკნობი ყვავილი”, წარმოადგენს ტრადიციული ბერძნული ხატწერის მომდევნო განვითარებას, ტრადიციული ბიზანტიური ხატწერის კანონიკასთან შედარებით.
ამიტომ, რუსულ მართლმადიდებელ ტაძრებში, რუსი ხატმწერები ასეთ ნიმუშებს, შედარებით იშვიათად მიმართავდნენ, უკიდურესი კონსერვატიზმისა და დოგმატიზმიდან გამომდინარე , მაგრამ მაინც მიმართავდნენ. ამიტომ მხატვრული თვალსაზრისით, ეს ხატი გამოირჩეოდა ღვთისმშობლის სხვა ხატებისაგან, თავისი მშვენიერებით.
ბერძნული წერილები იუწყება, რომ ეს ის ხატია, რომელიც იმყოფება ტაძარში ”დაშრიტე მწუხარება ჩემი.”

იკონოგრაფიულად, ეს ხატი მსგავსია ღვთისმშობლის ხატისა ”სურნელოვანი ყვავილი”.
გაცილებით ძველ ნიმუშებთან განსხვავება მდგომარეობდა შემდეგში. ”უჭკნობი ყვავილის” ხატზე ღვთაებრივი ყრმა ზის ღვთისმშობლის მარჯვენა ხელზე, ”სურნელოვან ყვავილში”-მარცხენაზე.
თანამედროვე ხატებზე, ხშირად ეს განსხვავება არ არის დაცული. ღვთისმშობლის ხატის, ”სურნელოვანი ყვავილი” დღესასწაულს აღნიშნავენ ახ. სტ.28ნოემბერს/ ძვ. სტ.15 ნოემბერს.


IPB-ს სურათი
უჭკნობი ყვავილი/სასწაულმოქმედი ხატი


"უჭკნობი ყვავილის" წინაშე უპირველეს ყოვლისა ლოცულობენ, რომ თავი შეინახონ უბიწოებასა და ალალმართლობაში. ასევე ლოცვით მიმართავენ მომავალი მეუღლის არჩვანის შთაგონებისათვის და ოჯახური ცხოვრების სიმწარის დროს.
ლოცვა "უჭკნობი ყვავილი" ხატის წინაშე, ეხმარება ხალხს ”მწუხარების შემოტევისას”, ახლობელი ადამიანის დაკარგვისა და მარტოობის ჟამს.
ყველა ამ შემთხვევაში, ღვთისმშობელი გვეხმარება, რომ მოვიკრიბოთ სულიერი ძალები , განსაცდელების გადასალახავად, ცხოვრების გასაგრძლებლად და ქრისტიანული მოვალეობის შესასრულებლად.


p.s. ტექსტი თარგმნილია ჩემს მიერ რუსულ წყაროებზე დაყრდნობით, ამიტომ რაიმე უზუსტობის გამო გთხოვთ არ გადააკოპიროთ.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jul 20 2012, 19:42
პოსტი #10


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა ხატი „სამი სიხარული“



26 დეკემბერს ეკლესია აღნიშნავს ღვთისმშობლის ხატის ”სამი სიხარული” დღესასწაულს.
XVIII საუკუნის დასაწყისში, ერთმა ღვთისმოსავმა ფერმწერმა იტალიიდან რაფაელის „წმიდა ოჯახის“ ასლი ჩამოიტანა.


IPB-ს სურათი
ТРЕХ РАДОСТЕЙ
СПБ, 1841 г.
B основу обpаза положен список с "Мадонны в креслах" Рафаэля. Иконография чудотворного образа сложилась в XVIII в. Икона прославилась в начале XIX в., даровав именитой москвичке спасение в трёх бедах, вернув ей сына, мужа и имение. Чудотворный подлинник хранится в московской церкви Покрова на Грязях. Представленная икона - тщательно исполненный список с нее.
http://www.cirota.ru/forum/view.php?subj=6...message=2221891




მხატვარმა ხატი, მოსკოვში თავის ნათესავს, სამების ეკლესიის ( პოკროვკაზე) მღვდელს დაუტოვა და თვითონ კვლავ საზღვარგარეთ დაბრუნდა, სადაც გარდაიცვალა. მღვდელმა, როდესაც ეს ამბავი შეიტყო, ხატი თავის ეკლესიას შეწირა და წინკარში შესასვლელთან მოათავსა.
მას შემდეგ ორმოცი წელი გავიდა.

ერთმა წარჩინებულმა ქალბატონმა, რომელმაც ძალიან მოკლე დროში ერთმანეთის მიყოლებით, უამრავი დანაკარგი განიცადა. მის ქმარს ცილი დასწამეს და გადაასახლეს, მამულები ჩამოართვეს, ხოლო დედის ნუგეში, ერთადერთი ვაჟი ომში ტყვედ ჩავარდა. უბედური ქალი ლოცვებში პოვებდა ნუგეშს და ევედრებოდა ღვთისმშობელს, ღვთის მოწყალობას, უდანაშაულო ადამიანების დასაცავად.
და აი, ერთხელ მას სიზმრში მბრძანებლურმა ხმამ უბრძანა მოეძებნა ხატი „წმიდა ოჯახი“ და მის წინაშე ელოცა.
ქალი მოსკოვის ტაძრებში დიდხანს ეძებდა სასურველ ხატს და ბოლოს პოკროვკაზე, ტაძრის წინკართან მიაგნო .
მან გულმხურვალედ ილოცა ხატის წინაშე და სულ მალე მან შეიტყო სამი სასიხარულო ამბავი: მისი ქმარი გაამართლეს და გადასახლებიდან დააბრუნეს, ვაჟი უმძიმესი ტყვეობიდან გაათავისუფლეს და ხაზინამ მამულიც დაუბრუნა.
აი ამიტომ უწოდეს ღვთისმშობლის ამ ხატს ”სამი სიხარული.”


სანამ ხატის დაუჯდომელი დაიწერებოდა ოთხშაბათობით ამ ეკლესიაში წმიდა ნიკოლოზის დაუჯდომელს კითხულობდნენ, დაუჯდომელის შექმნის შემდეგ კი დაისვა საკითხი თუ რომელი საგალობელი აღევლინათ ამიერიდან, ამ მსჯელობისას მოულოდნელად „სამი სიხარულის“ წინაშე კანდელი აინთო, მას შემდეგ ყოველ ოთხშაბათს ხატთან ღვთისმშობლის დაუჯდომელი საგალობელი აღესრულება.



მის წინაშე ლოცულობენ ცილისწამების გამო დევნილნი, ახლობლებთან ძალით გაყრილნი, აგრეთვე ისინი, ვინც შრომით შეძენილი ქონება დაკარგა, ლოცულობენ ისინიც, ვისაც ოჯახური პრობლემები აწუხებთ.


ღვთისმშობლის ხატის ”სამი სიხარული”, თაყვანისცემის დაწყების შემდეგ , რუსული ხატწერის კანონიკის გათვალისწინებით, მართალი იოსებ დამწინდველი და წმიდა იოანე ნათლისმცემელი, რუსულ ხატებზე გამოსახულია წმიდა ღვთისმშობელის ყრმით, სხვადასხვა მხარეს. (იტალიურ ხატებზე კი ღვთისმშობლის მარჯვნივ).
ამასთან, მართალ იოსებს, ხშირად იტალიურ ხატებზე არ გამოსახავენ, რუსულ ხატებზე კი ყოველთვის არის გამოსახული.




IPB-ს სურათი
ტაძრის ხატი/ТРЁХ РАДОСТЕЙ
Икона храмовая. Cофрино.
http://www.cirota.ru/forum/view.php?subj=6...message=2221891


ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა ხატისადმი „სამი სიხარული“

ტროპარი, ხმა 4

წმიდისაგან ხატისა შენისა გარდამომდინარე სიხარული გამოუთქმელი აღავსებს გულთა ყოველთა ღუთისმოსავთა დედათა, რომელთა კეთილად მოჰმადლენ ქმარნი და შვილნი და ყოველნი მონაგებნი მათნი. ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ქუეყანისაო, ყოვლადძლიერო სიხარულევანო, მარადის ქალწულო. მით სახითვე მოწყალე იქმენ ჩუენ ზედა, კეთილად აღმისრულენ ყოველნი ვედრებანი ჩუენნი და წყაროჲ სიხარულისა დაუშრეტელი აღმომიცენე ყოველთა მოლტოლვილთა და მარადის მგალობელთა შენდა: რომელმან სიხარული უშევ სოფელსა, აღავსენ სიხარულითა დაუცხრომელად პატივისმცემელნი შენნი.

ლოცვა

ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, სახიერო დედაო ყოვლადსახიერისა ღუთისაო, მფარველო სამეუფოჲსა ქალაქისა და წმიდისა ამის ტაძრისაო, წინამძღუარო და მეოხო ყოველთა მართალთაო, ნუ უგულებელს-ყოფ ლოცუასა უღირსთა ამათ მონათა შენთაგან, არამედ ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, რომელნი სარწმუნოებითა და სიყუარულითა შევრდომილ ვართ წმიდასა ხატსა შენსა, მოგუანიჭოს, ვითარცა თვით უწყის, სიხარული ყოველთა: მეცნირებასა თვისსა მოიყუანნეს ცოდუილნი ყოველნი და მოჰმადლოს მათ სინანული და ცხოვნებაჲ. მწუხარეთა და ტანჯულთა ყოველთა ნუგეშინისცემაჲ მოანიჭოს, ჭირსა და მრისხანებასა შინა გუემულნი განათავისუფლნეს, უსასოთა და სულმოკლეთა სასოებაჲ და მოთმინებაჲ მისცეს, მხიარულებითა და უხუებითა ცხოვნებულთა გულთა შინა მადლიერებაჲ დანერგნეს, სნეულნი განკურნნეს და განაძლიერნეს. ჰოი, დედუფალო ყოვლადწმიდაო! მოწყალე ექმენ ყოველთა პატივისმცემელთა სახელისა შენისათა და გარდამომივლინენ ყოვლადძლიერი საფარველი და მეოხებაჲ შენი. დაიცევ და დაიფარე ერი შენი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან. განამტკიცენ სიყუარული და ერთსულოვნებაჲ შორის მეუღლეთა, ყრმანი აღზარდენ, ყმაწუილნი განაბრძენ, ტომითისგან ბრძოლისა იხსენ ყოველნი ერნი, მოზღუდენ სიყუარულითა და ჩუენ ყოველთა მომანიჭე ურთიერთ - სიყუარული, მშვიდობაჲ, კეთილმსახურებაჲ, სიმრთელეჲ, და განგრძნობაჲ დღეთაჲ, რამეთუ ყოველნი ზეცისანი და ქუეყანისანი აღგიარებენ შენ, ვითარცა მტკიცესა და ურცხუენელსა შუამდგომელსა ქრისტეანეთა ერისასა და გადიდებენ ძისა შენისა მიერ, თანა მამით და თანაარსით სულით მისითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jul 21 2012, 09:02
პოსტი #11


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი
"დაშრიტე მწუხარება ჩემი"


IPB-ს სურათი
ხატი "დაშრიტე მწუხარება ჩემი" ეკატერინბურგი, ნოვატიხვინის მონასტერი
http://www.cirota.ru/forum/view.php?subj=5...r=asc&pg=93


IPB-ს სურათი
სასწაულმოქმედი ხატი "დაშრიტე მწუხარება ჩემი" მოსკოვის ოლქი, დაბა ოდინცოვო
http://www.vidania.ru/icony/icon_utoli_moya_pechali.html


http://www.pip.kiev.ua/sviatsy.php?dtoday=...mp;ViewMonth=02

ღვთისმშობლის ხატზე, გამოსახულ ღვთისმშობელს მარჯვენა ხელში უპყრია ყრმა ქრისტე, რომელსაც უჭირავს გახსნილი გრაგნილი, სადაც იკითხება:”ქმენით ჭეშმარიტი სამართალი, სიკეთით და მოწყალებით მოექეცით ერთმანეთს; ქვრივს, ობოლს, ხიზანს, ღარიბ-ღატაკს ნუ დაჩაგრავთ; ბოროტს ნუ იზრახავთ თქვენს გულში ერთმანეთისთვის.” მარცხენა ხელი ღვთისმშობელს მიდებული აქვს, ოდნავ გადახრილ თავთან, თითქოს ყურს უგდებს დარდსა და მწუხარებაში მყოფთა მიერ, მისადმი აღვლენილ ლოცვებს.
სანკტ-პეტერბურგში, მაცხოვრის ამაღლების ტაძარში იმყოფება მისი ნამდვილი ასლი. ეს ძველი ხატი მოსკოვიდან 1765 წლის 25 სექტემბერს ვაჭარმა როგოვიკოვმა ჩამოიტანა. ხატის სიმაღლე 1 არშინი და 8 გოჯია, სიგანე 1 არშინი და 5 გოჯი. შესამოსელი მოოქროვილი ვერცხლისაა, ძვირფასი ქვებით შემკული. ხატი საგანგებოდ გამოკვეთილ ვერცხლის კიოტშია მოთავსებული, ეკვდერში, რომელიც ღვთისმშობლის სახელზეა ნაკურთხი. ხატს განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ . ეკლესიაში საგალობელი პარაკლისების აღსრულების გარდა, ქრისტიანები ხშირად ოჯახებში იღებენ. ბევრი მორწმუნე მიმართავს ზეციურ დედოფალს და სარწმუნოებისამებრ კურნებასა და ნუგეშს იღებს.


ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ცნობილია სახელწოდებით "დაშრიტე მწუხარება ჩემი",მოსკოვში, XVIIIსაუკუნის მეორე ნახევარში მრავალი სასწაულით განდიდდა. განსაკუთრებით 1771 წელს, შავი ჭირის ეპიდემიის მძვინვარების დროს.
ღვთისმშობლის ხატი, 1640 წელს, მეფე მიხეილ თეოდორეს-ძის მეფობის დროს,მოსკოვში კაზაკების მიერ იქნა ჩამოტანილი და წმიდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ეკლესიაში განთავსდა (პუპიშჩევოზე). ხანძრისა და ტაძრის არაერთგზის გადაკეთების შედეგად, ხატი ალბათ გადაავიწყდათ და სამრეკლოში აღმოჩნდა.
სასწაულმოქმედი ხატის განდიდება, დაუძლურებული ქალის განკურნების შემდეგ დაიწყო. მოსკოვის მოშორებით მცხოვრები ერთი ქალბატონი, დიდი ხნის განმავლობაში ორგანიზმის საშინელი დაუძლურებით იტანჯებოდა. მას ყველაფერი ტკიოდა, განსაკუთრებით ფეხები და ვერ დადიოდა. ექიმების მცდელობა ტანჯვას არ უმსუბუქებდა. ძალა ელეოდა და გამუდმებით სიკვდილის პირას იმყოფებოდა. ამ უნუგეშო მდგომარეობაში უგონოდ იწვა და ერთხელ იხილა ღვთისმშობლის ხატი, რომლისგანაც გაიგონა ხმა: ”მოითხოვე, მოსკოვში წაგიყვანონ, იქ პუპისჩევოზე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში არის ღვთისმშობლის ხატი დაშრიტე მწუხარება ჩემი, მის წინაშე ილოცე და განიკურნები”, ხილვა დასრულდა.
სნეული, რომელიც უგონოდ იყო, გამოფხიზლდა და საკუთარ თავში ახალი სიცოცხლე შეიგრძნო. შინაურებს ხილვის შესახებ მოუთხრო და მოითხოვა მოსკოვში წაეყვანათ. არც ერთი მათგანი ადრე იქ ნამყოფი არ იყო. როდესაც მოსკოვს მიაღწიეს, პუპისჩევო მოძებნეს და სნეული ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ტაძარში მიიყვანეს. ავადმყოფმა ყველა ხატი დაათვალიერა, მაგრამ ის, რომელიც ხილვაში გამოეცხადა მას, ვერ იპოვა. მისმა მხლებლებმა მომხდარი უამბეს ღვთისმსახურს, რომელმაც მორჩილებს უბრძანა, სამრეკლოდან ღვთისმშობლის ყველა ხატი ჩამოეტანათ. როდესაც ხატი ”დაშრიტე მწუხარება ჩემი” ჩამოიტანეს, მტვრით ისე იყო დაფარული, რომ ღვთისმშობლის სახე ძნელად თუ გაირჩეოდა, მაგრამ ავადმყოფმა, რომელიც სისუსტის გამო ვეღარ ლაპარაკობდა და ვერც ხელებსა და ფეხებს ფლობდა, მოულოდნელად იყვირა ”ისაა, ისაა” და პირჯვარი გადაიწერა. ხოლო, როდესაც პარაკლისის შემდეგ ხატს მიემთხვია, ძალის ისეთი მოზღვავება იგრძნო, რომ დახმარების გარეშე გამოვიდა ეკლესიიდან და სახლში სრულიად ჯანმრთელი დაბრუნდა. ეს სასწაული 25 იანვარს მოხდა და იმ დროიდან, ამ დღეს აღესრულება ღვთისმშობლის ხატის ”დაშრიტე მწუხარება ჩემი” დღესასწაული.


ღვთისმშობლის ხატის, "დაშრიტე მწუხარება ჩემი" მადლმოსილი ასლები იმყოფება მოსკოვისა და სხვა ქალაქების სხვადასხვა ტაძრებში. მოსკოვში არის კიდევ 4 ხატი, რომლებიც სასწაულმოქმედის ზუსტ ასლს წარმოადგენენ. პირველი, წმ. იოანე ნათლისმცემელის ტაძარში - პოკროვკაზე, მეორე წმ. პეტრესა და პავლეს ეკლესიაში, მესამე - წმ. ტიხონ ამაფუნტელის ეკლესიაში არბატის კარიბჭესთან და მეოთხე - ღირსი სერგის ეკლესიაში, როგოჟსკიზე რომ მდებარეობს.
ამ ხატის ერთ-ერთი მადლმოსილი ასლი იმყოფებოდა ბელოპესოცკის მონასტერში. ამ ხატის ზუსტი წარმოშობის ისტორია უცნობია, მაგრამ არქივში არის შემონახული ცნობები მის შესახებ. 1933 წელს, ამ მონასტრის დახურვის შემდეგ, სასწაულმოქმედი ხატი გადარჩენილი იქნა მორწმუნეების მიერ და ტიხვინის ღვთისმშობლის ტაძარში იქნა გადაბრძანებული. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბელოპესოცკის მონასტერში წმიდა ხატის დაბრუნების შესახებ.

IPB-ს სურათი
დაშრიტე მწუხარება ჩემი
http://www.liveinternet.ru/community/1320488/post137892787/




ევედრებიან ხროციელი სნეულების და მწუხარების დროს;
ასევე ცოდვილ ვნებათა აღელვებულ გულთა დასამშვიდებლად


ტროპარი, ხმა 3
დააცხრენ ვნებანი მრავალცოდუილისა სულისა ჩემისანი, რომელმანმცა პირისაგან ქუეყანისა ყოველნი მწუხარებანი აღხოცენ, რომელი კაცთა სნეულებასა აოტებ და ცოდუილთა ჭმუნვასა განუქარვებ, რამეთუ შენ ხარ ყოველთა ტვირთმძიმეთა სიმტკიცეჲ და სასოებაჲ, ყოვლადწმიდაო დედა და ქალწულო.

ლოცვა
ყოველთა მკვიდრთა ქუეყანისათა სასოებაჲ ხარ შენ, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღვთისმშობელო, ნუგეშინისმცემელო ჩემო! ნუ უგულებელს-მყოფ მე ცოდუილსა და ნუცა კადნიერთა ლოცუათა ჩემთა - უღირსთა ბაგეთა ჩემთაგან, არამედ, გევედრები, ცეცხლი ცოდუილთა ვნებათა ჩემთანი დაშრიტე და სინანულითა აღმადგინე, სულიერნი და ხორციელნი სნეულებანი განკურნენ, დედუფალო, ბოროტთა ზედამოსლვანი შემუსრენ, ყოვლადწმიდაო, და ტვირთი ცოდუათა ჩემთან აღმიმსუბუქე, ყოვლადსახიერო, და დაშრიტე მწუხარებაჲ შემუსვრილისა გულისა ჩემისაჲ, რამეთუ შენ ხარ აღმოყუანება კაცთა და მწუხარებათა შინა ნუგეშინისმცემელი, რაჲთა აურაცხელთა მოწყალებათა შენთათვის, ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვად ჩემდამე, გადიდებდე შენ, უფროსადკურთხეულო, ამინ!


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jul 22 2012, 00:30
პოსტი #12


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი
"მსწრაფლშემსმენელი"


IPB-ს სურათი
ათონის სასწაულმოქმედი ხატი ”მსწრაფლშემსმენელი” (დოქიარის მონასტერი)


ათონის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ”მსწრაფლშემსმენელი” ყოველთვის სარგებლობს უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით. მისი მრავალი ასლი განდიდდა სასწაულებით.

ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი "მსწრაფლშემსმენელი" მიეკუთვნება „ოდიგიტრია“ (გზის მაჩვენებელი) იკონოგრაფიულ ტიპს. სადაც ღვთისმშობელს მარცხენა ხელზე ყრმა უზის , რომელიც აკურთხებს მარჯვენა ხელით, ხოლო მარცხენათი გრაგნილი უჭირავს. მას რეპრეზენტაციული, ანუ წარდგინებითი ხატიც ეწოდება. მასში ხაზგასმულია ღვთაებრიობა ყრმისა, მისი დანიშნულება. ოდიგიტრიის ხატი განკაცებისა და უბიწოდ ჩასახვის დოგმატის გამომხატველია. ხატებისთვის სახელწოდებით "მსწრაფლშემსმენელი" დამახასიათებელია ღვთაებრივი ყრმის მარჯვენა ქუსლის მიბრუნება მლოცველისკენ. მოგვიანებით დაიწყეს მასზე ღვთისმშობლის გვირგვინით გამოსახვა


IPB-ს სურათი
სასწაულმოქმედი ხატი ” მსწრაფლშემსმენელი”
http://www.calend.ru/holidays/0/0/1664/


ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის "მსწრაფლშემსმენელი" დღესასწაულს 9/22 ნოემბერს აღნიშნავენ.
http://www.isihazm.ru/?id=364
http://xn--80abgeu7abar7d.xn--p1ai/%D0%B8%...oroposlushnica/
http://spas-monastery.by/library/articles_...ons.php?id=1349
http://www.diveevo.ru/494/


ეს ხატი იმყოფება ათონის მთაზე, დოქიარის მონასტერში და მის შესახებ შემდეგი გადმოცემა არსებობს:

მონასტრის საძმოს სატრაპეზოს წინ, კედელზე, ნიშში, ძველი დროიდან დაწერილი იყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ღირსი მამები, ამ სავანის დამაარსებლის წმიდა ნეოფიტეს დროინდელად მიიჩნევენ. იგი კი მე-10 ს-ში ცხოვრობდა. შეხედავ თუ არა ხატს, ირწმუნებ, რომ იგი ჭეშმარიტად სასწაულთმოქმედია და წარმოშობით საკმაოდ დაცილებული ჩვენს ხანას. მის ფერებს თითქოს დაუკარგავს თავდაპირველი კოლორიტი, მაგრამ არც თუ მთლად. გარკვეულ წილად ამაში ჩანს განგება ღვთისა: საუკუნეების მანძილზე იგი შემონახულია უვნებლად, სწორედ იმიტომ, რომ აღასრულოს სასწაულები და კურნებანი სადიდებელად ღვთისა.

თავისი სასწაულთმოქმედი ძალა ამ ხატმა პირველად 1664 წ. გამოავლინა:

ხატის წინ იყო გასასვლელი, რომლითაც მონასტრის მამები სატრაპეზოში დადიოდნენ. ტრაპეზარს ხშირად უხდებოდა აქ გავლა-გამოვლა არა მარტო დღისით, არამედ ღამითაც. ღამით იგი ანთებული კვარით ხელში დადიოდა-ხოლმე. ერთხელაც, ტრაპეზარმა ბერმა ნილოსმა, ჩვეულებისამებრ, ანთებული კვარით ჩაუარა ხატს და შემოესმა ხმა: „აწ ნუღარ გაივლი აქ ანთებული კვარით და ნუ სჭვარტლავ ჩემს სახეს“.

უჟამო ჟამს ცარიელ სატრაპეზოში ადამიანის ხმის გაგონებამ ჯერ შეაკრთო ბერი, მაგრამ შემდეგ იფიქრა, რომელიმე ძმა იქნებოდაო და განაგრძო გზა; არც ანთებული კვარით სიარულისათვის დაუნებებია თავი. გამოხდა ხანი და ნილოსმა კვლავ გაიგონა ხმა: „ბერო! უღირსო! კიდევ დიდხანს აპირებ ასე უდარდელად და უდიერად მიხრჩოლო?“ და ამ სიტყვებზე ტრაპეზარს თვალთ დაუბნელდა და სინათლე დაჰკარგა. ახლა კი გაახსენდა უწინ გაგონილი სიტყვები, იგრძნო თავისი ცოდვის მთელი სიმძიმე და მიხვდა, რომ ღირსი იყო სასჯელისა ღვთისმშობლის ხატისადმი უგულისყურობისა და დაუდევრობის გამო. ნილოსი, სრულიად დაბრმავებული, საშინელი ტკივილებით იტანჯებოდა: ეგდო ხატის წინ დამხობილი, სანამ არ დადგა დღე.

შეშინებული ბერები მოწიწებითა და კრძალვით დაემხნენ სასწაულთმოქმედი ხატის წინ, აანთეს მის წინ კანდელი, ხოლო ახალ ტრაპეზარს დაავალეს მის წინ ეკმია საკმეველი. ნილოსმა გადაწყვიტა მანამდე დარჩენილიყო ხატთან, სანამ ცოდვა არ მიეტევებოდა და სიბრმავისაგან არ განიკურნებოდა. დღე და ღამე დამხობილი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინ გოდებდა და შეწყალებას ევედრებოდა. ჭეშმარიტი სინანულის ცრემლებით ითხოვდა შენდობას, რომ ყური არ ათხოვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სიტყვებს.

ყოველთა მონანულთა შემწემ არ უგულებელჰყო უსინათლო მლოცველის ღაღადისი და ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ბერი ცრემლებით ლოცულობდა ხატის წინ, ესმა ხმა მისგან: „ნილოს, შესმენილ იქნა შენი ვედრება, შენ მიგეტევა ცოდვა და დაგიბრუნდება თვალისჩინი. აუწყე ძმებს, რომ მე ვარ საფარველი, მფარველი და მეოხი თქვენი სავანისა. დე, მათ და მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა მომმართონ მე გასაჭირის ჟამს, და არავის დავტოვებ შეუსმენელს: ყოველთა ჩემდამი სასოებით მოლტოლვილთა ვექმნები შუამდგომელად და მათ თხოვნას ჩემი ოხით შეისმენს ძე და ღმერთი ჩემი. დღეიდან ეს ხატი წოდებულ იქნება „მსწრაფლშემსმენელად“, რამეთუ ყოველთა მვედრებელთა მოვუვლენ წყალობას და მათ თხოვნას მსწრაფლ შევისმენ“.

ამ საოცარი სიტყვების შემდეგ ნილოსს თვალები აეხილა.

ამ სასწაულის შესახებ ხმა სწრაფად გავრცელდა წმიდა მთაზე და მრავალი ბერი, მსურველი სასწაულის ხილვისა, მოაწყდა დოქიარის სავანეს. ისინი მოწიწებით თაყვანს სცემდნენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატებას და გაოცებულნი შესცქეროდნენ მოულოდნელი სიბრმავით დასჯილ და კვლავ შეწყალებულ ტრაპეზარს.

დოქიარის მონასტერი

ამასობაში, ძმებმა ზღუდით გამოჰყვეს ეს ადგილი და რამდენადაც ხატი დასავლეთის კედელზე იყო დაწერილი, სატრაპეზოს შესასვლელისგან მოპირდაპირე მხარეს, მოაწყვეს მშვენიერი ტაძარი მისი სახელობისა. ამ დღიდან მოყოლებული, გამოარჩევენ ხოლმე ერთ-ერთს მღვდელმონაზვნებიდან ყველაზე უფრო ღვთისმოშიშსა და გამოცდილს, რომ მუდმივად იმყოფებოდეს ხატთან და მის წინ დილას და საღამოს აღასრულებდეს პარაკლისს. გარდა ამისა, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, საღამოს ლოცვის შემდეგ მორიგე მსახური მღვდელი იწყებს გალობას შუა ტაძარში და იმავე წამს მამები და ძმები უდიდესი მოკრძალებით გამოდიან ტაძრიდან, მიემართებიან ამ ხატთან და მის წინაშე აღასრულებენ ღვთისმშობლის პარაკლისს და იხსენებენ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს და ლოცულობენ მსოფლიო მშვიდობისათვის.

მსახურ მღვდელს ევალება თვალყური ადევნოს სისუფთავის დაცვას. „მსწაფლშემსმენელის“ სამლოცველოში კვირაში ორჯერ აღესრულება საღმრთო ლიტურგია. მანვე უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ ხატის წინ მუდმივად ენთოს კანდელი. მათი რიცხვი 20-ს აღწევს, ამათგან ექვსი მუდმივად ანთია. ყველა ეს კანდელი ღვთისმოსავი ქრისტიანების შემოწირულობას წარმოადგენს ხატის მიერ აღსრულებული სასწაულების სამადლობელად. ამ კანდელების ზეთიც შემოწირულია.

ღვთაებრივი „მსწარაფლშემსმენელის“ ხატის მადლით მრავალ უსინათლოს აეხილა თვალი, კოჭლებმა იწყეს სიარული, დაუძლურებულნი განმტკიცდნენ, ბევრჯერ ჩაძირვას გადაურჩნენ გემები, გათავისუფლდნენ ტყვები და მრავალი სხვა. დღემდე იგი ეხმარება ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ვინც მას მიმართავს რწმენით, მოწიწებით და შემუსრვილი გულით.

1873 წ. მოსკოვში რუსმა ქველისმოქმედებმა მას ვერცხლის პერანგი გაუკეთეს. ამ ხატის დღესასწაული იზეიმება 9 ნოემბერს (ახ. სტ. 22 ნოემბერს), დოქიარის მონასტერს, რომელშიც იმყოფება ეს ხატი, აქვს საკათედრო ტაძარი მთავარანგელოზის სახელობისა, რომლის დღესასწაულიც 8 ნოემბერს (ახ. სტ. 21 ნოამბერს) აღინიშნება. მეორე დღეს აღესრულება წირვა ამ ხატის სახელზე.

1877 წლიდან ამ ხატის ასლი იმყოფება მოსკოვში, წმიდა პანტელეიმონის ტაძარში, ერთ-ერთი ასლი კი საქართველოს საპატრიარქოშია დაცული.
http://www.orthodoxy.ge/khatebi/mstsraflshemsmeneli.htm

ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელის“ მიმართ
ევედრებიან მრავალთა უძლურებათა - სიბრმავის, კოჭლობის, სისუსტის ჟამს, ასევე ტყვეობისა და გემის დაღუპვისას

ტროპარი, ხმა 4
ღუთისმშობელისა მომართ მოვილტვით ჭირსა შინა მყოფნი და შეუვრდებით წმიდასა ხატსა მისსა. სიღრმით სულისაჲთ მხმობელნი სარწმუნოებითა, ესრეთ: მსწრაფლ ისმინე ლოცუა ჩუენი, ქალწულო, რომელი მსწრაფლშემსმენელად იწოდები, რამეთუ მარადის მზა ხარ შენ მონათა შენთა შეწევნად.
ლოცვა
ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედაო ღუთისა მაღლისაო, მსწარფლშემსმენელო მეოხო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო, ზეციურისა დიდებისა შენისაგან გარდამოიხილე ჩემ ზედა - უხმარისა, რომელ ხატსა შენსა შევრდომილ ვარ, მსწრაფლ ისმინე მდაბალი ლოცუანი ცოდუილისა ამისანი და შესწირენ ძესა შენსა. მას ევედრე, რაჲთა განანათლოს დაბნელებული სული ჩემი მადლითა ღუთაებისა მისისათა და განწმიდოს გონებაჲ ჩემი ზრახუათაგან ამაოთა. მოამდოვროს აღძრული გული ჩემი და განკურნნეს წყლულებანი მისნი და დანერგნეს მას შინა საქმენი კეთილნი და შიშითა მოზღუდოს ყოველნი ღუაწნი ჩემნი, შემინდვეს ყოველნი ბოროტებანი ჩემ მიერ ქმნილნი, განმათავისუფლოს მე სატანჯუელისაგან საუკუნოჲსა და ნუ მომაკლებს ზეციურსა სასუფეველსა თვისსა, ჰოი, უფროსადკურთხეულო ღუთისმშობელო, მსწრაფლშემსმენელად სახელ-სდევ ხატსა შენსა და ყოველთა მოუწოდებ ხმობად შენდა სარწმუნოებითა: ნუ უგულებელს-მყოფ მწუხარესა ამას, რაჲთა არა დავინთქა სიღრმესა შინა მწუხარებათა ჩემთა, რამეთუ შენ ხარ სასო ჩემი და მომნიჭებელ ცხოვნებისა და შენსა საფარველსა და მეოხებასა შევვედრებ თავსა ჩემსა საუკუნოდ, ამინ

დაუჯდომელი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა „მსწრაფლშემსმენელი“
http://www.orthodoxy.ge/lotsvani/akatisto/...shemsmeneli.htm.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jul 22 2012, 13:35
პოსტი #13


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ახლადშექმნილი ხატი „მსწრაფლშემსმენელი“


IPB-ს სურათი
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ახლადშექმნილი ხატი „მსწრაფლშემსმენელი“
http://www.orthodoxy.ge/khatebi/mstsraplshemsmeneli.htm


2005 წლის 12 მაისს საბერძნეთიდან, ათონის წმიდა მთიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელის“ ასლი ჩამობრძანდა. აღნიშნული ხატის დედანი დოქიარის მონასტერშია დასვენებული, იგი სავარაუდოდ დაიწერა მე-10 საუკუნეში, ღირსი ნეოფიტეს მიერ დოქიარის მონასტრის წინამძღვრობის დროს.

მრავალი საუკუნის შემდეგ, 1664 წელს, დოქიარის მონასტერში ასეთი სასწაული მოხდა: საღამო ჟამს, მონასტრის სატრაპეზოში ანთებული კვარით მიმავალ ნილოსს, კარს მაღლა გამოსახული ღვთისმშობლის ფრესკიდან ხმა შემოესმა, წინ არ წასულიყო და არ გაეჭვარტლა გამოსახულება. თუმცა ბერმა არ შეისმინა ღვთისმშობლის გაფრთხილება და მჭვარტლავი კვარით განაგრძო გზა, რისთვისაც იგი სიბრმავით დაისაჯა.
ბერი დღე და ღამე, განუწყვეტლივ ლოცულობდა ღვთისმშობლის ამ გამოსახულების წინაშე, კურნებას და პატიებას შესთხოვდა.
გულმოწყალე ღვთისმშობელმა შეისმინა მონანული ბერის ვედრება და აუწყა, რომ აპატია და მას მხედველობას დაუბრუნებდა, თან უბრძანა ყველა ძმისათვის მოეყოლა ამ მადლის შესახებ: ”ამიერიდან, ყველა ჩემს ხატს დაერქვას ”მსწრაფლშემსმენელი”, იმიტომ, რომ ყველას ვინც რწმენით შემთხოვს, ვიქნები მის მიმართ მოწყალე და სწრაფად დავეხმარები. ’’
მომდევნო პერიოდში, ღვთისმშობლის ამ ხატმა მრავალი სასწაული აღასრულა: უძლურებს კურნავდა და ბრმებს მხედველობას უბრუნებდა. განსაკუთრებით ხშირი იყო შემთხვევები ეპილეფსიისა და სიგიჟის (ეშმაკეულთა) განკურნების. მრავალი გაათავისუფლა ტყვეობიდან და იხსნა გემის ჩაძირვის დროს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დღემდე აღასრულებს მის დანაპირებს, სწრაფლშემწეა და ანუგეშებს ყველას, ვინც მას რწმენით მიმართავს .


სწორედ ამ „მსწრაფლშემსმენელი“ ხატის ასლი შეიქმნა ათონზე, რომელიც თბილისში ცხუმ-აფხაზეთისა და საჩხერე-ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) და ზედაზნის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა საბამ (კუჭავა) ჩამოაბრძანეს. აეროპორტში ხატს დახვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სასულიერო პირები და მრევლი. ხატი ფეხით წამოაბრძანეს საქართველოს საპატრიარქოში, სადაც იგი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა აკურთხა. ამის შემდეგ „მსწრაფლშემსმენელის“ ხატი ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში გადააბრძანეს, სადაც მრავალრიცხოვანი მრევლის წინაშე პარაკლისი, სამღვდელოებასთან ერთად, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II გადაიხადა.

ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები



--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jul 22 2012, 16:05
პოსტი #14


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ტიხვინის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი


ტიხვინის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი მიეკუთვნება „ოდიგიტრია“ (გზის მაჩვენებელი) იკონოგრაფიულ ჯგუფს. ღვთისმშობელი ნახევარი ტანითაა გამოსახული და მის მარცხენა ხელზე დაბრძანებულია ღვთაებრივი ყრმა, რომელიც მარჯვენა ხელით აკურთხებს, ხოლო მარცხენა ხელში გრაგნილი უჭირავს. ღვთისმშობლისა და ყრმა ქრისტეს გამოსახულებები მსუბუქად შებრუნებულია ერთმანეთისკენ.
ხატწერის თვალსაზრისით ტიხვინის ოდიგრიტია, ივერიის მსგავსია, მისგან განსხვავდება მხოლოდ ყრმა ქრისტეს გადაჯვარედინებული ფეხების გამოსახვითა და მლოცველებისკენ გაშლილი ტერფით. მე–19 საუკუნეში ტიხვინის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს ეთაყვანებოდა მთელი რუსეთი. განსაკუთრებით კი ხატს მიმართავდნენ ბავშვების ავადმყოფობის დროს. ტიხვინის მონასტერში, სასწაულმოქმედი ტიხვინის ხატთან ერთად, ყოველწლიურად 24-ჯერ აღესრულება ლიტანიობა. მე–20 საუკუნის დასაწყისში ხატი ძვირფასეულობით იყო მოჭედილი. მის წინ ეკიდა ოქროს კანდელი. ხატის უამრავი ასლი არსებობს, მათ შორის ბევრია ადგილობრივი სასწაულმოქმედი ხატები.
გამოცხადებული ტიხვინის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, 2004 წლიდან ახლადაღდგენილ შობის, ტიხვინის მამათა მონასტერშია დასვენებული.


http://www.vidania.ru/icony/icon_tihvinskaya.html


IPB-ს სურათი
გამოცხადებული, ტიხვინის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი/

ხსენების დღე - 26 (9.07) ივნისი (ძვ.სტ.)

ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი გადმოცემის მიხედვით თვით ლუკა მოციქულმა დაწერა და სახარებასა და მოციქულთა საქმეებთან ერთად ანტიოქიის ახლადმოქცეულ მმართველს - თეოფილეს გამოუგზავნა. მისი სიკვდილის შემდეგ ხატი რომში გადააბრძანეს, ხოლო V საუკუნეში ბერძენი მეფის თეოდოსი უმცროსის მეუღლემ ევდოკიამ - კონსტანტინეპოლში, სადაც მის სახელზე ააგეს ტაძარი, რომელსაც ვლაქერნისა ეწოდა. აქ ის 539 წელი იმყოფებოდა. როცა ხატმებრძოლობა გამძვინვარდა, ხატი პანტოკრატორის სავანეში გადამალეს. ხოლო დევნის დამთავრების შემდეგ კვლავ ვლაქერნის ტაძარს დაუბრუნდა. დიდი მთავრის დიმიტრი ივანეს ძე დონელის და მიტროპოლიტ პიმენის დროს, 1363 წელს, ვლაქერნის ხატი, რომელზედაც ღვთისმშობელს ყრმა მარცხენა ხელით უპყრია, კონსტანტინეპოლიდან გაუჩინარდა. ეს იოანე პალეოლოგის მეფობისას, ცარგრადის დაცემამდე 70 წლით ადრე მოხდა. იგი ნოვგოროდის საზღვრებში გამოჩნდა. ამ გადმოცემას საფუძვლად შემდეგი ამბავი უდევს: იმ დროს, როცა ტიხვინში სასწაულთმოქმედი ხატი განდიდდა, ნოვგოროდელი ვაჭრები კონსტანტინეპოლში იმყოფებოდნენ და პატრიარქთან საუბრობდნენ. პატრიარქმა სასახვათაშორისოდ ჰკითხა მათ: „რუსეთში რაიმე ხომ არ გაგიგიათ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის შესახებ, რომელიც ცარგრადიდან უგზო-უკვლოდ დაიკარგა?“ ვაჭრებმა მას ტიხვინის ხატის შესახებ აცნობეს და პატრიარქმა, როცა მისი გამოჩინება ხატის გაუჩინარების დროს შეუთანხმა, გადაწყვიტა, რომ სწორედ ის ხატი უნდა ყოფილიყო. მისი სიტყვით, ხატი რამდენიმეგზის მიიმალა და შემდეგ ისევ თავის ადგილას გამოჩნდა და „ახლა ჩვენი ამპარტავნებისა და უსამართლობის გამო მან სამუდამოდ მიგვატოვა“. მან ვაჭრები ტაძარში შეიყვანა და ხატის ადგილი და ჩარჩო აჩვენა. რუსეთში დაბრუნებულმა ვაჭრებმა ამის შესახებ აცნობეს და მაშინ ტიხვინის ხატი კონსტანტინეპოლის მიბაძვით მარჯვენა მხარეს, პირველი სვეტის დასავლეთით მოათავსეს.

ძველ მატიანეში სასწაულთმოქმედი ხატის გამოჩინების ამბავი ასეა აღწერილი: 1383 წელს ღვთისმშობლის ხატი, რომელზედაც მას ყრმა-ღმერთი მარცხენა ხელით უპყრია, ლადოგის ტბის წყალზე სხივცისკროვანი ნათლით გამობრწყინდა. უხილავმა ძალამ ის წყლის ზემოთ გადმოატარა და ქ. ტიხვინთან, მდინარე ტიხვინის ნაპირზე შეჩერდა. თავისი მოგზაურობის ჟამს ის ხუთ ადგილას გამოუჩნდა მორწმუნეებს. ყველგან, სადაც ღვთისმშობელმა მისვლა ინება, ეკლესია დაარსდა. იმ ადგილას, სადაც ხატი საბოლოოდ გაჩერდა, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ხის ეკლესია აიგო. ეს ტაძარი ხანძარმა არაერთხელ აქცია ფერფლად, მაგრამ სასწაულთქმოქმედი ხატი უვნებელი გადარჩა. ბოლოს, 1510 წელს დიდი მთავრის ვასილი იოანის ძის გულმოდგინებით, ტიხვინის ხატისთვის ქვის ეკლესია ააგეს. ხოლო ხატის გამოჩინებიდან 177 წელის შემდეგ მეფე იოანე ვასილის ძემ მამათა მონასტერი დააარსა. ხატი უდიდეს სასწაულებს აღასრულებდა, უძლურნი განიკურნებოდნენ, ბრმებს თვალი ეხილებოდათ, შეპყრობილნი თავისუფლდებოდნენ (თვით ისინიც კი, ვინც შორეულ მხარეებში ზეციური მფარველის წმიდა ხატს მიმართავდნენ, უბედურებისა და განსაცდელისაგან ხსნას იღებდნენ).

1613 წელს, როცა შვედებმა დელაგარდის წინამძღოლობით ნოვგოროდი დაიპყრეს, ტიხვინის სავანემ ღვთისმშობლის მფარველობით ძლიერ თავდასხმას გაუძლო. განსაკუთრებით მიხეილ თეოდორეს ძის გამეფებისას, როდესაც მისმა აღსაყდრებამ შვედებს იმედი გაუცრუა. ამასთან, მათი რაზმები დამარცხდნენ მდინარე უსტაზე და თვით ტიხვინის სავანესთან. სავანიდან განდევნის გამო, შურისძიების მიზნით, წინამძღვარმა დელაგარდიმ თავისი ლეგიონები მონასტრისკენ მიმართა და მისი ძირფესვიანად განადგურება ბრძანა. შემოგარენის შეშინებული მოსახლეობა მონასტრისკენ გაეშურა და იქ ბერებთან და მეომრებთან ერთად შეაფარა თავი. ყველა ერთად გალავნის სიმტკიცეზე კი არა, ზეციური დედოფლის მეოხებაზე ამყარებდა იმედს.

შვედების ჯარებმა სავანე ალყაში მოაქციეს და ქრისტეს მხედართა თავშესაფარზე მძვინვარე თავდასხმებს არ წყვეტდნენ. ზოგი ბერი მეომრების გვერდით გალავანზე იდგა და იბრძოდა, სხვები ხალხთან ერთად ტაძარში შეგროვილიყვნენ და უფლისა და მისი ყოვლადწმინდა დედის ხატის წინაშე ლოცულობდნენ. ამ ალყის დროს ერთ ღვთისმოსავ ქალს მარიამს, რომელსაც სასწაულთმოქმედი ხატის მადლით მხედველობა დაუბრუნდა, ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და უთხრა: „აცნობე ყველას, ვინც სავანეშია, ხელში აიღონ ჩემი ხატი, გალავნის გასწვრივ შემოატარონ და თვით იხილონ წყალობა ღვთისა“. მაშინ ალყაშემორტყმულთა გულები სიხარულმა და სასოებამ აავსო. ღვთისმშობლის ხატით ხელში და პარაკლისის გალობით შემოიარეს მონასტრის გალავანი და მაშინ, როცა მართლმადიდებლები ერთადერთ შუამდგომელს შეწევნას სთხოვდნენ, შვედები მოულოდნელად ისეთმა შიშმა მოიცვა, რომ ყოველგვარი განდევნის გარეშე გაიქცნენ სავანის მისადგომებიდან.

მაგრამ მტრის სიძულვილი არ განელებულა. მალე ისინი უფრო დიდი ძალებით კვლავ გამოჩნდნენ და გარემოერტყნენ მონასტერს. მართლმადიდებლებს ერთი ძალა და ერთი იმედი ჰქონდათ: ყველა ღვთისმშობლის ხატს შეუვრდა და ევედრებოდა, რომ წყალობა მოეღო. მონასტერში ამ დროს სოლოვეცკის მონასტრის მორჩილი ღვთისმოსავი მარტინიანე იმყოფებოდა. ღამეულ ხილვაში მას დედა ღვთისა გამოეცხადა - ვარლაამ ხუტინსკისა და ზოსიმე სოლოვეცკისთან ერთად და უთხრა, რომ ეს სავანე დაღუპვის პირას მისი სიწმინდის შემბილწველი ცოდვების გამოა მისული. მარტინიანემ, რომელიც ღვთისმოსავი და წმინდა ადამიანი იყო, შეძრულმა გამოიღვიძა და თავისი ხილვა სავანეში ყველას აცნობა. შეუნანებელი ბოროტმოქმედები მონასტრიდან გააძევეს, ეკლესიის კარიბჭე განიწმინდა და ყველა ცრემლებით ევედრებოდა უფალსა და მის ყოვლადწმინდა დედას, რომ თავისი ერი მტრის ხელში არ ჩაეგდო. ზეციურ შუამდგომლობაზე დამყარებული იმედით ალყაშემორტყმულები მტერს თავს დაესხნენ და ღვთისმშობლის შეწევნით გამარჯვება მოიპოვეს.

მაგრამ შვედებს არ სურდათ, ბედს შერიგებოდნენ. დამარცხების სამაგიეროდ გაძლიერებული რაზმებით სავანეს კიდევ უფრო მჭიდროთ შემოერტყნენ და კარიბჭისა და გალავნის ქვეშ საიდუმლო თხრილების გაყვანა დაიწყეს. 13 სექტემბერს მარტინიანესა და კიდევ ერთი ღვთისმოსავი ადამიანის გრიგოლის წინაშე ღვთისმშობლის გამოცხადებით უფალმა მტრები საშინელი სასწაულით განაცვიფრა. მათ დაინახეს, რომ მოსკოვის მხრიდან სავანისკენ შეიარაღებული მეომრების მრავალრიცხოვანი ლეგიონების ჯვრებით მოემართებოდნენ და მეტად შეშინდნენ. მაგრამ მიწისქვეშა თხრილების იმედმა ისინი დააყოვნა. ალყაშემორტყმულები ზეციური შეწევნის იმედით გაძლიერდნენ და სასწაულთმოქმედი ხატის წინაშე პარაკლისი აღასრულეს. კვლავ დაესხნენ თავს მტერს, რომელიც ისე შეშინდა, რომ სასწრაფოდ გაიქცა. არეულ-დარეულობის გამო ერთმანეთს თელავდნენ. ტყვე შვედები მერე ამბობდნენ, რომ მათ დაინახეს აურაცხელი მხედრობა, რომელიც მონასტრიდან მათზე გამოდიოდა. ეს დიდებული გამარჯვება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა მართლმადიდებლებს ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღეს, 1614 წლის 14 სექტემბერს მიანიჭა.

ტიხვინის სავანეზე გაბოროტებულმა შვედმა მხედართმთავარმა უწინდელზე გაცილებით მრავალრიცხოვანი ჯარი გაგზავნა და დაავალა, რომ ის საძირკვლამდე დაერღვია. სასწაულთმოქმედი ხატი ნაწილ-ნაწილ დაექუცმაცებინა და მისი ეკლესია დაექცია. როცა ეს მონასტერში შეიტყვეს, შეშინდნენ და ხატის მოსკოვში გახიზვნაც კი სურდათ, მაგრამ ის ურყევად იდგა და ადგილიდან დაძვრა დიდი ძალისხმევითაც კი ვერ შეძლეს. მაშინ ერთი მუჭა დამცველთა გუნდი სავანეში ჩაიკეტა და მთელი იმედი ზეციური მეოხის ყოვლისშემძლე დახმარებაზე დაამყარა. მსწრაფლშემწემ არ დაუშვა, რომ მტერი მათ მიწვდენოდა. ის ახალი სასწაულით განაცვიფრა. შვედებს მოეჩვენათ, რომ ურიცხვი მხედრობა დაესხათ თავსა, საოცრად შეშინდნენ; რადგან იმედი არ ჰქონდათ, რომ ასეთ ძალას წინ აღუდგებოდნენ, გაქცევა არჩიეს.

მხედრობა წინამძღოლებთან ერთად და მთელი ხალხი ადიდებდა დედა ღვთისას - მისი უხილავი და ყოვლადძლიერი შეწევნის გამო. ამის შემდეგ წმიდა სავანეზე თავდასხმა მტერს აღარ გაუბედავს.

ასეთი სასწაულებრივი გამარჯვების შემდეგ მონასტერში მეფის ელჩები ჩამოვიდნენ, რათა შვედებთან მშვიდობა დაემყარებინათ. მათ ხატის ასლი გადაიღეს და მდინარე სიასის გასწვრივ 55 ათასი ვერსის გავლის შემდეგ ლადოგთან ახლოს, სოფელ სტოლბოვოში მივიდნენ. აქვე იმყოფებოდნენ შვედებიც.

1617 წლის 17 თებერვალს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის, როგორც რუსეთის მხრიდან მთავარი თავდების წინაშე დაიდო სტოლბოვოს ზავი, აქედან ელჩები ამავე ხატით გაემგზავრნენ ნოვგოროდისკენ, ის შვიდწლიანი ტყვეობის შემდეგ კვლავ რუსეთის ხელში გადავიდა. სამადლობელი ცრემლით შეხვდნენ ზეციურ დედოფალს, რომელმაც მტრისგან მარტო სავანე კი არა, მთელ თავის სიწმინდეებთან ერთად ნოვგოროდიც გაათავისუფლა და აქ მართლმადიდებელი მეფის ხელისუფლება განამტკიცა.

ტიხვინის ხატის მეშვეობით ღვთისმშობლის მიერ სასწაულებრივი ხსნის მოსახსენებლად ეკლესიამ 26 ივნისი დაადგინა, რომელიც მთელ რუსეთში იდღესასწაულება. უძველესი დროიდან 26 დეკემბერს ტიხვინის მონასტრიდან „ხატებითა და სადღესასწაულო სიწმინდეებით მოსკოვისაკენ“ მიემართებოდნენ. ეს ტრადიცია 1678 წლამდე გრძელდებოდა, ამჟამად წელიწადში 24-ჯერ სასწაულთმოქმედ ხატთან ერთად მთელ მიმდებარე მხარეებში ლიტანია აღესრულება.

ტაძარს, სადაც ხატია დაბრძანებული, არასოდეს მოკლებია თაყვანისმცემლები. თუ ეკლესია დაკეტილია, მლოცველები გარეთ დგანან და ფართე ფანჯრიდან, საიდანაც ღვთისმშობლის სახე მოჩანს, მისდამი მხურვალე ლოცვას აღავლენენ.
http://www.orthodoxy.ge/khatebi/tikhvinis.htm


ლოცვანი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის „ტიხვინის“ ხატის მიმართ

ტროპარი, ხმა 4

დღეს ვითარცა მზეჲ ყოვლადბრწყინვალეჲ, გამოგვიჩნდა ჰაერსა შინა ყოვლადპატიოსანი ხატი შენი, დედუფალო, რომელმან მოწყალებისა ნათლითა განანთლა ყოველი ქუეყანა ვითარცა ღვთაებრივსა ნიჭსა მადლით ღვთივშვენიერად გამოჩინებულსა, გნატრით შენ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, ყოველთა დედუფალო და შენგან შობილსა ქრისტჱსა ღმერთსა ჩუენსა სიხარულით ვადიდებთ, მას ევედრე ღვთისმშობელო, დედუფალო ზეცისათაო, რაჲთა უვნებლად დაიცვნეს ყოველნი მხარენი ქრისტეანეთანი ყოველთაგან ზედამოსვლისა და იჴსნნეს ყოველნი სარწმუნოებით მოლტოლვილნი მისდა და შენისა ყოვლადწმიდისა ხატისა მომართ, სძალო ქორწილისა გამოუცდელო.

ლოცვა

გმადლობთ შენ, ყოვლადსახიერო და ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედუფალო, დედაო ქრისტჱსა ღვთისა ჩუენისაო, ყოველთა ქველისმოქმედებათა შენთათჳს, რომელსა გარდამოუვლენ კრებულსა ქრისტეანეთასა, რომელთა მდაბალთა უხუებით მიჰმადლებ ხმასა ანგელოსთა გალობისასა, რამეთუ აწცა განგუაკჳრვა ჩუენ წყალობამან შენმან უღირსთა ამათ მონათა შენთა ზედა - სასწაულებრივთა თჳთგამოჩინებითა წმიდისა ხატისა შენისათა, რომელმან განანათლა ქუეყანაჲ ყოველი. ამისთვისცა სიხარულითა და შიშით თაყუანის-ვცემთ მას ცოდვილნი ესე და გიგალობთ შენ: ჰოჲ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედუფალო და ღვთისმშობელო, აცხოვნე და შეიწყალე უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ჩუენი და ყოველი ქუეყანაჲ, მღვდელმთავარნი და ყოველნი ერნი, ქალაქნი და ქუეყანანი ქრისტეანეთანი დაიცვენ, განათავისუფლე წმიდა ეკლესიაჲ ჩუენი ყოველისაგან წვალებისა და ყოველთა აქა მდგომარეთა სარწმუნოებით მვედრებელთა და თაყუანის-მცემელთა წმიდისა ხატისა შენისათა ყოველივე კეთილად მოჰმადლე, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ, შენგან შობილისა ძისა და ღვთისა თანა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


Возвращение / Тихвинская икона Божией Матери


Тихвинский Богородичный Успенский мужской монастырь


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jul 24 2012, 19:02
პოსტი #15


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი
„ღირს არს“ („მოწყალე“)




IPB-ს სურათი
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი „ღირს არს“ („მოწყალე“)/ ათონი, კარეასი
http://www.pravoslavie.ks.ua/rubric/monast...i-i-ih-svyatyni


IPB-ს სურათი



ათონზე, კონსტანტინე დიდის მიერ 335 წელს დაარსებულ კარეასის მონასტერში იმყოფება სასწაულთმოქმედი ხატი, რომელსაც ”ღირს არს” ეწოდება. ამ სავანის მთავარ ტაძარში, საკურთხეველში მაღალ დასაჯდომელზეა მოთავსებული ეს ხატი, რომელიც შემდეგი მოვლენის გამო განსაკუთრებითაა განდიდებული: მე-10 საუკუნის დასასრულს, ერთი მღვდელ-მონაზონი მორჩილთან ერთად კარეასის ახლოს განდეგილურად ცხოვრობდა. ისინი იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებულ ვითარებაში ტოვებდნენ სენაკს. ისე მოხდა, რომ ერთხელ, აღდგომის დღეს, ღამისთევაზე დასასწრებად ბერი კარეასის ეკლესიაში წავიდა. მოწაფე სენაკის სადარაჯოდ დარჩა და მისგან ბრძანება მიიღო, რომ მსახურება შინ აღესრულებინა. დაღამებისთანავე მან კაკუნი გაიგონა. როდესაც კარი გამოაღო, დაინახა უცნობი ბერი, რომელიც პატივითა და თავაზიანობით მიიღო. როცა ღამისთევის ლოცვის აღსრულების დრო დადგა, მათ ერთად დაიწყეს გალობა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სადიდებელი ლოცვის დროს ორივე ღვთისმშობლის ხატის „მოწყალე“-ს წინაშე დადგა და კოსმა მაიუმელის ძველი საგალობელი წამოიწყეს - „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა...“ და ა.შ., მაგრამ საოცარმა სტუმარმა თქვა: „ჩვენთან ასე არ ადიდებენ ღვთისმშობელს. ჩვენ ჯერ ასე ვგალობთ: „ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა“ და მხოლოდ ამის შემდეგ ვამბობთ: „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა“. ახალგაზრდა ბერს გული აუჩუყდა, როცა ჯერ არსმენილი გალობა გაიგონა და სტუმარს ვედრება დაუწყო, რომ ღვთისმშობლის ამგვარი დიდება მისთვისაც ესწავლებინა, მაგრამ სენაკში არც მელანი და არც ქაღალდი არ აღმოჩნდა. მაშინ სტუმარმა უთხრა: „მაშინ მე შენთვის ამ ქვაზე დავწერ, შენ კი ისწავლე, ასე იგალობე და ყველა ქრისტიანს ასწავლე, რომ მათაც ამგვარადვე ადიდონ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი“. საოცარი სტუმრის ხელში ქვა ცვილივით დარბილდა და სიტყვები ღრმად ამოიკვეთა. როცა ქვაზე გალობა დაწერა, სტუმარმა იგი მორჩილს მისცა, საკუთარი თავი გაბრიელად მოიხსენია და მსწრაფლ უხილავი გახდა. მორჩილმა მთელი ღამე ღვთისმშობლის ხატის წინაშე, მის ქება-დიდებაში გაატარა და დილისთვის ღვთაებრივ საგალობელს ზეპირად ამბობდა. კარაესიდან დაბრუნებულმა ბერმა იგი ამ საოცარი გალობის აღვლენისას ნახა.

მორჩილმა მას ქვა აჩვენა და რაც მოხდა, ყველაფერი უამბო. ბერმა ამის შესახებ წმიდა მთის საკრებულოზე განაცხადა და ყველა ერთი პირით და ერთი გულით ადიდებდა უფალს, დედა ღვთისას და გალობდნენ ახალ საგალობელს. მას შემდეგ ეკლესია მთავარანგელოზის გალობას „ღირს არს“ აღავლენს, ხოლო ხატი ”მოწყალე”,მოიხსენიება ასევე ”ღირს არს” -ის სახელწოდებით. ხატი რომლის წინაშეც მთავარანგელოზმა გალობა „ღირს არს“აღავლინა, კარეასის ტაძარში გადააბრძანეს. მთავარანგელოზის მიერ ამოკვეთილი ფილა წმინდა პატრიარქის ნიკოლოზ ქრიზოვერხის (938-996 წწ.) დროს, ბასილი და კონსტანტინე რომან-უმცროსის ვაჟების ზეობის ჟამს, კონსტანტინეპოლში გადაიტანეს. ხოლო ის სენაკი ათონზე დღემდე ღირს არსის სახელითაა ცნობილი. პეტერბურგში, გალერების ნავსადგურში აიგო მოწყალე ღვთისმშობლის დიდებული ხუთგუმბათოვანი ტაძარი, სადაც ათონიდან გამოგზავნილი ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის „ღირს არს“ („მოწყალე“) დღესასწაულს აღნიშნავენ 24ივნისი ძვ. სტ/ 11ივნისი ახ. სტ.

http://www.orthodoxy.ge/khatebi/girs_ars.htm



თავდაპირველი სასწაულმოქმედი ხატი, რომლის შესახებაც გვაუწყებს გადმოცემა, კერძო თვალსაზრისით არ წარმოადგენდა ”ღირს არსის” ჭეშმარიტ სახეს, რომლის იკონოგრაფიაც მოგვიანებით ჩამოყალიბდა. ის წარმოადგენდა წელამდე გამოსახულ, მოალერსე ტიპის ღვთისმშობელს, სადაც ყრმა იესო დედას მარჯვენა ხელში უჭირავს. ღვთისმშობლის სახე გამოხატავს თანაგრძნობასა და სიყვარულს.

"ღირს არსის" მომდევნო პერიოდის ხატებზე, სასწაულმოქმედი ხატის ხსოვნის საპატივცემულოდ, შენარჩუნებულია ორფიგურიანი კომპოზიცია ღვთისმშობლისა და მის მარჯვენა ხელში მჯდომარე ყრმა იესოს, სადაც ის დედას არის მიკონებული. ხატის დანარჩენი ელემენტები კი სულიერი შთაგონების წყაროს წარმოადგენს. ორივე მხარეს, ღვთისმშობლისა და ყრმა იესოს თავის გასწვრივ, გაწვდილი ხელებით ანგელოზებია გამოსახული, ხოლო ხატის სულ მაღლა მამა ღმერთია გამოსახული, უსხეულო ზეციურ ძალთა თანხლებით.
თვით, ღვთისმშობელისა და ყრმა იესოს გამოსახულებები იძენს ახალ შტრიხებს, რომელიც ხაზს უსვამს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და ყრმა იესოს მეფურ ღირსებას. ხატზე, ორივეს თავზე ადგათ სამეფო გვირგვინი, ხოლო ღვთისმშობლისა და ყრმა იესოს მზერა, ერთი მიმართულებითაა მიმართული, გახსნილი გრაგნილის მხარეს, რომელიც ყრმას მარჯვენა ხელში უჭირავს.

http://www.liveinternet.ru/journalshowcomm...rev&categ=1

IPB-ს სურათი
В Успенском храме находится икона Богоматери "Достойно есть":http://yanosha.livejournal.com/175197.html

IPB-ს სურათი
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი „ღირს არს“ („მოწყალე“)


ევედრებიან სულიერი და ხორციელი სნეულებების დროს, ყოველგვარი საქმის დასრულებისას, ეპიდემიების დროს, ბრდნიერი ქორწინებისთვის და უბედური შემთხვევებისას.

ტროპარი, ხმა 4

სამართლად კადნიერებით მოვილტვით მოწყალისა ხატისა შენისა მომართ, ღუთისმშობელო და ლმობიერებითა ვხმობთ მისდა მომართ: გარდამომივლინენ მდიდარნი წყალობანი შენნი: განამტკიცე ეკლესიაჲ ჩუენი, კეთილდღეობანი კაცთანი დაიცევ და იხსენ ქუეყანაჲ ჩუენი ყოვლისაგან გარემოდგომილებისა, ერსა ამას მშვიდობაჲ მოჰმადლე და აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

ლოცვა 1

ღირსად საგალობელო და სამართლად ყოველთა უმაღლესთა ძალთაგან პატივდებულო, ვითარცა უზესთაეს მათდა აღმატებულმან, ღუთისა და ყოვლისა შემოქმედისა მშობელმან, ყოველთა ზედა განდიდებულმან, საკვირველმან დედუფალმან, ევედრე შენგან განხორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა. რაჲთა მოიხილოს ერსა თვისსა ზედა, რომელსა არა აუქს სიტყუისგებაჲ წინაშე მისა, რაჲთა უვნებელად დაგვიცუას ჩუენ ცილისწამებისაგან წინააღმდგომთა და ბოროტთა კრულებათაგან ჭეშმარიტად მრავლის შემძლებელ არნ დედობრივი ლოცუანი შენნი, რამეთუ იტყუის: ევედრე დედასა ჩემსა და არა განაგდო შენ, არამედ აღგისრულო თხოვაჲ ყოველი. ამისთვისცა აღვსილნი სიხარულითა გიღაღადებთ შენ: დედუფალო, მიხსენ განსაცდელსა შინა მყოფნი მონანი ესე შენნი, განანათლენ ყოველნი აწინდელსა ჟამსა დაბნელებულნი ამაოჲსაგან სიბრძნისმოყუარებისა და იესუს ტკბილსა მიჰმადლენ, რაჲთა მოხარულნი ვხმობდეთ: დიდება მამასა, დიდება ძესა, დიდება სულსა წმიდასა. დიდება შენცა ყოვლადდიდებულსა და ყოვლადუხრწნელსა ქალწულსა ღუთისმშობელსა, უფროსადპატივდებულსა და უფროსადკურთხეულსა, დაუსრულებელთა საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა 2

ჰოი, ყოვლადწმიდაო და ყოვლადმოწყალეო დედუფალო ღუთისმშობელო, ყოველნი შევრდომილნი წმიდასა ხატსა შენსა შენდა ვხმობთ მორჩილებითა: ისმინე ხმისა ლოცვისა ჩუენისასა, მოხედენ მწუხარებათა და სულთქუმათა ჩუენთა და ვითარცა დედამან მოყუარულმან ისწრაფე ჩუენ-უძლურთა მომართ, ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა არა უსჯულოებათა ჩუენთაებრ დავინთქნეთ ჩუენ, არამედ გარდამოავლინოს აურაცხელნი კაცთმოყუარებანი თვისნი ჩუენ - ცოდუილთა ზედა, ითხოე ჩუენთვის, დედუფალო, მისითა მოწყალებითა, მოგუენიჭოს ჩუენ სიმრთელე ხორციელი და კეთილჰაეროვნებაჲ, რაჲთა გარდამოგუვლინოს კურთხევაჲ ზეციური თვისი ყოველსა საქმესა კეთილსა ჩუენსა ზედა და ვითარცა ძუელად მოჰხედა მოწყალითა თუალითა თვისითა მორჩილთა მას ათონის მთისასა, რომელი სიმდაბლითა ადიდებდა სახელსა შენსა - წინაშე ყოვლადწმიდისა ხატისა შენისა და წარმოგზავნა მისდა მთავარანგელოსი სწავლად გალობისა მის, რომლითა ზეციურნი ძალნი გადიდებენ შენ, ეგრეცა ჟამსა ამას შეიწირენ სულთქუმანი ესე ჩუენნი, რომელსა აღავავლენთ შენდა მომართ, ჰოი, ყოვლადსაგალობელო დედაო, განპყარ ღუთისმტვირთუელნი ხელნი შენნი უფლისა მიმართ, რომელთა ზედა ყრმა იგი ღმერთი მიიქუ და ევედრე მას, რაჲთა ყოვლისაგან ბოროტისა მიხსნნეს ჩუენ. გარდამოავლინე, დედუფალო, წყალობანი შენნი ჩუენ ზედა, სნეულნი განკურნენ, მწუხარეთა ნუგეშინის-ეც, განსაცდელთა შინა მყოფთა შეეწიე და ღირს-მყვენ ყოველნი, რაჲთა კეთილად განვლოთ ცხორებაჲ ესე ჩუენნი, აღსასრული ურცხუენელი, ქრისტეანობითი მომმადლე ჩუენ და ზეციურისა სავანისა მემკვიდრედ გამომაჩინე დედობრივითა შუამდგომელობითა შენითა წინაშე შენგან განკაცებულსა ქრისტესა ღუთისა ჩუენისა, მასთანა დაუსაბამოჲსა მამისა და ყოვლადწმიდისა სულისა, რომელსა შუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!



ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის „ღირს არს“ („მოწყალე“) დაუჯდომელი
http://www.bogomater.ru/index.php?option=c...ri&Itemid=3

დოკ.ფილმი ღირს არს ჭეშმარიტად


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jul 25 2012, 15:19
პოსტი #16


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი
„ყოველთა დედუფალი“ („პანტანასსა“)



IPB-ს სურათი
"პანტანასსა" XVII ს. http://www.pravenc.ru/text/149927.html

IPB-ს სურათი



ღვთის დედის „ყოველთა დედუფალად“ („პანტანასსა“) წოდებული ხატი, დაიწერა მე-17 საუკუნეში და მას შემდეგ იმყოფება საბერძნეთში, ათონის წმინდა მთის ვატოპედის სავანეში . იმავე საუკუნეში , ხატი სასწაულით განდიდდა. მონასტრის ბერები ასეთ რასმე ჰყვებიან: ერთხელ, ვატოპედის ტაძარში ღვთისმსახურებისას, ერთი უცნაური ახალგაზრდა ღვთისმშობლის „ყოველთა დედუფალად“ („პანტანასსა“) წოდებული ხატის წინ გაჩერდა. იგი დაჟინებით უცქერდა ხატს და გაურკვეველ სიტყვებს წარმოსთქვამდა. მოულოდნელად, ღმრთისმშობლის სახე, ელვისებურად განათდა და უხილავმა ძალამ ეს ახალგაზრდა პირქვე, ძირს დაანარცხა. ცოდვილი, გონს რომ მოეგო, მამათა წინაშე აქვითინებულმა აღიარა, რომ უღვთო ცხოვრებას ეწეოდა და მაგიით იყო გატაცებული და მონასტერში იმისთვის მივიდა, რომ თავისი ძალები წმიდა ხატებზე გამოეცადა. ღვთის დედის სასწაულებრივმა ჩარევამ ერთიანად შესცვალა მისი ცხოვრება და იგი ღვთისმოსავი გახდა. ასე გამოვლინდა „პანტანასსა“ ხატის პირველი სასწაული, გრძნეულ ადამიანზე.

XVII ს. ეს მცირე ხატი ძველთაგანვე იზიდავდა მლოცველებს, რომელნიც მძიმე სნეულებათა და განსაცდელთა შინა ეძებდნენ კურნებასა და ნუგეშს ყოვლადწმიდისაგან. ცნობილია სიმსივნისაგან განკურნების მრავალი შემთხვევა, რომელიც ამ ხატთან სარწმუნოებით მლოცველებს მიენიჭათ.

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის, „ყოველთა დედუფალი“ („პანტანასსა“) დღესასწაულს აღნიშნავენ 18/31 აგვისტოს.


ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის, „ყოველთა დედუფალი“ („პანტანასსა“) სახელწოდება, რაც ნიშნავს- ყველას ქალბატონი, ყველას მბრძანებელი, განპირობებულია მისი ხატწერის თავისებურებით.
ღვთისმშობელი გამოსახულია ალისფერ სამეფო შესამოსელში, სამეფო ტახტზე დაბრძანებული, და კალთაში მჯდომარე ღვთაებრივი ყრმით. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარჯვენა ხელით ღვთაებრივ ყრმაზე, როგორც ქვეყნიერების მხსნელზე მიუთითებს, რომელსაც მარცხენა ხელში უჭირავს გრაგნილი, ხოლო მარჯვენათი აკურთხევს.
ღვთაებრივი ყრმა წარმოდგენილია, როგორც ღვთის მეფური შვილი.

ღვთისმშობლის ორივე მხარეს გამოსახული ანგელოზები, ხელებისა და ფრთების დამახასიათებელი მდომარეობით თაყვანს სცემენ ზეციურ დედოფალს.

http://www.portal-slovo.ru/art/41847.php





გარდა, ბოროტ გრძნეულებისა და ჯადოებისგან განკურნებისა, ევედრებიან სიმსივნით დაავადებულთა შეწევნისათვის.

კონდაკი
: ახალგამოცხადებულისა ხატისა შენისა წინაშე წარდგომილ-ვართ ლმობიერად მორწმუნენი და გიგალობთ შენ, ყოველთა დედუფალო: გარდამოგვივლინე კურნებანი შენდამი მოლტოლვილთა, რათა სიხარულითა ვხმობდეთ შენდამო: გიხაროდენ, ყოველთა დედუფალო, სნეულებათა ჩუენთა მადლითა მკურნალო.

დაუჯდომელი საგალობელი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა „ყოველთა დედუფალი“ („პანტანასსა“)

http://en-gb.facebook.com/note.php?note_id=222392234439348



პანტანასას ღვთისმშობლის ხატის სასწაულები (ქართულად)

ათონის კინოტის გადაწყვეტილებით გადაწყდა, რომ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის, სახელწოდებით „ყოველთა დედუფალი“ („პანტანასსა“) ასლი საქართველოსთვისაც შექმნილიყო. ხატის დაწერა განსაკუთრებული წესების დაცვით მოხდა, ათონის მთაზე. ის სპეციალურად მისთვის ჩატარებული ღამისთევის ლოცვების ქვეშ იწერებოდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი მასზე დასვენებული იყო სასწაულმოქმედი ხატის ორიგინალი და ყოველდღე ტარდებოდა საღმრთო ლიტურგია.
ხატი საქართველოში 2003 წლის 3 სექტემბერს ჩამოაბრძანეს.
მამა ეფრემი: "თქვენ არ იცით ჯერ რამხელა სიწმინდეს მიაბრძანებთ საქართველოში..."



--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jul 27 2012, 11:55
პოსტი #17


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი
„გამომხსნელი“ (განმათავისუფლებელი)



ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი „გამომხსნელი“ დაწერილია 14Х13 სმ. ზომის დაფაზე.მასზე გამოსახულ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ( ”ოდიგიტრია”), მარცხენა ხელზე უზის ღვთაებრივი ყრმა, რომელიც მარჯვენა ხელით აკურთხევს, ხოლო მარცხენა ხელში უჭირავს გრაგნილი, ვერტიკალურ მდგომარეობაში. სამოსელი გაფორმებულია ფილიგრანული ნაკეთობით და ჩადებულია სპილენძის მოოქროვილ კიოტში.


IPB-ს სურათი
Икона Божией Матери «Избавительница». XIX в. (собор вмч. Пантелеимона Новоафонского мон-ря)
http://www.pravenc.ru/text/293828.html
http://vgostyahukudesnitsi.blogspot.com/20...-post_6065.html


ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი "გამომხსნელი" ათონის მთაზე, სქემმონოზონ მარტინიანესთან იმყოფებოდა, რომელიც უაღრესად მკაცრი ასკეტური ცხოვრებით გამოირჩეოდა და სიცოცხლის ბოლომდე 1831 წლიდან 1884 წლამდე, წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში ცხოვრობდა. ეს ხატი მან ლოცვა-კურთხევის ნიშნად დიდი ასკეტი მამის, მღვდელ-მონოზონ თეოდულესგან მიიღო, მაგრამ რა დროიდან და ვისგან ჰქონდა თვით თეოდულეს, დღემდე უცნობია.
უძველესი დროიდან ხატი საოცარი სასწაულებით განდიდდა. 1841 წლის დასაწყისში, მამა მარტინიანეს ათონიდან ელადაში გამგზავრება მოუხდა. სპარტის ეპარქიაში ყოფნისას მან შეიტყო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას დიდი უბედურება დაატყდა თავს. მათ მინდვრებსა და ტყეს უამრავი კალია შეესია და მთელ ნათესებს ანადგურებდა. მოსახლეობა ყოველნაირად ცდილობდა, მწერების გაჟლეტას, მაგრამ უშედეგოდ. კალია კიდევ და კიდევ უფრო მრავლდებოდა და როდესაც მინდვრებში პარაკლისის გალობით, ლიტანიის შესრულება დაიწყეს, თითქოს გაჯავრებული კალიები გააფთრებით ხალხს პირდაპირ თვალებში აფრინდებოდა . მოსახლეობა სახლებისკენ გაიქცა.

ხალხის უბედურებით დამწუხრებულმა, მამა მარტინიანემ ყველას მოუწოდა, შემწეობისთვის ცისა და მიწის დედოფლისთვის მიემართათ და ერწმუნათ, რომ ის აუცილებლად მოხედავდა მათ მორჩილებასა და გაძლიერებულ ლოცვას. მას 5.000-ზე მეტი ადამიანი გაჰყვა. ღვთისმშობლის ხატი მინდორში გამოიტანეს და მის წინაშე ყველამ ერთად დაიწყო გულმხურვალე ლოცვა .

დედა ღვთისამ არ უგულვებელყო გაჭირვებული ხალხის თბილი ლოცვა და ისინი საოცარი სასწაულით იხსნა სიკვდილისგან: დიდძალი კალია უცებ აიშალა და ისეთი სიმრავლით გაფრინდა, რომ მისმა სიხშირემ მზის შუქიც კი დაჩრდილა. ამ დროს მოულოდნელად გამოჩნდნენ შოშიას მსგავსი ჩიტები და მათ დაასრულეს კალიების განადგურება.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი,"გამომხსნელი" მრავალ საოცარ სასწაულს აღასრულებდა და წმ.პანტელეიმონის მონასტერში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სიწმინდედ ითვლებოდა, როგორც ადამიანთა მოდგმის ყოველი მწუხარებისა და განსაცდელის ნუგეშისმცემელი ძვირფასი საგანძური.

გარდაცვლილი არქიმანდრიტის, მაკარის, ანდერძის მიხედვით, რომელიც ათონზე წმინდა პანტელეიმონის რუსული მონასტრის მამა და წინამძღვარი იყო, ხატი "გამომხსნელი" 1889 წლის 20 ივნისს გადაეცა ახალი ათონის სვიმონ კანანელის სახელობის მონასტერს - კავკასიაში, კურთხევისა და ძმური სიყვარულის ნიშნად. ხატის დღესასწაული რუსეთში პირველად 1889 წლის 17 ოქტომბერს ძვ. სტ. აღესრულა. ამ დღეს საშინელი ქარიშხალი ამოვარდა და მონასტრის სანაპიროზე სხვადასხვა ზომის უამრავი თევზი გამოყარა, ისე, რომ მონასტრის მეთევზეებმა 80 ფუთამდე შეაგროვეს.


1970 წელს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი „გამომხსნელი“ შემთხვევით ნაპოვნი იქნა ძველი სახლის სხვენში. ბნელ ფიცარზე გამოსახულება ძვლივს გაირჩეოდა, ამიტომ როგორც მიღებულია ამ დროს გადაწყვიტეს ის მდინარე დნეპრის დინებისთვის გაეტნიათ. მაგრამ მორჩილმა ტასიამ, რომელსაც ეს დაევალა ხატის თავისთან დატოვება გადაწყვიტა.
ნახევარი წლის შემდეგ, შესამჩნევი გახდა, რომ ყოველი ლოცვის შემდგე, ხატი თანდათან უფრო ნათელი ხდებოდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ კი მთლიანად განათდა. ეს ამბავი სწრაფად გავრცელდა მორწმუნეებს შორის, რომლებიც იკრიბებოდნენ და ხატის წინაშე ლოცულობდნენ.
1992 წელს, მონაზონმა გავრიილამ (ყოფილი მორჩილი ტაისია) სიწმინდე კიევ-პეჩერსკის ლავრას გადასცა, სადაც ის განათავსეს კიდეც. ხატს უწოდეს ”გამომხსნელი”, რადგანაც ირწმუნეს, რომ მან ლავრა არაერთხელ იხსნა დამპყრობლებისაგან.
ათონიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის ხატის, "გამომხსნელის" საპატივცემულოდ, მისი დღესასწაული ძვ. სტ.17 ოქტომბერს აღესრულება.

http://donat.cc.ua/izbavitelnitsya.html
http://www.hram.ru/index.php/library-bogorodica-63
http://www.pravenc.ru/text/print/293828.html


ღვთსმშობლის ამ ხატის ზოგიერთ ძველ ნიმუშზე, ღვთისმშობლის ზედა შესამოსელზე , ომოფორზე გამოსახულია ხუთქიმიანი ვარსკვლავი-პენტაგრამა. უძველესი დროიდან პენტაგრამა ”რჩეულობას, მოვალეობასა და ერთგულებას” აღნიშნავდა. სამწუხაროდ, მე-16 საუკუნიდან დაწყებული პენტაგრამების გამოყენება მასონურმა ორგანიზაციებმა დაიწყეს, შემდეგ კომუნისტურმა, რამაც გამოიწვია ხალხის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ამ უძველესი, ღვთისმოსავი ნიშნის მიმართ.

IPB-ს სურათი
”გამომხსნელი”



არსებობს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის, კიდევ ერთი ვარიანტი სადაც გამოსახულია მოციქული სიმონ კანანელი და წმიდა პანტელეიმონ მკურნალი, რომელთაც უჭირავთ ღვთისმშობლის ხატი, ახალი ათონის სვიმონ კანანელის სახელობის მონასტრის ფონზე..




ყოვლადწმიდა ღვთისმობლის ხატის, ”გამომხსნელი” წინაშე ლოცულობენ სიგიჟით დაავადებულთა განკურნებისთვის, კალიების შემოსევისას, სულიერი და ხორციელი უძლურებისას, გასაჭირში ყოფნის დროს, რათა მოგვანიჭოს მადლი და ძალა რთული გარემოებების მოსაგვარებლად.


IPB-ს სურათი
”გამომხსნელი”


დაუჯდომელი ყოვლადწმიდა ღვთისმობლის ხატის, ”გამომხსნელი” (რუსულად)
http://vgostyahukudesnitsi.blogspot.com/20...-post_6065.html


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jul 29 2012, 11:30
პოსტი #18


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი
”ტრიხერუსა” ანუ „სამხელიანი“




IPB-ს სურათი
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი
”ტრიხერუსა” ანუ „სამხელიანი“ . /ათონი. ხილანდარის მონასტერი მე-14 საუკუნე.



11 ივლისს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის, „სამხელიანის“ ხსენების დღეა. ისტორია ღვთისმშობლის პატიოსანი ხატისა, რომელსაც ტრიხერუსა (სამხელიანი) ეწოდება, მჭიდროდ უკავშირდება ხატთაყვანიცემის დიდი ქომაგისა და ქრისტიანული ჰიმნოგრაფიის თვალსაჩინო წარმოამადგენლის, იოანე დამასკელის სახელს.

წმიდა იოანე 676 წელს დაიბადა დამასკოში, ქრისტიანულ ოჯახში. მამამისს დამასკოს ხალიფას კარზე დიდი თანამდებობა ეჭირა, რასაც მარჯვედ იყენებდა ქრისტიანების მფარველობისათვის.

წმიდა იოანემ განათლება მამის სახლში მიიღო. მეგობარ კოზმასთან ერთად, რომელსაც მამამისი ზრდიდა. შემდგომში კოზმა საგალობლების ცნობილი ავტორი და მაიუმის ეპისკოპოსი გახდა. ბავშვების სწავლა-განათლების საქმეს ხელმძღვანელობდა დიდად განათლებული ბერი კოზმა, რომელიც არაბების ტყვეობისაგან წმ. იოანეს მამამ გამოისყიდა. მამის გარდაცვალების შემდეგ ხალიფამ იოანეს მისცა მისი თანამდებობა და წყალობითაც უხვად აავსო. მამის მსგავსად იოანეც ცდილობდა თავისი მდგომარეობა ქრისტიანებისათვის შემწეობის გასაწევად გამოეყენებინა.

მაგრამ ღვთის განგება მას უფრო დიდი ღვაწლისათვის ამზადებდა. 730 წ. ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა გამოსცა ედიქტი, რომელიც ხატთა თაყვანისცემას კრძალავდა. ამ ბრძანებას შედეგად ქრისტიანების რბევა-შევიწროვება მოჰყვა. კონსტანტინეპოლის პატრიარქი გერმანე სამშობლოდან გააძევეს, სკოლები დახურეს, დედაქალაქის უმდიდრესი ბიბლიოთეკა გადაწვეს. მაშინ როცა ხატმებრძოლი იმპერატორის მიერ მართლმადიდებლები დაუნდობელი სისასტიკით იდევნებოდნენ, წმ. იოანე დამასკელმა ერთ-ერთმა პირველმა აღიმაღლა ხმა ეკლესიის დასაცავად. პირველივე სიტყვაში, რომელიც მან ხატთა თაყვანისცემის დასაცავად წარმოთქვა, წმიდა წერილისა და წმიდა გადმოცემის საფუძველზე შესანიშნავად გახსნა საეკლეისიო დოგმატი ხატების თაყვანისცემის შესახებ. მისმა მართლმადიდებლური რწმენისადმი წმიდა სიყვარულით შთაგონებულმა სიტყვამ, იმათი გულიც კი შესძრა, რომელნიც ჭეშმარიტებას აქტიურად ეწინააღმდეგობდნენ. როცა ერეტიკოსები მიხვდნენ, რა საშიშროებას უქმნიდა ცრუ სწავლებას იოანე დამასკელი, ყოველი ღონით შეეცადნენ ცილისწამებით დაემცირებინათ სახელი დიდი მქადაგებლისა.

იმპერატორმა ლეონმა მეგობრული წერილი გაუგზავნა დამასკოს ხალიფას, რომელშიც წმ. იოანეს ხალიფას ღალატში სდებდა ბრალს. კერძოდ, იგი წერდა, რომ იოანე მზად იყო ჩაებარებინა იმპერატორისათვის ჯერ დამასკო, ხოლო შემდეგ მთელი ამ მხარის დაპყრობაში დახმარებოდა. რაზედაც იგი თითქოსდა უარით პასუხობდა, რადგან დამასკოს მმართველთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება სურდა. წერილს ლეონმა თან დაურთო ხელნაწერი, რომელიც თითქოსდა ბიზანტიის იმპერატორს წმ. იოანემ გაუგზავნა.

განრისხებულმა ხალიფამ საქმის გამოუძიებლად, ისე რომ არ შეისმინა იოანეს ვედრება, მიეცათ მისთვის დრო თავის გასამართლებლად, წმიდანისათვის იმ მარჯვენის მოკვეთა ბრძანა, რომლითაც მან თითქოსდა ბიზანტიის იმპერატორს წერილი გაუგზავნა. ბრძანება მყისვე შეასრულეს და მოკვეთილი მარჯვენა სხვათა დასაშინებლად საქვეყნო ადგილზე გამოფინეს.

საღამოთი, როცა ხალიფას მრისხანება შედარებით დაცხრა წმ. იოანემ მეგობრების მეშვეობით სთხოვა მოკვეთილი მარჯვენის მიცემა, რათა დაემარხა. ხალიფა დათანხმდა. შუაღამისას წმ. იოანე სამლოცველო ოთახში ჩაიკეტა, მოკვეთილი მტევანი მკლავს შეუერთა და მუხლებზე დავარდნილი მხურვალეს შეევედრა ღვთისმშობელს გაემთელებინა ხელი, რასაც იგი ღვთის სადიდებელი საგალობლის შექმნისთვის გამოიყენებდა.

ხორციელად ნაწამებსა და სულიერი მღელვარებით გადაქანცულ იოანეს ღვთისმშობლის ხატის წინ ჩაეძინა. ძილში მას დედა ღვთისა ეჩვენა, რომელიც ლმობიერი თვალებით უყურებდა, და უთხრა: „აი, ხელი შენი გამრთელდა; მეტად ნუღარ სწუხარ, არამედ შეასრულე ის, რასაც ლოცვაში შემპირდი.“ წმ. იოანეს გამოეღვიძა და სასწაული იხილა: მოკვეთილი მტევანი მაჯასთან მიერთებოდა. მხოლოდ წვრილი ვარდისფერი ზოლიღა მოაგონებდა გადატანილ ტანჯვას.

მადლიერების გრძნობით აღსავსე წმ. იოანემ ბრძანა გაეკეთებინათ ვერცხლის ხელი და იგი მისი ქომაგის ხატზე მიემაგრებინათ, რის გამოც ამ ხატს ტრიხერუსა (სამხელა) ეწოდა.

ამ სასწაულმა მოსახლეობასთან ერთად ხალიფაც დაარწმუნა იოანეს უდანაშაულობაში და მისდამი ისევ მეგობრულად განეწყო, მაგრამ იოანემ გადაწყვიტა, რომ დაუდგა შესაფერისი დრო აღთქმის აღსრულებისა. მიუხედავად ხალიფას მხურვალე ხვეწნა-მუდარისა, რომელსაც სურდა წყალობით გამოესყიდა იოანეს მიმართ ჩადენილი უსამართლობა, მან მაინც დატოვა მშობლიური ქალაქი და სამეფო კარი, მონები და მოსამსახურეები გაათავისუფლა, მთელი ქონება ღარიბებს დაუტოვა და კოზმასთან ერთად იერუსალიმისაკენ გაეშურა. იერუსალიმში წმიდა ადგილების მოლოცვის შემდეგ იგი სამოღვაწეოდ საბაწმიდის ლავრაში დამკვიდრდა.

ტრიხერუსა, ღვთისმშობლის სამხელიანი ხატი, მუდამ მასთან იყო, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ ლავრის საკუთრება გახდა. 1122 წელს ლავრას ესტუმრა სერბეთის მთავარეპისკოპოსი წმ. საბა; ლავრის ძმობამ ღვთისმშობლისავე სურვილით ტრიხერუსა მას მიართვა, ასე რომ, ხატი სერბეთში იქნა გადაბრძანებული.

მე-16 საუკუნეში თურქეთის შემოსევის შედეგად ხატს განადგურების საფრთხე დაემუქრა. ღვთის მოსავმა სერბებმა გადაწყვიტეს თვითონ ზეციური დედოფლისათვის მიენდოთ ხატის ბედი. სანდრო წყაროებიდან ჩანს, რომ წმინდა ხატი სახედარს დაადგეს და თავის ნებაზე მიუშვეს, თვითონ კი შორიდან აკვირდებოდნენ სად წავიდოდა იგი.

სახედარი ათონის მთისკენ გაემართა და ხილანდარის მონასტერს მიადგა. იქაურმა ბერებმა წმიდა ხატი დიდი სიხარულით მიიღეს და იგი მთავარი ტაძრის საკურთხეველში დააბრძანეს.

რამდენიმე წლის შემდეგ ასეთი ფაქტი მოხდა: რადგან მონასტრის იღუმენი გარდაიცვალა, ძმობას ახალი წინამძღვარი უნდა აერჩია. აზრთა სხვადასხვაობამ ახალი იღუმენის არჩევასთან დაკავშირებით ძმობა ორად გახლიჩა. მაშინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა კამათში ჩარევა მოისურვა, რათა ძმებს შორის წარმოშობილი შფოთი შეეწყვიტა. ერთ დილით, როცა ხილანდარის ბერები ჩვეულებისამებრ ღვთისმსახურებისათვის შეიკრიბნენ, ტრიხერუსა საკურთხეველში აღარ დახვდათ, იგი იღუმენის ადგილზე დაბრძანებულიყო. ხატი საკურთხეველში დააბრუნეს და კარები საგულდაგულოდ ჩაეტეს, მაგრამ მეორე დილით იგი სურათი იხილეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. მაშინ ერთმა დაყუდებულმა ბერმა, რომელიც თავისი სიწმინდით გამოირჩეოდა, ძმებს უამბო, როგორ ეჩვენა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და განუცხადა თავისი ნება, რათა ძმები მისი ხატის საკურთხეველში გადაბრძანებით აღარ გარჯილიყვნენ, რადგან გადაწყვეტილი ჰქონდა მონასტერში უთანხმოების მოსასპობად, იღუმენის ადგილი თვითონ დაეკავებინა თავისი ხატის საშუალებით.

იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ხილანდარის სავანეში შეუცვლელად სრულდება ზეციური დედოფლის ნება: იქ იღუმენს არ ირჩევდნენ, არამედ პირდაპირ მის მოადგილეს ნიშნავენ.

აღსანიშნავია, რომ იღუმენის ადგილის თავზე დაბრძანებულია ტრიხერუსას სასწაულმოქმედი ხატი და ყოველი მსახურების წინ მისგან ისევე იღებენ ლოცვა-კურთხევას, როგორც იღუმენისაგან.

ათონზე არსებული წესის მიხედვით, ბერ-მონაზვნები იმოსებიან მანტიით, მიდიან ხატთან, მის წინაშე ორ დიდ მეტანიას აკეთებენ პირჯვრის გამოსახვით, ემთხვევიან მის მარჯვენა ხელს, შემდეგ როგორც წინამძღვარს, პირჯვრის გამოსახვის გარეშე თავს უხრიან და ღვთისმსახურებას იწყებენ.

ბროშურიდან „სასწაულთმოქმედი ხატები“ № 1
ჭულევის მონასტერი, 2000 წ.
http://www.orthodoxy.ge/khatebi/samkheliani.htm


ხილანდარის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ”ტრიხერუსა” ანუ „სამხელიანი“, გადაწერილი უამრავი ასლი გავრცელდა და გამრავლდა. მაგრამ კოპირება ყოველთვის არ არის ხარისხის გარანტი. ხილანდარის ორიგინალზე, მესამე ხელი არ არის ხატზე დაწერილი, არამედ დამზადებულია მეტალისგან და მიმაგრებულია ხატზე.
და აი, გარკვეული დროის შემდეგ დაწერილ ასლებში, მიმაგრებული ვერცხლის ხელის მაგივრად, დაიწყეს ცოცხალი ხელის გამოსახვა. უფრო შემდეგ კი------- უხეირო ხატმწერებმა, მიაბრუნეს ხელი ღვთისმშობლის ომოფორისკენ. ასეთი უხეირო ასლებიც მრავლადაა გაგვრცელებული.

ეკლესია ებრძოლა კანონიკის ასეთი უხეშ დარღვევებს, სინოდმა კიდეც გამოსცა ბრძანება, მაგრამ ძნელია ცრურწმენებისა და ჩვევების აღმოფხვრა და ახლაც, როდესაც უამრავი წიგნია გამოცემული ხატწერის კანონიკის შესახებ, უხეირო ხატმწერები კვლავ უაზროდ აგრძელებენ შეცდომის ტირაჟირებას.
მაგრამ ამის ფონზე, საბედნიეროდ არსებობს ხატწერის საუკეთესო ნიმუშებიც.

IPB-ს სურათი
Троеручица, икона из Свято-Троицкого Ионинского монастыря. Киев

Взято с http://www.pravmir.ru



ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი
”ტრიხერუსა” ანუ „სამხელიანი“



http://tbiliselebi.ge/?mas_id=2989&rub...&jurn_id=10
http://imeroni.ge/gverdebi/samxeliani/samxelianixati.htm


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jul 29 2012, 13:29
პოსტი #19


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი „ვნებისა“


ღვთისმშობლის ”ვნების” ხატი მიეკუთვნება ხატწერის ტიპს ”ოდიგიტრია”, სადაც ღვთისმშობელს თავი დახრილი აქვს, მის ხელზე მჯდომარე ყრმა იესოსკენ. ღვთაებრივი ყრმა თავისი ხელებით ეჭიდება ღვთისმშობლის მარჯვენა ხელს.
მარცხენა ხელით უჭირავს ღვთისმშობლის დიდი თითი, ხოლო მარცხენა ხელით უჭერს ხელის მტევანს.

ღვთისმშობლის სახის გასწვრივ გამოსახულ ორ ანგელოზს ხელთ უპყრიათ ქრისტეს ვნების იარაღები: ჯვარი, ღრუბელი და ლახვარი. ამ სურათის ხილვით შეძრწუნებული ღვთაებრივი ყრმის სახე, მიპყრობილია ღვთისმშობლისაკენ.



IPB-ს სურათი
Дата появления:
нач. XVII века
Иконографический тип:
Одигитрия
Место нахождения:
Храм Воскресения Христова в Сокольниках
Дата празднования
13 августа (по юлианскому календарю) и в шестое воскресение после Пасхи
Изображения иконы на Викискладе


ხატის წამომავლობა უცნობია. XVII საუკუნეში ხატი განდიდდა სასწაულით, რომელსაც უკავშირებენ შემდეგ გარდმოცემას.
სოფელ პალიცში, ნიჟეგოროდის გუბერნიაში ცხოვრობდა გლეხი ქალი ეკატერინე, რომელიც გათხოვებისთანავე ეშმაკეულმა ძალამ შეიპყრო. ის სრულიად შეშლილი იყო, ადამიანებს ერჩოდა, ტყეში დაეხეტებოდა, არაერთხელ თვითმკვლელობაც სცადა, მაგრამ კეთილი ადამიანების მეშვეობით უფალი ყოველ ჯერზე შეეწეოდა მას. ამგვარ მდგომარეობაში 7 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ერთხელ ის გრძნობაზე მოვიდა, ცრემლით შეევედრა ღვთისმშობელს, ამ უბედურებისაგან გაეთავისუფლებინა და აღთქმა დადო, რომ გამოჯანმრთელებისთანავე მონასტერში განმარტოვდებოდა. მალე ის მართლაც განიკურნა, მაგრამ თავისი აღთქმა დაივიწყა და ქმართან და შვილებთან ერთად კეთილდღეობით ცხოვრობდა. ერთხელ, როდესაც ლოცვაზე იდგა, აღკვეცის შესახებ დადებული პირობა გაახსენდა. ისეთმა შიშმა შეიპყრო, რომ სულიერად დაუძლურებული ლოგინად ჩავარდა. ღამით გაიგონა, რომ მისი ოთახის კართან ვიღაც მიმოდიოდა და ლოცვას კითხულობდა. კარი გაიღო და ოთახში მეწამულით მოსილი, გამოუთქმელი ოქროსფერი სინათლით გაბრწყინებული ქალწული შემოვიდა. მას მეორე, ასევე ნათლითშემოსილ ქალწული ახლდა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა თქვა: „ეკატერინე, რატომ არ ასრულებ შენს აღთქმას, მონაზვნად რომ უნდა აღკვეცილიყავ და ჩემი ძისა და ღმერთისათვის გემსახურა. წადი ახლავე, ჩემი გამოცხადების შესახებ იქადაგე და უთხარი ყველას, ვინც ერში ცხოვრობს, რომ ბოროტების, შურის, ლოთობის და ყოველგვარი არაწმიდენისაგან თავი შეიკავონ. უმანკოებით და ერთმანეთისადმი გულწრფელი სიყვარულით იცხოვრონ. ნუ დაივიწყებენ კვირა დღეს და დღესასწაულებს, რომლებიც უფლისა და ჩემდამი არის მოძღვნილი“. შიშით მოცული ეკატერინე ღვთისმშობლის ბრძანების შესრულებად აყოვნებდა. გამოცხადება ორჯერ განმეორდა. მაგრამ ეკატერინე შიშობდა, რომ არ დაუჯერებდნენ და ბრძანება კვლავ შეუსრულებელი დარჩა. ამ ურჩობისთვის ის მკაცრად დაისაჯა, თავი ერთ მხარეს გაუშეშდა, პირი მოეღრიცა და ძალიან დაუძლურდა. მალე ყოვლადწმიდამ კვლავ შეიწყალა იგი. ერთხელ სიზმრად ეკატერინემ საიდუმლო ხმა გაიგონა, რომელიც ავალებდა, რომ დაუყოვნებლივ წასულიყო ხატმწერ გრიგორთან - ნიჟნი-ნოვგოროდში, მისთვის თავისი ხილვის შესახებ მოეთხრო, ღვთისმშობლის სახელზე შეგროვილი შვიდი ვერცხლის მონეტა მიეტანა და მის მიერ დაწერილი ოდიგიტრიად წოდებული ღვთისმშობლის ხატი შეემკობინებინა: „როდესაც შენ ამ ხატის წინაშე სარწმუნოებით ილოცებ, გამოჯანმრთელდები და შენთან ერთად სხვაც ბევრი განიკურნება“. ეკატერინემ ბრძანება შეასრულა. ხატმწერთან ოდიგიტრიის ხატი იპოვა და მის წინაშე მხურვალე ლოცვის შემდეგ განიკურნა. ამის შემდეგ ხატმა მეორე სასწაული აღასრულა. საოცარი მოვლენების შესახებ ხმები სწრაფად გავრცელდა შემოგარენში. ამ ხმებმა თავად ბორის მიხეილის ძე ლიკოვის ყურამდეც მიაღწია. მან მრავალრიცხოვანი სამღვდელოება შეკრიბა, ხატის წინაშე პარაკლისი იგალობეს და ამის შემდეგ ის ნიჟეგოროდის გუბერნიაში, სოფელ პალიცში - კოსმა და დამიანეს ეკლესიაში გადააბრძანეს. 1641 წელს მეფე ალექსი მიხეილის ძის სურვილით ეს ხატი მოსკოვში გადაიტანეს და ტვერის კარიბჭესთან - მისი მიგებების ადგილას, ეკლესია ააშენეს. 1654 წელს აქ დედათა მონასტერი დაარსდა, რომელსაც ვნებისა ეწოდება. ვნებისა ამ ხატს ჰქვია იმიტომ, რომ ღვთიმსშობლის სახესთან გამოსახულ ორ ანგელოზს ხელთ უფლის ვნების იარაღები უპყრიათ. ხატის დღესასწაული აღესრულება აღდგომიდან მე-6 კვირას.

თარგმნა თინათინ გოგოჩაშვილმა
„ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება
და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“
თბილისი, 2001 წ.
http://www.orthodoxy.ge/khatebi/vnebis.htm


IPB-ს სურათი
В Алчевск прибывает чудотворная икона Пресвятой Богородицы именуемая «Страстная»
http://alchevskpravoslavniy.ru/alchevskij-...strastnaya.html


Икона Божией Матери "Страстная"






ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისადმი „ვნებისა“

ევედრებიან ბრმები და კოჭლები, ასევე ხანძრის დროს

ტროპარი 4, ხმა 4

გამოუთქმელად გაბრწყინდა დღეს სამეუფოსა ამას ქალაქსა შინა ხატი ღუთისმშობელისა და ვითარცა სხივცისკროვანმან მზემან გამოჩინებითა თჳსითა ქუეყანაჲ ყოველი განანათლა. დღესასწაულობენ გონებითა ზეციურნი ძალნი და სულნი მართალნი, ჩუენცა მჭვრეტელნი მისნი ვიხარებთ და ცრემლითა ვხმობთ ღუთისმშობელისა მიმართ: ჰოი, ყოვლადმოწყალეო დედუფალო ღუთისმშობელო, შენგან განხორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა ევედრე, რაჲთა მშვიდობაჲ და სიმრთელეჲ მოანიჭის ყოველთა ქრისტეანთა, დიდითა და გამოუთქმელითა წყალობითა თჳსითა.

ლოცვა

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღუთისმშობელო, უმაღლესო წმდათა ანგელოსთა და მთავარანგელოსთაო, და ყოველთა დაბადებულთა უპატიოსნესო, შეუწევნელთა შემწეო, უსასოთა სასოო, გლახაკთა შესავედრებელო, მწუხარეთა ნუგეშინისმცემელო, მშიერთა გამომზრდელო, შიშუელთა სამოსელო, სნეულთა მკურნალო, ცოდუილთა ცხორებაო და ყოველთა ქრისტეანეთა შემწეო და შესავედრებელო!

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ქალწულო ღუთისმშობელო, მოწყალებითა შენითა აცხოვნე და შეიწყალე ღუთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი.

აცხოვნე დედუფალო და შეიწყალე დიდი მეუფე ჩუენი - უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, მამაჲ ჩუენი ილია და ყოვლად-სამღუდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამუღუდელონი და სამონაზვნო წესნი. კეთილმორწმუნენი - მხედართმთავარნი, და ყოველნი ქრისტესმოყუარე მხედრობა და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, სამოსელითა შენითა პატიოსნითა დაიფარენ. ევედრე დედუფალო, შენგან უთესლოდ განხორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა დაგჳფარნეს ძალითა თჳსითა ხილულთა და უხილავთა მტერთა ჩუენთაგან.
ჰოი, ყოვლადმოწყალეო დედუფალო ღუთისმშობელო, აღმომიყუანენ ჩუენ სიღრმეთაგან ცოდუათასა, და მიხსენ ჩუენ სიყმილისაგან, სვრისა, ძვრისა, ცეცხლისა, მახჳლისა და ზედამოსვლისაგან უცხო თესლთასა, და ტომითისაგან ბრძოლისა და უცნაურისა სიკუდილისა, და ზედა დასხმისაგან მტერთასა და განმხრწნელისაგან ქარისა, და ყოვლისაგან სიკუდილშემოსილისა წყლულებისა და ყოვლისაგან ბოროტისა, მომეც, დედუფალო, მშვიდობაჲ და სიმართლე მონათა ამათ შენთა - მართლმადიდებელთა ქრისტეანთა, და განანათლენ გონებანი ჩუენნი, და თუალნი გულისა ჩუენისა, რაჲთა ვსცხონდეთ, და ღირს ვიქმნეთ ცოდუილნი მონანი შენნი სასუფეველსა ძისა შენისასა, დაუსაბამოთ მამით მისით და ყოვლად-წმიდით და ცხოველს-მყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jul 29 2012, 16:33
პოსტი #20


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



სმოლენსკის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი”ოდიგიტრია”


სმოლენსკის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, სხვაგვარად იწოდება ”ოდიგიტრიად” (გზისმაჩვენებელი).
საეკლესიო გარდამოცემის მიხედვით, ხატი ძალიან ძველია და დაიწერა წმიდა ლუკა მახარებლის მიერ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სიცოცხლეში.
სმოლენსკის ხატზე ღვთისმშობელი წარმოგვიდგება, როგორც ადამიანის თანაშემწე, ქრისტესკენ მავალ რთულ გზაზე, ამიტომ ის გამოსახულია ფრონტალურად და მლოცველისკენ დაბეჯითებით აქვს მზერა მიპყრობილი. მის მარცხენა ხელზე დაბრძანებულია ღვთაებრივი ყრმა, ხოლო მარჯვენათი კი მასზე უთითებს, როგორც მხსნელზე, რომელიც ყველასთვის არის : ”გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.” (იოანე 14:6).
ღვთაებრივი ყრმა, მარჯვენა ხელით ლოცავს ყველას. ხოლო მარცხენათი გრაგნილი უჭირავს.
სმოლენსკის "ოდიგიტრიას" დამახასიათებელ თავისებურებად ითვლება ღვთაებრივი ყრმის ფრონტალური მდებარეობა და ღვთისმშობლის ძალიან უმნიშვნელო შებრუნება ყრმის მხარეს.

როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა სმოლენსკის "ოდიგიტრიას" თავდაპირველი, კონსტანტინოპოლის ხატი, თურქების მიერ იქნა გაძარცვული და განადგურებული, 1453 წელს, კონსტანტინოპოლის ალყის დროს. მკვლევარების აზრით, მე–10 საუკუნეში, რუსეთში ამ ხატის ასლი აღმოჩნდა. სმოლენსკის "ოდიგიტრიას" თავდაპირველი , კონსტანტინოპოლის ხატის გაქრობის შედეგად, ფართო სამეცნიერო კვლევის ჩატარება ვერ ხერხდება. ძველი აღწერილობის მიხედვით, კი დაფა, რომელზეც ხატი იყო დაწერილი, იყო უჩვეულოდ მძიმე, ცარცით და წებოთი დაგრუნტული და ზედ ტილო იყო გადაკრული.


სმოლენსკის სასწაულმოქმედ ხატზე ღვთისმშობელი წელამდეა გამოსახული. მარჯვენა ხელით ღვთაებრივი ყრმისკენ უთითებს, ხოლო მარცხენაში უპყრია ყრმა ქრისტე, რომელსაც თავის მხრივ მარცხენა ხელში გრაგნილი უჭირავს, ხოლო მაკურთხებელი მარჯვენა მაღლა აქვს აღმართული.
ღვთისმშობლის ზედა სამოსი მუქი-ყავისფერია, ხოლო ქვედა კაბა-მუქი ლურჯი ფერისაა. ყრმის შესამოსელი-მუქი მწვანე ფერისაა, მოოქროვილი.



IPB-ს სურათი

http://www.portal-slovo.ru/art/40078.php


წმიდა დიმიტრი როსტოველი თვლის, რომ ხატი დაიწერა ანტიოქიის მმართველ თეოფილეს თხოვნით. სიწმინდე ანტიოქიიდან იერუსალიმში გადააბრძანეს, ხოლო იქიდან დედოფალმა ევდოკიამ და მისმა მეუღლე არკადიმ კონტატინოპოლში, იმპერატორის დას გადასცეს, სადაც ის ვლაქერნის მონასტერში მოათავსეს.

აქედან კი -- მე-11 საუკუნეში , მომავალი სმოლენსკის ხატი ხვდება რუსეთში. სავარაუდოდ, საბერძნეთის იმპერატორმა კონტანტინე IХ მონომახმა (1042-1054), 1046 წელს, თავის ასულ ანასა და იაროსლავ ბრძენის შვილის, თავად ვსევოლოდ იაროსლავის-ძის კავშირი აკურთხა და რუსეთისკენ გზა ამ ხატით დაულოცა. თუმცა არსებობს ისტორიული მტკიცებულება, რომ კონსტანტინოპოლის ხატი გაძარცვული და განადგურებული იქნა თურქების მიერ, 1453 წელს, კონსტანტინოპოლის ალყის დროს. ამიტომ მკვლევარების უმრავლესობა ემხრობა იმ აზრს, რომ რუსეთში ამ ხატის ასლი აღმოჩნდა.

თავად ვსევოლოდ იაროსლავის-ძის გარდაცვალების შემდეგ, კი---- ეს ხატი მის შვილს ვალდიმირ მონომახს გადაეცა, რომელმაც ХII საუკინის დასაწყისში, ხატი ღვთისმშობლის მიძინების საპატივცემულოდ, სმოლენსკის საკათედრო ტაძარში გადააბრძანა. ამის შემდეგ ხატი იწოდება სმოლენსკის ”ოდიგიტრიად”.

1238 წელს, ბათუს ურდოები რუსეთს გასაძარცვავად მოედნენ და სმოლენსკამდე მიაღწიეს, მოსახლეობამ მოულოდნელი თავდასხმის შესახებ არაფერი იცოდა და არც თავდაცვისათვის იყო მზად. ღამით, საკათედრო ტაძარში, სადაც სასწაულთმოქმედი ხატი დგას, ეკლესიის დარაჯმა მისგან გამომავალი ბრძანება მოისმინა, რომ სმოლენსკელი მეომრის მერკურისათვის გადაეცათ მისა ნება: „მერკური, საომრად შეიკაზმე, რამეთუ შენი დედოფალი გიხმობს“, მერკური მივიდა ტაძარში, ხატის წინაშე დაემხო და ხმა ესმა: „ჩემთვის სათნოო მერკური, გაგზავნი ჩემი სახლის დასაცავად, ურდოს მმართველი აპირებს, რომ ამ ღამით საიდუმლოდ დაეცეს ჩემს სამფლობელოს - მთელი თავისი ჯარითა და გოლიათებით, რომლებზეც მთელს თავის იმედს ამყარებს. მას სურს, გააუდაბუროს ქალაქი, მაგრამ მე ვევედრე ჩემს ძესა და ღმერთს, რომ არ ჩააგდოს ის დამპყრობთა მონობაში. ხალხის, მღვდელთმთავრისა და მთავრის ფარულად მტრის შესახვედრად გადი და ქრისტეს ძალით სძლიე მისი მხედრობა. მე შენთან ვიქნები და შეგეწევი ჩემს მონას. მაგრამ იქ გამარჯვებასთან ერთად, მოწამის გვირგვინიც გელის, რომელსაც ქრისტესგან მიიღებ“. მერკურიმ ცრემლით მიწამდე სცა თაყვანი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და ტაძარი და ქალაქი დატოვა.

მან შემწედ ღვთისმშობელი მოიხმო, მტრის რიგებში შეიჭრა, იქ მებრძოლი გოლიათი მოკლა და შემდეგ მტრის დიდი სიმრავლე ამოხოცა. შემდეგ, როდესაც დაქანცული დასასვენებლად წამოწვა, ერთმა თათარმა ის მძინარე დაინახა და თავი მოჰკვეთა. მერკურიმ სისხლით დაამტკიცა თავისი ღვაწლი. ის ეკლესიაში დაკრძალეს და მის სახელზე მოლოხოვის კარიბჭესთან ობელისკი აღმართეს. ეკლესიამ მერკური წმიდათა დასში შერაცხა.(მისი ხსენების დღე 24 ნოემბერია)
http://www.orthodoxy.ge/khatebi/smolenskis.htm

ХIV საუკუნეში სმოლენსკი, ლიტველი მთავრების მფლობელობაში იმყოფებოდა. თავად ვიტაუტას ასული სოფია (1398-1425წლებში) მოსკოვის დიდ თავადს ვასილ დიმიტრის-ძეს მითხოვდა.
1398 წელს, მან ღვთისმშობლის ხატი მოსკოვში წააბრძანა, სადაც წმიდა ხატი, კრემლის ხარების ტაძარში, სამეფო კარბჭის მარჯვნივ მოათავსეს.
1456 წელს, სმოლენსკის მოსახლეობის თხოვნით, ეპისკოპოსს მიხეილის მეთაურობით ხატი სადღესასწაულო ლიტანიობით დააბრუნეს სმოლენსკში და მოსკოვში დარჩა მისი ორი ასლი. ერთ-ერთი მათგანი ”ხარების” საკათედრო ტაძარში მოათავსეს, ხოლო მეორე კი- 1524 წელს, სმოლენსკის მოსკოვთან შეერთების აღსანიშნავად დაარსებულ ნოვოდევიჩის მონასტერში.

1602 წელს, დაიწერა სმოლენსკის სასწაულმოქმედი ხატის ზუსტი ასლი. (1666 წელს, მეფის ბრძანებით სმოლენსკის მთავარეპისკოპოსმა ბარსანოფმა დროისაგან ჩამუქებული ორიგინალი, ასლთან ერთად რესტავრაციისთვის, მოსკოვში ჩამოიტანა. ერთერთი მათგანი დღემდე სმოლენსკის მიძინების ეკლესიაშია, ხოლო მეორე - 1602 წელს დაწერილი, - დასვენებულია დნეპრისპირა ეკლესიის კარიბჭეზე. თავდაპირველად ის სმოლენსკის გალავნის დნეპრის კოშკზე იმყოფებოდა, მაგრამ 1727 წელს ვინმე დლოტოვსკიმ გამოითხოვა ნებართვა, რომ მისი ხარჯით კარიბჭესთან ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია აეშენებინათ და ამ ეკლესიაში მოეთავსებინათ სმოლენსკის მფარველი ოდიგიტრია. 2 წლის შემდეგ ეკლესია ააგეს, მშენებელი მარხულობდა, შემდეგ აღსარება თქვა და კურთხევის დღეს ეზიარა. ზიარებით განწმენდილმა და სიხარულის ცრემლით მოცულმა მან ხატის წინაშე მუხლი მოიყარა, ხელები ჯვრის სახედ დაიკრიფა მკერდზე, თავი მიწამდე დადრიკა და გარდაიცვალა. 1802 წელს, ხის ეკლესია ქვის ტაძრით შეცვალეს.)
http://www.kremonastery.org.ua/orthodox_ar...hej-materi-1046

სმოლენსკის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის”ოდიგიტრია” დღესასწაულს აღნიშნავენ 28 ივლისს.
აწ დაკარგული კონსტანტინოპოლის , სმოლენსკის ”ოდიგრიატია” ხატის, უამრავი ასლი არსებობს. მე-20 საუკუნის დასაწყისში, ითვლებოდა ამ ხატის სამ ათეულზე მეტი ასლი და მხოლოდ ერთი სასწაულმოქმედი, განსაკუთრებით ღირსშესანიშნავი ნიმუში.


მოსკოვში, განსაკუთრებით განდიდდა სმოლენსკის ”ოდიგრიტიას” 1456 წელს, სმოლენსკის მოსახლეობის თხოვნით, სმოლენსკში დაბრუნების შემდეგ, მოსკოვში დარჩენილი მისი ორი ასლი. ერთ-ერთი მათგანი ”ხარების” საკათედრო ტაძარშია მოათავსებული, ხოლო მეორე კი- 1524 წელს, სმოლენსკის მოსკოვთან შეერთების აღსანიშნავად დაარსებულ ნოვოდევიჩის მონასტერში.


IPB-ს სურათი
писок со Смоленской иконы Божией Матери. Благовещенский собор Кремля.
Москва, 1456 год.
http://mglin-krai.narod.ru/Cerkvi/Odigitriya_Smolenskaya.htm



IPB-ს სურათი
Икона «Богоматерь Смоленская». Тихон Филатьев. 1668 г.
Икона из Новодевичьего монастыря в Москве.
http://mglin-krai.narod.ru/Cerkvi/Odigitriya_Smolenskaya.htm



ლოცვა სმოლენსკის ოდიგიტრიის
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის მიმართ

ევედრებიან ისინი ვინც ხანგრძლივი მოგზაურობისათვის ემზადებიან, შეეწევა ყოველგვარ კეთილ წამოწყებას

ტროპარი, ხმა 4

ღუთისმშობელსა ლმობიერად შეუვრდეთ ჩუენ ცოდუილნი და ესე გლახაკნი, მხურვალითა ცრემლითა ღაღად-ვყოთ სიღრმით გულისაჲთ. ჰოი, დედუფალო წყალობითა შემწე მეყავ ჩუენ, სასოო მორწმუნეთაო, მსწრაფლ შემეწიე, რამეთუ წავრწყმდებით ჩუენ სიმრავლისაგან ცოდუათა ჩუენთასა, ნუ გარე მაქცევ მონათა ამათ შენთა ცუდად, რამეთუ შენ ხარ სასო და მეოხი ჩუენი წინაშე ძისა შენისა და ღუთისა ჩუენისა.

ლოცვა

ჰოი, ყოვლადსაკვირველო და ყოველთა ქმნულთა ზედა აღმატებულო დედუფალო ღუთისმშობელო, ზეციურისა მეუფისა ჩუენისა ქრისტეს ღუთისა დედაო, ყოვლადმოწმიდაო ოდიგიტრია მარიამ, ისმინე ლოცუანი ესე ცოდუილთა და უღირსთა მონათა შენთაგან, რომელნი ყოვლადწმიდასა ხატსა შენსა შევრდომილ ვართ ჟამსა ამას და ცრემლითა და შემუსვრილითა გულითა ვხმობთ: უფსკრულთაგან ვნებათასა აღმომიყუანენ ჩუენ, დედუფალო, კურთხეულო, განმათავისუფლენ ჩუენ ყოველთაგან ურვათა და მწუხარებათა, გარემომზღუდენ ყოვლისა კრულებისა, ზედამოსვლისა და ცილისწამებისაგან დამიხსნენ მძ ვინვარისაგან მტერისა. ძალ-გიც შენ, ჰოი, მიმადლებულო დედაო, რაჲთა იხსნე ერი შენი ყოვლისაგან ბოროტისა და ღირს-ჰყო იგი კეთილდღეობითსა ცხორებასა, რამეთუ ზედამოსვლათა ამათ შინა არა გ ვივის ჩუენ ცოდუილთა სხუაჲ შემწე და მხურვალე შუამდგომელი თ ვინიერ შენსა. ევედრე, დედუფალო, ყოვლადწმიდაო, ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა ღირს მყვნეს ჩუენ ზეცისა სასუფეველსა, ამისთ ვისცა მარადჟამს გადიდებთ შენ, ვითარცა მიზეზსა ჩუენისა ხსნისასა და აღვამაღლებთ წმიდასა და დიდებულსა სახელსა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, - სამებით განდიდებულსა და თაყუანისცემულსა ღმერთსა, უკუნითი, უკუნისამდე, ამინ!

ლოცვა(მგზავრობის მნებებელთათვის)

ყოვლადწმიდაო დედუფალო ჩემო, ქალწულო ღმრთისმშობელო ოდიგიტრია, მცველო და სასოო ცხოვნებისა ჩემისაო! გზასა ამას ზედა რომელი წინა მიძს მე, მსურის დადგინება და ამით ჟამითგან შეგვედრებ შენ ყოვლადმოწყალესა დედასა ჩემსა სულსა და ხორცთა ჩემთა, გონებასა ჩემსა და ძალთაცა ხორციელთა, ამას ყოველსა შევვედრებ მტკიცესა ზედამხედველობასა შენსა და შეწევნასა ყოვლადძლიერსა. ჰოი სახიერო თანამოგზაურო და მფარველო ჩემო, გულისმოდგინებითა გევედრები შენ, რაჲთა არა იქმნას გზაჲ ესე ჩემი საჭირველ, წინამიძეღ მე მას ზედა და წარმართე იგი, ყოვლადწმიდაო ოდიგიტრია, ვითარცა თ ვით უწყი სადიდებელად ძისა შენისა უფლისა ჩემისა იესუ ქრისტესი. თანაშემწე მექმენ მე და უმეტესად შორეულსა და მრავალტ ვირთვულსა მწირობასა ამას შინა დამიცევ მე ძლევაშემოსილითა საფარველითა შენითა ყოველთა ჭირთა და მწუხარებათაგან, ხილულთა და უხილავთა მტერთაგან და ევედრე ჩემთ ვის, დედუფალო, ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა წარმოგზავნოს შემწედ ჩემდა ანგელოსი თ ვისი მშ ვიდობისა, წინამძღუარი და მცუელი ჩემი შეუორგულებელი, ვითარცა ოდესმე მიჰმადლა მონასა თ ვისსა ტობიას, ყოველსა ადგილსა და ყოველსა ჟამსა მცუელი გზისა მისისა ყოვლისაგან ბოროტისა. ეგრეცა გზაჲცა ესე ჩემი კეთილად წარმართე და დამიცევ მე სიმრთელითა ზეციურითა ძალითა, რაჲთა მშ ვიდობით უკუვიქცე მე მამულსა შინა ჩემსა, სადიდებელად სახელისა თ ვისისა წმიდისა, განმადიდებელი და მაკურთხეველი მისი ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა და მაქებელად შენდა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 25.09.2017 - 22:45