![]() |
![]() |
![]() |
მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
animani |
![]()
პოსტი
#1
|
ანა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: moderator პოსტები: 1,352 რეგისტრ.: 15.10.2008 მდებარ.: თბილისი წევრი № 89 ![]() |
ჰუმანიზმის, კაცთმოყვარეობისა და უდიდესი სიყვარულის ჰიმნია ქრისტიანული მოძღვრება. წმიდა წერილები , უფლისა და მოციქულთა მცნებები ამის შესახებ ღაღადებენ . ქრისტიანული მოძღვრება მაღალ ზნეობრივ იდეალებსა და ჰუმანიზმის პრინციპებს ქადაგებს, რომელიც დამყარებულია უფლის უდიდეს სიყვარულზე ადამიანის მიმართ, რომელიც თავის მსგავსად და ხატად შექმნა.
მაცხოვარმა თავის გამოსამშვიდობებელ საუბარში მოწაფეებს მიმართა : ”ეს არის ჩემი მცნება, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისათვის . (ინ. 15,12-13).” და ამქვეყნად არ არსებობს სხვა ამაზე უფრო აღმატებული სიყვარული, ვითარცა უფლის მცნება. სწორედ ეს არის ქრისტიანული მორალის უდიდესი პრინციპი, ჰუმანიზმის არსის გამომხატველი. -------------------- უფალო გებარებოდეთ!
|
animani |
![]()
პოსტი
#2
|
ანა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: moderator პოსტები: 1,352 რეგისტრ.: 15.10.2008 მდებარ.: თბილისი წევრი № 89 ![]() |
„შეიყვარეთ მოყვასი! და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს! შეიყვარეთ მაჭირვებელნი და მტერნი! და სიხარულის კარი განიხვნება თქვენთვის, აღმდგარი ქრისტე განწმენდს სიყვარულში აღმდგარ თქვენს სულს. სულ ეს არის! რა ცოტას ელის ჩვენგან უფალი! ამაშია ჩვენი სამოთხე! ეს ჩვენი აღდგომაა! შეიყვარეთ სიყვარული და მარად იცოცხლებთ სიყვარულის ვნებებში აღმდგარი მაცხოვრის სიყვარულში!“ - სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)
ღმერთმა უდიდესი სიყვარულით შექმნა პირველი ადამიანი თავის ხატად და მსგავსად , ამიტომ ჩვენც მოგვეთხოვება გვიყვარდეს ჩვენი შემომქმედი და ერთმანეთი. ამიტომ როდესაც უფალს ჰკითხეს თუ რომელი მცმნება არის მთავარი– „ხოლო იესუ ჰრქუა მას: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაი“ (მუხლები 37 და 38). პირველი მცნება. „და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი“ (მუხლი 39). „ და სიყვარული განაპირობებს ჩვენი ქრისტიანული სარწმუნოების მარადიულობას. დამეთანხმებით, იქ სადაც სიყვარულია ადგილია არა აქვს ბოროტებას. -------------------- უფალო გებარებოდეთ!
|
nikolozi800 |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Masters ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: moderator პოსტები: 157 რეგისტრ.: 15.07.2008 წევრი № 26 ![]() |
ყველაფერი ეს მართლაც უადვილებს ადამიანს ამ ცხოვრებას და ისე მიდის მისი ცხოვრება თითქოს არაფერი სიძნელე არ არსებობს მისთვის მაგრამ ამისთვის დიდი სულიერი მზადყოფნაა საჭირო და სიფხიზლე რო ეს მდოგომარეობა არ დაკარგო
-------------------- "უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე"
"უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შვენიერებაი შენი ზესკნელს ცათა." |
iako.a |
![]()
პოსტი
#4
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: moderator პოსტები: 53 რეგისტრ.: 27.07.2010 წევრი № 665 ![]() |
ციტატა ამისთვის დიდი სულიერი მზადყოფნაა საჭირო რწმენაში მყოფ ადამიანსაც კი გაუჭირდება ხანდახან იმ სიტუაციის დათმენა, რასაც ზოგადად, დღეს ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით. თუმცა სწორედ ქრისტიანული ჰუმანიზმი და მცნება : შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი - უნდა იყოს ყოველი ქრისტიანისთვის უმთავრესი -------------------- მთავარია შენი სულის სიმშვიდე...
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - არა განუფინო მარგალიტი წინაშე ღორთა... |
![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ახლა არის: 14.12.2019 - 00:43 |