IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection refused) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
ღვთისმსახურები - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ღვთისმსახურები, სასულიერო პირები გაზიარება
ლეონი
პოსტი Aug 7 2008, 11:12
პოსტი #1


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



სასულიერო პირები ხარისხების მიხედვით:

თეთრი სამღვდელოება-შავი სამღვდელოება

დიაკვანი---ბერდიაკვანი
პროტოდიაკვანი-არქიდიაკვანი
მღვდელი---მღვდელმონაზონი
დეკანოზი ოქროს ჯვრით---იღუმენი ოქროს ჯვრით
დეკანოზი გამშვენებული ჯვრით---იღუმენი გამშვენებული ჯვრით
დეკანოზი მიტრით---არქიმანდრიტი
დეკანოზი ორი გამშვენებული ჯვრით---არქიმანდრიტი ორი ჯვრით
პროტოპრესვიტერი
მეუფენი: ეპისკოპოსი
მთავარეპისკოპოსი
მიტროპოლიტი


p.s ისე მგონი იპოდიაკონიც სასულიერო პირი უნდა იყოს არა? rolleyes.gif

იპოდიაკონი (საქართველოში ეს ხარისხი არსად არ მინახავს)
IPB-ს სურათი
1) იპოდიაკონის გინგილა.
2) იპოდიკონის სტიქარი
იპოდიაკონი როგორც ვიცი საიდუმლოებაში ვერ მონაწილეობს, ის მხოლოდ ღვთისმსახურებისას ეხმარება მეუფეს და მგონი წირვის ბოლოს მხოლოდ ერთ კვერექს იძახის.

დიაკვანი (ბერდიაკვანის სამოსიც ასეთია).
IPB-ს სურათი
1. დიაკონის გინგილა.
2. აქ არ უჩანს მარა საბუხრე უკეთია ხელზე, მერე გაჩვენებთ.
3. დიაკვნის სტიქარი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Aug 7 2008, 11:51
პოსტი #2


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



არქიდიაკონი (მეუფის მთავარი დიაკვანი)
IPB-ს სურათი
1) არქიდიაკონის გინგილა. იგი გრძელია ჩვეულებრივი დიაკონის გინგილასთან შედარებით და სხვანაირად უკეთია.
2) არქიდიაკონის საბუხრე
3) არქიდიაკონის სტიქარი.

p.s. უკეთესი სურათი თუ გაქვთ დადეთ, მე მხოლოდ ეს ვნახე. sad.gif

მღვდელი
IPB-ს სურათი
1) ფილონი
2) საბუხრე
3) კვართი
4) სარტყელი
5) ოლარი
6) მღვდლის ვერცხლის ჯვარი.

მღვდელმონაზონი
IPB-ს სურათი
1. მღვდლის (მღვდელმონაზვნის) ჯვარი.
2. მღვდელმონაზვნის კუნკულ-ბარტყული. (აფარიათ მხოლოდ შავი სამღვდელოების პირებს)
სამოსი მღვდელმონაზონს მღვდლისნაირი აქვს.

ოქროსჯვრიანი იღუმენი.
IPB-ს სურათი
1. იღუმენის კუნკულ-ბარტყული.
2. ოქროს ჯვარი

ოქროსჯვრიან იღუმენს და დეკანოზს აქვთ მღვდლისნაირი სამოსი. იღუმენი იფარებს კუნკულ-ბარტყულს, დეკანოზი კი არა. ესაა მათ სამოსებს შორის განსხვავება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Aug 7 2008, 12:06
პოსტი #3


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



დეკანოზი გამშვენებული ჯვრით---იღუმენი გამშვენებული ჯვრით
დეკანოზი მიტრით---არქიმანდრიტი
დეკანოზი ორი გამშვენებული ჯვრით---არქიმანდრიტი ორი ჯვრით
პროტოპრესვიტერი

IPB-ს სურათი
ამ ყველა ხარისხს აქვთ ერთნაირი
1) ფილონი
2) საბუხრე
3) სარტყელი
4) კვართი
5) ოლარი
6) ენქერი
ხოლო
7) მიტრა მისი ტარების უფლება აქვთ მიტროსან დეკანოზს, არქიმანდრიტს, ორჯვრიან დეკანოზს, ორჯვრიან არქიმანდრიტს და პროტოპრესვიტერს.


IPB-ს სურათი
ეს არის გამშვენებული ჯვარი. როგორც ხედავთ მას თავზე ადგას გვირგვინი, დაბლა კი ცრემლით ბოლოვდება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Aug 7 2008, 13:38
პოსტი #4


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ეპისკოპოსი
IPB-ს სურათი
1) პანაღია (გულზე ჩამოსაკიდი ხატი, რომელსაც მხოლოდ მეუფე ატარებს).
2) გამშვენებული ჯვარი.
3) ომოფორი
4) მიტრა.
ეპისკოპოსის მიტრა განსხვავებულია მთვარეპისკოპოსის და მიტროპოლიტის მიტრისაგან იმით რომ მას თავზე ჯვარი არ აქვს.
აი მთავარეპისკოპოსის და მიტროპოლიტის მიტრა ასეთია
დააკვირდით თავზე ჯვარი აქვს.
IPB-ს სურათი


ასეთივე განსხვავებაა ეპისკოპოსისა და მთავარეპისკოპოსის კუნკულებს შორის.
ეპისკოპოსის კუნკულა
IPB-ს სურათი
მთავარეპისკოპოსის კუნკულა
IPB-ს სურათი
როგორც ხედავთ აქაც ჯვარია განსხვავება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლანა
პოსტი Aug 7 2008, 21:58
პოსტი #5


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 275
რეგისტრ.: 8.07.2008
წევრი № 13



ყოჩაღ ლეონ ბევრი რამ გავიგე და ამისთვის მადლობა შენsmile.gif


--------------------
ღმერთს ვებარებოდეთ,
ღმერთს ვეყვარებოდეთ,
ღმერთს ვებრალებოდეთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Oct 19 2008, 15:34
პოსტი #6


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ეს თემა ყოველთვის მაინტერესებდა . მადლობთ ამომწურავი პასუხისთვის.
რა განსხვავებაა თეთრ და შავ სამღვდელოებას შორის?


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Oct 19 2008, 17:54
პოსტი #7


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



animani
შავი სამღვდელოება ცხოვრობს მონაზვნური ცხოვრებით, ანუ აქვს სამი ძირითადი აღთქმა: უქორწინობის (ეს არ ნიშნავს რომ მონაზონი არ შეიძლება მანამდე დაქორწინებული ყოფილიყო) მორჩილების (მონაზონი ვალდებულია მორჩილი იყოს ღვთის მიმართ) და უპოვარობის (მონაზონს არ გააჩნია საკუთარი ნივთები, ის უკვე ღვთისთვის მკვდარი და ქვეყნის ანგელოზია, ანგელოზს კი არანაირი საკუთრება არ ჭირდება), ხოლო თეთრი სამღვდელოების მღვდელმსახურები მსახურობენ ეკლესიებში და ცხოვრობენ ცოლ-შვილთან ერთად.
p.s. როგორც მე ვიცი ყველა მონაზონი ბერი ვერ იქნება, ანუ დღეს როგორც ეძახიან ყველა შავი სამღვდელოების პირს ბერს ასე არ არის, ბერსა და მონაზონს შორის სხვაობაა.
სამწუხაროდ ამომწურავად ვერ დავწერე, კაი იქნება ამაზე მამაოს აზრი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
keso
პოსტი Mar 11 2009, 14:08
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 12.02.2009
წევრი № 185



ლეონი
ციტატა
p.s ისე მგონი იპოდიაკონიც სასულიერო პირი უნდა იყოს არა?

არა, იპოდიაკონი საეკლესიო მსახურია, ისევე როგორც მგალობელი და წიგნისმკითხველი
ციტატა
(საქართველოში ეს ხარისხი არსად არ მინახავს)

ჩვენთან (ბათუმში) წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში არის მსგავსად შემოსილი იპოდიაკონი wink.gif
ჩემი ინფორმაციით კიდევ არიან იპოდიაკვნები აქ (ალბათ სხვა ეპარქიებშიც), მაგრამ მსახურებისას ჩვეულებრივი სტიქრით იმოსებიან მხოლოდ smile.gif


--------------------
უფალს ებარებოდეთ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Mar 11 2009, 18:56
პოსტი #9


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ხო იპოდიაკონზე შემდეგ შევიტყვე. ისევე როგორც წიგნისმკითხველზე, მნათეზე, მგალობელზე მასზეც აღსრულება ხელდება და არა ხელდასხმა.
საქართველოშიც ვნახე იპოდიაკონი, რომელიც მონაწილეობდა ღვთისმსახურებაში (იგი საიდუმლოებაში ვერ იღებს მონაწილეობას). წირვისას სამადლობელი კვერექსის შემდეგ იძახის ერთ კვერექს, რომელსაც ჩვეულებრივ ეპისკოპოსი/მღვდელი/დიაკონი არ კითხულობს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
keso
პოსტი Mar 12 2009, 00:25
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 12.02.2009
წევრი № 185



ციტატა
ისევე როგორც წიგნისმკითხველზე, მნათეზე, მგალობელზე მასზეც აღსრულება ხელდება და არა ხელდასხმა.

ხოო და ამას ეწოდება ქიროტესია (თუ არ ვცდები), ხელდასხმას კიდე ქიროტონია. მარა რა არი იცით? მე მგონი ეს (ხელდადება) მარტო იპოდიაკვნებზე აღესრულება ამჟამად. ყოველ შემთხვევაში მე წიგნისმკითხველი ვარ და არანაირი ხელდადება არ აღუსრულებიათ :s
ლეონი შენ მნათე ხარ? შეასრულეს რაიმე საიდუმლო ლოცვა?
ციტატა
იძახის ერთ კვერექს


იძახის კაი იყოო biggrin.gif
და მე არ გამიგია მსგავს რამეს აკეთებდეს იპოდიაკონი (ტაძარში სადაც მე დავდივარ არ არი), საკათედროშიც არ მინახავს მსგავსი ქმედება, აი წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში არ ვყოფილვარ კაი ხანია მსახურებაზე და არ მახსოვს mellow.gif
რამდენად ზუსტი ინFოა?


--------------------
უფალს ებარებოდეთ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Mar 12 2009, 13:08
პოსტი #11


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ხელდება საიდუმლოება ნამდვილად არ არის. იგი არც მედავითნეზე და არც სტიქაროსანზე არ სრულდება დღეს–დღეობით, თუმცა უნდა სრულდებოდეს.
კვერქსს რაც შეეხება საქართველოში არც ეს იკითხება. მე რუსეთში ვიცი ნამდვბილად რომ კითხულობს.
იძახის რატო გაგიკვირდა? აბა წარმოსთქვამს? biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Apr 1 2009, 18:04
პოსტი #12


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(ლეონი @ Oct 19 2008, 17:54) *

animani
შავი სამღვდელოება ცხოვრობს მონაზვნური ცხოვრებით, ანუ აქვს სამი ძირითადი აღთქმა: უქორწინობის (ეს არ ნიშნავს რომ მონაზონი არ შეიძლება მანამდე დაქორწინებული ყოფილიყო) მორჩილების (მონაზონი ვალდებულია მორჩილი იყოს ღვთის მიმართ) და უპოვარობის (მონაზონს არ გააჩნია საკუთარი ნივთები, ის უკვე ღვთისთვის მკვდარი და ქვეყნის ანგელოზია, ანგელოზს კი არანაირი საკუთრება არ ჭირდება), ხოლო თეთრი სამღვდელოების მღვდელმსახურები მსახურობენ ეკლესიებში და ცხოვრობენ ცოლ-შვილთან ერთად.
p.s. როგორც მე ვიცი ყველა მონაზონი ბერი ვერ იქნება, ანუ დღეს როგორც ეძახიან ყველა შავი სამღვდელოების პირს ბერს ასე არ არის, ბერსა და მონაზონს შორის სხვაობაა.
სამწუხაროდ ამომწურავად ვერ დავწერე, კაი იქნება ამაზე მამაოს აზრი.

ლეონ, ძალიან დიდი მადლობა განმარტებისთვის.
თუ შეგიძლია განმიმარტო რას ნიშნავს "შავი ბერი". ეს ტერმინი? ის რაზეც ზემოთ წერ?


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Apr 1 2009, 18:13
პოსტი #13


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ციტატა(animani @ Apr 1 2009, 14:04) *

ლეონ, ძალიან დიდი მადლობა განმარტებისთვის.
თუ შეგიძლია განმიმარტო რას ნიშნავს "შავი ბერი". ეს ტერმინი? ის რაზეც ზემოთ წერ?

მასეთი ტერმინი საერთოდ არ არსებობს. შავი სამღვდელოება არის სამღვდელო დასი, რომელიც მონაზვნური ცხოვრებით ცხოვრობს. smile.gif
ისე წმიდა ნიკოლოზის რომელ ტაძარზე იძახი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Apr 1 2009, 18:25
პოსტი #14


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(ლეონი @ Apr 1 2009, 18:13) *

მასეთი ტერმინი საერთოდ არ არსებობს. შავი სამღვდელოება არის სამღვდელო დასი, რომელიც მონაზვნური ცხოვრებით ცხოვრობს. smile.gif
ისე წმიდა ნიკოლოზის რომელ ტაძარზე იძახი?

სანზონაში, მეტრო ღრმაღელესთან


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Apr 1 2009, 18:47
პოსტი #15


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ციტატა(animani @ Apr 1 2009, 14:25) *

სანზონაში, მეტრო ღრმაღელესთან

აა, ეგ ეკლესიაა ხო? მგონი მონასტერი არ უნდა იყოს.
საერთოდ ეკლესიაში არიან თეთრი სამაღვდელო დასის წევრები, მონასტერში კი შავი.
მაგრამ დღევანდელი პრაქტიკით ეკლესიაში შესაძლებელია მონაზონი იყოს წინამძღვარი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Apr 1 2009, 22:22
პოსტი #16


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(ლეონი @ Apr 1 2009, 18:47) *

აა, ეგ ეკლესიაა ხო? მგონი მონასტერი არ უნდა იყოს.
საერთოდ ეკლესიაში არიან თეთრი სამაღვდელო დასის წევრები, მონასტერში კი შავი.
მაგრამ დღევანდელი პრაქტიკით ეკლესიაში შესაძლებელია მონაზონი იყოს წინამძღვარი.

მადლობთ smile.gif


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
T*a*m*a*r*i
პოსტი Aug 31 2009, 17:41
პოსტი #17


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 31.08.2009
წევრი № 324



ციტატა(ლეონი @ Oct 19 2008, 17:54) *

animani
შავი სამღვდელოება ცხოვრობს მონაზვნური ცხოვრებით, ანუ აქვს სამი ძირითადი აღთქმა: უქორწინობის (ეს არ ნიშნავს რომ მონაზონი არ შეიძლება მანამდე დაქორწინებული ყოფილიყო) მორჩილების (მონაზონი ვალდებულია მორჩილი იყოს ღვთის მიმართ) და უპოვარობის (მონაზონს არ გააჩნია საკუთარი ნივთები, ის უკვე ღვთისთვის მკვდარი და ქვეყნის ანგელოზია, ანგელოზს კი არანაირი საკუთრება არ ჭირდება), ხოლო თეთრი სამღვდელოების მღვდელმსახურები მსახურობენ ეკლესიებში და ცხოვრობენ ცოლ-შვილთან ერთად.
p.s. როგორც მე ვიცი ყველა მონაზონი ბერი ვერ იქნება, ანუ დღეს როგორც ეძახიან ყველა შავი სამღვდელოების პირს ბერს ასე არ არის, ბერსა და მონაზონს შორის სხვაობაა.
სამწუხაროდ ამომწურავად ვერ დავწერე, კაი იქნება ამაზე მამაოს აზრი.



ყველას მოგესალმებით, როფორც ფორუმის ახალი წევრი და გისურვებთ წარმატებებს სულიერი აღორძინების საქმეში.
იქნებ უფრო დაწვრილებით განმიმარტოთ რა განსხვავებაა ბერსა და მონაზონს შორის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
mati
პოსტი Sep 1 2009, 00:30
პოსტი #18


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 416
რეგისტრ.: 17.10.2008
მდებარ.: Zveli Tbilisi
წევრი № 97




ციტატა
ბერსა და მონაზონს შორის სხვაობაა


ეს არ ვიცოდი. საინტერესო იქნება ბერ-დიაკონის და მღვდელ-მონაზონის განმარტებაც!


--------------------
"დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Sep 4 2009, 18:26
პოსტი #19


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(mati @ Sep 1 2009, 00:30) *

ეს არ ვიცოდი. საინტერესო იქნება ბერ-დიაკონის და მღვდელ-მონაზონის განმარტებაც!

იერარქია საეკლესიო (ბერძ. - სასულიერო ძალაუფლება) - ეკლესიის მსახურთა ხარისხობრივი კიბე ქვემოდან მაღლა. უწინარეს ყოვლისა არჩევენ „თეთრ“ და „შავ“ სამღვდელოებას. „თეთრს“ ეკუთვნის სასულიერო პირი, რომელსაც ჰყავს ოჯახი. „შავს“ - საბერო დასი. ორივეს საწყისი საფეხური დიაკვნობაა, შემდეგ მღვდლობა („თეთრისათვის“) და მღველ-მონაზვნობა („შავისათვის“), შემდგომ მოდის შესაბამისად დეკანოზი და იღუმენი. „თეთრი“ სამღვდელოებიდან ინიშნება პროტოპრესვიტერი (პატრიარქის ან მღვდელმთავრის ღვთისმსახურების მომწესრიგებელი). იღუმენთა შორის უმაღლესი წოდებაა არქიმანდრიტი. არქიმანდრიტებიდან ირჩევენ ეპისკოპოსს. ეპისკოპოსთა შორის არის სამი წოდება: ეპისკოპოსი, არქიეპისკოპოსი და მიტროპოლიტი. ეპისკოპოსთა ხარისხიდან ირჩევენ პატრიარქს. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეში დგას კათოლიკოს-პატრიარქი, რომელსაც წმ. სინოდი ირჩევს. მღვდელმთავრები განაგებენ ეპარქიებს, უმაღლესი ორგანოა საეკლესიო კრება. პატრიარქის მოადგილე ქორეპისკოპოსი განაგებს მშენებლობას, არის საგარეო საქმეთა განყოფილება და სხვა.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ფოტინე
პოსტი Apr 16 2010, 12:42
პოსტი #20


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 171
რეგისტრ.: 31.05.2009
მდებარ.: საქართველო
წევრი № 268



დიდი მადლობა ყველას საინტერესო, სასარგებლო და მართლაც სავალდებულო ინფორმაციისათვის... smile.gif smile.gif smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

2 გვერდი V  1 2 >
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 20.01.2018 - 22:49