IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
ბანქოს(კარტის) თამაში მკრეხელობაა. ყველამ ნახეთ - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



6 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Closed TopicStart new topic
> ბანქოს(კარტის) თამაში მკრეხელობაა. ყველამ ნახეთ გაზიარება
Mariami Belashvili
პოსტი Jan 17 2011, 14:28
პოსტი #41


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 0
რეგისტრ.: 15.03.2013
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 818



ციტატა(konstitucia @ Jun 25 2010, 18:15) *

მთავარია ადამიანმა სერიოზულად არ აღიქვას ეს ყველაფერი..
მე, ჯოკრის გარეშე არ შემიძლია.
თითქმის ყოველ საღამოს ამოდიან ჩემი ძმაკაცები და ერთად ვთამაშობთ ხოლმე.

მაგრამ პოკერებს ან ტოტალიზატორს საერთოდ არ მივეკარები ცხოვრებაში, რომც გავიზრდები.



ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო პასუხი კითხვაზე თუ რატომ არ უნდა ვითამაშოთ კარტი
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
dustinmurphy62
პოსტი Jan 18 2011, 03:20
პოსტი #42


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 0
რეგისტრ.: 18.03.2013
წევრი № 819



სამან მოვინათლებოდი ვთამაშობდი კარტს თან ძალიან აქტიურად მაგრამ, რაც მოვინათლე არ მივკარებივარ არც კარტს,არც ნარდს და ა.შ....უფლის წყალობით ვიმედობ ასე გავაგრძელებ....უფალი გპარავდეთ ყველას!!!


--------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Jan 18 2011, 13:08
პოსტი #43


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ციტატა
არც ნარდს

ეგეც ცოდვაა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Lana-Lana-Lana
პოსტი Jan 24 2011, 19:58
პოსტი #44


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 0
რეგისტრ.: 22.03.2013
წევრი № 824



გამარჯობათ. მე ახალი წევრი ვარ, ძალიან საინტერესო ფორუმია და ბევრი რამის სწავლა და გაგება შეიძლება აქედან. მადლობა უფალს, რომ არსებობენ ადამიანები , რომლებიც ქმნიან ვირტუალურ სივრცეში ასეთ მნიშვნელოვან საიტებს და აძლევენ ხალხს საშვალებას ბევრი რამ შეიცნონ საკუთარ თავში. მე მაგალითად კი ვიცოდი ,რომ ცოდვა იყო კარტის თამაში ,მაგრამ რეალური მიზეზი არ ვიცოდი ამის და როდესაც ეს თემა წავიკითხე მივხვდი თუ რამდენად დიდ ცოდვას ჩავდიოდი უფლის წინაშე. მიმაჩნდა, რომ ეს არ იყო ძალიან დიდი ცოდვა და ძაან ზედაპირულად ვთქვი ახსარებაში. ახლა კი მივხვდი , რომ ეს ცოდვა ისევ მოუნანიებელი მაქვს რეალურად და ამას აუცილებლად გამოვასწორებ ღვთის შეწევნით.
ლეონი ლეონ სტიქაროსანი ხარ მეგობარო ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Jan 25 2011, 00:39
პოსტი #45


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ციტატა
მიმაჩნდა, რომ ეს არ იყო ძალიან დიდი ცოდვა და ძაან ზედაპირულად ვთქვი ახსარებაში

ნუ ეს დიდი ცოდვა და პატარა ცოდვა არასწორად იხმარება ჩემი აზრით...
ნეტა მარტო კარტის თამაშის ცოდვა გვქონდეს და რაღა გვიჭირდა biggrin.gif
ციტატა
ლეონ სტიქაროსანი ხარ მეგობარო ?

კი, ვარ... მარა რა მნიშვნელობა აქვს ამას? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Lana-Lana-Lana
პოსტი Jan 26 2011, 18:17
პოსტი #46


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 0
რეგისტრ.: 22.03.2013
წევრი № 824



რავიცი მაინც ალბათ უფრო არსებობს დიდი და პატარა ცოდვა ანუ მომაკვდინებელ ცოდვას ვგულისხმობ დიდ ცოდვაში. და რაც შეეხება კარტს ჩემის აზრით ღვთის გმობაა. რადგან შეურაცყოფას ვაყენებთ ამით იმ სიწმინდეებს, როგორიცაა ჯვარი და ეს გმობაა აბა რა არის? რავიცი ეს ჩემი აზრია და სადაოთ არ ვპოსტავ უბრალოდ ვაფიქსირებ და უკეთესია მოძღვარს ვკითხოთ ყველამ ამის შესახებ და უკეთესად განგვიმარტავს იგი... რაც შეეხება სტიქაროსნობას უბრალოდ გკიტXე არანაირი მნიშვნელობა არ ქონია, უბრალოდ დამაინტერესდა არაფერი მეტი დატვირთვა არ ჰქონია smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Jan 26 2011, 22:15
პოსტი #47


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ციტატა
უკეთესია მოძღვარს ვკითხოთ ყველამ ამის შესახებ და უკეთესად განგვიმარტავს იგი

მოძღვრების 95% არაკომპეტენტურია ბანქოს შექმნის ისტორიის საკითხში... ან რატომ უნდა იყვნენ კომპეტენტურნი?..
ცუდია როცა ყველაფრის პასუხს მზამზარეულად მოვითხოვთ მოძღვრისგან, რომელსაც შეიძლება სულაც არ ჰქონდეს პასუხი, რადგან იგი ვალდებული არცაა ასეთი საკითხები იცოდეს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Lana-Lana-Lana
პოსტი Jan 26 2011, 23:49
პოსტი #48


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 0
რეგისტრ.: 22.03.2013
წევრი № 824



აღარ შეგედავები, მაგრამ დამერწმუნე 95% მოძღვრებისა გაგცემს მაგაზე პასუხს რაღაც რჩევას მაინც მოგცემს ან გაერკვევა და მერე გტყვის. თვითნებური დასკვნების გამოტანას ჯობია დამიჯერე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Jan 28 2011, 21:59
პოსტი #49


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ციტატა
რაღაც რჩევას მაინც მოგცემს

აი მაგაშია საქმე...
მღვდელი მიჩნეულია ყოვლისმცოდნედ... უსვამთ მას კითხვებს ნებისმიერ თემაზე (არი კომპეტენტური თუ არა), მღვდელმაც რა ქნას, თავადაც იცის რომ ყოვლისმცოდნეა, ამ დროს იმასაც ხვდება რომ ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს, ამიტომაც იწყებს რაღაცეების მობოდიალებას, გამოგონებას, რათა არ დაარღვიოს საკუთარი ,,ყოვლისმცოდნელობის პრიმატი"...
ყველა მღვდელს არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა...

ციტატა
თვითნებური დასკვნების

თვითნებური დასკვნაა ბანქოს შექმნისა და გავრცელების ისტორიაში რომ ჩავიხედო და ისეთ სისულელეებს არ დავუჯერო როგორიც მაგალითად აქ წერია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Mesiis_maxvili
პოსტი Feb 6 2011, 20:25
პოსტი #50


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 12.02.2010
წევრი № 496



smile.gif თურმე მოძღვრები ბოდიალობენ! სასაცილოა ... თუმცა სატირელი რომ არ იყოს ასეთი დამოკიდებულება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
nikolozi800
პოსტი Feb 6 2011, 22:15
პოსტი #51


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 157
რეგისტრ.: 15.07.2008
წევრი № 26



ციტატა(ლეონი @ Jan 28 2011, 21:59) *

აი მაგაშია საქმე...
მღვდელი მიჩნეულია ყოვლისმცოდნედ... უსვამთ მას კითხვებს ნებისმიერ თემაზე (არი კომპეტენტური თუ არა), მღვდელმაც რა ქნას, თავადაც იცის რომ ყოვლისმცოდნეა, ამ დროს იმასაც ხვდება რომ ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს, ამიტომაც იწყებს რაღაცეების მობოდიალებას, გამოგონებას, რათა არ დაარღვიოს საკუთარი ,,ყოვლისმცოდნელობის პრიმატი"...
ყველა მღვდელს არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა...
თვითნებური დასკვნაა ბანქოს შექმნისა და გავრცელების ისტორიაში რომ ჩავიხედო და ისეთ სისულელეებს არ დავუჯერო როგორიც მაგალითად აქ წერია?



ლეონ ვერ დაგეთანხმები იმიტომ რომ რაც არ უნდა ესმოდეს მოძღვარს საკითხი მეტ ნაკლებად მას აქვს მადლი ღვთისა რომ რწმენით დასმულ კითხვას მისცეს ისეთი პასუხი რაც მის სულიერი შვილისთვის სულიერ სარგებელს მოიტანს


--------------------
"უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე"
"უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შვენიერებაი შენი ზესკნელს ცათა."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Feb 10 2011, 14:07
პოსტი #52


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ციტატა
ლეონ ვერ დაგეთანხმები იმიტომ რომ რაც არ უნდა ესმოდეს მოძღვარს საკითხი მეტ ნაკლებად მას აქვს მადლი ღვთისა რომ რწმენით დასმულ კითხვას მისცეს ისეთი პასუხი რაც მის სულიერი შვილისთვის სულიერ სარგებელს მოიტანს

ხო, მაგ იმედზე იყავით... ნეტა არიოზზე თავიდანვე გაბრაზებული იყო ეს მადლი?
სულიწმიდით განისწავლებოდა ის ხალხი, რომლებიც უდაბნოში იყვნენ, ან რაღაც გარკვეული მიზეზის გამო არ შეეძლოთ განათლების მიღება...
მარა წიგნები რო წინ გიდევს და არ კითხულობ, სულიწმიდა არაფერში მოგეშველება ამ შემთხვევაში...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
nikolozi800
პოსტი Feb 10 2011, 22:54
პოსტი #53


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 157
რეგისტრ.: 15.07.2008
წევრი № 26



ლეონი
რა თქმა უნდა შენც უნდა იშრომო მაგრამ ნათქვამია "თუ ღმერთი არ აშენებს სახლს ტყუილად შრომობენ მუშები" ასე რომ მადლი ყველანაირი საქმიანობის დროს აუცილებელია, ხოლო რაც შეეხება სულიერი მოძღვრის მადლს, ყველა ღირსეულ მოძღვარს განუყრელად თან სდევს,რათა ამ მადლით შეძლოს სულიერი შვილების განსწავლა


--------------------
"უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე"
"უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შვენიერებაი შენი ზესკნელს ცათა."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Feb 10 2011, 23:16
პოსტი #54


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ციტატა
ყველა ღირსეულ მოძღვარს განუყრელად თან სდევს

უკვე მერამდენედ წერ რაღაც ახალ ,,დოგმას"
ადამიანს სამღვდელო მადლი მისი ღირსეულობის გამო კი არა, ქიროტონირებით (ხელდასხმით) მიეცემა...
მაგრამ იგი აღარსრულებს ამ მადლით სხვადასხვა საიდუმლოებებს, ამ მადლის ვალდებულება სულაც არაა განსწავლოს მღვდელი თუ რას განასახიერებს ტუზ ყვავი ,,ჯოკერის" თამაშის დროს... wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Feb 11 2011, 10:49
პოსტი #55


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



ლეონი
ჯოკერის თამაში ცოდვა არ არის?


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Feb 11 2011, 13:04
პოსტი #56


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ციტატა
ჯოკერის თამაში ცოდვა არ არის?

თუკი ჭადრაკის, ბილიარდის, ფეხბურთის თამაში ცოდვაა, მაშინ ეგეც ცოდვა გამოდის და თუ არა, მაშინ არც ეგ ყოფილა ცოდვა...
მარა როგორც მე ვიცი დღევანდელი ,,ღვთისმეტყველებით" ჭადრაკის თამაშიც ცოდვაა...
ერთმა თეოლოგიით აღჭურვილმა ქალმა კი საბილიარდოსთან რომ დამინახა რამის ინკვიზიცია მომიწყო...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Feb 11 2011, 19:09
პოსტი #57


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:

"ჯოკერი ეშმაკის პრიმიტიული ვარიანტია"


ცნობილია, რომ აზარტული თამაშები ეკლესიის მიერ არ არის დაშვებული. დღევანდელი ჩვენი თემა კი კონკრეტულად სამაგიდო თამაშებს ეხება. ყველა დროში ადამიანები თავს იქცევდნენ ნარდით, დომინოთი, ბანქოთი... ყველაზე გავრცელებული და პოპულარული თამაში ჯოკერია. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე) განგვიმარტავს, ვის მიერ არის იგი შექმნილი და რა სიმბოლიკის მატარებელია.

– მამაო, რა დატვირთვა აქვს ბანქოს, იგივე კარტის თამაშს, რა საფრთხის შემცველია იგი მორწმუნე ადამიანისთვის?

– კარტი – ეს არის ეგვიპტურ–ინდური ტრადიციიდან მომდინარე იეროგლიფური სიმბოლიზმი. საერთოდ, არის 78 კარტი, მინორული და მაჟორული არკანები. ასე ითვლება. ეს არის ოკულტური სიმბოლოები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება სამკითხაო ტექნიკაში, სპირიტიზმში, მაგიაში, ეზოთერიზმში, კაბალაში, დასავლურ და აღმოსავლურ ოკულტიზმსა და გნოსტიციზმში. კარტის ეგვიპტური წარმომავლობა ძალიან შორეულ დროს ეკუთვნის, იეროგლიფებისა და ჰერმესის მისტერიების დროს. მაგრამ შემდეგ გამარტივდა თანამედროვე ოკულტისტების ძალისხმევით და 78 კარტისგან დარჩა რაღაც ნაწილი, საიდანაც ძირითადად სათამაშოდ გამოიყენებენ 36 არკანს. ამათ აქვთ სამკითხაო მნიშვნელობაც. საჭიროა ოკულტურ–ეზოთერული ცოდნა, რომ ეს ოკულტური სიმბოლიკა "წარმატებით" იქნეს გაშიფრული. ამას სჭირდება სპეციალური სახელმძღვანელოები, სპეციალისტები და, რა თქმა უნდა, საიდუმლო გასაღები, რომელიც ყველამ არ იცის. ამიტომ სხვადასხვა ჯურის მკითხავები თავს და ბოლოს ვერ იგებენ, ბოლოს სხვასაც აბრკოლებენ და თავსაც იბრკოლებენ. ამის გამოყენება სათამაშოდ, აზარტული კუთხით უარყოფითი შედეგების მიზეზი შეიძლება გახდეს, მით უმეტეს, მართლმორწმუნე ქრისტიანისთვის.


წმინდა მამათა დარიგება არის ასეთი – კარტს არ შეეხოთო. აზარტულ თამაშზე კი საერთოდ არ არის ლაპარაკი. სიტყვა "ჯოკერი" ხუმარას, თავისი არსით ერთ–ერთი მაჟორული არკანის, მთავარი ფიგურის, ეშმაკის გავულგარიზებული, გაფამილარულებული ვარიანტია, გაპრიმიტივებულ – გაუბრალოებული იეროგლიფია.

ყველა სიმბოლო, რაც არის კარტში, დაკავშირებულია ოკულტურ, კაბალისტურ ტრადიციასთან, რომელიც ახლოსაა იმ იეროგლიფებთან, რომლებიც გამოიყენებოდა ოკულტურ სამკითხაო პრაქტიკებში. ამ ყველაფერში გამარტივებულია რთული სიმბოლოები, ეს იქნება ჯვარი, აგური, ყვავი თუ სხვა. თანაგანცდა ამ ოკულტური და ეზოთერული საიდუმლოებებისა ადამიანს ჩაახედებს ისეთ ლაბირინთში, სადაც, არ არის სასურველი, რომ ჩაიხედოს. ზოგჯერ შეიძლება საპასუხოდ ისეთი მზერა დაიჭიროს იქიდან, რაც მას ამოუშლელ სულიერ ტრავმას მიაყენებს.

– არის კარტით უწყინარი და გასართობი მკითხაობები, რომლებიც ძირითადად ახალგაზრდებშია გავრცელებული.

– არანაირი მკითხაობა, ეს იქნება ნამდვილი თუ ხუმრობით, არ არის დაშვებული. ბავშვები შეიძლება ბევრ რამეს ეხუმრებოდნენ, მაგრამ სანამ ადამიანი დაიწვავს ხელს და მიხვდება, რომ მავნეა, მანამდე უნდა შეეშვას. სასურველია ჩვენი შემეცნება ბავშვების დონეს გასცდეს. თუ გვინდა, ჩვენს ტყავზე გამოვცადოთ ყველაფერი, კარგი და ცუდი, უნდა ვიცოდეთ, რომ ამის დრო უბრალოდ არ აქვს ქრისტიანს. უნდა დავუჯეროთ ეკლესიას და წმინდა გარდამოცემას, თუ რას გვირჩევენ ისინი. გვირჩევენ, რომ კარტის თამაში არის ცოდვა, ეს ცოდვა მოსანანიებელია.

– ჭადრაკი, დომინო, ნარდიც ეკლესიის მიერ აკრძალულია?

– არის თამაშები, რომლებიც ინტელექტუალური სპორტის სახეობაა. ადამიანს ბავშვობიდან თამაში ახასიათებს, გარკვეულწილად ადამიანი მოთამაშე არსებაა, მაგრამ თამაში ღვთის სადიდებლად უნდა იყოს მიმართული. როდესაც ეს თამაში, იქნება ჭადრაკი, დომინო თუ ფეხბურთი, გადადის წარმართულ კულტში, რომელიც ფაქტობრივად ადამიანს მიამსგავსებს ცხოველს და თამაშები გადადის შოუბიზნესში, დაუოკებელ ვნებათაღელვაში, რა თქმა უნდა, არ არის დაშვებული და მიზანშეწონილი. ადამიანს ისედაც ცოტა დრო აქვს, რომ თავის სულის ცხონებას მოახმაროს და ამ დროს ის თავს იქცევს რაღაც არაფრისმომცემი გასართობებით, ეწყება აზარტი.

აზარტული თამაშებისთვის ერთ–ერთი დამახასიათებელი ნიშანი არის ის, რომ ადამიანმა შეიძლება დაკარგოს კონტროლი, წააგოს ყველაფერი, რაც კი გააჩნია, მათ შორის – საკუთარი თავი და სულიც კი, რაც ხდება მისი ფსიქიკის დაზიანების მიზეზი. ასეთი არაერთი შემთხვევა ყოფილა. აზარტულ თამაშებს ადამიანი ბოროტ სულებთან ურთიერთობაში შეჰყავს, რაც უცვლის სულიერ და ფიზიკურ ფასადს და ხდება მარიონეტი. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ჭადრაკი იქნება, დომინო თუ შაში. რა მნიშვნელობა აქვს, რა დაღუპავს მას?! ნებისმიერი სახის თამაში, რომელიც მას აბრკოლებს განღმრთობის პროცესში, დამღუპველია. მით უმეტეს, ისეთი ოკულტური საფუძვლის მქონე თამაშები, როგორიცაა კარტი. დომინო ჩინური თამაშია, რომელიც აგებულია ჩინური იძინის წიგნზე, ცვლილებათა წიგნზე, რომელსაც ტრიგრამების დოქტრინა უდევს საფუძვლად. ტრიგრამების დოქტრინა დომინოში თითქმის აღარ ჩანს, დამალულია. ასევე ნებისმიერ სხვა თამაშს რაღაც უდევს საფუძვლად. ბოშათა მომთაბარე ტომები ტაროს კარტს "წარმატებით" იყენებენ მაგიურ მკითხაობებში.

ზოგადად დროის უქმად კარგვა, მკითხაობა, ამაოდ მეტყველება, უქმად თამაში, ეს ყველაფერი არის ცოდვა და დაუშვებელია. ამა თუ იმ გუნდის წარმატება სრულიად არ ნიშნავს ამა თუ იმ ერის სულიერ წარმატებას, პირიქით, შეიძლება ეს უკუმაჩვენებელიც კი იყოს. ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს ადამიანს გასართობი თამაშებისას.

http://faith.ge/index.php?newsid=395


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Feb 11 2011, 19:34
პოსტი #58


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ციტატა
– კარტი – ეს არის ეგვიპტურ–ინდური ტრადიციიდან მომდინარე იეროგლიფური სიმბოლიზმი

საინტერესოა... ნეტა საიდან მოიტანა... ჩინურ-კორეულია წესით...
ციტატა
წმინდა მამათა დარიგება არის ასეთი – კარტს არ შეეხოთო

ეს წმინდა მამა ალბათ გიორგი სხირტლაძეა?.. ან შეიძლება ფილარეტს აღიარებს ეგეც უკვე წმინდანად...
ციტატა
წმინდა გარდამოცემას, თუ რას გვირჩევენ ისინი. გვირჩევენ, რომ კარტის თამაში არის ცოდვა, ეს ცოდვა მოსანანიებელია.

აბა სადაა ეს გადმოცემაააა?
ციტატა
თამაში ღვთის სადიდებლად უნდა იყოს მიმართული

თითოეული სვლის შემდეგ იესოს ლოცვა უნდა თქვა 12ჯერ ალბათ...

აი ესაა რასაც ვამბობდი... ეკითხებიან, მღვდელი აზზე არააა და იგონებს რაღაცეებს... ხალხს კი, რომელიც ბრმად ენდობა მის მწყემსს, სულაც არ ჭირდება არგუმენტები... უბრალოდ თქვას და... მისით ხო ,,სულიწმიდა ლაპარაკობს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Feb 11 2011, 19:36
პოსტი #59


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



ლეონი
მე კი ვფიქრობ, რომ მოძღვრის დარიგების გარეშეც ადვილი მისახვედრია რომ კარტის თამაში არაა კარგი. ვეცდები კიდევ მოვიყვანო სხვა არგუმენტებიც.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Feb 11 2011, 19:39
პოსტი #60


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ციტატა
სხვა არგუმენტებიც.

და რამე არგუმენტი მოიყვანე?
მღვდელი, რომელიც აზზე არაა რას ლაპარაკობს, არგუმენტი ნამდვილად არაა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

6 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 8.04.2020 - 23:34