IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
ძველი აღთქმის საღვთო ისტორია - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ძველი აღთქმის საღვთო ისტორია, ბიბლია გაზიარება
animani
პოსტი May 20 2010, 11:30
პოსტი #1


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



დეკანოზი ნესტორ ყუბანეიშვილი


მოკლე ცნება ღმერთზე და ანგელოსებზე.
ქვეყნის და კაცის შექმნა



ცა და ქვეყანა და ყოველივე, რაც კი არის ცაში და ქვეყანაზე, არის ღვთის გაჩენილი, ანუ ღვთის შექმნილი. ყველაფერს აქვს დასაწყისი, ანუ დასაბამი: იყო ისეთი დრო, როცა ცა და ქვეყანა არ ყოფილა, მაგრამ არ ყოფილა ისეთი დრო, როცა ღმერთი არ იყო. ღმერთი ყოველთვის იყო, არს და იქნება. ღმერთი არის საუკუნო არსება. არ არის ისეთი ადგილისადაც ღმერთI არ იყოს, ღმერთი არის ყოველგან მყოფი. ის არის ყოვლად კეთილი, ყოვლად წმიდა, ყოვლის მცოდნე, ყოვლის შემძლებელი. არსებით ღმერთი არის სული უსხეულო და ამიტომ უხილავი. თვითონ ღმერთმა გამოგვიცხადა ჩვენ თავის თავზე, რომ ის არის ერთი არსებით, მაგრამ სამპიროვანი: მამა, ძე და სული წმიდა, რომ ღვთის სამივე პიროვნებას აქვს თანასწორი ძალა და დიდება, რომ სამივე პირი არის ერთი ღმერთი და არა სამი; ამიტომ ღმერთს ჩვენ ვეძახით " ყოვლად წმიდა სამებას, ართ არსებას და განუყოფელს". ღმერთი არის შემოქმედი ცისა და ქვეყანისა, ხილულისა და უხილავისა.
პირველად ღმერთმა შექმნა უხილავი ქვეყანა-ანგელოსები. ანგელოსები არიან სულნი უსხეულონი, გონიერნი და თავისუფალნი. სიტყვა ანგელოსი ნიშნავს მოამბეს, მაუწყებელს, ისინი იწოდებიან მოამბედ იმიტომ, რომ ღვთის განგებით, ისინი მიიიღებდნენ კაცის სახეს, გამოეცხადებოდნენ წმიდა კაცებს, დ უამბობდნენ, ანუ აუწყებდნენ მათ ღვთის ნებას, ანგელოსები განიყოფებიან ცხრა გუნდად და იწოდებიან სერაფიმებად, ქერუბიმებად, მთავარანგელოზებად და სხვა... პირველად ყველა ანგელოზნი იყვნენ კეთილნი სულნი, მაგრამ ერთი მთავარანგელოზთანი გაამპარტავნდა და მოინდომა ღვთის გათანასწორება. ამპარტავნებამ ის ღმერთს განაშორა და შეიქმნა ბოროტი და ღვთის საწიანაააღმდეგო. მას ვეძახით სატანას, ეშმაკს. სატანამ ბევრი ანგელოსი შეაცდინა, იმათ ღმერთი განურისხდა და გადმოყარა ციდან, მოაკლო ისინი ნეტარ საცხოვრებელს.. ამრიგად, ანგელოსნი განიყვნენ კეთილ და ბოროტ სულებად.
უხილავი ქვეყნის შემდგომ ღმერთმა არარაისგან შექმნა, ანუ გააჩინა ხილული ქვეყანა. პირველად ქვეყანა იყო მოუწყობელი, ესე იგი, ყოველი ნივთიერება, რომლისგანაც ქვეყანა შედგება, ერთად იყო არეული, ეს ნივთიერება წარმოადგენდა უფსკრულს, ბნელით იყო დაფარული და სული ღვთისა მიმოვიდოდა მასზედ. ეს ნივთიერება ღმერთმა თავის სიტყვით მოაწესრიგა და ქვეყანას მისცა ახლანდელი წეს- წყობილწბ ექვს დღეში.
ღმერთმან თქვა:” იქმენინ ნათელი!” და გამოჩნდა ნათელი. ღმერთმან განჰყო ნათელი ბნელისაგან, ნათელს დარქვა დღე, ბნელს - ღამე და იყო დღე ერთი.
მეორე დღს ღმერთმა შექმნა სამყარო, ანუ ხილული ცა.
მესამე დღეს წყალი განჰყო მიწისგან: გამოჩნდა მიწა, ხმელეთი; გამოჩნდენ ზღვები, ტბები, მდინარეები და წყაროები; ღვთის ბრძანებით მიწაზე აღმოცენდა ყოველგვარი მცენარე.
მეოთხე დღეს ღმერთმა გააჩინა ცის მნათობნი: მზე, მთვარე და ვრსკვლავები. მეხუთე დღეს ღმერთმა შექმნა თევზნი და ფრინველნი. მეექვსე დღეს ღმერთმა შექმნა ოთხფეხნი ცხოველნი, პირუტყვნი, მხეცნი და ქვეწარმავალნი და, ბოლოს, კაცი.
კაცის შექმნის წინ ღმერთმა ბრძანა: ” ვქმნათ კაცი ხატად და მსგავსად ჩუენდა”, და შექმა ღმერთმა კაცი: მიწისგან გააკეთა სხეული, შთაბერა პირსა მისსა სული უკვდავი, გონიერი და თავისუფალი და იქმნა კაცი სულად ცხოველად. პირველ კაცს ერქვა ადამ. ღმერთმა წინათვე მოამზადა მისთვის სამოთხე, მშვენიერი ბაღი ედემში, აღმოსავლეთს მხარეს, მას რწყავდნენ მდინარენი ფისონ, გეონ, ტიგროსი და ევფრატი. სამოთხეში იყო ყოველგვარი ხეხილი, სანახავად მშვენიერი და საჭმელად კარგი. შუა სამოთხეში იდგა ორი
ხე: ხე ცხოვრებისა და კეთილის და ბოროტის ცნობისა.
ღმერთმან დაასახლა ადამი სამოთხეში და უბრძანა ეკეთბინა ის და მოევლო მისთვის. ამგვარად დაუნიშნა მას საქმე ფიზიკური, ესეიგი ჯან-ღონით სამოქმედო. საჭმელად კაცს ღმერთმა მისცა ბალახის თესლი და ხის ნაყოფი და თან ამცნო, ანუ მცნება მისცა: ” არ შჭამო კეთილი და ბოროტის ცნობის ხის ნაყოფი და თუ შჭამო, მოკვდე”. მერე ღმერთმა ადამს მიუყვანა ცხოველები, რომ მან უწოდოს მათ სახელები , ღმერთმა მისცა ადამს საქმე გონებით სამოქმედო. ადამმა ყოველ ცხოველს უწოდა შესაფერი სახელი და შენიშნა, რომ მისი მსგავსი არსება არ იყო. მაშინ ღმერთმა თქვა:”არა კეთილ არს ყოფად კაცი მარტო, უქმნეთ მას შემწე, მსგავსი მისი.” და მოუვლინა ადამს ღრმა ძილი, ძილის დროს ამოუღო ნეკნი ერთი, შეუქნმა შემწე და მიუყვანა მას. ადამმა თქვა: ”ესე არს ძვალი ძვალთა ჩემთაგანი, და ხორცი ხორცთა ჩემთგანი, ამას ეწოდოს ცოლ”. შემდგომ დაარქვა ცოლს სახელად ევა(ცხოვრება).ღმრთმა აკურთხა ისინი:”აღორძინდით და გამრავლდით, და აღავსეთ ქვეყანა, და ეუფლენით მას, და მთავრობდით ყოველთა ცხოველთა ზედა”. და ამგვარად ღმერთმა შექმნა ყოველივე ხილული და უხილავი და იხილა, რომ ყოველივე კეთილ არს.
მეშვიდე დღეს ღმერთმან ” განისვენა ყოველთაგან საქმეთა თვისთა”, ესე იგი, ახლად არა შეუქმნია რა, ” და აკურთხა ღერთმან დღე მეშვიდე და წმიდა ჰყო იგი” და დაუნიშნა კაცს ეს დღე ( შაბათი) ღვთის სადიდებლად.

შექმნის შემდგომ ღმერთს არ დაუტოვებია ქვეყანა უმოწყალოდ. ის მუდამ უვლის ქვეყანას და ყოველივე მის ქმნილებას, ზრუნავს მასზედ, უპყრია მას თავის უფლებაში ყოველივე, რაც კი შექმნა, ამიტომ ვეძახით თმერთს ჩვენ შემოქმედს და ყოვლისა მპყრობელს, ხოლო ღვთის ამ მოქმედებას ვუწოდებთ ღვთის განგებულებას.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 20 2010, 12:05
პოსტი #2


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ძველ აღთქმასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი კითხვები ჩნდება. აქ შეგვიძლია დაწვრილებით ვიმსჯელოთ
და განვიხილოთ. ვის რა კითხვა დაებადა.


ყოვლადწმიდა სამების დოგმატი, გამყარებულია იმითაც, რომ შემდეგი ციტატებიდან აშკარად ჩანს რომ ღმერთი მარტო არ მოქმედებდა:”ჩვენს ხატად”, ანუ” ხატებისაებრ ჩვენისა”.


26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.(ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი)

26. და თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთა ზღჳსასა და მფრინველთა ცისათა და პირუტყუთა და მჴეცთა ყოვლისა ქუეყანისა ყოველთა ქუეწარმავალთა მავალთა ქუეყანასა ზედა.(მცხეთური ხელნაწერის მიხედვით)


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 20 2010, 16:53
პოსტი #3


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ბევრჯერ მომისმენია ასეთი კითხვა. ადამი და ევა ცოდვით, რომ არ დაცემულიყო, სამოთხეში იყო თუ არა შესაძლებელი მათი გამრავლება. ამაზე ერთგვაროვანი , ჩამოყალიბებული პასუხი თითქოს არ არსებობს, მაგრამ, ჩემი აზრით, რადგან ღვთის კურთხევა მათზე იყო ასეთი:

"28. და აკურთხა ისინი ღმერთმა და თქვა: აღორძინდით და გამრავლდით და აავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას და იმთავრეთ ზღვის თევზებზე და ცის ფრინველებზე და ყველა პირუტყვზე და მთელს ქვეყანაზე და ყველა ქვეწარმავალზე, რომელიც დახოხავს მიწაზე."
ე.ი. გამრავლებით უნდა გამრავლებულიყო ყველა სულიერი, მათ შორის ადამი და ევაც.

როგორც წმიდა ოანე დამასკელი აღნიშნავს:
"თუმცა იტყვიან ალბათ: მაშ, რაღას ნიშნავს „მამაკაცი და დედაკაცი“ (შესაქ. 1,28), ანდა: „აღორძინდით და გამრავლდით“ (შესაქ. 1,28)? ამაზე მივუგებთ, რომ სიტყვები: „აღორძინდით და გამრავლდით“ უთუოდ ქორწინებითი კავშირით გამრავლებას როდი ცხადყოფს, რადგან შეეძლო ღმერთს სხვა სახითაც გაემრავლებინა მოდგმა, თუკი ადამი და ევა ბოლომდე დაურღვევლად დაიცავდნენ მცნებას. მაგრამ უწყოდა ღმერთმა თავისი წინასწარცოდნით, „რომელმაც ყოველივე უწყის ვიდრე მათ შექმნამდე(დანიელ. 13,42), რომ მცნებას დაარღვევდნენ ისინი და სიკვდილით დაისჯებოდნენ. ამიტომ, წინასწარ შექმნა მან მამაკაცი და დედაკაცი და განუჩინა მათ აღორძინება და გამრავლება."


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 21 2010, 09:53
პოსტი #4


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



2. პირველ-ყოფითი მდგომარეობა კაცთა(ადამ-და ევას სამოთხეში ცხოვრება)


სამოთხეში ცხოვრების დროს ადამ და ევა იყვნენ ნეტარებაში. ღმერთმა მოსცა მათ ყოველივე სიკეთე . არაფერში ნაკლულოვანებას არ გრძნობდნენ, იყვნენ სრული კმაყოფილნი: ღვთისგან ჰქონდათ მიცემული საცხოვრებელ ბინად მშვენიერი ბაღი(სამოთხე), ყოველივე სიკეთით აღვსილი და შემკობილი, იმავე ბაღში ჰქონდათ გამოულეველი საზრდო: სხვადასხვა ხეხილთა ნაყოფი და ბალახთა თესლი. ტანისამოსი მათთვის სრულიად არ იყო საჭირო, რადგანაც ჰაერი მათზე ცუდად არ მოქმედებდა, ავად არ ხდებოდნენ და სიკვდილს არ მოელოდნენ. შიშველნი იყვნენ, მაგრამ არ რცხვენოდათ, რადგანაც იყვნენ უმანკონი და უცოდველნი, სინდისი წმიდა ჰქონდათ, არავითარ ბოროტებას არ ჩადიოდნენ. რომ უსაქმოდ არ მოწყენოდათ, ადამ და ევას ღმერთმა დაუნიშნა საქმე ფიზიკური და გონებრივი: ისინი უვლიდნენ ბაღს და აკვირდებოდნენ ღვთის ყოველივე ქმნილებას, ეცნობოდენ მათ და მათი განხილვით და გაცნობით სცნობდნენ თვით ყოვლად სახიერს და ყოვლად ბრძენ ღმერთს. მათი შრომა არ იყო შემაწუხებელი, არამედ სასიამოვნო. ისინი არასოდეს არ გრძნობდნენ მწუხარებას; არ იცოდნენ შური, მტრობა და სიძულვილი. ღმერთს უყვარდა ისინი, როგორც შვილნი; ხშირად ეცხადებოდა და ასწავლიდა მათ იმას, რაც მათთვის საჭირო იყო და თვითონ ვერ შეძლებდნენ მის შესწავლას.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 21 2010, 10:40
პოსტი #5


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



3. პირველ კაცთა შეცოდება. მაცხოვრის აღთქმა. ადამ და ევას განდევნა სამოთხიდან.


ადამ და ევას ნეტარება ეშმაკმა შეიშურვა და მოინდომა მათი შეცდენა. ერთხელ ევა იყო აკრძალულ ხის მახლობლად, ეშმაკი შევიდა გველის მუცელში და გველი აალაპარაკა: გველმა ჰკითხა ევას: " მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო?" ევამ მიუგო: "ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა,
ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთ, გვითხრა ღმერთმა; არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო." გველმა უთხრა ევას:" მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი." ამ სიტყვებით შეაცდინა ეშმაკმა ევა. ის დაუკირდა აკრძალულ ხის ნაყოფს , მოეწონა, ღვთის ბრძანება დაივიწყა, მოწყვიტა აკრძალული ნაყოფი, ჭამა და ადამსაც აჭამა. იმათ დაარღვიეს ღვთისაგან მიცემული მცნება. ღვთის მცნების დარღვევა არის ცოდვა. სხვებრ რომ ვთქვათ, ადამ და ევამ ღმერთს შესცოდეს. იმათ აღეხილათ თვალნი, დაინახეს ერთმანეთის სიშიშვლე, შერცხვათ და ლეღვის ფოთლებით იფარავდნენ სიშიშვლეს. ღვთის შეეშინდათ და ხეებშუა იმალებოდნენ. მაგრამ ღმერთს სად დაემალებოდნენ? მოესმათ ხმა ღვთისა: "ადამ, სად ხარ?" ადამმა მიუგო: " შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, შიშველი რომ ვარ, და დავიმალე.". ღმერთმა უბრძანა " ვინ გითხრა, შიშველი რომ ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია, მე რომ აგიკრძალე?" ადამმა მიუგო: " შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე." ღმერთმა უბრძანა ევას: " რა ჰყავ ესე?" ევამ მიუგო: "გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე." მაშინ ღმერთმა დასწყევლა გველი: " რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე.." ამ სიტყვებით ღმერთმა აღუთქვა კაცობრიობას მაცხოვარი ( მესია ანუ ქრისტე), სოფლის მხსნელი, რომელიც იშვება ქალწულისაგან და მოსპობს ეშმაკის უფლებას კაცზე. ევას კი უთხრა: " : სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე".
ადამს კი უთხრა: "რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე. ( ესეიგი მეტისმეტი შრომით და მწუხარებით შოულობდე საზრდოს) ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო.
პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი.

რომ არ დაევიწყნათ ღვთისაგან აღთქმული მაცხოვარი, ღმერთმა ასწავლა ადამს ცხოველების მსხვერპლად შეწირვა; უნდა დაეკლათ ხბო, ცხვარი ან თხა, გაეტყავებინათ, ხორცი მსხვერპლად უნდა შეეწირათ და ტყავი ტანისამოსათ შეეკერათ. მსხვერპლის შეწირვა მოასწავებდა მაცხოვრის მსხვერპლად შეწირვას. ღმერთმა შემოსა ისინი ტყავის შესამოსით და, რომ იმათ არ ეჭამათ ხე ცხოვრების ნაყოფი, განდევნა სამოთხიდან და კარებზე დააყენა ქერუბიმი ცეცხლის ხმლით ხელში.

ადამი დაესახლა სამოთხის მახლობლად. სამოთხის გარეთ ადამ და ევამ მწუხარება და გაჭირვება გამოსცადეს: დიდი შრომით შოულობდნენ საზრდოს, რადგანაც სასარგებლო მცენარეებთან ერთად მიწაზე აღმოცენდნენ უსარგებლო და მავნებელი მცენარეებიც; ცხოველები, რომლებიც წინათ კაცს ემორჩილებოდნენ, შეიქმნენ ურჩნი და ზოგი მათგანი საშიშიც. ხშირად ჰაერიც ცუდად მოქმედებდა მათზე და ავად ხდებოდნენ. ცოდვა მძიმე ლოდივით აწვა მათ გულზე. ერთი ნუგეშიღა დარჩა მათ, ისინი მოელოდნენ მაცხოვარს, გამომხსნელს.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 23 2010, 00:06
პოსტი #6


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



კაინ და აბელ. სეითის დაბადება


სამოთხიდან განდევნის შემდგომ ადამ და ევას ეყოლათ შვილები. როცა მათ დაებადა პირველი შვილი, ევამ თქვა: "მოვიგე კაცი ღვთისა მიერ", და დაარქვა მას სახელად კაინ ( მოგება). ის ფიქრობდა, რომ კაინ იყო გამომხსნელი; მაგრამ მალე დაინახა, რომ მოტყუვდა და გლოვა დაიწყო, ამიტომ მეორე შვილს დაარქვა აბელ (გლოვა). კაინ იყო მიწის მუშა, აბელ ცხვრის მწყემსი. ერთხელ მათ ღმერთს შესწირეს მსხვერპლი, კაინმა-მიწის ნაყოფი, აბელმა კი ცხვარი. აბელის მსხვერპლი ღმერთმა მიიღო, კაინის კი არა; იმიტომ, რომ აბელს ჰქონდა სარწმუნოება მომავალ ცხოვრებაზე და წმიდა გულით ევედრებოდა ღმერთს, კაინს კი არც სარწმუნოება ჰქონდა და არც ღმერთს ლოცულობდა. კაინ ძლიერ შეწუხდა, ძმის სიკეთე შეშურდა და განიზრახა მისი მოკვლა.. მოწყალე ღმერთს უნდოდა, რომ კაინს ეს განზრახვა არ შესრულებინა და გააფრთხილა იგი. მაგრამ კაინმა არ შეისმინა გაფრთხილება : წაიყვანა ძმა თვისი, აბელ მინდორში და მოკლა იგი. მაშინ ღმერთმა ჰკითხა კაინს: " სად არის აბელ, ძმა შენი?" კაინმა მიუგო: "არ ვიცი, განა მე მისი მცველი ვარ?" ღმერთმა უბრძანა: " რა ჰყავ ეს? შენი ძმის სისხლი ღაღადებს ჩემდამო. წყეულ იყავ შენ ქვეყანაზე, რომელმანც შენი ხელითგან მიიღო სისხლი ძმისა შენისა. განგდებულ იყო პირისაგან ქვეყანისა, კვნესით და ძრწოლით ხვიდოდე მასზედ." კაინ შიშისგან ათრთოლდა და უთხრა უფალს" მძიმეა და მიუტევებელი ცოდვა ჩემი! ამის შემდგომ ვინც შემხვდება, ის მომკლავს მე." ღმერთმან უთხრა: "ვინც მოკლას კაინ, შური მიეგოს მას შვიდი წილი."ღმერთმა კაინს დაადო ნიშანი, რომ არავის მოეკლა ის.. კაინ თავის სახლობით გაშორდა მშობლებს და დაესახლა ნაიდს, ედემს იქით აღმოსავლეთისაკენ, ააშენა ქალაქი და დაარქვა მას ენოხ-სახელი თავისი შვილისა. კაინის ბოროტმა საქმემ დიდ მწუხარებაში ჩააგდო ადამ და ევა. მაშინ ღმერთმა მისცა მათ აბელის მაგიერ მესამე შვილი სეითი, რომელიც იყო ღვთისმოშიში, კეთილმსახური და დედ-მამის ნუგეშისმცემელი.


სეითის და კაინის ჩამომავლობა. მათი შერევა და საყოველთაო გარყვნა.


ადამის სიკვდილის შემდგომ ოჯახს განაგებდა ჩამომავლობაში მყოფი უხუცესი (უფრო ხნიერი), რომელიც იწოდებოდა პატრირაქად, ანუ მამა-მთავრად. რადგანაც ადამის ოჯახობა მისვე სიცოცხლეში გაიყო ორ ოჯახად, ამიტომ იმათ განაგებდა ორი მამათ-მთავარი, კაინ და სეით.

მამათ-მთავარს ემორჩილებოდა ოჯახის ყველა წევრი, ის არჩევდა დადავო საქმეებს, დამნაშავეს სჯიდა, მართალს იფარავდა; ის გადასცემდა სწავლებას ღმერთზე, მომავალ მაცხოვარზე; ის სწირავდა ღმერთს მსხვერპლს; ამგვარად, მამათ-მთვარი იყო თავის ჩამომავლობის მეფეც, მღვდელიც და მასწავლებელიც. ამის გამო, როგორიც იყო მამათ-მთავარი ისეთი იყო ჩამომავლობაც.
კაინი თვითონ ბოროტი კაცი იყო და ამიტომ მისგან ბოროტი ჩამომავლობა წარმოსდგა. ღმერთი და კეთIიი საქმეები, მალე ყველამ დაივიწყა. ისინი მარტო ქვეყნიურ ცხოვრებზე ზრუნავდნენ. კაინის ერთმა ჩამომავალთაგანმა, ლამექმა, პირველმა შეირთო ორი ცოლი: ადა და სელლა. ადასაგან ეყოლა მას ძე, იობელ, რომელმანაც გამოიგონა მუსიკალური საკრავები; სელლასაგან ეყოლა ძე, თობელი, რომელმანაც პირველად შემოიღო მჭედლობა, და ასული, ნოემა, რომელმანაც პირველად შემოიღო ქალთა მორთულობა და ხელსაქნარი. გარეგნულად მათი ცხოვრება მხიარულად მიდიოდა, მაგრამ მათ ცხოვრებაში არ იყო ბედნიერება. კაინის ჩამომავლობაში ყოველი კაცი მარტო თავის-თავზე ზრუნავდა და სხვაზე არ ფიქრობდა. მათ შორის გაჩნდნენ გმირნი, რომლებიც ავიწროებდნენ უღონოებს. საღვთო წერილი, კაინის ჩამომავლობას უწოდებს კაცთა შვილებად.
სეითისგან წარმოსდგა კეთილმსახური ჩამომავლობა. მათ ჰქონდათ სარწმუნოება ღმერთზე, მომავალ მაცხოვარზე; უყვარდათ და ეწეოდნენ ერთმანეთს და ასრულებდნენ ღვთის ნებას, ამიტომ იწოდებოდნენ ღვთის შვილებად. სეითისგან წარმოდგნენ შემდგომში მამათ- მთავარნი; ენოს, კაინან, მალელეილ, იარედ, ენუქ, მათუსალ, ლამექ და ნოე. მათ შორის უფრო შესანიშნავი იყვნენ ენუქ, მათუსალ და ნოე.
ენუქ იყო წინასწარმეტყველი, ის წმიდა ცხოვრებისათვის ცოცხლად იქნა ატაცებული ზეცად.
მათუსალმა იცოცხლა ყოველ კაცზე დიდხანს 969 წელიწადი.. საზოგადოდ წარღვნამდე კაცი დიდ ხანს ცოცხლობდა: ადამმა იცოცხლა 930 წელი, სეითმა 912 წელი, კაინანმა 910 წელი, მალელეილმა 895 წელი, იარედმა 962 წელი. ენუქი ქვეყანაზე ცხოვრობდა 365 წელი, ლამექმა იცოცხლა 753 წელი.
კაინის და სეითის ჩამომავლობანი წინათ ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, მაგრამ როცა ხალხი გამრავლდა, ისინი ერთმანეთს დაუახლოვდნენ. სეითის შთამომავლობამ შენიშნა, რომ კაინის ჩამომავლობაში მშვენიერი გასათხოვარი ქალები იყო და დაიწყო მათი ცოლად შერთვა, ამგვარად დაუმეგობრდა კაინის ჩამომავლობას და მასთან ერთად შეითვისა მათი ყოველივე ცუდი ზნე- ჩვეულება:გარყვნილება, ძალადობა, მოძმის დაჩაგვრა.
ქვეყანა განიხრწნა და აღივსო უსჯულოებითა. ყველამ ღმერთი დაივიწყა, ყველა გაბოროტდა. ამ საყოველთაო გარყვნის დროს ცხოვრობდა ერთი ღვთის მორწმუნე, მართალი კაცი თავისი ოჯახობით. ეს იყო ნოე. ყოველივე ცუდი ზნე-ჩვეულება: გარყვნილება, ძალადობა, მოძმის დაჩაგვრა


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 25 2010, 11:03
პოსტი #7


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



მსოფლიო წარღვნა. აღთქმა ღვთისა ნოესთან



მოწყალე ღმერთს უნდოდა ხალხის მოქცევა და სინანული, ამიტომ ნოეს პირით გამოუცხადა მათ, რომ თუ ისინი 120 წლის განმავლობაში არ მოიქცევიან, სასტიკად იქნებიან დასჯილნი. ხალხი არ მოიქცა, მაშინ ღმერთმა უბრძანა ნოეს: ”ქვეყანა განიხრწნა და აღივსო უსჯულოებითა, გააკეთე ოთხკუთხი კიდობანი, (დიდი ხომალდი) ხეთაგან ულპოლველთა, სამსართულიანი, დაყავ ოთახებად, გაფისე შიგნით და გარეთ, ზევიდან გაუკეთე ფანჯარა და გვერდზე კარი. მე მოვიყვან ქვეყანაზე წყლით რღვნას, რომ მოვსპო დედა-მიწაზე ყოველი სულდგმული; ხოლო შენ შენი ოჯახობით შედი კიდობანში, შეიყვანე შიგ ყოველი ცხოველი წმიდა (რომელიც მსხვერპლად შეიწირებოდა) შვიდ-შვიდი წყვილი და უწმიდური(რომელიც მსხვერპლად არ შეიწირებოდა) ორ-ორი წყვილი, მამალი და დედალი. მოამზადე შენთვის და მათთვის ერთი წლის საზრდო და შეიტანე კიდობანში.” ნოემ ყოველივე აღასრულა, რაც უბრძანა მას ღმერთმა. ღვთისაგან დანიშნულ დღეს, ნოე თავის სახლობით შევიდა კიდობანში და შეიყვანა ცხოველები. უფალმა დაკეტა კიდობნის კარები. ხოლო ნოე იყო ექვსასი წლისა, და წარღვნა მოხდა ქვეყანაზე.
დაიწყო ძლიერი წვიმა, წვიმდა 40 დღე და ღამე. ზღვები, ტბები და მდინარეები გადმოვიდნენ ნაპირებიდან, 150 დღეს წყალი თანდათან მატულობდა და დაფარა მთელი ქვეყანა. ყოველი სულდგმული დაიხრჩო, გარდა ნოესა და კიდობანში მყოფთა. კიდობანი წყალზე დაცურავდა. 150 დღის შემდგომ, ღვთის ბრძანებით, ამოვიდა ძლიერი ქარი, ღრუბლები გაფანტა და წყალმაც იკლო. მთის წვერები გამოჩნდენ. კიდობანი გაჩერდა, არარატის მთაზე, სომხეთში. ნოემ , გააღო კიდობნის ფანჯარა და გამოუშვა ყორანი. ყორანი არ მობრუნდა. შვიდი დღის შემდგომ გამოუშვა მტრედი. მტრედმა ვერ იპოვა საცხოვრებელი ადგილი და მობრუნდა კიდობანში. შვიდი დღის შემდგომ ნოემ კიდევ გამოუშვა მტრედი. მტრედმა ნოეს მოუტანა ზეთისხილის რტო, ფოთლით. ამით, ნოემ გაიგო, რომ ქვეყანა აღარ არის წყლით დაფარული. შვიდი დღის შემდგომ მესამედ გამოუშვა მტრედი, მაგრამ ის აღარ დაბრუნდა კიდობანში. როდესაც დედა-მიწა მთლიანად გაშრა, ღმერთმა უბრძანა ნოეს, რომ გამოსულიყო კიდობნიდან და გამოეშვა კიდობანში მყოფნი ცხოველნი. ნოე გამოვიდა კიდობნიდან, გააკეთა სამსხვერპლო და გამოხსნისათვის ღმერთს სამადლობელი მსხვერპლი შესწირა, ყოველი წმინდა პირუტყვისგან და ყოველი წმიდან ფრინველისგან .
და იყნოსა უფალმა ღმერთმა სუნი კეთილსურნელებისა, და თქვა უფალმა ღმერთმა და განსაჯა: მეტად აღარ დავწყევლი ქვეყანას ადამიანთა საქმეების გამო, რადგან სიჭაბუკიდან გულმოდგინედ მიდრეკილია ადამიანის აზრი ბოროტებისაკენ; ამიტომ მეტად აღარ მოვსპობ არცერთ ცოცხალ ხორციელს, როგორც გავაკეთე.
დღენიადაგ ქვეყანაზე თესვა და მკა, სიცივე და სიცხე, ზაფხული და გაზაფხული დღე და ღამე არ შეწყდება.”

ღმერთმა მიიღო ნოეს მსხვერპლი და აკურთხა იგი შვილებითურთ: ” აღორძინდით და გამრავლდით და აღავსეთ ქვეყანა და ეუფლენით მას.” დაუმორჩილა მათ ყოველი ცხოველი, მისცა ცხოველების ხორცის ჭამის ნება, მხოლოდ სისხლი არ უნდა ეჭამათ. ამასთანავე აუკრძალა კაცს, კაცის სისხლის დაღვრა. და ღმერთმა ნოეს დაუდო აღთქმა, რომ ამის შემდგომ არ იქნება მსოფლიო წარღვნა. თავისი აღთქმის ასრულების ნიშნად უჩვენა მას ცაში შვიდფეროვანი ცისარტყელა.
და ყველაფერი მოძრავი, რაც ცოცხალია, თქვენთვის იქნება საჭმელად; როგორც ბალახეული მწვანილი, მოგეცით თქვენ ყველაფერი.
მხოლოდ ხორცი სულიერისა სისხლით არ ჭამოთ;
და რადგან თქვენს სისხლს თქვენი სულებისას მოვიკითხავ, ყველა მხეცის ხელს მოვკითხავ მას, და კაცის ძმის ხელს მოვკითხავ კაცის სულს.
ვინც დაღვრის კაცის სისხლს, სანაცვლოდ მისი სისხლი დაიღვრება, რადგან ღვთის ხატად შევქმენი კაცი.”


ნოე მოასწავებდა ქრისტეს, სოფლის მხსნელს; კიდობანი-ქრისტეს ეკლესიას., რომელშიაც ცხონდებიან ქრისტეს მორწმუნენი.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 25 2010, 11:42
პოსტი #8


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ნოეს შვილები და წინასწარმეტყველება მათ მომავალზე



ნოეს ყავდა სამი შვილი: სემი, ქამი, იაფეთი, მათგან გავრცელდნენ მთელს ქვეყანაზე. სემ და იაფეთ იყვნენ მამის პატივის მცემელი.
წარღვნის შემდგომ ნოემ დაიწყო მიწის დამუშავება. მან გააშენა ვენახი. როდესაც ყურძენი დამწიფდა, გამოწურა და ღვინო დააყენა, დალია, დაითრო და გაშიშვლებული თავის ქოხში დაწვა. ქამმა, ქანაანის მამამ, დაინახა მამის სიშიშვლე და დაცინვით უთხრა ეს ამბავი ძმებს. სემმა და იაფეთმა დაცინვაში მონაწილეობა არ მიიღს. ისინი წავიდნენ მამასთან მოსავლელად, მიუტანეს სამოსელი, ზურგთშექცევით შევიდნენ ქოხში, რომ არ დაენახათ მამის სიშიშვლე, დაფარეს შიშვლობა მამისა და მოუარეს.
როცა ნოემ გაიღვიძა და გაიგო შვილების საქციელი, ქამის ჩამომავლობა დაწყევლა, ხოლო სემის და იაფეთის კი აკურთხა.. მან ღვთის შთაგონებით იწინასწარმეტყველა, რომ სემის ჩამომავლობა დაიცავს ჭეშმარიტ ღვთისმსახურებას. იაფეთიდან წარმოსდგება დიდძალი ხალხი, დაიპყრობს სემის ჩამომავლობის ადგილებს და მისგან მიიღებს ჭეშმარიტ სარწმუნოებას. ხოლო ქამის ჩამომავლობა გაუხდება მონად სემისა და იაფეთის ჩამომავლობას.
ნოეს წინასწარმეტყველება სისწორით აღსრულდა. სემის შთამომავლობამ დაიცვა ძველ აღთქმაში ჭეშმარიტი ღვთისმსახურება და ხორციელად მათგან წარმოსდგა მაცხოვარი. იაფეთის შთამომავლობა ძლერ გამრავლდა და დაიპყრო მარავალი ქვეყანა, ხოლო ქამის ჩამომავლობა იყო მონად მათდა.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 26 2010, 13:17
პოსტი #9


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ბაბილონის გოდლის აშენება. ხალხის გაფანტვა (2716წ. ქ. შ.)



ნოეს შვილებისაგან ხალხი მალე გამრავლდა. წინათ ყველანი ერთ ადგილზე (სენაარსში–მესოპოტომიაში )ცხოვრობდნენ და ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ.მაგრამ ხალხი თანდათან გამრავლდა და ერთ ადგილზე ვეღარ ეტეოდა, ამიტომ აუცილებლად სხვადასხვა ადგილას უნდა გაფანტულიყო. გაფანტვამდი "თქვეს: "აბა, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. აღვმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე." შენება დაიწყეს. მაგრამ ეს მათი განზრახვა იყო ამპარტავნული და უგუნური, ამიტომ არა საამო ღვთისა. მაშინ თქვა უფალმა: "აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას; რაკი ეს საქმე წამოუწყიათ, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ.
აბა, ჩავალ და ენას ავურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს.
გაფანტა ისინი უფალმა იქიდან მთელს დედამიწის ზურგზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქისა და გოდლის შენება.
ამიტომაც ეწოდა სახელად ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე."

და განხეთქა ისინი უფალმა იქიდან მთელი ქვეყნის ზედაპირზე, და გაჩერდნენ ქალაქისა და გოდლის მშენებლები." მართლაც, ღმერთმა შეურივნა მათ ენა; იმათ დაიწყეს სხვადასხვა ენაზე ლაპარაკი და ერთმანეთის ვერა გაიგეს რა, რის გამოც შენებას თავი დაანებეს და სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ.
ქალაქს, რომლის შენებაც დაიწყო და ვეღარ ააშენეს უწოდეს სახელად ბაბილონი. ბაბილონი ნიშნავს შერევნას. ენის შერევნის შემდგომ იაფეთის ჩამომავლობა წავიდა ჩრდილოეთისაკენ და დაიუფლა მთელი ევროპა და აზიის ნაწილი. ქამის ჩამომავლობა წავიდა სამხრეთისაკენ და დაიკავა ინდოეთი, არაბეთი და მთელი აფრიკა. სემის ჩამომავლობა დარჩა აზიაში. ბაბილონი და მისი მახლობელი ქვეყნები დაიპყრო ქამის შვილიშვილმა ნებროთმა, რომელიც იყო გმირი, მონადირე. ამგვარად წარმოდგა ხალხი, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 26 2010, 13:55
პოსტი #10


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



კერპთ თაყვანისცემის დაწყება. ებრაელი ხალხის სხვა ხალხთან განშორების მიზეზი.


გაფანტვის შემდგომ ხალხმა დაივიწყა ჭეშმარიტი ღმერთი, ჭეშმარიტი სარწმუნოება და მათ შორის გავრცელდა ცრუმორწმუნოება. ადამიანები ხედავდნენ მათ გარშმო ბევრ უცხო, საკვირველ და მათთვის გაუგებარ ბუნებრივ მოვლენას და საგნებს, რომლებმაც მიიქციეს მათი ყურადღება, ყოველივე ეს მათ ეგონათ ღმერთი. მაგალითად მიაქციეს ყურადღება მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებს, ზღვას, მდინარეს, ცეცხლს, ქუხილს, ცხოველებს და იფიქრეს, რომ ისინი არიან ღმერთები.ერთი ჭეშმარიტი და უხილავი ღმერთის მაგიერ მათ მათ გამოუჩნდათ ბევრი ხილული, ცრუ ღმერთები. ისინი აკეთებდნენ მათ გამოსახულებას ხისგან და ლითონისგან. ცრუ ღმერთების გამოხატულება არის კერპი. პირველად კერპები მიაჩნდათ ღმერთების სახედ. მერმე იფიქრეს, რომ კერპებში ღმერთები სახლობენო და მიიჩნიეს კერპები ღმერთებად, დაუწყეს მათ თაყვანისცემა–მსხვერპლის შეწირვა. ამგვარად წარმოსდგა კერპთაყავანისცემა. ის ადამიანები, რომლებიც კერპებს თაყვანს სცემენ იწოდებიან კერპთმთაყვანისმცემლებად, ანუ წარმართებად. ჭეშმარიტი ღმერთი ახსოვდათ და ჭეშმარიტ სარწმუნოებას იცავდნენ მხოლოდ სემის შვილის , არფაქსადის ჩამომავლობაში.
არფაქსადიდან ერთი მეორის შემდგომ წარმოსდგენ პატრიარქნი, ანუ მამათ–მთავარნი, რომელნიც იცავდნენ ჭეშმარიტ ღვთისმსახურებას; ესენი იყვნენ: კაინან,სალა,ებერ,ფალეკ,რაგავ,ს
ერუქ,ნაქორ და თარრა. ისინი ასე დიდხანს არ ცოცხლობდნენ, როგოც წარღვნამდი მყოფნი მამათ–მთავარნი. ნოემ იცოცხლა 950 წ, სემმა600 წ, არფაქსადმა 465 წ, თარამ 205წ.
როცა კერპთაყვანისცემა უფრო და უფრო გაძლიერდა და ხალხს შორის გავრცელდა, მაშინ ღმერთმა ინება სხვა ხალხთაგან განშორება ერთი ხალხისა, რომ ამ ხალხში დაცულიყო ჭეშმარიტი სარწმუნოება მაცხოვრის განხორციელებამდე. ეს ღვთისაგან არჩეული ხალხი იყო ებრაელები. ისინი იყვნენ წარმომდგარნი სემის ტომისაგან, არფაქსადის შვილთაშვილის ებერის ჩამომავლობა, რის გამოც ამ ხალხს სახელად უწოდეს ებრაელები.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 26 2010, 15:11
პოსტი #11


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



აბრაამის მოწოდება და მისი გადასახლება ქანაანის ქვეყანაში


ებრაელების განშორება სხვა ხალხთაგან , ჭეშმარიტი სარწმუნოების დასაცავად იწყება აბრაამიდან.

აბრამი იყო თარრას შვილი. თარრა ცხოვრობდა ქალდეველთ ქვეყანაში, მესოპოტამიის ქალაქში, რომელსაც ერქვა ურ. აბრაამის გარდა თარრას ყავდა ორი შვილი: ნაქორ და არან. არანს შეეძინა შვილი ლოტი და მოკვდა. ღმერთმა ჭეშმარიტი სარწმუნოების დასაცავად ამოირჩია აბრამი, რადგანაც მას ჰქონდა შეურყეველი სარწმუნოება ღმერთზე, მიუხედავად იმისა, რომ მამამისმა თარრამ იწყო კერპთაყვანისცემა. როცა აბრამი იყო 75 წლის, ღმერთი გამოეცხადა მას და "უთხრა უფალმა აბრამს: წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.
გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები.
ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა."

მაშინ აბრამი უშვილო იყო. ამ უკანასკნელი სიტყვებით ღმერთმა აღუთქვა აბრამს, რომ მისი ტომისგან განხორციელდება მხსნელი სოფლისა–მაცხოვარი.
აბრამი დაემორჩილა ღვთის ბრძანებას და წავიდა ქალდეველთ ქვეყნისაგან ქანაანის ქვეყანაში. მან წაიყვანა თავისი ცოლი–სარა, ძმისწული– ლოტი, მოსამსახურენი და და საქონელი. მას წაყვა მამ ა მისი თარრაც. თარრა გაზში მოკვდა, ქალაქ ხარანში და იქ დაასაფლავეს. მერე აბრამმა და ლოტმა განაგრძეს მგზავრობა, გავიდნენ ევფრატის მდინარეს და მივიდნენ შექემამდე, იმ ქვეყანას, რომელშიაც მაშინ ცხოვრობდნენ ქანაანელები–ქამის ჩამომავლობა. მამრის მუხასთან, აბრამს მეორედ გამოეცხადა ღმერთი და აღუთქვა მას, რომ " შენი მოდგმისთვის მიმიცია ეს ქვეყანა. ამიტომ , ქანაანის ქვეყანას დაერქვა სახელად, აღთქმის ქვეყანა. მას ერქვა კიდევ პალესტინა.
აბრამმა მაშინვე ააგო სამსხვერპლო და ღმერთს მსხვერპლი შესწირა.
იქიდან აბრამი წავიდა აღმოსავლეთისაკენ და მივიდა ბეთილს. იქ გააკეთა კარავი, ააგო მეორე სამსხვერპლო და შესწირა ღმერთს მსხვერპლი. ბეთილიდან აბრამი წავიდა და დაბინავდა მახლობელ უდაბნოში, მაგრამ რადგანაც იქ დიდი შიმშილობა შეიქმნა გადაესახლა ეგვიპტეში და შიმშილობის შემდეგ ეგვიპტიდან ისევ ქანაანის ქვეყანაში დაბრუნდა და დაბინავდა ბეთილის მახლობლად.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი May 26 2010, 16:14
პოსტი #12


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ბრამის და ლოტის გაყრა. ლოტის გამოხსნა ტყვეობიდან. მელქისედეკ.


აბრამი იყო მეტად მდიდარი, მას ჰქონდა ბევრი ოქრო და ვერცხლი და ჰყავდა ბევრი საქონელი (*პირუტყვი). ლოთიც მასთან ერთად ცხოვრობდა და იმასაც ბევრი საქონელი ჰყავდა. მათი მწყემსები ხშირად იბრძოდნენ საძოვრებისთვის, რადგანაც ერთად ვერ ეტეოდნენ. აბრამმა გაიგო ეს და უთხრა ლოტს: "ნუ იქნება ცილობა ჩვენში, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან სახლიკაცები ვართ. განა შენს წინ არ არის მთელი ეს ქვეყანა? გამეყარე და თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ, თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ."
ლოტი გაეყარა ბიძამისს, აბრამს და დაესახლა სოდომში, რომლის გარშემო მშვენიერი საძოვარი ადგილები იყო: " აირჩია ლოტმა იორდანეს მთელი მხარე. დაიძრა ლოტი აღმოსავლეთისკენ და გაეყარნენ ერთმანეთს."
აბრამი დამკვიდრდა ქანაანის ქვეყანაში, მამრეს მუხნარში დაესახლა.
ბოროტნი იყვნენ სოდომელები და დიდად სცოდავდნენ უფალს. სოდომის მახლობლად, სადაც ლოტი დაესახლა იყო ქალაქები: სოდომ–გომორი, სეგორი და სხვანი. ეს ტერიტორიები დაიპყრო ელამის მეფემ და მისმა მოკავშირე მეფეებმა. სოდომ–გომორელნი და მათი მეზობლები ემორჩილებოდნენ ელამის მეფეს 12 წელიწადს, მეცამეტე წელს განდგნენ, ხოლო მეთოთხმეტე წელიწადს მოვიდა ელამის მეფე მოკავშირე მეფეებითურთ, დაეცა თავს სოდომ–გომორისა და მის მახლობელ ადგილების მეფეებს და გაიმართა ომი.
ელამის მეფემ სძლია მათ დაამარცხა მოწინააღმდეგენი, ბევრი სიმდიდრე წაიღო და დიდძალი ტყვე წაიყვანა.
ტყვეთა რიცხვში იყო ლოტი, თავისი სახლობითურთ. ეს ამბავი აბრამმა გაიგო , შეკრიბა 318 მოსამსახურე, მოიხმარა მეზობლად მცხოვრებნი, გაედევნა ელამის მეფეს და ღამე დაეცა თავს, დაამარცხა იგი, წაართვა ყოველივე რაც კი წაეღოთ და ლოთი, სხვა ტყვეებთან ერთად გაანთავისუფლა. როცა აბრამ მობრუნდა, მას შეხვდა მელქისედეკ, მეფე სალემისა. ე. ი. მეფე სიმართლისა და მშვიდობისა, მღვდელი ღვთისა მაღლისა, მოართვა აბრამს პური და ღვინო. აკურთხა იგი და უთხრა: "კურთხეულ იყოს აბრამი უზენაესი ღმერთის წინაშე, ცისა და მიწის შემოქმედისა!,ურთხეულ იყოს უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტერი ! "
მაშინ აბრამმა მისცა მას ნადავლის მეათედი, რაც კი წაართვა ელამის მეფეს. არ ვიცით ვინ იყო მელქისედეკი, ან ვინ იყო მისი დედ–მამა, ან რომელი ტომისგან წარმოდგებოდა იგი: "უმამო, უდედო, ნათესავ მოუხსენებელ, არცა დასაბამი დღეთა, არცა აღსასრული ცხოვრებისა აქვს". (ებრ. 7,3). მელქისედეკი მოასწავებდა იესო ქრისტეს.

ტყვეობიდან დახსნილმა სოდომის მეფემ შეაძლია აბრამს ყოველი ქონება, მხოლოდ სთხოვა: "მომეცი ხალხი, ქონება კი შენთვის დაიტოვე", მაგრამ აბრამმა არა მიიღო რა, რომ სოდომის მეფეს არ ეთქვა: " მე გავამდიდრე აბრამიო".
ელამის მეფეზე გამარჯვებამ, აბრამს მოუპოვა სახელი ქანაანის ქვეყანაში, მაგრამ ამასთან ერთად ბევრმა შურით დაუწყო მას ცქერა და არ უნდოდათ მისთვის სიკეთე. ამ დროს ღმერთი გამოეცხადა მას და უთხრა: "ნუ გეშინია, აბრამ! მე ვარ ფარი შენი! დიდზე დიდი იქნება შენი ჯილდო."


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
cangala
პოსტი May 31 2010, 21:42
პოსტი #13


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 220
რეგისტრ.: 2.01.2009
მდებარ.: გერმანია/საქათველო /თბილისი/ზაარბრუკენი
წევრი № 159



აგერ ამ ვიდეოში გადმოცემულია საკმაოდ სარწმუნო ისტორია...

http://files.ge/file/494139/Log-vo-imya-na...vli-ge-avi.html


--------------------
არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩვენო, წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 18 2010, 01:21
პოსტი #14


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



აგარ და ისმაელ


აბრამის ცოლი სარა იყო უკვე 75 წლის და , მიუხედავად ღვთის აღთქმისა, შვილი კიდევ არ ჰყავდა მას. სარა აღარ მოელოდა შვილის შეძენას და ამიტომ აბრამს ურჩია, რომ შეერთო მას ცოლად მისი მოსამსახურე ქალი, აგარ ეგვიპტელი, იმ პირობით, რომ აგარის შვილები სარას შვილებად ჩათვლილიყვნენ. იმ დროში იყო ასეთი ჩვეულება, ამიტომ აბრამი დათანხმდა და შეირთო აგარ ცოლად. ამის შემდგომ აგარ წინანდებურად აღარ ემორჩილებოდა სარას და უპატიოდაც კი ეპყრობოდა მას. მაშინ აბრამმა უთხრა სარას: ” აჰა, მხევალი შენი შენს ხელშია, მოეპყარ მას, როგორც გენებოს”. სარამ დაუწყო აგარს შვიწროება აგარმა ვეღარ მოითმინა და გაიქცა აბრამის სახლიდან ეგვიპტეში. გზაზე უდაბნოში, ერთ წყაროსთან, აგარს გამოეცხადა ანგელოზი, დააბრუნა ის აბრამის სახლში და აღუთქვა, რომ მას ეყოლება შვილი და დაარქვას სახელად ისმაელ(ღმერთმა ისმინა). აგარ დაბრუნდა აბრამის სახლში და შეეძინა მას ვაჟი, რომელსაც სახელად დაარქვეს ისმაელ.



აღთქმა ღვთისა აბრამთან (2015 წ. ქ. შ.)



როცა აბრამი იყო 99 წლის, ღმერთი გამოეცხადა მას და უთხრა: ” მე ვარ ღმერთი შენი, ყოვლის შემძლებელი, სათნო იყავ წინაშე ჩემსა და იქმენ უბიწო, და დავდვა აღთქმა ჩემი შენთან, და განგამრავლო შენ ფრიად და იყო შენ მამა მრავალთა ხალხთა და ამიერითგან გეწოდოს შენ არა აბრამ (მამა მაღალი), არამედ აბრაამ ( მამა მრავალთა ხალხთა). მე ვიქმნები ღმერთი შენი და შენთა ნათესავთა, და მოგცემ შენ და შენს ჩამომავლობას მთელ ქანაანის ქვეყანას, ხოლო შენ და შენმა ჩამომავლობამ დაიცავით აღთქმა ჩემი, ყოველთვის მიცნობდეთ და თაყვანს მცემდეთ მე, როგორც ღმერთსა თვისსა. ნიშნად აღთქმის ამის ჩემთანა, წინადაიცვითე შენ და ყოველმან ჩამომავლობამ შენმან მამრობით სქესისამან, ყრმებზე აღასრულებდეთ წინადაცვეთას შობიდან მერვე დღს. ცოლსა შენსა არა ეწოდოს სახელად სარა (უფალი ჩემი ), არამედ სარრა ( უფალი მრავალთა ) იყოს სახელი მისი. ვაკურთხო იგი და მოგცე შენ მისგან შვილი; და წარმოსდგნენ მისგან ხალხნი მრავალნი და მეფენი”.
აბრაამმა გაიგონა რა, რომ სარას მისგან ეყოლებოდა შვილი, გაეცინა და იფიქრა: ” ნუთუ ასი წლისას მეყოლოს მე შვილი და სარრამანც ოთხმოცდაათი წლისამ შვას შვილი”. ღმერთმან უბრძნა: ” სახელდობრ სარრამ გიშვას შენ ძე და უწოდო მას სახელი ისაკი (სიცილი) და დავსდვა აღთქმა ჩემი მისთანა.”
მერმე ღმერთი ამაღლდა აბრაამისაგან. აბრაამმა იმ დღესვე წინადაიცვითა თვითონ და, ვინც იყო მის ოჯახში მამრობითი სქესისა, ყველას წინადაცვითა.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 18 2010, 01:58
პოსტი #15


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ღვთის გამოცხადება აბრაამისადმი სამი მოგზაურის სახით მამბრეს მუხასთან


ერთხელ აბრაამი იჯდა თავის ქოხის კარებთან, მამბრეს მუხის მახლობლად. გაიხედა და სამი მოგზაური დაინახა. აბრაამს ეგონა უბრალო მგზავრები. სტუმრის მოყვარე აბრაამი მაშინვე მივიდა მათთან, თაყვანი სცა მათ და მიიპატიჟა. მგზავრები ესტუმრნენ აბრაამს, აბრაამმა მოუტანა მათ წყალი და, როგორც ჩვეულება იყო, დაბანა მათ ფეხი. საჩქაროდ მოამზადებინა პური და ხბო და მოართვა მათ, აგრეთვე მოართვა ერბო და რძე და სჭამეს. აბრაამი ფეხზედ იდგა და ემსახურებოდა მათ. ერთმა მათგანმა ჰკითხა: ” სად არის სარრა, ცოლი შენი?”- აჰა, კარავშია, მიუგო აბრაამმა. უფალმა უთხრა: ” : მოვბრუნდები და მოვალ შენთან ამ დროის ამ ჟამისთვის და ეყოლება ძე სარრას, შენს ცოლს..” სარრამ გაიგონა ეს სიტყვები და გაეცინა, მან იფიქრა:” ნუთუ მოხუცებულობის დროს მექმნეს მე ეგეთი ნუგეში.” უფალმა უბრძანა აბრაამს: ” რათ გაიცინა სარრამ, ნუთუ ღმერთს არ შუძლია ეს? ” მაშინ აბრაამმა გაიგო, რომ ის იყო უფალი და ერწმუნა მას. მოგზაურნი ადგნენ და წავიდნენ სოდომ- გომორისკენ. აბრაამი გაჰყვა მათ. ორი ანგელოზი წავიდა სოდომისკენ, ხოლო უფალი დარჩა აბრაამთან და განუცხადა მას, რომ დიდ არიან ცოდვანი სოდომ-გომორის მცხოვრებლებისა და უნდა აღმოვხოცო ისინიო. აბრაამი შეევედრა ღმერთს: ” უფალო! თუ იქნება ორმოცდაათი მართალი ქალაქში, დაღუპავ მათ? ”. ”და თქვა უფალმა ღმერთმა: თუ ვიპოვი სოდომში, ქალაქში, ორმოცდაათ მართალს, დავტოვებ მთელ იმ ადგილს მათ გამო.” აბრაამა კიდევ უთხრა: ”ახლა დავიწყე ლაპარაკი უფალთან, ხოლო მე მიწა ვარ და ნაცარი; და თუ დააკლდება ორმოცდაათ მართალს ხუთი, დაღუპავ ხუთის გამო მთელ ქალაქს?” ღმერთმა მიუგო: ”არ დავღუპავ, თუ ვიპოვი იქ ორმოცდახუთს.”
მერმე აბრაამა სთხოვა ღმერთს პატიება 40 მართლისათვის, უკეთუ აღმოჩნდება 40 მაღტალი ღმერთი დაპირდა პატიებას. მერმე აბრაამა სთხოვა პატიება 35 მართლისათვის, მერმე 30, 25, 20, 15, და 10 მართლისათვის. ღმერთმა აღუთქვა პატიება 10 მართლისათვის ”და თქვა: არ დავღუპავ ათის გამო.”
მერმე ღმერთი განშორდა აბრაამს და აბრაამი დაბრუნდა შინ.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 18 2010, 12:00
პოსტი #16


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



სოდომ-გომორის დასჯა



(3493 წ. ქვეყნის შeქმნიდან და 2015 წ. ქრისტეს შობამდე)
იმ დღეს, როდესაც ღმერთი გამოეცხადა აბრაამს სამი მოგზაურის სახით, საღამოს ორი ანგელოსი შევიდა სოდომში მოგზაურის სახით. ლოტი შეხვდა მათ ქალაქის კარებში და მიიპატიჟა ღამის გასათევად. ისინი წაყვნენ მას. იმ ღამეს სოდომელნი შემოეხვივნენ ლოტის სახლს და მოითხოვეს სტუმრები, შეურაცხყოფის მისაყენებლად. ლოტმა უარი უთხრა მათ, მაშინ სოდომელნი განრისხდნენ, მოინდომეს სახლის კარების შემტვრევა და სტუმრების ძალით წაყვანა, მაგრამ ანგეოსებმა, ისინი ყველა დააბრმავეს და სოდომელნი ძალაუნებურად გაშორდნენ ლოტის სახლს. მერე ანგელოსებმა გამოუცხადეს ლოტს, რომ ღმერთმა უნდა დასაჯოს სოდომ-გომორელნი ბოროტებისათვის და ლოტი დილას ადრე უნდა გავიდეს ქალაქიდან, თავისი ოჯახობით. მართლაც, მეორე დღეს დილით ადრე ანგელოსებმა გამოიყვანეს ქალაქს გარეთ ლოტი, მისი ცოლი და ორი ქალიშვილი და უთხრეს: ” აქედან გაიქეცით, უკან ნუ მოიხედავთ და გზაზე ნუ გაჩერდებით, რომ თქვენც არ აღმოიხოცოთ.” როცა ლოტი მივიდა სიგორს, ღმერთმა ზეცით აწვიმა გოგირდი და ცეცხლი, დააქცია სოდომ-გომორი და მახლობელნი ადგილები, ამოწყვიტა იმათი მცხოვრებნი და ცხოველები. ლოტის ცოლმა მიიხედა უკან და იქცა მარილის სვეტად. სოდომ-გომორის ადგილას ამოვიდა ზღვა, რომელშიაც არავითარ სულდგმულს ცხოვრება არ შეუძლია, ამიტომ ეს ზღვა იწოდება მკვდარ ზღვად. ის არის სიგრძით 77ვერსტი, სიგანით 24 ვერსტი.
ლოტის ქალიშვილებიდან წარმოსდგნენ მოაბელნი და ამონიტელნი.

სოდომ-გომორის დაქცევის შემდგომ აბრააამი გადასახლა გერართის ქვეყანაში. სარრა მიუხედავად იმისა, რომ მოხუცებული იყო, გამოირჩეოდა სიმშვენიერით. აბრაამს ეშინოდა სარრაზე ეთქვა, რომ ჩემი ცოლო არისო და ამბობდა ჩემი და არისო. გერართის ( ფილისტიმელთ) მეფეს, აბიმელექს სარრა მართლა უქმრო ეგონა, მოინდომა მისი ცოლად შერთვა და სასახლეში წააყვანინა; მაგრამ აბიმელექმა ძილში ჩვენება ნახა, ღმერთმა გამოუცხადა მას: სარრა ქმრიანია და არ შეეხო მას, თორემ მოკვდებიო. აბიმელექმა დაუბრუნა აბრაამს ცოლი და უსაყვედურა, რათ მითხარ ჩემი და არისო, კინაღამ შვცოდე წინაშე ღვთისაო. აბრაამმა მიუგო: ” არ ვფიქრობდი, რომ აქ ღვთის მოშიშნი იყავით და მე შემეშინდა, რომ მაგის გულისთვის არ მოვეკალ ვინმეს; როცა უცხო ქვეყანაში შევდივარ, ყველგან ეგრე ვამბობ, რომ არ მომკლან. მერმე აბიმელექმა დაასაჩუქრა აბრაამი და მისცა მას ნება ეცხოვრა მის ქვეყანაში. იქ აბრაამმა ამოთხარა ჭა, რომელსაც დაერქვა ბერსაბე ( ჯურღმული ფიცისა), რადგანაც ამ ჭასთან შმდგომში აბრაამმა და აბიმელექმა ფიცით აღუთქვეს ერთმანეთს თანხმობით და მშვიდობით ეცხოვრათ. აბრაამი ფილისტიმელთ ქვეყანაში დიდხანს დარჩა საცხოვრებლად.



ისაკის შობა. აგარის გაძევება. ისაკის მსხვერპლად შეწირვა.


როცა აბრაამი 100 წლისა იყო და სარრა 90 წლის, მაშინ იმათ ეყოლათ ღვთისაგან აღთქმული შვილი, რომელსაც მერვე დღეს წინდაცვითეს და დაარქვეს ისაკ. ისაკი, რომ წამოიზარდა, ისმაელმა დაცინვა დაუწყო მას. ეს სარრამ შენიშნა, ძლიერ ეწყინა და უთხრა აბრაამს, რომ აგარ და ისმაელ უსათუოდ სახლიდან გაეძვებია, ამის გამო აბრაამი ძლიერ შეწუხდა, მაგრამ ღვთისაგან მიიღო ბრძანება, რომ აგარ და ისმაელ გაეშვა. მეორე დღეს დილით, აბრაამმა გაატანა აგარს საგზლად პური და გუდით წყალი და გაუშვა მისი სახლიდან. აგარს, ბერსაბეს უდაბნოში გზა დაებნა, წყალი გამოელია, ისმაელი მოიქანცა, სიარული ვეღარ შესძლო, უწყლობის გამო ისინი სიკვდილს მოელოდნენ, აგარმა მიაგდო ყრმა, ერთი ხის ძირში და შორე-ახლო დაჯდა მწუხარე, რომ შვილის სიკვდილისთვის არ ეყურებინა. ისმაელმა ხმამაღლა დაიწყო ტირილი. მოწყალე ღმერთმა მიხედა მათ მდგომარეობას და გადაარჩინა ისინი სიკვდილისაგან. აგარს მოესმა ანგელოსის ხმა ზეციდან: ” რა არს აგარ, ნუ გეშინიან; აღდექ, მოკიდე ხელი ყრმას და აიყვანე იგი; მე წარმოვადგენ მისგან დიდძალ ხალხს.” აგარ ადგა და დაინახა წყლით სავსე ჭა, აავსო გუდა წყლით, ასვა შვილს და მოასულიერა იგი. ისმაელი დასახლდა ფარანის უდაბნოში და მისგან წარმოსდგა ისმაიტელნი.
ღმერთს უნდოდა ეჩვენებია ყოველი კაცისთვის აბრაამის სარწმუნოება და მორჩილება, ამიტომ ღმერთმა გამოსცადა იგი. როცა ისაკს შეუსრულდა 17 წელი, ღმერთი გამოეცხადა აბრაამს და უთხრა: ” წაიყვანე, ძე შენი ისაკ, ქვეყანასა მაღალსა და იქ, მაღალ მთაზე, რომელიც მე გიჩვენო, შემომწირე მე ყოვლად დასაწველ მსხვერპლად. აბრაამი დაემორჩილა ღვთის ბრძანებას, მან იფიქრა: ღმერთი აღმიდგენს ძესაო. მეორე დღეს, დილით აკიდა აბრაამმა ვირს შეშა, წაიყვანა ძე თვისი ისაკ, ორი მოსამსახურე, წაიღო ცეცხლი და დანა და წავიდა. აბრაამმა სამ დღეს იარა. ისაკის მსხვერპლად შეწირვაზე ფიქრი აბრაამს ძლიერ სტანჯავდა. სამ დღეს ისაკ მისთვის მკვდარი იყო. მესამე დღეს ღმერთმა უჩვენა აბრაამს მთა- მორია. აბრაამმა ვირი და მოსამსახურენი მთის ძირში დატოვა. შეშა ისაკს აკიდა, დანა და ცეცხლი თვითონ წაიღო და წავიდა. გზაზე ისაკმა უთხრა მამას: ” მამაო! აჰა ცეცხლი და შეშა, სად არის ცხვარი ყოვლად დასაწველად?” აბრაამმა მიუგო ” შვილო, ღმერთმა იხილოს თავისა თვისისა ცხოვარი.” როცა მთაზე ავიდნენ, აბრაამმა გააკეთა სამსხვერპლო, ზედ შეშა დააწყო და განუცხადა ისაკს ნება ღვთისა. ისაკი დაემორჩილა . აბრაამმა შეკრა ისაკი, შეშაზედ დაადო, დანა აიღო და დასაკლავად შვილს მოუღერა. ამ დროს მოესმა ანგელოსის ხმა: ” აბრაამ არ დაკლა ძე შენი, ღმერთმა იცის, რომ შენ გეში ნია მისი.” აბრაამი გაჩერდა. მან აღასრულა ღვთის ნება და ისაკი ისევ ცოცხალი დარჩა. დაინახა იქვე ბუჩქებში გაბმული ვერძი და ის შესწირა ისაკის მაგივრად. აბრაამს კიდევ მოესმა ანგელოსის ხმა: ” უფალი ბრძნებს: რადგანაც შენ ჩემთვის არ დაიშურე ერთად-ერთი ძე შენი, მე გაკურთებ შენ და გავამრავლებ შენს ჩამომავლობას, როგორც ვარსკვლავი ცაში და ქვიშა ზღვის პირზედ და შენი შთამომავლობისაგან მიიღებენ კურთხევას ყოველნი ტომნი ქვეყანისანი.”
ამ ბოლო სიტყვებით ღმერთმა აღუთქვა აბრაამს, რომ მისი ჩამომავლობისგან წარმოსდგებოდა მხსნელი სოფლისა-მესია , ანუ ქრისტე.
ისაკის მსხვერპლად შწირვა მოასწავებდა იესო ქრისრეს სიკვდილს და აღდგომას.



--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ANA
პოსტი Jun 18 2010, 13:37
პოსტი #17


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 26.09.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 64



ანიმანი ძალიან კარგი ადამიანი ხარ და ძალიან კარგ თემებს ხსნი მიხარია რომ ამ ფორუმს ყავხარ smile.gif


--------------------
ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 19 2010, 17:22
პოსტი #18


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



სარას სიკვდილი და დასაფლავება. ისაკის ცოლის შერთვა



სარრა მოხუცდა და, როცა შეიქმნა შობიდან 127 წლის, მოკვდა ქებრონში,ქანაანის ქვეყანაში. მისთვის სასაფლაოდ აბრაამმა იყიდა ქებრონის მახლობლად პატარა მინდორი ორი გამოქვაბულით, რომელსაც ერქვა მახფელა. გამოქვაბულის პატრონს, ეფრონ ქეტელს, აბრაამის პატივისცემის ნიშნად, არ უნდოდა მისგან სასაფლაოში ფასი აეღო, მაგრამ აბრაამმა არ ინება უფასოდ გამორთმევა და მისცა ეფრონს 400 სიკილა და იქ დაასაფლავა სარრა მწუხარე ტირილის და გლოვის შემდგომ.

როცა ისაკს შობიდან შეუსრულდა 40 წელიწადი, აბრაამმა გადაწყვიტა, შეერთო მისთვის ცოლი, მაგრამ მას არ უნდოდა, რომ ისაკს ქანანელი ცოლი ეთხოვა; ამიტომ აბრაამმა გაგზავნა მესოპოტამიაში თავის ნათესავებთან თავისი უერთგულესი, უფროსი მოსამსახურე ელიაზარი. მან ფიცით დაავალა ელიაზარს, რომ ის იქიდან მოგვრის ისაკს ცოლს. ელიაზარმა დატვირთა 10 აქლემი ძვირფასი ნივთებით და წავიდა ქალაქ ხარრანს, შუამდინარეთში, ნაქორის ქალაქში. სადაც ცხოვრობდა აბრაამის ძმა ნაქორ. მივიდა იქ, დაისვენა ერთ ჭასთან და ილოცა ღმერთი: "უფალო ღმერთო აბრაამისაო, კეთილ ჰყავ ჩემი მგზავრობა, აჰა მე ვდგევარ წყაროს პირს, სადაც ქალაქიდგან მოდიან ქალწულნი წყლის ამოსაღებად. ის ქალწული, რომელსაც ვთხოვ წყალს და მეტყვის: " შენცა სუ და აქლემთაცა შენთა ვასვა, იყოს ღვთისაგან ამორჩეული ცოლი ისაკისა." ამ დროს მოვიდა ჭაზე ქალწული, აღმოივსო სარწყული და წასვლა უნდოდა. ელიაზარმა თხოვა წყალი. ქალმა უთხრა: " სუ შენ და აქლემთაცა შენთა ვასვა." ელიაზარს ძლიერ გაუხარდა, ღმერთს მადლობა შესწირა, აჩუქა ქალს ოქროს საყურე, ორი სამაჯური და უთხრა: " ვისი ასული ხარ? ქალმა უთხრა: " მე ვარ რებეკა, ასული ბათოელისა, ძისა ნაქორისა." მერმე ელიაზარმა ჰკითხა, თუ აქვთ ღამის გასათვი ბინა? რებეკამ უთხრა: გვაქვსო. ამ სიტყვების შემდგომ რებეკა წავიდა შინ და ყოველივე გარემოება უამბო თავის ძმას ლაბანს. ლაბანი გაიქცა ელიაზართან და მიიყვანა შინ, აქლემები გადატვირთა და მიუტანა ბზე და თივა. მერმე ელიაზარსაც საჭმელი მიუტანა, მაგრამ ელიაზარმა უთხრა: " არ ვჭამ, სანამდის ჩემ სიტყვას არ ვიტყვი." ლაბანმა უთხრა: " თქვი". ელიაზარმა უამბო ყოველივე გარემოება და დაუმატა: " უკეთუ ჰყოფთ თქვენ წყალობასა, მითხარით მე." ბათოელმა და ლაბანმა უთხრეს: "ეს საქმე ღვთის ნება ყოფილა, აჰა რებეკა შენ წინაშე, იყოს იგი ცოლ ისაკისა." მაშინ ელიაზარმა დაასაჩუქრა რებეკა, ლაბანი და რებეკას დედა ძვირფასი ნივთებით. მეორე დღეს რებეკა დალოცა და აკურთხა დედ–მამამ და მოსამსახურებთან ერთად გამოატანეს ელიაზარს, მან მიუყვანა ისაკს და ისაკმა შეირთო რებეკა ცოლად.

სარრას სიკვდილის შემდგომ აბრაამმა შეირთო მეორე ცოლი ქეტურა, რომელთანაც ეყოლა მას ექვი ვაჟი:
ზიმრანი, იაქშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუახი.

აბრაამი გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულობაში(175წ.). ისაკმა და ისმაელმა დამარხეს ის სარრასთან მახფელას გამოქვაბულში.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 19 2010, 22:52
პოსტი #19


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ისაკის შვილები: ესავ და იაკობ.



ისაკის ცოლს, რებეკას, ქორწინებიდან ოცი წლის განმავლობაში შვილი არ ეყოლა. ისაკი ევედრებოდა ღმერთს, რომ მისთვის მიეცა შვილი. ღმერთმა შეისმინა ვედრება მისი და რებეკას ეყოლა ორი შვილი, ისინი იყვნენ მარჩბივნი ( ტყუპნი). პირველად შობილს უწოდეს ესავ, მეორეს იაკობ. ესავ იყო ბალნით შემოსილი, მას უყვარდა მინდორში ცხოვრება და ნადირობა.. ნანადირევს მამას მიართმევდა და აჭმევდა. იაკობ იყო კაცი მშვიდი, უყვარდა შინ ცხოვრება. ესავ მამას უფრო უყვარდა, იაკობ–დედას. ერთხელ იაკობმა მოამზადა ოსპის შეჭამანდი, ესავ კი ამ დროს დაღლილი და მშიერი მოვიდა მინდვრიდან. მან უთხრა იაკობს: "მაჭამე მე ოსპის შეჭამადი , დაღლილი ვარ და მშიერი". იაკობმა მიუგო: "მომეც მე შენი პირმშოება და გაჭმევ". (პირმშონი, ანუ პირველნი შვილნი იმ დროებაში მამისაგან ღვთის ჩაგონებით მიიღებდნენ კურთხევას). ესავმა უთხრა: "აჰა, მე ვკვდები შიმშილით და რად მინდა პირმშოება?". იაკობმა უთხრა: "შემომფიცე მე ეხლავე." ესავმა შეფიცა. იაკობმა აჭამა მას პური და ოსპის შეჭამანდი. ესავმა ჭამა, სვა, ადგა და წავიდა. არაფრად ჩააგდო პირმშოების გაყიდვა.
ისაკი მოხუცდა (173წ.), დაბრმავდა და სიკვდილს მოელოდა. მან დაუძახა ესავს და უთხრა: "მე მოვხუცდი, არ ვიცი როდის მოვკვდები, წადი ინადირე, მომიმზადე საჭმელი, რომელიც მე მიყვარს, მომართვი, ვჭამ და გაკურთხებ." ისაკის სიტყვები რებეკას ესმოდა; როგორც კი წავიდა ესავ სანადიროდ, რებეკამ უთხრა იაკობს: " შვილო! ორი კარგი თიკანი მომგვარე, მე მოვუმზადებ მამაშენს საჭმელს, როგორც მას უყვარს, შეუტანე, უთხარი, რომ შენ ხარ ესავ, აჭამე და გაკურთევს შენ სიკვდილის წინ." იაკობმა უთხრა: "მამა ჩემი მიცნობს და კურთხევის მაგიერ დამწყევლის", მაგრამ რადგანაც იაკობს პირმშოება ნაყიდი ჰქონდა, რებეკამ დააიმედა; მოამზადა საჭმელი, შემოსა იაკობი ესავის ტანისამოსით, კისერზე და ხელებზე თიკნის ტყავი შემოახვია და გაატანა ისაკთან საჭმელი. იაკობი შევიდა მამასთან. ისაკმა ჰკითხა: " ვინ ხარ შენ?" იაკობმა მიუგო: "მე ვარ ესავ, პირმშო ძე შენი, მოგართვი საჭმელი, დაჯექ ჭამე და მაკურთხე". ისაკი ეჭვში შევიდა და უთხრა იაკობს: " რა არს ესე, რომ მალე გინადირებია". იაკობმა მიუგო: " უფალმა მომცა ". მერმე ისაკმა უთხრა: " მომეახლე, ხელი შეგახო, შენ ხარ ძე ჩემი ესავ თუ არა?" ისაკმა გასინჯა იაკობი და უთხრა: " ხმა ესე, ხომ იაკობისი, ხოლო ხელნი ესე, ხელნი ესავისნი." ისაკმა ვერ იცნო იგი და კიდევ ჰკითხა: " შენ ხარ ძე ჩემი ესავ?"იაკობმა მიუგო: "მე ვარ." მერმე ისაკმა მოთხოვა საჭმელი, იაკობმა მიართვა და აჭამა, ღვინოც მიუტანა და ასვა. მერმე უთხრა ისაკმა: " მომეახლე და ამბორი გიყო( გაკოცო) შენ, შვილო." იაკობი მიეახლა და აკოცა. იყნოსა რა სურნელება სამოსლისა მისისა, (რომელსაც მინდვრის სუნი ადიოდა), აკურთხა და უთხრა: " მოგცეს შენ ღმერთმან ცხვარისაგან ცისა და სიპოხისაგან ქვეყანისა, და სავსება იფქლისა და ღვინისა, და გმონებდნენ შენ თესლები, და თაყვანს გცემდნენ მთავარნი და ძენი მამისა შენისანი, მწყევარი შენი წყეულ იყოს და მაკურთხებელი შენი კურთხეულ იყოს."
იაკობის კურთხევის შემდგომ ესავიც მოვიდა, შეუტანა მამას საჭმელი და კურთხევა თხოვა. ისაკმა ჰკითხა: " ვინ ხარ შენ?" მან უთხრა: " მე ვარ პირმშო შენი, ესავ". ისაკი ძლიერ განცვიფრდა და თქვა:" ვინ იყო იგი, რომელმანც შენ მოსვლამდი მომიტანა მე საჭმელი, ვსჭამე და ვაკურთხენ და კურთხეულ იყოს." ეს სიტყვები, რომ გაიგონა, ესავმა ხმამაღლა დაიწყო ტირილი და ევედრა მამას: " მაკურთხე მეც, მამაო." ისაკმა უთხრა: " მოვიდა ძმა შენი და მოხერხებით მიიღო კურთხევა შენი." ესავმა თქვა: "სამართლად ეწოდა მას სახელად იაკობ ( მზაკვარი, მწიხნელი), ორჯერ მიღალატა მან: ერთხელ პირმშოება ჩემი წამართო, მეორედ კურთხევა." და ევედრებოდა ესავ მამას, რომ ისიც ეკურთხებია. ისაკი მიხვდა, რომ კურთხევა იაკობისა ღვთის ნება იყო, რადგან მან აკურთხა იგი ღვთის ჩაგონებით და ესავს უთხრა:
" მახვილით შენით სცხოვნდე, და ძმასა შენსა მონებდე და ოდესმე განაგდო უღელი მისი ქედისაგან შენისა." ესავ ძლიერ გაჯავრდა და თქვა: " მამაჩემი მალე მოკვდება და მაშინ მე მოვკლავ იაკობს."
ეს ამბავი გაიგო რებეკამ, მან მოუწოდა იაკობს და უთხრა: "ესავ სიკვდილს გპირდება, შენ მესოპოტამიაში წადი ბიძაშენთან, ლაბანთან, და იყავ იქ, სანამ ესავს გული დაუმშვიდდებოდეს." რებეკამ ისაკსაც უთხრა, რომ იაკობი ლაბანთან გაეშვა და იქ შეერთო ცოლი. ისაკმა მოუწოდა იაკობს, დალოცა და კიდევ აკურთხა იგი და გაუშვა მესოპოტამიაში.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jul 12 2010, 16:41
პოსტი #20


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



იაკობის წასვლა მესოპოტამიაში. მის მიერ კიბის ხილვა.



იაკობი წავიდა მესოპოტამიაში, თავის ბიძასთან-ლაბანთან. მას შემოაღამდა გზაზე. ღამის გასათევად მინდორში დაწვა. აიღო ერთი ლოდი, თავ-ქვეშ დაიდო და დაიძინა. ძილში მან იხილა მიწიდან აღმართული კიბე, რომლის თავი ცას წვდებოდა. კიბეზე ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ ენგელოზები. კიბის თავზე იდგა უფალი. უფალმა უთხრა იაკობს: " მე ვარ ღმერთი აბრაამისა და ისაკისა, მამისა შენისა, ნუ გეშინიან, ქვეყანა ეგე, რომელსაზედა შენ გძინავს, მოგცე შენ და შენ ნათესავს და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქვეყანისანი." ამ სიტყვებით ღმერთმა გაამხნევა იაკობი, აღუთქვა მას, რომ მისი შთამომავლობიდან წარმოსდგება მაცხოვარი ქვეყნისა. იაკობს გაეღვიძა, შეეშინდა, ადგა და თქვა: " უფალი არს ადგილსა ამას და მე არ ვიცოდი, ესე არს სახლი ღვთისა და კარი ზეცისა". აიღო ლოდი სასთუმლად რომ ედო, ამ ხილვის სახსოვრად აღმართა სვეტად და ზედ ზეთი დაღვარა , და აღუთქვა ღმერთს მსხვერპლის შეწირვა შინ დაბრუნების დროს. აღთქმა დადო იაკობმა და თქვა: უკეთუ ღმერთი ჩემთან იქნება და დამიფარავს ამ გზაზე, რომელსაც ვადგივარ, მომცემს პურს საჭმელად და სამოსელს შესამოსად, მშვიდობით დავბრუნდები მამისეულ სახლში და უფალი იქნება ჩემი ღმერთი, მაშინ ეს ლოდი, სვეტად რომ დავდგი, ღვთის სახლი იყოს და ყველაფრისგან, რასაც მომცემ, მეათედს შენ მოგიძღვნი. იმ ადგილს დაერქვა ბეთელი (სახლი ღვთისა). წინათ ლუზი ერქვა ამ ქალაქს.

ამ ხილვით გამხნევებულმა იაკობმა განაგრძო გზა თვისი.

კიბე, რომელიც იაკობმა იხილა, მოასწავებდა ღვთისმშობელს, რომლისგანაც იშვა იესო ქრისტე და მან შეაერთა ცა და ქვეყანა. ესე იგი ცოდვით განშორებული კაცი შეარიგა ღმერთთან. ანგელოსების ასვლა და ჩამოსვლა კიბეზე მოასწავებდა ღვთის განგებულობას, ღვთის მზრუნველობას ქვეყანაზე.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

3 გვერდი V  1 2 3 >
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 8.04.2020 - 22:32