IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
მოძღვარი - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> მოძღვარი, ჩვენი მესაიდუმლე და გულშემატკივარი გაზიარება
მოძღვარი
1. ჩვენ როგორი კრიტერიუმებით შევარჩიეთ სულიერი მოძღვარი?
ა) პიროვნული თვისებების მიხედვით [ 7 ] ** [30.43%]
ბ) რამდენად ცნობილი მოძღვარია [ 0 ] ** [0.00%]
გ) არანაირი კრიტერიუმების მიხედვით არ შემირჩევია [ 16 ] ** [69.57%]
2. რამდენად მორჩილები ვართ მის წინაშე?
ა) ყოველთვის ვემორჩილებით მის ლოცვა-კურთხევას [ 16 ] ** [69.57%]
ბ) მხოლოდ იმას რაც ჩვენთვის არის მისაღები [ 6 ] ** [26.09%]
გ) საერთოდ არ ვემორჩილებით [ 1 ] ** [4.35%]
3. როგორ ვიღებთ მის სიტყვას, როგორც უფლის სიტყვას?
ა) ზოგჯერ [ 6 ] ** [26.09%]
ბ) კი [ 16 ] ** [69.57%]
გ) არა [ 1 ] ** [4.35%]
სულ ხმები:: 69
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
animani
პოსტი Jun 21 2010, 21:00
პოსტი #1


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ჩვენ მოძღვრებისაგან გაცილებით მეტად ვართ დავალებულები, ვიდრე ჩვენი ხორციელი მამებისაგან, რომლებიც ჩვენ ამ ქვეყნისა და ამ ქვეყანასთან ერთად საცხოვრებელად გვაჩენენ, ხოლო ისინი კი - ზეცისა და ღმერთთან ერთად მარადიული ცხოვრებისათვის.
წმ. იოანე ოქროპირი



ცხოვრების ტემპი ისე აჩქარებულია, იმდენი საზრუნავი და საფიქრალი გვახვევია გარს, რომ დღეები ელვის სისწრაფით გადის. ვერც კი ვამჩნევთ პრობლემებით დახუნძლული და გულდამძიმებულნი ხშირად საკუთარ თავში ვიკეტებით და მარტო ვცდილობთ პრობლემების მოგვარებას. ირგვლივ კი უამრავი ადამიანია, მაგრამ გულს ვერავის გადაუშლი. თითქოს ყველას თავისი საზრუნავი აქვს და არ გინდა ზედმეტი პრობლემა მოახვიო თავს. როგორი კარგი დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეთ მეგობრებთან, მშობლებთან , ბოლომდე მაინც ვერ ვიხსნებით და სულიერად აფორაქებული დავდივართ.
ასეთ წუთებში გვახსენდება ადამიანი, რომელიც მოგვისმენს, დაგვმოძღვრავს, თუ საჭიროა დაგვტუქსავს კიდეც, ვისაც შეგიძლია ბოლომდე მიენდო და საჭირო რჩევა-დარიგება მიიღო. გვახსენდება სულიერი მოძღვარი, რომელიც ზეცისა და ღმერთთან ერთად მარადიული ცხოვრებისათვის გვამზადებს.
"უწიმაძღვროდ ადამიანის გონებას არ ძალუძს ზეცაში აღსვლა. " ამბობს ღირსი მამა,პეტრე დამასკელი.
ღირსი მამების უამრავი გამონათქვამები არსებობს სულიერ მოძღვარზე. ეს ისეთი ამოუწურავი თემაა, მაგალითად როგორ შევარჩიოთ სულიერი მოძღვარი. ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) ამბობს:
"მოძღვარი უნდა ავირჩიოთ ჩვენი ვნებების ხარისხის შესატყვისად და მივენდოთ მას. თუ თავშეუკავებელი და ავხორცობისკენ ხარ მიდრეკილი, მაშინ მასწავლებელი შენი მესაგრე და საკვების მიღებაში ულმობელი უნდა იყოს. და არა სასწაულთმოქმედი და ისეთი, რომელიც მზადაა ყველა შეარიგოს და ტრაპეზით უმასპინძლოს. თუ ქედმაღლობით გამოირჩევი, მაშინ მოიძიე მკაცრი და არდამთმობი მოძღვარი და არა უწყინარი და კაცთმოყვარე - არ უნდა ვეძებდეთ წინასწარმეტყველ და ნათელმხილველ მოძღვარს, არამედ უწინარეს ჩვენი ზნის და სულიერი უძლურების შესაბამის თავმდაბალ და ბრძენ მასწავლებელს.".
საინტერესოა ჩვენ როგორი კრიტერიუმებით შევარჩიეთ სულიერი მოძღვარი, რამდენად მორჩილები ვართ მის წინაშე და როგორ ვიღებთ მის სიტყვას, როგორც უფლის სიტყვას ?


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Mesiis_maxvili
პოსტი Jun 21 2010, 23:41
პოსტი #2


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 12.02.2010
წევრი № 496



საინტერესოა!

ამას წინათ ერთ ყმაწვილთან მომივიდა კამათი, რომელიც მიმტკიცებდა, რომ ჯერ მოუსმენს თავის მოძღვარს და თუ მისთვის მისაღები იქნება ეს რჩევა-დარიგება და თუნდაც ლოცვა კურთხევა, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მას.

sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Jun 22 2010, 10:47
პოსტი #3


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



ციტატა
საინტერესოა!

ამას წინათ ერთ ყმაწვილთან მომივიდა კამათი, რომელიც მიმტკიცებდა, რომ ჯერ მოუსმენს თავის მოძღვარს და თუ მისთვის მისაღები იქნება ეს რჩევა-დარიგება და თუნდაც ლოცვა კურთხევა, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მას.

sad.gif

მოძღვრას როდესაც შეარჩევს ადამიანი, უნდა მიიღოს მისგან რჩევა დარიგებები. თუ არ მიიღებს მაშინ ვერც იქნება მისი მოძღვარი.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Jun 22 2010, 11:53
პოსტი #4


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ციტატა(Mesiis_maxvili @ Jun 21 2010, 19:41) *

საინტერესოა!

ამას წინათ ერთ ყმაწვილთან მომივიდა კამათი, რომელიც მიმტკიცებდა, რომ ჯერ მოუსმენს თავის მოძღვარს და თუ მისთვის მისაღები იქნება ეს რჩევა-დარიგება და თუნდაც ლოცვა კურთხევა, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მას.

sad.gif

და ასეც უნდა იყოს... მკალავიშვილს რო დაუჯერა მრევლა ბრმად, ამიტომაცაა რომ დღეს ამდენი ხალხი ვერ მონაწილეობს ჭეშმარიტ საიდუმლოებებში...
თუმცა რჩევა-დარიგებასაც გააჩნია რაზეა... თუკი უბრალოდ ცხოვრებისეული დარიგებაა, წესით უნდა დავუჯეროთ მოძღვარს, მაგრამ თუკი მოძღვარი დოგმატურ ან კანონიკურ საკითხს ეხება და იცი რომ შეცდომას უშვებს, მისი ბრმად მიყოლა კარგს არაფერს მოგიტანს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Mesiis_maxvili
პოსტი Jun 22 2010, 12:53
პოსტი #5


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 12.02.2010
წევრი № 496



ციტატა(ლეონი @ Jun 22 2010, 11:53) *

და ასეც უნდა იყოს... მკალავიშვილს რო დაუჯერა მრევლა ბრმად, ამიტომაცაა რომ დღეს ამდენი ხალხი ვერ მონაწილეობს ჭეშმარიტ საიდუმლოებებში...
თუმცა რჩევა-დარიგებასაც გააჩნია რაზეა... თუკი უბრალოდ ცხოვრებისეული დარიგებაა, წესით უნდა დავუჯეროთ მოძღვარს, მაგრამ თუკი მოძღვარი დოგმატურ ან კანონიკურ საკითხს ეხება და იცი რომ შეცდომას უშვებს, მისი ბრმად მიყოლა კარგს არაფერს მოგიტანს...



მხოლოდ ერთ განმარტებას გავაკეთებ, მკალავიშვილი წმინდა სინოდის მიერ განკვეთილია და მოძღვარი აღარ არის, ამიტომ მრევლის მხრიდან არავითარი ვალდებულება აღარ არსებობს, მას დაუჯეროს და მოუსმინოს.
ამ ადამიანებისათვის დედა ეკლესიამ თავისი გადაწყვეტილებით გააჩინა გადარჩენის გზა: შეინანონ თავისი საქციელი და დაუბრუნდნენ დედა ეკლესიას, რაც მრავალმა უკვე გააკეთა, ხოლო ის პირები ვინც დღესაც მასთან ჯიუტად არიან, სამწუხაროდ არ ემორჩილებიან წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას და ამით იმსახურებენ იმას სადაც და ვისთანაც არიან.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Jun 22 2010, 12:55
პოსტი #6


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



და სანამ არ განიკვეთებოდა უნდა დაეჯერებინა მრევლს და ჯვრები ერტყათ თავში სხვისთვის?.. და ეს ცოდვა მათ არ მოეკითხებათ რადგან მოძღვარს მიყვებოდნენ?.. სწორედ სიბრმავეა ცოდვა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლევანი
პოსტი Jun 22 2010, 13:17
პოსტი #7


Masters
****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 180
რეგისტრ.: 26.06.2008
წევრი № 8



მათე. 15.14. ' ბრმანი არიან და წინამძღუარნი ბრმათანი. ხოლო ბრმაჲ ბრმასა თუ წინაუძღჳნ, ორნივე მთხრებლსა შთაცჳვიან.'


--------------------
’მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა...’

ლუკა. 6:46 ’რაჲსა მეტყჳთ მე: უფალო, უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვ თქუენ?’
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Jun 23 2010, 21:27
პოსტი #8


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



მოდერატორი ვინც ხართ აქ, ამ თემას სახელი შეუსწორეთ... rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Jun 23 2010, 22:02
პოსტი #9


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



მოძღვრის რჩევასა თუ ლოცვა-კურთხევას ბრმად არ უნდა მივყვეთ. ჩემს შემთხვევაში ასეა: კურთხევა გვაქვს მე და ჩემს სულიერ და-ძმებს, მოძღვრის კურთხევა შევადაროთ წმიდა წერილს და თუ ვნახეთ, რომ მოძღვრის კურთხევა ეწინააღმდეგება წმიდა წერილს, მაშინ პირველ რიგში უნდა ვუთხრათ ამის შესახებ მოძღვარს 2 მიზეზით, ჯერ ერთი იმიტომ, რომ თუ ის მართლაც შეცდა, სხვასაც არ მისცეს იგივე კურთხევა და თუ ეს დავამტკიცეთ არ დავემორჩილოთ, (რაზედაც ასევე გვაქვს კურთხევა) და მეორე, შეიძლება ჩვენ ვცდებით, არასწორად გვესმის წმიდა წერილის ის ნაწილი, რომელთანაც ჩვენი აზრით წინააღმდეგობაში მოდის მოძღვრის კურთხევა, მოძღვარი განგვიმარტავს, წმიდა მამების განმარტებებს მიგვითითებს და ჩვენი ეჭვიც გაიფანტება, რის შემდეგაც დამშვიდებულნი შევასრულებთ კურთხევას. ჯერ არ მომხდარა მსგავსი რამ, თუ მოხდა აუცილებლად სწორედ ასე მოვიქცევი smile.gif


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 27 2010, 23:06
პოსტი #10


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ძალიან საინტერესო და საჭირო ინფორმაციაა მათვის , ვისაც სულიერი მოძღვარი არ ჰყავს.

" ეკლესია ქრისტიანს ანიჭებს უფლებას, თავად ამოირჩიოს საკუთარი სულიერი დამრიგებელი. შესანიშნავია, თუ იგი გახდება მახლობელი ტაძრის მოძღვარი, მაგრამ, რადგან თითოეული ქრისტიანის სულის მოწყობილობა უკიდურესად ინდივიდუალურია, მოძღვრები კი ხასიათის მიხედვით, ასევე სულიერი გამოცდილებებითაც განსხვავებულები არიან, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მოძღვრის პოვნა, რათა ქრისტიანსა და მის მიერ არჩეულ მოძღვარს შორის სულიერი კონტაქტი დამყარდეს, ურთიერთგაგება და სულიერი ნდობა წარმოიშვას. ასეთ დროს სულიერი ხელმძღვანელობა კეთილ ნაყოფს გამოიღებს.

აი, რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მას, ვისაც სურს, შესაფერისი სულიერი ხელმძღვანელი იპოვოს:

თავდაპირველად მხურვალედ ილოცეთ უფლისადმი, სთხოვეთ მას, მოგანიჭოთ კეთილგონიერი და კარგი სულიერი დამრიგებელი. გახსოვდეთ: როგორც ითხოვთ, ისე მოგეცემათ. წადით უახლოეს ტაძარში, ღვთისმსახურების დროს ყურადღება მიაქციეთ მღვდლებს. შეეცადეთ, გულით იგრძნოთ, რომლის მიმართ უფრო მეტადაა იგი კეთილგანწყობილი. მიდით ამ მოძღვართან აღსარებაზე, მოინანიეთ ცოდვები, დასვით ყველა ის კითხვა, რომელიც გაწუხებთ (მხოლოდ შეეცადეთ, არ ილაპარაკოთ ამაოდ, არამედ გარკვევითა და ნამდვილად მნიშვნელოვან საკითხებზე).

მიუხედავად იმისა ყურადღებით თუ გულგრილად, თანაგრძნობით თუ გულითადადაა განწყობილი თქვენდამი მღვდელი, თავად განსაზღვრეთ - მიანდობთ მას თქვენს პრობლემებს, თუ მხოლოდ რიგითი აღსარებით შემოიფარგლებით და შემდეგ სხვა მოძღვრის ძიებას განაგრძობთ?! მაგრამ თუ მიენდეთ მას და მისგან მიიღეთ რჩევა და კურთხევა, მაშინ წმიდად აღასრულეთ იგი, როგორც თავად უფლისაგან მოცემული სიტყვა და ნუ ირბენთ შემდეგ ერთი მოძღვრიდან მეორესთან თქვენთვის არმოსაწონი დარიგებების შეცვლის იმედად. ყველა მოძღვრის სახით თანაბრად მოქმედებს ერთი და იგივე ქრისტე და ამიტომ ორჯერ მიმართვა ერთი და იგივე საკითხით სხვადასხვა მოძღვრებთან, ცოდვაა (თუ, რა თქმა უნდა, თავდაპირველადვე თქვენ კონკრეტული კურთხევა მოგცეს, როგორ უნდა მოქცეულიყავით). მაგრამ ეს არ გაწყობდათ და წახვედით სხვა მოძღვართან, ეს არ არის მიზანშეწონილი.

თუ ახლომდებარე ტაძარში ვერ იპოვით მოძღვარს, რომელსაც თქვენი სულის ხელმძღვანელობას მიანდობთ, ნუ წარიკვეთთ სასოს, ნელ-ნელა, როდესაც ტაძარში უფრო ხშირ სიარულს დაიწყებთ, ურთიერთობაში შეხვალთ სხვა მართლმადიდებელ ქრისტიანებთანაც, გაიგებთ, რომელ ტაძარში რომელი მოძღვარი სარგებლობს მრევლის სიყვარულით და თქვენი შესაძლებლობები, რომ იპოვოთ სულიერი ხელმძღვანელი, მნიშვნელოვნად გაიზრდება.
მაგრამ თუ მორწმუნე ვერ აღმოაჩენს გამოცდილ მოძღვარს და ძალაუნებურად იმ მოძღვართან ივლის, რომელიც გარემოებათა გამო ახლო-მახლო იმყოფება, მაშინ უფალი მას ასეთი მორჩილებისთვის დაიფარავს.
დაბოლოს, მას, ვისაც სურს, იპოვოს სულიერი მოძღვარი, უნდა ახსოვდეს უფალი იესო ქრისტეს სიტყვები: „ითხოვდით და მოგეცემათ, ეძიებდით და ჰპოვოთ“. მთავარია, არ შეწყვიტოთ გულმხურვალე ლოცვა და უფალი გამოგიჩენთ ღვთივსათნო მოძღვარს თქვენი სულის საცხოვნებლად.

მოამზადა თამარ ასათიანმა
ჟურნალი „დედა-ეკლესია“, № 2, 2004 წ.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 27 2010, 23:19
პოსტი #11


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა
" რათა ქრისტიანსა და მის მიერ არჩეულ მოძღვარს შორის სულიერი კონტაქტი დამყარდეს, ურთიერთგაგება და სულიერი ნდობა წარმოიშვას. ასეთ დროს სულიერი ხელმძღვანელობა კეთილ ნაყოფს გამოიღებს.


ეს ალბათ, ჩვენი სულიერი ცხოვრებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია, არის თქვენსა და სულიერ მოძღვარს შორის სულიერი კონტაქტი? გთხოვთ გულწრფელი პასუხები იყოს.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
tamusa
პოსტი Jun 28 2010, 00:24
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 28.06.2010
წევრი № 630



ციტატა(animani @ Jun 27 2010, 23:19) *

ეს ალბათ, ჩვენი სულიერი ცხოვრებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია, არის თქვენსა და სულიერ მოძღვარს შორის სულიერი კონტაქტი? გთხოვთ გულწრფელი პასუხები იყოს.


ძალიან კარგი მოძღვარი მყავს. შეუძლია ბოლომდე მოგისმინოს, როგორც საკუთარ შვილს და ამას აკეთებს დიდი სიყვარულით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 30 2010, 01:22
პოსტი #13


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(tamusa @ Jun 28 2010, 01:24) *

ძალიან კარგი მოძღვარი მყავს. შეუძლია ბოლომდე მოგისმინოს, როგორც საკუთარ შვილს და ამას აკეთებს დიდი სიყვარულით.


ისე მოხდა, რომ ეკლესიური ცხოვრება ძალიან გაუცნობიერებლად დავიწყე. გავხდი რუსული ეკლესიის მრევლი. მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ჩემს სულიერ ცხოვრებას აკლდა ის რაც ყველა ჩვენგანისათვის არის მშობლიური და გულში ჩამწვდომი. მშობლიურ ენაზე მომესმინა წირვა-ლოცვა, რასაც ადრე დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი.
ახლა, საოცრად ბედნიერი ვარ, დავდივარ წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში და მხოლოდ ახლა შევიგრძენი რას ნიშნავს მშობლიურ ენაზე ეზიარო შენს სარწმუნოებას.
მოძღვარი ძალიან კარგად უნდა იცნობდეს თავის სულიერ შვილს და არ არსებობს ალბათ ამქვეყნად ისეთი ადამიანი ვისთანაც იმდენი სულიერი სიახლოვე გქონდეს ვიდრე მოძღვართან.

მაგრამ არის მეორე მომენტი და ამაზე ძალიან საინტერესოდ საუბრობს მამა თეოდორე გიგნაძე, მოძღვარი არ უნდა გავაკერპოთ.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Invisible
პოსტი Jul 8 2010, 09:59
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 8.07.2010
წევრი № 640



ფანატიკოსი, რომელიც არ იყო ის ავირჩიე smile.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
nino nergadze
პოსტი Jul 12 2010, 19:06
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 93
რეგისტრ.: 15.12.2008
მდებარ.: q. tbilisi
წევრი № 152



ჩემი მოძღვრის არჩევა არანაირი კრიტერიუმებით არ მოხდა..ჩემი მეგობრების მოძღვარი იყო და რომ მივედი ეკლესიაში ზუსტად ის დამხვდა და ავიყვანე კიდეც ....მართლა დიდი სიახლოვე არსებობს მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის და სულ სხვაა ურთიერთობა.....ყოველთვის ვცდილობ დავემორჩილო....ადამინი რომელსაც მოძღვარი არ ყავს და ეკლესიურად ცხოვრებას არ ცდილობს ჩემი ზრით სულ სხვა არის და მისი აყვანის შემდეგ და ეკლესიური ცხოვრების დაწყების შემდეგ სულ სხვა ადამიანი ხდება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
natia...
პოსტი Jul 12 2010, 20:03
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 85
რეგისტრ.: 21.08.2009
წევრი № 319



მე მიყვარს ჩემი მოძღვარი smile.gif

აღსარებაზე სულ შიშით მივდივარ,მაგრამ....
ისე გამიღიმებს ხოლმე რომ....
და ყოველთვის ზუსტად იმას მეუბნება რაც მართლა მშველის smile.gif

ჩემი მოძღვარი მამა დავითია და მადლობა უფალს ამ წყალობისთვის wub.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
iako.a
პოსტი Aug 18 2010, 23:40
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: moderator
პოსტები: 53
რეგისტრ.: 27.07.2010
წევრი № 665



ჩემი მოძღვარი მამა დავითია და მადლობა უფალს ამ წყალობისთვის...

+1 smile.gif wub.gif wub.gif


--------------------
მთავარია შენი სულის სიმშვიდე...
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
არა განუფინო მარგალიტი წინაშე ღორთა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
natia...
პოსტი Aug 23 2010, 17:19
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 85
რეგისტრ.: 21.08.2009
წევრი № 319



iako.a
აღსარებაზე დაგინახე პარასკევს და გიცანი wub.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
maiko2210
პოსტი Aug 25 2010, 19:15
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 25.08.2010
წევრი № 685



მე ყოველთვის ვუჯერებ ჩემ სულიერ მოძღვარს, მან წინასწარ იცის ჩემს შესახებ ყველაფერი, ხანდახან გაოცებული ვარჩები, იმდენად კარგად მიცნობს რომ სახეზე მატყობს რა მიჭირს და რა მილხინს..... როგორ შეიძლება ასეთ მოძღვარს არ დავუჯერო? მამა იოანე რომ არ მყავდეს კარგი ხნის გაღუპული ვიქნებოდი.......

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
iako.a
პოსტი Aug 25 2010, 21:06
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: moderator
პოსტები: 53
რეგისტრ.: 27.07.2010
წევრი № 665



natia...
მართლა? smile.gif
მე რომ არ გიცნობ რა სირცხვილია smile.gif


--------------------
მთავარია შენი სულის სიმშვიდე...
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
არა განუფინო მარგალიტი წინაშე ღორთა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

2 გვერდი V  1 2 >
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 10.04.2020 - 04:18