IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
ჩვენი ნაკლოვანებები - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ჩვენი ნაკლოვანებები გაზიარება
beso
პოსტი May 8 2010, 13:52
პოსტი #1


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



მოდით აქ ვისაუბროთ ჩვენ მანკიერ მხარეებზე. მესმის რომ ძალიან კარგები ვართ ქართველები მარა ცუდი თვისებები მაინც გვაქ... და ჯობია ჩვენ თვითონ შეუძახოთ ჩვენს თავს, ვიდრე სხვამ მიგვითითოს. ნებისმიერი პრობლემის მოგვარება ხომ მისი დანახვით იწყება. თუ არ დავინახეთ ჩვენი ნაკლოვანებები, ვერასოდეს ვერ გავნთავისუფლდებით მათგან. როგორც დავით გურამიშვილი ამბობს:
ავს თუ ავი არ ვუწოდე
კარგს სახელად რა დავარქვაო
აბა დავიწყოთ smile.gif)

მე მაინც მგონია რომ ჩვენი ყველაზე დიდი ნაკლოვანი მხარე სიამაყეა. უაზროთ ამაყები ვართ და თავი ყველაზე მეტი გვგონია...


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 8 2010, 23:02
პოსტი #2


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(beso @ May 8 2010, 13:52) *

მოდით აქ ვისაუბროთ ჩვენ მანკიერ მხარეებზე. მესმის რომ ძალიან კარგები ვართ ქართველები მარა ცუდი თვისებები მაინც გვაქ... და ჯობია ჩვენ თვითონ შეუძახოთ ჩვენს თავს, ვიდრე სხვამ მიგვითითოს. ნებისმიერი პრობლემის მოგვარება ხომ მისი დანახვით იწყება. თუ არ დავინახეთ ჩვენი ნაკლოვანებები, ვერასოდეს ვერ გავნთავისუფლდებით მათგან. როგორც დავით გურამიშვილი ამბობს:
ავს თუ ავი არ ვუწოდე
კარგს სახელად რა დავარქვაო
აბა დავიწყოთ smile.gif)

მე მაინც მგონია რომ ჩვენი ყველაზე დიდი ნაკლოვანი მხარე სიამაყეა. უაზროთ ამაყები ვართ და თავი ყველაზე მეტი გვგონია...


სიამაყე ნამდვილად არ არის ცუდი, დაბეჩავებული და დაჩმორებული ღმერთმა ნუ გვამყოფოს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არ შეიძლება სიამაყე, ამპარტავნებასა და სხვაზე აღმატებულობის შეგრძნებაში გადაიზარდოს. რადგანაც ამპარტავნებს შემუსრავს ღმერთი და მიწამდე დაამდაბლებს.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
m.g.giorgi
პოსტი May 8 2010, 23:37
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 45
რეგისტრ.: 11.11.2009
წევრი № 398



ჩემი აზრით, ამ ლექსშია ყველაზე ნათლად გამოხატული ქართველი კაცის მანკიერებანი
წმ.ილია მართალი (ჭავჭავაძე)

ბედნიერი ერი

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი -
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?
1871
წყარო : children.wanex.net


--------------------
,,როცა ამა თუ იმ კაცზე რისამე თქმა გინდოდეს, პირველად იფიქრე, ვითომ ის კაცი შენ წინა დგას"-მაქსიმე შარაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
nikolozi800
პოსტი May 9 2010, 21:01
პოსტი #4


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 157
რეგისტრ.: 15.07.2008
წევრი № 26



ჩემი აზრით კი იგივე გვემართება რაც ებრაელებს დაემართათ, ჩვენც ისე ვამპარტავნობთ რომ რადგან თუნდაც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ ბევრის უფლება გვაქვს, სხვა ქვეყნის მაცხოვრებლებზე მეტი გვგონია საკუთარი თავი თუმცა რეალობაა სხვაა, დღეს ყველა დანარჩენი გვჯობნის შრომისმოყვარეობით, ეთიკით და კიდე ბევრი სხვა წვრილმანით .....


--------------------
"უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე"
"უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შვენიერებაი შენი ზესკნელს ცათა."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ANA
პოსტი May 9 2010, 22:34
პოსტი #5


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 26.09.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 64



ჩვენ ყველაზე ჭკვიანი ერი ვართ მაგრამ ვართ ზარმაცები


--------------------
ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
levani0104
პოსტი May 10 2010, 20:29
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 20.04.2010
წევრი № 546



მართალია ანის ვეთანხმები ჭკვიანი ერნი ვართ მაგრამ ზარმაცები, მართალია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი May 10 2010, 21:58
პოსტი #7


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



არც ყველაზე ჭკვიანები ვართ და არც ყველაზე ზარმაცები...
მოგვწონს ეს ყველაზე, ყველაზე....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი May 10 2010, 22:12
პოსტი #8


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



ციტატა(animani @ May 8 2010, 23:02) *

სიამაყე ნამდვილად არ არის ცუდი, დაბეჩავებული და დაჩმორებული ღმერთმა ნუ გვამყოფოს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არ შეიძლება სიამაყე, ამპარტავნებასა და სხვაზე აღმატებულობის შეგრძნებაში გადაიზარდოს. რადგანაც ამპარტავნებს შემუსრავს ღმერთი და მიწამდე დაამდაბლებს.

სიამაყე ცუდია, მაგ დროს გგონია რომ სხვაზე მეტი ხარ, სხვაზე დიდი. სულ სხვაა ღირსეულობა. მაგ დროს იცი და გრდზნობ რომ სხვაზე ნაკლები არ ხარ და ზემოდან არ უნდა გიყურებდეს სხვა. იცი რომ თვალებში უნდა უყურო ყველას და არა ქვემოდან, ან ზემოდან. ორივე უკიდურესობაა.
ღირსეულები უნდა ვიყოთ და ჩვენ თავს ჩვენთვითონ უნდა ვპატრონობდეთ. მშველელს ველოდებით...



ციტატა(ANA @ May 9 2010, 22:34) *

ჩვენ ყველაზე ჭკვიანი ერი ვართ მაგრამ ვართ ზარმაცები

არ ვართ ყველაზე ჭკვიანები, და რომც ვიყოთ,სიამაყე და ამპარტავნება ისე აბნელებს ადამიანის გონებას რომ ყველაზე ჭკვიანს ყველაზე უგნურად აქცევს


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
m.g.giorgi
პოსტი May 10 2010, 23:25
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 45
რეგისტრ.: 11.11.2009
წევრი № 398



ჩვენ ალბათ ბევრჯერ მოვიხსენიებთ სხვა ეროვნების ხალხს აგდებულად და ირონიით.
ყველა მანკიერ თვისებას დიდი წარმატებით ვითვისებთ(სხვაგან თუა, ჩვენთან რატომაც არა, ჩვენ რა ჩამორჩენილი კენიელები ხომ არ ვართ?)
უამრავი ,,უხერხული" სამუშაოს შესრულებისგან თავს ვიკავებთ, სხვას რომ რაიმე არ ვათქმევინოთ(ასეთი ოჯახის შვილია და სად მუშაობსო?)
გინებაში ხომ წარმატებები და წარმატებები, მრავალფეროვნებისთვის სხვა ენებისგანაც ვსესხულობთ
ერთს რომ დაგარტყამენ შენ ორი უნდა დაარტყა, რომ არ დაგჩაგრონ და ,,თავზე არ დაგასხდნენ"
წარუმატებლობის გასასამართლებელი საბუთი ყოველთვის გვაქვს( ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი, რა ქნას.)
უამრავ ახალგაზრდაში ბიჭის მუსიკაზე სიარული ცუდ ტონად ითვლება (რა გატარებს ბიჭო მაგაზე, მუზიკანტ, ბეტხოვენ და მისთ.)
თუ გინებას გინებით არ უპასუხე გარიცხული ხარ ,,ძმობის" სიიდან (ესეიგი ჩმორი ხარ biggrin.gif)
როცა ინტერნეთში ვთამაშობთ ახალგაზრდები, უამრავს დიდი გული გვაქვს, წამშივე გავხდებით ქურდების ნათესავები კაი ბიჭები და 1000 მისთ.
შატალოზე არ წახვედი და სკოლაში წარმატებები გაქვს, ჩათვალე შკოლნიკობის იარლიყი შუბლზე გაქვს გაკრული, თუ ,,საგმირო საქმე" არ ჩაიდინე. biggrin.gif

ხოლო თითქმის ამ ყოველივეს შემსრულებელი თავად გახლავართ, 16 წლის ღლაპი. sad.gif

უფალმა იესო ქრისტემ მოგვცეს ქართველებს სინანული,სიყვარული და განცდა თვისთა ცოდვათა.ამინ.


--------------------
,,როცა ამა თუ იმ კაცზე რისამე თქმა გინდოდეს, პირველად იფიქრე, ვითომ ის კაცი შენ წინა დგას"-მაქსიმე შარაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი May 12 2010, 14:26
პოსტი #10


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



თუ სადმე ჟარგონი მოვნახეთ ხო იმ წუთში უნდა ავიტაცოთ. "ვეფხის ტყაოსანი" დაიწერა ამ ენაზე და ჩვენ სალაპარაკოდ არ გვყოფნის, სხვა ენიდან სიტყვები რომ არ მოვიშველიოთ.


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Mesiis_maxvili
პოსტი May 12 2010, 17:17
პოსტი #11


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 12.02.2010
წევრი № 496



მართლაც როგორ დაკნინდა ჩვენი ენა, აღარავინ ვაქცევთ ყურადღებას ისე ვხმარობთ საუბრისას, ხან რუსულ ხან ინგლისურ სიტყვებს, არადა ქართულში ხომ უფრო მეტი შესატყვისი სიტყვები გვაქვს.
პირადად მეც ბევრჯერ ასე გაუაზრებლად მითქვია, ქართული მადლიანის ნაცვლად ასეთი ბარბარიზმები.
მაგალითად:

,,ვაფშე"--- საერთოდ
,,კაროჩე"--- მოკლედ
,,პროსტომც" --- უბრალოდ
,,ქული" --- კარგი
,,ნიშტიაკ" --- საშუალო
.......
და ასე შემდეგ, კარგი იქნება თუ თქვენც გააგრძელებთ ასეთი სიტყვები სიას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი May 12 2010, 19:31
პოსტი #12


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



"სტენკა"---კედელი
"თრენინგი"---სწავლება
"ბრენდი"---
"მენეჯერი"---მმართველი
"ბლუთუზი"---
"ინფრარედი"---
"ვედრო"---სათლი
"კრუშკა"---ჭიქა
"პარლამენტი"---
ყველას ზუსტი თარგმანი მეც არ ვიცი , მიაწეროს ვინც იცის რაა smile.gif)


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
m.g.giorgi
პოსტი May 12 2010, 21:10
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 45
რეგისტრ.: 11.11.2009
წევრი № 398



sad.gif


--------------------
,,როცა ამა თუ იმ კაცზე რისამე თქმა გინდოდეს, პირველად იფიქრე, ვითომ ის კაცი შენ წინა დგას"-მაქსიმე შარაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი May 12 2010, 21:20
პოსტი #14


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



ეს ხომ ფაქტიურად უცხო სიტყვათა ლექსიკონიაა smile.gif)


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Mesiis_maxvili
პოსტი May 12 2010, 23:36
პოსტი #15


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 12.02.2010
წევრი № 496



ციტატა(beso @ May 12 2010, 19:31) *

"სტენკა"---კედელი
"თრენინგი"---სწავლება
"ბრენდი"---
"მენეჯერი"---მმართველი
"ბლუთუზი"---
"ინფრარედი"---
"ვედრო"---სათლი
"კრუშკა"---ჭიქა
"პარლამენტი"---
ყველას ზუსტი თარგმანი მეც არ ვიცი , მიაწეროს ვინც იცის რაა smile.gif)


ფორუმელებო იქნებ იაქტიუროთ ამ თემაში... smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
nino nergadze
პოსტი May 13 2010, 14:30
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 93
რეგისტრ.: 15.12.2008
მდებარ.: q. tbilisi
წევრი № 152



ჩვენი სიკარგე თავში არ უნდა აგვივარდეს.....თუ კარგები ვართ ისევ ჩვენთვის არის ეს კარგი ......მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი სიამაყე გვღუპავს ყოველთვის.............
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
tamari-68
პოსტი May 14 2010, 14:40
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 27.04.2010
მდებარ.: თბილისი
წევრი № 556



ქართველი საზოგადოება ამპარტავნობით გამოირჩევა. თითოეულს ჰგონია, სხვაზე მაღლა დგას. აქედან გამომდინარეობს უნდობლობა ჭკვიანი ადამიანებისადმი, ადამიანი კი, რომელიც ზეემოციურია, გულწრფელად აღიქმება. ჩვენთან რატომღაც მიაჩნიათ კაცი, რომელიც აზროვნებს, რაღაცას მალავს და ცუდი ტიპიაო, ზეემოციური კი გულწრფელია და პატიოსანიო. ქართველებს სნობიზმისკენ გვაქვს მიდრეკილება. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რომ კაცმა ხუთი ენა იცის და რას ლაპარაკობს ამ ენებზე, ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას. მაგრამ ისე არ გამოვიდეს, როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილისა და გრიგოლ ორბელიანის მიმოწერაშია. ნიკოლოზ ბარათაშვილი სწერს გრიგოლ ორბელიანს, - ძია, გავიგე, ფრანციცულის სწავლა დაგიწყია და ეს იმ ამბავს ჰგავს, კინტოს ჭიანურის დაკვრას რომ ასწავლიდნენ, საიქიოს გამოადგებაო biggrin.gif ადამიანს არ შეუძლია სამოთხის შექმნა დედამიწაზე, მაგრამ როდესაც დროდადრო ამპარტავნობა უჩნდება, ჯოჯოხეთს აკეთებს დედამიწაზე. ამიტომ მიმაჩნია რომ ეს ამპარტავნება და სიამაყე დაგვღუპავს ქართველებს. თორეე ზომიერების ფარგლებში სიამაყე აუცილებელიცაა. ჩვენ კიდე ზღვარს გადავდივართ ხშირად. და ვთვლი, რომ არც ყველაზე ჭკვიანი ერი ვართ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი May 14 2010, 22:01
პოსტი #18


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



ზომიერების ფარგლებში სიამაყე რას ნიშნავს? სიამაყე სიამაყეაა, სულ სხვაა ღირსება. ღირსეულები უნდა ვიყოთ, თორემ თუ სიამაყე შეგვეპარა მერე ზომიერების დაცვა ძნელიაა.


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 15 2010, 01:14
პოსტი #19


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(beso @ May 14 2010, 22:01) *

ზომიერების ფარგლებში სიამაყე რას ნიშნავს? სიამაყე სიამაყეაა, სულ სხვაა ღირსება. ღირსეულები უნდა ვიყოთ, თორემ თუ სიამაყე შეგვეპარა მერე ზომიერების დაცვა ძნელიაა.


სიამაყე და სირცხვილი;
ამპარტავნება და თავდამბლობა;
ღირსება და უღირსობა;

ეს სიტყვები ერთმანეთის ანტონიმებია და ყველა სხვადასხვა მნიშვნელობას ატარებს.

ჩვენ ამაყი უნდა ვიყოთ ჩვენი წარსულით, ჩვენი ცხოვრების წესით, ჩვენი ზნეობით.
ნუ გამინაწყენდები და თუ ადამიანს თავისი თავი სხვაზე ღირსეულად მიაჩნია, ეს უკვე ამპარტავნებაა. ჩვენ არც არაფრით ვართ გამორჩეული, სხვაზე აღმატებული და სხვაზე ღირსეული . უფალს ყველა ადამიანი ერთნაირად უყვარს.
ადამიანი თავისებურად ამაყიც უნდა იყოს და თავმდაბალიც. სწორედ ასეთი ადამიანია ღირსეული. smile.gif


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი May 15 2010, 14:02
პოსტი #20


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



სულხან-საბას განმარტებით "ამაყი --- ქართული არ არის, ყიფი ჰქვიან." და ამიტომ განმარტებასაც არ უკეთებს. ჩემი აზრით, სიამაყე ამპარტავნებასთან ასოცირდება. და საერთოდ რა საჭიროა არაქართული სიტყვით ჩვენი მდგომარეობის დახასიეთება?? რა ქართული სიტყვები დაილია.. smile.gif
ისევ-სულხან საბას განმარტებით: "სირცხვილი ---- შიში უბადოთა საქმეთა ზედა." ასე რომ სიამაყე და სირცხვილი ქართულ ენაში საერთოდ არაა კავშირში, არამც თუ ანტონიმები smile.gif


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

2 გვერდი V  1 2 >
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 7.12.2019 - 12:28