IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection refused) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
ვისწავლოთ ბიბლია - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



 
Reply to this topicStart new topic
> ვისწავლოთ ბიბლია, რჩევები და სწავლებები გაზიარება
აკაკი
პოსტი Jul 27 2010, 01:42
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 27.07.2010
წევრი № 664



წერილთა შესწავლა - საჭირო წესი მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის

IPB-ს სურათი
  • რაოდენი-იგი წინაწარ დაიწერა, ჩუენდა სამოძღურებელად დაიწერა, რაჲთა მოთმინებითა მით და ნუგეშინის-ცემითა წიგნთაჲთა სასოებაჲ გუაქუნდეს. [რომ. 15:4]
  • ყოველი წიგნი ღმრთივ სულიერი და სარგებელი სამოძღურებელად არს და სამხილებელად და განსამართლებელად და სასწავლელად სიმართლისა [2 ტიმ. 3:16]
  • საუკეთესო გზა იმისათვის, რომ ვიპოვოთ თუ რა არის სათანადო ცხოვრებისათვის, არის ჩაფიქრება იმაზე, თუ რა წერია ღვთივშთაგონებულ წერილებში. [წმ. ბასილი დიდი 329-379წ.]
  • წერილთა უგულებელჰყოფა დიდი კლდიდან ღრმა უფსკრულში გადაჩეხვაა. წერილთა არ ცოდნა არის მიზეზი ყოველი ბოროტებისა. წერილთა მკითხველი ჰგავს დიდი სიმდიდრის მფლობელს. ქრისტიანი ხარობს სულიწმინდაში, სულიწმინდა მეტყველებს წერილთა მეშვეობით.. [წმ. იოანე ოქროპირი 354-407წ.]
  • წერილთა უგულებელჰყოფა, ქრისტეს უგულებელჰყოფაა! [წმ. იერემი (ერემო) 347-420წ.]
  • წმინდა საქმე, წერილის კითხვისა არის ნათელი გონებისა, მეგზური და შთამგონებელი ლოცვათა შინა [წმ. ისააკ სირიელი 7 საუკ.]
  • წერილთა სიტყვანი დაიწერა ჩვენთვის, არა მხოლოდ იმიტომ, რომ გაგვეგო, არამედ რათა საქმითაც აღვასრულოთ. [წმ. ისიქი იერუსალიმელი 4 საუკ.]
* * *


რამოდენიმე რჩევა ბიბლიის კითხვისათვის

IPB-ს სურათი
  1. ყოველთვის ილოცე სანამ ბიბლიის კითხვას დაიწყებ, შესთხოვე კაცთმოყვარე ღმერთს შეგეწიოს და დაგეხმაროს იმის შემეცნებასა და გაგებაში, რასაც კითხულობ, რათა სიტყვანი რასაც კითხულობთ გაითავისო და იქცეს ჩვეულებად ყოველდღიური ცხოვრებისა.

    ერთერთი ლოცვა, წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგიიდან:
    - გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩვენთა, კაცთმოყვარეო მეუფეო,
    ღვთისმეცნიერებისა ნათელი მიუწვდომელი, და გონებისა ჩვენისა თვალნი განახვენ,
    განცდად სახარებისა შენისა ქადაგებათა, და დასდევ ჩვენზედა ნეტართა მათ მცნე-
    ბათა შენთა შიში, რათა ყოველი ხორციელი გულისთქმაი დავსთრგუნოთ, და ყოველი
    სულიერი მოქალაქობაი მოვიგოთ, და ყოველსავე სათნოდ შენდა ვზრახვიდეთ, და
    ვიქმოდეთ. რამეთუ შენ ხარ განმანათლებელი სულთა და ხორცთა ჩვენთა, ქრისტე
    ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსამაბოთ მამით შენით და
    ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენით, აწ და მარადის
    და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

  2. ყოველდღეს დაუთმე სულ-რამოდენიმე წუთი ბიბლიის კითხვას - დილით ან ნაშუადღევს, ან სანამ დასაძინებლად წახვალ ლოგინად, როდესაც მოგიხერხდება. არ თქვა, რომ დრო არ გაქვს!
    შენ შეგიძლია გამოყო დრო. ყოველთვის, არა აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად დაკავებული ხარ, შეგიძლია დაუთმო 5-10 წუთი ყოველდღე, რათა გაეცნო წერილებს.

  3. დასაწყისისათვის წაიკითხეთ ის საკითხავი წიგნები, რომლებიც შედარებით მარტივია გასაგებად. აი ასე მაგალითად, ახალ აღთქმაში დაიწყეთ მათესა და ლუკას სახარებით, ფოკუსირებენ ქრისტეზე, და შემდეგ იოანეს პირველი ეპისტოლე. ძველ აღთქმაში დაიწყეთ იგავთა წიგნით და შემდეგ ფსალმუნები. პირველმკითხელთათვის არ არის მიზანშეწონილი, პირველი წიგნიდან ანუ "დაბადებიდან" ბოლო წიგნამდე "იოანეს გამოცხადება"-მდე თანმიმდევრული კითხვა. ხდება ხოლმე, რომ ვინც დაიწყებს ასეთი გზით ბიბლიის კითხვას, პირველი წიგნის "დაბადების" მხოლოდ პირველნახევრამდე თუ მივა და შემდეგ მიანებებს თავს, რაც სამწუხაროა.


  4. ნუ წაიკითხავთ ერთ დროს ძალიან ბევრს. კონცენტრირდი რამოდენიმე სტროფზე, ჩაუფიქრდი და შეიმეცნე, ასე გაცილებით უმჯობესია, ვიდრე ისრიალო მთლიან თავზე ზედაპირულად. თუ ბიბლია სრულიად ახალი წიგნია თქვენთვის, მაშინ დაგჭირდება ერთი მთლიანი, სწრაფი წაკითხვა, და საინტერესო ფრაზებზე ფოკუსირება, რომ იგრძნო იგი.

  5. როგორც წაიკითხავ ბიბლიიდან რაიმეს სცადე, რომ ყურადღება გაამახვილო და შეიმეცნო საინტერესო და საჭირო "ნაწყვეტებზე", რომლებსაც გამოვიყენებთ, ჩვენს დღიურ ცხოვრებაში. ბიბლია არ არის მხოლოდ ისტორიული წიგნი - ეს არის წერილი ღვთის სიტყვისა, რომელიც მომართულია თითოეული ჩვენთაგანის მომართ და რომელიც არის მეგზური ჩვენი ცხოვრებისა.

  6. ბიბლია არის წიგნი ეკლესიისა. ეს არის ეკლესია, რომლის მეგზურიცაა სულიწმინდა, ეს არის ეკლესია, რომელიც სულიწმინდით ხელმძღვანელობს, აქედან გამომდინარე დაუშვებელია წერილის თვითნებური ინტერპრეტაცია, არც სხვა ადამიანების მიმართ გვმართებს ნდობა, არამედ ვნახოთ რას ამბობს და როგორ განმარტავს ეკლესია, და შევიმეცნოთ ეკლესიის სწავლება, ვიკითხოთ წმინდანთა ნაშრომები და ტექსტები და მათით ვიხელმძღვანელოთ. ყოველშემთხვევაში უნდა გვესმოდეს, რომ "ყოველი წინაწარმეტყუელებაჲ წიგნისაჲ თჳსისა თავისა სათარგმანებელ არა იქმნების." [2 პეტრე. 1:20]
ველი თქვენს პოსტებსაც . . .


--------------------
IC | XC
---+---
NI | KA

უკუეთუ მოვიდეს სიბრძნე გონებასა შენსა და მეცნიერებაჲ სულსა შენსა, კეთილის-ყოფაჲ გთნდეს, ზრახვამან კეთილმან დაგიცვას შენ და გონებამან წმიდამან დაგმარხოს შენ, რათა გიჴსნეს შენ გზისაგან ბოროტისა და კაცისა, რომელი არა იტყოდის სარწმუნოსა. (იგავთა 2:10-12)

- ადონ იეშუა ჰამეშიახ, ბენ ელოჰიმ, თერახემ ალაი, ანი ქოთე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ANA
პოსტი Feb 13 2012, 14:17
პოსტი #2


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 26.09.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 64



აკაკი ძალიან საინტერესო თემა გახსენი დიდი მადლობა. ხშირად შემოგვიერთდი ხოლმე. smile.gif


--------------------
ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
აკაკი
პოსტი Jul 10 2012, 22:48
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 27.07.2010
წევრი № 664



რა არ არის ბიბლია!

- ზოგიერთი არამართლმადიდებელ ქრისტიანს აქვს მცდელობა ამოიკითხოს ბიბლიაში მეტი, ვიდრე იქ წერია; მათ სურთ, რომ ბიბლია იდეალურად წყვეტდეს ყველა ცხოვრებისეულ პრობლემას. მეორე უკიდურესობაში არიან არაქრისტიანები, რომლებიც მხარს უბამენ იმას, რომ თითქოს ბიბლია იმაზე ნაკლებია, რასაც ეკლესია ასწავლის; ისინი მუდმივად ეძიებენ ხარვეზს ბიბლიაში და უგულებელყოფენ მის პრინციპებს. მოდით მივიდეთ უფრო გაწონასწორებულ შეხედულებამდე, რასაც ეწოდება "აპოფატიკური განმარტება", ანუ რა არ არის ბიბლია წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციული სწავლების მიხედვით. მართლმადიდებლობას აპოფატიკური ღვთისმეტყველების ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, რომელიც აღწერს, თუ ვინ და როგორი არ არის ღმერთი, რადგან ადამიანები, ჩვენშივე, ჩვენივე უგუნურებით ვზღუდავთ ღვთის არსებას და უბრალო ადამიანურ გაგებებში ვაქცევთ მას. ამავე გაგებით (აპოფატიკური), წმიდა წერილი (ბიბლია) არ არის...
  1. ისტორიის წიგნი. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია ათასობით წლების ისტორიას მოიცავს და აღწერს, ბიბლია არ არის ძველი ისრაელის და ძველი ეკლესიის უბრალოდ ჩანაწერი. რომელთაც წერდნენ ბიბლიას არ იყვნენ ისტორიკოსები, არამედ მოციქულები, წინასწარმეტყველები, სარწმუნოებრივ-სულიერი ხელმღვანელნი და წინამძღვრები, მეტად სულიერი სიმართლისა და ჭეშმარიტების მოძღვარებაზე (სწავლაზე) მზრუნველნი, ვიდრე ისტორიული ფაქტების წარმომდგენნი. ბიბლიის ისტორია ისეთ შინაარს გვაწოდებს, რომელიც სულიერ სიმართლეებს და ხსნის, გადარჩენის საღვთო განგებულების (გეგმის) თანდათანობით განვითარებას, მიმდინარეობას ასახავს.
  2. მხატვრული (შეთხზული) რომანი, მოთხრობა. მის დამწერთ არ ჰქონდათ განზარხვა, რათა ისეთი ფაქტები შეედგინათ, რომ შეცდომაში შეეყვანათ ხალხი, გამხდარიყვნენ რა იდუეველები თუ ქრისტიანები. უამრავი, გაცილებით მეტი არქეოლოგიური მტკიცებულება არსებობს, ვიდრე ჩაწერილია ბიბლიაში. თუმცა, არანაირი პრეტენზია არ არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიაში იმასთან დაკავშირებით, რომ ესა თუ ის მოვლენა, რომელიც აღწერილია წმ. წერილში, არის ისტორიულად 100%-ანი სიზუსტით. კვლავ აღვნიშნავთ, ისტორიები, პირველ რიგში, გადმოგვცემენ ჭეშმარიტების, სულიერ სიმართლეთა აღწერილობას.
  3. სამეცნიერი სახელმძღვანელო. პირველად ის უნდა ითვას, რომ ბიბლია არ გულისხმობს იმას, რომ ასწავლოს გეოგრაფია, ანთროპოლოგია, ფსიქოლოგია, მედიცინა ან სხვა სამეცნიერო ინფორმაცია. როდესაც ბიბლია ეხება ამ საგნებს, იგი ეფუძნება დამწერთა შეზღუდულ ცოდნას, რომელიც იმ პერიოდისათვის ჰქონდათ ადამიანებს. მიუხედავად ამისა, ბიბლია იმარხავს გარკვეულ, კონკრეტულ ადათებს, მითითებებსა და გამოცდილებას, რასაც ხალხი, ადამიანთა მოდგმა საჭიროებს, რათა წარემატოს, გაიზარდოს განსაკუთრებულად, და მეტადრე, სოციალურ კონტექსტში, და იმას, რაც ნებისმიერ დროს საჭიროა ზნეობრივობისა და მორალურობისთვის, ღვთის სათნოდ და მოსაწონად.
  4. შეუცდომელი თხზულება. ბიბლია აღსანიშნავად შეთანხმებულია თავის სულიერი დოგმატებსა და დებულებებში, სულიერ ჭეშმარიტებასა და ზნეობრივ, მორალურ პრინციპებში. ბიბლია უტყუარი მოწმობაა იმაზე, თუ ვინ არის ღმერთი და რა სურს, რა ნებავს ღმერთს, მაგრამ ეს არ მოითხოვს იმას, რომ ყველაფერი, რაც მის გვერდებზეა, იყოს შეუმცდარი (შეცდომისაგან თავისუფალი). მიუხედავად იმისა, რომ ღვთისაგან შთაგონებულია, ადამიანებმა, ადვილად რომ უშვებენ შეცდომებს, დაწერეს და თარგმნეს ტექსტი. წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის, რომ ბიბლია გადმოსცემს იმაზე მეტს, ვიდრე უბრალოდ ადამიანურა, მაგრამ ნაკლებს, ვიდრე ღვთაებრივი სავსება არის მთლიანად.
  5. პირადული საიდუმლოება. ბიბლია არ არის მაგიური (ჯადოქრული) წიგნი, სადაც შესაძლებელია დაისვას კითხვა, გადავშლით ბიბლიას, დავადებთ თითს რომელიმე მუხლს და მივიღებთ ღვთის პასუხს. ასეთი პრაქტიკა ცნობილია, როგორც "ბიბლიომანსია" (ინგლისურად. მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან "Βιβλιομαντεία" - "ბიბლიომანტია" = ბიბლიით მკითხაობა, მარჩიელობა, წინასწარმეტყველება) და მას არ ეთანხმება, არ იაზარებს მართლმადიდებელი ეკლესია. ბიბლია სოციალურ-ზნეობრივ სირთულეებზე ღვთის მიერ ბრძანებულ გადაწყვეტილებებს გვთავაზობს, და იმის ცოდნას, თუ როგორ ვიაროთ სიმართლით და ვიპოვოთ ხსნა, მაგრამ ბიბლიას არ აქვს პასუხი ყველა შესაძლო ცხოვრებისეულ პრობლემაზე.
  6. ფილოსოფიური ნაშრომი. ბიბლია არ გულისხმობს იმას, რომ იგი იკითხებოდეს, როგორც უბრალოდ ჰუმანისტური, ფილოსოფიური მსჯელობა, თუ როგორ უნდა გვესმოდეს ცხოვრება და საკუთარი თავი - უკეთესად. მეტიც, თუკი მკითხველი ბიბლიას სულიერად უახლოვდება, მაშინ ბიბლია თავის სულიერ კურთხევებს ავლენს, უმეტესად სულიერად, ვიდრე ინტელექტუალურად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვაქთ, ბიბლია ანიჭებს თავისი ჭეშმარიტების სისავსეს, თავისი სიკეთის, სილამაზის, სახიერებისა და მშვენიერების სისავსეს მხოლოდ ეკლესიის წიაღში და ურთიერთობის მქონებელს სამწმინდა ღმერთთან - მამასთან, ძესა და სულიწმინდასთან.
  7. სამოქალაქო კონსტიტუცია. ბიბლია არ გულისხმობს იმას, რომ იგი კარნახობდეს, თუ როგორ უნდა აწესრიგებდეს და მართავდეს საზოგადოება თავის თავს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ზნეობრივ, მორალურ პრინციპებს შეიცავს, რომელთა დაცვა და აღსრულება ყველასთვის სასარგებლოა, მთავრობის ხელმძღვანელთა ჩათვლით. ბიბლია არ უნდა გამოიყენებოდეს იმისთვის, რომ განისაზღვროს და დადგინდეს პოლიტიკური მტკიცებულებანი, არც იმისთვის უნდა გამოიყენებოდეს, რომ მხარს უჭერდეს პოლიტიკურად მოტივირებულ პროგრამას. მართლმადიდებლური ტრადიცია (გარდამოცემა) ასწავლის, რომ პოზიტიური სოციალური ცვლილება ხდება ეკლესიის წიაღში, როგორც მორწმუნეთა შორის ღვთის სასუფეველში.
  8. თვითდახმარების სახელმძღვანელო. ბიბლია არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ ისწავლებოდეს ხელმძღვანელობის და ეკლესიის წინამძღოლობის გარეშე. ღმერთი არ იზრახავს იმას, რომ ჩვენ "მარტოხელა მწირი ქრისტიანები" ვიყოთ, ბიბლიიდან რაღაც-რაღაცეები ამომკრებნი, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გადმოცემული დოგმატური სწავლებების, ზედამხედველობის, ყურადღებისა და გაწონასწორებულობის გარეშე. ეს ხომ სულ მარტივია, და ძალიანაც (ზედმეტად) ხშირი, განცალკევებით, ინდივიდუალურად ბიბლიის არასწორად განმარტება და ერესში ჩავარდნა, ან ეკლესიის გაყოფა ვინმეს მიერ საკუთარი დენომინაციის ჩამოყალიბებით.
  9. ამომწურავი რესურს (მარაგი). მიუხედავად იმისა, რომ უმნიშვნელოვანესი წიგნია, ქრისტიანულ წიგნთა შორის უმთავრესი, იგი არ არის ყველაფერი, რასაც საჭიროებ; იგი არაა ერთადერთი სასარგებლო წიგნი იმისთვის, რომ ქრისტიანი გახდე და გაიზარდო ქრისტეში. მართლმადიდებელი ეკლესია მოუწოდებს თავის წევრებს, შეისწავლონ არა მხოლოდ ბიბლია, არამდ იკითხონ მართლმადიდებელი ეკლესიის გარდამოცემისეულ წმიდა მამათა და დედათა ნაწერები, ნაშრომები, როგორც მათი მთლიანი წიგნები, ისე შემოკრებილი გამონათქვამები, ლიტურგიკული საგალობლები, ან მსოფლიო კრებბზე მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, კანონები და სხვ. რაზედაც წმ. მართლმადიდებელი ეკლესია აკურთხებს თავის სულიერ შვილებს.
  10. საღვთო ბიოგრაფია. თვითონ ბიბლია არ არის ღმერთი, იგი არ აღწერს ღმერთს მთელი სისავსით, და არ არის ღმერთთან შეხვედრის ერთადერთი საშუალება. წარმოდგენა რომ გვქონდეს, ასეთი გზა "ბიბლიის კერთპთაყვანისმცემლობაა". სამწუხაროდ, ზოგიერთი ქრისტიანი უფრო მეტ დორს ხარჯავს თავისი ბიბიბლის და ღმერთის შესწავლა-შემეცნებაში, ვიდრე ღმერთთან პირდაპირ, უშუალო, ზიარებაში ლოცვისა და თაყვანისცემის მეშვეობით. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც თაყვანსცემენ და ლოცულობენ საკმარისი ცოდნის გარეშე იმის შესახებ, ვისაც თაყვანსცემენ და ვის მიმართაც ლოცულობენ, და ისიც, თუ რატომ. ესეც, ასევე, მცდარია.

- ზემოთ აღნიშნულია ათი პუნქტი, რაც, შეიძლება ითქვას, ან არ ითქვას, არ არის ბიბლია. ორი ათასწლეულის განმავლობაში, ბიბლია იწვევდა მცდელობებს, კატეგორიებად დაეყოთ და დაენაწილებინათ იგი. ბიბლია ნამდვილად უნიკალური წიგნია მთელს მსოფლიოში ტომებად გამოქვეყნებულ წიგნთა შორის. საუკეთესო გზა, რომ გავიგოთ, თუ რა არის ბიბლია, ან რა არ არის, ესაა მისი კითხვა, ჭვრეტა, განხილვა, მის შესახებ თქვენი მოძღვარების ან სხვა მართლმადიდებელი სულიერი წინამძღვრების დაკითხვით, და ამის შემდეგ უფრო მეტი კითხვით. ბიბლია მარად გააოცებს და განაცვიფრებს ადამიანს თავისი სულიერი და ზნეობრივი, მორალური წიაღსვლებით ღვთისა და კაცობრობის შესახებ, მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

- არ არსებობს ასეთი რამ, როგორც "იმ ყველაფრის მცოდნეობაა, რის ცოდნასაც საჭიროებ", როდესაც საქმე ეხება ბიბლიას. ვისაც სჯერა, რომ ყველაფერი შეტყო ბიბლიიდან (არ აქვს მნიშვნელობა, რომელიმე სასწავლებლიდან თუ ინდივიდუალურად), თავს იტყუებს და ისულელებს. ბიბლიის მეცნიერები და მკვლევარები, პროფესორები, რომლებიც უფრო ხშირად სვამენ ბიბლიის უღრმესი ჭიდან, არასოდეს უკვდებათ მთლიანად წყურვილი და ისევ და ისევ უბრუნდებიან მას. ასე რომ, ჩვენი სურვილია, რეგულარულად (სწორად და თანაზომიერად) ვასწავლიდეთ და შევამეცნებდეთ ჩვენსავე თავს წმ. წერილს, როგორც დიდი მეფე სოლომონი, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივეწიფოთ სიბრძნეს და გავხდეთ ბრძენნი. "არარა იგი ეგრეთ უყუარს ღმერთსა, ვითარ-იგი, რომელნი სიბრძნესა შინა ყოფილ არიან" [სიბრძნე სოლომონისა 7:28].


--------------------
IC | XC
---+---
NI | KA

უკუეთუ მოვიდეს სიბრძნე გონებასა შენსა და მეცნიერებაჲ სულსა შენსა, კეთილის-ყოფაჲ გთნდეს, ზრახვამან კეთილმან დაგიცვას შენ და გონებამან წმიდამან დაგმარხოს შენ, რათა გიჴსნეს შენ გზისაგან ბოროტისა და კაცისა, რომელი არა იტყოდის სარწმუნოსა. (იგავთა 2:10-12)

- ადონ იეშუა ჰამეშიახ, ბენ ელოჰიმ, თერახემ ალაი, ანი ქოთე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
აკაკი
პოსტი Aug 8 2012, 23:06
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 27.07.2010
წევრი № 664



მგონი ამ თემას შეეფერება, ამიტომ აქ ვდებ ტექსტს... იმედია გაეცნობით.

მოსე და ღვთის ხილვა

- გიორგიოს მენცარიდისი -
თესალონიკის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების პროფესორი


IPB-ს სურათი


ღვთის ხილვა წმინდა წერილში ორი, სხვადასხვა ფორმითაა წარმოდგენილი, რომლებიც ერთობ განსაკუთრებულნი ჩანს. წმ. წერილში, ზოგიერთ ადგილს ღვთის ხილვასთან მიმართებაში ასეთი პასუხი აქვს - შეუძლებელია. მაგალითისათვის, "გამოსვლათა" წიგნში ღმერთი ეუბნება მოსეს: ,, ვვერ ძალ-გიც პირისა ჩემისა ხილვად, რამეთუ არა არს კაცი, რთმელმან იხილა პირი ჩემი და ცხონდა,"[1] ხოლო მეფსალმუნე აღნიშნავს, რომ ღმერთმა "დადვა ბნელი საფარველად მისა."[2] ახალ აღთქმაში, მოციქული და მახარებელი იოანე წერს: ,, ღმერთი არავინ სადა იხილა,"[3] და მოციქული პავლე დასძენს, რომ ღმერთი არის ის, "რომელი არავინ იხილა კაცთაგანმან, არცა ხილვად ჴელ-ეწიფების."[4]

თუმცა, ამვდროულად, წმინდა წერილი ასევე განიხილავს მრავალ გამოცხადებას ღვთისას. მაგალითად, იაკობი ამბობს: ,,ვიხილე ღმერთ პირისპირ და ცხოვნდა სული ჩემი (ე.ი - ცოცხალი დავრჩი)"[5]. და მოსემ ასე ჩაწერა: ,,ეტყოდა უფალი მოსეს პირისპირ, ვითარცა-იგი ვინ ზრახავს თჳსსა მეგობარსა"[6]. და კიდევ, იობი მიმართავს უფალს და ამბობს: ,,ჰამბავით ყურთა მესმინა შენთჳს პირველ და აწ თუალმან ჩემმან გიხილა შენ"[7]. ახალ აღთქმაში, ქრისტე "წმინდა გულის"[8] მქონეთ ნეტარს უწოდებს, რადგან ისინი იხილავენ ღმერთს. და მოციქული იოანე წერს: ,, საყუარელნო, აწ შვილნი ღმრთისანი ვართ და არღარა გამოჩინებულ არს, რაჲ ყოფად ვართ. გარნა ვიცით, რამეთუ უკუეთუ გამოცხადნეს, მსგავსად მისსა ვიყვნეთ, რამეთუ ვიხილოთ იგი, ვითარცა იგი არს"[9].

ამ ადგილთა განმარტებისას, წმ. გრიგოლ პალამა აღნიშნავს, რომ ღვთისმეტყველება ღვთის ხილვას შეუძლებლად აღიარებს, მაგრამ იმავდროულად მხარს უჭერს. შეუძლებელად, რადგან ღმერთი წარმოუდგენელი და მიუწვდომელია თავისი არსით (ბუნებით). მხარს უჭერს, რადგან ღმერთი ახლოს მოდის მთელ ქვეყნიერებასთან და თავის თავს მისაწვდომს ხდის, თავისივე ენერგიების მეშვეობით. ამდენად, ეს ორი რამ არათუ ურთიერთგამომრიცხავია, არამედ ჰარმონიული.

ღვთის მიუწვდომლობა არ გამორიცხავს მის ხილვას. და ღვთის ხილვა არ უარყოფს მისი არსის (ბუნების) მიუწვდომელობას. როგორც შექმნილი არსება, მოსეს არ შეუძლია შეუქმნელი ღმერთის პირის ხილვა, ამიტომ დადგა იგი ,,კლდის ნაპრალში", და დაფარა ღვთის ხელმა, როცა მისმა დიდებამ ჩაიარა; რის შემდეგაც მან მისი ზურგის ხილვა შეძლო. მაშინ, როდესაც წინასწარმეტყველმა ელიამ ღვთის თანამყოფობა (თანდასწრება) შეიგრძნო, სახე დაიფარა თავისი მოსასხამით. ხოლო ქრისტე მაცხოვრის ფერისცვალებისას, მოციქულები, რომლებიც მეტად შეშინებულნი იყვნენ, ,,დავარდეს პირსა ზედა თჳსსა."[10]

ღვთის გამოცხადება ადამიანისადმი არ შემოიფარგლება ერთი რაიმე სახით ან მნიშვნელობითა და აზრით. როგორც წმინდა მაკარი ეგვიპტელი აღნიშნავს, ღმერთი გამოეცხადა თითოეულ წმინდა მამას ისე, "როგორც მან ინება და როგორიც იყო სურვილი." მისი გამოცხადება აბრაამთან, ისააკთან, იაკობთან, ნოესთან, დანიელთან, დავითთან, სოლომონთან, ისაიასთან და სხვა წმინდა წინასწარმეტყველებთან განსხვავებულნი იყო. მაშინაც კი, ღვთის სხვადასხვა გამოცხადება ერთი და იმავე პიროვნებასთან, არ ხდება ერთი და იგივენაირად.

ადამიანი თანდათანობით შედის ღმერთთან ზიარებაში და ხედავს მის დიდებას.

და ბოლოს, ყველა გამოცხადება ძველ აღთქმაში, როგორც ღვთის სიტყვის (ლოგოსის) წინაგანკაცებამდე გამოცხადება, განკუთვნილია არა მხოლოდ იმ პიროვნებებისადმი, რომლებიც ღმერთს ხედავნენ, არამედ ესაა ღვთაებრივი დამზოგველობისა და მისი ხორციელად მოსვლის მომზადების შემადგენელი ნაწილი.

მოსე არც პირველი და არც ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც იხილა ღმერთი ძველ აღთქმაში. ღმერთი თვითონ ესაუბრება მოსეს, ამბობს: "მე ვარ უფალი, რომელი ვეჩუენე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს, რომელთა ღმერთი მე ვარ და სახელი ჩემი არა ვაუწყე მათ."[11] ამდენად, მოსესთან ღვთის პირველი გამოცხადებისას, იგი გამოცხადდა, როგორც აბრაამის, ისააკის და იაკობის ღმერთი. ამ გამოცხადებისას, ცეცხლმოდებულ მაყვლოვანში, მოსე შიშობდა და სურდა ახლოს მისულიყო. მაგრამ როგორც კი ღვთის ხმა ესმა მაყვლოვანიდან, მან პირი მიიქცია, რადგან შეშინებული იყო. როცა ღმერთმა განუცხადა მოსეს, რომ იგი მას თავისი ხალხის ეგვიპტისაგან გასათავისუფლებლად გზავნიდა, მოსემ სთხოვა, რომ თავისი სახელი გამოეცხადებინა, რათა ისრაელიანებს მისი შეცნობა შესძლებოდათ. ღმერთმა უპასუხა: ,, მე ვარ მყოფი [...]. ესრე არქუ ძეთა ისრაელისათა: "რომელ-იგი არს მყოფი, მან მომავლინა მე თქუენდა."[12] ამდენად, მოსე ღვთის მხილველი პირველი პიროვნება გახდა, რომელსაც ღმერთმა გამოუცხადა თავისი თავი, როგორც "მყოფი", ე.ი როგორც ყოფიერება, არსება და როგორც პიროვნება, ჰიპოსტასი. ღმეთმა, ასევე, გამოუცხადა თავისი თავი მოსეს, როცა მან სჯული გადასცა მას, ისევე, როგორც თავისი მოგზაურობისას აღთქმული მიწისაკენ. მართლაც, მოსეს მთელი მოგზაურობისას ღვთის პიროვნული თანხლება ამაგრებდა. საბოლოოდ, მოსე წარმოდგენილია, როგორც პიროვნება, რომელსაც უხილავს ღმერთი ახალი აღთქმის პერიოდშიც კი, როდესაც გამოცხადდა იგი წინასწარმეტყველ ელიასთან ერთად უფლის ფერისცვალებისას. როგორც შეიძლება აღინიშნოს, მოსე გამოცხადდა, როგორც წარმომდგარი მიცვალებულთაგან, ხოლო ელია წარმომდგარი ცოცხალთაგან. ამავე დროს, მოსე აგრეთვე წარმოადგენს რჯულს, ხოლო ელია წინასწარმეტყველთა წარმომადგენელია. მოსე მიიცვალა აღთქმულ მიწამდე მიუღწეველად, სადაც იესო (ისუ) ნავეს ძე მიუძღვებოდა ხალხს. ანალოგიურად, რჯული გაუქმდა, როგორც აჩრდილი ღვთის სასუფევლის გამოვლენის გარეშე, რომელიც იესო ქრისტემ შეიტანა ქვეყანად.

ელია არ მომკვდარა, არამედ გადაყვანილი იქნა მარადიულ ჭრშმარიტებაში. ანალოგიურადვე, წინასწარმეტყველება არ გაუქმებულა, არამედ აღსრულდა, როგორც უცილობელი, უდავო ჭეშმარიტება. ღვთის ხილვა, იმ პიროვნებათა ცხოვრებასა და სიცოცხლეში, რომლებიც მას ხედავენ, არ არის რაღაც ამქვეყნიური, მიწიერი ფენომენი, და კიდევ უფრო ნაკლებად - პირადი მიღწევა. უფრო მეტიც, ღვთის ხილვა შედეგია ღვთის მოძრაობისა ადამიანის მიმართ. როგორც გამოცდილებას, რომელსაც შექმნილი და ზღვარდადებული ადამიანი ურთიერთობაში შეჰყავს შეუქმნელ და ტრანსცენდენტურ ღმერთთან, როგორც წესი, თან ახლავს მძიმე, რთული განსაცდელები. ეს ჩანს მოსეს შემთხვევაშიც, რომელიც "გამოიცადა ღვთისაგან და მას შემდეგ გამოჩნდა ერთგული და სარწმუნო, მოთმინებით გამძლები მრავალი განსაცდელისა, გახდა განმათავისუფლებელი, წინამძღოლი და მეფე ისრაელისა." რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მოსე, ეგვიპტეში 40 წლიანი ყოფნის შემდეგ, კიდევ 40 წელი გაიხარჯა გადასახლებაში იმისათვის, რომ მომზადებულიყო და ემწყემსა რჩეული ხალხი მომდევნო 40 წლის განმავლობაში.

წმინდა გრიგოლ ნოსელის თანახმად, ღვთის გამოცხადებანი ხელმღვანელობდა მოსეს ღვთის განუწყვეტლივ უმღლეს შემეცნებაში. მოსემ, თავდაპირველად, ღმერთი იხილა "ცეცხლში, შემდეგ "წყვდიადში". ამდენად, რაც უფრო ახლოს მივიდა ღმერთთან, მით უფრო მიხვდა, რომ ღვთაებრივი ბუნება ყოველგვარი მხედველობის მიღმაა. საბოლოოდ, ის მივიდა ხელთუქმნელი კარავთან, რაც ნიშნავს ღვთისადმი მის მომდევნო ამაღლებათა მიწურულს.

ეს ხელთუქმნელი კარავი, რომლის მიხედვითაც ბრძანა მან ხელითქმნილი კარვის მშენებლობა, არის ქრისტე, რომელიც დავარდა "ჩვენს შორის იგივე კარავი". ამ გამოცხადებას, უფრო მეტიც, ძალიან ღრმა გავლენა აქვს სულზე, ისევე როგორც სხეულზე. შინაგანი ბრწყინვალება, სიკაშკაშე გამოხატულებას ჰპოვებს ღვთის მხილველი პიროვნების სხეულში. როდესაც მოსე 40 დღის შემდეგ აღთმის ფიქალებით სინას მთიდან ჩამოდის, ხალხი შეშინდა, მოკრძალება გაუჩნდა, მისი პირსახის გამო, რომელიც ბრწყინავდა ღვთის ხილვისა და მასთან საუბრის გამო.

ძირითადად და არსებითად, მზადება ხორციელდებოდა მთელი კაცობრიობის ისტორის მიმდინარეობისას გარკვეულ ჟამამდე, და სწორედ ამიტომაა, რომ ღვთისმშობელს მვოხსენიებთ, როგორც "მიზეზს იმ ყველაფრისა, რაც წინ უძღოდა მას."

ღვთის ხილვა წარმოშობს შიშს ადამიანებში. უფლის სამმა მოწაფემ, რომლებიც ფერისცვალებისას მასთან ერთად იყვნენ, სწორედ ეს იგრძნეს დაუძლეველი ზომით, როდესაც ღრუბლიდან გამომავალი ხმა მოისმინეს: ,,ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ."[13] ასევე, ჯარისკაცებიც, რომლებიც ქრისტეს შესაპყრობად წარიგზავნენ გეთსამანიის ბაღში, მას შემდეგ, რაც მოისმინეს - "მე ვარ" - "გარეუკუნიქცეს და დაეცნეს ქუეყანასა"[14].

წმინდა გრიგოლ პალამა, რომელსაც მსახურებაში (საეკლესიო მსახურებაში) ეწოდება "მეორე მოსე, რომელიც ღირს იქმნა ათონზე ღვთაებრივი წყვდიადის ხილვისა", ღვთის ხილვას ჯვრის საიდუმლოს განცდას უკავშირებს. და ეს არ შემოიფარგლება ეკლესიის წმინდანებით, არამედ ვრცელდება ძველი აღთქმის ყველა მართალზე, ღვთის ყველა მეგობარზე. "ქრისტეს ჯვარი", ამბობს ეს წმინდანი, "ყოველთვის იყო ჩვენს წინაპართა შორის, სანამ ცხად მყოფობაში მოვიდოდა, რადგან ეს საიდუმლო მოქმედებდა მათში."[15] ამგვარად, მოსესთვის, ეს იყო ჯვარი თავისი ხალხის ეგვიპტიდან გამოყვანისა და იქთკენ წაყვანისა, სადაც ღმერთი მიუძღვებოდა მათ. ასევეეა აბრაამის ჯვარიც, დაეტოვებინა თავისი სამშობლო, ოჯახი და მისი სახლი იმისათვის, რომ შედგომოდა გზას ღვთის მიმართულებით. ჯვრის საიდუმლო, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იყო მოქმედება ამ სიტუაციებში, როგორც მოციქული პავლე შეგვაგონებს თავისი სიტყვით: ,,სოფელი ჩემდამო ჯუარ-ცუმულ არს და მე - სოფლისა"[16]. "სოფელი ჩემდამო ჯუარ-ცუმულ არს" - არის ჯვრის საიდუმლოს პირველი საფეხური. მეორე საფეხური ამ საიდუმლოსი კი ჩვენი ჯვარცმაა სოფლისადმი. ამ საფეხურზე შედგომისას, ჩვენი ხორციელი გონება კვდება და, გამოცხადების ძალით, ღვთის ხილვით, ცოდვის რჯული წყვეტს მოქმედებას ჩვენს ასოთა შორის. ვინც ღმერთს ხედავს, განთავისუფლებულია ტყავის სამოსელისაგან, რომელშიც მოქმედებს ცოდვა, როგორც ვნახეთ მოსესთან, რომელმაც მოიშორა თავისი ფეხსაცმელი (ხამლი, ტყავისაგან შეკერილი სანდლები), როდესაც აცეცხლებულ მაყვლოვანს მიუახლოვდა.

ვნებებისგან და ხორციელი გონებისაგან განთავისუფლება ცვლის (გამოასწორებს, გამოაკეთებს) მათ, ვინც ყველა ადამიანში ხედავს ღმერთს, ვინც გულში იკრავს მთელ ქვეყანას და მზადაა გაიღოს თავისი თავი სხვებისთვის. ამგვარად, მოსემ გაიღო თავისი თავი დასაღუპად, თუ ღმერთი არ შეუნდობდა ისრაელიანებს, რომლებმაც შესცოდეს (უდაბნოში ოქროს კერპის შემთხვევა), ხოლო სვიმეონმა, ტაძარში, აღიარა ჩვილი ქრისტე, როგორც ყოველი ხალხის მაცხოვარი და მშვიდობით მიიღო თავისი განსვლა (გარდაცვალება). ბოლოსათვის, მოციქულ პავლეს სურდა და ლოცულობდა, რომ თვითონვე ყოფილიყო შეჩვენებული და ქრისტესაგან მოკვეთილი, რომელიც უზომოდ უყვარდა, რათა ეხსნა თავისი მოძმე-თანამემამულენი (რომ. 9:1-7). და მეუდაბნოე ასკეტები, როცა ისინი მიიწეოდნენ ღვთის ხილვისაკენ, თვითნებურად ლოცულობდნენ მთელი მსოფლიოსათვის.

ძველი აღთმის გამოცხადებები, ჩვეულებრივ, განმარტებულია ეკლესიის მამათა მიერ, როგორც გამოცხადებანი წმინდა სამების მეორე ჰიპოსტასისა (პიროვნებისა), რომელიც ამზადებს გზას და წინადასახავს თავის განკაცებასა და დიდებულ გამოცხადებას. ღვთის დიდება, რომელიც წარმოდგენილია როგორც ნათელი, როგორც ღრუბელი, როგორც ცეცხლის სვეტი, როგორც წყვდიადი, როგორც ქარიშხალი და როგორც სათუთი, მშვიდი სიო, ბრწყინავს ასევე თაბორზე, როგორც მიუწვდომელი სინათლე. იგივე დიდებულება კვლავაც აგრძელებს გამოცხადებას მათდამი, რომლებიც ღირსნი არიან -იმდენად, რამდენადაც მათ შეუძლიათ მიიღონ ის - დღევანდელ ცხოვრებაშიც, კიდევ უფრო მეტადაც გამოგვეცხადება მომავალში. განკაცებამდე და ევქარისტისს (ზიარების) წმიდა საიდუმლოს დაწესებამდე, შეუქმნელი ნათელი გარეგნულად განანათლა ისინი, რომელთაც ღმერთი იხილეს, ხოლო აწ დაინერგება და იარსებებს ერთგულთა, სარწმუნოთა შორის, შინაგანად განმანათლებელი.

თვითონ ღმერთი გამოჩნდა ძველი აღთქმის თეოფანიებში (ბერძ. თეოს - "ღმერთი", ფაინინ - "გამოჩენა", "გამოცხადება"), განცხადებით - "მე ვარ". ახალი აღთქმის გამოცხადება, რომელიც ღვთის სიტყვის განკაცებაშაა, დასრულდა ქრისტეს აღთქმის, "მე თქუენ თანა ვარ", ღვთისა და ადამიანის თანაცხოვრებით, რომელიც გარდაგვქმნის ღმერთად ყველაფერში, "საკუთარი არსის იგივეობის შეუცვლელად". იგივე აზრით, ქრისტეს მოციქულთა წინაშე აღსრულებული ღვთის ხილვები, ისევე როგორც ეკლესიის წმინდანთა წინაშე, უმეტესად სრულყოფილია, ვიდრე ძველი აღთქმისა. ღვთის ეს ხილვები არ არის მარტოოდენ ღვთის გამოვლინება, გამოცხადება პიროვნულად ანუ ჰიპოსტასურად, არამედ, ღმერთთან თანაზიარება, რომელიც აღგვამაღლებს ჭეშმარიტი პიროვნულობისა და ჰიპოსტასურობის სიმაღლემდე. ისინია ღვთის ჩვენებანი, რომლებშიც რეალურ პიროვნებებად ვიხილვებით და ამდენად, ვხდებით მისი მსგავსნი და დიდებულების თანამოზიარენი.

წყარო: გიორგიოს მენცარიდისი, თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო სკოლის საპატიო პროფესორი, "წმინდა წერილი და თანამედროვე ადამიანი." კრებული პროფესორ იოანე კარავიდოპულოსის საპატივცემულოდ. თესალონიკი: პურნარა, 287-293 გვ [ბერძნულად]. http://www.pemptousia.com/2012/08/23516/

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

[1] გამოსვლა 33:20.

[2] ფსალმუნი 17 (18): 12.

[3] იოანე 1:18 და 1 Jn 4:12.

[4] 1 ტიმ 6:16.

[5] დაბადება 32:30.

[6] გამოსვლა 33:11.

[7] სამუშაოს 42:5.

[8] მთ. 5:8.

[9] I ინ. 3:2.

[10] მთ. 17:6.

[11] გამოსვლა 6:2-3.

[12] გამოსვლა 3:14.

[13] მთ. 17:5.

[14] ინ. 18:6.

[15] წმინდა გრიგოლ პალამა, XI ჰომილია.

[16] გალატელთა. 6:14.

ჩემი ვებგვერდიl


--------------------
IC | XC
---+---
NI | KA

უკუეთუ მოვიდეს სიბრძნე გონებასა შენსა და მეცნიერებაჲ სულსა შენსა, კეთილის-ყოფაჲ გთნდეს, ზრახვამან კეთილმან დაგიცვას შენ და გონებამან წმიდამან დაგმარხოს შენ, რათა გიჴსნეს შენ გზისაგან ბოროტისა და კაცისა, რომელი არა იტყოდის სარწმუნოსა. (იგავთა 2:10-12)

- ადონ იეშუა ჰამეშიახ, ბენ ელოჰიმ, თერახემ ალაი, ანი ქოთე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
miqaeli7
პოსტი Sep 9 2012, 15:12
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 9.09.2012
წევრი № 793



დიდება უფალს!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 25.09.2017 - 22:48