IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
ცვლილებები ლოცვებში - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ცვლილებები ლოცვებში გაზიარება
person
პოსტი May 13 2010, 18:33
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 16.04.2010
წევრი № 542



ამაღლებიდან სულთმოფენამდე ლოცვებში რა ცვლილებებია შეგიძლიათ მითხრათ?
და სულთმოფენა როდისაა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ფოტინე
პოსტი May 14 2010, 11:56
პოსტი #2


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 171
რეგისტრ.: 31.05.2009
მდებარ.: საქართველო
წევრი № 268



ამაღლებიდან სულთმოფენობამდე (23 მაისი) და სულთმოფენობიდან ყოველთა წმინდათა კვირამდე (30 მაისი)

1. ლოცვებში არსად აღარ იკითხება, მომავალი წლის აღდგომის დღესასწაულამდე, ტროპარი ,,ქრისტე აღდგა..." .

2. ყოველთა წმინდათა კვირამდე დასაწყისი ლოცვების კითხვას ვიწყებთ პირდაპირ ,,წმიდაო ღმერთო"- დან და მის შემდეგ ჩვეულებრივ. ყოველთა წმინდათა კვირიდან, მომავალი წლის აღდგომის დღესასწაულამდე, დასაწყის ლოცვებს ჩვეულებრივი თანმიმდევრობით ვკითხულობთ.

3. ნაცვლად ,,ღირს არსი" -სა იკითხება:
ა) ამაღლებიდან მის წარგზავნამდე (ამაღლების დღესასწაულის წინა საღამოდან სულთმოფენობის წინა პარასკევ დილის ჩათვლით)
,,ადიდებს სული ჩემი ქუეყანით ზეცად ამაღლებულსა, ქრისტესა ცხორების-მომცემელსა.
ჰშევ ქალწულო მიუწთომელი ბუნებათა უჟამოდ გამოუთქმელი, ამისთვის უბიწოო, ყოველნი მორწმუნენი გადიდებენ შენ".

ბ) სულთმოფენობიდან მის წარგზავნამდე (29 მაისის დილის ჩათვლით)
,,მოციქულთა რა იხილეს გარდამოსვლაი ნუგეშინის-მცემლისაი და უკვირდათ, ვითარ სახითა ცეცხლისა ენათაითა გამოჩნდა სული წმიდაი.
გიხაროდენ შენ, წმიდაო დედოფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა თუალო, რამეთუ მეტყუელებად ვერ შემძლებელ ვართ ღირსად ქებასა შობისა შენისასა, ამისთვის სარწმუნოებით გადიდებთ შენ".


პ.ს. საეკლესიო დღესასწაულების გასაგებად გამოსადეგი ვებ-გვერდია http://www.orthodoxy.ge/kalendari.htm
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
natia oyreshidze
პოსტი May 24 2010, 13:57
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 24.05.2010
წევრი № 590



ცჰვეულებრივდ იკიტხება ლოცვანში როგორც ცერია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ANA
პოსტი Jun 18 2010, 13:24
პოსტი #4


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 26.09.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 64



არა ცვლილებები არის ხოლმე ნათ


--------------------
ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Mar 2 2011, 15:22
პოსტი #5


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



რა ცვლილებებია ლოცვებში თანმიმდევრობით ვის შეუძლია დაწეროს. (თარიღების მითითებით)
როდიდან იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა,
სინანულის კანონები და სხვა ცვლილებები.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Mar 2 2011, 15:36
პოსტი #6


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



მოკლედ რაც შეეხება ეფრემ ასურის ლოცვას:



"ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში “დილისა” და “ძილის წინ” ლოცვების შემდეგ იკითხება. ამ ლოცვას ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას ვამბობთ, შემდეგ კი – შენდობის კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათ დილის ჩათვლით. ლოცვას არ ვასრულებთ პარასკევ საღამოდან კვირა დილის ჩათვლით. კვირა საღამოდან კი კვლავ განვაახლებთ."


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Mar 7 2011, 20:56
პოსტი #7


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



7.03.2011-დან ე.ი. ორშაბათიდან იკითხება

ანდრია კრიტელის დიდი კანონი, ორშაბათი
http://www.orthodoxy.ge/lotsvani/galoba/kr...i_orshabati.htm

http://sstv.ge/Video.php?VideoFile=../tran..._2011-03-07.flv

ანდრია კრიტელის დიდი კანონი, სამშაბათი
http://www.orthodoxy.ge/lotsvani/galoba/kr..._samshabati.htm

http://sstv.ge/Video.php?VideoFile=../tran..._2011-03-08.flv

ანდრია კრიტელის დიდი კანონი, ოთხშაბათი
http://www.orthodoxy.ge/lotsvani/galoba/kr...otkhshabati.htm

ანდრია კრიტელის დიდი კანონი, ხუთშაბათი
http://www.orthodoxy.ge/lotsvani/galoba/kr...khutshabati.htm


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Apr 24 2011, 09:22
პოსტი #8


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ვნების შვიდეული



დიდი ორშაბათის ღვთისმსახურებისას დედა ეკლესია მოუწოდებს ყველა მორწმუნეს, შეუდგეს ქრისტეს, ჯვარს ეცვას მასთან ერთად, მოაკვდინოს ხორცი ამქვეყნიურ სიამეთათვის, რათა მარადჟამს უფალთან მყოფობდეს. ცისკრის ჟამნზე მე-3 რიგის კანონის წაკითხვის შემდეგ, წმიდა ეკლესია მორწმუნეთა ყურადღებას მიაპყრობს წმ. იოანე ოქროპირის (IV ს) სწავლებას - „განხმელისათვის ლეღვისა“ და წმ. იოანე დამასკელის (VIII ს.) სიტყვას „იგავისათვის ვენახისა“ (იხ. მარხვანი, გვ.488).
მორწმუნეთათვის განკუთვნილი ზემოხსენებული სწავლება შეაგონებს თითოეულს, რათა უფალი გახდეს გამგებელი და მპყრობელი ადამიანთა გულებისა, რათა უფალმა დაივანოს ჩვენს გულებში და განწმინდოს იგი ყოველგვარი მწიკვლისაგან.
ამ დღეს ყურადღებას იპყრობს სვინაქსარის საკითხავიც, რომელიც საცისკრო კანონთა სამსაგალობლის I გალობის შემდეგ აღესრულება (იხ. მარხვანი, იქვე). აქ მლოცველთა გულისხმა მიემართება წმინდა იოსებისაკენ (პატრიარქ იაკობის შვილი რაქელისაგან), რომლის ცხოვრებაც წარმოჩენილია როგორც წინა სახე იესო ქრისტეს ვნებისა (გაცემისა, ღალატისა და დამდაბლებისა).
ამ დღეს მორწმუნეთა გულისხმისყოფისათვის იკითხება კონდაკი:
„იოსების წარწყმედასა იგლოვდა მწარედ იაკობ, ხოლო მას დაედგნეს ახოვნებისა შარავანდედნი, და მეფობდა ამისთჳს, რამეთუ არა დაამონა გულისთქმა თჳსი მეძვისა ნებასა, და სამართლად იდიდა იგი გულთ მეცნიერისა ღვთისაგან, და მიეცა გვირგვინი უხრწნელებისა“.

დიდ სამშაბათს (ცისკრის ჟამნზე, რიგის კანონთა წაკითხვის შემდეგ), იკითხება წმ. იოანე ოქროპირის 77-ე სიტყვა მათეს სახარების 24-ე თავის 32 და 33 მუხლების შესახებ. აქ საუბარია სულიერ ზაფხულზე, ანუ იმ მდგომარეობაზე, რომელიც დადგება ჭეშმარიტ მორწმუნეთათვის მეორედ მოსვლის შემდეგ, როცა ჩაივლის საწუთრო - „ცოდვის ზამთარი“.
ამ დღესვე იკითხება სვინაქსარი, რომელიც გვახსენებს იგავს ათ ქალწულზე, რათა ვისწავლოთ სულიერი სიფხიზლე და მზად ვიყოთ იმ მოულოდნელი წამისთვის, როცა - „სიძე მოვალს შუაღამესა“.
III, VIდა IX ჟამნებზე განჩინებული სახარებების კითხვის დასრულების შემდეგ იკითხება წმ. იოანე ოქროპირის სიტყვა მოწყალებასა და (კვლავ) ათ ქალწულზე.
წმიდა ეკლესია მორწმუნეთა ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებს შემდეგ კონდაკზე:
„ჟამსა მას განსვლისასა იხსენებდი შენ, ოი, სულო ჩემო, შეძრწუნდი მოკვეთისა მისგან ლეღვისა, და მოცემული შენდა ტალანტი, განამრავლე შრომითა და სიყვარულითა, საწყალობელო, იღვიძებდ და ლმობიერად უღაღადებდ: ქრისტე მრავალმოწყალეო, ნუ განმაგდებ მე სასძლოსაგან შენისა“.

დიდ ოთხშაბათს ეკლესია იხსენებს მაცხოვრის მიერ ბეთანიაში გატარებულ დღეს (მთ. 26,6-17). აქ სიმონ კეთროვნის სახლში, მაშინ როცა მღვდელმთავართა, მწიგნობართა და უხუცესთა საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება იესო ქრისტეს შეპყრობისა და მოკვდინებისა, ცოდვილი დედაკაცი თავზე ნელსაცხებელს სცხებს მაცხოვარს, რითაც ერთგვარად განამზადებს მას დაფლვისათვის.
ამ დღეს მორწმუნეთა განსწავლისათვის წმ. იოანე ოქროპირის მე-80 სიტყვაც იკითხება მათეს სახარების 26-ე თავის მე-6 მუხლის შესახებ. წმიდა მამა გვმოძღვრავს განსაკუთრებით მოვერიდოთ სიძვისა და ვერცხლისმოყვარეობის დამღუპველ ცოდვებს. მისი სწავლებით, ვნების თვისება არ არის, მინავლდეს შემდგომად ხორციელი დაკმაყოფილებისა, არამედ პირიქით, შემდგომად წადილის აღსრულებისა იგი უფრო მეტად მოიცავს ცოდვილი ადამიანის სულს.
სვინაქსარში გადმოცემულია აზრი, მარად გვახსოვდეს ცოდვილი დედაკაცის კეთილგონიერი საქციელი, როგორც ამას მათეს სახარების 26-ე თავის მე- 13 მუხლი გვამცნებს: - „ამენ გეტყ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარება ესე ყოველსა სოფელსა, ითქუმოდის რომელიცა-ესე ყო მაგან სახსენებელად მაგისა“.
ამ დღეს ასეთ კონდაკს სთავაზობს მორწმუნეებს დედა ეკლესია:
„ვსცოდე უმეტეს მეძვისა მის, სახიერ, არა მაქუს ცრემლთა ნაკადული შეწირვად შენდა, არამედ დუმილით შეგივრდები, და სურვილით ამბორს უყოფ ფერხთა შენთა, და გევედრები: მოტევება ცოდვათა მომანიჭე, ვითარცა მეუფემან, და ბიწთა საქმეთა ჩუენთაგან განმათავისუფლე, ვითარცა მაცხოვარმან“.

დიდი ხუთშაბათის მსახურებაში, მოთხრობილია იმ მოვლენებზე, რომლებიც წინ უსწრებდა მაცხოვრის ვნებას. კონკრეტულად: მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექის აღსრულება, ფეხთბანვა, ევქარისტიის საიდუმლოს დაწესება და იუდას მიერ მაცხოვრის გაცემა.
წმიდა ეკლესია ამ დღეს გვთავაზობს საგალობლებს, რომელთა მეშვეობითაც ვჭვრეტთ მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელ დღეებს, რათა განვიმსჭვალოთ იმ განცდებითა და ტკივილებით, რაც მაცხოვრის ვნებასთან არის დაკავშირებული. ამასთან, ვიცით რა, რომ ყოველივე კაცთა ცხონებისათვის აღესრულა, უფლისადმი განუზომელი სიყვარულით აღივსოს ჩვენი გულები.
ცისკრის ჟამნზე საცისკრო კანონთა III გალობის შემდეგ წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვა იკითხება იუდას გამცემლობაზე, რათა ყოვლითურთ განვეშოროთ იუდას საქციელს და იუდეველთა ბორგნეულ განზრახვებსა და ქმედებებს.
დიდ ხუთშაბათს საიდუმლო სერობის გასახსენებლად წმ. ბასილი დიდის ლიტურგია აღესრულება. ეკლესიური სწავლებით ამ დღეს ყველა მორწმუნე უნდა ცდილობდეს ეზიაროს მაცხოვრის წმიდა ხორცსა და სისხლს, რათა მარადიული ცხოვრება დაიმკვიდროს ცათა სასუფეველში, როგორც ამას თვით უფალი გვამცნებს: „და რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა დადგრომილ არს, და მე მის თანა“ (ინ. 6,56).
მლოცველთა გულისხმისყოფისათვის ამ დღეს მსახურებისას შემდეგი ტროპარ-კონდაკიც იკთხება:
ტროპარი: „რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს, მაშინ უსჯულო იუდა ვეცხლის მოყვარებისა სენითა დაბნელდებოდა, და უსჯულოთა მსაჯულთა შენ, მართალსა მსაჯულსა, მიგცემდა. იხილეთ, მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვეცხლისა, რომელმან მისთვის შიშთვილიბა, ივლტოდე უძღებისა მისგან სულისა, რომელმან მოძღვარსა თვისსა ზედა ესე ვითარი იკადრა, არამედ რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგე, კაცთმოყვარე, დიდება შენდა“.
კონდაკი: „მიიღო პური ხელთა შინა განმცემელმან იუდა ხელთაგან დამბადებელისათა, რომელმან ხელითა შექმნა ადამი, და მერმე მანმარტნა, და მოიღო ფასი მოძღვრისა და ღვთისა მზაკვარმან, და არა შეიგონა, არამედ ეგო უკურნებელად“.

დიდი პარასკევის მთელი მსახურება მაცხოვრის ჯვარზე ვნების გახსენებას ეძღვნება და უდიდესი მწუხარებით არის განმსჭვალული.
ცისკრის ჟამნზე თორმეტი ვნების სახარება იკითხება. ამასთან, დღის მსახურების თითოეული ჟამნი ნათლად წარმოაჩენს მაცხოვრის ვნების სხვადასხვა სახეს, გეთსამანიის ბაღში სისხლით განზავებული ოფლით დაწყებული, გოლგოთაზე მისი ჯვარზე აღსრულებით დამთავრებული. თითოეული საგალობელი თუ საკითხავი სინანულის ცრემლითაა აღსავსე, გულის შემძვრელია და ცოდვის შემმუსვრელი, ამავე დროს იმედის ჩამსახველიც.
დიდ პარასკევს, მაცხოვრის ვნებასთან დაკავშირებით, უსისხლო მსხვერპლშეწირვა - წმიდა წირვა არ აღესრულება, ნიშნად იმისა, რომ თვით უფალი იყო უკანასკნელი სისხლიანი მსხვერპლი ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების აღსრულებისას.
მწუხრის ჟამნის ბოლოს საკურთხევლიდან შუა ტაძარში წმიდა გარდამოხსნას გამოაბრძანებენ, რომელსაც წინდაწინ გამზადებულ ლუსკუმაზე დაასვენებენ.
ამ დღეს მთელი გულის შემუსვრილებით ასე უნდა ვლოცულობდეთ:
ტროპარი: „მომიყიდენ ჩუენ წყევისა მისგან ჰსჯულისა პატიოსნითა სისხლითა შენითა, ჯვარსა ზედა რა დაემსჭვალე, და ლახვრითა განიგმირე, და უკუდავება აღმოუცენე კაცთა, მაცხოვარო ჩუენო, დიდება შენდა“.
კონდაკი: „რომელი ჯუარს-ეცვა ჩუენთვის, მოვედით ერნო, უგალობდეთ მას, იხილა იგი მარიამ ჯვარსა ზედა და სთქვა: დაღაცა თუ ჯვარსა ზედა გიხილე, შენ ხარ ძე ჩემი და ღმერთი ჩემი, ყოვლადძლიერი, კაცთმოყვარე და მაცხოვარი“.

დიდ შაბათს დიდ შაბათს წმიდა ეკლესია იხსენებს მაცხოვრის საფლავად დადებას, ხორციელად საფლავში ყოფნას, ხოლო განღმრთობილი სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და მართალთა სულების გამოხსნას, და მამასა და სულიწმიდასთან განუშორებლად თანამყოფობას, ასევე გვაზიარებს საოცარ მოლოდინს უდიდესი მოვლენისა - მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომისა.
ამ დღეს საზეიმოდ ინათლებიან „ნათვლადგანმზადებულნი“, რომლებიც წმიდა ბასილი დიდის წირვაზე ეზიარებიან კიდეც.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დიდი შაბათის მსახურება გამშვენებულია ურთიერთსაპირისპირო სულიერ განცდათა საოცარი გამით: მწუხარებითა და სიხარულით, ცრემლითა და სულიერი აღმაფრენით, გულისტკივილითა და სულიერი გაცისკროვნებით.
მსახურებაზე მორწმუნენი მთელ გულისყურს შემდეგი ტროპარებისკენაც მიმართავენ: „შვენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი შენი ქრისტე, და არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა, სუნნელებითა შემურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა“.
„რაჟამს შთახედ საფლავად ცხოვრება ეგე უკუდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე ელვითა მით ღუთაებისა შენისათა, ხოლო რაჟამს მკუდარნი ქუესკნელით აღმოიყვანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდნენ: ცხოვრების მომცემელო ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა“.
დიდი შაბათის მსახურების დასრულების შემდეგ, თითქოს მთელი სამყარო გაირინდაო, უდიდესი დღის - მაცხოვრის აღდგომის მოლოდინში, მლოცველები მდუმარებით, მარხვითა და აღსარებით ემზადებიან ზეიმისათვის.
და ბოლოს, რათა აქაც და მარადიულ ცხოვრებაშიც თანაზიარნი გავხდეთ მაცხოვრის დიდებისა, სულის სარგო ჩვენთვის ერთი ტროპრის დასწავლაც იქნება:
„აჰა ესერა სიძე მოვალს შუაღამესა, და ნეტარ არს მონა იგი, რომელი იპოვოს მღვიძარედ, ხოლო ვაი-არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით, იხილე სულო ჩემო, და ნუ გრულის ძილისათვის, რათა არა გამოვარდე სასუფეველისაგან, არამედ აღიმსთვე შუა-ღამესა და ხმობდი: წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, შენ ღმერთო ჩუენო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ“.
დეკანოზი ბიძინა გუნია
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 14 , 2008 წ.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 1 2011, 20:44
პოსტი #9


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ცვლილებები ლოცვებში

ბრწყინვალე შვიდეულში არ იკითხება ფსალმუნები, პარაკლისები, დაუჯდომელი ლოცვები, ხოლო დილა-საღამოს ლოცვების ნაცვლად იკითხება
წმიდა პასექისა და ბრწყინვალე შვიდეულის ჟამნობა

ქრისტე აღდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. (სამ გზის)

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყვანის-ვჰსცეთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესუს, მხოლოსა უცოდუელსა ღმერთსა ჩუენსა, და ესრეთ ხმა ვჰყოთ: ჯუარსა შენსა თაყვანის-ვჰსცემთ ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და ჩუენ შენსა გარეშე სხვა ღმერთი არა ვიცით; მოვედით ყოველნი მორწმუნენი, თაყვანის-ვჰსცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩვენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯუარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა. მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და ვუგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცმა თავს-იდუა ჩუენთვის და სიკვდილითა სიკვდილი განაქარვა. (სამ გზის)

ცისკარსა მსთუად მოვიდა მარიამ მოყუსებითურთ, და ჰპოვა ლოდი იგი გარდაგორვებული, და ანგელოსისაგან ესმა ხმაი საწადელი, ნათელსა შინა სამარადისოსა მყოფსა მას მკუდართა თანა რად ეძიებთ ვითარცა კაცსა, იხილენით დაფლვისა მისისა სახუეველნი და ყოველსა სოფელსა უქადაგეთ, ვითარმედ სიკვდილი მოკლა მხსნელმან ჩუენმან, და აღჰსდგა დიდებით, ვითარცა არს ძე ღმრთისა და მაცხოვარი კაცთა ნათესავისა.

დაღაცათუ ნებსით თვისით საფლავად შთაჰხედ უკუდაო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღვიე და აღჰსდეგ, ვითარცა მძლე, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარება მიჰმადლე და მოციქულთა მშვიდობაი მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომა.

საფლავად ხორცითა შეჰხვედ, ხოლო ჯოჯოხეთს სულითა ვითარცა ღმერთი და სამოთხეს ავაზაკის თანა, და საყდართა მამისა და სულისა თანა განუშორებელ იყავ, ქრისტე, რომელი ყოველსავე აღავსებ გარეშემოუწერელო, უფალო, დიდება შენდა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა ნათლით-შემოსილსა და ვითარცა უშუენიერესსა სამოთხისასა, ესრეთ გიცნობთ შენ, რომელი გამოსჩნდი მხსნელად ყოვლისა სოფლისა, აღჰსდეგ უბრწყინვალესი ყოველთა ნათელთა, ქრისტე, ღმერთო ჩუენო, და გამოჰსჩნდა საფლავი შენი ვითარცა წყაროი ჩუენისა აღდგომისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ზეგარდმო განწმედილ იქმენ ღმრთისა სამკვიდრებელო, გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ მიეცემის სიხარული ყოველთა, ღმრთისმშობელო, რომელნი გიღაღადებენ შენ სიხარულით, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, ყოვლად უბიწოო დედუფალო.

უფალო შეგვიწყალენ (40-ჯერ).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).

უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთათა და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩუენ. ამინ.



პარაკლისებისა და დაუჯდომლების წაკითხვის მსურველთ შეუძლიათ წაიკითხონ „პარაკლისი აღდგომიდან დაწყებული თომას კვირიაკემდის, ანუ – ბრწყინვალე შვიდეულში“ და „დაუჯდომელი ქრისტეს აღდგომისა“.

ჩვეულებრივი დილა-საღამოს ლოცვების, პარაკლისების, დაუჯდომლების და ფსალმუნების კითხვა განახლდება თომას კვირიაკიდან (აღდგომის მომდევნო პირველი კვირა დღიდან).

მუხლთადრეკა განახლდება სულთმოფენობის დღესასწაულიდან (აღდგომიდან 50-ე დღეს).




--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Aug 14 2011, 20:03
პოსტი #10


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



როგორც პატრიარქი ბრძანებს: ”დღეს დაიწყო მარიამობის მარხვა, არ იჭმევა თევზი, მხოლოდ ფერიცვალებას იჭმევა.”


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Mesiis_maxvili
პოსტი Aug 14 2011, 23:12
პოსტი #11


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 12.02.2010
წევრი № 496



smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Nov 27 2011, 21:36
პოსტი #12


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ხვალიდან შობის მარხვა იწყება


ხვალიდან მარხვა იწყება, რომელიც 7 იანვარს, მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
შობის მარხვა ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს. საშობაო მარხვა მორწმუნეებისთვის ქრისტეშობის დღესასწაულისადმი მომზადების პერიოდია.
ეკლესიის ისტორიას შობის მარხვის შესახებ ცნობები IV საუკუნიდან მოეპოვება. მკვლევარები შენიშნავენ, რომ თავდაპირველად შობის მარხვის ხანგრძლივობა მკაცრად განსაზღვრული არ ყოფილა.
შობის მარხვა სხვა მარხვებთან შედარებით, მსუბუქია. 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, თევზის მიღება შეეძლებათ.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Feb 20 2012, 01:05
პოსტი #13


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



როგორც წესი, ყველიერის კვირა მოძრავია. წელს ყველიერი იწყება 20 თებერვალს და მთავრდება 26 თებერვალს. ეს არის მოსამზადებელი პერიოდი დიდი მარხვისთვის. ხსნილია რძის ნაწარმით, კვერცხით, თევზით ოთხშაბათის და პარასკევის ჩათვლით და იკრძალება ხორცის ჭამა.

დიდი მარხვის პირველ კვირაში იკითხება ანდრია კრიტელის კანონი.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
პოსტი Feb 20 2012, 10:15
პოსტი #14





ჯგუფი:
პოსტები: 0
რეგისტრ.: --
წევრი № 0



animani
გუშინ ქადაგებაში მოვისხმინე თუ სწორად მახსოვს, ოთხშაბათს და პარასკევს ეფრემ ასური იკითხებაო
User is offlinePM
Go to the top of the page
animani
პოსტი Feb 20 2012, 11:00
პოსტი #15


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



მოკლედ რაც შეეხება ეფრემ ასურის ლოცვას:



"ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში “დილისა” და “ძილის წინ” ლოცვების შემდეგ იკითხება. ამ ლოცვას ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას ვამბობთ, შემდეგ კი – შენდობის კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათ დილის ჩათვლით. ლოცვას არ ვასრულებთ პარასკევ საღამოდან კვირა დილის ჩათვლით. კვირა საღამოდან კი კვლავ განვაახლებთ."


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
პოსტი Feb 20 2012, 11:30
პოსტი #16





ჯგუფი:
პოსტები: 0
რეგისტრ.: --
წევრი № 0



animani
მე ამ კვირაში ვიგულისხმე ოთხშაბათი-პარასკევი smile.gif
User is offlinePM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Feb 20 2012, 12:05
პოსტი #17


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



iao 222
ყველიერის კვირაში ოთხშაბათს და პარასკევს ეფრემ ასურის ლოცვით უნდა ვილოცოთ.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Feb 20 2012, 13:29
პოსტი #18


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



lingvo
ციტატა
ყველიერის კვირაში ოთხშაბათს და პარასკევს ეფრემ ასურის ლოცვით უნდა ვილოცოთ.

ოთხშაბათს და პარასკევს. დილის და ძილად მისვლის ლოცვების შემდეგ.


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
პოსტი Feb 20 2012, 17:06
პოსტი #19





ჯგუფი:
პოსტები: 0
რეგისტრ.: --
წევრი № 0



la-ma-ra
lingvo
კი, ზუსტად ამას ვამბობდი მეც smile.gif
User is offlinePM
Go to the top of the page
animani
პოსტი Feb 21 2012, 19:02
პოსტი #20


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(iao 222 @ Feb 20 2012, 17:06) *

la-ma-ra
lingvo
კი, ზუსტად ამას ვამბობდი მეც smile.gif

ვინმე, რომ არ დაბრკოლდეს ამასაც გადახედეთ და ისე მოიქეცით.
http://www.ambioni.ge/yvelieris-kvira/


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

2 გვერდი V  1 2 >
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 8.04.2020 - 23:07