IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
ქალიშვილობის ინსტიტუტი. უბიწოება - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



14 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქალიშვილობის ინსტიტუტი. უბიწოება გაზიარება
cangala
პოსტი Sep 25 2009, 11:43
პოსტი #1


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 220
რეგისტრ.: 2.01.2009
მდებარ.: გერმანია/საქათველო /თბილისი/ზაარბრუკენი
წევრი № 159



მოგესალმებით ფორუმელებო, გავკადნიერდები და ერთ მეტად მწვავე და აკტუალურ (ჩემის აზრით) თემას შემოგთავზებთ. საინტერესო იქნებოდა თქვენი პოზიცია ამ საკითხთან.


--------------------
არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩვენო, წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Sep 25 2009, 12:01
პოსტი #2


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



cangala
კი მაგრამ,საკუთარ აზრს რატომ არ აფიქსირებთ?


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Sep 25 2009, 14:17
პოსტი #3


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



უბიწოება უდიდესი სათნოებაა.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Sep 25 2009, 17:16
პოსტი #4


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(lingvo @ Sep 25 2009, 14:17) *

უბიწოება უდიდესი სათნოებაა.

იქნებ, იმით დაიწყოთ , განვმარტოთ.რა არის,უმანკოება, უბიწოება, სიძვა, მრუშება. ჩუკენობა და გარყვნილება.
მაინტერესებს ცოდვაა, როდესაც ვინმე გიყვარს? რამდენად უმანკოა ეს სიყვარული?
ყველას, ჩვენ-ჩვენი თავი უმანკო გვგონია, მაგრამ ალბათ ვცდებით.
და ვიმსჯელოთ, არის ამ ქვეყნად ისეთი ადამიანი, რომელიც ამ მხრივ წმინდაა, სრულიად.
შეუძლია ადამიანს, თავისი სხეული, აზრები, ქვეცნობიერი და ცნობიერი მართოს?
როდესაც, თემა წამოიჭრება, ესე იგი, ვიღაცას რაღაც აწუხებს, ან აინტერესებს.
და კიდევ, რამდენად გახსნილი ხართ, თქვენს მოძღვართან?


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
მამა დავითი
პოსტი Sep 25 2009, 22:19
პოსტი #5


Profi
*****

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 477
რეგისტრ.: 17.05.2008
წევრი № 6



საინტერესო თემაა და აქტუალურიც!
ველი ფორუმელებო თქვენს შეფასებას და პოზიციებს, ამის შემდეგ ჩემს მოსაზრებასაც გაგაცნობთ.


--------------------
უფალო შეგვიწყალენ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
cangala
პოსტი Sep 25 2009, 22:34
პოსტი #6


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 220
რეგისტრ.: 2.01.2009
მდებარ.: გერმანია/საქათველო /თბილისი/ზაარბრუკენი
წევრი № 159



ციტატა(la-ma-ra @ Sep 25 2009, 10:01) *

cangala
კი მაგრამ,საკუთარ აზრს რატომ არ აფიქსირებთ?


დავიწყებ იმით რომ მე სამწუხაროდ საქართველოში დროებით არ ვცხოვრობ და ასევთქვათ სხვანაირი წარმოდგენა მქონდა სანამ მე მანდ ვიყავი, რომ ჩვენ საქართველოში ამასთან ასეთუისე დიდი პრობლემა არ იყო. ანუ დაქორწინებამდე (უფრო სამწუხაოდ ) ან გათხოვებამდე არ ქონდათ ახალგაზრდებს სექსუალური ცხოვრება (როგორც ევროპაში ეძახიან). დაახლოებით 2 წლის წინ დასასვენბლად ვიყავი ქობულეთში ჩამოსული და მეგობრებმა დისკოტეკებზე გამოვისეირნეთ მაინტერსებდა ქართველებმა ეს გარყვნილი სფერო რა ზომებში ავითვისეთ.(ამ ბოლოდროს ძალიან შემოვიდა მანდ მოდაში) მე რაც იქ ვნახე ასეთი რამ აქ ევროპაშიც კი არ ხდება ვინ ვისთან იკო და რას აკეთებდნენ ვერგაიგებდა კაცი .... უნდა გამოგიტყდეთ რომ ძალაინ დამწყდა გული. ჩემი იდიალები ქართველი კაცობისა ან ქართველი ქალობის სუმთლად დაიმსხვრა და მწარე რეალობის წინ აგმოვჩნდი.

მე ხშირად მაქვს ქართველ მოზარდებთან ურთიერთობა ჩამოდიან აქაურ სკოლებში სწავლობენ რამოდენიმე თვით. აქაურ სკოლის მოსწავლეებს რათქმაუნდა ყავთ კველას "girlfriendebi da boyfriend"ები და მომხდარა ისე რომ რადგან ჩვენ თვალკურს ვადევნებთ ჩვენი ბავშვების აქაურ ყოფას დავლაპარაკებივარ ამ საკითხზე იმათი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი რას ფიქრობენ. ისინი ამას ძალიან მისაგებად უყურებენ და თვითონაც აქვთ სურვილი გაიჩინონ ასეთი ურთიერთობები (ყველა არა კიდევკარგი). თან ამბობენ რომ ჩვენთნაც არის უკვე ასე რომ ნელნელა ჩვენთანაც ნელნელა შემოდის ასეთი ურთიერთობები.

გამომდინარე აქედან შეიძლება ითქვას რომ ჩვენ ამ მხრივ სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს ადგილი. თუ ახალი თაობა ასეთი მენტალიტეტით გააგრძელებს განვითარებას მაშინ სულ მალე ჩვენც იგივე დღეში აღმოვჩნდებით რაც დღესდღეიობით ევროპაში ხდება.
მარა დავსვათ კითხვა რაში გვჭირდება ეს ინსტიტუტი საერთოდ და რისი მომტანია ?
ამას პირველ რიგში მამა დავითს ვკითხავდი.

ასევე მეორე საკითხი კაცები თუ აკეთებენ ჩვენთან ქალებმა რატომ არ უნდა ქნან?

და მესამე მეტად სერიოზული საკითხი როგორ ზრდიდნენ ადრე მშობლები ბავშვებს რომ ის ზნეობა ფესვს იკიდებდა მოზარდთა გულებში და ასეთი ურთიერთობები არ იყო მიღებული. თან მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ რომ ადრე რელიგია იდევნებოდა. ეხლა ამდენი ეკლესიაა და ეს პრობლემა უფრო გამწვავებულია.


--------------------
არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩვენო, წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
maraimi
პოსტი Sep 26 2009, 21:42
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 10.07.2009
წევრი № 299



cangala-ს ერთ კითხვას დავუსვამდი : როდესაც ამბობ, რომ კაცები თუ აკეთებენ ამას ჩვენთან, ქალებმა რატომ არ უნდა ქნანო... განა მნიშნელობა აქვს ცოდვას კაცი ჩაიდენს თუ ქალი? კაცსაც აქვს თავისუფალი ნება და თუ უნდა ნუ გააკეთებს... (ჩემ გარშემო არიან კაცები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სქესობრივი კავშირი ქორწინამდე დიდი ცოდვაა და ამას არა მარტო სიტყვით ამბობენ...ზოგიერთ გოგოს შეიძლება ეს ბიჭის ნაკლად მოეჩვენოს, მაგრამ მე განუსაზღვრელად ვაფასებ მათ!) ღვთის წინაშე ხომ არა არს რჩევა მამაკაცისა და დედაკაცისა..არსით ხომ ადამიანი ერთნაირია და სქესს არ აქვს მნიშვნელობა...უბრალოდ აქამდე ქალებს მეტი კდემა და ნამუსი ჰქონდათ შერჩენილი და იცავდნენ უბიწოებას... ახლა ტრადიციები მოირყა...
გააჩნია ტერმინ უბიწოებაში რას ვიგულისხმებთ...
რაც შეეხება მოძღვართან გულახდილობას: ხშირად მართლა ძნელია ყველაფრის თქმა... მაგრამ არა მგონია ეს სირცხვილი დაუძლეველი იყოს...მითუმეტეს მოძღვარი იმდენისმნახველი და იმდენისმსმენელია, რითი გააკვირვებ?
(ინტერესით ველოდები მამა დავითის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშრებით..ეს ისეთი საკითხია, რომ ყოველთვის უხერხულია ლაპარაკი და მაინტერესებს მოძღვრის პოზიცია... )


--------------------
ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლევანი
პოსტი Sep 26 2009, 22:11
პოსტი #8


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 180
რეგისტრ.: 26.06.2008
წევრი № 8



ციტატა(cangala @ Sep 25 2009, 22:34) *

დავიწყებ იმით რომ მე სამწუხაროდ საქართველოში დროებით არ ვცხოვრობ და ასევთქვათ სხვანაირი წარმოდგენა მქონდა სანამ მე მანდ ვიყავი, რომ ჩვენ საქართველოში ამასთან ასეთუისე დიდი პრობლემა არ იყო. ანუ დაქორწინებამდე (უფრო სამწუხაოდ ) ან გათხოვებამდე არ ქონდათ ახალგაზრდებს სექსუალური ცხოვრება (როგორც ევროპაში ეძახიან). დაახლოებით 2 წლის წინ დასასვენბლად ვიყავი ქობულეთში ჩამოსული და მეგობრებმა დისკოტეკებზე გამოვისეირნეთ მაინტერსებდა ქართველებმა ეს გარყვნილი სფერო რა ზომებში ავითვისეთ.(ამ ბოლოდროს ძალიან შემოვიდა მანდ მოდაში) მე რაც იქ ვნახე ასეთი რამ აქ ევროპაშიც კი არ ხდება ვინ ვისთან იკო და რას აკეთებდნენ ვერგაიგებდა კაცი .... უნდა გამოგიტყდეთ რომ ძალაინ დამწყდა გული. ჩემი იდიალები ქართველი კაცობისა ან ქართველი ქალობის სუმთლად დაიმსხვრა და მწარე რეალობის წინ აგმოვჩნდი.

მე ხშირად მაქვს ქართველ მოზარდებთან ურთიერთობა ჩამოდიან აქაურ სკოლებში სწავლობენ რამოდენიმე თვით. აქაურ სკოლის მოსწავლეებს რათქმაუნდა ყავთ კველას "girlfriendebi da boyfriend"ები და მომხდარა ისე რომ რადგან ჩვენ თვალკურს ვადევნებთ ჩვენი ბავშვების აქაურ ყოფას დავლაპარაკებივარ ამ საკითხზე იმათი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი რას ფიქრობენ. ისინი ამას ძალიან მისაგებად უყურებენ და თვითონაც აქვთ სურვილი გაიჩინონ ასეთი ურთიერთობები (ყველა არა კიდევკარგი). თან ამბობენ რომ ჩვენთნაც არის უკვე ასე რომ ნელნელა ჩვენთანაც ნელნელა შემოდის ასეთი ურთიერთობები.

გამომდინარე აქედან შეიძლება ითქვას რომ ჩვენ ამ მხრივ სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს ადგილი. თუ ახალი თაობა ასეთი მენტალიტეტით გააგრძელებს განვითარებას მაშინ სულ მალე ჩვენც იგივე დღეში აღმოვჩნდებით რაც დღესდღეიობით ევროპაში ხდება.
მარა დავსვათ კითხვა რაში გვჭირდება ეს ინსტიტუტი საერთოდ და რისი მომტანია ?
ამას პირველ რიგში მამა დავითს ვკითხავდი.

ასევე მეორე საკითხი კაცები თუ აკეთებენ ჩვენთან ქალებმა რატომ არ უნდა ქნან?

და მესამე მეტად სერიოზული საკითხი როგორ ზრდიდნენ ადრე მშობლები ბავშვებს რომ ის ზნეობა ფესვს იკიდებდა მოზარდთა გულებში და ასეთი ურთიერთობები არ იყო მიღებული. თან მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ რომ ადრე რელიგია იდევნებოდა. ეხლა ამდენი ეკლესიაა და ეს პრობლემა უფრო გამწვავებულია.


ჩემი აზრით , მარტო აღზრდა არ არის აქ, მნიშვნელოვანია ეთნოფსიქოლოგია.... ’მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა’... კი , ეხლა დიდი ზეწოლის შედეგად გარყვნილებამ რაღაც ’წარმატებას ’ მიაღწია ახალგაზრდებში და გადააჭარბა კიდეც (ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე), მაგრამ ღრმად მწამს, რომ ეს დროებითია და ის შეცდენილებიც შეინანებენ(პირადად ვიცნობ და მომსწრე ვარ მსგავსი ცვლილების, და ყველას გვაქვს გამოვლილი ის’რთული ’ასაკი...).
ხშირად ლაპარაკობენ სექსუალურ რევოლუციაზე... სექსუალური რევოლუცია ევროპაში და რუსეთში(სად იყო რუსეთი-სლავებში...) მაშინ დაიწყო, როცა იქ ქრისტიანობამ დაიწყო გავრცელება და ახალი იდეალები: უბიწოება, უმანკოება იქადაგა..., მაგრამ სამწუხაროდ, სამწუხაროდ თავის ძველ ჩვეულებებს დაუბრუნდნენ და ცოტა დარჩა ერთგული ახალი ღირებულებებისა...(ნამდვილად ახალი და უცხო იყო ეს იდეალები ეუროპელებისთვის და ’რუსებისთვისაც’)


--------------------
’მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა...’

ლუკა. 6:46 ’რაჲსა მეტყჳთ მე: უფალო, უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვ თქუენ?’
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
cangala
პოსტი Sep 27 2009, 02:08
პოსტი #9


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 220
რეგისტრ.: 2.01.2009
მდებარ.: გერმანია/საქათველო /თბილისი/ზაარბრუკენი
წევრი № 159



ციტატა(maraimi @ Sep 26 2009, 19:42) *





magashi absoliturad getanxmebi, rom rogorc qali asewe kaci scodawen da kidew sxva danarchenshic rac shen datere. es kitxwa imitom dawswi rom,
qalebisgan xshirad gamigonia aseti argumeti, tawiant saqciels imit amartleben rom turme kacebic ase aketeben..da ager shentwitonwe gaeci amas pasuxi.
magas ra jobia tu aseti kacebi arseboben (ershi wgulisxmob, tore ise echvi ar mepareba rom aseti bewri gmiri gwkaws sasuliero sferoshi). magatma unda tqwan kacebi warto tu aset sulier simagleze arian...


--------------------
არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩვენო, წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
cangala
პოსტი Sep 27 2009, 02:49
პოსტი #10


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 220
რეგისტრ.: 2.01.2009
მდებარ.: გერმანია/საქათველო /თბილისი/ზაარბრუკენი
წევრი № 159



ციტატა(ლევანი @ Sep 26 2009, 20:11) *

ჩემი აზრით , მარტო აღზრდა არ არის აქ, მნიშვნელოვანია ეთნოფსიქოლოგია.... ’მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა’... კი , ეხლა დიდი ზეწოლის შედეგად გარყვნილებამ რაღაც ’წარმატებას ’ მიაღწია ახალგაზრდებში და გადააჭარბა კიდეც (ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე), მაგრამ ღრმად მწამს, რომ ეს დროებითია და ის შეცდენილებიც შეინანებენ(პირადად ვიცნობ და მომსწრე ვარ მსგავსი ცვლილების, და ყველას გვაქვს გამოვლილი ის’რთული ’ასაკი...).
ხშირად ლაპარაკობენ სექსუალურ რევოლუციაზე... სექსუალური რევოლუცია ევროპაში და რუსეთში(სად იყო რუსეთი-სლავებში...) მაშინ დაიწყო, როცა იქ ქრისტიანობამ დაიწყო გავრცელება და ახალი იდეალები: უბიწოება, უმანკოება იქადაგა..., მაგრამ სამწუხაროდ, სამწუხაროდ თავის ძველ ჩვეულებებს დაუბრუნდნენ და ცოტა დარჩა ერთგული ახალი ღირებულებებისა...(ნამდვილად ახალი და უცხო იყო ეს იდეალები ეუროპელებისთვის და ’რუსებისთვისაც’)


ჩემო ლევან მე მგონი როგორც შენ აღნიშნე მარტო აღზრდაზე არ უნდა იყოს საქმე, მარა მაინც მშობლების როლი ძალიან დიდ როლს თამაშობს. ერთ მაგალითს მოვიყვან. ჩემის აზრით ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ჩვენთან დაწყებული სექსუალური რევოლუციისა ტელევიზორი და ინტერნეტი წარმოადგენს. ეს სულელური სერიალები, რომლებშიც აშკარად ხალხს პირუტყვობას ასწავლიან, ინტერნეტში არსებული პორნოგრაფია და კიდე ათასი ოხრობა რომელიც თავისუფლად ხელმისაწვდომია მოზარდებისთვისაც. მე ვფიქობ ეს ძალიან დიდ როლს თამაშობს. თან მითუმეტეს საქართველოში როცა არავითარი კანონი არ არეგულირებს ამას (თუმცა ამას რა კანონი უშველის მარა მაინც). აგერ პატარა ბაშვებს რო შეეკითხო სერიალის შინაარს ისე ჩამოგირაკრაკებს რომ პირი დაგჩება ღია. და ჩნდება კითხვა საიდან იციან ბავშვებმა ეს ყველაფერი? საიდან ბატონო და მშობლები რომ მიუსხდებიან დიდის ამბით ამ სერიალებს ისინიც ინტერესდებიან და ისინიც უყურებენ . ეს შეიძლება ზოგიერთს უმნიშვნელოდ მოეჩვენოს მარა მაინც ამ სისაძაგლეს რომ უყურებ ქვეცნობიერად ეჩვევეი და შენთვის ჩვეულებრივ რამედ იქცევა თუნდაც გათხოვება გამოთხოვება ან კიდე სხვა რამ..... თან ეხლა მოზარდის პიროვნებად ჩამოყალებების პროცესში ასეთ რამეს რომ ანახებ რათქმაუნდა დიდ ზემოქმედებას ახდენს. ცოტა გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვა მოზარდის ცნობიერება როგორც სველი თიხაა რომელზეც მცირედი ზემოქმედება აღიბეჭდება სანამ გაიზრდება და თიხა გახმება. ხოდა როცა ასეთი მცირედი ზემქმედებაც ასეთ ზეგავლენას ახდენს რამხელა დანაშაული საკუთარი შვილის მიმართ როცა მშობელი არ უშლის ბავშვს ამის ყურებას. ჯერ ვაი ასეთ მშობელს რომ ზის და ასე ფუჭად კარგავს ღმეთისგან ნაჩუქარ დროს (აქ ჩემ თავსაც ვგულისხმობ, მართალია სერიალებს არ უყურებ მარა მაინც) და მეორე კიდე რომ შვილი თვალწინ გერყვნება და შენ ვითომ არაფერი.

ჩემ პატარაობაში ქუჩები სავსე იყო ბავშვებით, ვთამაშობდით ფეხბურთს ვერთობოდით, ეხლა ერთ ბავშვს ვერ ნახავ გარეთ, ზიან მთელი დგე კოპიუტერთან და ვინიცის რასაკეთებენ. თან მშობელიც ვერ აკონტროლებს რას უყურებენ. თან ქართული საიტებიც დსალიან მომრავლდა სადაც სულ თავისუფლად შეიდსლება ამ სიბინძურის ნახვა და ზიან და უყურებენ.ასე უჩნდებათ ვნებები უკვე სულ ახალგაზრდული ასაკიდან და ვითომ სიყვარულის მოჩვენებით, სხვანაირი ურთიერთობები მოყვება. თან ეშმაკი თავისას აკეტებს და საბოლოვოდ სექსუალური რევოლუცისსკენ მივყავართ.
ერთხელ ერთ ქართულ საიტზე შევედი საიდანაც უფასოდ ფილმების გადაწერა შეიძლება და თითეულ ფილმს ეწერა რამდენჯერ იყო გადმოწერილი, ყველაზე მეტი ეროტიული ფილმები იყი გადმოწერილი დაახლოებით 1000ზე მეტჯერ. მართალია ეხლა ეს სულ მოზარდების გადმოწერილი არ იქნვეებოდა მარა მე დარწმუნებული ვარ რომ უმეტესობა ახალგაზრდობა იყო. ( თუნდაც იმიტომ რომ ინტერნეტის ხმარება ჩვენთან დსალიან ბევრმა ასაკიანმა არ იცის და მითუმეტეს რომც იცოდეს ფილემების ინტერნეტ გვერდებზე არ მგონია რომ ისინი დადიოდნენ.) ასერომ ამ ერთი დიდი ნაწილი პრობლემის გადაწყვეტისა ზუსტად რომ მშობლების ხელშია.

მართალია ქუჩაში თამაშიც მაინცდამაინც არარის საგალითო მაგრამ ყოველშემთხვევაში ასეთი გარყვნილობების ნახვის საშიშროება არარის...ალბათ მიმიხვდით რასაც ვგულისხმობ...


--------------------
არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩვენო, წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
mati
პოსტი Sep 27 2009, 14:22
პოსტი #11


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 416
რეგისტრ.: 17.10.2008
მდებარ.: Zveli Tbilisi
წევრი № 97



პირველ რიგში, რაც შეეხება სათაურს-ქალიშვილობის ინსტიტუტი, ვფიქრობ აქ საკამათო არ უნდა იყოს. არ მეგულება ამ ფორუმზე ერთი წევრიც კი, განსხვავებული აზრი რომ ჰქონდეს. უდავოა, მთელმა ერმა უნდა იზრუნოს ამის შენარჩუნებაზე.
მშობელზე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია დამოკიდებული. სერიალებთან დაკავშირებით გამახსენდა, ჩემი შვილები ჯერ პატარები არიან(უფროსი წელს შევიდა სკოლაში), მაგრამ მეზობელთან დაიწყო რომელიღაც სერიალის ყურება. მამამისი გაუბრაზდა, მაგრამ დიდი ვერაფერი შედეგი გამოიღო. მერე ვუთხარით, რომ ეს ეშმაკის შექმნილი ფილმია და ანგელოზებს ეწყინებათ, რომ ის ამას უცქერის, თან, შეიძლება არც აზიარონ. ამაზე სერიოზულად დაფიქრდა და რომ შესულა მეზობელთან ტელევიზორი გამოურთავს, არ შეიძლება ამის ყურებაო mad.gif (სიცილით მიყვებოდა მერე ის ქალი). შემიძლია დიდი სიხარულით აღვნიშნი, რომ ღვთის მადლით, არ იზიდავთ ჩემს შვილებს სერიალები(ჯერჯერობით), როცა მათი ტოლები სხაპასხუპით ჩამოგითვლიან ნებისმიერი სერიალის გმირებს.
თუმცა, სინანულით მინდა აღვნიშნო, თითქმის დარაჯად ვარ, როცა ტელევიზორთან ბავშვები სხედან, უცებ შეიძლება ისეთი რეკლამა გამოვარდეს ,გადავრთო სხვა არხზე თუ, საერთოდ გავთიშო ტელევიზორი, ძალიან ვიბნევი. ეს ხდება საინპორმაციო გამოშვებებს შორის, მულტფილმების დროსაც კი. ეჭვი მაქვს, რაღაც მიზანმიმართული პროპაგანდა ხომ არ არის თქო... unsure.gif


--------------------
"დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლანა
პოსტი Sep 27 2009, 21:25
პოსტი #12


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 275
რეგისტრ.: 8.07.2008
წევრი № 13



mati getanxmebi,sadao amashi araferi.serialebi ki sashinlad moqmedebs taobaze.yvela arxze,mteli dgis ganmavlobashi marto serialebi gadis.


--------------------
ღმერთს ვებარებოდეთ,
ღმერთს ვეყვარებოდეთ,
ღმერთს ვებრალებოდეთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Sep 28 2009, 21:17
პოსტი #13


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



ჩემი აზრით აღზრდას მთავარი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხში. უნდა შეიკრას სამკუთხედი: ეკლესია-ოჯახი-სკოლა. სადაც ბავშვი მიიღებს სულიერ საზრდოს და მორალურ-ზნეობრივი პრინციპები სწორად ჩამოუყალიბდება. ექნება მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა და იმედია სწორ დასკვნებს და არჩევანს გააკეთებს როდესაც სრულწლოვანებას მიაღწევს. სკოლას დიდი მისია აქვს... მასწავლებელი, დამრიგებელი განსაკუთრებით პირველ 5 კლასში უნდა იყოს ზნეობრივი პიროვნება. ჩაუნერგოს ბავშვებს სიყვარული ერთმანეთისა და სამშობლოს მიმართ (პატრიარქი ხშირად აღნიშნავს, რომ არაფრით არ უდნა გაუბრაზდეს ბავშვს). თუ ოჯახი მორწმუნე წევრებისგან შედგება ბავშვი ეზიარება ღვთის სიყვარულს და დედაეკლესიას. ვფიქრობ ერთადერთი გამოსავალია მორწმუნე ოჯახები იყოს საქართველოში. smile.gif


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
mati
პოსტი Sep 28 2009, 21:19
პოსტი #14


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 416
რეგისტრ.: 17.10.2008
მდებარ.: Zveli Tbilisi
წევრი № 97



ციტატა
ასე რომ ერთადერთი გამოსავალია მორწმუნე ოჯახები იყოს საქართველოში.

ხოდა, მიეცით ხალხს პირადი მაგალითი smile.gif


--------------------
"დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Sep 28 2009, 21:20
პოსტი #15


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



ციტატა(mati @ Sep 28 2009, 22:19) *

ხოდა, მიეცით ხალხს პირადი მაგალითი smile.gif

ვეცდები... smile.gif


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Sep 28 2009, 22:06
პოსტი #16


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



ახალგაზრდობის ფასეულობათა სისტემა ძალიან არის შეცვლილი, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი, ის რომ არ ჩამორჩნენ მოდას, მიბაძონ(როგორც ფიქრობენ) ევროპელებს, ამერიკელებს (საინტერესოა აფრიკელებს და ავსტრალიელებს რატომ არა? ალბათ იმიტომ, რომ ჩამორჩნილებად თვლიან), კულტურასადა ფსევდოკულტურას ძნელად თუ ვინმე ასხვავებს ერთმანეთისგან, გმირებად გაიხადეს ხშირად დაქორწინებულ–განქორწინებულ
ადამიანები, ასევე ისეთები ხელთათმანებივით რომ იცვლიან "შეყვარებულებს", ანუ მათი გაგებით "ბოიფრენდებსა და გერლფრენდებს", ე.წ. "თინეიჯერები", რა მოსწონთ ამ სიტყვაში არ ვიცი, ქართულში შესანიშნავი სიტყვები გვაქვს: მოზარდი, ყმაწვილი, ახალგაზრდა, გვქონდა კიდევ ნინველი, რომელიც ხმარებიდან ამოვარდა და საკუთარი მეობა სად წაიღეს არ ვიცი, ისე ჩაიკარგნენ ამ უცხო ჩვეულებებში თუ რა დავარქვა ამას აღარ ვიცი... მისჩერებიან ტელევიზორს, კომპიუტერს, წიგნი სულ დაავიწყდათ და რითი ერთობიან თვითონაც არ იციან. "24-ე კადრის" შესახებ სმენიათ ნეტავ რამე?


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Sep 28 2009, 23:32
პოსტი #17


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(la-ma-ra @ Sep 28 2009, 22:06) *

"24-ე კადრის" შესახებ სმენიათ ნეტავ რამე?

მგონი 25–ე .



ჩემი თაობა დამეთანხმება, ძალიან ცუდი დრო გამოვიარეთ, შეიძლება ითქვას ენით უთქმელი. და ამან თავისი შედეგები კიდევაც გამოიღო. არ ვიცი, ამდენს როგორ გავუძელით. ზოგმა ვერც გაუძლო. ბევრი პენსიონერი და მუშა–მოსამსახურე შიმშილით ისე გარდაიცვალა, თავისი ნაშრომი ხელფასის აღებას ვერ ეღირსა. მე ვარ ყოველივე ამის მომსწრე და მნახველი.ზოგიც, უცხოეთში გაიქცა და იქ შეაფარა თავი ამ საშინელ ცხოვრებას. ქალები და კაცები, ხელზე მოსამსახურედ, უცხო ქვეყნებში გადახვეწილები და ბევრი მათგანი თავმოყვარეობაშელახული. უშუქობა, უმუშევრობა,ტალონები პურზე, შაქარზე და ყველაფერზე. სამოქალაქო ომი, რომელსაც ალბათ ვერასდროს ვაპატიებთ ერთმანეთს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვა, უმოწყალოდ ჩაჩეხილი ჩვენი თანამემამულეები და კიდევ აღარ მინდა გავაგრძელო, დამეთამხმებით ყოველივე ბევრია, ძალიან ბევრი.......
და გადავრჩით...... იცით რატომ? ქართველი ქალის დამსახურებაა, რომ ყველაფერს გავუძელით . ქართველი ქალის, რომელიც ძნელბედობის ჟამს, მამაკაცებს, ძმებს, ოჯახს გვერდით დაუდგა და უმრავლეს შემთხვევაში მთელი სიმძიმე თავის მხრებზე იტვირთა. მე აღარ ჩამოვთვლი როგორ, ამის უამრავი მაგალითი ალბათ თქვენც კარგად იცით.
და როგორ გგონიათ, ყოველივე ეს უკვალოდ ჩაივლიდა? მიტოვებული ოჯახები, დილიდან გვიან საღამომდე ლუკმა პურის საშოვნელად გადახვეწილი მშობლები, მიტოვებული ოჯახები და ბავშვები.
აი , საიდან დაიწყო ყველაფერი. მორალმა, ზნეობრივმა ღირებულებებმა ფასი დაკარგა. თვითგადარჩენის, მგლურმა ინსტიქტებმა, ყოველივე სხვა ფასეულობები დაჩრდილა .
ჩვენი თაობა ზნეობრივი გმირების მაგალითზე იზრდებოდა. ყველას გვყავდა ჩვენ–ჩვენი იდეალი. ეს იყო დედა, მამა, ან შეიძლება სრულიად უცხო ვინმე, ვისაც ვბაძავდით და მთელი გულით გვსურდა დავმსგავსებოდით . სხვა იდეებითა და სულ სხვა სულისკვეთებით ვიზრდებოდით. ახლა რა გამოდის, მშობლები იმდენად გაიტაცა უკვე კომფორტზე ზრუნვამ და იმაზე ზრუნვამ, რომ თავიანთი შვილები სხვა ბავშვებს არ ჩამორჩნენ, ჰქონდეთ კომპიუტერი, კარგი ჩასაცმელი, საუკეთესო კომფორტული ბინა და ყოველგვარი ფუფუნება, სულ დაავიწყდათ მთავარი, რასაც ბავშვის ზნეობრივი ჩამოყალიბება ჰქვია. და ერთი უკიდურესობიდან, მეორე უკიდურესობაში გადავარდით.
მაგრამ , ყველაფერი მაინც არ არის ცუდად, ღვთის წყალობით ყველაფერი დალაგდება თავის ადგილას და გამოსწორდება. ამის იმედს, მე პირადად ჩვენს დედა ეკლესიებში მრევლის მომრავლება მაძლევს. მაინც არაფერი არ არის გვიან. მთავარია, ჩავწვდეთ , სად შევცოდეთ და რა უნდა გამოვასწოროთ. როგორც, ლინგვო ამბობს: "უნდა შეიკრას სამკუთხედი: ეკლესია-ოჯახი-სკოლა. სადაც ბავშვი მიიღებს სულიერ საზრდოს და მორალურ-ზნეობრივი პრინციპები სწორად ჩამოუყალიბდება". ალბათ, ზნეობის პრობლემა, და არა მარტო უბიწოების, როგორც ამ თემაშია წამოჭრილი, ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ. დამეთანხმებით, ზნეობრივ ადამიანს ალბათ აღარ გაუჩნდება კითხვა, რა საჭიროა ქალიშვილობის ინსტიტუტი.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
cangala
პოსტი Sep 29 2009, 02:40
პოსტი #18


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 220
რეგისტრ.: 2.01.2009
მდებარ.: გერმანია/საქათველო /თბილისი/ზაარბრუკენი
წევრი № 159



ციტატა(lingvo @ Sep 28 2009, 19:17) *

უნდა შეიკრას სამკუთხედი: ეკლესია-ოჯახი-სკოლა.


ხო ეს ლინგვოს ნათქვამი მეც ძალიან მომწონს. ეს იდეალური ვარიანტია. ამ მდგომარებიდან გამოსვლისა ჩემის აზრით.


--------------------
არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩვენო, წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
cangala
პოსტი Sep 29 2009, 03:16
პოსტი #19


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 220
რეგისტრ.: 2.01.2009
მდებარ.: გერმანია/საქათველო /თბილისი/ზაარბრუკენი
წევრი № 159



ნუ მოზარდების პრობლემას ასეთუისე შევეხეთ ანუ საფუძველი ამ პრობლემასთან საბრძოლველად ითქვა რაარის . როგორც ლინგვომ აგნიშნა ეკლესია-ოჯახი-სკოლა+ სპორტს დავამატებდი smile.gif თუ ლინგვო არ მიწყენს თორე ნამეტნავი სულიერი დატვირთვაც არარის კარგი, ნამეტანი არაფერია კარგი.
ეხლა ცოტა ზევით ავიდეთ უკვე 20 დან 30 მდე. აქ პირველ რიგში რასაც უკვე გარყვნილებამდე და სიძვამდე მივყავართ ეს არის ჩემის აზრით, სასმელი (ამაზე პავლე მოციქულიც გვაფრთხილებს) უფრო ბიჭებში, მარა საუბედუროდ ამ ბოლოდროს გოგოებშიც. sad.gif
სასმელს მერე მოყვება დისკოტეკა რაც ჩვენთან ამ ბოლო დროს სოკოებივით მომრავლდა. ხალხო ნუ წახვალთ ამ ეშმაკის ბუნაგში ეს რყვნის და აგვარებს . დისკოტეკაზე აბსოლიტურად სუყველა პირობა არის შექმნილი იმისთვის რომ სიძვის ცოდვით დაეცეთ. ადრე ორგიები რომ ეწყობოდა რომში სხვა კი არაფერი იყო. ზუსტად იგივეა ეგეც.

და მესამე ჩაცმა დახურვა. აქ უფრო ქალებზე გავამახვილებდი ყურადღებას. რამის უკვე სულმთლად გაიხადონ (რათქმაუნდა ყველას არ ვგულისხმობ) ან თუ აცვიათ ისეთი რომ სხეულის ყველა დეტალი ჩანს აბსოლიტურად. მოდი მერე კაცო და ებრძოლე სიძვას(მართალია არც კაცი არარის გასამართლებელი ჩვენც მიგვიძღვის ჩვენი წილი ბრალი). თან უბედურება მთელი ის არის რომ სირცხვილის გრძნობა არ აქვთ. აჩვენებენ თავის შიშველ სხეულს (განსხვავება არ აქვს ნაჭერია გარედან მიწებებული თუ არა მაგით ნურვინ მოიტყუებს თავს....) და ვითომც არაფერი. მერე რახდება კაცში, იღვიძებს ვნება ცალკე ეშმაკი არ აყოვნებს და ესეც შენი გულში მრუშობა ეგ ყველაძზე მცირე და მერე თუ თავი არ შეიკავა კაცმა და სიძვური გულისთქმით მივიდა ქალთან მაშინ უკვე საშიშროებაა რეალური სიძვის.
ესენი უფრო ზედაპირული მიზეზებია რათქმაუნდა, თუ ჩაუღრმავდებით კიდევ ბევრი მიზეზის პოვნა შეიძლება.

გთხოვთ გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით ძვირფასო ფორუმელებო.


--------------------
არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩვენო, წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Sep 29 2009, 11:28
პოსტი #20


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



ციტატა(cangala @ Sep 29 2009, 04:16) *

გთხოვთ გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით ძვირფასო ფორუმელებო.

დისკოთეკას რაც შეეხება აბსოლუტურად გეთანხები, არაფრით არ უნდა მივიდეს იქ მოზარდი. (ცნობილია რა სიტუაციაა ამ მხრივ ჩვენ ზღვისპირა ქალაქებში ე.წ. "ბუნგალოებში" ქობულეთსა და ბათუმში. ასევე თბილისში მომრავლდა ღამის კლუბები). ამაზე მოზარდს სწორი წარმოდგენა უნდა შეუქმნას მშობელმა, მოძღვარმა, მასწავლებელმა. საერთოდ ეროვნულ ფასეულობებზე უნდა იზრდებოდეს ბავშვი. თავიდანვე კარგად უნდა ისწავლოს ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია! რაც შეეხება ზრდასრულ ასაკს 20-30 წ, ამ ასაკში ადამიანს უკვე ჩამოყალიბებული უნდა ქონდეს და გაცნობიერებული ქრისტიანული ცხოვრების არსი. უნდა არჩევდეს სულიერსა და ხორციელს. ღვთის სიყვარულის გამო უნდა იცხოვროს თავშეკავებულად და ზომიერებით. რათქმაუდნა შეცდომა ბევრს მოდის, მაგრამ მთავარია იცოდე ჭეშმარიტებისა და ბოროტების გარჩევა და შენ თავში სწორი არჩევანის გაკეთება შეძლო. ამ არჩევანის წინაშე ხშირად ვდგავართ.
ჩვენი ტრადიციებისა და ისტორიის შესწავლას დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ. ბევრი კეთილი ტრადიცია მივიწყებულია, ერისკაცი როგორ ცხოვრობდა საქართველოს ზეობის პერიოდში? როგორი ზნეობრივი და მორალური პრინციპებით ხელმძღვანელობდა? დარწმუენბული ვარ დავით აღმაშენებლისა და თამარის ეპოქის ქართველობა მაღალი ზნეობის საფეხურზე იდგა. საჭიროა მათ მივბაძოთ, ვიკითხოთ, გავეცნოთ ისტორიას.

"დავიწყება ისტორიისა მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და წარწყმედისაც. წარსული მკვიდრი საფუძველია აწმყოსი, როგორც აწმყო - მომავლისა.
რომელია სიმაგრე ჩვენი ცხოვრებისა და რომელი სიფუყე და სისუსტე, ამას ახსნის ხოლმე მარტო ისტორია. და თუ იგი დავივიწყეთ, მაშ დაგვივიწყნია ჩვენი ცხოვრების სათავე, ჩვენი ცხოვრების საძირკველი და თუ ეს ასეა, რაღაზედ უნდა დავამყაროთ ჩვენი აწმყო, ჩვენი მერმისი?"

წმიდა ილია მართალი


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

14 გვერდი V  1 2 3 > » 
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 8.04.2020 - 21:59