IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
ბანქოს(კარტის) თამაში მკრეხელობაა. ყველამ ნახეთ - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



6 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> ბანქოს(კარტის) თამაში მკრეხელობაა. ყველამ ნახეთ გაზიარება
ANA
პოსტი Mar 22 2010, 13:07
პოსტი #1


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 26.09.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 64



ყოველთვის მინდოდა დამეწერა ამის შესახებ თუ რამდენად დიდი ცოდვაა კარტის თამში. ყოფილა შემთხვევა და მეც მითამაშია ე.წ ბანქო (კარტი) მაგრამ ყოველთვის რაღაც ცუდ განწყობაზე დავრჩენილვარ. ხოლო როდესაც გავიგე თუ რამდენად დამღუპველია ეს სულისათვის გადავწყვიტე საერთოდ აღარ მივეკარო.
ერთ-ერთ საიტზე მოვიძიე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო სტატია, რომელიც ცოტა გავაადვილე და შევამოკლე. :0
http://faith.ge/index.php?newsid=6

ბანქოს ჩვენთან თამაშობენ ყველგან, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რა დამღუპველი ძალა გააჩნია მას ადამიანის სულისათვის. ბანქოთი გატაცება ადამიანს უღვივებს პირველობის სურვილს, იდგეს სხვაზე მაღლა, ზრდის ამპარტავნებას.წაგების შემთხვევაში მოთამაშე ღიზიანდება, ამა მოსდევს სიბრაზე და მრისხანება.
თამაში ხშირად მთავრდება ჩხუბით, ტყუილით, ქონების დაკარგვით, მკვლელობით და თვითმკვლელობით. ბანქო ხრწნის ადამიანის სულს, სწორედ ამიტომ წარმოადგენს იგი ლოთების, ქურდების, მკითხავებისა და შულერების ჯადოქრების საყვარელ გასართობს ხოლო ქრისტიანებთათვის კი - განსაკუთრებულ საშიშროებას.

მაინც რაში მდგომარეობს ბანქოს მომაკვდინებელი ძალა?__ სათამაშო ბანქოს საშუალებით ადამიანი ურთიერთობაში შედის დემონებთან. ბანქო შექმნეს ბნელმა ძალებმა

ბანქოს ნიშნები წარმოადგენენ: ჯვარს - რომელზედაც აცვეს იესო ქრისტე, შუბს რომლითაც იგი განგმირეს, ღრუბელს - რომელიც ძმარში დასველებული ტუჩებთან მიუტანეს მაცხოვარს, და ოთხკუთხათავიან ლურსმნებს - რომლებითაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს.

ზოგიერთი ადამიანი, ბანქოს თამაშისას, თავისი უმეცრებით, თავს ნებას აძლევს ღვთის სახელი შეურაცხჰყოს, მაგალითად, ბანქო, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, ანუ ჯვარი ქრისტესი , რომელსაც ნახევარი მსოფლიო ეთაყვანება, დაუდევრად მოისროლოს მაგიდაზე. უფრო მეტიც, ყველაფერთან ერთად მოთამაშენი თვლიან, რომ ჯვრის გაჭრა შეიძლება რაღაც უბრალო "კოზირით". და არც კი იციან, რომ "კოზირი" და "კოშერი" ლათინურად ერთნაირად იწერება და ნიშნავს "რიტუალური მსხვერპლთშეწირვას".

ბანქოს თამაშის ნამდვილი არსი მდგომარეობს იმაში, კოზირი ანუ კოშერი _ რიტუალური მსხვერპლშეწირვა, , თითქოსდა ცხოველმყოფელ ჯვარზე მეტ ძალას ფლობს! ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ სათამაშო ბანქოს ერთადერთი მიზნით -– წმიდა ჯვრის შეურაცყოფისათვის იყენებენ ეშმაკების გასახარად,
ასე, რომ, ქრისტიანი, რომელიც თამაშობს ან სახლში ინახავს ბანქოს, ხდება ქრისტეს ვნებების შეურაცხმყოფელი და იმზადებს ადგილს ჯოჯოხეთში ეშმაკთან და ყველა მის მოციქულთან ერთად. ამიტომ, ადამიანმა, რომელიც შესცოდავს ბანქოს თამაშით, აუცილებლად უნდა მოინანიოს აღსარებაში წრფელი გულით.


თავიდან ბანქოს თამაშს მოთმინებით უყურებდნენ, შემდეგ კი მისი დევნა დაიწყეს, რადგან მასში ბნელი ძალების მონაწილეობა შენიშნეს. პირველი კანონი ბანქოს შესახებ 1649 წელს გამოჩნდა, რომლის მიხედვითაც ბანქოს მომხმარებლებს ისე უნდა მოპყრობოდნენ, როგორც ქურდებს. 1696 წელს გამოვიდა ბრძანება, რომლის თანახმადაც, უნდა გაეჩხრიკათ ბანქოს თამაშში ყველა ეჭვმიტანილი და თუ მას ბანქო აღმოაჩნდებოდა, იგი გაიროზგებოდა. 1717 წელს ბანქოს მოთამაშე ფულადი გადასახადით – ჯარიმით ისჯებოდა.

მე -18 საუკუნეში თამაშისადმი ინტერესი იმდენად გაიზარდა რომ უკვე აღარავის აინტერესებდა, რა იყო გამოსახული ქაღალდებზე.
უშაკოვის ლექსიკონის მიხედვით, სიტყვა ტუზი – პოლონური წარმოშობისაა და ნიშნავს ბანქოს ქაღალდს ერთი ქულით. გერმანულ -– რუსულ ლექსიკონში კი არის სხვაგვარი განმარტება სიტყვისა - – დაუსი, რაც ეშმაკს ნიშნავს. ადვილი შესაძლებელია, რომ დაუსი ბერძნული "დიაბოლოსი"-ს დამახინჯებული ვარიანტი იყოს, რაც სიცრუის გამავრცელებელს ნიშნავს.

ბანქოს კალოდის სტრუქტურა ყველასათვის ნაცნობია: მეფე, დამა, ვალეტი და ასე შემდეგ უფრო ქვევით ორიანამდე, – ეს არის მთელი იერარქიული კიბე ზევიდან ქვევით. ხანდახან კალოდას ემატება კიდევ ერთი ქაღალდი -– ჯოკერი. ფიგურა ტრიკოში, მასხარას ქუდით, ხელში – სკიპტრით, რომელზეც ადამიანის თავია წამოცმული, რომელიც თანამედროვე მხატვრებმა მუსიკალური თეფშებით შეცვალეს.

(ჩემდა საბედნიეროდ კარტი წლებია არ მითამაშია და არც სახლში მაქვს)


--------------------
ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
mati
პოსტი Mar 23 2010, 09:07
პოსტი #2


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 416
რეგისტრ.: 17.10.2008
მდებარ.: Zveli Tbilisi
წევრი № 97



ბავშვობაში"დურაკას" შემდეგ მართლა არ მითამაშია და ჩემს შვილებსაც რომ ავუხსენი, რომ ამით უფალს დასცინიან,(არ ვიცი, რამდენად სწორად ვუთხარი), მის ყიდვაზე ერთი სიტყვაც აღარ უთქვამთ და სხვებსაც ეუბნებიან, ცოდვაა თამაშიო... ჯერ ჯერობით ასეა და ღვთის მადლით, ალბათ რომ გაიზრდებიან კიდევ უფრო გააცნობიერებენ.


--------------------
"დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ANA
პოსტი Mar 23 2010, 14:06
პოსტი #3


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 26.09.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 64



ძალიან კარგი იქნება smile.gif


--------------------
ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
nino nergadze
პოსტი Mar 23 2010, 14:12
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 93
რეგისტრ.: 15.12.2008
მდებარ.: q. tbilisi
წევრი № 152



ვითომ თამაშია, მაგრამ ამდროს ადამიანი ისე ეჩვევა რომ თავსაც იღუპავს......არ მოვიტყუები და არ ვიტყვი რომ არ მითამაშია , მითამაშია ჯოკერიც და სხვა თამაშებიც მაგრამ რომ გავიგე რა დიდი ცოდვაც იყო შვეშვი. ამ თემასთნ დაკავშირებით უფრო ვრცლად შეიძლება საუბარი........
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Mar 23 2010, 15:06
პოსტი #5


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ANA
ხო არ იცი ვისი ფანტაზიის ნაყოფია ეს წერილი?..
ციტატა
ბანქო, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, ანუ ჯვარი ქრისტესი

საწრაფოზე როა გამოსახული ისიც ჯვარი ქრისტესია? ავერსის წამლებზე რო ახატია გული და ჯვარი სიცმინდეა და სუფთა ადგილას უნდა დავწვა კოლოფი?
ციტატა
არც კი იციან, რომ "კოზირი" და "კოშერი" ლათინურად ერთნაირად იწერება და ნიშნავს "რიტუალური მსხვერპლთშეწირვას"

სიცრუე...
ციტატა
ასე, რომ, ქრისტიანი, რომელიც თამაშობს ან სახლში ინახავს ბანქოს, ხდება ქრისტეს ვნებების შეურაცხმყოფელი და იმზადებს ადგილს ჯოჯოხეთში ეშმაკთან

და ეს ხმამაღალ ნათქვამად არ გეჩვენებათ?

მოდით რა ნუ გავხდებით ფანატიკოსები და ყველაფერში რაღაც ნიშნებს ნუ ვეძებთ... რათ უნდა ამდენი ლაპარაკი, მკითხაობა ცოდვაა, გინდა კარტით იყოს და გინდა ყავით. რაც შეეხება თამაშს, ე.წ. მაზიანზე თამაშიც ცოდვაა, გინდა კარტით იყოს და გინდაც ბურთით...
მაგრამ ამიხსენით რატომ არის ცოდვა დავუშვათ ის, რომ მობილურში მაქვს ჩაწერილი კარტებით სათამაშო ძალიან საინტერესო და ინტელექტუალური თამაში, რომელსაც ხშირად ვთამაშობ ხოლმე მგზავრობის დროს?..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Mar 23 2010, 17:33
პოსტი #6


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



- რა დაშავდება, თუ უბრალოდ გართობისათვის, ერისკაცი ჭადრაკს ითამაშებს, ვგონებ, უნდა განსხვავდეს პიროვნებები და თამაშობები, უნდა ნახოს მოძღვარმა ესათუის თამაში ვის ანგრევს და ვის ასვენებს, ჩვენც ხომ ადამიანები ვართ... როგორც ვიცით, ძალიან ბევრ ქართველ მეფეს თუ სასულიერო პირს უყვარდა ნარდი, ბანქო, ჭადრაკი და სხვა.

სპორტიც ასევე აზარტთან არის დაკავშირებული, მაგრამ მგონი ეს აზარტი გაცილებით ჯანმრთელი აზარტია, ვიდრე სხვა.

- ლექსიკონების თანახმად, აზარტში იგულისხმება გაცეცხლება, აღგზნება. არ შეიძლება ყველა თამაშს დავასვათ დაღი: „აზარტული“. ჭადრაკი და ბანქო არ შეიძლება ერთ კატეგორიაში მოვათავსოთ. არც ფეხბურთის გულშემატკივართა გადაღებილ-გაშმაგებული სახეების გაიგივება შეიძლება ჭადრაკის ეფექტთან. სულიერი ცხოვრების წარმატებულობის აუცილებელ შემადგენელად მამები სულიერ ძალთა სიმშვიდეს მიიჩნევდნენ. მაცხოვარიც ბრძანებს: „აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ“ (მთ. 12.29). დამეთანხმებით, აღგზნება სულაც არ არის სიმშვიდის გამოხატულება. სპორტული ვარჯიში კარგია ჯანმრთელობისთვის. ოღონდ იგივეს ვერ ვიტყვით, როცა სპორტი მასების გაცოფების იარაღად გამოიყენება.

დიახ, ჩვენ ადამიანები ვართ, მხოლოდ - დაცემული ადამიანები. ისინი, ვინც განიდევნა სამოთხიდან, რათა წუთისოფლის ხანმოკლე ჭირით სასუფეველი დაიმკვიდროს; ისინი, ვისშიც არ დარჩა სიწმიდე, რადგან ყოველივეს ცოდვის ბიწი შეერია და ამდენად ადამიანური სიკეთე გახადა უვარგისი ღმრთის შესაწირავად; ისინი, ვის გამოხსნას ქრისტეს ჯვარცმა დასჭირდა; აპელირება კაცობრივი ბუნებისადმი უკვე არის შეჩერების წერტილი. იცვლება საზოგადოების იდეალები, შესაბამისად იცვლება ადამიანი, იცვლება ცხოვრება და ჩვენც მივყვებით მას. მართლაც, რამდენად ადვილია თქვა „მეც ხომ კაცი ვარ“ და ეცადო მოირგო ეკლესიურობა, ვიდრე აღიარო „დაცემული ვარ“ და ძალისაებრ შენისა ეცადო მოერგო მამათა სულს. ნუთუ შეიძლება იყოს ისეთი თამაშობა, რომელიც ანგრევს ერთს და ასვენებს მეორეს?

ჩვენი საზომი და იდეალი არის არა მეფეთა და სასულიერო პირთა ცხოვრება, არამედ სახარების სიტყვა და წმიდა მამათა შეხედულებანი. დიახ, ზოგიერთი სასულიერო პირი შეიძლება ერთობოდეს მსგავსად, მაგრამ რატომ მოგვწონს იგინი, ვინც ამართლებს ჩვენს სურვილებს და არ მოგვწონს იგინი, ვისი ცხოვრება გვამხელს? წარმოგიდგენიათ, ვთქვათ, წმიდა მოციქულები ბანქოს სათამაშოდ შეკრებილნი? ან წმიდა ნიკოლოზი ფეხბურთის მოთამაშედ? (ღმერთმა შემინდოს მათი მსგავსად მოხსენიება). ლაპარაკია იდეალზე, და არა ჩვენს შესაძლებლობებზე. როცა იდეალი იგივდება ადამიანის სურვილთან და შესაძლებლობასთან, ის უკვე არ არის იდეალი. არადა „სასუფეველს მოწყურებულნი“ გვქვია.

წმიდა წერილში ვკითხულობთ: „ხოლო რომელი-იგი იშუებდეს, ცოცხლივვე მკუდარ არს“ (1ტიმ. 5,6) და კიდევ: „ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთვრალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისაჲთა, და მეყსეულად მოიწიოს თქუენ ზედა დღე იგი“ (ლკ. 21,34). „მეძავნო და მემრუშენო, არა უწყითა, რამეთუ სიყუარული სოფლისაჲ ამის მტერობაჲ არს ღმრთისაჲ? აწ უკუე რომელსა უნდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მტერად ღმერთსა აღუდგების“ (იაკობ. 4.4). „სოფელში“ იგულისხმება არა დედამიწა, არამედ ადამიანთა ურთიერთობის წესები, მათი იდეალები, ზნეობრივი შეხედულებები.

გასაგებია, რომ ძნელია მოარგო თანამედროვე ცხოვრების საშვებელი და მამათა სწავლება ერთმანეთს, მაგრამ ვინ გვაძალებს? „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“ (მთ. 16.24) - ბრძანებს მაცხოვარი.

უნდა გვახსოვდეს, რისთვის მოვედით ამქვეყნად და არ დავიბადეთ პირდაპირ სასუფეველში: რომ განვიძარცვოთ ძველი კაცი და ახალი შევიმოსოთ. მამა პაისის თქმისაებრ, იმისათვის არ მოვსულვართ, რომ როგორმე კომფორტულად მოვეწყოთ აქ, არამედ რათა განვიწმიდოთ და ქრისტესთან მივიდეთ.

ბოლო ჟამის ქრისტეანების უბედურება წუთისოფელთან შემრიგებლობაშია. დაიკარგა სიმხურვალე; მშვინვიერმა ემოციებმა შეცვალეს სულიერი განცდები; უფროდაუფრო ცოტა რჩება ამქვეყნად ცოცხალი მისაბაძი მაგალითი ქრისტეს ერთგულებისა; ვერ იტევს წუთისოფელი ქრისტეს. ვისთან ვართ ჩვენ? შევძლებთ ვიცნოთ და შეუდგეთ ქრისტეს? თუ აღმოვჩნდებით იმ უმრავლესობასთან, რომელმაც დაამსხვრია ქრისტეს სწავლება და მისი აგურებით თავის ტაძარს აგებს?

(დეკანოზი ანდრია კემულარია)


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
anu1131
პოსტი Apr 12 2010, 21:21
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 21.04.2009
წევრი № 242



mec cavikitxe religiur saitze rom martlac didi codvaa kartis tamashi
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
madonna-mariami
პოსტი Apr 21 2010, 00:26
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 12.04.2010
წევრი № 534



ბავშვობაში ძალიან ხშირად ვთამაშობდი ხოლმე კარტს, "ჯოკერს",, "დურაკას" და ა.შ. მაგრამ მას შემდეგ რაც წავიკითხე რომ ეს საშინელი ცოდვაა,,, საერთოდ აღარ გავკარებივარ კარტს,, ისედაც ცოდვილი ვარ და მაგ ცოდვით რაღატომ დავიმძიმო სული? sad.gif sad.gif რაც შეეხება მკითხაობას, რამოდენიმეჯერ მათთანაც ვყოფილვარ,, რასაც ვნანობ და ღმერთმა დამიფაროს კიდევ მივიდე ,,,
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Apr 21 2010, 13:27
პოსტი #9


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



http://www.orthodox.ge/index.php?id=aktual...ჯვრის
რატომ არის ბანქოს (კარტის) თამაში მკრეხელობა
შემბილწველი და ჯვართან მეომარი ადამიანების მიერ წმიდა ჯვრის შეურაცხოფისა და უპატივცემულობის მოტივაცია გასაგებია, მაგრამ, როდესაც ვხედავთ, რომ ამ უმეცრებაში, ნება უნებლიეთ ჩართულია მორწმუნე, დუმილი არ შეიძლება, რადგან წმიდა ბასილი დიდის სიტყვები: "დუმილი ღმერთის ღალატია."

ე.წ "სათამაშო ბანქო", რომელიც სამწუხაროდ თითქმის ყველა ოჯახშია, წარმოადგენს ეშმაკთან საურთიერთო იარაღს, რომლის საშუალებითაც ადამიანები კონტაქტში შედიან დემონებთან - ღვთის მტრებთან. ბანქოს ოთხივე "მასტი" (ფიგურა), სხვა არაფერია, თუ არა ქრისტეს ჯვარი და ქრისტიანთათვის წმიდა საგნები : შუბი, ღრუბელი და ლურსმანი, ანუ ყველაფერი ის, რაც წარმოადგენს ქრისტეს წამებისა და სიკვდილის იარაღს.

ბანქოს ჩვენთან თამაშობენ ყველგან, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რა დამღუპველი ძალა გააჩნია მას ადამიანის სულისათვის.ბანქოთი გატაცება ადამიანს უღვივებს პირველობის სურვილს, უძლიერებს ვნებას, იდგეს სხვაზე მაღლა, ზრდის ამპარტავნებას.წაგების შემთხვევაში მოთამაშე ღიზიანდება, ამა მოსდევს სიბრაზე და მრისხანება, ან პირიქით, იმედის დაკარგვა, სასოწარკვეთა და თვითმკვლელობა. თამაში ხშირად მთავრდება ჩხუბით, ტყუილით, ქონების დაკარგვით, მკვლელობით. ბანქო ხრწნის ადამიანის სულს, სწორედ ამიტომ წარმოადგენს იგი ლოთების, ქურდების, მკითხავებისა და შულერების ჯადოქრების საყვარელ გასართობს ხოლო ქრისტიანებთათვის კი - განსაკუთრებულ საშიშროებას, რადგან აკარგვინებს რამეთუ კარგავს მარადიულ სასუფეველს.

მაინც რაში მდგომარეობს ბანქოს მომაკვდინებელი ძალა? სათამაშო ბანქოს საშუალებით ადამიანი ურთიერთობაში შედის დემონებთან. ბანქო შექმნეს ბნელმა ძალებმა, როგორც ჯვარზე ქრისტეს ვნებების შემბილწველი საშუალება.

ბანქოს ნიშნები წარმოადგენენ: ჯვარს - რომელზედაც აცვეს იესო ქრისტე, შუბს რომლითაც იგი განგმირეს, ღრუბელს - რომელიც ძმარში დასველებული ტუჩებთან მიუტანეს მაცხოვარს, და ოთხკუთხათავიან ლურსმნებს - რომლებითაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს.

ზოგიერთი ადამიანი, ბანქოს თამაშისას, თავისი უმეცრებით, თავს ნებას აძლევს ღვთის სახელი შეურაცხჰყოს, მაგალითად, ბანქო, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, ანუ ჯვარი, ქრისტესი, რომელსაც ნახევარი მსოფლიო ეთაყვანება, დაუდევრად მოისროლოს მაგიდაზე სიტყვით (უფალო მოგვიტევე), "ტრეფა", რაც ებრაულ ენაზე ნიშნავს ბილწს, "უწმინდურს." უფრო მეტიც, ყველაფერთან ერთად მოთამაშენი თვლიან, რომ ჯვრის გაჭრა შეიძლება რაღაც უბრალო "ექვსიანი კოზირით" და არც კი იციან, რომ "კოზირი" და "კოშერი" ლათინურად ერთნაირად იწერება და ნიშნავს "რიტუალური მსხვერპლთშეწირვას". დიდი ხანია საჭიროა, გაირკვეს ბანქოს თამაშის ნამდვილი წესები, ანუ მიზნები, რომლის დროსაც "დურაკად" რჩება ყველა მოთამაშე: ბანქოს თამაშის ნამდვილი არსი მდგომარეობს იმაში, რომ, რიტუალური მსხვერპლსეწირვა, ებრაულად ხსენებული კოშერული (ანუ წმინდა) , თითქოსდა ცხოველმყოფელ ჯვარზე მეტ ძალას ფლობს!ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ სათამაშო ბანქოს ერთადერთი მიზნით -– წმიდა ჯვრის შეურაცყოფისათვის იყენებენ ეშმაკების გასახარად, არის კი ამის შემდეგ საჭირო მტკიცება იმისა, რომ ვინც თამაშობდა ბანქოს და არ მოინანიებს აღსარებაში თავის ღვთის გმობის ცოდვას, გარანტირებული აქვს საგზური ჯოჯოხეთში?

ასე, რომ, ქრისტიანი, რომელიც თამაშობს ან სახლში ინახავს ბანქოს, (აგრეთვე იღებს სხვისგან დახმარებას ბანქოს საშუალებით, იგულისხმება მკითხაობა), ხდება ქრისტეს ვნებების შეურაცხმყოფელი და იმზადებს ადგილს ჯოჯოხეთში ეშმაკთან და ყველა მის მოციქულთან ერთად.ამიტომ, ადამიანმა, რომელიც შესცოდავს ბანქოს თამაშით, აუცილებლად უნდა მოინანიოს აღსარებაში წრფელი გულით.

სათამაშო ბანქოს გამოგონება მიეწერება ჩინელებს. ჩინგ -– იზ –- ტუნგის ლექსიკონში ნათქვამია, რომ ბანქო მოგონილია 1120წელს, ხოლო1132 წელს ჩინეთში უკვე მოხმარებაში შემოვიდა. სხვა ვერსიით, ბანქო გამოიგონეს ეგვიპტეში და გამოიყენებოდა სამკითხაოდ. დასავლეთ ევროპაში ბანქო გამოჩნდა მე -14 საუკუნეში. თანამედროვე სახე კი მე-15 საუკუნეში მიიღო.
მწერალ ნაროვჩატოვის აზრით, ივანე მრისხანეს მეფობისას, მოსკოვში გამოჩნდა ვინმე ჩერჩელი, რომელსაც შემდეგ ჩერტელო შეარქვეს. იგი იტალიაში ფრანგად ასაღებდა თავს, საფრანგეთში – გარმანელად, გერმანიაში –- პოლონელად, პოლონეთში კი რუსი გახდა. მან მოსკოვში ჩამოიტანა პატარა ზარდახშა, რომელიც წითელი და შავი არშიებით იყო შემოვლებული, რაც თითქოს ბანქოს მასტის ფერებს შეეფერებოდა, ხალხი კი ამბობდა, რომ ეს ჯოჯოხეთის ცეცხლის ფერებია.
მესამე რომში ბანქოს ეპიდემია დაიწყო, ბანქოზე დიდი მოთხოვნილება გაჩნდა, და ჩერჩელიმაც მოსკოვში სხვა ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა, რომელიც იმ დროისთვის დასავლეთში უკვე ყვაოდა – ბანქოს - ბეჭდვა. მისი წინადადება რუსეთში საკმაოდ ცივად მიიღეს, პირველმა მბეჭდავმა ივან ფიოდოროვმა მტკიცე უარი განაცხადა ბანქოს დაბეჭდვაზე.
თავიდან ბანქოს თამაშს მოთმინებით უყურებდნენ, შემდეგ კი მისი დევნა დაიწყეს, რადგან მასში ბნელი ძალების მონაწილეობა შენიშნეს. პირველი კანონი ბანქოს შესახებ 1649 წელს გამოჩნდა, რომლის მიხედვითაც ბანქოს მომხმარებლებს ისე უნდა მოპყრობოდნენ, როგორც ქურდებს. 1696 წელს გამოვიდა ბრძანება, რომლის თანახმადაც, უნდა გაეჩხრიკათ ბანქოს თამაშში ყველა ეჭვმიტანილი და თუ მას ბანქო აღმოაჩნდებოდა, იგი გაიროზგებოდა. 1717 წელს ბანქოს მოთამაშე ფულადი გადასახადით – ჯარიმით ისჯებოდა.
მე -18 საუკუნეში კანონი ბანქოს შესახებ ბევრად ლმობიერი გახდა, უფრო მეტიც, საერთოდ ამ საკითხის გამოძიებისას, ფრთხილად უნდა მოქცეულიყვნენ, რათა ზედმეტად არ შეეწუხებინათ ბანქოს მოთამაშე. თამაშისადმი ინტერესი იმდენად გაიზარდა რომ უკვე აღარავის აინტერესებდა, რა იყო გამოსახული ქაღალდებზე.
უშაკოვის ლექსიკონის მიხედვით, სიტყვა ტუზი – პოლონური წარმოშობისაა და ნიშნავს ბანქოს ქაღალდს ერთი ქულით. გერმანულ -– რუსულ ლექსიკონში კი არის სხვაგვარი განმარტება სიტყვისა - – დაუსი, რაც ეშმაკს ნიშნავს. ადვილი შესაძლებელია, რომ დაუსი ბერძნული "დიაბოლოსი"-ს დამახინჯებული ვარიანტი იყოს, რაც სიცრუის გამავრცელებელს ნიშნავს.
ბანქოს კალოდის სტრუქტურა ყველასათვის ნაცნობია: მეფე, დამა, ვალეტი და ასე შემდეგ უფრო ქვევით ორიანამდე, – ეს არის მთელი იერარქიული კიბე ზევიდან ქვევით. ხანდახან კალოდას ემატება კიდევ ერთი ქაღალდი -– ჯოკერი. ფიგურა ტრიკოში, მასხარას ქუდით, ხელში – სკიპტრით, რომელზეც ადამიანის თავია წამოცმული, რომელიც თანამედროვე მხატვრებმა მუსიკალური თეფშებით შეცვალეს. ჯოკერი ყველაზე მაღალი კარტია, მას არა აქვს ფიგურა და მისი გაჭრა არცერთ მასტს არ შეუძლია, პირამიდის თავში, ყველა შემთხვევაში, ხვდება არა მეფე - არამედ ტუზი, ასე და ამგვარად, იერარხიის თავში ხვდება ქაღალდი რომლის ნომერია "პირველი".

http://www.factnews.ge/index.php?lang_id=G...0835&act=ns
კარტი, ანუ სათამაშო ბანქო, ერთი შეხედვით, უწყინარი გასართობია, თუმცა მართლმადიდებლური რელიგიის მიხედვით, “კარტი” ეშმაკის იარაღია. მეტიც, როგორც “ორთოდოქს.გე” იუწყება, ბანქოს დახმარებით, ადამიანები კონტაქტს დემონებთან ამყარებენ.

ბანქოს ოთხივე “მასტზე”, ანუ ფიგურაზე გამოსხაული შუბი, ღრუბელი და ლურსმანი ქრისტეს წამებისა და სიკვდილის იარაღა.

მაინც, რა დამღუპველი ძალა აქვს “კარტს” ადამიანის სულისთვის?

ბანქოთი გატაცება ადამიანს პირველობის სურვილს უღვივებს, უძლიერებს ვნებას, იდგეს სხვაზე მაღლა, ზრდის ამპარტავნებას. წაგების შემთხვევაში, მოთამაშე ღიზიანდება, რასაც მოსდევს სიბრაზე და მრისხანება, ან პირიქით, იმედის დაკარგვა, სასოწარკვეთა და თვითმკვლელობა.

თამაში ხშირად მთავრდება ჩხუბით, ტყუილით, ქონების დაკარგვით, მკვლელობით. ბანქო ხშირად ხდება ლოთობის, ქურდობის საბაბი. მართლმადიდებელი ქრისტიანები მიიჩნევენ, რომ ბანქო მკითხავებისა და ჯადოქრების საყვარელ გასართობია.

რაში მდგომარეობს ბანქოს მომაკვდინებელი ძალა?

ბანქოს ნიშნებია: ჯვარი, რომელზედაც აცვეს იესო ქრისტე; შუბი, რომლითაც უფალი განგმირეს; ღრუბელი, რომელიც ძმარში დასველებული ტუჩებთან მიუტანეს მაცხოვარს და ოთხკუთხათავიანი ლურსმნები, რომლებითაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს.

ადამიანი ბანქოს თამაშისას, უმეცრებით, თავს ნებას აძლევს, ღვთის სახელი შეურაცხჰყოს. მაგალითად, ბანქო, რომელზეც გამოსახულია ჯვარი, ანუ ჯვარი ქრისტესი დაუდევრად მოისროლოს მაგიდაზე სიტყვით - “ტრეფა”, რაც ებრაულად “ბილწს”, “უწმინდურს” ნიშნავს.

მეტიც, მოთამაშენი თვლიან, რომ ჯვრის “გაჭრა” შეიძლება “ექვსიანი კოზირით” და არც იციან, რომ “კოზირი” და “კოშერი” ლათინურად ერთნაირად იწერება და ნიშნავს “რიტუალური მსხვერპლთშეწირვას”.

ბანქოს თამაშის ნამდვილი არსი, , როგორც მორწმუნეები ამბობენ, იმაში მდგომარეობს, რომ რიტუალური მსხვერპლსეწირვა თითქოს ცხოველმყოფელ ჯვარზე მეტ ძალას ფლობს.

“ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ სათამაშო ბანქოს ერთადერთი მიზნით - წმიდა ჯვრის შეურაცყოფისათვის იყენებენ ეშმაკების გასახარად, - მიიჩნევენ მორწმუნეები, - ქრისტიანი, რომელიც თამაშობს ან სახლში ინახავს ბანქოს, ან იღებს სხვისგან დახმარებას ბანქოს საშუალებით, მკითხაობით, ხდება ქრისტეს ვნებების შეურაცხმყოფელი და იმზადებს ადგილს ჯოჯოხეთში ეშმაკთან. ამიტომ, ადამიანმა, რომელიც შესცოდავს ბანქოს თამაშით, აუცილებლად უნდა მოინანიოს აღსარებაში.

ცნობისთვის: ერთი ვერსიით, სათამაშო ბანქო ჩინელებმა გამოიგონეს 1120 წელს, 1132 წელს კი ჩინეთში მოხმარებაში შევიდა. მეორე ვერსიით კი, ბანქო გამოიგონეს ეგვიპტეში და გამოიყენებოდა სამკითხაოდ.

დასავლეთ ევროპაში ბანქო გაჩნდა მე-14 საუკუნეში. თანამედროვე სახე კი მე-15 საუკუნეში მიიღო.

მწერალ ნაროვჩატოვის აზრით, ივანე მრისხანეს მეფობისას, მოსკოვში გამოჩნდა ვინმე ჩერჩელი, რომელსაც შემდეგ ჩერტელო შეარქვეს. იგი იტალიაში ფრანგად ასაღებდა თავს, საფრანგეთში – გარმანელად, გერმანიაში – პოლონელად, პოლონეთში კი რუსი გახდა. მან მოსკოვში ჩაიტანა პატარა ზარდახშა, რომელიც წითელი და შავი არშიებით იყო შემოვლებული, რაც თითქოს ბანქოს მასტის ფერებს შეეფერებოდა, ხალხი კი ამბობდა, ეს ჯოჯოხეთის ცეცხლის ფერებიაო.

“მესამე რომში” ბანქოს ეპიდემია დაიწყო, ბანქოზე დიდი მოთხოვნილება გაჩნდა და ჩერჩელიმაც მოსკოვში სხვა ბიზნესის წამოიწყო - ბანქოს ბეჭდვა. მისი წინადადება რუსეთში საკმაოდ ცივად მიიღეს, პირველმა მბეჭდავმა ივან ფიოდოროვმა მტკიცე უარი განაცხადა ბანქოს დაბეჭდვაზე.

თავიდან ბანქოს თამაშს მოთმინებით უყურებდნენ, შემდეგ კი მისი დევნა დაიწყეს, რადგან მასში ბნელი ძალების მონაწილეობა შენიშნეს. პირველი კანონი ბანქოს შესახებ 1649 წელს მიიღეს, რომლის მიხედვითაც, ბანქოს მომხმარებლებს ისე უნდა მოპყრობოდნენ, როგორც ქურდებს.

1696 წელს გამოვიდა ბრძანება, რომლის თანახმადაც, უნდა გაეჩხრიკათ ბანქოს თამაშში ყველა ეჭვმიტანილი და თუ მას ბანქო აღმოაჩნდებოდა, იგი გაიროზგებოდა.

1717 წელს ბანქოს მოთამაშე ფულადი გადასახადით – ჯარიმით ისჯებოდა.
მე-18 საუკუნეში კანონი ბანქოს შესახებ ბევრად ლმობიერი გახდა. მეტიც, საერთოდ ამ საკითხის გამოძიებისას, ფრთხილად უნდა მოქცეულიყვნენ, რათა ზედმეტად არ შეეწუხებინათ ბანქოს მოთამაშე. თამაშისადმი ინტერესი იმდენად გაიზარდა, რომ უკვე აღარავის აინტერესებდა, რა იყო გამოსახული ქაღალდებზე.

უშაკოვის ლექსიკონის მიხედვით, სიტყვა “ტუზი”პოლონური წარმოშობისაა და ნიშნავს “ბანქოს ქაღალდს ერთი ქულით”.

ბანქოს კალოდის სტრუქტურა ყველასათვის ნაცნობია: მეფე, დამა, ვალეტი და ასე შემდეგ, უფრო ქვევით ორიანამდე. ეს არის მთელი იერარქიული კიბე ზევიდან ქვევით. ხანდახან კალოდას ემატება კიდევ ერთი ქაღალდი - ჯოკერი, ფიგურა “ტრიკოში”, მასხარას ქუდით, ხელში – სკიპტრით, რომელზეც ადამიანის თავია წამოცმული, რომელიც თანამედროვე მხატვრებმა მუსიკალური თეფშებით შეცვალეს.

ჯოკერი ყველაზე მაღალი კარტია, მას არ აქვს ფიგურა და მისი გაჭრა არცერთ მასტს არ შეუძლია, პირამიდის თავში, ყველა შემთხვევაში, ხვდება არა მეფე, არამედ ტუზი. ასე და ამგვარად, იერარქიის თავში ხვდება ქაღალდი, რომლის ნომერია “პირველი”.

მომზადებულია “ორთოდოქს.გე”-ს მიხედვით


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
კიკი
პოსტი Jun 18 2010, 13:48
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 71
რეგისტრ.: 17.06.2010
მდებარ.: კასპი
წევრი № 606



ANA,ძალიან კარგით ემაა,ზალიან დიდი ხანია ვიცი რომ ცოდვაა,თუმცა ამის გაგება ბევრს არ უნდაsmile.gifახლა კი სხვასაც ვეტყვი რაც არის ესsmile.gif
პ.ს აი თურმე რატიმ არ მიყვარდა ბანქოს თამაშიsmile.gifsmile.gifsmile.gif


--------------------
"ცხოველსმყოფელი ჯვარი ყველაფრის მალამოა"-აბბა ისაია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
natia...
პოსტი Jun 19 2010, 12:39
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 85
რეგისტრ.: 21.08.2009
წევრი № 319



საშინლად მიყვარდა კარტის თამაში,განსაკუთრებით როცა მთელი ოჯახი შევიკრიბებოდით და "დურაკას " ვთამაშობდით...
რასაც ერთგავრი ტრადიციის სახე ჰქონდა smile.gif
იმ ძველ,უშუქო 90იანებში smile.gif
ასევე ნარდიც...რომელიც ძალიან მომწონს ეხლაც მაგრამ უკვე აღარ ვთამაშობ...
იმიტომ რომ ცოდვაა და იმიტომაც რომ მართლა დავინახე ეს.
ნებისმიერი ადამიანი იბრძვის მოგებისთვის და ეს ითვალისწინებს თამაშში ტყუილსაც,არაჯანსაღ ამბიციასაც,გაღიზიანებას წაგებისას...
და რეალურად თუ დაფიქრდები,ქრისტიან ადამინს ნამდვილად არც უნდა ჰქონდეს დრო სათამაშოდ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
LaRs
პოსტი Jun 25 2010, 12:06
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 8.06.2010
წევრი № 601



უკვე ჩემი პოსტებიც წაშალეეთ biggrin.gif


--------------------
D@RK vaR !!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 25 2010, 12:49
პოსტი #13


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(LaRs @ Jun 25 2010, 13:06) *

უკვე ჩემი პოსტებიც წაშალეეთ biggrin.gif


ძალიან გთხოვ, თემას ნუ აოფებ. ისე ძალიან საინტერესო იქნება შენი აზრიც მოვისმინოთ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, თუნდაც სხვანაირად ფიქრობდე.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
konstitucia
პოსტი Jun 25 2010, 18:15
პოსტი #14


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 206
რეგისტრ.: 1.06.2010
მდებარ.: marsi
წევრი № 594



მთავარია ადამიანმა სერიოზულად არ აღიქვას ეს ყველაფერი..
მე, ჯოკრის გარეშე არ შემიძლია.
თითქმის ყოველ საღამოს ამოდიან ჩემი ძმაკაცები და ერთად ვთამაშობთ ხოლმე.

მაგრამ პოკერებს ან ტოტალიზატორს საერთოდ არ მივეკარები ცხოვრებაში, რომც გავიზრდები.




--------------------
Господь наблюдает за тобой. Живи так, чтобы ему было интересно :))

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ANA
პოსტი Jun 25 2010, 20:30
პოსტი #15


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 26.09.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 64



ციტატა(konstitucia @ Jun 25 2010, 18:15) *


მაგრამ პოკერებს ან ტოტალიზატორს საერთოდ არ მივეკარები ცხოვრებაში, რომც გავიზრდები.



რატომ შენ ხომ უკვე ისედაც დიდი ბიჭი ხარ


--------------------
ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
konstitucia
პოსტი Jun 26 2010, 11:42
პოსტი #16


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 206
რეგისტრ.: 1.06.2010
მდებარ.: marsi
წევრი № 594



ციტატა(ANA @ Jun 25 2010, 20:30) *

რატომ შენ ხომ უკვე ისედაც დიდი ბიჭი ხარ


წლოვანებით არა biggrin.gif


ისე ყველა მეუბნება, დიდი ბიწი ხარო მაინც rolleyes.gif


--------------------
Господь наблюдает за тобой. Живи так, чтобы ему было интересно :))

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
nikolozzi
პოსტი Jun 26 2010, 15:09
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 1.05.2010
წევრი № 561



კარტის თამაში რომ დიდი ცოდვაა ჟურნალ კარიბჭეშიც დაიწერა,იქ მოძღვარმა ინტერვიუში ასეთი შედარება მოიყვანა რომ გინდა ბანქო გითამაშია გინდა ჯვარი და სხვა სიწმინდეები შეგიმუსრავს და შეურაცხგიყვიაო.ეს თამაში გაავრცელეს ქრისტეს მოწინააღმდეგებმა.http://orthodox.ge/index.php?id=aktualuri_temebi/karti.php ეს თამაში ჩემი აზრით არ არის უწყინარი გართობა და სხვა თამაშებისგან განსხვავდება.ასევე იქ იყო კაზინოზე,რომლის ციფრების ჯამი გამოდის (0დან 36-ის ჩათვლით ) სამი ექვსიანი.შეგიძლიათ დაითვალოთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 26 2010, 15:20
პოსტი #18


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ფორუმელებო, თქვენი აზრი მაინტერესებს სპორტლოტოსთან დაკავშირებით.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Jun 26 2010, 23:19
პოსტი #19


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ციტატა(nikolozzi @ Jun 26 2010, 11:09) *

კარტის თამაში რომ დიდი ცოდვაა ჟურნალ კარიბჭეშიც დაიწერა,იქ მოძღვარმა ინტერვიუში ასეთი შედარება მოიყვანა რომ გინდა ბანქო გითამაშია გინდა ჯვარი და სხვა სიწმინდეები შეგიმუსრავს და შეურაცხგიყვიაო.ეს თამაში გაავრცელეს ქრისტეს მოწინააღმდეგებმა.http://orthodox.ge/index.php?id=aktualuri_temebi/karti.php ეს თამაში ჩემი აზრით არ არის უწყინარი გართობა და სხვა თამაშებისგან განსხვავდება.ასევე იქ იყო კაზინოზე,რომლის ციფრების ჯამი გამოდის (0დან 36-ის ჩათვლით ) სამი ექვსიანი.შეგიძლიათ დაითვალოთ.

ზღაპარ! cool.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
nikolozzi
პოსტი Jun 27 2010, 14:06
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 1.05.2010
წევრი № 561



მე რაც ეს გავიგე ამ თამაშს აღარ ვითამაშებ(იმედია)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

6 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 10.04.2020 - 04:09