IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
"სასწაული" - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



4 გვერდი V < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
animani
პოსტი Jun 8 2011, 18:36
პოსტი #41


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(la-ma-ra @ Jun 8 2011, 13:34) *

ფორუმელებო ამაზე რას ფიქრობთ?



ალბათ ჩვენ ადამიანები ასე ვართ მოწყობილი, რომ იმ მიღმიერ სამყაროს ვერასდროს დავინახავთ, რადგან ჩვენი მხედველობა მხოლოდ სამ გაზომილებას აღიქვამს. ის რაც უხილავია ჩვენი თვალსთვის, არ ნიშნავს რომ არ არსებობს.
ადამიანს მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ შეუძლია, გადავიდეს იმ სამყაროში და ეს ისეთი კანონზომიერებაა, ჩვეულებრივი ცოცხალი ადამიანი ამას ვერასდროს შეიგრძნობს, დაინახავს და გაიგებს.



--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Mesiis_maxvili
პოსტი Jun 8 2011, 23:49
პოსტი #42


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 12.02.2010
წევრი № 496



ციტატა(la-ma-ra @ Jun 8 2011, 12:34) *

ფორუმელებო ამაზე რას ფიქრობთ?

IPB-ს სურათი


ძვირფასო ლამარა, ძალიან გთხოვ ასეთი სახის ,,ფოტოშედევრებს" ნუ დაუჯერებ, რადგან ეს წმინდა წყლის შარლატანობაა.
დავასახელებ რამდენიმე არგუმენტს:
1. ტურინის სუდარაზე ამ ბოლო დროს გაკეთებული ზუსტი კვლევის შემდეგ, იესოს დადგენილი პორტეტი, სავსებით არ ჰგავს აქ გამოქვეყნებულს.
2. დღემდე არსებული ფოტოსურათები, რომლებიც გვიჩვენებენ წმინდანების, ღვთისმშობლის თუ იესო ქრისტეს ეგრეთ წოდებულ სასწაულებრივ გამოჩინებებს, კომპეტენტური ფოტოექსპერტების და მკვლევარების მირ ჩატარებული კვლევით მიჩნეულია, ზოგ შემთხვევაში ფოტოშოპის ოსტატურ გამოყენების შედეგად, ზოგ შემთხვევაში ობიექტივის მიერ სინათლის არეკვლის და ინტერფერენციის ეფექტად და ზოგ შემთხვევაში ფოტოაპარატის გაუმართაობის მიზეზით კადრის კადრზე დადების გამო უცნაური გამოსახულებების მიღებით. (მე თვითონ ვარ დიდი ხნის განმავლობაში ფოტოგრაფიით დაკავებული და მრავალგზის მქონია მსგავს ფაქტებთან საქმე).
3. ჩაცმულობა აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ პერიოდს, როდესაც ქრისტე ქადაგებდა.
4. თუ კარგად დავაკვირდებით აღნიშნულ სურათს, მივხვდებით, რომ იგი არა ფოტოგრაფიული გამოსახულების ანაბეჭდია, არამედ ნახატისა. ანუ საქმე გვაქვს ნახატის ასლთან და არა ფოტოგრაფიულ გამოსახულებასთან.
ეს რაც შეეხება გამოსახულებას.


ხოლო სურათის ქვემოთ მოყვანილ ტექსტი საკმაოდ არა დამაჯერებელია, რადგან მსგავსი შემთხვევა, რომ ნამდვილად მომხდარიყო მართლმადიდებელი სამყაროსათვის ეს იქნებოდა ქრისტეს გამოცხადების ტოლფასი მოვლენა და ამაზე აუცილებლად იქნებოდა წმიდა სინოდის მსჯელობა და ჩვენც ჩვენი ეკლესიის მეშვეობით, აუცილებლად მოვისმენდით პატრიარქისა და უმაღლესი სასულიერო იერარქებისაგან ამ მოვლენის შესახებ.


P.S. ჩემო ქრისტესმიერო საყვარელო დაო ლამარა, ერთი წუთითაც არ ჩათვალო, რომ ჩვენ რწმენას, ან შენ გებრძვი. პირიქით ძალიან დიდ პატივს გცემ და გაფასებ, როგორც კარგ ადამიანს და ქრისტიანს, უბრალოდ არ მინდა, რომ ასეთ იაფასიან შარლატანობას აყვე. (რადგან უმრავლეს შემთხვევებში ასეთი სასწაულის ავტორები, სამწუხაროდ ცრუ და ფანტაზიორი ადამიანები არიან)
ჩემი მოკლე ჭკუით, ჩემო ლამარა, ყველაზე დიდი და სარწმუნო სასწაული არის სახარება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
პოსტი Jun 9 2011, 11:49
პოსტი #43





ჯგუფი:
პოსტები: 0
რეგისტრ.: --
წევრი № 0




კი მაგრამ რატომ წაშალეს ჩემი დაპოსტილი იმ ადამიანის პასუხად,რომელიც მამა გიორგი ბასილაძეს აუგად მოიხსენიებდა?კიდევ ერთხელ ვამბობ : დიდი ბერი გაბრიელი(ურგებაძე),დიდი ბერი გიორგი(ბასილაძე) ,დიდი ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი არიან ბოლო ჟამის საქართველოს მანათობელი ბუმბერაზი წმინდა მამები აწყობთ ამის თქმა და აღიარება ვიღაც ვიღაცეებს თუ არა!!! იცოდეთ სიმართლეს ვერავინ წაუვა ვერსად,იმიტომ,რომ თავად ღმერთია სიმართლე!!!
User is offlinePM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Jun 9 2011, 12:06
პოსტი #44


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



კოლხი
ძმაო, შენს პასუხში იყო სასულიერო პირის განკითხვა და აგრესია. ამიტომ გთხოვ გაეცნო და დაიცვა ფორუმის წესები ( http://forum.archangels.ge/index.php?showtopic=176 ). იმედია სწორად გამიგებ და არ გეწყინება. ფორუმზე იკრძალება ნებისმიერი სასულიერო პირის პიროვნების აუგად მოხსენიება და განკითხვა, აგრესიული ტონი. თუ დაუკვირდი შეამჩნევდი, რომ არამარტო შენი ნაწერი აკლია.

კიდევ გთხოვ, რომ თემის შინაარს არ გავცდეთ.

თუ რაიმე კითხვები გექნება, გთხოვ პირადი შეტყობინებით დამიკავშირდე, ან ფორუმის ადმინისტრაციას დაუკავშირდე, როგორც ფორუმის წესებშია მითითებული.

შეგეწიოს წმ. დავით გარეჯელი.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Jun 9 2011, 15:39
პოსტი #45


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



Mesiis_maxvili
ციტატა
ჩემო ქრისტესმიერო საყვარელო დაო ლამარა, ერთი წუთითაც არ ჩათვალო, რომ ჩვენ რწმენას, ან შენ გებრძვი. პირიქით ძალიან დიდ პატივს გცემ და გაფასებ, როგორც კარგ ადამიანს და ქრისტიანს, უბრალოდ არ მინდა, რომ ასეთ იაფასიან შარლატანობას აყვე.

არც ვაპირებ. მე მხოლოდ მინდა გავიგო, ამ ამბის შესახებ, სურათის ქვეშ რომ არის, ვინმეს თუ სმენია. მე არ ვამტკიცებ, რომ ეს სურათი ნამდვილია, თემას ჰქვია "სასწაული" და აქ ნამდვილი სასწაულებიც განიხილება და ის მოვლენებიც, რომელიც მავანმა შეიძლება სასწაულად მიიჩნიოს და ვთვლი, რომ ასთი მოვლენებიც უნდა განვიხილოთ, რომ არავინ ცდუნდეს და დაბრკოლდეს. ძალიან ვაფასებ შენს დამოკიდებულებას ჩემდამი და არ ვთვლი, რომ მებრძვი, ჩვენ მოკავშირეები ვართ. smile.gif


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Mesiis_maxvili
პოსტი Jun 9 2011, 23:02
პოსტი #46


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 12.02.2010
წევრი № 496



ციტატა(la-ma-ra @ Jun 9 2011, 15:39) *

Mesiis_maxvili

არც ვაპირებ. მე მხოლოდ მინდა გავიგო, ამ ამბის შესახებ, სურათის ქვეშ რომ არის, ვინმეს თუ სმენია. მე არ ვამტკიცებ, რომ ეს სურათი ნამდვილია, თემას ჰქვია "სასწაული" და აქ ნამდვილი სასწაულებიც განიხილება და ის მოვლენებიც, რომელიც მავანმა შეიძლება სასწაულად მიიჩნიოს და ვთვლი, რომ ასთი მოვლენებიც უნდა განვიხილოთ, რომ არავინ ცდუნდეს და დაბრკოლდეს. ძალიან ვაფასებ შენს დამოკიდებულებას ჩემდამი და არ ვთვლი, რომ მებრძვი, ჩვენ მოკავშირეები ვართ. smile.gif


გაიხარე smile.gif წმ. დავით გარეჯელი იყოს შენი მფარველი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
პოსტი Jun 15 2011, 13:02
პოსტი #47





ჯგუფი:
პოსტები: 0
რეგისტრ.: --
წევრი № 0



ციტატა

მაინც რას გვიმალავენ? ფაქტების გარეშე ნებისმიერი ჩვენგანისთვის ეს მხოლოდ ცილისწამებაა თქვენი მხრიდან. მაგრამ ამის დასამტკიცებლად მოგიწევთ უტყუარი ფაქტები მოიყვანოთ.
ჩვენ არავის მონები არ ვართ და არავინ მანიპულირებს ჩვენი სულებით, ეს მხოლოდ მაშინ ხდება როდესაც რომელიმე ჩვენგანი გააპიარებს ცოცხალ ადამიანებს, მას ეთაყვანება და ვერც კი ხვდება ვის ეთაყვანება ცოცხალი ადამიანების ხატებას თუ თვით უფალს.


იკითხეთ,სად არიან ცოცხალი წმინდანებიო_არ გვასწავლეს მათ შესახებ არაფერი,სიცრუით გაგვიტენეს თავი,აქაოდა არ არსებობენ დღეს დიდი ძალისა და მადლის მქონე წმინდანებიო,არადა არსებობენ და მერე როგორები.წმინდანად შერაცხვა ეკლესიის მიერ მხოლოდ ფორმალური მხარეა.ის ,რომ რომ სერაფიმ საროველი და სხვა ბევრი წმინდანი ეკლესიამ დიდი ხნის შემდეგ შერაცხა წმინდანებად ხომ არ გულიუსხმობს იმას,რომ ისინი სიცოცხლეშივე არ იყვნენ წმინდანები?! მათ სიცოცხლეშივე ქონდათ წმინდანური ძალა და აღასრულებდნენ სასწაულებს,კურნებებს,ისინი ღმერთიდან იყვნენ აღიარებული და დადგენილი წმინდანებად და არა სასულიერო პირების ნებით.წმინდანს მისი კანონიზაცია კი არ აძლევს წმინდანობის სტატუსს,არამედ ღმერთი.წმინდა ნიკოლოზი დაბადებიდანვე წმინდანი იყოო_მარტო ეს ფაქტი მეტყველებს ყველაფერზე.
რაც შეეხება დღევანდელ დროში მათ არსებობას,არავინ მოგატყუოთ არ არსებობენო.თავად წმინდა მამის სიტყვებია,რომ ღმერთს ყველა დროში ყავს და ყავდა წმინდანები,რომლებიც ხილულად თუ უხილავად მუშაობენ ხალხზე,მათ სულებზე რომ ისინი ღმერთის მისაღებად მოამზადონ.წაიკითხეთ მამა გიორგისბასილაძის წიგნები და ძალიან ბევრ რამეს გაიგებთ ამ ყველაფრის შესახებ.ინტერნეთში როგორც ვიცი დევს წიგნების ელექტრონული ვერსიები.




ციტატა

მე პირადად არცერთ მათგანს არ ვიცნობ და რომ ვიცნობდე განა ეს რამეს შეცვლიდა?
მე მოძღვარი იმისთვის მჭირდება ღმერთისკენ მიმავალი გზა დამანახოს და არა იმიტომ რომ პიროვნებაში ვეძებო ღმერთი.



ძალიან ბევრ რამეს შეცვლიდა,ისევე როგორც შეცვალა ათასობიღთადამიანის ცხოვრებაში.აი ღმერთისკენ მიმავალი გზა რომ დაგანახოს ხომ თვითონ უნდა ჰქონდეს გავლილი ის გზა,ცოდვები რომ დაგაძლევინოს ხომ მთვითონ უნდა ქონდეს დაძლეული ისინი.თუ ეს ყველაფერი არ აქვს მას გავლილი,ის ვერ დაგანახებს სწორ გზას,იმ გზას,რომელიც უეჩველად მიგიყვანს ღმერთამდე.წმინდანს კი მიღწეული აქვს ამ მდგომარეობამდე,ის გაღწეულია ღმერთამდე,ღმერთი უკვე თავად მასშია და მან ზუსტად იცის,როგორ მიგიყვანოს ღმერთთან.მან შენი სულის მდგომარეობა იცის,ხედავს შენს სულს ,გულს,იცის რა წყლულები გაქვს სულში და თავად გინკურნავს მას,გწვრთნის რა და იღებს რა შენს ცოდვებს საკუთარ თავზე რომლის გამოსასყიდათაც გმერთის წინაშე ის თავად ტირის და იტანჯება,ამით ნელ ნელა განთავისუფლებს იმ ბორკილებისგან,რომლითაც ბოროტს ყავხარ შეკრული და რომლისგანაც მარტო ვერ შეძლებ განთავისუფლებას.წმინდანები სიკვდილზეც ლი მიდიან ჩვენი სულების გადასარჩენად,ისინი აქ ჩვენს გამო ცხოვრობენ ,ეს ჩვენ გვჭირდება მათ გვერდით ყოფნა და არა იმათ ჩვენგან აღიარება,რადგამ მათ მიაღწიეს იკვე ამ ცხოვრების არსსა და მიზანს_განღმრთობას.ნუ დაკარგავთ მათი გაცნობის ,მათ გვერდით ყოფნის ბედნიერებას,ისინი ხომ ღმერთის დიდი წყალობა არიან ჩვენთვის.გირჩევთ,აუცილებლად წაიკითხეთ მამა გიორგის წიგნები და ისინი დაგეხმარებათ თავად აღმოაჩინოთ და იცნოთ დღეს მოქმედი წმინდანები,რომლებიც ცოცხალ რწმენას ჩაუყრიან საფუძველს თქვენს სულებში და თავად შეგაგრძნობინებენ ღმერთს.
დიდ სულიერ წინსვლას,დიდ ქრისტესმიერ სიხარულსა და სიყვარულს და მუდამ სწორ გზაზე სიარულს გისურვებთ!
User is offlinePM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Jun 15 2011, 15:47
პოსტი #48


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



კოლხი
მამა გიორგის წიგნები წაკითხული მაქვს. ერთი კითხვა კი მიჩნდება. ერთ წიგნში მამა გიორგი ამბობს: ჟურნალისტებმა "შემისწორეს" ნაწერიო. მე ვთქვი "საქართველო ქრისტეს ქვეყანაა" მათ კი დაწერეს "საქართველო ქრისტიანული ქვეყანააო", თითქოს მე არ მესმოდა რას ვამბობდი და მათ ჩემზე უკეთ იციან მე რისი თქმა მინდაო. ჰოდა ამ წიგნებსაც ხომ ყავს "კორექტორი", ის არ ცვლის მამა გიორგის სიტყვებს თავის ჭკუაზე?


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
Mesiis_maxvili
პოსტი Jun 15 2011, 20:39
პოსტი #49


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 12.02.2010
წევრი № 496



კოლხი ძმაო,

მე მიმაჩნია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, არავის არ ატყუებს და არც ტვინს გვირეცხავს.

შენ შენებურად გწამს, ღმერთმა გაგიმარჯვოს.

მე კი ზევით რაც დავწერე მჯერა და მწამს, ღმერთმა ჩემ გზაზე გამიმარჯვოს.

ამიტომ გთხოვ გწამდეს შენთვის და აქ თავზე ნუ მოგვახვევ იმას რაც შენთვისაა სარწმუნო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
პოსტი Jun 17 2011, 13:18
პოსტი #50





ჯგუფი:
პოსტები: 0
რეგისტრ.: --
წევრი № 0



ციტატა
კოლხი
მამა გიორგის წიგნები წაკითხული მაქვს. ერთი კითხვა კი მიჩნდება. ერთ წიგნში მამა გიორგი ამბობს: ჟურნალისტებმა "შემისწორეს" ნაწერიო. მე ვთქვი "საქართველო ქრისტეს ქვეყანაა" მათ კი დაწერეს "საქართველო ქრისტიანული ქვეყანააო", თითქოს მე არ მესმოდა რას ვამბობდი და მათ ჩემზე უკეთ იციან მე რისი თქმა მინდაო. ჰოდა ამ წიგნებსაც ხომ ყავს "კორექტორი", ის არ ცვლის მამა გიორგის სიტყვებს თავის ჭკუაზე?


მამა გიორგის წიგნებში არც ერთი სიტყვა არ დაწერილა მისი ნების გარეშე და მით უმეტეს გადაკეთებული.მესმის სიმართლის დამალვის მოსურნეს რაღაც შეეცვალოს და გადაეკეთებინოს,მაგრამ წიგნის ავტორები თავად არიან ნამდვილები,უდიდესი პატრიოტები და მებრძოლი სულის ხალხი,რომოლთათვისას მამა გიორგის ყოველი სიტყვა უძვირფასესია,ამიტომ მაგ,, საფრთხე ,, ამ შემთხვევაში ნამდვილად არაა.
User is offlinePM
Go to the top of the page
პოსტი Jun 17 2011, 13:34
პოსტი #51





ჯგუფი:
პოსტები: 0
რეგისტრ.: --
წევრი № 0



ციტატა
კოლხი ძმაო,

მე მიმაჩნია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, არავის არ ატყუებს და არც ტვინს გვირეცხავს.

შენ შენებურად გწამს, ღმერთმა გაგიმარჯვოს.

მე კი ზევით რაც დავწერე მჯერა და მწამს, ღმერთმა ჩემ გზაზე გამიმარჯვოს.

ამიტომ გთხოვ გწამდეს შენთვის და აქ თავზე ნუ მოგვახვევ იმას რაც შენთვისაა სარწმუნო.



იცით რა,ეგ თქვენი პირადი აზრია,მე არავის არაფერს ვახვევ თავზე.თქვენ არ გსიამოვნებთ,სხვისთვის შეიძლება დაფიქრების საგანი გახდეს.ნუ მიკრძალავთ აზრის გამოთქმას,მგონი ფორუმი ყველასია და იმიტომაა,რომ ყველამ თავისი შეხედულება დააფიქსიროს.მეც დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში და ბოლომდე გავიტან.თქვენც თქვენი სიმართლით გაქვთ,გნებავთ მიიღეთ ჩემი ნათქვამი,გნებავთ ნუ მიიღებთ,ეს თქვენი ნებაა რათქმაუნდა.მე ჩემი სიმართლისთვის ვიბრძვი,ყველა თავისი სიმართლისთვის იბრძვის.ამდენ სიმართლეს შორის კი ისაა საქმე და მთავარი რომელი ემთხვევა ღმერთისას,.
ისე ერთ წმინდანს აქვს ნათქვამი დაახლოებით ასეთი რამ:,,სამი სიმართლე არსებობს ამ ქვეყნად:შენი საკუთარი,ღმერთის და მტრის.თუ შენი სიმართლე ემთხვევა ღმერთისას,ეს ძალიან კარგია,ხოლო თუ ამ სიმართლეში მტრის სიმართლეც ურევია,მაშინ წმინდანი იქნებიო,,.


User is offlinePM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 17 2011, 14:26
პოსტი #52


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



კოლხი
ციტატა
იცით რა,ეგ თქვენი პირადი აზრია,მე არავის არაფერს ვახვევ თავზე

ფორუმი ყველასია, თქვენც გაქვთ რათქმაუნდა თქვენი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ არ დაგავიწყდეთ არავინ მოგცემთ იმის უფლებას, რომ ასე ხელაღებით ლაფი დაასხათ ჩვენს სასულიერო იერარქიას. ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება.

ციტატა
მეც დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში და ბოლომდე.
გავიტან

ვერ გავიგე, ვინმე აქ ებრძვის მამა გიორგის, რა სიმართლის გატანას აპირებთ. მაგრამ კარგად დაფიქრდით და თქვენს გულში ჩაიხედეთ, როდესაც სხვა ყველა ცუდია თქვენს თვალში და მხოლოდ მამა გიორგია წმინდანი, ეს არ არის პიროვნების გაკერპება?


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
პოსტი Jun 20 2011, 14:06
პოსტი #53





ჯგუფი:
პოსტები: 0
რეგისტრ.: --
წევრი № 0



ციტატა
ფორუმი ყველასია, თქვენც გაქვთ რათქმაუნდა თქვენი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ არ დაგავიწყდეთ არავინ მოგცემთ იმის უფლებას, რომ ასე ხელაღებით ლაფი დაასხათ ჩვენს სასულიერო იერარქიას. ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება.


ციტატა

ვერ გავიგე, ვინმე აქ ებრძვის მამა გიორგის, რა სიმართლის გატანას აპირებთ. მაგრამ კარგად დაფიქრდით და თქვენს გულში ჩაიხედეთ, როდესაც სხვა ყველა ცუდია თქვენს თვალში და მხოლოდ მამა გიორგია წმინდანი, ეს არ არის პიროვნების გაკერპება?


მე მოვიყვანე ფაქტები და გავაკეთე შედარება.სამწუხაროდ ჩემი დაპოსტილების სრულმა ვერსიამ ვერ მოაღწია თქვენამდე და ალბათ ამიტომაა გაუგებარი თქვენთვის რაღაცები ჩემს ნაწერში.ჩემი დამოკიდებულება მამა გიორგისა და სხვა წმინდანების მიმართ ნამდვილად არაა გაკერპება,ესაა ღმერთის დანახვა და აღიარება მასში და დღეს მოქმედ ცოცხალ წმინდანებში,რომლთა სიაში მარტო მამა გიორგი არაა,არამედ სხვებიც მრავლად არიან,უბრალოდ მათი ცნობისთვის და აღმოჩენისთვის თავად უნდა იყო მზად და ამზადებს დღეს საქართველოს სასულიერო ხელისუფლება ამისთვის ხალხს?_არა და ეს დანაშაულია.ვგულისხმობ იმათ ვინც უშუალოდ მართავს და განაპირობებს ამინდს,ვინც სიმართლეს რაღაც მიზნებით მიზანმიმართულად მალავს.მერწმუნეთ არაფერი დარჩება დაფარული,ყველაფერს გააცხადებს ღმერთი და თქვენთვისაც, ნათელი გახდება ყველაფერი.
ვწუხვარ,რომ თქვენი გაღიზიანება გამოიწვიეს ჩემმა დაპოსტილებმა,მაგრამ ეს ისეთი ფაქიზი და ყველასათვის მტკივნეული თემაა,მოველოდი კიდეც ამას.იმედია ადმინისტრატორები,რომლებიც ჩემ ნაწერებს სრულად გაეცნენ,მიხვდებიან რისი თქმაც მინდოდა და რომ რაც
ვთქვი,სინამდვილეა,დღევანდელი
მწარე რეალობაა და არა ზღაპარი.
ეკლესია თუ არ გაიწმინდა,ქვეყანა წინ ვერ წავა,ამას დანახვა უნდა.ესაა ჩემი მთავარი სათქმელი.
User is offlinePM
Go to the top of the page
ლეონი
პოსტი Jun 21 2011, 00:00
პოსტი #54


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 697
რეგისტრ.: 15.05.2008
წევრი № 5



ციტატა
ეკლესია თუ არ გაიწმინდა,ქვეყანა წინ ვერ წავა,ამას დანახვა უნდა.ესაა ჩემი მთავარი სათქმელი.

აი ბოლო წინადადება 100%იან!..
მაგრამ ჩემი აზრით ფსევდონამდვილებისგან უფრო უნდა გაიწმინდოს ეკლესია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 21 2011, 10:34
პოსტი #55


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(ლეონი @ Jun 21 2011, 01:00) *

აი ბოლო წინადადება 100%იან!..
მაგრამ ჩემი აზრით ფსევდონამდვილებისგან უფრო უნდა გაიწმინდოს ეკლესია


ჩვენ ყველამ ჩვენი გულის გაწმენდაზე ვიზრუნოთ და ეკლესიას ძალიან კარგი პატრონი ჰყავს, ბრძენი და მართლაც ღვთივგაბრძნობილი უდიდესი პიროვნება და ადამიანი, პატრიარქი, რომელიც თქვენი ჩარევის გარეშეც მიხედავს თავის სამწყსოს, როგორც აქმდე პატრონობდა და ხედავდა, ფეხზე დააყენა და ააღორძინა.
მაგრამ ადამიანს უნდა ჰქონდეს იმდენი თავმდაბლობა, როგორც ეს ჩვენს პატრიარქს გააჩნია, თავის თავს არ უწოდოს წმინდანი და ამპარტავნების სენით არ იყოს შეპყრობილი.
თქვენ ყველამ ჯერ თქვენი გულის გაწმენდაზე იფიქრეთ და მერე მიუთითეთ სხვას როგორ გაწმიდოს ეკელესია ფსევდოებისა თუ ამპარტავნების სენით დაავადებულებისგან.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 21 2011, 10:49
პოსტი #56


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



კოლხი
ციტატა
ჩემი დამოკიდებულება მამა გიორგისა და სხვა წმინდანების მიმართ ნამდვილად არაა გაკერპება,ესაა ღმერთის დანახვა და აღიარება მასში და დღეს მოქმედ ცოცხალ წმინდანებში,რომლთა სიაში მარტო მამა გიორგი არაა,არამედ სხვებიც მრავლად არიან,უბრალოდ მათი ცნობისთვის და აღმოჩენისთვის თავად უნდა იყო მზად და ამზადებს დღეს საქართველოს სასულიერო ხელისუფლება ამისთვის ხალხს?_არა და ეს დანაშაულია.ვგულისხმობ იმათ ვინც უშუალოდ მართავს და განაპირობებს ამინდს,ვინც სიმართლეს რაღაც მიზნებით მიზანმიმართულად მალავს.მერწმუნეთ არაფერი დარჩება დაფარული,ყველაფერს გააცხადებს ღმერთი და თქვენთვისაც, ნათელი გახდება ყველაფერი.

თქვენ კი ბატონო კოლხო ძალიან ცდებით, სასულიერო ხელისუფლება ხალხს" წმინდანების " შესახვედრად კი არ უნდა ამზადებდეს, და კერპების სათაყვანებლად, არამედ უფლის მეორედ მოსვლის დასახვედრად. ჯერ თქვენ თვითონ გაერკვიეთ ვის ეთაყვანებით, და მერე მიუთითეთ სხვას რა და როგორ გააკეთოს!


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
პოსტი Jun 21 2011, 17:27
პოსტი #57





ჯგუფი:
პოსტები: 0
რეგისტრ.: --
წევრი № 0



ციტატა(animani @ Jun 21 2011, 10:49) *

კოლხი

თქვენ კი ბატონო კოლხო ძალიან ცდებით, სასულიერო ხელისუფლება ხალხს" წმინდანების " შესახვედრად კი არ უნდა ამზადებდეს, და კერპების სათაყვანებლად, არამედ უფლის მეორედ მოსვლის დასახვედრად. ჯერ თქვენ თვითონ გაერკვიეთ ვის ეთაყვანებით, და მერე მიუთითეთ სხვას რა და როგორ გააკეთოს!

მე ვერ ვხედავ რომ კოლხი ვინმეს აკერპებს...ან კი სად აქვს ნათქვამი რომ ეკლესია ხალხს წმინდანების დასახვედრად უნდა ამზადებდეს და არა ღმერთის?
User is offlinePM
Go to the top of the page
animani
პოსტი Jun 21 2011, 18:07
პოსტი #58


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(ucnobi @ Jun 21 2011, 18:27) *

მე ვერ ვხედავ რომ კოლხი ვინმეს აკერპებს...ან კი სად აქვს ნათქვამი რომ ეკლესია ხალხს წმინდანების დასახვედრად უნდა ამზადებდეს და არა ღმერთის?

ზუსტად ისე გავიგეთ, როგორც წერია, მაგრამ ეტყობა ვერ ხვდებით რა ცდომილებაში ხართ. კარგად დაიმახსოვრეთ ვინც ეკელსიიის გარეთ მოქმედებს, კისერს მოიტეხავს.
აქვე მინდა ყველა გაგაფრთხილოთ, პატრიარქზე და ჩვენს სასულიერო დასსზე ვინც თუნდაც ერთ გადაკრულ სიტყვას დაწერს, გაფრთხილების გარეშე დაიბლოკება.

ციტატა
კოლხი
ციტატა
ჩემი დამოკიდებულება მამა გიორგისა და სხვა წმინდანების მიმართ ნამდვილად არაა გაკერპება,ესაა ღმერთის დანახვა და აღიარება მასში და დღეს მოქმედ ცოცხალ წმინდანებში,რომლთა სიაში მარტო მამა გიორგი არაა,არამედ სხვებიც მრავლად არიან,უბრალოდ მათი ცნობისთვის და აღმოჩენისთვის თავად უნდა იყო მზად და ამზადებს დღეს საქართველოს სასულიერო ხელისუფლება ამისთვის ხალხს?_არა და ეს დანაშაულია.ვგულისხმობ იმათ ვინც უშუალოდ მართავს და განაპირობებს ამინდს,ვინც სიმართლეს რაღაც მიზნებით მიზანმიმართულად მალავს.მერწმუნეთ არაფერი დარჩება დაფარული,ყველაფერს გააცხადებს ღმერთი და თქვენთვისაც, ნათელი გახდება ყველაფერი.


კარგად გადაიკითხეთ ბატონო უცნობო, კარგად.............


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
პოსტი Jun 21 2011, 21:14
პოსტი #59





ჯგუფი:
პოსტები: 0
რეგისტრ.: --
წევრი № 0



ციტატა(animani @ Jun 21 2011, 10:34) *

ჩვენ ყველამ ჩვენი გულის გაწმენდაზე ვიზრუნოთ და ეკლესიას ძალიან კარგი პატრონი ჰყავს, ბრძენი და მართლაც ღვთივგაბრძნობილი უდიდესი პიროვნება და ადამიანი, პატრიარქი, რომელიც თქვენი ჩარევის გარეშეც მიხედავს თავის სამწყსოს, როგორც აქმდე პატრონობდა და ხედავდა, ფეხზე დააყენა და ააღორძინა.
მაგრამ ადამიანს უნდა ჰქონდეს იმდენი თავმდაბლობა, როგორც ეს ჩვენს პატრიარქს გააჩნია, თავის თავს არ უწოდოს წმინდანი და ამპარტავნების სენით არ იყოს შეპყრობილი.
თქვენ ყველამ ჯერ თქვენი გულის გაწმენდაზე იფიქრეთ და მერე მიუთითეთ სხვას როგორ გაწმიდოს ეკელესია ფსევდოებისა თუ ამპარტავნების სენით დაავადებულებისგან.

დამიბლოკეს დაპოსტილი რა თქმა უნდა,....ზოგს ყველაფრის წერის უფლება აქვს,ზოგს არაფრის....მაინც გეტყვით,იმედია სათქმელს ამოიკითხავთ....უწმინდესი და უნეტარესი ღვთისმშობელი და იესო ქრისტეა მარტო ამ ქვეყნად...იმედია გაიგებთ რატომ გეუბნებით,,,
User is offlinePM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Jun 21 2011, 22:15
პოსტი #60


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



ucnobi
უწმიდესი და უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქების ტიტულია. ისევე როგორც სხვა ეკლესიების პატრიარქბს აქვთ.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

4 გვერდი V < 1 2 3 4 >
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 10.04.2020 - 03:08