IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
ვიქტორინა რელიგიური საკითხების გარშემო - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



7 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> ვიქტორინა რელიგიური საკითხების გარშემო, კითხვები და პასუხები გაზიარება
la-ma-ra
პოსტი Jun 13 2010, 20:08
პოსტი #41


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



1 აჭარიდან. კერძოდ სოფელი დიდაჭარა
2.წყარო გაჩნდა
3. ჯვარზე გააკრეს, ჯვარს, განსხვავებული ფორმა ჰქონდა იმ ჯვრისაგან, რომელზეც მაცხოვრის ჯვარცმა მოხდა. ჯვარს, რომელზეც მოციქული ანდრია მიამსჭვალეს, X ასეთი ფორმა ჰქონდა.


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Jun 13 2010, 20:29
პოსტი #42


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



1. რომელ მოციქულს ეწოდა მარჩბივი?
2. რა მოუვიდათ კორახს, დათანს და აბირონს, როცა ისინი მოსასა და აარონს აუჯანყდნენ?
3. რა მოხდა ზეთისხილის მთაზე?


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
m.g.giorgi
პოსტი Jun 13 2010, 21:47
პოსტი #43


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 45
რეგისტრ.: 11.11.2009
წევრი № 398



ციტატა
1 აჭარიდან. კერძოდ სოფელი დიდაჭარა
2.წყარო გაჩნდა
3. ჯვარზე გააკრეს, ჯვარს, განსხვავებული ფორმა ჰქონდა იმ ჯვრისაგან, რომელზეც მაცხოვრის ჯვარცმა მოხდა. ჯვარს, რომელზეც მოციქული ანდრია მიამსჭვალეს, X ასეთი ფორმა ჰქონდა.

ყველა პასუხი სწორია smile.gif


--------------------
,,როცა ამა თუ იმ კაცზე რისამე თქმა გინდოდეს, პირველად იფიქრე, ვითომ ის კაცი შენ წინა დგას"-მაქსიმე შარაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
m.g.giorgi
პოსტი Jun 14 2010, 10:16
პოსტი #44


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 45
რეგისტრ.: 11.11.2009
წევრი № 398



ციტატა
1. რომელ მოციქულს ეწოდა მარჩბივი?

თომა მოციქულს


--------------------
,,როცა ამა თუ იმ კაცზე რისამე თქმა გინდოდეს, პირველად იფიქრე, ვითომ ის კაცი შენ წინა დგას"-მაქსიმე შარაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლევანი
პოსტი Jun 14 2010, 10:27
პოსტი #45


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 180
რეგისტრ.: 26.06.2008
წევრი № 8



რამდენი შვილი ყავდა აბრაამს?


--------------------
’მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა...’

ლუკა. 6:46 ’რაჲსა მეტყჳთ მე: უფალო, უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვ თქუენ?’
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Jun 14 2010, 14:40
პოსტი #46


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



ლევანი
ციტატა
რამდენი შვილი ყავდა აბრაამს?

8:- 1 ისმაელი, 2-ისააკი, 3 ზიმრანი, 4 იაქშანი, 5 მედანი, 6 მიდიანი, 7 იშბაკი და 8 შუახი


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 15 2010, 12:49
პოსტი #47


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



la-ma-ra
ციტატა
2. რა მოუვიდათ კორახს, დათანს და აბირონს, როცა ისინი მოსესა და აარონს აუჯანყდნენ?

მიწა გაიპო და კორახი, დათანი აბირონი და მთელი მათი ხალხი და ქონება ქვესკნელში ცოცხლად ჩაცვივდა და გადაეფარა მათ მიწა.
ციტატა
3. რა მოხდა ზეთისხილის მთაზე?

უფალმა მოწაფეები წაიყვანა ზეთისხილის მთაზე და დალოცა. სწორედ ამ კურთხევის დროს ამაღლდა ზეცას და დაჯდა ზეციურ ტახტზე, მარჯვენით მამისა.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Jun 15 2010, 14:03
პოსტი #48


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



29 როდესაც მიუახლოვდნენ ბეთბაგეს და ბეთანიას, რომელსაც ჰქვია ზეთისხილის მთა, გაგზავნა ორი მოწაფე,
29 და იყო, ვითარცა მიეახლა ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა თანა, რომელსა ჰრქჳან ზეთისხილთაჲ, წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი.
30 და უთხრა მათ: წადით თქვენს პირდაპირ მდებარე სოფელში და მასში შესვლისთანავე დაინახავთ დაბმულ ჩოჩორს, რომელზედაც ჯერ კაცი არ მჯდარა; ახსენით და აქ მომიყვანეთ.
30 და ჰრქუა მათ: წარვედით წინაშე დაბასა მაგას, რომელსა შეხჳდეთ და ჰპოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცი არღავინ დაჯდომილ არს; აღჰჴსენით და მომგუარეთ მე.


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 15 2010, 23:55
პოსტი #49


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



1.რისი ხელმწიფება უბოძა მაცხოვარმა მოწაფეებს ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში?

2. მაცხოვარმა რისი ქადაგება დაავალა მოწაფეებს და როგორ დამოძღვრა?

3. დაასრულეთ წინადადება.

"მაშ, იყავით გონიერნი........"


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Jun 16 2010, 15:59
პოსტი #50


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



1. ხელმწიფება არაწმიდა სულებზე და სენთა კურნებაზე.
2. სახარებაჲ მათეს თავისაჲ 10

5. ესე ათორმეტნი წარავლინნა იესუ, ამცნო მათ და ჰრქუა: გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ, 6. არამედ მივედით უფროჲს ხოლო ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა. 7. და მი-რაჲ-ხჳდეთ, ქადაგებდით და იტყოდეთ, ვითარმედ: მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ. 8. უძლურთა განჰკურნებდით, მკუდართა აღადგინებდით, კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით. 9. ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა რვალსა სარტყელთა თქუენთა, 10. ნუცა ვაშკარანსა გზასა ზედა, ნუცა ორსა სამოსელსა, ნუცა ჴამლთა, ნუცა კეურთხსა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა. 11. რომელსა ქალაქსა ანუ დაბასა შეხჳდეთ, გამოიკითხეთ; ვინ ღირს იყოს, მუნ დაადგერით ვიდრე გამოსლვადმდე. 12. და შე-რაჲ-ხჳდოდით სახლსა მას, მოიკითხეთ იგი და თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას! 13. და უკუეთუ სახლი იგი ღირს იყოს, მოვიდეს მშჳდობაჲ თქუენი მას ზედა; უკუეთუ არა ღირს იყოს, მშჳდობაჲ თქუენი თქუენდავე მოიქეცინ. 14. და უკუეთუ არავინ შეგიწყნარნეს თქუენ და არცა ისმინნეს სიტყუანი თქუენნი, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ სახლით გინა მიერ ქალაქით, განიყარეთ მტუერი ფერჴთა თქუენთაჲ. 15. ამენ გეტყჳ თქუენ: უმოლხინეს იყოს ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ და გომორისაჲ დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქი იგი.
3. ვითარცა გუელნი და უმანკონი ვითარცა ტრედნი


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 16 2010, 17:03
პოსტი #51


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



1. რას წარმოადგენდა ფარისეველთა წვალება?

2. სადუკეველთა წვალება?


3. ესსელთა წვალება?


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Jun 17 2010, 11:54
პოსტი #52


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



1. წვალება ფარისეველთა.

ფარისეველნი( განყოფილნი, განშორებულნი ) სთვლიდნენ თავის თავს ღვთის მეგობრებად, რადგანაც ისინი
წარმოდგებოდნენ აბრამისაგან და ასრულებდნენ, როგორც საღვთო წერილში დაწერილ სჯულს, აგრეთვე მამა-პაპათა ზეპირ გადმოცემას. მაგრამ ისინი იცავდნენ სჯულს გარეგანი შეხედულობით; ცდილობდნენ, რომ მათ სხვის შესახედად ემოქმედათ სჯულის თანახმად, მაგრამ სრულიად არ ზრუნავდნენ მასზე, რომ მათი ფიქრი, გრძნობა და სურვილი სჯულის თანახმად ყოფილიყო, მომეტებულ ყურადღებას აქცევდნენ საღვთო წესების შესრულებას, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში სჯულის საწინააღმდეგოც იყო . ისინი ამპარტავნობდნენ თავისი ჩამომავლობით და გარეგანი სიწმიდით; ზიზღით უცქერდნენ წარმართებს და ყოველ გაჭირვებულს, როგორც ღვთისგან დასჯილ კაცს. " მე ეგეთი არა ვარ, როგორც სხვა კაცი", ასე ფიქრობდა თავის თავზე ფარისეველი. ფარისევლები ითვლებოდნენ ხალხის მასწავლებლებად და დამცველებად იუდიანთა ეროვნებისა, რომლებსაც ავიწროებდნენ ბერძნები და რომაელები; ამიტომ ხალხი პატივისცემით ეპყრობოდა მათ, რომ ხალხში მათი ღირსება არ დამცირებულიყო და ექოთ და ედიდებინათ ისინი, ფარისევლები ხალხის შესახედავად მარხულობდნენ , ლოცულობდნენ და მოწყაებას აძლევდნენ. ცდილობდნენ შესაკრებელში ყოველთვის პირველი ადგილი დაეკავებინათ; უყვარდათ, როდესაც ესალმებოდნენ სიტყვებით: " მოძღვარ, მოძღვარ". ფარისევლებს ჰქონდათ მცდარი წარმოდგენა მესიაზე. მათი აზრით მესია უნდა ყოფილიყო ამქვეყნიური მეფე. მესიაზე ისინი ამგვარად ასწავლიდნენ ხალხს: " მესია მოვა უეცრად, დაამარცხებს კერპთაყვანისმცემლებს, შეკრებს ისრაელის ყველა ტომს და დაიჭერს დავითის სამეფო ტახტს. ებრაელებს ექნებათ უხვად ოქრო და ვერცხლი და ყოველი ქვეყნიური სიკეთე. ქვეყანაზე რაც ხალხია ყველანი დამორჩილებულ იქმნებიან და ემსახურებიან მათ.


2.წვალება სადუკეველთა.

სადუკეველნი, ფარისევლების წინააღმდეგ, ცნობდნენ მხოლოდ მოსეს ხუთ წიგნს, უარყოფდნენ მამა-პაპათა გადმოცემას, არ აქცევდნენ ყურადღებას საღვთო წესებს, გულგრილად უცქერდნენ სარწმუნოებას, ისინი უარყოფდნენ ანგელოზთა და ეშმაკთა არსებობას, არ სწამდათ უკვდავება სულისა, მკვდრეთით აღდგომა და მომავალი საუკუნო ცხოვრება.. ისინი ზრუნავდნენ მხოლოდ ქვეყნიურ ცხოვრებაზე, ქვეყნიურ განცხრომაზე, კმაყოფილებაზე, სმა-ჭამასა და მხიარულებაზე.

3. წვალება ესსელთა.

ესსელნი (მკურნალნი) ცხოვრობდნენ უდაბნოში, განსაკუთრებით მკვდარი ზღვის ნაპირზე დასავლეთისაკენ, ჰქონდათ საზოგადო ქონება, იცვამდნენ თეთრ ტანისამოსს; დროს ატარებდნენ შრომაში, განსაკუთრებით ავადმყოფთა მკურნალობაში, ლოცვაში, საღვთო წერილის კითხვაში და საღვთო წერილის წიგნების კითხვაში და საღვთო გალობების გალობაში. მათ სწამდათ, რომ ქვეყანაზე ბოროტება წარმოსდგა კაცის სხეულისგან და და სხეულს თვლიდნენ სულის საპყრობილედ. ისინი ასწავლიდნენ, რომ სულის საცხოვნებლად საჭიროა არა მსხვერპლი, არა საქმენი სჯულისანი, არამედ სასტიკი აკრძალვა ყოველივე იმისა რაც მოუტანს სხეულს კმაყოფილებას; ამიტომ ისინი ითმენდნენ სასმელ-საჭმელს, ხორცს არ ჭამდნენ და ესსელთა უმეტესობა უარყოფდა ცოლ-ქმრობასაც. შაბათის უქმობას უერთებდნენ სხვადასხვა ცრუმორწმუნეობას. მათი სწავლით შაბათს არ შეიძლება ცეცხლის დანთება, არ შეიძლება საგნის გადადგმა ერთი ადგილიდან მეორეზე და სხვ...
ცივ წყალში ბანაობას აწერდნენ განსაკუთრებულ საღვთო მოქმედებას. დიდი კრძალვით უცქერდნენ მზეს: დუმილით ელოდნენ მის ამოსვლას და ლოცვით ეგებებოდნენ მის პირველ სხივებს. ისინი მოელოდნენ მესიას, ქრისტეს, როგორც უდიდებულესს მეუდაბნოეს, რომელიც განათავისუფლებს სულს მისი საპყრობილედან.


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Jun 17 2010, 22:12
პოსტი #53


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



1. რას ამბობს მაცხოვარი იოანე ნათლისმცემელზე, ვინ არის იგი?
2. ვინ იყო ის ყრმა, რომელზეც მიუთითა იესომ მოციქულებს და უთხრა: თუ არ იქებით როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ღვთის სასუფეველშიო?
3. რა ერქვათ იოანე ნათლისმცელის მშობლებს?


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 18 2010, 00:31
პოსტი #54


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(la-ma-ra @ Jun 17 2010, 23:12) *

1. რას ამბობს მაცხოვარი იოანე ნათლისმცემელზე, ვინ არის იგი?
2. ვინ იყო ის ყრმა, რომელზეც მიუთითა იესომ მოციქულებს და უთხრა: თუ არ იქებით როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ღვთის სასუფეველშიო?
3. რა ერქვათ იოანე ნათლისმცელის მშობლებს?


1,წინასწარმეტყველი და უფრო მეტიც. რადგანაც დედისაგან შობილი არც ერთი წინასწარმეტყველი არ აღმატებია იოანეს; ხოლო ღმერთის სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია.

2..წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი.


3, ზაქარია და ელისაბედი.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Jun 18 2010, 11:23
პოსტი #55


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



animani
სწორია


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Jun 18 2010, 14:39
პოსტი #56


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



1. რა უპასუხა მაცხოვარმა ფარისევლებს, როცა ჰკითხეს: . რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? ვინაიდან ხელს არ იბანენ პურის ჭამისას.
2.დაასრულეთ:
"რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს.

. თუ იქნება იქ ძე მშვიდობისა..."
3 რა უპასუხა მაცხოვარმა მართას, როცა მან სთხოვა: " დამან ჩემმან მარტო დამიტევა მე მსახურებად. არქუ მას რაითა შემეწეოდეს მეო"


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 19 2010, 14:17
პოსტი #57


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(la-ma-ra @ Jun 18 2010, 14:39) *

1. რა უპასუხა მაცხოვარმა ფარისევლებს, როცა ჰკითხეს: . რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? ვინაიდან ხელს არ იბანენ პურის ჭამისას.
2.დაასრულეთ:
"რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს.

. თუ იქნება იქ ძე მშვიდობისა..."
3 რა უპასუხა მაცხოვარმა მართას, როცა მან სთხოვა: " დამან ჩემმან მარტო დამიტევა მე მსახურებად. არქუ მას რაითა შემეწეოდეს მეო"


1." პირით შემავალი კი არ შებილწავს კაცს, არამედ პირიდან გამომავალია ის, რაც ბილწავს კაცს."

2."მშვიდობა ამ სახლს. და თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას, თუ არა და, თქვენი მშვიდობა თქვენავე დაგიბრუნდებათ."

3."მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მართა, მართა! ზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათჳს, აქა ერთისაჲ არს საჴმარ.ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან."




--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Jun 19 2010, 22:00
პოსტი #58


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



animani
ყველა პასუხი სწორია


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 21 2010, 21:28
პოსტი #59


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



1. ვისზეა დაწერილი ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: "ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი. "

2. რომელი მოციქული აღწერს იოანე ნათლისმცემლის ცხოვრებას?


3. მაცხოვარმა შვიდი პურითა და ცოტაოდენი თევზით, რამდენი ხალხი დააპურა და რამდენი კალათა აავსეს ნარჩენებით?


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
m.g.giorgi
პოსტი Jun 21 2010, 23:56
პოსტი #60


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 45
რეგისტრ.: 11.11.2009
წევრი № 398



ციტატა
1. ვისზეა დაწერილი ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: "ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი. "

იოანე ნათლისმცემელზე
ციტატა
2. რომელი მოციქული აღწერს იოანე ნათლისმცემლის ცხოვრებას?

მათე მახარებელი
ციტატა
3. მაცხოვარმა შვიდი პურითა და ცოტაოდენი თევზით, რამდენი ხალხი დააპურა?

5000 კაცი.
ციტატა
რამდენი კალათა აავსეს ნარჩენებით

შვიდი


--------------------
,,როცა ამა თუ იმ კაცზე რისამე თქმა გინდოდეს, პირველად იფიქრე, ვითომ ის კაცი შენ წინა დგას"-მაქსიმე შარაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

7 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 8.04.2020 - 22:46