IPB WARNING [2] fsockopen(): unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 51 of /retail/alocate.php)
ღვთისმშობელი - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



 
Reply to this topicStart new topic
> ღვთისმშობელი გაზიარება
ANA
პოსტი Apr 21 2010, 10:57
პოსტი #1


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 26.09.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 64



ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი „ღირს არს“ („მოწყალე“)

ღვთისმშობლის სახე გამოხატავს თანაგრძნობასა და სიყვარულს

IPB-ს სურათი

ათონზე, კონსტანტინე დიდის მიერ 335 წელს დაარსებულ კარეასის მონასტერში იმყოფება სასწაულთმოქმედი ხატი, რომელსაც ღირს არსი ეწოდება. ამ სავანის მთავარ ტაძარში, საკურთხეველში მაღალ დასაჯდომელზეა მოთავსებული ეს ხატი, რომელიც შემდეგი მოვლენის გამო განსაკუთრებითაა განდიდებული: ერთი მღვდელ-მონაზონი მორჩილთან ერთად კარეასის ახლოს განდეგილურად ცხოვრობდა. ისინი იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებულ ვითარებაში ტოვებდნენ სენაკს. ისე მოხდა, რომ ერთხელ, აღდგომის დღეს, ღამისთევაზე დასასწრებად ბერი კარეასის ეკლესიაში წავიდა. მოწაფე სენაკის დასარაჯოდ დარჩა და მისგან ბრძანება მიიღო, რომ მსახურება შინ აღესრულებინა. დაღამებისთანავე მან კაკუნი გაიგონა. როდესაც კარი გამოაღო, დაინახა უცნობი ბერი, რომელიც პატივითა და თავაზით მიიღო. როცა ღამისთევის ლოცვის აღსრულების დრო დადგა, მათ ერთად დაიწყეს გალობა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სადიდებელი ლოცვის დროს ორივე ღვთისმშობლის ხატის წინაშე დადგა და კოსმა მაიუმელის ძველი საგალობელი წამოიწყეს - „უპატიოსნესს ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა...“ და ა.შ., მაგრამ საოცარმა სტუმარმა თქვა: „ჩვენთან ასე არ ადიდებენ ღვთისმშობელს. ჩვენ ჯერ ასე ვგალობთ: „ღირს არს ჭეშმარიტად რათა გადიდებდეთ შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა“ და მხოლოდ ამის შემდეგ ვამბობთ: „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა“. ახალგაზრდა ბერს გული აუჩუყდა, როცა ჯერ არსმენილი გალობა გაიგონა და სტუმარს ვედრება დაუწყო, რომ ღვთისმშობლის ამგვარი დიდება მისთვისაც ესწავლებინა, მაგრამ სენაკში არც მელანი და არც ქაღალდი არ აღმოჩნდა. მაშინ სტუმარმა უთხრა: „მაშინ მე შენთვის ამ ქვაზე დავწერ, შენ კი ისწავლე, ასე იგალობე და ყველა ქრისტიანს ასწავლე, რომ მათაც ამგვარადვე ადიდონ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი“. საოცარი სტუმრის ხელში ქვა ცვილივით დარბილდა და სიტყვები ღრმად ამოიკვეთა. როცა ქვაზე გალობა დაწერა, სტუმარმა იგი მორჩილს მისცა, საკუთარი თავი გაბრიელად მოიხსენია და მსწრაფლ უხილავი გახდა. მორჩილმა მთელი ღამე ღვთისმშობლის ხატის წინაშე, მის ქება-დიდებაში გაატარა და დილისთვის ღვთაებრივ საგალობელს ზეპირად ამბობდა. კარაესიდან დაბრუნებულმა ბერმა იგი ამ საოცარი გალობის აღვლენისას ნახა.

მორჩილმა მას ქვა აჩვენა და რაც მოხდა, ყველაფერი უამბო. ბერმა ამის შესახებ წმიდა მთის საკრებულოზე განაცხადა და ყვალ ერთი პირით და ერთი გულით ადიდებდა უფალს, დედა ღვთისას და გალობდნენ ახალ საგალობელს. მას შემდეგ ეკლესია მთავარანგელოსის გალობას „ღირს არსს“ აღავლენს, ხოლო ხატი, რომლის წინაშეც ის მთავარანგელოზმა აღასრულა, კარეასის ტაძარში გადააბრძანეს. მთავარანგელოსის მიერ ამოკვეთილი ფილა წმინდა პატრიარქის ნიკოლოზ ქრიზოვერხის (938-996 წწ.) დროს, ბასილი და კონსტანტინე რომან-უმცროსის ვაჟების ზეობის ჟამს, კონსტანტინეპოლში გადაიტანეს. ხოლო ის სენაკი ათონზე დღემდე ღირს არსის სახელითაა ცნობილი. პეტერბურგში, გალერების ნავსადგურში აიგო მოწყალე ღვთისმშობლის დიდებული ხუთგუმბათიანი ტაძარი, სადაც ათონიდან გამოგზავნილი ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი „ღირს არს“ („მოწყალე“)

ევედრებიან სულიერი სა ხორციელი სნეულებების დროს, ყოველგვარი საქმის დასრულებისას
ტროპარი, ხმა 4


სამართლად კადნიერებით მოვილტვით მოწყალისა ხატისა შენისა მომართ, ღუთისმშობელო და ლმობიერებითა ვხმობთ მისდა მომართ: გარდამომივლინენ მდიდარნი წყალობანი შენნი: განამტკიცე ეკლესიაჲ ჩუენი, კეთილდღეობანი კაცთანი დაიცევ და იხსენ ქუეყანაჲ ჩუენი ყოვლისაგან გარემოდგომილებისა, ერსა ამას მშვიდობაჲ მოჰმადლე და აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
ლოცვა 1

ღირსად საგალობელო და სამართლად ყოველთა უმაღლესთა ძალთაგან პატივდებულო, ვითარცა უზესთაეს მათდა აღმატებულმან, ღუთისა და ყოვლისა შემოქმედისა მშობელმან, ყოველთა ზედა განდიდებულმან, საკვირველმან დედუფალმან, ევედრე შენგან განხორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა. რაჲთა მოიხილოს ერსა თვისსა ზედა, რომელსა არა აუქს სიტყუისგებაჲ წინაშე მისა, რაჲთა უვნებელად დაგვიცუას ჩუენ ცილისწამებისაგან წინააღმდგომთა და ბოროტთა კრულებათაგან ჭეშმარიტად მრავლის შემძლებელ არნ დედობრივი ლოცუანი შენნი, რამეთუ იტყუის: ევედრე დედასა ჩემსა და არა განაგდო შენ, არამედ აღგისრულო თხოვაჲ ყოველი. ამისთვისცა აღვსილნი სიხარულითა გიღაღადებთ შენ: დედუფალო, მიხსენ განსაცდელსა შინა მყოფნი მონანი ესე შენნი, განანათლენ ყოველნი აწინდელსა ჟამსა დაბნელებულნი ამაოჲსაგან სიბრძნისმოყუარებისა და იესუს ტკბილსა მიჰმადლენ, რაჲთა მოხარულნი ვხმობდეთ: დიდება მამასა, დიდება ძესა, დიდება სულსა წმიდასა. დიდება შენცა ყოვლადდიდებულსა და ყოვლადუხრწნელსა ქალწულსა ღუთისმშობელსა, უფროსადპატივდებულსა და უფროსადკურთხეულსა, დაუსრულებელთა საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა 2

ჰოი, ყოვლადწმიდაო და ყოვლადმოწყალეო დედუფალო ღუთისმშობელო, ყოველნი შევრდომილნი წმიდასა ხატსა შენსა შენდა ვხმობთ მორჩილებითა: ისმინე ხმისა ლოცვისა ჩუენისასა, მოხედენ მწუხარებათა და სულთქუმათა ჩუენთა და ვითარცა დედამან მოყუარულმან ისწრაფე ჩუენ-უძლურთა მომართ, ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა არა უსჯულოებათა ჩუენთაებრ დავინთქნეთ ჩუენ, არამედ გარდამოავლინოს აურაცხელნი კაცთმოყუარებანი თვისნი ჩუენ - ცოდუილთა ზედა, ითხოე ჩუენთვის, დედუფალო, მისითა მოწყალებითა, მოგუენიჭოს ჩუენ სიმრთელე ხორციელი და კეთილჰაეროვნებაჲ, რაჲთა გარდამოგუვლინოს კურთხევაჲ ზეციური თვისი ყოველსა საქმესა კეთილსა ჩუენსა ზედა და ვითარცა ძუელად მოჰხედა მოწყალითა თუალითა თვისითა მორჩილთა მას ათონის მთისასა, რომელი სიმდაბლითა ადიდებდა სახელსა შენსა - წინაშე ყოვლადწმიდისა ხატისა შენისა და წარმოგზავნა მისდა მთავარანგელოსი სწავლად გალობისა მის, რომლითა ზეციურნი ძალნი გადიდებენ შენ, ეგრეცა ჟამსა ამას შეიწირენ სულთქუმანი ესე ჩუენნი, რომელსა აღავავლენთ შენდა მომართ, ჰოი, ყოვლადსაგალობელო დედაო, განპყარ ღუთისმტვირთუელნი ხელნი შენნი უფლისა მიმართ, რომელთა ზედა ყრმა იგი ღმერთი მიიქუ და ევედრე მას, რაჲთა ყოვლისაგან ბოროტისა მიხსნნეს ჩუენ. გარდამოავლინე, დედუფალო, წყალობანი შენნი ჩუენ ზედა, სნეულნი განკურნენ, მწუხარეთა ნუგეშინის-ეც, განსაცდელთა შინა მყოფთა შეეწიე და ღირს-მყვენ ყოველნი, რაჲთა კეთილად განვლოთ ცხორებაჲ ესე ჩუენნი, აღსასრული ურცხუენელი, ქრისტეანობითი მომმადლე ჩუენ და ზეციურისა სავანისა მემკვიდრედ გამომაჩინე დედობრივითა შუამდგომელობითა შენითა წინაშე შენგან განკაცებულსა ქრისტესა ღუთისა ჩუენისა, მასთანა დაუსაბამოჲსა მამისა და ყოვლადწმიდისა სულისა, რომელსა შუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“, თბილისი, 2001 წ





ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი „ნუგეში“, ანუ „მანუგეშებელი“ - ვატოპედის


IPB-ს სურათი




ხატი, რომელსაც ნუგეში ეწოდება, იმყოფება ათონზე, ვატოპედის მონასტრის ხარების ეკლესიაში, რომელიც კონსტანტინე დიდის მეფობის დროს აიგო. ამ მონასტრის ახლოს, 395 წელს, ძლიერი ქარიშხლის დროს გემიდან ზღვაში გადავარდა უფლისწული არკადი, ( თეოდოსი დიდის ძე) ტალღამ იგი ზღვაში გაიტაცა. ფიქრობდნენ, რომ ის დაიღუპა. გემმა დიდი გაჭირვებით მიაღწია ათონის მთის იმ ადგილს, სადაც მონასტერია აღმართული. ხანგრძლივი ძებნისგან დაუძლურებული არკადის თანამგზავრები შემთხვევით ერთ სანაპირო ბუჩქნარს მიადგნენ და მის ჩრდილში ერთიანად სველ, მაგრამ მშვიდად მძინარე უფლისწულს მიადგნენ. გამოღვიძების შემდეგ მან თვითონვე უამბო თავისი სასწაულებრივი გადარჩენის ამბავი. აქედანვე წარმოდგა სახელწოდება ვატოპედი - „ყმაწვილის ბუჩქი“. იმპერატორმა თეოდოსიმ ვაჟის გადარჩენის სახსოვრად დაასაჩუქრა მონასტერი. მთავარი ტაძრის საკურთხეველი იმ ადგილას აშენდა, სადაც უფლისწული იპოვეს. მის კურთხევაზე კონსტანტინეპოლის პატრიარქ ნექტარიოსთან ერთად თვით არკადი მოვიდა.

ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი ნუგეში ანუ მანუგეშებელი მარჯვენა კლიროსთან კედლის ნიშშია, რომელიც მის სახელზეა ნაკურთხი. ღვთისმშობლის სახე გამოხატავს თანაგრძნობას და სიყვარულს, მისი მზერა სავსეა სიმკაცრით და ულმობელი მსჯავრით. ამ ხატზე შემდეგი გადმოცემა შემოგვრჩა:

807 წლის 21 იანვარს ყაჩაღების ჯგუფმა მიაღწია ათონის მთას, განზრახული ჰქონდათ, გათენებისთანავე, როგორც კი ვატოპედის მონასტრის კარი გაიღებოდა, შიგ შეცვენილიყვნენ, ბერები ეცემათ და მონატრის სიმდიდრე გაეტაცათ. ყაჩაღები, რომლებიც ნაპირზე საღამოს გამოვიდნენ, დილამდე მონასტრის მიმდებარე ბუჩქნარში დაიმალდნენ, მაგრამ წმიდა მთის მეთვალყურემ - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა არ დაუშვა, რომ უღმერთოთა ბოროტი ჩანაფიქრი აღსრულებულიყო.

მეორე დღეს, ცისკრის განტევების შემდეგ, როცა ძმები დროებითი მოსვენებისთვის საკუთარ სენაკში დაბრუნდნენ, ამ მონასტრის წინამძღვარი თავის მორჩილებას აღასრულებდა, უცებ მას ღვთისმშობლის ხატიდან ხმა შემოესმა: „დღეს სავანის კარს ნუ გააღებთ, არამედ მონასტრის გალავანზე ადით და ყაჩაღები გააძევეთ“. იღუმენი შეკრთა და ღვთისმშობლის ხატს თვალები მიაპყრო, უცებ მან საოცარი სასწაული იხილა: დაინახა, რომ ღვთისმშობლის სახე, ისევე როგორც სახე მის მკლავებში მყოფი ყრმისა, გაცოცხლა.

წინასამარადისო ყრმამ ხელი თავისი ღვთაებრივი დედის ბაგეს ააფარა, სახე მისკენ მიიბრუნა და უთხრა: „არა, დედაო ჩემო, ნუ ეუბნები მათ ამას: დაე, დაისაჯნენ“. მაგრამ ღვთისმშობელი შეეცადა, რომ თავისი ძის და უფლის ხელი შეეჩერებინა, სახე მარჯვნივ შეაბრუნა, თავი აარიდა და ორგზის კვლავ წარმოთქვა სიტყვები: „დღეს სავანის კარს ნუ გააღებთ, არამედ მონასტრის გალავანზე ადით და ყაჩაღები გააძევეთ“.

საშინელი ხილვით გულგანგმირულმა იღუმენმა მაშინვე შეკრიბა მთელი საძმო, მოუთხრო მომხდარი: ღვთისმშობლის გაფრთხილება და უფალ იესოს მიერ წარმოთქმული სიტყვები გადასცა. ყველამ უკიდურესი განცვიფრებით შენიშნა, რომ ყოვლადწმიდისა და უფლის სახე და საერთოდ მთელი დაწერილობა ხატისა, წინანდელთან შედარებით, სრულიად შეცვლილიყო და ღვთისმშობლის მფარველობა განადიდეს. მათ მონასტრის გალვნისკენ ისწრაფეს და ყაჩაღთა გუნდის თავდასხმა აიცდინეს.

ამის შემდეგ დღევანდლამდე ვატოპედის ღვთისმშობლის ხატს ეწოდება ნუგეში (ანუ მანუგეშებელი), ხოლო ღვთისმშვლის და მაცხოვრის გამომეტყველება დარჩა იმავე მდგომარეობაში, როგორიც მან მიიღო სამგზის ხმის აღმოტევების შემდეგ, ე.ი. ღვთაებრივი დედა მარჯვენა მხარეს არიდებს თავს წინასამარადისო ყრმის გაწვდილ ხელს, ცდილობს, ის თავის ბაგეს ააცილოს, რათა მოსალოდნელი საშიშროების შესახებ თავისუფლად გააფრთხილოს თავისი რჩეული.

ამ სასწაულებრივი დაცვის მოსახსენებლად ვატოპედის ხატის წინაშე ანთია უქრობი კანდელი და კელაპტარი. უძველესი დროიდან ვატოპედში ძმების ბერად აღკვეცა მხოლოდ აქ ხდება და ყოველდღიური პარაკლისიც აქვე აღესრულება.


ვატოპედის ღვთისმშობლის ხატს „ნუგეში“ ანუ „მანუგეშებელი“
ევედრებიან სნეულებათაგან განკურნებისათვის



ტროპარი: დააცხრენ ვნებანი მრავალცოდვილისა სულისა ჩემისანი, რომელმანცა პირისაგან ქუეყანისა ყოველნი მწუხარებანი აღხოცენ, რომელ კაცთა ვნებათა აოტებ და ცოდვილთა ჭმუნვასა განუქარვებ, რამეთუ შენ ხარ ყოველთა ტვირთ-მძიმათა სიმტკიცეი და სასოებაი, ყოვლადწმიდაო დედაო და ქალწულო

ლოცვა

სასოებაო ყოველისა კიდეთა ქუეყანისათაო, ყოვლადწმიდაო ქალწულო ღმრთისმშობელო, ნუგეშინისმცემელო და ლხინებაო ჩუენო! ნუ უგულებელს გუყოფ ჩუენ ცოდვილთა, რომელნი მოწყალებასა შენსა მინდობილ ვართ. ალი ცოდუათა ჩუენთაი დაშრიტე და სინანულითა აღაყუავილენ დაწრეტილნი გულნი ჩუენნი. ცოდვილთა ზრახვათაგან განწმინდენ გონებანი ჩუენნი, შეიწირენ სულთქმითნი ლოცვანი გულთა და სულთა ჩუენთანი. იქმენ შენ შუამდგომელ წინაშე ძისა და ღვთისა შენისა და ჩუენ ზედა მოწევნული რისხვაი მისი დააცხრე დედობრივითა ლოცვითა შენითა, მართლმადიდებლობასა შინა განამტკიცენ და დანერგე ჩუენ შორის შიში ღვთსაი, სული მოთმინებისა და სიყვარულისაი. ხორციელთა და სულიერთა წყლულებათაგან განმკურნენ, მტრისა ზედამოსვლანი დააყუდენ, ტვირთი ცოდვათა ჩუენთაი აღიღე და ნუ დამიტევებ ვიდრე დღედ აღსასრულადმდე ჩუენისათა. მომანიჭე ჩუენ წყალობაი შენი და ყოვლადწმიდაი მადლი შენი. ყოველთა აქა მდგომარეთა და მლოცველთა თანა ეგე მარადის და ყოველთა შენდა მოლტოლვილთა შეწევნაი და მეოხებაი შენი აჩუენენ, რაითა გადიდებდეთ და გაქებდეთ შენ ყოველნი, ვიდრე უკანასკნელ აღმოფშვინვადმდე. ამინ.


--------------------
ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ANA
პოსტი Apr 21 2010, 11:31
პოსტი #2


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 26.09.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 64



ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ილინ-ჩერნიგოვის ხატი
ხსენების დღე - 16 (29) მარტი



IPB-ს სურათი

ილინის სამების მონასტერში, ჩერნიგოვის ახლოს, ბოლდინის მთაზე ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი იმყოფება - მას ილინ-ჩერნიგოვისას ეძახიან. ის 1658 წელს ბერმა გენადიმ, ერში გრიგოლ კონსტანტინეს ძე დუბენსკიმ, დაწერა. ჩერნიგოვის მთავარეპისკოპოსი ლაზარე ბარანოვიჩის და ილინის მონასტრის იღუმენის ზოსიმეს დროს ამ ხატს, ნიშნად მოწყალებისა, რვა დღის მანძილზე - 16-დან 24 აპრილამდე, ცრემლი სდიოდა. ამ სასწაულის მოწმე ჩერნიგოვის თითქმის მთელი მოსახლეობა გახდა. ამის შემდეგ მალევე, იმავე 1662 წელს, თათრებმა ჩერნიგოვი დალაშქრეს და მიმდებარე სოფლები მთლიანად გაძარცვეს. მაგრამ ილინის მონასტრის ბერებმა მოახლოებული განსაცდელის შესახებ არაფერი იცოდნენ. ამის შესახებ ცნობა ღამით მიიღეს. მათ ეკლესიას მიაშურეს, ცრემლით მხურვალედ ილოცეს ზეციური მფარველის წინაშე და ანტონიევის გამოქვაბულში დაიმალნენ. თათრები მონასტერში შუაღამით შემოცვივდნენ. ეკლესია გაძარცვეს, საეკლესიო ნივთები აიღეს, მაგრამ ძვირფასეულობით შემკული სასწაულთმოქმედი ხატი ხელუხლებელი დარჩა: უხილავმა ძალამ ბარბაროსებს ნება არ მისცა, რომ სიწმინდეს შეხებოდნენ. ამავე უხილავმა ძალამ არ შეუშვა ისინი გამოქვაბულში, სადაც ბერები იმალებოდნენ, თუმცა თათრები გაშიშვლებული ხმლებითა და ანთებული ჩირაღდნებით ძალიან ცდილობდნენ მათ პოვნას. მოულოდნელად რაღაც გასაოცარი ხილვით დამფრთხალნი გაიქცნენ.

წმიდა დიმიტრი როსტოველი თავისი წიგნის „დამარწყულებელი საწმისის“ ბოლოს, რომელშიც ილინის ხატის 24 სასწაულთმოქმედებას აღწერს, ამბობს: „დასრულდა წიგნი, მაგრამ ღვთისმშობლის სასწაულები არ დასრულებულა. ვის ძალუძს მათი რიცხვის შეტყობა?!“

„ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“, თბილისი, 2001 წ.


IPB-ს სურათი


რომის, ანუ ლიდიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი

წმინდა მოციქულები პეტრე და იოანე ღვთისმეტყველი, სანამ ღვთის სიტყვის სახარებლად სხვადასხვა ქვეყნებში გაემგზავრებოდნენ, იერუსალიმის მიმდებარე ადგილებში ქადაგებდნენ. როდესაც მათ ქალაქ ლიდიაში - შემდეგ დიოსპოლი რომ ეწოდა - ხალხის სიმრავლე მოაქციეს, აქ ღვთისმშობლის სახელზე ტაძარი ააგეს. იერუსალიმში დაბრუნების შემდეგ ისინი ღვთისმშობელთან მივიდნენ და ევედრნენ, რომ ენახა და თავისი იქ ყოფნით ეკურთხებინა ტაძარი, რომელიც მისთვის იყო მიძღვნილი. ღვთისმშობელმა უპასუხა: „წადით და იხარებდით, იქაც თქვენთან ვიქნები“. ლიდიაში ჩასულმა მოციქულებმა მათ მიერ დაარსებული ტაძრის ერთ-ერთ სვეტზე დაინახეს ღვთისმშობლის ხატი, რომელიც, როგორც ჩანს, ადამიანის ხელით კი არა, ღვთის ხელით იყო ამოკვეთილი და წმინდა სახის და მისი პატიოსანი სამოსელის ზუსტ გამოსახულებას წარმოადგენდა. მათ თაყვანი სცეს ხელთუქმნელ ხატს და მადლობა შესწირეს უფალს. შემდეგ თვით ღვთისმშობელმა მოინახულა ლიდიის ტაძარი და თავის ხატს სასწაულთქმედების ძალა და მადლი მიანიჭა. მისი გამოჩინების დღესასწაულად უძველესი დროიდან 12 მარტია დადგენილი. IV საუკუნეში, როდესაც ივლიანე განდგომილმა ქრისტეს ეკლესიის დევნა წამოიწყო და ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის გასანადგურებლად ლიდიაში თავისი ნათესავი გაგზავნა, ახალი სასწაული მოხდა: როდესაც მთელი ძალებით და სხვადასხვა იარაღებით წმინდა გამოსახულების განადგურებას ცდილობდნენ, ის კი არ წარიხოცა, მთელი თავისი ფერებით და ხაზებით სვეტის სიღრმეში შევიდა, ისე რომ, ბოლოს იძულებულნი გახდნენ, ამ უშედეგო მცდელობაზე ხელი აეღოთ. ქვეყნიერების ყველა კუთხიდან მორწმუნეები ლიდიისკენ მოილტვოდნენ, რათა მრავალი სასწაულის აღმომაცენებელი ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატისთვის თაყვანი ეცათ.

VIII საუკუნეში ნეტარი პატრიარქი გერმანე (714-730) იერუსალიმში ცხოველსმყოფელი საფლავისა და სხვა სიწმინდეების მოსანახულებლად მიდიოდა. ლიდიაში მან მხურვალედ ილოცა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის წინაშე და ხატმწერს დაავალა, რომ მისი ზუსტი ასლი შეექმნა. პატრიარქმა ხატი კონსტანტინეპოლში ჩამოიტანა და როგორც ძვირფას საგანძურს, ისე უფრთხილდებოდა. მისი ზეობის დროს ლეონ ისავარიანმა წმიდა ხატების დევნა წამოიწყო და გერმანე, როგორც ხატთა თაყვანისცემელი, პატრიარქობიდან გადააყენა. ტაძრიდან და საკუთარი სახლიდან შეურაცხყოფითა და ყვრიმლისცემით გაძევებულმა პატრიარქმა მოასწრო, რომ თან თავისი განძი - ლიდიის ღვთისმშობლის ხატი წაეღო.

როცა დევნულებაში მყოფმა წმინდა გერმანემ სიკვდილის მოახლოება იგრძნო, მისი უკანასკნელი სურვილი იყო, რომ წმინდა ხატი მდევნელთაგან დაეცვათ. ხატის შიგნით ადგილი ამოაკვეთინა და პაპ გრიგოლისთვის განკუთვნილი ეპისტოლე იქ მოათავსა. მრავალგზისი ამბორისყოფისა და მეტანის შემდეგ ხატი ზღვაში ჩაუშვა და მწარე ცრემლით წარმოსთქვა: „წადი, დედოფალო! გაეცალე არა ჰეროდესა და ეგვიპტეს, არამედ მხეცისმოსახელე მტერს და რომისკენ - კეთილმორწმუნე ქრისტიანებისკენ ისწრაფე, რათა წინასაუკუნეთა ყრმასთან ერთად ხატმებრძოლთა კადნიერ ხელს განერიდო. ეს დიდი ვრცელი ზღვა უსაფრთხოდ გადასცურე!“ წმინდა პაპმა გრიგოლმა, რომელსაც ეს ამბავი სიზმარში ეუწყა, ხატთან მისაგებებლად კრებულთან ერთად მდინარე ტიბრის გაყოლებით გასცურა, პატიოსანმა ხატმა ზღვის წყლებით რომამდე მოაღწია; მდინარის შესართავიდან მათკენ მომავალი ხატი წმიდა პაპმა გრიგოლმა გაშლილი ხელებით მიირქვა და სასწაულთმოქმედი ღმერთი ადიდა. მან ეპისტოლედან პატრიარქ გერმანეს მოსალოდნელი აღსასრულის შესახებ შეიტყო და ცრემლი დაღვარა იმის გამო, რომ სარწმუნოების ეს ლამპარი დევნის მსხვერპლი გახდა. პაპმა ხატი მთელ რომს შემოატარა და წმიდა მოციქულ პეტრეს ტაძრის საკურთხეველში დააბრძანა. ზეციური დედოფალი თავისი ხატის საშუალებით განკურნებდა ყველა უძლურსა და სნეულს, ვინც სარწმუნოებით მიმართავდა მას.

112 წლის შემდეგ, როდესაც ქრისტეს შობიდან 842 წელს კონსტანტინეპოლში მიქაელი გამეფდა და ხატთა თაყავანისცემა აღდგა, რომში ლიდიის სასწაულთმოქმედმა ხატმა ყველას თვალწინ ადგილზე რყევა დაიწყო. ამ საოცარმა ამბავმა შეაშინა და გააკვირვა რომაელები. ერთხელ წმიდა პეტრეს ტაძარში საყოველთაო ღვთისმსახურებაზე თვით პაპი სერგი იმყოფებოდა და უცებ ყველას თვალწინ სასწაულთმოქმედი ხატი მძლავრად შეირყა, ადგილს მოსწყდა და ჰაერში აიწია. ზეაპყრობილი ხელებით და ხმამაღალი შეძახილებით საკურთხევლისკენ გაიქცა ყველა, თითქოს სურდათ, ხატი ჩამოვარდნისგან დაეცვათ, მაგრამ ის ჰაერში ეკლესიის კარიბჭისკენ მიემართებოდა. პაპმა სერგიმ კრებულისა და ხალხის თანხლებით მისდია და ყველამ დაინახა, მდინარე ტიბრზე როგორ დაეშვა და ზღვისკენ წყნარად გასცურა. დიდი მწუხარებით შეპყრობილი ხალხი მდინარის გასწვრივ მიაცილებდა, პაპმა სერგიმ კი ცრემლით აღმოთქვა: „ვაი, ჩვენ, დედოფალო ჩვენო, საით მიდიხარ, პატრონო და ქალბატონო, გვეშინია, რომ ჩვენც არ დაგვატყდეს თავს ხატმებრძოლთა ერესი, რასაც შენ კონსტანტინეპოლიდან გამოერიდე, ამის გამო ხომ არ შორდები რომს? ჰოი, ყოვლადძლიერო, აქამდე რად არ დააცხვრე ერეტიკოსთა მძვინვარება, ქრისტეს ეკლესიას რომ აღაშფოთებს?“ რომაელები დიდხანს უმზერდნენ მიმავალ წმინდა ხატს და მხოლოდ მას შემდეგ დაიშალნენ, როცა მისი დანახვა შეუძლებელი გახდა.

მალე სასწაულთმოქმედი ხატი კონსტანტინეპოლში ჩავიდა და მეფის სასახლის პირდაპირ ნავსაყუდელში შეჩერდა. აქ ის ხალხმა აიღო და დედოფალ თეოდორას მიუტანა. ყველა ფიქრობდა, რომ ეს ერთ-ერთი იმ ხატთაგანი იყო, დევნის დროს რომ ჩაყარეს ზღვაში.

ამაზე უფრო ადრე იმპერატორმა მიქაელმა და პატრიარქმა მეთოდიმ რომში კონსტანტინეპოლის ადგილობრივი ეკლესიის და ხატთა თაყვანისცემის აღდგენის შესახებ ცნობა გაგზავნეს. ელჩებმა, რომლებიც იმ დროს რომში იმყოფებოდნენ, შეიტყვეს, რომ პატრიარქ გერმანეს მიერ ზღვაში ჩაშვებულმა ხატმა რომი სასწაულებრივად დატოვა, მათ კონსტანტინეპოლში დაბრუნების შემდეგ ამის შესახებ მიქაელსა და მის დედას - თეოდორას აცნობეს. მაშინ ცოტა ხნის წინ კონსტანტინეპოლის ნავთსაყუდელთან მობრძანებული ხატი გაიხსნეს და ძალაუნებურად იფიქრეს, რომიდან ხომ არ მოცურდა იგი ნავთსაყუდელში? როცა ელჩებს ხატი უჩვენეს, მათ მაშინვე იცნეს და დაამოწმეს, რომ ეს სწორედ ის ხატი იყო, მათ თვალწინ რომ დატოვა რომი. იმპერატორმა მთელი სასახლის კარის, პატრიარქის და ღვთისმსახურთა თანხლებით ხატი სასახლიდან გამოაბრძანა და ლიტანიით და ლოცვით, მთელი ხალხის თანდასწრებით ის ქალკოპრატიაში მიაცილეს. იქ სამადლობელი ლოცვებით მათთვის მიძღვნილი საუნჯე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში დააბრძანეს. ამ დროიდან ლიდიის ხატს რომისაც ეწოდა, რადგან ის ას წელზე მეტ ხანს რომში იმყოფებოდა, ეს სასწაული ასევე 26 ივნისს იდღესასწაულება.

თარგმნა თინათინ გოგოჩაშვილმა
„ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება
და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“
თბილისი, 2001 წ.

შვიდისრიანი ღვთისმშობლის ხატი
ხსენების დღე - 13(26) აგვისტო (ძვ.სტ.)



IPB-ს სურათი

ეს ხატი დაბრძანებულია ვოლოგდასთან მდებარე იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში. იგი ერთგვარად ასახავს იმ წინასწარმეტყველებას, რომლიც ჩვილი იესოს მირქმის დროს მართალმა სვიმეონმა ყოვლადწმინდა დედას აუწყა: „...თვით შენს სულშიც გაივლის მახვილი“. წმინდა წერილში რიცხვი 7 აღნიშნავს რაიმეს „სისრულეს“, მოცემულ შემთხვევაში კი სისრულეს იმ მწუხარებისა, „სევდისა და გულის ტკივილისა“, რაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ამქვეყნიური ცხოვრების დროს გადაიტანა.

ხატზე გამოსახულია შვიდი ისრით განგმირული ღვთისმშობელი. ამ ხატის პირველ სასწაულზე შემდეგი თქმულებაა შემორჩენილი: ერთ ხეიბარ გლეხს, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე სტანჯავდა სისუსტე და მტკივანი ფეხი, ესიზმრა, რომ თუკი იოანე ღვთისმეტყველის ტაძარს მოინახულებდა, სამრეკლოზე მიაგნებდა ღვთისმშობლის ხატს და მის წინაშე ილოცებდა, განიკურნებოდა. გლეხი ორჯერ მივიდა ტაძარში, თავის სიზმარს მოჰყვა და ითხოვა, სამრეკლოზე აეშვათ, მაგრამ არ დაუჯერეს და თხოვნაზე უარი უთხრეს. მესამედ, როგორც იქნა, შეიბრალეს და სამრეკლოზე აუშვეს. მან მაშინვე მიაგნო წმინდა ხატს, რომელიც სიზმრად იხილა. იგი კიბეზე ფიცრის ნაცვლად ჩაესვათ და სულმთლად ჭუჭყითა და ჩიტების ნაფიფქით იყო დაფარული. ხატი გაასუფთავეს. დასნეულებულმა გლეხმა ხატის წინ პარაკლისის გადახდა ითხოვა და მიიღო კიდეც კურნება. 1830 წელს, როცა ვოლოგდაში ქოლერა გამოჩნდა, შეშინებულმა მოსახლეობამ შველა ისევ ხატს სთხოვა. დედაღვთისას სახე დიდი პატივით ქალაქის გარშემო შემოატარეს. მალე ქოლერამ უკან დაიხია. მას შემდეგ ხატმა სახელი გაითქვა, როგორც სნეულთა სასწაულებრივმა განმკურნებელმა. „ბოროტ გულთა მომალბობელსაც“ უწოდებენ და მოდავეთა შერიგებასაც ევედრებიან.

2002 წელს მოსკოვის ერთ-ერთ ოჯახში დაბრძანებულ ამ ხატის ასლს მირონი დაედინა, რომლის წყალობითაც მრავალი გამოჯანმრთელდა. იმავე წელს ხატი საქართველოშიც ჩამოაბრძანეს და სხვადასხვა მონასტერშიც იყო დასვენებული.

მოამზადა მანანა ჯანელიძემ
ჟურნალი „კარიბჭე“ № 3, 2004

ოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი „აღმადგინებელი“




IPB-ს სურათი

ეს ხატი წილკნის მონასტერშია დაცული. IV საუკუნისაა

XVIII ს-ში კი იმავე სახელწოდების ხატი განდიდდა ნოვგოროდის ეკლესიაში, სადაც მგალობელი განიკურნა. ამ კაცს ენა ულპებოდა, მაგრამ არ შეწყვიტა ჩვეული ლოცვა ხატის წინაშე. უცებ მან იხილა თავისი მფარველი ანგელოზი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს უხმობა და მისდამი აღავლენდა მგალობლის ლოცვას, მალე თვით ღვთისმშობელიც გამოჩნდა და აღადგინა სნეული.

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატს „აღმადგინებელი“ ხატს ევედრებიან სნეულთა კურნებისათვის.


ლოცვანი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის
„აღმადგინებელის“ მიმართ


ტროპარი, ხმა 1

ქალწულო წმიდაო, სიყუარულით პატივისმცემელთა ხატისა წმიდისა შენისათა და ჭეშმარიტისა დედისა ღუთისა განმადიდებელთა და სამართლად თაყუანის-მცემელთა მკურნალად გამოსჩნდი, განმაშორენ ყოველნი სენნი და ბოროტნი ჩუენგან, ვითარცა მრავლისშემძლებელ ხარ.

ლოცვა


ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღუთისმშობელო, ყოველთა ზეციურთა ძალთა ზედა აღმატებულო და ყოველთა წმიდათა უწმიდესო, შეგივრდებით და თაყუანის-გცემთ შენ წიანშე ყოვლადპატიოსნისა და განმაკურნებელისა ხატისა შენისა, მომხსენებელნი შენისა საკვირველსა გამოცხადებისა წინაშე ბიკენტისა მგალობელისა და მხურვალედ გევედრებით შენ, ძლიერსა მეოხსა და შემწესა ერისა შენისასა, ვითარცა ოდეს მგალობელი იგი აღადგინე, აწცა სულნი და ხორცნი ჩუენი, მრავალგუართა ვნებათა და ცოდუათა მიერ მოწყლულნი, განკურნენ. ყოვლისაგან განსაცდელისა, ჭირისა, მწუხარებისა და საშჯელისა საუკუნოჲსა, ურწმუნოებისა და სწავლათაგან სულთა განმხრწნელთა მიხსნენ ჩუენ. ყოველთა უსხეულოჲსა, მაცთურისა და კადნიერისა მტერთაგან დამიცუენ, ჩუენ, ქრისტეანობითნი აღსასრულნი უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი მომმადლენ და მიმთხუევასა ზიარებასა წმიდისა საიდუმლოჲსა ღირს მყვენ. წარმადგინენ შეუორგებელად მარჯუენით კერძო წინაშე საშინელსა სამშჯავროსა ღუთისასა და სმენად ნეტართა ბრძანებათა მისთა: მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ თქუენ სასუფეველი დასაბამითგან ქუეყანასა ამისა.

[b]ლოცვა 2[/b]

მიიღე, ჰოი, ყოვლადკურთხეულო, ყოვლადძლიერო დედუფალო ღუთისმშობელო, შენდა შეწირულნი ცრემლით ვედრებანი ესე ჩუენ უღირთა მონათა ამათ შენთა - მრავალთა განმკურნებელისა ხატისა შენისა მომართ გალობისა შემსხმელთაგან, რამეთუ ხარ შენ ჩუენ შორის და შეისმენ ლოცუათა ჩუენთა, რომელი აღუსრულებ ვედრებათა ყოველთა მვედრებელთა, აღუსუბუქებ ტანჯუათა, მიჰმადლებ სიმრთელესა უძლურთა, აღადგინებ ყოველთა განღრვეულთა და დავრდომილთა, განასხამ ეშმაკთა, საშჯელთაგან განათავისუფლებ ჩაგრულთა, განსწმედ კეთროვანთა, შეიწყალებ ყრმათა: ეგრეთვე, დედუფალო ღუთისმშობელო, განხსნი საკურელთაგან და ვნებათაგან მრავალთა განჰკურნებ ყოველთა: შესაძლებელ არს ყოველი მეოხებისა შენისათვის წინაშე ძისა შენისა, ქრისტეს ღუთისა ჩუენისათა, ჰოი, ყოვლადსაგალობელო დედაო, ყოვლადწმიდაო ღუთისმშობელო! ნუ დააცადებ ლოცუასა ჩუენ უღირსთა მონათა ამათ შენთათვის, რომელნი გადიდებენ შენ, აღგიარებ შენ, თაყუანისგცემენ შენ ყოვლადპატიოსნისა გამოსახულებისა შენისა მიერ და მათ მიმართცა, რომელთა აქუს სასო შეურყეველი და სარწმუნოება შეუორგულებელი შენდა - მარადის ქალწულის და უხრწნელისა მომართ, ამინ!


--------------------
ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ANA
პოსტი Apr 21 2010, 11:43
პოსტი #3


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 26.09.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 64



ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი „ბარძიმი შეუსმელი“

IPB-ს სურათი

ხატის დღესასწაული აღესრულება 5 მაისს

1878 წ. მოხდა „ბარძიმი შეუსმელად“ წოდებული ხატის გამოცხადება . ერთი გლეხი, ყოფილი ჯარისკაცი, მემთვრალეობის ვნებას ჰყავდა დაპყრობილი. მან მთელი თავისი ქონება ლოთობაში გაანიავა და გაღატაკდა. უზომო სმისაგან მას ფეხები სავსებით წაერთვა, მაგრამ მაინც განაგრძობდა სმას. ერთხელ მას სიზმრეულ ჩვენებაში ბერი ეჩვენა და უბრძანა ქალაქ სერპუხოვოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტერში ჩასულიყო, სადაც ღვთის დედის ხატი „ბარძიმი შეუსმელი“ ბრძანდებოდა და მის წინაშე სავედრებელი პარაკლისი გადაეხადა.

მონასტერში მისულმა იქაურებს მოუთხრო თავის სიზმრეულ ჩვენებაზე და პარაკლისის გადახდა სთხოვა. მაგრამ მონასტერში არავინ იცოდა ღვთისმშობლის ამგვარი ხატის შესახებ. მაშინ იფიქრეს, სადიაკვნის შესასვლელში რომ ხატი ჰკიდია, ის ხომ არ არისო?და მართლაც ხატის უკანა მხარეს ნახეს წარწერა: „ბარძიმი შეუსმელი“. გლეხი სავსებით გამოჯანმრთელდა.
ეს ამბავი მალე მთელს რუსეთს მოედო.

რას გამოხატავს ეს ხატი? იკონოგრაფიული თვალსაზრისით იგი ღვთის დედის ერთ-ერთი უძველესი გამოსახულების „ორნატას“ ტიპს მიეკუთვნება, ბარძიმი ღვთიური ყრმით – ესაა ბარძიმი ზიარებისა, ბარძიმი მართლაც შეუსმელია, ანუ დაულევნელი, რამეთუ ტარიგი მისი „მარადის იჭამების და არა დაილევის“. ხოლო დედა ღვთისა, ზეაპყრობილი ყოვლდაწმიდა ხელებით, შუამავლობით აღუვლენს ღმერთს სოფლის ხსნას .
იგი ყოველი ცოდვილისათვის ლოცულობს, ვისაც ცხონება სურს.



ტროპარი, ხმა 4

სამართლად შეუვრდებით დღეს ღუთივსახიერსა და ყოვლადსასწაულთმოქმედსა ხატსა ყოვლადწმიდისა ღუთისმშობელისასა და მართლითა გულითა უგალობთ ზეციურსა ბარძიმსა აღუვსებელსა მოწყალებისასა და მორწმუნეთა ერთათვის სასწაულთა მიმთუალველსა. რამეთუ ჩუენცა მხილველნი და მსმენელნი მათნი ვიხარებთ სულითა და ხმითა გალობისათა ვხმობთ: ყოვლადმოწყალეო დედუფალო, ვნებანი და წყლულებანი ჩუენნი განკურნენ, ევედრე ძესა შენსა - ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.


ლოცვა ყოვლად-წმიდა ღმრთისმშობლის ხატის „დაულევნელი ბარძიმი“-ს წინაშე
ლოთობისა და ნარკომანიის საწინააღმდეგოდ


ჰოი, ყოვლად-მოწყალეო დედუფალო! შენსა მფარველობასა შეუვრდებით, ლოცვათა ჩუენთა ნუ უგულებელსყოფ, არამედ მოწყალებითა შენითა შეისმინე ჩუენი, ცოლთა, შვილთა და დედათა, და მემთვრალეობისა სასტიკითა სენითა შეპყრობილნი და მით დედისა მათისა – ქრისტეს ეკლესიისა და სულის ჴსნისაგან განშორებულნი ძმანი და დანი და მონათესავენი ჩუენნი განჰკურნენ.

ჰოი, მოწყალეო დედაო ღმრთისაო, შე-რა-ეხე ესე გულთა მათთა, მსწრაფლ აღადგინე ცოდვითა დაცემულნი და მჴსნელი მოთმინება მიჰმადლე.

ევედრე ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რათა შეგვინდოს ჩუენ შეცოდებანი ჩუენნი და არა გარემიაქციოს წყალობა თჳსი ერისაგან თჳსისა, არამედ განგვამტკიცოს ჩუენ სიფხიზლესა და უბიწოებასა შინა.

ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო, მიითვალე ვედრება დედათა, ძეთა თჳსთათჳს ცრემლთა დამთხეველთა; ცოლთა, ქმართა თჳსთათჳს მგოდებელთა; შვილთა, ობოლთა და გლახაკთა გზა-აბნეულად დატევებულთა; და ჩუენ ყოველთა, წმიდასა ხატსა შევდრომილთა, და ჰყუენ, რათა ლოცვითა შენითა, გოდება ესე ჩუენი მიეახლოს საყდარსა მაღლისა ღმრთისასა.

დაგვიცევ და დავგიფარენ ჩუენ ბადეთაგან მაცდურისასა და მტერისა ჩუენისა ყოველთა მზაკვრობათაგან, ხოლო საშინელსა ჟამსა სულისა ჩუენისა განსვლისასა, შეგვეწიენ მშჳდობით განსლვად ჰაერთა საზვერეთასა. ლოცვითა შენითა გვიჴსენ ჩუენ საუკუნო სასჯელისაგან, რათა გვფარვიდეს ჩუენ წყალობა ღმრთისა, დაუსრულებელთა საუკუნეთა მიმართ. ამინ.


--------------------
ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ANA
პოსტი Apr 21 2010, 11:53
პოსტი #4


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 26.09.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 64



ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი „გონების მომნიჭებელი“

IPB-ს სურათი


პირველი გამოსახულება ქ. რიბინსკში, მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარშია მოთავსებული. ხატმწერები დღემდე ასრულებენ მის ასლებს. ხატი გამოხატავს _ „წმ. სოფია - სიბრძნე ღვთისა“, მაშინ როდესაც „გონების მომნიჭებელი“ მიგვანიშნებს, რომ ვილოცოთ გონებრივი განვითარებისთვის, ვინც სრულიად მოკლებულია გონს.. ხატის გამოსახულება სასურველ მიზანს ზუსტად შეესაბამება. მისი განსაკუთრებულობა შემდეგში მდგომარეობს: ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსა და იესო ქრისტეს თავს სამეფო გვირგვინები ადგათ. ამასთან უფალი იესო მარჯვენა ხელით აკურთხებს, ხოლო მარცხენაში სკიპტრა უპყრია .ორივე მხრიდან ოთხ ღრუბელზე მუხლმოყრილ ანგელოსებს ხელში ანთებული სანთლები უპყრიათ, ღვთისმშობლის ფეხებთან ფრთაგაშლილი ქერუბიმი მოჩანს.
და იესო და ღვთისმშობელი თითქოსდა ერთ სამოსში არიან გახვეულები


ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისადმი „გონების მომნიჭებელი“

ევედრებიან გონებასუსტი ბავშვებისათვის, ასევე სწავლაში წარმატების მისაღწევად


ლოცვა

ყოვლადწმიდაო ქალწულო, სძალო ღმრთისა მამისაო და დედაო საღმრთოჲსა ძისა მისისა ქრისტე იესოჲსა! შენ ხარ დედუფალო ანგელოსთაჲ და კაცთა ცხოვნებაჲ, მამხილებელი ცოდუილთა და დამსჯელი განვრდომილთათვის ღმრთისაგან. შეგვიწყალენ ჩუენცა მძიმედ შემცოდენი და არ აღმასრულებელნი ღმრთისა მცნებისა, დამარღუეველი ნათლობისა აღთქუმათანი და მონოზონობისა აღთქუმისანი და მრავალთა სხუათა, რომელთა აღუთქუ აღსრულებად. რაჟამს სული წმიდაჲ განეშორა მეფესა საულს, მეყსეულად შიში და მოწყინებაჲ მოიწია მას ზედა და წყუდიადი სასოწარკუეთილებისა და სულისა განუხარებელი მდგომარეობაჲ სწყვლიდა მას. ხოლო აწ ჩუენცა ცოდუათა ჩუენთა გამო მოვაკლდით მადლსა სულისა წმიდისასა. გონებაჲ ამაო იქმნა ამაოჲთა ზრახუითა, ღმრთისა დავიწყებაჲ დააბნელებს სულთა ჩუენთა და აწ შეაიწრებს გულთა ჩუენთა მწუხარებაჲ მრავალგუარი, ნაღუელი, სნეულებაჲ, სიძულვილი, სიბოროტეჲ, აღძურაჲ, შური, სიხარული ბოროტი და სხუანიცა ცოდუანი. და არ მქონებელი სიხარულისა და ნუგეშინისცემისანი, მოგიწოდოთ შენ, დედაო ღმრთისა ჩუენისა ქრისტე იესოჲსაო. ევედრე ძესა შენსა, მოგუიტეოს ყოველნი შეცოდებანი ჩუენდა სული ნუგეშინისმცემელად და განსანათლებლად მათდა საგალობელად შენდა სამადლობელისა გალობისა: გიხაროდენ ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, საცხოვნებელად ჩუენდა მომნიჭებელო გონებისაო.


--------------------
ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ANA
პოსტი Apr 21 2010, 12:08
პოსტი #5


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 26.09.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 64



ხატი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა
სმოლენსკის ოდიგიტრია (გზის მაჩვენებელი)

ხსენება - 28 (10.08) ივლისი


IPB-ს სურათი

ოდიგიტრია იმყოფებოდა ათონის ქსენოფონის მონასტერში. ეს ხატი თავდაპირველად ვიდოპედის მონასტერში იყო დაცული, მაგრამ 1730 წელს დახშული კარის გავლით გაუჩინარდა საერთოდ მონასტრიდან.მამები ხატს ეძებდნენ და შეიტყვეს ,რომ ის ქსენოფინის მონასტერში იმყოფებოდა. მათ დაუყოვნებლივ გაგზავნეს ძმები, დაიბრუნეს ხატი და თავისი ადგილი მიუჩინეს თანაც უსაფრთხოების ყველა ღონე იხმარეს. მაგრამ ამისდა მიუხედავად , ხატი კვლავ გაუჩინარდა და ქსენოფონის სავანეში აღმოჩნდა სადაც დღემდე იქ იმყოფება


ლოცვა სმოლენსკის ოდიგიტრიის
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის მიმართ


ევედრებიან ისინი ვინც ხანგრძლივი მოგზაურობისათვის ემზადებიან, შეეწევა ყოველგვარ კეთილ წამოწყებას
ტროპარი, ხმა 4


ღუთისმშობელსა ლმობიერად შეუვრდეთ ჩუენ ცოდუილნი და ესე გლახაკნი, მხურვალითა ცრემლითა ღაღად-ვყოთ სიღრმით გულისაჲთ. ჰოი, დედუფალო წყალობითა შემწე მეყავ ჩუენ, სასოო მორწმუნეთაო, მსწრაფლ შემეწიე, რამეთუ წავრწყმდებით ჩუენ სიმრავლისაგან ცოდუათა ჩუენთასა, ნუ გარე მაქცევ მონათა ამათ შენთა ცუდად, რამეთუ შენ ხარ სასო და მეოხი ჩუენი წინაშე ძისა შენისა და ღუთისა ჩუენისა.

ლოცვა

ჰოი, ყოვლადსაკ ვირველო და ყოველთა ქმნულთა ზედა აღმატებულო დედუფალო ღუთისმშობელო, ზეციურისა მეუფისა ჩუენისა ქრისტეს ღუთისა დედაო, ყოვლადმოწმიდაო ოდიგიტრია მარიამ, ისმინე ლოცუანი ესე ცოდუილთა და უღირსთა მონათა შენთაგან, რომელნი ყოვლადწმიდასა ხატსა შენსა შევრდომილ ვართ ჟამსა ამას და ცრემლითა და შემუსვრილითა გულითა ვხმობთ: უფსკრულთაგან ვნებათასა აღმომიყუანენ ჩუენ, დედუფალო, კურთხეულო, განმათავისუფლენ ჩუენ ყოველთაგან ურვათა და მწუხარებათა, გარემომზღუდენ ყოვლისა კრულებისა, ზედამოსვლისა და ცილისწამებისაგან დამიხსნენ მძ ვინვარისაგან მტერისა. ძალ-გიც შენ, ჰოი, მიმადლებულო დედაო, რაჲთა იხსნე ერი შენი ყოვლისაგან ბოროტისა და ღირს-ჰყო იგი კეთილდღეობითსა ცხორებასა, რამეთუ ზედამოსვლათა ამათ შინა არა გ ვივის ჩუენ ცოდუილთა სხუაჲ შემწე და მხურვალე შუამდგომელი თ ვინიერ შენსა. ევედრე, დედუფალო, ყოვლადწმიდაო, ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა ღირს მყვნეს ჩუენ ზეცისა სასუფეველსა, ამისთ ვისცა მარადჟამს გადიდებთ შენ, ვითარცა მიზეზსა ჩუენისა ხსნისასა და აღვამაღლებთ წმიდასა და დიდებულსა სახელსა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, - სამებით განდიდებულსა და თაყუანისცემულსა ღმერთსა, უკუნითი, უკუნისამდე, ამინ!

ლოცვა
(მგზავრობის მნებელთათვის)


ყოვლადწმიდაო დედუფალო ჩემო, ქალწულო ღმრთისმშობელო ოდიგიტრია, მცველო და სასოო ცხოვნებისა ჩემისაო! გზასა ამას ზედა რომელი წინა მიძს მე, მსურის დადგინება და ამით ჟამითგან შეგვედრებ შენ ყოვლადმოწყალესა დედასა ჩემსა სულსა და ხორცთა ჩემთა, გონებასა ჩემსა და ძალთაცა ხორციელთა, ამას ყოველსა შევვედრებ მტკიცესა ზედამხედველობასა შენსა და შეწევნასა ყოვლადძლიერსა. ჰოი სახიერო თანამოგზაურო და მფარველო ჩემო, გულისმოდგინებითა გევედრები შენ, რაჲთა არა იქმნას გზაჲ ესე ჩემი საჭირველ, წინამიძეღ მე მას ზედა და წარმართე იგი, ყოვლადწმიდაო ოდიგიტრია, ვითარცა თ ვით უწყი სადიდებელად ძისა შენისა უფლისა ჩემისა იესუ ქრისტესი. თანაშემწე მექმენ მე და უმეტესად შორეულსა და მრავალტ ვირთვულსა მწირობასა ამას შინა დამიცევ მე ძლევაშემოსილითა საფარველითა შენითა ყოველთა ჭირთა და მწუხარებათაგან, ხილულთა და უხილავთა მტერთაგან და ევედრე ჩემთ ვის, დედუფალო, ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა წარმოგზავნოს შემწედ ჩემდა ანგელოსი თ ვისი მშ ვიდობისა, წინამძღუარი და მცუელი ჩემი შეუორგულებელი, ვითარცა ოდესმე მიჰმადლა მონასა თ ვისსა ტობიას, ყოველსა ადგილსა და ყოველსა ჟამსა მცუელი გზისა მისისა ყოვლისაგან ბოროტისა. ეგრეცა გზაჲცა ესე ჩემი კეთილად წარმართე და დამიცევ მე სიმრთელითა ზეციურითა ძალითა, რაჲთა მშ ვიდობით უკუვიქცე მე მამულსა შინა ჩემსა, სადიდებელად სახელისა თ ვისისა წმიდისა, განმადიდებელი და მაკურთხეველი მისი ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა და მაქებელად შენდა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


--------------------
ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ANA
პოსტი Apr 21 2010, 12:46
პოსტი #6


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 26.09.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 64



სამწუხაროდ ეს ხატი ვერ მოვიძიე.....მას მარჯვენა ლოყაზე აქვს სისხლის ნაკვალები


მოწყლული ღვთისმშობელი][/b]
ხსენ. ძვ.სტ.21თებერვალი და ახ. 3 თებერვალი



ათონზე ვიტოპედიის მონასტერში ერთხელ ეკლესიის დიაკონს, მორჩილება გაუგრძელდა და ტრაპესზე ყველაზე გვიან მივიდა და სადილი მოითხოვა. მეტრაპეზემ კი დაგვიანებისთვის უსაყვედურა .დიაკონი მრისხანებაში ჩავარდა და ეკლესიაში დაბრუნდა. ღვთისმშობლის ხატის წინ დადგა და მიმართა:_ ””როდემდე უნდა გემსახურო, ვშრომობ და ვშრომობ სანაცვლოდ კი არაფერი მაქვს პურის ნაჭერიც კი არ შემხვდა რომ ძალა მომეკრიბებინა
’” შემდეგ მთელი ძალით სანთლის დასასუფთავებელი სცა ხატს ლოყაზე და განგმირა . ღვთისმშობელს ღვთაებრივი სახე სიფითრემ დაუფარა, ჭრრილობიდან სისხლი წამოუვიდა. დამნაშავე კი შეშინებული ხატის წინ დაემხო, დაბრმავდა და შეშლილს დაემსგავსა.
იღუმენი მისთვის მხურვალედ ლოცულობდა და 3 წლის შემდეგ მისი შეწყალების შესახებ ეუწყა. დამნაშავეს სიკვდილის წინ ღვთისმშობელი გამოეცხადა და შენდობა მისცა.
3 წლიშ შემდეგ გახსნენ გარდაცვლილი დამნაშავის ძვალშესალაგი და საოცარი სურათი დახვდათ დამნაშავის ყველა ძვალი ნათელი იყო და ზედ ღვთაებრივი მოწყალების ნიშანი აჩნდა, ხოლი მისი კადნიერი მარჯვენა ჩვენს დღეებამდე გაუხრწნელი და გაშავებული დარჩა . ამ ხელს უჩვენებენ მსურვეკლებს
მოწყლული ღვთისმშობელი იმყოფება წმ. დიმიტრი თესალონიკელის სახელობის გალერეაში ჩრდილო -აღმოსავლეთ კუთხეში

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი "ძუძუსმაწოვებელი"


IPB-ს სურათი

ხატი იმყოფება ათონზე, კარაის კელიასთან მდებარე ეკლესიაში . თავდაპირველად ეს ხატი იყო საბა განწმენდილის ლავრაში, რომელიც იერუსალიმიდან 18 ვერსითაა დაშორებული. აღმოსავლეთში ამ ერთადერთი ლავრის წმინდა დამაარსებელმა თავის აღსასრულთან დაკავშირებით იწინასწარმეტყველა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ლავრას სერბეთიდან მეფური შთამომავლობის თანამოსახელე ვინმე საბა ესტუმრებოდა და რომ ლავრა მას, ლოცვა-კურთხევის ნიშნად, ძუძუსმაწოვებელი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს მიუძღვნიდა. წმინდა საბა მშვიდობით წარსდგა ღვთის წინაშე VI ს-ში, ხოლო მისი წინასწარმეტყველება ექვს საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ აღესრულა: XIII ს-ში პალესტინა მოინახულა წმინდა საბა სერბელმა, მას გადაეცა წმინდა საბა განწმენდილის წინასწარმეტყველური ანდერძი და ძუძუსმაწოვებელი ღვთისმშობლის ხატი. სერბეთში დაბრუნების შემდეგ წმიდა საბამ ხატი ხილანდარის მონასტერს გადასცა. აღსანიშნავია, რომ ჩვეულების წინააღმდეგ, ის წმიდა საბამ კანკელზე აღსავლის კარის არა მარცხენა, არამედ მარჯვენა მხარეს მოათავსა, სადაც ჩვეულებრივ მაცხოვრის ხატია ხოლმე, ხოლო ყოვლისმპყრობელი უფლის ხატი მარცხენა მხარეს, ღვთისმშობლის ხატის ადგილასაა მოთავსებული.

ქ. მინსკიდან 20 ვერსის დაშორებით, კრესტოგორის საზღვართან იმყოფება ღვთისმშობლის ხატის „ძუძუსმაწოვებელის“ ასლი. ხატი აღსავლის კარის თავზეა მოთავსებული და სპეციალური მექანიზმის საშუალებით თაყვანისსაცემად ძირს უშვებენ. 1650 წელს ხატი მაღალ ხეზე გამოჩნდა, მისი გამოცხადების ადგილას ღვთისმშობლის მიძინების სახელზე ეკლესია დაარსდა. შვედების თავდასხმის დროს მოსახლეობამ შემწეობისათვის ღვთისმშობელს მიმართა, ხალხს დღემდე სწამს, რომ სწორედ ზეციურმა დედოფალმა იხსნა უბედურებისაგან. ხალხის მადლიერ მეხსიერებას ამ ხატის მიერ აღსრულებული განკურნების მრავალრიცხოვანი მაგალითი შემორჩა.


ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატს "ძუძუსმაწოვებელი"
ევედრებიან მეძუძური და მშობიარე დედები

ტროპარი: ნებითა მამისაითა სულისაგან წმიდისა უთესლოდ მუცლად იღე ძე ღმრთისა, მამისაგან უდედოდ შობილი საუკუნეთაგან, ჩვენთვის უმამოდ განხორციელებული შენ მიერ. ხორცითა შევ და რძესა აწოებდი ყრმასა მას ეგრეცა დაუცადებლად ევედრე, რაითა ყოველთაგან ჭირთა იხსნნეს სულნი ჩუენნი.

ლოცვა

შეიწირე, დედოფალო ღვთისმშობელო, სულთქმით ვედრებაი ესე შენდა მილტოლვილთა მონათა შენთაგან. ვჭვრეტ რაი ყოვლადწმიდასა ხატსა შენსა, ვითარ ხელთა გიპყრიეს და რძესა აწოებ ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, უფალსა იესუ ქრისტესა. ვითარ უვნებელად შევ იგი, დაღაცათუ დედობრივნი სალმობანი იტვირთენ და ძეთა და ასულთა შენთა უძლურებასა ხედევდ. ეგრეცა მხურვალებითა შეუვრდებით აღმადგინებელსა ხატსა შენსა და ამბორისყოფითა ტკბილითა გევედრებით შენ, ყოვლადწმიდაო დედოფალო: რომელნი დაშჯილ ვართ, რაითა სალმობითა ვშუნეთ და მწუხარებითა ვზარდნეთ შვილნი ჩუენნი, - ცოდვილნი ესე მოწყალედ შემივედრენ და თანალმობითა შეიწყნარენ ყრმანი ჩუენნი და მშობელნი მათნი მწარისაგან წყლულისა იხსენ, მიეც მათ სიმრთელეი, რაითა კეთილად გამოზრდილნი განძლიერდნენ ხორცითა და მაწოებელნი მათნი სიხარულითა და ნუგეშინისცემითა შენითა პირითა ყრმათა და ჩვილთა მწოვართაითა დაამტკიცოს უფალმან დიდებაი თვისი. ჰოი, დედაო ძისა ღვთისაო მოწყალე იქმენ ძეთა ზედა კაცთასა და უძლურებათა ზედა ერისა შენისათა. დავრდომილნი მსწრაფლ აღადგინენ, ჩუენ ზედა მოწევნული მწუხარებაი და ჭმუნვაი აღხოცე და ნუ უგულებელს-ჰყოფ ცრემლთა და სულთქმათა ჩუენთა. ისმინე ხმაი მწუხარეთა მონათა შენთა, რომელნი წმიდასა ხატსა შენსა შევრდომილ ვართ და დღესა ამას სიხარულისა და განტევებისა მათისასა შეიწირე სამადლობელი დიდებაი ესე გულთაგან ჩუენთა. აღამაღლე ლოცვაი ჩუენი წინაშე საყდრისა ძისა შენისასა, რაითა მოწყალე იქმნეს ცოდუათა და უძლურებათა ჩუენთა ზედა, განამრავლენ წყალობანი შენნი ყოველთა მხმობთა სახელისა მიმართ შენისა, რაითა ჩუენცა და შვილნი ჩუენნი გადიდებდენ შენ მოწყალესა მეოხსა და სასოსა ერისა ჩუენისასა, საუკუნითგან და უკუნისამდე, ამინ.


--------------------
ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ფოტინე
პოსტი May 14 2010, 15:36
პოსტი #7


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 171
რეგისტრ.: 31.05.2009
მდებარ.: საქართველო
წევრი № 268




ციტატა(ANA @ Apr 21 2010, 12:46) *

სამწუხაროდ ეს ხატი ვერ მოვიძიე.....მას მარჯვენა ლოყაზე აქვს სისხლის ნაკვალები
მოწყლული ღვთისმშობელი
ხსენ. ძვ.სტ.21თებერვალი და ახ. 3 თებერვალი




ეს არის მოწყლული ღვთისმშობლის ხატი.
ხსენება ძვ.სტ.21 იანვარი. ახ. 3 თებერვალი.



IPB-ს სურათი


ძალიან კარგი თემაა.. მადლობა ANA....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ANA
პოსტი May 14 2010, 20:12
პოსტი #8


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 26.09.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 64



დიდი მადლობა ფოტინე გაიხარე


--------------------
ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
maraimi
პოსტი May 14 2010, 23:34
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 10.07.2009
წევრი № 299



ოთხი წლის ღვთისმშობელი, შროშანით ( რომელიც ქრისტიანულ სიმბოლიკაში წმინდა მარიამის სიმბოლოა )

უი დიდი სურათი როგორ უნდა ავტვირთო არ ვიცი sad.gif


მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

--------------------
ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 13.04.2021 - 12:34

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience