IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
იოანე-ზოსიმეს წინასწარმეტყველება ქართულ ენაზე - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



 
Reply to this topicStart new topic
> იოანე-ზოსიმეს წინასწარმეტყველება ქართულ ენაზე, იოანე-ზოსიმეს წინასწარმეტყველება, ქართულ ენაზე სრულდება, ქართული ენა ი გაზიარება
ioanezosime
პოსტი Sep 27 2010, 10:00
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 27.09.2010
წევრი № 708



იოანე-ზოსიმეს წინასწარმეტყველება ქართულ ენაზე სრულდება, ქართული ენა იშიფრება, მეორედ მოსვლა ახლოვდება?
ვისაც ეს საკითხები გაინტერესებთ დაბეჯითებით გირჩევთ ნახოთ საიტი:
http://zazatsikoridze.wordpress.com/
ამ საიტზევე არის ინფორმაცია ქართული გვარებზე და ქართველთა წარმოშობაზე.

გთხოვთ ამ საიტის შესახებ თქვენი მოსაზრებები ამ თემაში დადოთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Sep 27 2010, 16:08
პოსტი #2


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(ioanezosime @ Sep 27 2010, 10:00) *

იოანე-ზოსიმეს წინასწარმეტყველება ქართულ ენაზე სრულდება, ქართული ენა იშიფრება, მეორედ მოსვლა ახლოვდება?
ვისაც ეს საკითხები გაინტერესებთ დაბეჯითებით გირჩევთ ნახოთ საიტი:
http://zazatsikoridze.wordpress.com/
ამ საიტზევე არის ინფორმაცია ქართული გვარებზე და ქართველთა წარმოშობაზე.

გთხოვთ ამ საიტის შესახებ თქვენი მოსაზრებები ამ თემაში დადოთ.

გამარჯობა,
წავიკითხე თქვენი საიტი. იქნებ მიპასუხოთ, ის რომ ქართული გვარები ნაწარმოებია რა კავშირშია ქართული ენის გაშიფრასთან. (აქვე დავამატებ, რომ თითქმის ყველა ენაში სახელები და გვარები იწარმოება ). ქართული ენის წარმომავლობისა და გაშიფვრის შესახებ დიდი ხანია მუშაობენ ენათმეცნიერები. ამიტომ ხმამაღალი განცხადება, რომ რადგანაც ქართული ენა იშიფრება მეორედ მოსვლა ახლოვდება, ცოტა სასაცილოა და მეტი არაფერი.
რამდენად არის მეცნიერულად დამტკიცებული თქვენი გამოკვლევები და საერთოდ პოლიტიკა რა კავშირშია ქართული ენის გაშიფრასთან. წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში, მაგრამ ცოტა სენსაციური განცხადება გამოგივიდათ smile.gif


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ioanezosime
პოსტი Sep 27 2010, 16:41
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 27.09.2010
წევრი № 708



პოლიტიკა რა შუაშია ვერც მე ვხვდები.
ქართული გვარები კი რომ იშიფრება, ამით ის მტკიცდება რომ არე, ური, რი, ერი სუფიქსები ქართულია, რომლისაგანაც ბევრი უცხოური სიტყვაა ნაწარმოები. არეც ლათინური ეგონათ. გარდა ამისა ამ სუფიქსებით შესაძლებელი ხდება ქართველების თავდაპირველი საცხოვრებლების დადგენა.
ნაჩვენებია, რომ ბევრი სიტყვა ქართული ეტიმოლოგიისა და ამდენად იოანე-ზოსიმეს წიანსწარმეტყველება, რომ ქართულ ენაში მრავალი საიდუმლო იმალება და ამავე დროს ბევრი ენის მხილება მოხდება ამ ენით მეორედ მოსვლის წინ. მხილება კი სწორედ ეს არის, რომ რაც ბერძნული და ლათინური ეგონათ ქართული ყოფილა. ე.ი. ოთხი დღის ამYრალებული ლაზარე აღდგომას იწყებს.
თქვენ ამ სტატიის წაკითხვის მერე ეს გაუგებარი დაგრჩათ? მე არ მეგონა თუ ასე რთულად ეწერა ავტორს.
პოლიტიკა, ალბათ მეორე სტატიას თუ გულისხმობთ?
ეგ ავტორს თავის საიტზე უნდოდა რომ ქონოდა ალბათ, ხოლო მე განსახილველად პირველი სტატია გამოვიტანე.

animani
მეცნიერები თუ დიდი ხანია მუშაობენ და ვერ გაშიფრეს, ეს სწორედ ავტორის სასახელოდ მეტყველებს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი Sep 28 2010, 00:31
პოსტი #4


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



ციტატა
მეორედ მოსვლა ახლოვდება?

მე ეგ საიტი არ მინახია მაგრამ ამ კითხვაზე პასუხად ციტატას მოვიყვან სახარებიდან:
ლუკა.17.
20. ჰკითხეს მას ფარისეველთა: ოდეს მოიწიოს სასუფეველი ღმრთისაჲ? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა მოვიდეს სასუფეველი ღმრთისაჲ ზმნით; 21. არცა თქუან: აჰა აქა, ანუ იქი. და აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს. 22. და ჰრქუა მოწაფეთა: მოვლენან დღენი, ოდეს გული-გითქუმიდეს თქუენ დღეთათჳს ძისა კაცისათა ხილვად და არა იხილოთ. 23. და გრქუან თქუენ: აჰა აქა არს, და: აჰა იქი არს, ნუ განხუალთ, ნუცა შეუდგთ. 24. რამეთუ ვითარცა ელვაჲ რაჲ ელავნ ქუეშე ცისაჲთგან, ვიდრე ქუეშე ცისამდე ბრწყინავნ, ესრეთ იყოს ძე კაცისაჲ დღეთა მისთა.


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი Sep 28 2010, 01:10
პოსტი #5


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



მათეს სახარების 24 თავი მთლიანად ამ საკითხზეა. და იქ, 36 მუხლში მკაფიოდ წერია:
36. ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან.

ასევე მარკოზის სახარება. 13 თავი ამ საკითხზეა. 32-37
32. ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცათა შინა, არცა ძემან, არამედ მამამან. 33. არამედ იხილეთ და მღჳძარე იყვენით, და ილოცევდით, რამეთუ არა იცით, ოდეს იყოს ჟამი იგი. 34. ვითარცა-იგი კაცმან გზად წარმავალმან დაუტევის სახლი თჳსი და მისცის მონათა თჳსთა ჴელმწიფებაჲ და კაცად-კაცადსა საქმე თჳსი და მეკარესა ამცნის, რაჲთა მღჳძარე იყოს. 35. იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცის, ოდეს-იგი უფალი სახლისაჲ მის მოვიდეს: მწუხრი ანუ შუვა-ღამეს, ანუ ქათმისა ჴმობასა, ანუ განთიად; 36. ნუუკუე მოვიდეს მეყსეულად და გპოვნეს თქუენ მძინარენი. 37. ხოლო რომელსა ესე გეტყჳთ თქუენ, ყოველთა გეტყჳ: მღჳძარე იყვენით.



--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ioanezosime
პოსტი Sep 28 2010, 09:06
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 27.09.2010
წევრი № 708



beso
მართალი ხარ.
იმ საიტის ავტორს აქვს მითითება სტატიის ბოლოში, თუ როგორი იქნება მისი აზრით მეორედ მოსვლა. სახარებიდან აქვს მოტანილი ციტატები.
ისე წაგეკითხა სტატია, საინტერესო იქნება შენი აზრი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ioanezosime
პოსტი Sep 28 2010, 11:28
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 27.09.2010
წევრი № 708



animani
კიდევ ერთხელ გადავხედე თქვენს წერილს და ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ თქვენ ბოლომე ყურადღებით არ წაგიკითხავთ სტატია, ან ზერელედ შიგადაშიგ გადახედეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა მიმხვდარიყავით რა შუაშია ქართული გვარები და ქართული ენა ერთმანეთთან. ქართულ გვარებზე მხოლოდ დასაწყისშია საუბარი და ჩემი აზრით უფრო საინტერესო რაღაცეები შემდეგ წერია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ioanezosime
პოსტი Sep 28 2010, 12:52
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 27.09.2010
წევრი № 708



animani
განცხადება, რომ რადგანაც ქართული ენა იშიფრება მეორედ მოსვლა ახლოვდება, ცოტა სასაცილოა და მეტი არაფერი.
თქვენი ციტატაა.

აქედან მე ასეთ დასკვნას ვაკეთებ, რომ იოანე-ზოსიმეს წინასწარმეტყველება თქვენთვის სასაცილოა.
დარწმუნებული ვარ იოანე-ზოსიმეს წინასწარმეტყველებას კარგად იცნობთ. გადავხედე თქვენს პოსტებს. გეტყობათ რომ ასეთი საკითხები იცით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
beso
პოსტი Sep 28 2010, 21:06
პოსტი #9


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 321
რეგისტრ.: 26.06.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 9



ioanezosime
როგორც კი მოვიცლი იმ წუთში წავიკითხავ smile.gif


--------------------
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ioanezosime
პოსტი Oct 15 2010, 22:16
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 27.09.2010
წევრი № 708



ნახეთ პატრიარქმა, რომ თქვა თავის ქადაგებში მეორედ მოსვლა ქართულ ენაზე მოხდებაო? აჰა ესეც მე ვარ? ჩემი თუ არ გჯერათ პატრიარქს მაინც დაუჯერეთ!!!!

ამ საკითხთან დაკავშირებით ნახეთ საიტი:

http://zazatsikoridze.wordpress.com/
აქ არის მასალები ქართულ ენაზე, იოანე-ზოსიმეს წინასწარმეტყველებაზე, მეორედ მოსვლაზე, ქართულ გვარებსა და ქართველების წარმოშობაზე.

http://www.presa.ge/new/?m=news&NID=914
აქ არის პატრიარქის ქადაგება სადაც ის ამბობს, რომ მეორედ მოსვლისას განკითხვა ქართულ ენაზე მოხდებაო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Oct 16 2010, 22:38
პოსტი #11


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ციტატა
პატრიარქმა, რომ თქვა თავის ქადაგებში მეორედ მოსვლა ქართულ ენაზე მოხდებაო?

როდის თქვა? სრული სისულელეა ამის მტკიცება... და ჩემი აზრით ამის ვარაუდიც...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ioanezosime
პოსტი Oct 17 2010, 22:54
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 27.09.2010
წევრი № 708



ლეონი

როდის თქვა და ამ ბმულზეა ნახე:
http://www.presa.ge/new/?m=news&NID=914

თუ გინდა ვიდეოს ბმულსაც მოგცემ:
http://sstv.ge/Video.php?VideoFile=../qada..._2010-10-10.flv

ლეონი

,,როდის თქვა? სრული სისულელეა ამის მტკიცება... და ჩემი აზრით ამის ვარაუდიც..."

იცი, რაა? ეგ რაც აქ თქვი წადი და შენს მოძღვარს უთხარი. ალბათ ეკლესიაში დადიხარ და მოძღვარიც გყავს, თუ შენი ავატარით ვიმსჯელებთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ioanezosime
პოსტი Oct 25 2010, 17:07
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 27.09.2010
წევრი № 708



არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო. ამიტომ ბოდიშს გიხდით, მაგრამ ზოგიერთების პოსტებზე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არიან ადამიანები ვინც რომის პაპზე უფრო კათოლიკეა და პატრიარქზე უფრო მართლმადიდებელი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
oldbeliever
პოსტი Dec 1 2010, 22:41
პოსტი #14


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 110
რეგისტრ.: 18.07.2010
წევრი № 654



ioanezosime

გამარჯობა "იოანეზოსიმე". ამ საიტზე დიდი ხანია არ შემოვსულვარ და ამიტომ მომიტევეთ, რომ გვიან გეხმაურებით. საკითხმა დამაინტერესა. ნამდვილი იოანე-ზოსიმეს "ქებაი" წაკითხული აქვს ყველა განათლებულ ქართველს და არ მეგულება მათგან არც ერთი ეს საკითხი გულთან ახლოს არ მიჰქონდეს. მაგრამ უამრავ ინტერპრეტაციაში სწორი ვერსიის გამოყოფა ძალზედ ძნელია. მითუმეტეს, როცა საკითხი ეხება მეორედ მოსვლას... ალბათ განმარტება არ უნდა დამჭირდეს, თუ რატომ.

ამ კუთხით წავიკითხე თქვეს მიერ მითითებული საიტის მასალა. უფრო სწორედ მისი რეზიუმე. გულახდილად გეტყვით მთელი სტატია არ წამიკითხავს, დრო არ მქონდა. მაგრამ, რეზიუმეში არაფერია ნათქვამი არც იოანე-ზოსიმეზე და არც მეორედ მოსვლაზე, არც იმაზე, რა შუაშია აქ ან საქართველო ან კიდევ ქართული ენა. იქნება თქვენ უფრო კონკრეტულად გადმოგვცეთ რაშია საქმე?


--------------------
"დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!" (გალატ. 1:8).

"უკუეთუმცა კაცთაღა სათნო-ვეყოფვოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ" (გალატ. 1:10).

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
tamari-tamari.
პოსტი Dec 13 2010, 16:38
პოსტი #15


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 0
რეგისტრ.: 16.07.2012
წევრი № 784



წავიკითხე ეს სტატია და ნამდვილად საინტერესო ცნობებია და ვარაუდებია მოყვანილი.ალბატ ყველა ქარტველს გაუგია რაიმე იოანე ზოსიმეს წინასწარმეტყველებაზე, ან ის მაინც მოხვედრია ყურს სადმე "ქართული ენა-ლაზარე". ბიბლიაში უამრავი საიდუმლოა ჩადებული და უამრავი წინასწარმეტყველება რომლებსაც ვხედავთ რომ დროდადრო სრულდება.ასე რომ უბრალოდ ერთი თხოვნა მაქვს როდესაც გმერთმა თქვა პატივი ეცი სენს მშობლებსო აქ შეიძლება ჩვენზე უფროსი ასაკის ადამიანიც მოვიაზროთ და ვიყოთ უფრო მეტად ზრდილობიანები,სანამ რაიმეს ვიტყვით ცოტა უფრო მეტი ვიფიქროთ და თუ არ ვიცით არც ვთქვათ. ნუ შევურაცხვყოფთ ერთმანეთს მითუმეტეს პატრიარქის ნათქვამ სიტყვებს, ისე გამოვთქვათ ჩვენი აზრი. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Jan 18 2011, 13:14
პოსტი #16


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ეს თემა როგორ გამომრჩენია..
ციტატა
როდის თქვა და ამ ბმულზეა ნახე:http://www.presa.ge/new/?m=news&NID=914

ჯერ არ მინახავს, მაგრამ მასეთი რამ გინდ პატრიარქმა თქვას და გინდ საპოჟნიკმა... სისულელე სისულელეა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 8.04.2020 - 21:44