დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: სექტები და მათი მხილება
წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი > საეკლესიო ფორუმი > აპოლოგეტიკა
გვერდი: 1, 2
მამა დავითი
როგორც ამ ბოლო ხანს ვხედავთ, ჩვენს ფორუმზე მომრავლდა მართლმადიდებლური სწავლების საწინააღმდეგო, ეგრეთ წოდებული ,,განსხვავებული'' აზრები, ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია დინჯად და ბეჯითად ავხსნათ და ვამხილოთ ასეთი ცრუსწავლებების უსაფუძვლობა.

როგორც დაბეჭდილი პოსტების ანალიზიდან სჩანს, ამ პირების მიერ იყო მოთხოვნა, რომ მათ მიერ დასმულ ,,მზაკვრულ" კითხვებზე პასუხი გაეცათ ან რაც ალბათ უფრო სასურველი იქნებოდა, პასუხი ვერ გაეცათ ფორუმელებს მათ შორის მოძღვარსაც, რაც შესაძლებელია მიზნად ისახავდა მართლმადიდებლობის, როგორც ჭეშმარიტი სარწმუნოების დისკრეტიდიტაციას რწმენის შერყევას და მათი ნააზრევის ,,ლოგიკურობის" გამო ეჭვების გაჩენას (მინდა იმედი გაგიცრუოთ, ეს არ მოხდება).

მიზანშეწონილად მივიჩნევთ, რომ ამ თემაში დავბეჭდოთ სტატიები, წმიდა მამათა ეპისტოლეები და წმიდა მსოფლიო საეკლესიო კრებათა გადაწყვეტილებანი, რომლებიც ამხელს სექტანტ-ერეტიკოსთა ცრუ სწავლებებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ადამიანები (და არა მარტო ისინი) ყურადღებით წაიკითხავენ ყოველივეს და მათთვის ნათელი გახდება მათი ნააზრევის უსაფუძვლობა. რაც შესაძლებელია მათი მოქცევის საბაბი გახდეს (გვერწმუნეთ მთელი სულით და გულით გაგვიხარდება).

და თუ ვინმესთვის მიუღებელია ასეთი ფორმატი, მათთვის გარკვევით გვინდა დავწეროთ, რომ ჩვენ ვეყრდნობით არა კერძო პიროვნებების მიერ განმარტებულ წმიდა წერილის გარკვეული აბზაცების, კონტექსტიდან ამოგლეჯილ ნააზრევს, არამედ წმიდა წერილს, წმიდა მამების განმარტებულს, მოციქულთა და მსოფლიო საეკლესიო კრებათა მიერ დადგენილ ეკლესიურ სწავლებებს და წმიდა საეკლესიო გარდამოცემას. რაც თავისთავად ამ ფორუმის არსებობის არსია და დედააზრი!







zura22222
ციტატა(მამა დავითი @ Nov 24 2009, 02:11) *

როგორც ამ ბოლო ხანს ვხედავთ, ჩვენს ფორუმზე მომრავლდა მართლმადიდებლური სწავლების საწინააღმდეგო, ეგრეთ წოდებული ,,განსხვავებული'' აზრები, ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია დინჯად და ბეჯითად ავხსნათ და ვამხილოთ ასეთი ცრუსწავლებების უსაფუძვლობა.

როგორც დაბეჭდილი პოსტების ანალიზიდან სჩანს, ამ პირების მიერ იყო მოთხოვნა, რომ მათ მიერ დასმულ ,,მზაკვრულ" კითხვებზე პასუხი გაეცათ ან რაც ალბათ უფრო სასურველი იქნებოდა, პასუხი ვერ გაეცათ ფორუმელებს მათ შორის მოძღვარსაც, რაც შესაძლებელია მიზნად ისახავდა მართლმადიდებლობის, როგორც ჭეშმარიტი სარწმუნოების დისკრეტიდიტაციას რწმენის შერყევას და მათი ნააზრევის ,,ლოგიკურობის" გამო ეჭვების გაჩენას (მინდა იმედი გაგიცრუოთ, ეს არ მოხდება).

მიზანშეწონილად მივიჩნევთ, რომ ამ თემაში დავბეჭდოთ სტატიები, წმიდა მამათა ეპისტოლეები და წმიდა მსოფლიო საეკლესიო კრებათა გადაწყვეტილებანი, რომლებიც ამხელს სექტანტ-ერეტიკოსთა ცრუ სწავლებებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ადამიანები (და არა მარტო ისინი) ყურადღებით წაიკითხავენ ყოველივეს და მათთვის ნათელი გახდება მათი ნააზრევის უსაფუძვლობა. რაც შესაძლებელია მათი მოქცევის საბაბი გახდეს (გვერწმუნეთ მთელი სულით და გულით გაგვიხარდება).

და თუ ვინმესთვის მიუღებელია ასეთი ფორმატი, მათთვის გარკვევით გვინდა დავწეროთ, რომ ჩვენ ვეყრდნობით არა კერძო პიროვნებების მიერ განმარტებულ წმიდა წერილის გარკვეული აბზაცების, კონტექსტიდან ამოგლეჯილ ნააზრევს, არამედ წმიდა წერილს, წმიდა მამების განმარტებულს, მოციქულთა და მსოფლიო საეკლესიო კრებათა მიერ დადგენილ ეკლესიურ სწავლებებს და წმიდა საეკლესიო გარდამოცემას. რაც თავისთავად ამ ფორუმის არსებობის არსია და დედააზრი!



მამაო დავით. არ ვეკუთვნი აბსოლიტურად არც ერთ სექტას.. ვინც აქ ჩემი ნაწერი წაიკითხა ამაში დამეთანხმება.. მე მინდა საუბარი ჩვეულებრივად, ადამიანურად, გასაგებად. და ერთადერთი შეცდომა რაც დავუშვი და ვაღიარე ეს იყო იმ თემის წამოჭრა რაც ღმერთის ყოვლის შემძლეობას ეხებოდა.. და მართლა მიკვირს რომ ჩემთვის ყველაზე არასაინტერესო თემას და ასევე ვფიქრობ რომ თქვენთვისაც ასეთი გამოხმაურება მოჰყვა. ხოლო დანარჩენი შეკითხვები ის შეკითხვებია რომელიც ნებისმიერ მართლმადიდებელს შიძლება გაუჩნდეს.

ციტატა(zura22222 @ Nov 24 2009, 02:23) *

მამაო დავით. არ ვეკუთვნი აბსოლიტურად არც ერთ სექტას.. ვინც აქ ჩემი ნაწერი წაიკითხა ამაში დამეთანხმება.. მე მინდა საუბარი ჩვეულებრივად, ადამიანურად, გასაგებად. და ერთადერთი შეცდომა რაც დავუშვი და ვაღიარე ეს იყო იმ თემის წამოჭრა რაც ღმერთის ყოვლის შემძლეობას ეხებოდა.. და მართლა მიკვირს რომ ჩემთვის ყველაზე არასაინტერესო თემას და ასევე ვფიქრობ რომ თქვენთვისაც ასეთი გამოხმაურება მოჰყვა. ხოლო დანარჩენი შეკითხვები ის შეკითხვებია რომელიც ნებისმიერ მართლმადიდებელს შიძლება გაუჩნდეს.


და მიუხედავად დიდი პატივისცემისა, რელიგიური იერარქიისა, მე როგორც უბრალო ადამიანს მოგმართავთ, რომ მართლმადიდებლობა არაა დაა არ უნდა იყო ჩაკეტილი წრე, რაღაც იდუმალი ორგანიზაცია. აქ ნებისმიერ თემაზე უნდა ხდებოდეს მსჯელობა, . იგნორი გამოსავალი არაა. თვალის დახუჭვა აძლიერებს ზუსტად იმ სექტებს რაც მართლმადიდებლებს არ მოსწონთ.

მზაკვრულ შეკითხვებს რაც შეეხება. ვფიქრობ, რომ შეკითხვა მზაკვრულია როცა შემკითხველს პასუხი წინასწარ აქქვს უკვე მომზადებული და კითხვა გათვლილია მხოლოდ შეკითხვის ადრესატის ჩიხში მოსამწყვდევად(ფარისევლების და მწიგნბრების მეთოდი, თუმცა იესო მათაც პასუხობდა და ჩიხში თავად მათ ამწყვდევდა) ხოლო როცა შეკითხვა მხოლოდ ჭეშმარიტების ძიებითს წყურვილითაა დასმული ასეთი შეკითხვა, რაგინდ უხერხულიც არ უნდა იყოს არ არის მზაკვრული.
მამა დავითი
ვიწყებთ რასელიტთა , ეგრეთ წოდებული ,,იეღოვას მოწმეების" სექტის მხილებით.


დღეს მოგითხრობთ მათი შექმნისა და განვითარების ისტორიას.


სტატიები მცირე შემოკლებით, გადმობეჭდილია წიგნიდან: „ბიბლია ამხელს იეღოველთა სწავლებას“, თბილისი, 1998 წ.




,,იეღოვას მოწმეთა“ სექტის მოკლე ისტორია




„იეღოვას მოწმეთა“ სექტის დამაარსებლის ჩარლზ ტეი რასელის ცხოვრების ისტორიას თუ გადავხედავთ, ჩვენთვის ნათელი გახდება, რომ საქმე გვაქვს ურწმუნო კაცთან. მთელი მისი ცხოვრება არის თავმოყვარეობის, ამპარტავნებისა და ეგოიზმის ნაზავი (ესენი კი ქრისტიანული სწავლებით ღვთის საწინააღმდეგო ქმედებებია), რამაც იგი მიიყვანა მოციქულთა და წმინდა მამათა რწმენის უარყოფამდე. ამის შედეგად რასელმა თავად წამოაყენა წმინდა წერილის თვითნებური განმარტება, სადაც, თითქოსდა მის მიერ, ღვთის შემეცნების შესახებ სწავლება სრულად და დამთავრებულად არის წარმოჩენილი.

რასელი 1852 წელს დაიბადა ამერიკის ქალაქ პიტსბურგში. მას დიდი განათლება არ მიუღია, რადგან 11 წლისამ სკოლა მიატოვა და მამასთან ერთად მეწარმეობა, მზა ტანსაცმლით ვაჭრობა დაიწყო. მალე მან მიაღწია კიდეც შესანიშნავ შედეგებს. რასელმა უკვე 16 წლისამ დააარსა სავაჭრო სახლთა მთელი ქსელი და მოკლე დორში თავი მოუყარა სიმდიდრეს, რომელიც 250000 დოლარად შეფასდა. მალე მან დააარსა საბანკო წარმოება და მისი კაპიტალი 350000 დოლარამდე გაიზარდა. პარალელურად ის რწმენის საკითხებით იყო დაკავებული და ამიტომ მის პირველ მიმდევრებს სწამდათ, რომ ღმერთი არის კომერსანტი რასელის ტიპისა და ამბობდნენ: „ღმერთი არის უდიდესი კომერსანტი და ჩვენი ძმა რასელი კი ფლობს ისეთსავე უნარს, უფრო დიდი მნიშნვნელობითო“.

სინამდვილეში კი, როგორც თავად რასელი აღიარებდა, იგი გახდა სკეპტიკოსი (ობიექტური სინამდვილის უარმყოფელი, ე.ი. თითქმის უღმერთო). შემდეგ იგი დაინტერესდა აზიური აღმსარებლობებით, რითაც კიდევ უფრო დიდ ცდომილებაში ჩავარდა. მომდევნო ხანებში რასელი დაუკავშირდა ჯერ „პრესვიტერიანელების“, შემდეგ „კონგრეციონალისტებისა“ და ბოლოს „მეშვიდე დღის ადვენტისტებთან“ იგი გაეცნო ქრსიტეს ათასწლოვანი მეუფების შესახებ სწავლებას, რომლითაც მოიხიბლა და დაიწყო ამ სექტის მოძღვრების ქადაგება. მაგრამ მას ქრისტეს მეორედ მოსვლის თარიღთან დაკავშირებით აქაც უთანხმოება მოუვიდა; საბოლოოდ რასელმა გაწყვიტა ურთიერთობა სექტის ხელმძღვანელობასთან იმ მოტივით, თითქოს „მანამდე წმინდა წერილის სწორად გაგება და ახსნა არავის შეეძლო და ეს დიდი საიდუმლოება ღმერთმა მხოლოდ მას, ერთადერთს გაანდო და ხალხთან ჭეშმარიტების საქადაგებლად მოუწოდა“. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით იმავეს ქადაგებდა ახალი რჯულის, ახალი სწავლების შემომღები ყველა ერეტიკოსი, რომელიც თავის თავს ღვთის წინასწარმეტყველად წარმოაჩენდა (ასეთები იყვნენ გონსტიკოსები, არიოზი, მუჰამედი და სხვ.)

1879 წელს ჩ.რასელმა დააარსა ჟურნალი „სიონის საგუშაგო კოშკისა და ქრისტეს დასწრების მაცნე“. შემდეგში ამ ჟურნალს ეწოდა „გუშაგის კოშკი“, ხოლო 1966 წლიდან - „საგუშაგო კოშკი“. 1882 წელს ჩამოყალიბებული „საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ბროშურების სიონისტური საზოგადოება“. იყო დღევანდელი „იეღოვას მოწმეთა“ უშუალო წინამორბედი.

ჩ. რასელმა თავისი მოძღვრების ძირითადი დებულებები ჩამოაყალიბა „წმინდა წერილის გამოკვლევის“ შვიდ ტომში, რომელსაც იგი თვით ბიბლიაზე მაღლა აყენებდა. რასელი ამტკიცებდა, რომ ეს სწავლება თითქოს „ღვთისაგან სულიწმიდის შთაგონებით“ მიიღო და იგი აუცილებელია ყველა მორწმუნისათვის, რათა სწორად გაიგონ ბიბლია (მე-7 ტომი Stadies in Scriptures, 1918). რასელი თავის მიმდევრებს აშინებდა, რომ თუ რომელიმე მათგანი შეწყვეტდა მისი განმარტებების კითხვას და უშუალოდ ბიბლიის შესწავლას დაიწყებდა, აუცილებლად უმეცრების წყვდიადში მოექცეოდა, და პირიქით, თუკი ადამიანს ერთხელაც არ ექნებოდა წაკითხული ბიბლია და მხოლოდ მისი სწავლებით იხელმძღვანელებდა, „მარადიული სინათლის“ თანაზიარი გახდებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რასელი ასწავლიდა, თითქოს მანამდე კაცობრიობამ არ იცოდა ჭეშმარიტება, ღმერთმა იგი გამოარჩია სხვათაგან, რათა ახლებურად განემარტა ბიბლია; სულიერად იგი სხვებთან შედარებით თითქოს იმდენად აღმატებული იყო, რომ მას ღმერთი პირადადაც კი ესაუბრებოდა. „ჭეშმარიტება, რომელსაც მე თქვენ გაუწყებთ, როგორც მოქადაგე, - წერდა იგი, - არ ყოფილა მიღებული გამოცხადებით ან სიზმრებით, არამედ ღმერთის ხმით იქნა აღმოჩენილი, რომელიც მოვისმინე“.

რასელის ამ მტკიცების მიუხედავად, მისი სწავლება არა მარტო დღევანდელი ბრუკლინელი „ღვთისმეტყველების“, არამედ თვით მისი უშუალო მემკვიდრეების (ი. რუტერფორდი, ნ. კნორი) მოძღვრებისაგანაც ძრიფესვიანად განსხვავდება. როგორც რასელი, ასევე მისი ყოველი მემკვიდრე სექტას მართავდა აბსოლუტური ძალაუფლებით, რითაც მას თავიანთი პირადული აზროვნების კვალი დაამჩნიეს და მემკვიდრეებს ბიბლიის თვითნებური განმარტებანი დაუტოვეს. ამიტომ სექტის პრეზიდენტთა რაოდენობის შესაბამისად, „იეღოვას მოწმეთა“ საზოგადოების განვითარებაში ოთხი პერიოდი შეიმჩნევა:

1. სექტის დამაარსებლის ჩარლზ ტეი რასელის პერიოდი (1872-1916 წ.წ.)
2. იოსებ რუტერფორდის პერიოდი (1916-1942 წ.წ.)
3. ნათან კნორის პერიოდი (1942-1977 წ.წ.)
4. ფრედერიკ ფრენცის პერიოდი (1977-1992 წ.წ.)

„იეღოვას მოწმეები“ ამბობენ, რომ თვით ღმერთია მათი მოძღვრების ავტორი. მაშინ ჩვენ, თუ მოცემულ ოთხ პერიოდში მათი სწავლების განვითარებას მივადევნებთ თვალს, აუცილებლად შევამჩნევთ, რომ სექტის ყოველ პრეზიდენტს ბიბლია ერთმანეთისაგან განსხვავებულად, თავისებურად ესმოდა და ხშირად მომდევნო პრეზიდენტის განმარტებანი წინა პრეზიდენტისას ეწინააღმდეგებოდა. უკვე ეს ფაქტი მოწმობს აბსურდულობას იეღოველთა მტკიცებისა, თითქოს თვით ღმერთია მათი მოძღვრების ავტორი. ღმერთი არ შეიძლება თავის თავს ეწინააღმდეგებოდეს. აქედან გამომდინარე, მათი საზოგადოება იმართება არა ღმერთის მიერ, არამედ ინდივიდუალურად, შემცდარი ადამიანების მიერ.

ჩ. რასელმა არაფერი იცოდა ღმერთის „სახელის“ - იეღოვას შესახებ, რომელიც მხოლოდ 1925 წლის წინასწარმეტყველების ჩაშლის შემდეგ გაჩნდა. ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ წერს: „1926 წ. 1 იანვრიდან ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ ძირითადი დანიშნულებაა მსოფლიოს წარუდგინოს ბიბლიის ღმერთის სახელი „იეღოვა“ (№ 5 1978 წ. უკრ. ენაზე). ხშირად ისინი საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან: „არ არის გადამწყვეტი, როგორ გამოვთქვამთ ღმერთის სახელს“ (წიგნი „ჭეშმარიტება, რომელიც სამუდამო ცხოვრებაში მიგვიყვანს“), „ბიბლიის ღმერთი უსახელოა“ (ჟურ. „საგუშაგო კოშკი“, № 13, 1972 წ.)

ჩ. რასელს მიაჩნდა, რომ „ძე ღვთისა გაკრულ იქნა ჯვარზე“ („შექმნის ფოტოდრამა“. 1914 წ. გვ. 57), ამიტომ ჯვარს თავიანთ ჟურნალებშიც გამოსახავდნენ, მაგრამ უკვე მომდევნო პრეზიდენტი ი.რუტერფორდი წიგნში - „ნუგეშისცემა ადამიანებისათვის“ - წერს: ჯვარი - ეს სატანის მაცდური მზაკვრობაა“.

ჩ. რასელის აზრით, 6000 წელი ქვეყნის შექმნიდან 1872 წელს გათავდა, ხოლო თანამედროვე „ღვთისმეტყველი“ გამოთვლებით - 1975 წელს.

ჩ. რასელიცა და მოღვაწეობის დასაწყისში ი. რუტერფორდიც აცხადებდნენ, რომ აღდგომა ყველასათვის იქნება. „ბიბლია აცხადებს აღდგომას ყველა ადამიანისათვის“ (ჩ. რასელი, „საუკუნეების ღვთაებრივი გეგმა“); ი.რუტერფორდი: „ყველა მკვდარი გაცოცხლდება, მიუხედავად მათი წარსული საქმიანობისა და სარწმუნოებისა“ („მილიონები, რომლებიც ახლა ცხოვრობენ, არასოდეს მოკვდებიან“), მაგრამ ბრუკლინელმა „თეოლოგებმა“ უკვე 1936 წლიდან მიცვალებულთა გარკვეულ ნაწილს აღდგომის დღესასწაული მოუსპეს. მაგალითად: იგივე ი.რუტერფორდი წიგნში „დაცვა“ (1936) წერს: „ვისაც იეღოვა გაანადგურებს, უკვე არასოდეს აღდგება ხელახლა“. და კიდევ: „ისინი სიცოცხლის უღირსნი არიან, ამიტომ არ აღდგებიან“ („დაკარგულიდან დაბრუნებულ სამოთხემდე“). ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ წერს: „ჩარლზ რასელი იყო ურყევად ერთგული ღვთის მიმართ, ურყევად ერთგული იესო ქრისტეს მიმართ, ურყევად ერთგული მესიანური სამეფოს საქმიანობის მიმართ, ეს იყო ურყევად ერთგული ყველა წვრილმანში - დიახ, ის იყო ურყევად ერთგული თვით სიკვდილამდე“ („საგუშაგო კოშკი“ 1.04.1996; გვ. 9). მაშ, საოცარია მათი ქმედებანი. თუკი მათი დამაარსებელი და ფუძემდებელი - რასელი მართლაც ასეთი ერთგული იყო ღვთის სწავლებისა და მხოლოდ მისეული განმარტებებია „ღვთივსულიერი“ და ჭეშმარიტი, მაშ, რატომღა შეცვალეს იგი მისმა მიმდევრებმა? ასე რომ, „იეღოვას მოწმეთა“ თანამედროვე სწავლებას საერთო არაფერი აქვს ერთი საუკუნის წინ რასელის მიერ ჩამოყალიბებულ მოძღვრებასთან. მათ ხომ, თითქმის ყველა გარკვეულ სარწმუნოებრივ საკითხში ბევრჯერ შეიტანეს რედიკალური ცვლილებანი? ამ კითხვაზე პასუხს მათივე ჟურნალი „გუშაგის კოშკი“ (1957 წ. № 8) იძლევა: „ორაგანიზაცია მისდევს იმ შეხედულებებს, რომლებიც შემდეგში შეიძლება შეიცვალოს“, „არცერთი სხვა ორგანიზაცია არ იჩენს ისეთ მოქნილობას, რომ შეცვალოს თავიანთი შეხედულებები და ნაბიჯი აუწყოს ცვალებად დროს“ - მიუთითებს „საგუშაგო კოშკის“ 1977 წ. აგვისტოს ნომერი (გვ. 19).

ამ ციტატებიდან, თუ მოისურვებენ, სექტის რიგით წევრებს მრავლისმეტყველი დასკვნის გაკეთება შეუძლიათ. განა შეიძლება ისეთი მოსაზრების დაჯერება, ცხოვრებაში გატარება და მისთვის თავგანწირვა, რომელიც შემდეგ სისულელედ გამოცხადდება?! განა შეიძლება, ჭეშმარიტება, რომელიც მარადიულია, იცვლებოდეს?!

ამჟამად, „იეღოვას მოწმეთა“ საზოგადოებას მიაჩნია, რომ არა რასეულისეული ბიბლიის განმარტებაა ჭეშმარიტი, არამედ თვით მათი საზოგადოებისეული. დღეისათვის იეღოველები თვლიან, რომ მხოლოდ მათი საზოგადოების მიერ განმარტებული საღვთო წერილია „ღვთივსულიერი“ და რომ ბიბლიის თვითნებურ შესწავლას ადამიანი მიჰყავს სიბნელემდე და ერესამდე. მაგალითად, მათი ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ გმობს იმ პიროვნებებს, „რომლებიც ამტკიცებენ, რომ საკმარისია ბიბლიის შესწავლა სახლში. ბიბლიის ასეთი შესწავლა აუცილებლად მიიყვანს პიროვნებას ტრადიციულ ქრისტიანულ სწავლებამდე, რაც დაუშვებელია“ (Watchtower აგვ. 15, 1981).

ამგვარად, ჩარლზ რასელის სწავლება, რომელსაც იგი ბიბლიის ჭეშმარიტი გაგებისათვის სავალდებულოდ ხდიდა, თანამედროვე საზოგადოების მიერ იგნორირებულია.

თუმცა რასელის მიმდევართა რიცხვი იზრდებოდა, მისი პირადული ცხოვრება დაღმა მიექანებოდა. 1912 წელს რასელმა უჩივლა ერთ-ერთ ბაპტისტ ხუცესს, რომელიც ცილისწამებაში დაადანაშაულა (ქრისტიანული სწავლებით კი ხუცესი სასამართლოში არ შეიძლება წარდგეს ხუცესზე საჩივრით, რადგან ჩვენი ერთადერთი მსაჯული, გამასამართლებელი, ღმერთია). სასამართლო პროცესზე აღმოჩნდა, რომ მომჩივანმა ნამდვილად ვერ ამოიკითხა ორიგინალური ახალი აღთქმის ტექსტიდან ასოები, თუმცაღა თავდაპირველად დაიფიცა, რომ ბრწყინვალედ იცოდა ძველი ბერძნული (ახალი აღთქმის ყველა წიგნი, მათეს სახარების გარდა, დაიწერა ძველ ბერძნულ ენაზე. მათეს სახარება დაიწერა არამეულად). ამათანავე, გაირკვა, რომ თუმცა რასელი ხუცესის ტიტულზე აცხადებდა პრეტენზიას, მისთვის ხელი არავის დაუსხამს. „თვითმარქვიას“ სასამართლო ბატალიები ამით არ დასრულებულა. ერთი წლის შემდეგ მან გაყრის თაობაზე სასამართლო პროცესი წააგო თავის მეუღლესთან. მას წაუყენეს ბრალდებანი: „უაზრო თავმოყვარეობა, ტირანიისაკენ ლტოლვა და არაღირსეული მოქცევა უცხო ქალებთან“. მოგვიანებით გამოაშკარავდა მისი ბინძური მაქინაციებიც „სასაწაულმოქმედ“ ხორბალთან დაკავშირებით, რომელმაც რასელს სოლიდური შემოსავალი მოუტანა. ფედერალურმა ხელისუფლებამ აიძულა იგი მოტყუებული ფერმერებისათვის დაებრუნებინა ფული.

ასეთია ზნეობრივი სახე „იეღოვას მოწმეთა“ სექტის დამაარსებელ ჩარლზ რასელია, რომელმაც დაწერა ბიბლიის განმარტებათა შვიდტომეული, მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდა არცერთი ბიბლიური ენა, არ უსწავლია არცერთ საღვთისმეტყველო სკოლაში, არ იცნობდა ფილოსოფიას და დამთავრებული ჰქონდა მხოლოდ დაწყებითი სკოლის რამდენიმე კლასი, სამაგიეროდ, თავის უვიცობას იგი გაბედული რიხიანობით უკეთებდა კომპენსაციას.

ჩ. რასელი გარდაიცვალა 1916 წელს და მისი ადგილი დაიკავა იმ დროს ცნობილმა ადვოკატმა იოსებ რუტერფორდმა, რომელიც მანამდე ბაპტისტი იყო და მხოლოდ 1906 წლიდან გახდა „საგუშაგო კოშკის საზოგადოების“ წევრი. მისი მოღვაწეობის პერიოდში (1917-1942 წწ.) ორგანიზაციის ავტორიტეტი ერთიორად გაიზარდა. მან საფუძველი დაუდო „სიახლეთა ეპოქას“; რუტერფორდი სახეს უცვლიდა, და ხშირად საერთოდაც უარყოფდა რასელისეულ სწავლებებს, ოღონდ თავის ცვლილებებს იგი ამართლებდა „ღვთის ახალი, პროგრესული გამოცხადებით“, რომელიც მას უბიძგებდა, რათა „ახალი შუქი“ მოეფინა თავისი წინამორბედის იდეებისათვის (იხ. Edmond Guss, Apostles of Denial... Grond Rapids, M, I, 1972).

რუტერფორდს ამ მიზეზით რასელის მრავალი მიმდევარი ჩამოშორდა, რადგან ისინი ხედავდნენ, რომ მისი სწავლება ეწინააღმდეგებოდა სექტის დამაარსებლის სწავლებას. ისინი თვლიდნენ, რომ რასელის მოძღვრება შთაგონებული იყო ზეციდან და, ამგვარად, მისი სწავლების შეცვლა ღვთის გმობის ტოლფას ცოდვას წარმოადგენდა. ამის მიუხედავად, საზოგადოების მიმდევართა უმეტესობა, რუტერფორდის ერთგული დარჩა და უსიტყვოდ დაემორჩილა მის მიერ შეცვლილ სწავლებას, რათა თავიდან მოეშორებინათ თავიანთი დამაარსებლის შერყეული რეპუტაცია. საზოგადოების წევრებმა, 1931 წლიდან, კოლუმბიის ყრილობის შემდეგ, დაირქვეს „იეღოვას მოწმეთა საზოგადოება“. ამ დროიდან მოყოლებული მათ მთავარ ამოცანად იქცა არა მარტო ბიბლიის შესაწავლა, არამედ თავიანთ სარწმუნოებაზე ხალხის მასიური გადაბირება და მათი აზროვნების შეცვლა. მათი ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ უფასოდ რიგდებოდა ქუჩებში. მათი ქადაგების ტონი უფრო მკვახე გახდა. რუტერფორდის ქადაგებებში პირდაპირი მოწოდებანი იყო ყველა ქრისტიანული მიმდინარეობის წინააღმდეგ.

მესამე, ნათან კნორის, პერიოდში (1942-1977 წ.წ.) „იეღოვას მოწმეთა“ რაოდენობა სწრაფად გაიზარდა. კნორმა დააფუძნა ე.წ. გალაადის სკოლა, სადაც ყოველწლიურად ამზადებდნენ სექტის მქადაგებლებს. მან გაზარდა სექტის მისიონერული ფუნქციები, სხვადასხვა ქვეყნებში მრავალი განყოფილება დააარსა.

ამავე პერიოდში, 1950 წელს, ინგლისურ ენაზე შესრულდა ბიბლიის ხელახალი თარგმანი, სახელწოდებით „ახალი ენის თარგმანი“. მთარგმნელთა ვინაობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ამ თარგმანში „იეღოვას მოწმეთა“ მოძღვრების სასარგებლოდ მრავალი ადგილია შეცვლილი. მანამდე არცერთი ქრისტიანული სექტა არ გაკადნიერებულა ასე, რადგან ყველას ეშინოდა ბიბლიის შემდეგი სიტყვების: „მე ვმოწმობ ყველას მიმართ, ვინც ისმენს ამ წიგნის წინასწარმეტყელვების სიტყვებს: თუ ვინმე რასმე დაურთავს მათ, ღმერთი დაურთავს მას წყლულებს, რომელიც სწერია ამ წიგნში. და თუ ვინმე რასმე მოაკლებს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხისას და წმიდა ქალაქისასა და იმისას, რაც სწერია ამ წიგნში“ (გამოცხ. 22, 18-19).

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ბიბლიის არცერთი სერიოზული მკვლევარი და ძველი ენების სპეციალისტი არ ეთანხმება ამ ახალ თარგმანს, რადგანაც იგი არაზუსტად და ტენდენციურად მიაჩნიათ.

მეოთხე, ფრედერიკ ფრანცის, პერიოდს (1977-1992 წ.წ.) შეიძლება ეწოდოს კრიზისული, რადგან ამ დროს ათასობით მიმდევარმა დატოვა სექტა; ისინი ახლოს გაეცნენ მის ისტორიას, წარმომავლობას, მოქმედების მეთოდებს და დარწმუნდნენ, რომ ეს ორგანიზაცია არ იყო ღვთაებრივი.

პრეზიდენტმა თავისი საქმიანობა იმით დაიწყო, რომ გამოცემული ლიტერატურის ფასი გაიზარდა, კერძოდ, 1978 წლის იანვრიდან „საგუშაგო კოშკის“ ერთი ეგზემპლარი ორჯერ გაძვირდა. წიგნი - „შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე“ (ინგლ. ენაზე, 1982 წ.) 3 დოლარი ღირს, ხოლო თექვსმეტფურცლიანი ბროშურა: „ნახე! მე ვქმნი ყველაფერ ახალს“ - 30 ცენტი.

როგორც ხედავთ, იეღოველთა ლიტერატურა, რომელიც ჩვენთან უფასოდ რიგდება, ევროპასა და ამერიკაში იყიდება. ამდენად, ჩვენთან მათი მიზანი გამოკვეთილია: „...ტკბილმეტყველებითა და შემპარავი სიტყვით აცდუნებენ უმანკოთა გულებს“ (რომ. 16, 18) და დაღუპვისკენ მიჰყავთ ისინი, ამერიკასა და ევროპაში კი, სადაც მყარად აქვთ ფესვები გადგმული, ამ ჟურნალებით საკმაოდ დიდ შემოსავალს იღებენ.

თვით პრეზიდენტის უახლოეს ნათესავს, რაიმონდსაც კი (რომლისთვისაც ფრანცი ბიძა იყო) გაუცრუვდა იმედები მას შემდეგ, რაც ახლოს გაეცნო იეღოველთა საზოგადოებას. თავის წიგნში - „სინდისის კრიზისი“ - იგი საფუძვლიანად ასაბუთებს, თუ რატომ არ შეიძლება ამ საზოგადოებას ღვთივსულიერებაზე ჰქონდეს პრეტენზია. იყო რა იეღოველთა სექტის ერთ-ერთი წამყვანი ლიდერი, მან გამოააშკარავა სექტის მართვის მრავალი დაფარული მექანიზმი; დახატა ავტორიტარული პიროვნებების პორტრეტები, რომლებიც არაფერზე იხევენ უკან, ოღნდაც კი შეინარჩუნონ ძალაუფლება და საკუთარი თავი ზეშთაგონებულად წარმოაჩინონ.

თავის აზრს, რომ იეღოველთა საზოგადოება არ არის ღვთივსულიერი, რაიმოდი შემდეგი ფაქტებით ამტკიცებს: 1. „ბიბლიის ტექსტების შერყვნა და დამახინჯება; 2. ცრუ წინასწარმეტყველებათა დახვავება; 3. სექტის სწავლა-მოძღვრების მკვეთრი შეცვლა; 4. სიცრუე და მანკიერებათა დაფარვა; 5. ოჯახური კავშირების რღვევა. ის აქვე აღნიშნავს, რომ სექტის ბევრი ხელმძღვანელი ძალზედ სუსტად ერკვევა ბიბლიაში. მთელი ყურადღება გადატანილია არა ღმერთის ერთგულებაზე, არამედ საზოგაოდოების მორჩილებაზე. საზოგადოება მუქარის მეთოდს იყენებს მათ წინააღმდეგ, ვინც გაბედავს ეჭვი შეიტანოს მის ჭეშმარიტებაში.

და ბოლოს, სამწუხაროდ, დღესაც მათ გადმოსროლილ ანკესს კვლავ ეგება მრავალი გულუბრყვილო ადამიანი, რომელთაც იეღოველები ჰპირდიან ყველა რელიგიურ შეკითხვაზე პასუხის გაცემას და პირადი ცხოვრებისეული გაჭირვებიდან გამოსავალს. ამავე დროს ამპარტავნულად აქებენ საკუთარ მორალურ თვისებებს.

საერთოდ, ალოგიკურია მათი მსჯელობა. შევეხებით რამდენიმეს: მათი რწმენით, არ შეიძლება ომში წასვლა, სამშობლოს დაცვა. ასევე, არ შეიძლება სასიკვდილოდ განწირულ შვილს სისხლი გადაუსხა. მათი ოჯახური კავშირებით არამყარია, რადგანაც მამა აცხადებს: „აუცილებლობის შემთხვევაში ოჯახის ღირსებას არ დავიცავ, რადგან ეს ღვთის საწინააღმდეგოაო“; საკუთარი თავი ბოლო ჟამის ჭეშმარიტ მქადაგებლად მიაჩნიათ და ა.შ.

ბოლოს, მოვიყვანთ პავლე მოციქულის სიტყვებს: „არიან კაცნი, რომელნიც გამღვრევენ თქვენ, და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება. მაგრამ თვით ჩვენც, გინდა ანგელოზი ზეცით, რომ გახარებდეთ არა იმას, რაც აქამდე გვიხარებია თქვენთვის, შეჩვენებული ვიყოთ. რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: თუ ვინმე გახარებთ სხვა რამეს, გარდა იმისა, რაც მიგიღიათ, შეჩვენებული იყოს“ (გალ. 1, 7-9). გაითავისეთ პავლე მოციქულის შემდგომი შეოგნებაც: „ნურც ვინ გაცთუნებთ ფუჭი სიტყვით, ვინაიდან ამისათვის მოიწევა რისხვა ღმრთისა ურჩობის ძეთა თავზე“ (ეფეს. 5, 6).

მამა დავითი
ციტატა(zura22222 @ Nov 24 2009, 02:27) *

მამაო დავით. არ ვეკუთვნი აბსოლიტურად არც ერთ სექტას.. ვინც აქ ჩემი ნაწერი წაიკითხა ამაში დამეთანხმება.. მე მინდა საუბარი ჩვეულებრივად, ადამიანურად, გასაგებად. და ერთადერთი შეცდომა რაც დავუშვი და ვაღიარე ეს იყო იმ თემის წამოჭრა რაც ღმერთის ყოვლის შემძლეობას ეხებოდა.. და მართლა მიკვირს რომ ჩემთვის ყველაზე არასაინტერესო თემას და ასევე ვფიქრობ რომ თქვენთვისაც ასეთი გამოხმაურება მოჰყვა. ხოლო დანარჩენი შეკითხვები ის შეკითხვებია რომელიც ნებისმიერ მართლმადიდებელს შიძლება გაუჩნდეს.
და მიუხედავად დიდი პატივისცემისა, რელიგიური იერარქიისა, მე როგორც უბრალო ადამიანს მოგმართავთ, რომ მართლმადიდებლობა არაა დაა არ უნდა იყო ჩაკეტილი წრე, რაღაც იდუმალი ორგანიზაცია. აქ ნებისმიერ თემაზე უნდა ხდებოდეს მსჯელობა, . იგნორი გამოსავალი არაა. თვალის დახუჭვა აძლიერებს ზუსტად იმ სექტებს რაც მართლმადიდებლებს არ მოსწონთ.

მზაკვრულ შეკითხვებს რაც შეეხება. ვფიქრობ, რომ შეკითხვა მზაკვრულია როცა შემკითხველს პასუხი წინასწარ აქქვს უკვე მომზადებული და კითხვა გათვლილია მხოლოდ შეკითხვის ადრესატის ჩიხში მოსამწყვდევად(ფარისევლების და მწიგნბრების მეთოდი, თუმცა იესო მათაც პასუხობდა და ჩიხში თავად მათ ამწყვდევდა) ხოლო როცა შეკითხვა მხოლოდ ჭეშმარიტების ძიებითს წყურვილითაა დასმული ასეთი შეკითხვა, რაგინდ უხერხულიც არ უნდა იყოს არ არის მზაკვრული.



შვილო! მოდი ასე შევთანხმდეთ, მობრძანდით ჩემთან და პირისპირ ვისაუბროთ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვებზე, რადგან ფორუმის ფორმატი ვერ მოგვცემს საშუალებას სრულად და ამომწურავად გიპასუხოთ!
რაც ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა დაგეხმაროთ ჭეშმარიტების გარკვევაში.
თუ ამის სურვილი გაგიჩნდებათ მომწერეთ პირადში და იქ შევთანხმდეთ ამ საკითხზე! კარგი?

კეთილი სურვილებით მამა დავითი.
A-G-A-P-E
ციტატა(მამა დავითი @ Nov 24 2009, 02:11) *



როგორც დაბეჭდილი პოსტების ანალიზიდან სჩანს, ამ პირების მიერ იყო მოთხოვნა, რომ მათ მიერ დასმულ ,,მზაკვრულ" კითხვებზე პასუხი გაეცათ ან რაც ალბათ უფრო სასურველი იქნებოდა, პასუხი ვერ გაეცათ ფორუმელებს მათ შორის მოძღვარსაც, რაც შესაძლებელია მიზნად ისახავდა მართლმადიდებლობის, როგორც ჭეშმარიტი სარწმუნოების დისკრეტიდიტაციას რწმენის შერყევას და მათი ნააზრევის ,,ლოგიკურობის" გამო ეჭვების გაჩენას (მინდა იმედი გაგიცრუოთ, ეს არ მოხდება).


ძალიან ზოგადად საუბრობთ ბატონო დავით.

რომელ პოსტს გულისხმობთ რომ დაგეკონკრეტებინათ კარგი იქნებოდა, რადგან მკითხველს ეცოდინებოდა რა გაქვთ გონებაში. მეორეც, მზაკვრული თქვენი გადმოსახედით ჩანს, თორემ არის თუ არა მზაკვრული, ეგ კიდევ საკითხავია.
თუ ის შეკითხვა გაქვთ მხედველობაში რაც "ქვის" შექმნას და მის აწევას ეხებოდა, მაშინ გეთანხმებით, მასში გულწრფელი ინტერესი არ ჩანს. smile.gif

ციტატა
მიზანშეწონილად მივიჩნევთ, რომ ამ თემაში დავბეჭდოთ სტატიები


ცუდია რომ იმ პოსტებს რომლებსაც მზაკვრულად მიიჩნევთ, რატომღაც უკავშირებთ რელიგიურ უმცირესობებს. ეს კი, თქვენს პირად, წინასწარ შექმნილ არასწორ მოსაზრებებზე მეტყველებს, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია.

ციტატა
და თუ ვინმესთვის მიუღებელია ასეთი ფორმატი, მათთვის გარკვევით გვინდა დავწეროთ, რომ ჩვენ ვეყრდნობით არა კერძო პიროვნებების მიერ განმარტებულ წმიდა წერილის გარკვეული აბზაცების, კონტექსტიდან ამოგლეჯილ ნააზრევს, არამედ წმიდა წერილს, წმიდა მამების განმარტებულს, მოციქულთა და მსოფლიო საეკლესიო კრებათა მიერ დადგენილ ეკლესიურ სწავლებებს და წმიდა საეკლესიო გარდამოცემას. რაც თავისთავად ამ ფორუმის არსებობის არსია და დედააზრი![/b]

თქვენ რომ ეკლესიის წიაღში შექმნილ მოსაზრებებს ეყრდნობით, ეგ ახალი არაა ჩემთვის, თუმცა, იმას მაინც ვიტყვი, რომ ეკლესიის წიაღში შექმნილი ეგზეგეზები (განმარტებები), არაა წმინდა წერილთან თანხმობაში. თუ გაინტერესებთ, შემიძლია დეტალურად მოგწეროთ ამ საკითხებზე.
მამა დავითი
ციტატა(A-G-A-P-E @ Nov 24 2009, 04:10) *

ძალიან ზოგადად საუბრობთ ბატონო დავით.

რომელ პოსტს გულისხმობთ რომ დაგეკონკრეტებინათ კარგი იქნებოდა, რადგან მკითხველს ეცოდინებოდა რა გაქვთ გონებაში. მეორეც, მზაკვრული თქვენი გადმოსახედით ჩანს, თორემ არის თუ არა მზაკვრული, ეგ კიდევ საკითხავია.
თუ ის შეკითხვა გაქვთ მხედველობაში რაც "ქვის" შექმნას და მის აწევას ეხებოდა, მაშინ გეთანხმებით, მასში გულწრფელი ინტერესი არ ჩანს. smile.gif
ცუდია რომ იმ პოსტებს რომლებსაც მზაკვრულად მიიჩნევთ, რატომღაც უკავშირებთ რელიგიურ უმცირესობებს. ეს კი, თქვენს პირად, წინასწარ შექმნილ არასწორ მოსაზრებებზე მეტყველებს, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია.
თქვენ რომ ეკლესიის წიაღში შექმნილ მოსაზრებებს ეყრდნობით, ეგ ახალი არაა ჩემთვის, თუმცა, იმას მაინც ვიტყვი, რომ ეკლესიის წიაღში შექმნილი ეგზეგეზები (განმარტებები), არაა წმინდა წერილთან თანხმობაში. თუ გაინტერესებთ, შემიძლია დეტალურად მოგწეროთ ამ საკითხებზე.



თავი დაანებეთ დემაგოგიას!

რელიგიურ უმცირესობებთან საუბარს არავინ გაურბის, უბრალოდ თქვენი მოსაზრებები რომელსაც ამ ფორუმზე აფიქსირებთ ცრუსწავლებებია და მიზნად ისახავს ეჭვის შეტანას მართლმადიდებლურ ჭეშმარიტებაში და ეწინააღმდეგება ამ ფორუმის ფორმატს, ამიტომ სჯობს თემის სათაური კარგად წაიკითხოთ და ამ თემაში დაბეჭდილი სტატია გულდასმით წაიკითხოთ, იქნებ ამის შემდეგ დაფიქრდეთ და მიხვდეთ, რომ არასწორი გზით მიდიხართ.
და მეორც ეკლესიის წიაღში ,,მოსაზრებები" არასოდეს არ იქმნებოდა, რადგან წმიდა მამებს სული წმინდის მადლით, ზეგარდამო ღვთაებრივი განათლება ეძლეოდათ და ამიტომ განმარტებდნენ წმიდა წერილს.
და რაც შეეხება თქვენი ჩემდამი აგდებულ, ცინიკურ დამოკიდებულებაზე, აბსოლუტურად არ ვღიზიანდები, რადგან თქვენ იმ სექტას ეკუთვნით, რომელიც მოძღვარს და მის სულიერ მამობას უარყოფს.
ხოლო რაც შეეხება მართლმადიდებლური სწავლებების, პირდაპირ ან ირიბად შეურაცხოფას, გირჩევთ თავი დაანებოთ, რადგან ეს უკვე ჩვენი რწმენის შესახებ, თქვენს არასწორ მოსაზრებებზე მეტყველებს.
და ბოლოს, გთხოვთ კარგად გაეცნოთ ფორუმის წესებს!
A-G-A-P-E
ციტატა(მამა დავითი @ Nov 24 2009, 05:09) *

თავი დაანებეთ დემაგოგიას!

როდის აქეთ გახდა სიმართლის თქმა დემაგოგია?!


ციტატა

რელიგიურ უმცირესობებთან საუბარს არავინ გაურბის,

ეს გამოჩნდება ამ ფორუმზე, გაურბის თუ არა. თქვენს პოსტს თუ გავითვალისწინებთ, არ ჩანს მასში თქვენგან განსხვავებული თვალსაზრისის მქონე ადამიანებთან საუბრის სურვილი რომ გქონდეთ.

ციტატა

უბრალოდ თქვენი მოსაზრებები რომელსაც ამ ფორუმზე აფიქსირებთ ცრუსწავლებებია

თქვენი გადმოსახედიდან მასე ჩანს, მაგრამ არის თუ არა ცრუ სწავლებები, ამას დასაბუთება უნდა. მსგავსად სხვასაც შეუძლია თქვას თქვენზე, მაგრამ ცხადია ერთია თქვათ, მეორეა დაასაბუთოთ. იმედია ამაში მაინც მეთანხმებით.


ციტატა

მიზნად ისახავს ეჭვის შეტანას მართლმადიდებლურ ჭეშმარიტებაში და ეწინააღმდეგება ამ ფორუმის ფორმატს,

მიზნად არ ისახავს ეჭვის შეტანას, რადგან დარწმუნებული ვარ რომ ეკლესიური სწავლებები არ ეფუძნება ბიბლიას. უფრო მეტიც, რაც არ უნდა ეჭვი ჰქონდეს ადამიანს, ეჭვის გაქარწყლება ჭეშმარიტებას შეუძლია. ამიტომ ეჭვების არ უნდა ეშინოდეს ადამიანს. ეჭვი ვისაც აქვს, ჭეშმარიტი სწავლება განაგდებს მის ეჭვებს თუ კი ჭეშმარიტ სწავლებას მოისმენს ადამიანი. საკითხავი კი ისაა, მოსიმენს კი მას ამ ფორუმზე? თუ დიახ, მაშ არაფერი ყოფილა სანერვიულო.

ციტატა

ამიტომ სჯობს თემის სათაური კარგად წაიკითხოთ და ამ თემაში დაბეჭდილი სტატია გულდასმით წაიკითხოთ, იქნებ ამის შემდეგ დაფიქრდეთ და მიხვდეთ, რომ არასწორი გზით მიდიხართ.

ამ თემაში დაწერილი სტატია არის კლასიკური დემაგოგიისა და სიყალბის მაგალითი. მასში დამახინჯებულია სინამდვილე, რათა ადამიანებს შეექმნას არასწორი წარმოდგენები მათზე, ვისზეც ეგ სტატიები "ღაღადებს".


ციტატა

და მეორც ეკლესიის წიაღში ,,მოსაზრებები" არასოდეს არ იქმნებოდა, რადგან წმიდა მამებს სული წმინდის მადლით, ზეგარდამო ღვთაებრივი განათლება ეძლეოდათ და ამიტომ განმარტებდნენ წმიდა წერილს.

ეგ თქვენ ფიქრობთ რომ მასეა, მაგრამ სინამდვილე სხვანაირადაა. თუ საშუალება მომეცემა, სიმართლეს ბოლომდე ვიტყვი. მაგრამ მომცემთ კი ამის საშუალებას???



ციტატა

და რაც შეეხება თქვენი ჩემდამი აგდებულ, ცინიკურ დამოკიდებულებაზე, აბსოლუტურად არ ვღიზიანდები,

ცუდია რომ ასე ფიქრობთ. მე სიმარტლე ვთქვი. თქვენთან საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. თქვენ მე პატივს გცემთ, თუმცა თქვენ რასაც ქადაგებთ მას არ ვაღიარებ. ამ ორში დიდი სხვაობაა და უნდა მომიტევოთ რომ ღიად ვამბობ ჩემს სათქმელს. თუ ჩემი ამ ფორუმში ყოფნა გაღიზიანებთ ან არ გსურთ, თქვით და ერთ სიტყვასაც კი აღარ დავწერ.

ციტატა

რადგან თქვენ იმ სექტას ეკუთვნით, რომელიც მოძღვარს და მის სულიერ მამობას უარყოფს.

ისევ წინასწარ შექმნილი მოსაზრებები. მე არანაირ სექტას არ ვეკუთვნი. ძალიან ნაჩქარევ დასკვნებს აკეთებთ ბატონო დავით.



ციტატა

ხოლო რაც შეეხება მართლმადიდებლური სწავლებების, პირდაპირ ან ირიბად შეურაცხოფას, გირჩევთ თავი დაანებოთ, რადგან ეს უკვე ჩვენი რწმენის შესახებ, თქვენს არასწორ მოსაზრებებზე მეტყველებს.
და ბოლოს, გთხოვთ კარგად გაეცნოთ ფორუმის წესებს!

ის რომ არ გეთანხმებით რა სახით და რა ფორმითაც წარუდგენთ ადამიანებს ღმერთს, არუნდა იღებდეთ შეურაცყოფად. აზრადაც კი არ მომსვლია თქვენი მრწამსის შეურაცხყოფა. თქვენ კი უკვე სექტანტი მიწოდეთ, რითაც პირდაპირ მომაყენეთ შეურაცხყოფა!
ლევანი
ციტატა(A-G-A-P-E @ Nov 24 2009, 05:22) *



ამ თემაში დაწერილი სტატია არის კლასიკური დემაგოგიისა და სიყალბის მაგალითი. მასში დამახინჯებულია სინამდვილე, რათა ადამიანებს შეექმნას არასწორი წარმოდგენები მათზე, ვისზეც ეგ სტატიები "ღაღადებს".




როდიდანაა სიმართლე დემაგოგია და სიყალბე? smile.gif ეგ სტატია არის რასელისტთა(და არა იაღოველების, როგორც არასწორად ვუწოდებთ ხოლმე smile.gif ) მოკლე ისტორია, და ამას ვერსად გაექცევიან. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია გადაამოწმოს ეს ინფორმაცია მიუკერძოებელი წყაროებით smile.gif smile.gif
lingvo
„ხსნის არმია“ - გასამხედროებული სექტა


ეს სექტა საქართველოში ერთ-ერთი უახლესია, მაგრამ ალბათ მათი არსებობის შესახებ ბევრმა შეიტყო, როცა საქართველოს ტელეკომპანია აგიტაცია-პროპაგანდას ეწეოდა ახლად მოვლენილი „მხსნელების“ სასარგებლოდ 1993 წლის ზაფხულში, ხელისუფლებამ კი ადგილი გამოუყო „არმიას“, რათა მათ საშუალება ჰქონოდათ საქართველოში მოქმედებისა. ისინი „დახმარებას“ დაპირდნენ ჩვენს ქვეყანას მძიმე სოციალური მდგომარეობიდან თავის დაღწევაში. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ისინი, სხვა „მასწავლებლებთან“ და „მოძღვრებთან“ ერთად, დაუბრუნდებიან (?) თავის სამშობლოს, როგორც კი ეკონომიკურად წელში გავიმართებით.

რამდენადაც მათი ვინაობა და საქმიანობა საქართველოში მცხოვრები ადამიანებისათვის უცნობია, ვეცდებით, გავაცნოთ მათ ამ სექტების ისტორია, სწავლების საფუძვლები, დამოკიდებულება მართლმადიდებელ ეკლესიასთან, მის სიწმინდეებთან და სამოციქულო მემკვიდრეობასთან.

„ხსნის არმიის“ სექტის დამაარსებელი
უილიამ ბუთი (1829-1912)

„ხსნის არმია“ თავს უწოდებს ზეკონფესიალური გამოღვიძებისა და ხსნის მოძრაობას. ეს მათი სახელწოდებიდანაც ჩანს (მათ, როგორც შემდეგ ნახავთ, თავი უკვე გადარჩენილებად მიაჩნიათ და ზრუნავენ სხვათა გადასარჩენად). ეს მოძრაობა მომდინარეობს ვინმე უილიამ ბუთისგან (William Booth). იგი დაიბადა 1829 წელს ინგლისში, ნოტინგემში, გარდაიცვალა 1912 წელს ლონდონში. არავითარი აღზრდა მას არ მიუღია, საკმაოდ მძიმე ახალგაზრდობა ჰქონდა, რომლის შემდეგაც იგი აღმოჩნდა მეთოდისტების სექტაში. მან ადრეული პერიოდიდანვე შეითვისა ამ სექტის სწავლების პრინციპები და, პრაქტიკულად, ცდილობდა მათი განხორციელებას, რაც შემდგომში საფუძვლად დაედო „ხსნის არმიას“.

„მთავარი ის კი არ არის, ადამიანი ქრისტეს გზაზე დააყენო, - ამბობდა ბუთი, - არამედ მთავარია, შეაყვარო მას მოყვასი; ამის მიღწევა კი შეიძლება ადამიანისათვის უკეთესი საყოფაცხოვრებო-სოციალური პირობების შექმნით“. ამასთანავე, იგი მიიჩნევდა, რომ ქრისტიანულ რწმენას დაცილებული ადამიანის მოსაქცევად საკმარისი არ იყო მანამდე არსებული ფორმები. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბუთი თავის მეგობრებთან ერთად დადიოდა ქუჩებში და ქადაგებდა სახარებას, რამაც მას მეთოდისტთა სექტაში მქადაგებლის ადგილი დაუმკვიდრა. მან დაამთავრა ერთწლიანი მეთოდისტ-მქადაგებელთა სასწავლებელი და 1854 წელს მიიღო მთავარი მქადაგებლის ადგილი - დაევალა ერთ-ერთი თემის ხელმძღვანელობა. ერთჲ თემის ხელმძღვანელობას იგი არ დასჯერდა; შემდგომში დაუკავშირდა კატერინ მამფორდს და რამდენიმე თემის ევანგელიზაციას მიუძღვნა თავი, რასაც მოჰყვა მეთოდისტების სექტასთან კავშირის გაწყვეტა.

1865 წელს უილიამ ბუთი გადასახლდა ლონდონში და დაიწყო ლონდონის ღარიბ უბნებში მისიონერული (მქადაგებლური) სამსახური. მეგობრებთან ერთად აარსებს „აღმოსავლეთ ლონდონის მისიას“, რომელიც 1869 წლიდან „ქრისტიანულ მისიად“ იწოდება.

ქალაქის ღარიბ უბნებში მისიონერობისა და „ქრისტეს გზაზე მოქცეულთა“ „სიწმინდის დაცვის“ მიზნით, მცირე ხნის შემდეგ ბოთმა „მისიის“ ორგანიზაციებში მიიღო სამხედრო ფორმები და დააწესა მკაცრი კანონები; თვითონ მას კი, როგორც ამ „მისიის“ გენერალ სუპერ-ინტენდანტს, ამავე კანონების საფუძველზე მიენიჭა განუსაზღვრელი უფლებები. 1875 წლიდან „მისიას“ ეწოდა „ხსნის არმია“, შემოღებული იქნა ოფიცრის წოდებები, დროშები, მუსიკალური კაპელები და ა.შ. და ამ დღიდან ყოფილი „ქრისტიანული მისია“ გასამხედროებული სექტა ხდება.

XX საუკუნის 80-იანი წლებიდან „ხსნის არმია“ ამერიკის ფარგლებს სცილდება და ვრცელდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში, სადაც განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობებია; ეს გასაგებიცაა, რადგან მათი საქმიანობის მიზანს შეადგენს უმეტესად მშიერ, მწყურვალ, სასოწარკვეთილ ადამიანებთან ქადაგება. საამისოდ ხალხის მოზიდვა-დაინტერესება ხდება სხვადასხვა სახის დახმარებით (საკვები, ახალი თუ ნახმარი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საერთოდ ყველაფერი ის, რასაც დღეს ჰუმანიტარულ დახმარებას ეძახიან).

„ხსნის არმიის“ სწავლების ძირითადი საფუძვლები დაფუძნებულია ადამიანის მოცქევისა და განწმენდის მეთოდებზე, ე.ი. იმაზე, თუ რა გზებით, რა საშუალებებითა და რა სახის მოქმედებებით შეიძლება მიიპყრო ადამიანის ყურადღება, რომ მან მოგისმინოს და შენთან მოვიდეს.

1878 წელს ამ სექტის მიერ დადგინდა, რომ მათი რწმენის ძირითადი საფუძველი იქნებოდა:

* ძველი და ახალი აღთქმა
* შემოქმედი ღმერთი - წმიდა სამება;
* იესო ქრისტე, ღმერთი და კაცი;
* კაცობრიობის სრული დაცემა, ადამიანის რწმენა და მეორედ დაბადება სულიწმიდით;
* იესო ქრისტე - კაცობრიობის მხსნელი;
* ადამიანი გამართლდება მხოლოდ რწმენით;
* სამუდამოდ დაღუპვის შესაძლებლობა გადარჩენის შემდეგ;
* მკვდრეთით აღდგომა;
* სასამართლო;
* სამუდამო ნეტარება;
* სამუდამო დაღუპვა.

პრინციპში, როგორც ასეთი, განსაზღვრული სწავლება მათ არ გააჩნიათ. „ხსნის არმიაში“ საუბარია ქრისტეს მიერ ნაჩუქარ ცხოვრებაზე, რომელიც ცოდვის მონანიებით, ხელახალი დაბადებითა და განწმენდით მოიპოვება. ამ მიზანს ემსახურება მათი საჯარო გამოსვლები, „გადარჩენილთა“ შეკრებები, რომლებიც სტიმულს მისცემენ მოსაქცევ ადამიანებს იმით, რომ თვითონ უკვე გადარჩნენ და მათშიც აღძრავენ მონანიებისა და გადარჩენის სურვილს. ამ შეკრებებზე „გადარჩენილი“ ადამიანები ასახავენ, ჰყვებიან თავიანთი მორჩილი ცხოვრების შესახებ. ამასთანავე, მათ აქვთ განსაკუთრებული ჯარისცაკთა ნაწილები, რომელნიც ქმნიან საწვრთნელ სკოლებს.

„ხსნის არმიის“ წევრები გაწევრებისას ხელს აწერენ ე.წ. ვალდებულებას იმაზე, რომ უარს ამბობენ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების სიამოვნებაზე. გადარჩენილთა არმიის ძირითადი ამოცანაა მათი ორგანიზაციების მომსახურება, მეთვალყურეობა.

„ხსნის არმიის“ ლოზუნგია: „პუკუეეუეთუშტ პშიე პუეეუკთშტტ“, რომლის არსიც ამგვარია: „გადარჩენილი გადასარჩენში გადარჩენის აზრს ბადებს“.

„ხსნის არმია“ აწყობს ცერემონიალებს, რომლებიც (მათი შეგნებით) თავისუფალ გარემოს ქმნიან მათზე სულიწმიდის ზემოქმედებისათვის.

მართავენ თავისუფალ შეკრებებს ქორწინებისას, ბავშვთა ნათლობისას, დაკრძალვაზე, სამხედრო მარშირებისას და ა.შ. რასაც სახალხო მისიონერულ მომენტად თვლიან.

საეკლესიო საიდუმლოებებს არ თვლიან წმიდა აუცილებლობად (იგივე ნათლობა და ზიარება აღიქმება, როგორც სიმბოლო).

საღამოობით მართავენ სუფრას, რომელთანაც სავალდებულოა იმის გახსენება, რომ ქრისტეს სიყვარული მათს გულებში საკმარისად არ არის. ამ წვეულებას სიყვარულის სუფრას (აღაპს) უწოდებენ.

„ხსნის არმიას“ აქვს ქორწინების პრაქტიკა - ეს ხდება მათი დროშის ქვეშ. აქ დაქორწინებულები დებენ ფიცს, რომ „შეინახავენ „ხსნის არმიისადმი“ ერთგულებას ქორწინების შემდეგაც, არ შემოიფარგლებიან პიროვნული ინტერესებით და ა.შ. წარმოთქვამენ ერთგულების ფიცს.

მიცვალებულის დასაფლავებაში არავითარი ლიტურგიული წესი არ გააჩნიათ. აქვთ ტრაურის (გლოვის) უნიფორმა - ცხვირსახოცი წითელი ჯვრითა და წითელი გვირგვინი მარცხენა ხელზე. ამ დროს თავიანთ დროშას წითელი ლენტით რთავენ. კუბოსთან აწყობენ გარდაცვლილის ბიბლიასა და გალობის წიგნს. საფლავზე სრულდება განსვენებული წევრის საყვარელი სიმღერა. საფლავში რომ ჩაასვენებენ მიცვალებულს, ერთი ოფიცერი კუბოს გადააყრის მიწას, ხოლო მეორე ამ დროს „ლოცულობს“: „ყოვლის შემძლე ღმერთო, მოწონება ჰქონდა ჩვენს მეგობარს შენს წინაშე, იგზავნება იგი ზეცაში მისთვის მომზადებულ კორპუსში“.

ერთი სიტყვით, ასეთია „ხსნის არმიის“ ისტორია, სწავლების საფუძვლები, სხვადასხვა წესები (ზოგადად).

მსოფლიოს 85 ქვეყანაში არსებობს მათი 195000 ცენტრი, დიდია მათი დაინტერესება - ასეთი ცენტრები ჰქონდეთ საქართველოს ტერიტორიაზეც, რის განხორციელებასაც პრაქტიკულად შეუდგნენ.

ამ სექტას, როგორც მათი სწავლებიდან და წეს-ჩვეულებებიდან ჩანს, არავითარი საერთი არა აქვს ჭეშმარიტ ქრისტიანულ სწავლა-მოძღვრებასთან. თითქოს ბიბლიას ღებულობენ, მაგრამ მისგან გამომდინარე სწავლებას არა; არ ცნობენ: საეკლესიო საიდუმლოებებს, სამღვდელო იერარქიას, ღვთისმსახურებას, უარყოფენ ჯვრის, ხატების თაყვანისცემას. ფაქტობრივად, სამოციქულო მემკვიდრეობა მათთვის არ არსებობს.

ახლა, როცა გავეცანით „ხსნის არმიას“, სავსებით სამართლიანი იქნება შეკითხვა - რა უნდათ მათ საზოგადოდ და რა ინტერესები ამოძრავებთ საქართველოში?

ა) საზოგადოდ მათ იგივე უნდათ, რაც ნებისმიერი სექტას თუ „რელიგიურ საზოგადოებას“, რომელნიც ნამდვილად ქრისტიანული სწავლებისაგან შორს დგანან და, აშკარად თუ ფარულად, მტრობენ ქრისტეს ეკლესიას მისი სწავლებით, იერარქიით, წესებითა და ტრადიციებით.

ბ) რაც შეიძლება მეტი იყოს მათ მიმდევართა რიცხვი და ასევე ამ შეკითხვაზე პასუხს გვაძლევს მათი სახელწოდება - ეს ხომ „ხსნის არმიაა“ - თვითონ უკვე გადარჩნენ, ახლა სხვებზე ზრუნავენ, ეს სექტა ხომ „ზეკონფესიალურს“ უწოდებს თავის თავს.

თუ მიაქცევთ ყურადღებას ნებისმიერ - სხვადასხვა სექტაში გაერთიანებულ ადამიანებს, დავინახავთ, რომ ისინი იმდენად არიან გათავისუფლებული ყოველგვარი წესისა და ტრადიციისაგან, ჭეშმარიტად ქრისტიანული ზნეობისა და მორალისაგან, რომ ფაქტობრივად, დაცლილნი არიან ყოველგვარი ჯანსაღი რელიგიური განცდისაგან და მოკრძალების ელემენტარული ნიშნები არ გააჩნიათ; ხშირ შემთხვევაში, სახარებიდანა ამოგლეჯილი, ჭეშმარიტ მნიშვნელობას დაცილებული ფრაზებით ხელმძღვანელობენ თავიანთი მოქმედებისას, რასაც მისიონერობას ეძახიან. მათ შეგნებაში ღმერთის ცნება შორს არის მისი ნამდვილი არსისაგან; იგი (ღმერთი) მათთვის უფრო აბსტრაქტურლი ცნებაა; თვითკმაყოფილებას, ხიბლის მდგომარეობას, ბოროტის მანქანებით მათთვისვე ყოვლად გაუგებარი ფრაზების ბოდვას (ორმოცდაათიანელები) სულიწმიდით გაბწყინებას ეძახიან. სინამდვილეში, მათეული ღმერთი ამპარტავანი ადამიანის გონებაა, რომელსაც (თითქოს) შეუძლია დამოუკიდებლად გაერკვეს ღვთაებრივ ჭეშმარიტებათა შეცნობის საქმეში, „შეუძლია“ დამოუკიდებლად განმარტოს ბიბლია.

„ხსნის არმიის“ სწავლება უარყოფს ქრისტიანული ეკლესიის დოგმატებს
, ისევე, როგორც სხვა სექტები. დოგმატები ხომ წესრიგია - წესრიგი ღვთაებრივ ჭეშმარიტებათა შეცნობის საქმეში; ეს არის საფუძველი - საყრდენი, რომლის გარეშე არ არსებობს ნამდვილად წმიდა ზნეობა და მორალი. ამ წესრიგის გარეშე ადამიანი იფანტება, იშლება, ნადგურდება როგორც პიროვნება და მისგან მხოლოდ ფიტულიღა რჩება, რომელიც, ფაქტობრივად, მშრალი სქემებითა და გრაფიკებით ცხოვრობს. და საერთოდ, წესრიგი ის მოვლენაა, რომლის გარეშე არ არსებობს ჰარმონია - ბუნებრივი სილამაზე.

იმასაც აღვნიშნავთ, რომ საზოგადოდ, სექტების საქმიანობაში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ქველმოქმედებას, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ქველმოქმედებას იყენებენ ადამიანში დადებითი ემოციური განცდების გამოსაწვევად, რათა მისი სულის იდუმალ შრეებში შეაღწიონ. ფაქტობრივად, ქველმოქმედება მათს საქმიანობაში ერთადერთი დადებითი მომენტია, მაგრამ არცთუ უანგარო. მათი ქველმოქმედება იგივეა, რაც საწამლავიანი ჭურჭლისათვის ლამაზი და მიმზიდველი ეტიკეტი. სწორედ ამით ტყუვდება ხოლმე მშიერი, მწყურვალი, შიშველი და დაგლახავებული, რელიგიურად გაუნათლებელი ადამიანი.

რაც შეეხება მათ - „ხსნის არმიის“ ინტერესებს საქართველოში, იგივეა, რაც სხვა ქვეყნებში - მათი გავლენის სფეროების გაფართოება; ეს კი ის თვისებაა, რომელიც თავს იჩენს ხოლმე ნებისმიერი ადამიანში თუ ადამიანთა ჯგუფში.

მღვდელ გურამ გურამიშვილის წიგნიდან:
„საქართველოში გავრცელებული სექტები“


http://www.orthodoxy.ge/apologetika/khsnis_armia.htm
lingvo
ორმოცდაათიანელთა სექტის შესახებ


ორმოცდაათიანელთა მოძრაობას, თუმცა მას ჰყავდა წინამორბედი XIX საუკუნეში, დაბადების სავსებით ზუსტი თარიღი აქვს:ახალი, 1901 წლის წინა დღე, საღამოს შვიდისაათი. მანამდე ცოტა ხნით ადრე მეთოდისტი პასტორი კანზასის შტატის ქალაქ ტოპეკიდან, ჩარლზ პერჰემი, ცდილობდა გაეგო თავისი ქრისტიანული მოღვაწეობის უშედეგობის მიზეზი და ამისთვის მოწაფეებთან ერთად გულმოდგინედ სწავლობდა ახალ აღთქმას, რათა სამოციქულო ქრისტიანობის ძალის
საიდუმლოს ჩასწვდომოდა. ბოლოს და ბოლოს მოწაფეები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს საიდუმლო “ენებზე ლაპარაკში” მდგომარეობს, რომელიც მათი აზრით, ყოველთვის თან ახლდა სული წმიდის მიღებას “საქმე მოციქულთაში”. პერჰემმა და მისმა მოწაფეებმა გადაწყვიტეს არ შეეწყვიტათ ლოცვა, სანამ “სული წმიდით ნათლობას,”
მასთან ერთად კი “ენებზე ლაპარაკის” ნიჭს არ მიიღებდნენ. 1900 წლის 31 დეკემბერს ისინი დილიდან საღამომდე სრულიად უშედეგოდ ლოცულობდნენ, ვიდრე ერთ-ერთმა ქალიშვილმა არ ივარაუდა, რომ ამ ექსპერიმენტს ერთი დეტალი აკლდა- ხელდასმა. პერჰემმა ქალიშვილს თავზე ხელი დაადო და იმანაც უმალვე დაიწყო ლაპარაკი “უცნობ ენაზე”. სამ დღეში მრავალი ასეთი “ნათლისღება” ჩატარდა მათ შორის თვით პერჰემისა და თორმეტი სხვდასხვა აღმსარებლობის მღვდლისა და ყოველ მათგანს თან ახლდა “ენებზე ლაპარაკი”. მალე ამ მოძრაობამ მთელი ტეხასის შტატი მოიცვა და განსაკუთრებული წარმატება მოიპოვა ლოს-ანჯელესში მდებარე ზანგების პატარა
ეკლესიაში. ამ დროიდან მოყოლებული იგი მთელ მსოფლიოში გავრცელდა და 10 მილიონი მიმდევარი ჰყავს. ამრიგად
ამ რელიგიურ სექტას არსებობის დიდი ისტორია არ აქვს, მათი სწავლება შეიცავს უამრავ ცდომილებას. ისინი თავის მხრივ ამტკიცებენ თავიანთ ჭეშმარიტებას, მაგრამ როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ ეს ვითომ ჭეშმარიტება XX საუკუნის დასაწყისში იღებს სათავეს? მაცხოვარმა მოციქულებს აღუთქვა, რომ მათ არასოდეს მიატოვებდა და მოუვლენდა ნუგეშინისმცემელს, სული წმიდას, რომელიც მუდამ მათთან იქნებოდა. ნუთუ I საუკუნის მერე ჭეშმარიტება გაქრა და
ოცი საუკუნის მანძილზე ღმერთს კაცობრიობა არ გახსენებია? თუ ერთი წამით დავუშვებთრომ XX საუკუნის დასაწყისში ამოყო თავი ჭეშმარიტებამ, რა გამოდის, რომ მაცხოვარმა დანაპირები არ შეასრულა? ეს ხომ დიდი მკრეხელობაა.
სახელწოდებიდან ჩანს, რომ ცენტრი ამ სექტისა არის მაცხოვრის აღდგომიდან ორმოცდამეათე დღე (სულთმოფენობა). ამ დღეს მოციქულებზე გადმოვიდა სულიწმიდა და მათ სხვადასხვა ენებზე დაიწყეს ლაპარაკი. მათი ნაქადაგები ყველას ესმოდა, რადგან ისინი ხალხისთვის გასაგებ ენებზე ქადაგებდნენ. ორმოცდაათიანელები დიდ მნიშვნელობას
ანიჭებენ “სული წმიდით” ნათლობას, ისინი თვლიან, რომ მათი განცდები “სული წმიდის” გადმოსვლისას, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს მოციქულების განცდების ანალოგიურია. ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ “ენებზე ლაპარაკს”, რომელიც მათ “სული წმიდის” შეწევნით ენიჭებათ. ამთავითვე უნდა ითქვას, რომ ასეთი განსაკუთრებული აქცენტი
ენებზე ლაპარაკის შესახებ ახალ აღთქმაში არსად კეთდება - აქ ენებზე ლაპარაკს დაქვემდებარებული მნიშვნელობა
აქვს; იგი სული წმიდის გარდამოსვლის ნიშანია სულთმოფენობის დღეს (საქმ. 2) და კიდევ ორ შემთხვევაში (საქმ. 10 და 19). პირველი და შესაძლოა მეორე საუკუნის შემდეგ მას არც ერთი ქრისტიანული წყარო არ ახსენებს, არსად დასტურდება ენებზე ლაპარაკის შემთხვევები დიდი ეგვიპტელი მამების შესახებ არსებულ ლიტერატურაშიც - ეს მამები კი როგორც ცნობილია, იმდენად იყვნენ სავსე, სული წმიდით, რომ მრავალ სასწაულს იქმოდნენ და მკვდრებსაც კი აღადგენდნენ. მაგრამ შეიძლება მათ ცხოვრებაში შევხვდეთ ენებზე ლაპარაკის შემთხვევებს, ეს მხოლოდ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ვინმე უცხოსთვის ყოფილა საჭირო ქრისტეს ეკლესიის სწავლების ქადაგება.
საინტერესოა როგორ ხდება ამ ნიჭის მიღება მორწმუნე ორმოცდაათიანელზე და რა ენებზე ლაპარაკობენ ისინი?
სული წმიდის ჭეშმარიტი ნიჭებისაგან განსხვავებით რომლებიც ადამიანს თავისუფლად, მოულოდნელად და კაცის
ჩაურევნელად ეძლევა, “ენებზე ლაპარაკი” სავსებით შეიძლება დაიგეგმოს. იგი დამუშავებული ტექნიკის საშუალებით
მიიღწევა: იწყება ჯგუფური “ლოცვა” ამ ნიჭის მიღებისათვის, მას თან ახლავსპროტესტანტული ჰიმნები, რომლებსაც ფსიქოლოგიური ზეგავლენის დიდი ძალა აქვს (“იგი მოვალს! მოვალს!). კულმინაცია მიიღწევა “ხელის დადებით”, ზოგჯერ კი პირწმინდად ფიზიკური ხერხების გამოყენებით - მაგალითად, ამა თუ იმ ფრაზის განუწყვეტელი გამეორებით ანდა უბრალოდ “რაიმე ბგერის გამოცემით.” იეზუიტი თეოლოგი მოგვითხრობს:
“საუზმის შემდეგ თითქმის ფიზიკურად ვიგრძენი სამლოცველოში შესვლის სურვილი.შევედი თუ არა დავჯექი და ლოცვა დავიწყე. გავიხსენე ჯიმის მონაყოლი, თუ როგორ მიიღო ენებზე ლაპარაკის ნიჭი და წყნარად შევუდექი გამეორებას: “ლა, ლა, ლა.” უცებ შიშმა შემიპყრო, ვიგრძენი, რომ ამას მოჰყვა ენისა და ბაგეების სწრაფი მოძრაობა და
შინაგანი თაყვანისცემის საოცარი გრძნობა.” (დ. ლ. გელპი, “ორმოცდაათიანელობა,
თეოლოგიური თვალსაზრისი”. ნიუ-ორკი,1971). ნუთუ შეიძლება, ჭკუათმყოფელ ქრისტიანს, ეს საშიში ფსიქოლოგიური
თამაშები სული წმიდის ნიჭებში აერიოს? აშკარაა, რომ ყოველივე ამას არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან და სულიერებასთან, ეს უფრო ფსიქიკური მექანიზმების სამყაროა, რომელთა ამოქმედებაც გარკვეული ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ხერხებით არის შესაძლებელი. ყოველ შემთხვევაში, მას არაფერი აქვს საერთო ახალ აღთქმაში აღწერილ სულიერ ნიჭთან და ყველაზე ახლოს შამანურ “ენებზე ლაპარაკთან” დგას, რომელიც პრიმიტიულ რელიგიებშია გავრცელებული: შამანი ამ ტექნიკას იმისთვის იყენებს, რათა ტრანსში ჩავარდეს და მერე “ღმერთს” გაუგზავნოს ინფორმაცია ან მისგან მიიღოს ბრძანება რაიმე ენაზე, რომელიც არასოდეს უსწავლია. ერთ-ერთი ვინც სცადა გულმოდგინედ და ობიექტურად გამოეკვლია “ენებზე ლაპარაკი”, იყო ლუთერანი პასტორი გერმანიიდან, დ-რი
კურტ კოხი (“ენების ბრძოლა”, ნიუ-ორკი, 1969). მას შემდეგ რაც ამ “ნიჭის” გამოვლინების ასობით შემთხვევა შეისწავლა, იგი საღმრთო წერილზე დაყრდნობით იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მხოლოდ ოთხი მათგანი შეიძლება ყოფილიყო განსაკუთრებული მადლის მოქმედების შედეგი, რომელზეც “საქმე მოციქულთაშია” ლაპარაკი, თუმცა
თავს ვერც მათ უეჭველობაზე დებს. ამას ასე კურტი მიიჩნევს, იმიტომ რომ ის ლუთერანია (მწვალებელი), ჩვენ კი
ქრისტიანები მივიჩნევთ, რომ ამ შემთხვევებიდან არც ერთი არ არის საღმრთო მადლის მატარებელი და
ყველა მათგანი ეშმაკისაგანაა. იმ ნიჭებს რასაც ორმოცდაათიანელები “სული წმიდის” ნიჭად მიიჩნევენ, პრიმიტიული რელიგიების უამრავი შამანი და კუდიანი ფლობს, ისევე როგორც თანამედროვე სპირიტისტ-მედიუმები და ეშმაკეულები.
“საქმე წმიდათა მოციქულთაში” აღწერილია, რომ როდესაც მოციქულებზე სულიწმიდა გარდამოვიდა, მათ იერუსალიმში შეკრებილ ხალხს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნების მკვიდრნი იყვნენ, მათთვის გასაგებ ენაზე მიმართეს და არ დაუწყიათ ლაპარაკი რაღაც გაუგებარი “სიტყვებით”, რასაც 50-იანელები აკეთებენ. წმიდა მამების ცხივრებაშიც არის ისეთი შემთხვევები, როდესაც რომელიმე წმიდანი ვინმესთვის სახარების საქადაგებლად მისსავე ენაზე იწყებს ლაპარაკს. VI საუკუნეში საქართველოში ასურეთიდან ჩამოვიდა 13 ასურელი მოღვაწე მამა. მათ არ იცოდნენ ქართული ენა, მაგრამ სულიწმიდის მადლით მათ შესახვედრად გამოსულ კათალიკოსს, მეფეს და სამღვდელო დასს ქართულ
ენაზე მიმართეს. ორმოცდაათიანელები კი წარმოთქვავენ რაღაც გაუგებარ სიტყვებს, რომლებიც არც ერთ ენაში არაა და მის გვერდზე მდგომი ვითომ თარგმნის, რაც აბსურდული და სასაცილოა. ეს ფაქტი მათ სიცრუეზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. დასასრულისათვის გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ მცირე ტექსტში ორმოცდაათიანელების რამოდენიმე
ცთომილებას შევეხეთ, თუმცა მათი სიცრუის და ცთომილებების ჩამონათვალი გაცილებით დიდია.

http://gorgasali.ge/original-images/buklet...0-ianelebze.pdf
zura22222
აქ მარტო სექტების მხილებაზეა თემა თუ დაუშვათ კათოლიკეებიც შეიძლება რომ ვამხილოთ,. ჯვარუსნული ომებს რომ აწყობდნენ და ათასობით უადანაშაულოს ხოცავდნენ, ან ინკვიზიციისას ათასობით ადამიანს რომ ხოცავდნენ, ან ინდულიგენციებს რომ ყოდოდნენ ცოდვების გამოსასყიდად? ,,, სექტა ესაა რაიმე ჯგუფის გამოყოფა რელიგიური ორგანიზაციისგან. აქ ეს თემა მემგონი იმ კუთხით დაიწერა რომ ვამხილოთ ზოგადად რელიიგიებიდან მომდინარე დანაშაულები. თორემ სექტები ერთადერთი ადგილი არაა რელიგიურ სამყაროში სადაც გმერთის სახელით არადამიანურ დანაშაულს ჩადიოდნენ. ანუ ვამხილოთ ყველა?
მამა დავითი
ციტატა(zura22222 @ Nov 25 2009, 19:36) *

აქ მარტო სექტების მხილებაზეა თემა თუ დაუშვათ კათოლიკეებიც შეიძლება რომ ვამხილოთ,. ჯვარუსნული ომებს რომ აწყობდნენ და ათასობით უადანაშაულოს ხოცავდნენ, ან ინკვიზიციისას ათასობით ადამიანს რომ ხოცავდნენ, ან ინდულიგენციებს რომ ყოდოდნენ ცოდვების გამოსასყიდად? ,,, სექტა ესაა რაიმე ჯგუფის გამოყოფა რელიგიური ორგანიზაციისგან. აქ ეს თემა მემგონი იმ კუთხით დაიწერა რომ ვამხილოთ ზოგადად რელიიგიებიდან მომდინარე დანაშაულები. თორემ სექტები ერთადერთი ადგილი არაა რელიგიურ სამყაროში სადაც გმერთის სახელით არადამიანურ დანაშაულს ჩადიოდნენ. ანუ ვამხილოთ ყველა?



smile.gif მოთმინება თავადო, მოთმინება


დინჯად და თანმიმდევრულად ყველაფერი იქნება.
zura22222
ციტატა(მამა დავითი @ Nov 25 2009, 22:29) *

smile.gif მოთმინება თავადო, მოთმინება
დინჯად და თანმიმდევრულად ყველაფერი იქნება.


smile.gif ინტერესით მივადევნებ თვალს თემის განვითარებას smile.gif

და მართლა ყველაზე საინტერესო იქნება აქ ჩემი აზრით თავად მართმადიდებლების მიერ საკუთარი თავის მხილება..შეცდომები, ცოდვები და ასე შემდეგ, რაც მასიურ ხასიათს ატარებს
მამა დავითი
ციტატა(zura22222 @ Nov 25 2009, 23:02) *

smile.gif ინტერესით მივადევნებ თვალს თემის განვითარებას smile.gif

და მართლა ყველაზე საინტერესო იქნება აქ ჩემი აზრით თავად მართმადიდებლების მიერ საკუთარი თავის მხილება..შეცდომები, ცოდვები და ასე შემდეგ, რაც მასიურ ხასიათს ატარებს



შვილო, მართლმადიდებლები ყველა აღსარებაზე ვამხილებთ ჩვენ თავს და ჩვენ ცოდვებს, თანაც ხშირად მწარე სინანულის ცრემლებით, ასე რომ ეს საკითხი უკვე 20 საუკუნეა რაც მართლმადიდებელ ეკლესიაში მოწესრიგებულია.
zura22222
ციტატა(მამა დავითი @ Nov 25 2009, 23:26) *

შვილო, მართლმადიდებლები ყველა აღსარებაზე ვამხილებთ ჩვენ თავს და ჩვენ ცოდვებს, თანაც ხშირად მწარე სინანულის ცრემლებით, ასე რომ ეს საკითხი უკვე 20 საუკუნეა რაც მართლმადიდებელ ეკლესიაში მოწესრიგებულია.


კი მაგრამ მაშინ აღსარებაზე ამხილეთ სხვებიც. ან თუ სხვებს ამხელთ ასე საჯაროთ, სხვებისგანაც მშვიდად უნდა მიიღოთ საჯაროთ მხილება
მამა დავითი

ვაგრძელებთ რასელიტთა სექტის ცრუსწავლებათა მხილებას.




ღმერთის სახელის თაობაზე



„იეღოვას მოწმეები“ ღმერთის სახელის გარშემო დიდი ხმაურს ტეხენ. ისინი კატეგორიულად ამტკიცებენ, რომ მისი ერთადერთი სახელია „იეღოვა“. ღმერთის ამ სახელს არავინ უარყოფს, მაგრამ ნუთუ მხოლოდ ამ სახელს ატარებს უფალი? იქნებ არსებობს კიდევ სხვა სახელი, რომელსაც შეგნებულად მალავენ იეღოველები?
რას უპასუხებს წმიდა წერილი

ძველი ებრალები პიროვნების თვისებების გადმოცემას სახელით ცდილობდნენ. ასე მაგალითად: აბრაამი ნიშნავს ერების მამას, ესავი - ბანჯგვლიან წითურს, იობი - დევნილს, საული - ღვთის მიერ შექმნილს, დავითი - საყვარელს, იოანე - ღვთისწყალობას, პეტრე - კლდეს და ა.შ.

ასევე ღმერთი, როდესაც ისრაიტელებს თავის სახელს აუწყებდა, ცდილობდა, ამ სახელით მისთვის დამახასიათებელი თვისებები გადმოეცა, ამიტომ, რადგანაც ერთი სახელი ვერ ასახავს ღვთაების ყველა თვისებას, ბიბლიაში უფალი თავის თავს რამდენიმე სახელით წარმოაჩენს.

იეღოვა ერთ-ერთი საღმრთო სახელია, რომელსაც ბიბლია გვიმხელს, რაც ებრაულად ნიშნავს „მყოფს“, ანუ იმას, ვისაც თავის თავში აქვს მყოფობა, ე.ი. მუდმივად არსებობა. ქართულად იგი ასე ითარგმნება: „მე ვარ რომელი ვარ“ (გამ. 3, 14), ანდა - „მე ვარ მყოფი“ (რუსულად და ებრაულად, შესაბამისად, იქნება: Я есть сущий, JHWH, ჲჰვჰ). ამასთან, ებრაულში ეს ასოები ამ სიტყვათა პირველი ასოებია.

ებრაული დამწერლობა თავდაპირველად არ ითვალისწინებდა ხმოვნების წერას. ხმოვნებს კითხვის დროს მკითხველი სიტყვებში თვითონ უმატებდა. თუ ეწერა სიტყვა „ღმრთ“, მას მკითხველი აღიქვამდა, როგორც „ღმერთი“. როგორც ვთქვით, ღვთისა სახელი ჲჰვჰ ბიბლიაში პირველად გვხვდება გამოსვლათა მე-3 თავის მე-14 მუხლში, რომელიც უფალმა მოსეს სინას მთაზე აუწყა. შემდეგი დროის ებრაელები ამ სახელის წარმოთქმას დიდად ეკრძალებოდნენ, ისე რომ მას ხმამაღლა მღვდელმთავრის გარდა არავინ წარმოთქვამდა; ისიც ამ სახელს მხოლოდ იერუსალიმის ტაძრის წმიდათა წმიდაში შესვლისას ამბობდა. რომაელებმა ქრისტეს შობიდან 70 წელს ეს ტაძარი აჯანყებულ ებრაელთა დასჯის მიზნით დაანგრიეს . აქედან წყდება ებრაელთა ღვთისმსახურება, მღვდელმთავრობაც და, შესაბამისად, ამ სახელის წარმოთქმაც. ებრაელმა მწიგნობრებმა ქრისტეს შობიდან IX-X საუკუნეებში გადაწყვიტეს ბიბლიის გახმოვანება, ანუ მასში ხმოვნების შეტანა. ებრაულმა დამწერლობამ დაახლოებით ისეთი სახე მიიღო, როგორიც დღეს აქვს ყველა ევროპულ დამწერლობას.

აღმოჩნდა, რომ შეიძლება ბიბლიის მთელი ტექსტი გახმოვანდეს, ოთხი ასოსაგან შემდგარი სიტყვის ჲჰვჰ-ს გარდა. ამიტომაც იგი ასევე დატოვეს. დღეს მას სხვადასხვაგვარად კითხულობენ: „იაჰვე“, „იეღოვა“ და ა.შ. მისი ზუსტად წარმოთქმა კი არავის შეუძლია, - რასაც „იეღოვას მოწმეები“ თავადვე აღიარებენ: „ამიტომ ჩვენ ზუსტად არ ვიცით, ძველ დროს როგორ გამოთქვამდნენ მოსე, დავითი და სხვები ოთხ თანხმოვანს, რომლისგანაც შედგება ღმერთის სახელი. ზოგიერთი სწავლული ვარაუდობს, რომ ღმერთის სახელი წარმოითქმებოდა, როგორც „იაჰვე“, მაგრამ ისინი არ არიან ამაში დარწმუნებული“ („შემეცნება“, გვ. 24).

ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“ ასევე მიუთითებენ, რომ ეს სახელი ან იეღოვად, ან რაღაც ამისდაგვარად გამოითქმებოდა („საგუშაგო კოშკი“, 15/II - 1992). ჩვენ რომ ვეცადოთ ჲჰვჰ-ში შევიტანოთ ხმოვნები, მივიღებთ სიტყვების ათასობით ვარიანტს და „იეღოვაც“ სწორედ ერთ-ერთი მათგანია.

ვნახოთ, როგორ ითარგმნება ჲჰვჰ ებრაულიდან ბერძნულად თარგმნილ ხელნაწერ „სეპტუაგინტაში“, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნეში 70 მთარგმნელის მიერ შესრულდა. თითქმის ყველგან, გარდა რამოდენიმე მუხლისა, წერია უფალი ღმერთი. იესო ქრისტეს როცა მოჰყავს ციტატები ძველი აღთქმიდან, ყოველთვის ამბობს: უფალი ღმერთი და არასოდეს უთქვამს იეღოვა ან სხვა რამე: „იესომ მიუგო მას: აი, უპირველესი მცნება: ისმინე, ისრაელ! უფალი ღმერთი შენი ერთი უფალია! და: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გრძნობით და მთელი შენი ძალით, - აი, უპირველესი მცნება“ (მარკ. 12, 29-30). ამის პარალელურია რჯლ. 6, 4-5.

ასეთი მაგალითი ბევრია. უსაფუძვლოა იმის მტკიცება, სახელი იეღოვა თითქოს ვინმეს ახალი აღთქმიდან ამოეღოს და მის მაგიერ უფალი ღმერთი ჩაეწეროს. არ არსებობს ახალი აღთქმის არცერთი ხელნაწერი, რომლებშიც ნაცვლად უფალი ღმერთისა იეღოვა ეწეროს.

დასკვნა ერთადერთია: იესო ქრისტემ 70 მთარგმნელის მიერ გამოყენებული უფალი ღმერთი მოიწონა და აკურთხა. ეს თარგმანი სწორი რომ არ ყოფილიყო, იესო ხალხთან საუბრისას არ გამოიყენებდა სიტყვებს უფალი ღმერთი, არამედ იტყოდა იეღოვას.

არავინ უარყოფს, რომ ტეტრაგრამა ჲჰვჰ შეიძლება პირობითად, ხაზს ვუსვამთ, მხოლოდ და მხოლოდ პირობითად, „იეღოვად“ ან „იაჰვედ“ წავიკითხოთ.
ამ სახელის გარდა, ღმერთი თავის თავს ბიბლიაში სხვა სახელითაც წარმოაჩენს.

„აქებდით ღმერთსა და უგალობდით სახელსა მისსა, გზა-უყავთ მას, რომელი-იგი ამაღლდა დასავალით; უფალ არს სახელი მისი და იხარებდით მის წინაშე“ (ფსალმ. 67, 5);

„და ნუ თაყუანის-სცემ უცხოსა მას ღმერთსა, რამეთუ უფალი ღმერთი სახელად საშურელ არს, ღმერთი მოშურნე არს“ (გამ. 34, 14);

„ჩვენი მხსნელი - საბაოთ უფალია მისი სახელი - ისრაელის წმიდაა“ (ეს. 47, 4).

იმავეს ღაღადებენ ბიბლიის შემდეგი მუხლებიც: ეს. 4, 82; ეს. 51, 15; იერ. 10, 16; იერ. 31, 34; იერ. 32, 18; იერ. 50, 34; ამოს. 4, 13; ამოს. 5, 27.

საბაოთი ნიშნავს - ღმერთი ძალთა, ანუ მხედრობათა.

ებრაულ ბიბლიაში ღმერთი მოიხსენიებოდა სახელით ადონაი, რაც ნიშნავს მეუფეს; ელი ნიშნავს ძლიერს; ელშადაი - ღმერთი ყოვლად ძლიერი.

წმიდა წერილში მოხსენიებულ ამ სახელებზე „იეღოვას მოწმეები“ აცხადებენ, რომ ეს ღმერთის სახელები კი არ არის, არამედ მისი ტიტულებია. წმინდა წერილი კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. აქ არსად ნახსენებიც კი არ არის „ტიტულები“ და რაიმე თანამდებობები. ღმერთი არანაირ ტიტულს არ საჭიროებს. ის მხოლოდ თავის თავს წარმოაჩენს ამ სახელებით.

„ოთხმოცდაცხრა წლის იყო აბრაამი, როცა გამოეცხადა უფალი აბრაამს და უთხრა: „მე ვარ ღმერთი ძლიერი. იარე ჩემს წინაშე და სრული იყავი“ (დაბ. 17, 1).

„მე გამოვეცხადე აბრაამს, ისაკს და იაკობს, როგორც ყოვლადძლიერი ღმერთი (ელ შადაი). ხოლო ჩემი სახელი - უფალი - არ გამიმხელია მათთვის“ (გამ. 6, 3).

„უთხრა მოსემ ღმერთს: კარგი, მივედი ისრაელიანებთან და ვუთხარი, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა გამომგზავნა-მეთქი. თუ მკითხეს მისი სახელი, რა ვუპასუხო? უთხრა ღმერთმა მოსეს: მე ვარ, რომელი ვარ (Я есть сущий - რუსულად, JHWH- ჲჰვჰ ებრაულად). კვლავ უთხრა: ასე უპასუხე ისრაელიანებს: რომელიც ვარ (Сущий) მგზავნის თქვენთან. კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს: ასე უთხარი ისრაელიანებს: უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა, აბრაამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა, იაკობის ღმერთმა გამომგზავნა თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე, ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე“ (გამ. 3, 13-15).

წმინდა წერილის თანახმად, ღმერთის სახელია „მე ვარ, რომელიც ვარ“ (Сущий - რუსულად, ჲჰვჰ - ებრაულად) და თანაც ესაა მისი სახელი უკუნითი უკუნისამდე. სახელი „მე ვარ, რომელიც ვარ“ სხვაგვარად ნიშნავს „მე ვარ თვითარსი“, „მე ვარ მყოფი“, „მე ვარ მარადიული“, „მე ვარ დაუსაბამო“, ანუ ის, რომელიც არსებობდა ყოველთვის;

ასეთი კი შეიძლება იყოს მხოლოდ ღმერთი.

მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ სახელით მოხსენიებულია თვით იესო ქრისტეც: „მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული, ამბობს უფალი, რომელიც არის და იყო და იქნება, ყოვლისმპყრობელი“ (გამოცხ. 1, 8).

სხვა ადგილას უფალი ბრძანებს: „აბრაამზე უწინარეს მე ვარ“ (იოან. 8, 58). არათუ ვიყავი, არამედ მე ვარ, რაც ნიშნავს მარადიულად მყოფობას, ანუ „იეღოვა“ - ჲჰვჰ (შედარებისათვის ნახეთ რუსულ ბიბლიაში - Исх. 3, 14; Иоан. 8, 58; Иоан. 8, 24-25). სხვა ადგილას პავლე მოციქული წერს: „მათნივე არიან მამანი, რომელთაგან ხორციელად არის ქრისტე, ღმერთი, ყველაზე ამაღლებული, კურთხეული უკუნისამდე, ამინ“ (რომ. 9, 5). რუსულ ბიბლიაში წერის: „Сущий над всеми бог“.

ამგვარად, ღმერთის სახელი მხოლოდ იეღოვა კი არ არის, არამედ მას ჰქვია ადონაი, საბაოთი, უფალი, ელი, ელოჰიმი, ელ-შადაი; თანაც ესენი არამხოლოდ მამა ღმერთის სახელებია, როგორც ამას „იეღოვას მოწმეები“ ამბობენ, არამედ სამივესი ერთად - მამის, ძის და სულიწმიდის, რადგან „სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა; და ეს სამნი ერთნი არიან“ (1 იოან. 5, 7).

ძველ აღთქმაში ესაია წინასწარმეტყველი ასე ამბობს: „ამიტომ შეიცნობს ჩემი ერი ჩემს სახელს; ამიტომ სწორედ იმ დღეს, შეიცნობს, რომ ეს მე ვარ, ვინც ლაპარაკობს: „აჰა, მე ვარ!“ (ეს. 52, 6; იხ. იოან. 8, 58).

„დაინახავენ ხალხები შენს სიმართლეს - და ყოველი მეფე შენს დიდებას; გიწოდებენ ახალ სახელს, რომელსაც უფლის ბაგეები გამოკვეთენ“ (ეს. 62, 2).

ძველი აღთქმის ეს წინასწარმეტყველება აღსრულდა ახალ აღთქმაში.
იესო ქრისტემ არათუ შეახსენა ადამიანებს სახელი ღვთისა, არამედ გამოუცხადა, აუწყა ახალი სახელი, რომელიც ღვთის ჭეშმარიტი პიროვნული სახელია და მანამდე არავინ უწყოდა.

„გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს, რომლებიც მომეცი მე ქვეყნისაგან“ (იოან. 17, 6); „მე ვაუწყე მათ შენი სახელი“ (იოან. 17, 26).

სიტყვებში გამოვუცხადე, ვაუწყე იგულისხმება არა ძველი სახელის შეხსენება, არამედ მანამდე დაფარულის გამომჟღავნება. და აი, ეს სახელიც: „წადით და ასწავლეთ ყველა ხალხს, და ნათელი ეცით მამის და ძის და სულის წმიდის სახელით“ (მათ. 28, 19). ძველ ქართულ ტექსტში ასეა: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნეთლ სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“ (მათ. 28, 19).

თუ ჩავხედავთ სახარების დედანს, ბერძნულ ტექსტს, იქაც ვნახავთ, რომ სიტყვა სახელითა მხოლობით რიცხვშია - Εις τò öνομα, რაც აუცილებლად ნიშნავს მამის, ძისა და სული წმიდის ერთიანობას, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნებოდა მრავლობით რიცხვში - Εις öνοματα, ანუ სახელითა მამისა, სახელითა ძისა და სახელითა სულიწმიდისა.

ამგვარად, ღმერთის პიროვნული სახელი ახალ აღთქმაში არის მამა, ძე და სულიწმიდა აღებული ერთად, „რადგან სამნი მოწმობენ ზეცად მამა, სიტყვა და სული წმიდა; და ეს სამნი ერთი არიან“ (1 იოან. 5, 7). მოცემულ მუხლთან დაკავშირებით იეღოველები ამბობენ, რომ იგი თითქოს გვიანდელი ჩამატებულია, რადგან 1985 წლის სტოკჰოლმის ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტის გამოცემაში - „ახალი აღთქმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ფსალმუნები“ - იგი ფრჩხილებშია ჩასმული. მაგრამ ამ გამოცემაში ასევე ფრჩხილებშია ჩასმული ლუკ. 11, 2-4 მუხლებში საუფლო ლოცვის „მამაო ჩვენოს“ ზოგიერთი სიტყვაც, კერძოდ: „რომელი ხარ ცათა შინა“... „იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“... „არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან“. თუ ჩვენ იეღოველთა მტკიცებას მივყვებით, მაშინ ეს სიტყვებიც გვიანდელი ჩამატებული ყოფილა, რაც აბსურდული მტკიცებაა. ამასთან, იოანეს I ეპისტოლეს მე-5-7 მუხლები გვხვდება არა მარტო ძველ ბერძნულ, არამედ ძველ ლათინურ თარგმანებშიც. ამგვარ შემთხვევაში იეღოველები მიმართავენ ხერხს, რომელსაც ტექსტის დისკრედიტაცია ეწოდება.

ყოველივე ამის გარდა, პეტრე მოციქული იესო ქრისტე შესახებ გარკვევით ამბობს, რომ „სხვის მიერ არავისგან არის ხსნა, არც კაცთათვის მოცემული სხვა სახელი არის ცის ქვეშ, ვის მიერაც ვიხსნიდით თავს“ (საქმე 4, 12). აქ ნახსენებია არა ძველი აღთქმის ღვთის სახელთა შორის ერთ-ერთი იეღოვა, არამედ ახალ აღთქმაში ხალხისათვის მანამდე დაფარული და აწ განცხადებული - იესო ქრისტე.
მამა დავითი
ციტატა(zura22222 @ Nov 25 2009, 23:35) *

კი მაგრამ მაშინ აღსარებაზე ამხილეთ სხვებიც. ან თუ სხვებს ამხელთ ასე საჯაროთ, სხვებისგანაც მშვიდად უნდა მიიღოთ საჯაროთ მხილება



შვილო, აღსარების დროს სხვების მხილება, ამპარტავნების და განკითხვის ცოდვაა და ამას ყველა მართლმადიდებელი ერიდება.
ხოლო რაც შეეხება საჯარო მხილებას, თუ მხილება კონკრეტულია ცოდვის ჩამდენი პირისადმი, მართალი და მართებული, მართლმადიდებელი მიიღებს მშვიდად და კეთილგანწყობილად.
ხოლო როდესაც მხილებაში ვგულისხმობთ ღვთის სახის და მისი რწმენის განქიქებას, ამას ვერანაირი კონტექსტით ვერ მივიღებთ, რადგან იესო ქრისტესადმი რწმენა ჩვენი, მტკიცეა და შეურყეველი.
zura22222
ციტატა(მამა დავითი @ Nov 26 2009, 00:03) *

შვილო, აღსარების დროს სხვების მხილება, ამპარტავნების და განკითხვის ცოდვაა და ამას ყველა მართლმადიდებელი ერიდება.
ხოლო რაც შეეხება საჯარო მხილებას, თუ მხილება კონკრეტულია ცოდვის ჩამდენი პირისადმი, მართალი და მართებული, მართლმადიდებელი მიიღებს მშვიდად და კეთილგანწყობილად.
ხოლო როდესაც მხილებაში ვგულისხმობთ ღვთის სახის და მისი რწმენის განქიქებას, ამას ვერანაირი კონტექსტით ვერ მივიღებთ, რადგან იესო ქრისტესადმი რწმენა ჩვენი, მტკიცეა და შეურყეველი.

არა ცოდვის ჩამდენი პირისადმი არ მიგულისხმია. ვიგულისხმე მთლიანად მართლმადიებლური ის სწავლება რაც ახლა ისწავლება. თუ ამას მხილება ქვია, მე ჩემი თემებით ვამხელდი იმას რაც რბილად რომ ვთქვა ცრუდ მეჩვენება.
A-G-A-P-E
ციტატა
მამა დავითი 'Nov 25 2009, 23:53' post='5170'
ვაგრძელებთ რასელიტთა სექტის ცრუსწავლებათა მხილებას.
ღმერთის სახელის თაობაზე



თქვენს ვრცელ სტატიაში, უამრავი შეცდომები, ტყუილები და ცილისწამებაა დაწერილი. ცხადია ყველას არ გამოვედევნები, უბრალოდ ზოგ მათგანს შევეხები. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ სტატია, თქვენ არ გეკუთვნით და თქვენ ის უბრალოდ გადმოაკოპირეთ სხვა წყაროდან. ამიტომ ამ სტატიაში დაწერილი სიცრუის და ცილისწამების ავტორი თქვენ არ ხართ, ამიტომ თქვენ ვერ დაგადანაშაულებთ თქვენ ვერ დაგასახელებთ იმ სიცრუეზე პასუხისმგებლად, რაც ამ ვრცელ სტატიაშია დაწერილი, რომელიც სამწუხაროდ თქვენც გადმოაკოპირეთ რითაც, სიცრუის და ცილისწამების უნებლიე გამავრცელებელი აღმოჩნდით.

ციტატა

იეღოვა ერთ-ერთი საღმრთო სახელია,


თქვენ შესაძლოე მასე ფიქრობთ, რომ ის ღვთის ერთ-ერთი სახელია, მაგრამ, ბიბლია მხოლოდ ამ სახელს წარმოადგენს ღვთის სახელად. ბიბლიის თანახმად, ღმერთს მხოლოდ ერთი პირადი სახელი აქვს და არა ბევრი.

ციტატა

რომელსაც ბიბლია გვიმხელს, რაც ებრაულად ნიშნავს „მყოფს“, ანუ იმას, ვისაც თავის თავში აქვს მყოფობა, ე.ი. მუდმივად არსებობა. ქართულად იგი ასე ითარგმნება: „მე ვარ რომელი ვარ“ (გამ. 3, 14), ანდა - „მე ვარ მყოფი“ (რუსულად და ებრაულად, შესაბამისად, იქნება: Я есть сущий, JHWH, ჲჰვჰ). ამასთან, ებრაულში ეს ასოები ამ სიტყვათა პირველი ასოებია.

არა, ღვთის სახელი არ ნიშნავს მყოფს. რადგან თქვენ წერთ, ეს არ ნიშნავს რომ უნდა დაბიჯეროთ. დაასაბუთეთ თუ მაგას ნიშნავს რასაც თქვენ წერთ.

ციტატა
ღვთისა სახელი ჲჰვჰ ბიბლიაში პირველად გვხვდება გამოსვლათა მე-3 თავის მე-14 მუხლში, რომელიც უფალმა მოსეს სინას მთაზე აუწყა.


მორიგი სიცრუე. ღვთის სახელი იეჰოვა (ებრაულად. יהוה,
ჲჰვჰ პირველად გვხვდება დაბადების 2-რე თავის 4-ხე მუხლში და არა გამოსვლის 3:14-ში როგორც თქვენს მიერ გადმოკოპირებული სტატია ცრუობს.
aavtandili

ვეხმაურები წინა მოსაზრებას.თქვენი არც ერთი არგუმენტი არ არის დამაჯერებელი. თუმცა თანაცთანდათან სააშკარაოზე გამოგაქვთ, თუ რომელ რელიგიურ სექტას თანაუგრძნობთ. თქვენს სიტყვებში დაძაბულობა და იქნებ მრისხანებაც შეიმჩნება, მოგიწოდებთ მშვიდად გამოთქვათ თქვენი მოსაზრება. თუ რაუმე არგუმენტის მოყვანა გსურთ იქნებ დამაჯერებლად ჩამოაყალიბოთ. როგორც ჩანს თქვენს მიერ შემჩლეული "მრავალი" სიცრუედან მხოლოდ ოთხის გამოყოფა შესძელით, რეალურ კომენტარს კი მხოლოდ ერთზე აკეთებთ და ისიც საკმაოდ არადამაჯერებელს და დაუსრულებელს, მინდა გითხრათ რომ სტატიაში არსებული არც ერთი ფაქტის მიმართ არ გაგაჩნიათ კონკრეტული კონტრარგუმენტი. თქვენი ლოგიკა კრიტიკას ვერ უძლებს, ნუ მიიღებთ ჩემს კომენტარს შეურაცხყოფად. გულწრფელად ვწუხვარ, რომ არასწორი მოსაზრებები გაგაჩნიათ. ღმერთმა დაგლოცოთ, მე არ ვარ ის ადამიანი ვისგანაც მაგალითის აღება შეიძლება, მაგრამ ვიცი სად არის ჭეშმარიტება, ჭმრთმა ყველა ადამიანს მოგვცეს მისი ზიარების შესაძლებლობა. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მაგლი გფარავდეთ!!!
beso
მე არ ვარ ამ საკითხში კომპეტენტური, მაგრამ ერთი კი მაოცებს ამ იეღოველების.
ადრე იძახდნენ იესო ქრისტე თუ ღმერთი იყო და აქ ჩამოვიდა მაშ ზეცაში ვინგა იყოო. ერთხელ უპასუხე ღმერთს ხო ერთდროულად ყველგან შეუძლი ყოფნა მეთქი. ამაზე ვერაფერი მიპასუხეს.
შემდეგ რომ შემხვდნენ კიდევ იაღოველები, ვკითხე. ”იოვანეს სახარებაში როს სწერია :მიუოგო თომა და ჰრქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! ჰრქუა მას იესუ, რამეთუ :მიხილე და გრწამს; ნეტარ არიან,რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე.”
და იცით რა მიპასუხეეს..? ჩვენც მაგას არ ვიძახითო, რომ იესო ქრისტე ღმერთიაოო.
თურმე მოდერნიზაცია განუცდიაათ smile.gif
mati
A-G-A-P-E
ერთი შეკითხვა მაქvs თქვენი ე. წ. სარწმუნოება რამდენ საუკუნეს ითვლის და ვინ იყვნენ მისი ფი'უძემდებლები და გამავრცელებლები.

beso გეთანხმები. მეც მახსოვს, სტუდენტი რომ ვიყავი, იესო ქრისტეს აღიარებდნენ კი არა, არც ახსენებდნენ. მერე რომ წაიკითხეს ბიბლია(მაგათ ხო თავიანთი ნახატი წიგნები ჰქონდათ) კი იკადრეს აღიარება. რა თქმა უნდა თავიანთ სექტაზე მორგებულად rolleyes.gif
beso
თან ერთი წელი არცაა რაც ესე შეიცვალეს აზრიი. ჯერ კიდე შარშან, მახსოვს არ აღიარებდნენ.
animani
ციტატა(A-G-A-P-E @ Nov 26 2009, 01:05) *

თქვენ შესაძლოე მასე ფიქრობთ, რომ ის ღვთის ერთ-ერთი სახელია, მაგრამ, ბიბლია მხოლოდ ამ სახელს წარმოადგენს ღვთის სახელად. ბიბლიის თანახმად, ღმერთს მხოლოდ ერთი პირადი სახელი აქვს და არა ბევრი.
არა, ღვთის სახელი არ ნიშნავს მყოფს. რადგან თქვენ წერთ, ეს არ ნიშნავს რომ უნდა დაბიჯეროთ. დაასაბუთეთ თუ მაგას ნიშნავს რასაც თქვენ წერთ.
.


არქიმანდრიტი რაფაელი

თბილისი 1993წ.


ნაწილი1.
იეღოველთა სწავლება მე-19 საუკუნეში გაჩნდა რუსეთსა და ამერიკაში. რუსეთში მისი ფუძემდებელი იყო შტაბს-კაპიტანი ილინი, რომელმაც მიმართვა გაუგზავნა იმპერატორ ნიკოლოზ-1-ს, ევროპის პარლამენტებსა და ეკლესიებს (პაპის ენციკლიკის, “ ურბი დე ორბი”-ის მსაგსად, რომლითაც პაპი მთელს მსოფლიოს მიმართავს ხოლმე). ამ მიმართვით ილინმა იეღოველობა ერთადერთ ჭეშმარიტ რელიგიად გამოაცხადა, ხოლო სხვა ყველა ეკლესია, მთავრობა და სახელმწიფო ინსტიტუტი- სატანისეულად. ილინის ეს ეპისტოლეც და მომდევნო წერილებიც უკიდურესი კადნიერებით გამოირჩეოდა და ელემენტარული ეთიკისა და წესიერების საზღვრებს სცილდებოდა. მასში ანათემას იყო გადაცემული მთელი მსოფლიო მათ გარდა, ვინც იეღოველთა სწავლებას მიიღებს. ილინის სიკვდილის შემდეგ მისმა მოწაფეებმა და მიმდევრებმა მცირერიცხოვანი, ჩაკეტილი სექტა ჩამოაყალიბეს, რომელიც თითქმის შეუმჩნეველი იყო იმ დროს რუსეთში გავრცელებული სხვა მისტიური სექტების ფონზე..
1872წ. ჩ. რასელმა პენსილვანის შტატში შექმნა იეღოველთა საზოგადოება, რომელსაც 1930 წლამდე “ ბიბლიის მკვლევარები” შეარქვა, შემდეგ კი “იეღოვას მოწმეები”. რუს და ამერიკელ იეღოველებს შორის გენეტიკური კავშირი ძნელი მისაკვლევია, მაგრამ იდეურად ისინი ემთხვევიან ერთმანეთს, ამიტომ ერთ მიმდინარეობად შეიკრნენ, “იეღოვას მოწმეთა” საზოგადოება მკაცრად ცენტრალიზებული სექტაა, მის სათავეში დგას პრეზიდენტი, რომელსაც განუსაზღვრელი უფლებები აქვს. პრეზიდენტს, მოციქულთა მსგავსად ჰყავს 12თანაშემწე, რომელთაც მთელი მსოფლიო მისიონერულ ზონებად აქვთ დაყოფილი. თავიანთი სწავლების გასავრცელებლად იეღოველები მრავალტირაჟიან ლიტერატურას გამოსცემენ მსოფლიოს ას ენაზე , მათ შორის რუსულადაც. საზოგადოების ოფიციალური ორგანოა” საგოშაგო კოშკი”, რომელიც 28 ენაზე გამოდის.. იეღოველები ფართოდ იყენებენ ინფორმაციის მასობრივ საშუალებებს, რადიოსა და ტელევიზიას, და პროზელიტების მიზიდვაში ბაპტისტების სექტასაც კი არ უდებენ ტოლს.
იეღოველობა, მარქსიზმის მსგავსად, ყველა რელიგიისა და სწავლების მიმართ მტრულადაა განწყობილი. უკმეხი გამონათქვამებით შტაბს- კაპიტანი ილინი და მისი მიმდევრები ენგელსის ცნობილ ლიტერატურულ ხულიგნობასაც კი აჭარბებენ. იეღოველები ანარქისტები არიან, რადგან სახელმწიფო- საზოგადოებრივ ინსტიტუტებს სატანის საქმედ თვლიან, ამ დროს კი თვით “იეღოვას მოწმეების” საზოგადოება კარგად გააზრებული საზოგადოებაა, რომელიც მკაცრი სუბორდინაციით, მობილურობითა და ცენტრიზმით გამოირჩევა. ამჟამად იეღოველთა სექტის ცენტრი ნიუ-იორკში იმყოფება.
“იეღოვას მოწმეები” ღმერთის მხოლოდ ერთ სახელს- იეღოვას აღიარებენ. ისინი უარყოფენ ეკლესიის სწავლებას წმ. სამებისა და იესო ქრისტეს, როგორც ძე ღმრთისას შესახებ, სულის უკვდავებისა და კაცობრიობის მომავალი სულიერი განცხოველების შესახებ. იეღოველთა სწავლება განსაკუთრებით იმ ქვეყნებში გავრცელდა, სადაც მას ათეიზმმა მოუმზადა ნიადაგი. რადგან ამ სწავლებაში მოცემული ფიზიკური წარმოდგენები სამყაროს მატერიალიზმის თავისებური სახესხვაობაა, რომელიც რელიგიური სისტემის ხარისხშია აყვანილი. იეღოველთა სწავლება რაციონალური და სქემატურია. ღმერთი თავისი პრედიკატის საშუალებით განისაზღვრება, იგია მყოფობა და მარადიული მყოფობის პრინციპი-მსგავს ფორმულირებას იყენებენ მატერიალისტები, როდესაც ამბობენ, რომ მატერია იყო, არის და იქნება. საუკუნო ცხოვრება მათ წარმოუდგენიათ, როგორც ამქვეყნიური ცხოვრების გაგრძელება ადამიანის მიერ ათვისებულ კოსმოსში, როგორც სვლა არსაით, როგორც უსასრულო ხაზი.
იეღოველთა მოძღვრება ორიგინალური არ არის. იგი შეიცავს ეპიკურეს, ევნომიოსის, სვედენბორგის სწავლებათა ნამცეცებს, ხოლო საეკლესიო ქრისტიანობის კრიტიკა თავისზე ადრეული სექტებისგან, კერძოდ კი ადვენტისტებისგან აქვს ნასესხები. რაც შეეხება მარქსიზმს, იგი თავისი სოციალური უტოპიით, იუდაური ჰილიაზმის მემკვიდრეა, ჰილიაზმისა, რომელიც შენიღბულად დევს ჰეგელის სისტემაში და დიალექტის წყვდიადითაა დაფარული. მაგრამ მარქსის ფანტაზია ,იეღოველთა სწავლებასთან შედარებით უმწეობად და გაუბედავად გამოიყურება - თავის საბოლოო დასკვნებს იგი დეკლარაციებით ცვლის. მარქსიზმის ფანტაზიას სულის უკვდავების უარყოფის ფაქტი ამუხრუჭებს, რაც ილუზორულს ხდის ყოველგვარ ამქვეყნიურ ბედნიერებას. ამიტომ მარქსიზმი თავის ეთიკურ ასპექტში არსებითად სიკვდილის ცნების იგნორირებას ახდენს, ცდილობს გვერდი აუაროს მას, ანდა გამოედევნოს ცნობიერებიდან წარმოადგენს რა კაცობრიობას, როგორც ერთგვარ უნივერსუმს, რომელიც არასოდეს ქრება და რომელშიც წარსული აწმყოთი ვლინდება, აწმყო კი მომავალში.
თუმცა მარქსიზმს ესმის, რომ მისი იდეალები არამყარია, ამიტომ ემოციებს მიმართავს-იყენებს ადმიანთა ამპარტავნებას, როგორც პერმანენტული კონფლიქტების წყაროს და თვით კონფლიქტს, განმათავისუფლებელ ომს არქმევს. ამ ბრძოლაში, სადაც პიროვნება და ინდივიდუალობა იღუპება,, ონტოლოგიურ რელობად რეალიებად პლატონის ზოგადი წარმოდგენები რჩება. მიიჩნევს რა, რომ სიკვდილი და მოკვდაობა არის მატერიალური ფორმების რღვევა, მარქსი ვერ ბედავს თავის მოძღვრებას რელიგია უწოდოს, თუმცა ამ მოძღვრებას მეტაფიზიკური და არა ფაქტიური საფუძველი აქვს--ესაა დემონიზმის მეტაფიზიკა.. მარქსმა თავისი მოძღვრება რელიგიას დაუპირისპირა, სინამდვილეში კი სწორედ რელიგია შექმნა თავის მიმდევართათვის, რომელთაც ერთი დოგმატი სწამთ: არა არს ღმერთი თვინიერ მატერიისა და მარქსია მისი წინასწარმეტყველი.
იეღოველები მარქსიზმთან შედარებით ბევრად უფრო წინ წავიდნენ. მათ უკვდავყვეს არსებობის მატერიალური ფორმები, მოიშორეს წარმოდგენა სიკვდილზე, როგორც მატერიალისტური ფილოსოფიის ფსიქოლოგიური წინააღმდეგობა და თვით ღმერთის ცნებაში შეიტანეს მატერიალურობის პრინციპი. იეღოველობა მატერიალიზმის ზეიმია, რომელმაც მარადიულობისა და ღმერთის ცნებათა სეკულარიზაცია მოახდინა. იუდაურმა ჰილიაზმა იეღოვიზმში განვითარების უმაღლესს ფორმას მიაღწია. იეღოველებისთვის აღდგომა ამქვეყნიური ცხოვრების გამეორება და გაგრძელებაა: მართალნი თავისი ფიზიკური სხეულებით ცხოვრობენ დედამიწაზე და სხვა პლანეტებზე, ამქვეყნიური სიამეებით ტკბებიან, სახლებს იშენებენ, ოჯახებს ქმნიან, და ა. შ…
“იეღოვას მოწმეების” ექსქატოლოგია არის მსოფლიო საყასბო, არმაგედონი, სადაც იეღოველთა გარდა ყველა ადამიანი დაიღუპება. ცოცხლებს მკვდრეთით აღდგომილი იეღოველები შეუერთდებიან და დაიწყება ბედნიერი ცხოვრება.
იეღოველთა ეს სწავლება ძალიან ჰგავს მარქსისტების ფუტუროლოგიას, რომლებმაც გამოაცხადეს რომ კლასობრივი ბრძოლების შემდეგ დადგება თავისუფლებისა და ბედნიერების სუფევა მშრომელთათვის, მატერიალური სიუხვის ხანა. თუმცა, მარქსისტებისგან განსხვავებით, იეღოველების ქალაქებში სასაფლაოები არ იქნება.. რაციონალიზმი ამ სექტში უკიდურესობამდეა მისული.




იეღოვას სახელისათვის.
იეღოველები ამტკიცებენ, რომ ღმერთის ერთადერთი და ჭეშმარიტი სახელია - იეღოვა- ეს არის მათი მთავარი დოგმატი. ყოველი სიტყვა და ყოველი სახელი სიმბოლური ნიშანიაა. სიმბოლო ყოველთვის უფრო ვიწროა, ვიდრე ის რის სიმბოლოსაც ის წარმოადგენს. სიმბოლიზებული სიმბოლოში მჟღავნდება, თუმცა თავისი შინაგანი მოცულობითა და ენერგეტიკული პოტენციალით სიმბოლოზე მეტია. სიმბოლო მხოლოდ საგნის თვისებებს ავლენს, რაც უფრო არსებითია ეს თვისებები, მით უფრო იზრდება სიმბოლოს მნიშვნელობა, და რაც უფრო უკეთ ახასიათებენ ისინი საგანს, მით უფრო მკვეთრი და შთამბეჭდავია სიმბოლოს ღირსება.
სახელი საგნის ბუნებას კი არ ასახავს, არამედ მის მუდმივ თვისებებს ანუ დინამიურ გამოვლინებებს. ღმერთი მიუწვდომელია თავისი არსებით(ბუნებით), მაგრამ ამა სოფლისთვის ცხადდება მოქმედებებსა და ენერგიებში, რომლებიც, ჩვენთვის მის თვისებებს წარმოადგენენ. ღმერთს ერთი ბუნება აქვს, მაგრამ მრავალი თვისება და ატრიბუტი, ამიტომ წმიდა წერილში ღმერთის სახელი კი არ არის ხოლმე ნაგულისხმევი, არამედ საღმრთო სახელები . ღმერთმა მოსეს გაუმჟღავნა თავისი სახელი-იეღოვა და უთხრა, რომ აბრაამს ამ სახელით არ გამოცხადებია. მაშასადამე, იგი მამამთავრებს სხვა საღმრთო სახელებით ევლინებოდა. მაგალითად, სახელით “ელოჰიმ”, რომელსაც იეღოველები სრულიად უსაფუძვლოდ მთავარანგელოზ მიქაელს მიაწერენ. თუკი სახელი თვისებას ასახავს, მაშინ თვისებათა სიმრავლე განაპირობებს სახელების სიმრავლეს, რომლებიც ავსებენ ერთმანეთს , ხოლო თუ ბუნებას, ერთიანსა და განუყოფელს, მაშინ ეს ერთდერთი სახელი სრულ ინფორმაციას დაიტევდა ღმერთის ბუნების შესახებ, სახელი ბუნების იგეობრივი იქნებოდა. ამას ასწავლიდნენ გნოსტიკოსები, შემდეგ ევნომიოსი, კაბალისტები და ა. შ…
იეღოველთა სწავლების თანახმად, ღმერთის ერთადერთი სახელია იეღოვა, სხვა სახელი მას არა აქვს და არც ექნება. .თუ ეს ასეა, მაშინ ღმერთის სახელის, იეღოვას ცოდნა ღმერთის შეცნობის ადეკვატურია, ხოლო რადგანაც ღმერთს ერთი არსება აქვს, მაშასადამე , სახელი ადეკვატურია ამ არსებისა, სხვაგვარად სახელთა მთელი წყება გვექნებოდა. მართლმადიდებლობა ქადაგებს, რომ ღმერთის ბუნება განყენებულია და ტრანცედენტული, მისი შინაგანი ცხოვრება-მიუწვდომელი და გამოუთქმელი, ღმერთი თავისთავად საიდუმლოებაა. მარადიული ღმრთაებრივი ენერგიები სოფელთან მიმართებით აღიქმება ღმრთაების ატრიბუტად, თვისებად და მოქმედებებად, მაგრამ მათი სახელდება ადამიანის ენაზეა დამოკიდებული. ენდეოტეტური ენა, შინაგანი ლოგოსი (უშუალო ხილვებისა და ჭვრეტის ენა), გვიანდელი პროფორისტული (გარეგანი)
ენებისა და დიალექტების ფენებს ქვეშაა დამარხული. ღმრთაებრივი გამოცხადებები ყოველთვის ადამიანისთვის მისაწვდომი ფორმით ხდება, ამაში ვლინდება ღმერთის განსაკუთრებული მოწყალება ადამიანის შეზღუდულობისა და უძლურების მიმართ. როდესაც ღმერთი ლაპარაკობს, ადამიანს მისი სიტყვები თავის ენაზე ესმის.. ღმერთმა გაუმჟღავნა მოსეს თავისი სახელი, რაც ნიშნავს ”ჭეშმარიტად მყოფს”- იმას ვინც თავის თავში მყოფობის სისავსეს შეიცავს. ამ სიტყვის შინაარსი ამდაგვარად ჟღერს ივრითზე, ძველ ებრაულ ენაზე, რომელიც ქალდეურის დიალექტია (ებრაულ ერზე მხოლოდ პატრირქ იაკობის 12 შვილის დროიდან შეიძლება ლაპარაკი).. დიდი მოსე წინასწარმეტყველი , რომელმაც თავისი ხუთწიგნეული სინას მთის გამოცხადების შემდეგ დაწერა, ღმერთს უწოდებს არამარტო “ იეღოვას”, არამედ “ელოჰიმსაც”, რაც ძალასა და ძლიერებას ნიშნავს.
ბიბლიაში სხვა საღმრთო სახელებიცაა მოცემული, მაგალითად” საბაოთი”--ზეციური მხედრობის წინამძღოლი, “ელი”-ძლიერი,”შეხანა”თანყოფნი, განათება და ა. შ.. ამ სახელთა, როგორც საღმრთო სახელთა უარყოფა ნიშნავს ბიბლიისა და წინასწარმეტყველთა უარყოფას, მაგრამ მაშინ რატომღა მოითხოვენ იეღოველები ბიბლიის ტექსტის სიტყვასიტყვით გაგებას?
ისინი წინააღმდეგობაში ვარდებიან,, რადგან ეყრდნობიან რა ბიბლიას, იმავე დროს უარყოფენ ან გვერდს უვლიან ყველაფერს, რაც მათ სწავლებას არ ეთანხმება. ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად ისინი საღმრთო სახელების სიმბოლურ ინტერპრეტაციას მიმართავენ, რის საფუძველზეც ბიბლია არ იძლევა, და ამიტომახალ წინააღმდეგობაში ვარდებიან. “ ღმერთის სახელი იეღოვაა”--ეს გამონათქვამიც კი ალოგიკურია. სიტყვა ღმერთიც ხომ სახელია, რომელიც უმაღლეს პიროვნულ , აბსოლუტურ არსებას აღნიშნავს. რუსულ ენაში ეს სიტყვა სანსკრიტის ზირამდე დადის, რაც სავსებას, ძლიერებას, სიმდიდრეს, სიუხვეს ნიშნავს.
ძველი რაბინები და თალმუდისტები, რომლებიც ღმერთს ასევე ანთროპომორფულად და ფიზიკურად წარმოადგენდნენ, იეღოვას სახელს არამარტო მისტიკურ , არამედ ოკულტურ მნიშვნელობასაც ანიჭებდნენ. ისინი ამტკიცებდნენ,, რომ ამ სახელით, როგორც თილისმით, სასწაულების მოხდენა შეიძლება. მოგვიანებით იუდეველებმა თანდათან შეწყვიტეს სიტყვა “იეღოვას“ ხმარება და სხვა სახელებით შეცვალეს იგი, ხოლო რადგანაც ძველ ებრაელებს კონსონანტური დამწერლობა ჰქონდათ ( ხმოვნები არ ჩაიწერებოდა) ამიტომ შემდგომში ატყდა დავა, როგორ იკითხება სწორადეს სახელი-“ იღოვა’ თუ “იაჰვე”--- თანამედროვე იუდეველები ‘იახვეს’ ამჯობინებენ.
თუ ღმერთის სახელი განსაზღვრავს მის არსებას, მაშასადამე, ღმერთის ბუნების შეცნობა შეუძლია ამ სახელის მცოდნეს, ანუ სხვაგვარად, რომ ვთქვათ, რმერთის არსება სოფლის იმანენტურია და ღმერთის ცნება სოფლის ცნებას ერწყმის.
თუკი ადამიანის გონებას ძალუძს მოიცვას ღმერთის ბუნება ადამიანის სიტყვის მეშვეობით, მაშასადამე ადამიანს პრიორიტეტი ჰქონია ღმერთზე, რომელიც თავის სახელშია ჩაკეტილი. ეს პრინციპი-სახელის ხელმწიფება არსებაზე თეორიული და პრაქტიკული ოკულტიზმის საფუძველია. თეურგი, რომელმაც იცის ღმერთის სახელები, განაგებს არსებას. ეს იდეა აშკარად არ იქადაგება იეღოვიზმში, ისევე, როგორც თანამედროვე სოფიოლოგიაში, მაგრამ პოტენციურად ჩადებულია მათში.

ლევანი
ციტატა(A-G-A-P-E @ Nov 26 2009, 01:05) *





მორიგი სიცრუე. ღვთის სახელი იეჰოვა (ებრაულად. יהוה,
ჲჰვჰ პირველად გვხვდება დაბადების 2-რე თავის 4-ხე მუხლში და არა გამოსვლის 3:14-ში როგორც თქვენს მიერ გადმოკოპირებული სტატია ცრუობს.

დაბადება.2:4 ესე წიგნი შესაქმისა ცისა და ქვეყანისაჲ, ოდეს შეიქმნნეს დღესა მას, რომელსა შექმნნა ღმერთმან ცაჲ და ქვეყანაჲ და.

გამოსვლათა. 3:14 და ჰრქუა ღმერთმან მოსეს: მე ვარ ღმერთი, მყოფი რომელი ვარ, და ესრე არქუ ძეთა ისრაჱლისათა: რომელ-იგი არს, მან მომავლინა მე თქუენდა.

როგორც ვხედავთ, ღმერთი მყოფის ’კონტექსტში’(მე ვარ, რომელი ვარ) გამოსვლათაშია მოხსენებული.

აგაპე, რა გინდა? ცოტა არგუმენტირებული იყავი რა smile.gif
A-G-A-P-E
ციტატა(mati @ Nov 26 2009, 19:41) *

A-G-A-P-E
ერთი შეკითხვა მაქvs თქვენი ე. წ. სარწმუნოება რამდენ საუკუნეს ითვლის და ვინ იყვნენ მისი ფი'უძემდებლები და გამავრცელებლები.

mati გამარჯობა გეთაყვა


მე არცერთ სარწმუნოებას არ მივეკუთვნები ამ ეტაპზე. ვარ ყოფილი მართლმადიდებელი. ამიტომ, არ მინდა იფიქრო რომ რომელიმე სარწმუნოებას მივსდევ.
ლევანი
ციტატა(A-G-A-P-E @ Nov 27 2009, 01:09) *

mati გამარჯობა გეთაყვა
მე არცერთ სარწმუნოებას არ მივეკუთვნები ამ ეტაპზე. ვარ ყოფილი მართლმადიდებელი. ამიტომ, არ მინდა იფიქრო რომ რომელიმე სარწმუნოებას მივსდევ.

ყოფილი რატომ? (გულწრფელი შეკითხვაა)
A-G-A-P-E
ციტატა(ლევანი @ Nov 27 2009, 01:06) *

დაბადება.2:4 ესე წიგნი შესაქმისა ცისა და ქვეყანისაჲ, ოდეს შეიქმნნეს დღესა მას, რომელსა შექმნნა ღმერთმან ცაჲ და ქვეყანაჲ და.

გამოსვლათა. 3:14 და ჰრქუა ღმერთმან მოსეს: მე ვარ ღმერთი, მყოფი რომელი ვარ, და ესრე არქუ ძეთა ისრაჱლისათა: რომელ-იგი არს, მან მომავლინა მე თქუენდა.

როგორც ვხედავთ, ღმერთი მყოფის ’კონტექსტში’(მე ვარ, რომელი ვარ) გამოსვლათაშია მოხსენებული.

აგაპე, რა გინდა? ცოტა არგუმენტირებული იყავი რა smile.gif


ლევანი
aavtandili


რადგან სულ ცოტა ორმა თანაფპრუმელმა მთხოვეთ რომ ცოტა მეტი არგუმენტები დავდო, თქვენი თხოვნით გავაკეთებ ამას. აქვე მინდა ყველას თხოვნით მოგმართოთ, რომ იყოთ ზრდილობიანი და თავაზიანები ჩემს მიმართ რომ უხეშ პოსტს უხეშად რომ არ ვუპასუხო და რითაც ფორუმის და მოდერატორებისადმი პატივისცემის გამოვლენა არ იქნებოდა.

ახლა კი არგუმენტები.
პირველი რაც უნდა აღინიშნოს არის შემდეგი:

1. ღვთის სახელი, რომელიც 4 ებრაული ტანხმოვნით არის დაწერილი ორიგინალ ხელნაწერებში გვხვდება დაახლოებით 7000-ჯერ. როგორც წესი, ბიბლიის მთარგმნელები ღვთის სახელის აღმნიშვნელ 4 თანხმოვანს თარგმნიან როგორც იაჰვე ან იეჰოვა.

2. ბიბლიის ზოგიერთი გამოცემა, ღვთის სახელს არ თარგმნის ქართულად და ცვლის მას საზოგადო წოდებით "უფალი. ქართულ ეკლესიურ გამოცემებში, ღვთის სახელი ყველგან ამოღებულია და შეცვლილია საზოგადო წოდებით უფალი. მსოფლიოში არსებობს უამრავი ბიბლიის გამოცემა, რომლებიც ასე არ იქცევა. მაგალითად, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის მიერ გამოცემულ რუსულ ბიბლიაში ღვთის სახელი "იეჰოვა" (რუსულად: " Иегова) სულ 9-ჯერ გვხვდება. არგუმენტი რომ თქვენი თვალით იხილოთ, ნახეთ ამ საიტზე მსაჯულთა 6:24-ხე მუხლი: http://days.pravoslavie.ru/Bible/B_sud6.htm

3. რაც შეეხება იმას, რომ ღვთის სახელი პირველად გვხვდება არა გამოსვლის 3:14-ში არამედ დაბადების 2:4-ში, შეგიძლიათ თქვენი თვალით ნახოთ აი ამ საიტზე: http://www.catholic.org/bible/book.php?id=1 ეს საიტი არის კათოლიკური ეკლესიის საიტი და მასში მოცემულია ღვთის სახელი "იაჰვე" პირველად დაბადების 2:4-ში.

მოდით, ამ ეტაპზე ამ პოსტით შემოვიფარგლები და თუ ვინმეს დაგაინტერესდებათ მეტი, შემდგომში გაგცემთ პასუხს, თუ დაპოსტვის ტექნიკური შესაძლებლობა კვლავ მექნება.

სიყვარულით
დროებით


ციტატა(ლევანი @ Nov 27 2009, 01:22) *

ყოფილი რატომ? (გულწრფელი შეკითხვაა)


ლევანი

ეს ძალიან პირადული შეკითხვაა და თუ კი პასუხს გაგცემ, შეიძლება ზოგიერთ ჩვენს თანაფორუმელს არასასიამოვნო გრძნობები გაუჩნდეს. ამიტომ, მინდა თანაფორუმელთა რელიგიურ გრძნობებს პატივი ვცე და სახალხოდ ვერ გიპასუხებ.
la-maria
ციტატა(zura22222 @ Nov 26 2009, 00:37) *

არა ცოდვის ჩამდენი პირისადმი არ მიგულისხმია. ვიგულისხმე მთლიანად მართლმადიებლური ის სწავლება რაც ახლა ისწავლება. თუ ამას მხილება ქვია, მე ჩემი თემებით ვამხელდი იმას რაც რბილად რომ ვთქვა ცრუდ მეჩვენება.

დააკონკრეტე რა გეჩვენება ცრუდ ზურა. და თუ გაგცეს პასუხი იმ საკითხებზე რაც ცრუდ გეჩვენება მაშინ დაასაბუთე რას არ ეთანხმები. და თუ არ გაქვს პასუხი ე.ი. არ გინდა აღიარო ჭეშმარიტება.
la-maria
ციტატა(A-G-A-P-E @ Nov 27 2009, 01:27) *

ლევანი
aavtandili


რადგან სულ ცოტა ორმა თანაფპრუმელმა მთხოვეთ რომ ცოტა მეტი არგუმენტები დავდო, თქვენი თხოვნით გავაკეთებ ამას. აქვე მინდა ყველას თხოვნით მოგმართოთ, რომ იყოთ ზრდილობიანი და თავაზიანები ჩემს მიმართ რომ უხეშ პოსტს უხეშად რომ არ ვუპასუხო და რითაც ფორუმის და მოდერატორებისადმი პატივისცემის გამოვლენა არ იქნებოდა.

ახლა კი არგუმენტები.
პირველი რაც უნდა აღინიშნოს არის შემდეგი:

1. ღვთის სახელი, რომელიც 4 ებრაული ტანხმოვნით არის დაწერილი ორიგინალ ხელნაწერებში გვხვდება დაახლოებით 7000-ჯერ. როგორც წესი, ბიბლიის მთარგმნელები ღვთის სახელის აღმნიშვნელ 4 თანხმოვანს თარგმნიან როგორც იაჰვე ან იეჰოვა.

2. ბიბლიის ზოგიერთი გამოცემა, ღვთის სახელს არ თარგმნის ქართულად და ცვლის მას საზოგადო წოდებით "უფალი. ქართულ ეკლესიურ გამოცემებში, ღვთის სახელი ყველგან ამოღებულია და შეცვლილია საზოგადო წოდებით უფალი. მსოფლიოში არსებობს უამრავი ბიბლიის გამოცემა, რომლებიც ასე არ იქცევა. მაგალითად, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის მიერ გამოცემულ რუსულ ბიბლიაში ღვთის სახელი "იეჰოვა" (რუსულად: " Иегова) სულ 9-ჯერ გვხვდება. არგუმენტი რომ თქვენი თვალით იხილოთ, ნახეთ ამ საიტზე მსაჯულთა 6:24-ხე მუხლი: http://days.pravoslavie.ru/Bible/B_sud6.htm

3. რაც შეეხება იმას, რომ ღვთის სახელი პირველად გვხვდება არა გამოსვლის 3:14-ში არამედ დაბადების 2:4-ში, შეგიძლიათ თქვენი თვალით ნახოთ აი ამ საიტზე: http://www.catholic.org/bible/book.php?id=1 ეს საიტი არის კათოლიკური ეკლესიის საიტი და მასში მოცემულია ღვთის სახელი "იაჰვე" პირველად დაბადების 2:4-ში.

მოდით, ამ ეტაპზე ამ პოსტით შემოვიფარგლები და თუ ვინმეს დაგაინტერესდებათ მეტი, შემდგომში გაგცემთ პასუხს, თუ დაპოსტვის ტექნიკური შესაძლებლობა კვლავ მექნება.

სიყვარულით
დროებით

ლევანი

ეს ძალიან პირადული შეკითხვაა და თუ კი პასუხს გაგცემ, შეიძლება ზოგიერთ ჩვენს თანაფორუმელს არასასიამოვნო გრძნობები გაუჩნდეს. ამიტომ, მინდა თანაფორუმელთა რელიგიურ გრძნობებს პატივი ვცე და სახალხოდ ვერ გიპასუხებ.

თქვენს კითხვებზე ამ ფორუმზე საკმარისი პასუხები დევს. უბრალოდ ვისაც მოსმენა უნდა მოისმენს.
animani
არქიმანდრიტი რაფაელი

თბილისი 1993წ.


ნაწილი2.



გადმოსაწერი ლინკი:nawili2.doc
http://www.link.ge/file/295951/nawili2.doc.html




nawili2.
ieRovelebi qristes RmrTaebriobas uaryofen. maTi azriT, qriste aris umaRlesi Seqmnil sulTagan raRac mTavarangelozis msgavsi. amitom isini qristes mTavarangeloz miqaelTan aigiveben da amtkiceben, rom arc wm. werilSi da arc Zvel eklesiaSi ar arsebobs mowmoba qristeze, rogorc RmerTze. amiT isini imeoreben Zveli mwvaleblebis, gnostikosebis versisas, romlebic qristes kosmiuri sulebis erT-erT arqontad miCnevdnen. magram Tu qriste RmerTi ar iyo, maSin rogor ganxorcielda mariamis wiaRSi? Seqmnil suls xom ar ZaluZs adamianis Seqmna: mas mxolod adamianis saxis miReba SeuZlia, magram ara bunebisa. amitom gamodis, rom ieso-miqaelis dabadeba adamianis saxiT ganxorcieleba ki ara, fiqciaa indusTa avaTaris msgavsad-sulieri arsebis droebiTi movlineba xiluli xorciT, ris Semdegac xorci qreba.
ieRovelebi weren, rom qriste aRsdga Tavisi Zveli sulieri bunebiT. Tu asea mainc ra aRsdga?suli? magram igi xom ar momkvdara jvarze, xolo kacobrivi buneba, ieRovelTa swavlebiT, ki ar aRmdgara, aramed gaqra. maSasadame, aRdgomaSi isini gulisxmoben aRdgomis sapirispiro movlenas-sulis, anu samyaros arqontis gaTavisuflebas kacobrivi sxeulis, rogorc droeboTi samoslisgan, maSasadame, TviT ganxorcieleba hgavda piesas,romlis damTavrebis Semdeg mTavarma moqmedma pirma niRabi moixsna.
amaRlebaSi ieRovelebi xedaven ieso-miqaelis dabrunebas zeciur sferoSi,sadac igi ieRovas saxed iqceva. magram saxe maT esmiT, rogorc RmerTTan siaxloive, xolo es siaxlove man dakisrebuli misiis SesrulebiT daimsaxura. Tuki qriste zeciuri sulia, ieRovas mier Seqmnili, maSin msxverplis cnebaSi ori principuli debuleba irRveva, kerZod: 1) msxverpli Senacvlebaa-msgavsi msgavss enacvleba. Tu qristes kacobrivi sxeuli droebiTia, maSasadame igi araa msgavsi adamianisa, romlisTvisac sxeuli pirovnebis ganuyofeli nawilia. 2) angelozi Seqmnili, maSasadame, zRvardebuli qmnilebaa, amitom aseTi msxverpli ver iqneba srulyofili da universaluri. TviT “ieRovelebi “ msxverplis nacvlad “syidvis” xmarebas arCeven da es sityva pirdapiri mniSvnelobiT esmiT., riTac golgoTis jvari-siyvarulis saidumlo da Rvawli yidva-gaydvamde dahyavT.
arsebobs Tu ara axal aRTqmaSi mowmobebi qristes RmrTaebriobis Sesaxeb? diax, arsebobs.. gadavSaloT saxareba---ieso qriste mimarTavs iudevelebs: “me da mama Cemi erT varT”(ioane 10,30). am sityvebma ganarisxes iudevelebi, romlebmac qvebis mokreba daiwyes mis Casaqolad. rodesac qristem hkiTxa, risTvis surdaT misi mokvla, upasuxes: ”rameTu kaci xar Sen da giyofies Tavi Seni RmerT” (ioane, 10,33). maSin qristem ki ar uaryo maTi braldeba, aramed Seaxsena is saswaulebi, maT Tvalwin rom qmna da amiT daamowma, rom “ mama Cem Tana ars da me mamisa Tana” (ioane, 10,39). arsebisa da bunebis erToba saxarebis berZnul dedanSi, rogorc mosalodneli iyo, saSualo sqesis ricxviTi saxeliT aris gadmocemuli. ioane maxarebeli wers: “ eZiebdes da huriani igi mokvlad iesos, rameTu...RmerTsaca mamad Tvisad ityoda da Tavsa Tvissa swor-hyofda RmrTisa”. (ioane, 5,18). ieso qristem Tqva: “pirvel abrahamis yofamde me var” (ioane 8, 58). me var, anu me var, romeli var---esaa RmrTaebrivi pirovnebis, ieRovas saxeli, romelic Tavis TavSi TviTonve Seicavs myofobas. “ieRova’ niSnavs myofs, imas,
vinc aris. amis gamgone iudevelebs surT qviT Caqolon qriste, rogorc kaci, romelmac Tavis Tavs RmerTi uwoda.
ieso qristes mkvdreTiT aRdgomis Semdeg Toma mociqulma, rodesac igi ixila Tqva:” ufali Cemi da RmerTi Cemi”( ioane, 20,28). qriste Seiwynarebs am aRiarebas, magram ambobs:” netar arian, romelTa ara uxilav da vhrwmene”(ioane,20,29). saxarebaSi Cans, rom qriste ubralod gadataniTi an zneobrivi mniSvnelobiT ki ar aris Ze RmrTisa, aramed “Ze RmrTisa mxolodSobili”(ioane,1,14), erTbunebovani mama RmerTisa, erTarsi mamisa.
ieRovelebi weren, rom Zveli eklesia arafers ambobs qristes RmrTaebriobis Sesaxeb. viTom asea? tertuliane wers:” im dros, rodesac gavrcelda xma qristes Sesaxeb, misma saxelma tiberiusamdec miaRwia, romelmac es sakiTxi senats gadasca gansaxilvelad”(apologia, 5,2). qristianobis mtrebis banakidanac moviyvanoT mowmobebi: didi beTaniis mmarTveli pliniusi wers: “ maT (qriastianebs) sCveodaT: garkveul dReebSi ikribebodnen da himnebs ugalobdnen qristes, viTarca RmerTs” (werili me-10). Zveli mwvaleblebi uaryofdnen qristes RmerTobas. gnostikosebi mas eonad Tvlidnen, iudevelebi da ebionitebi—moses msgavs winaswarmetyvelad, nazorevelebi raRac kosmiur Zalad da a.S...es swavlebani jer kidev 1 saukuneSi iyo gavrcelebuli da eklesiis swavleba sruliad sawinaaRmdego rom ar yofiliyo, maT Soris arc gaCndeboda is gadaulaxavi ufskruli, imTaviTve rom warmoiSva.


saRmrTo werilis mowmobebi imis Sesaxeb, rom qriste ar ganekuTvneba Seqmnil sulTa an angelozTa ricxvs, rogorc amas Zveli gnostikosebi fiqroben da ieRovelebi aswavlian


Ze RmTisa ”umjobes iyo angelozTa” (ebr.1,4), “rameTu odes sada vis hrqua angelozTagansa: Ze Cemi xar Sen, da me dRes miSobie Sen” (fsalm.2,7), xolo ZisaTvis ityvis:”saydari Seni, RmerToO, ukuniTi ukunisamde... amisTvis gcxo Sen RmerTman, RmerTman Senman sacxebeli sixarulisa” (fsalm.44,7-8, ebr.1,5-8) . zogjer ieRovelebi uaryofen, rom Ze RmrTisaSi mTavarangelozs gulisxmoben, magram isini xom Tavad aigiveben qristes miqaelTan, im miqaelTan, romelsac iudas epistoleSi garkveviT ewodeba” mTavarangelozi” (iuda,9).
ieRovelebi amboben, rom qriste jvars ki ar acves, aramed boZze miakres. magram TviT ufali ambobs: “ romelman ara aRiRos juari Tvisi da Semomidges me, igi ara ars Cemda Rirs” (maTE 10,38 luka 14,27). qriste jvars, rom ecvaT, es sityvebi mniSvnelobas dakargavda, aqedan Cans, rom jvari erTdroulad tanjvis simbolocaa da Zlevisac. pavle mociquli ambobs: “ xolo Cemda nu iyofin siqadul, garna juariTa uflisa Cuenisa ieso qristesiTa, romlisaTVis sofeli Cemdami juar-cemul ars da me—soflisa” (gal. 6,14).
Tu sityva “jvars” “boZiT” SevcvliT, gamova, rom mociquli boZiT iqadis. saxarebac imas gveubneba, rom svimon kvirinels satareblad misces jvari qristesi da ara boZi. petre da ioane
mociqulebis mowafe, egnate RmerTSemosili wers: “siyvaruli Cemi (qriste) jvars ecva” ( egnate RmerTSemosili, epistoleni). iudeveli istorikosi ioseb flaviosi ambobs: “ pilatem mas (qristes) jvarcma ganuCina” (iudevelTa siZveleni, 18,33). arabul TargmanSi es ase weria: “ pilatem mas jvarze sikvdili miusaja”. iustine filosofosi (2s.) Tavis apologiaSi wers: “ sityvebi: ganxuritnes xelni Cemni da fexni Cemni” (fsalm.21,27) im lursmnebis aRweraa, romlebiTac misi xel-fexi jvars miaWedes”. iustine eyrdnoboda saxelmwifo arqivebs, sadac pilates moxseneba inaxeboda qristes jvarcmis Sesaxeb—iustine mas “ pilates saqmeebs’’ uwodebs. amave dokuments imowmebs me-2 saukuneSi sxva apologeti, ganaTlebiT iuristi, tertuliane.
Cven qristes mtrebis mowmobebic gvaqvs jvarcmis Sesaxeb. me-2 saukunis satirikosi lukiane werda, rom qriste “jvars acves palestinaSi axali kultis daarsebisaTvis, Semdeg ki “ jvarcmul sofists” uwodebs mas (“peregrinusis sikvdili”). ase, rom ieRovelTa cnobebi boZis Taobaze siyalbea da misi wyaro SeiZleba gviandeli xanis babilonis Talmudi iyos.
ieRovelTa swavleba suli wmidis Sesaxeb Talmudisti iudevelebisas hgavs: suli wmida maTTvisac upirovno RmrTaebrivi Zalaa da ara cxoveli arseba. aseTi Sexedulebebi Zvel gnostikur sistemebSic gvxvdeboda, romlebic eklesiam uaryo jer kiev meore msoflio krebamde ( es kreba 381w. Sedga da miRo sarwmunoebis simbolo, dogmati suli wmidis Sesaxeb). ieRovelebi amtkiceben, rom wm. werilsa da Zveli eklesiis swavlebaSi araferia Tqmuli suli wmidis RmrTaebriobis Sesaxeb imis garda, rom igi, rogorc upirovno Zala, energia, mama RmerTs ekuTvnis.
ganvixiloT pirovnebis Tvisebebi da vnaxoT, aqvs Tu ara isini suli wmidas. pirovnebas SeuZlia azrovnebdes, hqondes esa Tu is survili da arCeuli miznisken iswrafodes, aqvs Secnobisa da TviTSemecnebis unari, nebisa da moqmedebis Tavisufleba. upirovno Zala mxolod instrumentia, romelic gareSe nebis brZanebas asrulebs, amitom zemoT dasaxelebuli Tvisebebi mas ar gaaCnia. wm. werilis mowmobebs mivubrundeT: “suli yovelsave gamoeZiebs da siRrmesaca RmrTisasa” ( 1.kor 2,10), anu, man icis RmerTi, absoluturi codna aqvs mis Sesaxeb, xolo imisTvis, rom icode, cnobiereba unda gqondes. cnobiereba SeiZleba hqondes pirovnebas da ara Zalas. suli wmida sulierad Sobs kacs (ioane 3, 3-5) aniWebs codvaTa mitevebas ( 1. kor. 7,11), maSasadame, RmrTaebrivi xelmwifeba aqvs. suli wmida Tavisufalia da arafriT ganpirobebuli” sulsa vidreca unebn, qrin” (ioane, 3,6), upirovno Zalas ki arc sakuTari neba gaania, arc survilebi. “ xolo amas yovelsa Seewevis erTi da igive suli,, ganuyofs TviToeulad kacad kacdsa, viTarca hnebavs” (1korp. 12,11) aqedan Cans, rom niWebi suli wmidisgan gamodian, rom igi RmerTia. arCeva, Sefaseba, Seyvareba Tavisi niWebis misacemad pirovnebas axasiaTebs da ara aRmasrulebel Zalas. ierusalimSi 51 wels Sedga mociqulTa kreba, da iq miRebuli dadgenilebebi mociqulebma miiRes, rogorc suli wmidisgan nakarnaxevi. “ jer – uCnda sulsa wmidasa da Cuenca” ( saqme, 15-28) -- maSasadame, suli wmida aris suli mecnierebisa da
gonebisa da gonebisa da ara ubralod RmerTisgan gamosuli energia.
mociqulebi suli wmidas imowmeben: “ da Cuen varT mowame misa sityuaTa amaT da suli wmida” (saqme, 5,32), maSasadame, suli wmida aris suli WeSmaritebisa. “TviT igi suli meox ars CuenTvis” ( rom. 8,26)- suli wmidis meoxeba gamoixateba misi moqmedebiT adamianis gulSi, sulier cxovrebasa da locvaSi SewevniT, erTi sityviT, sulis ganwmendiT. saxarebaSi weria, suli wmidis mgobars ara mieteveso ( mark. 3,29). gmoba niSnavs suli wmidis winaaRdgomas. suli wmida rom RmerTi ar iyos, maSin sxvagvarad unda Tqmuliyo-mama RmerTis mgmobars ara mietevoso. esec weria: “ da nu SeawuxebT sulsa wmidasa RmrTisasa” ( ef. 4,30). mxolod pirovnebis Sewuxebaa SesaZlebeli, da ara Tvisebebisa da xarisxis.. 142-e fsalmunis me-10 muxlSi vkiTxulobT: “suli Seni saxieri miZRoden me queyanasa wrfelsa”, xolo iudevel WabukTan saubarSi ieso qristem Tqva: “ aravin ars saxier, garna mxolo RmerTi” (maTe, 19,17). maSasadame, suli saxieri aris RmerTi.
mociqulebi esaubrebian suli wmidas, esmiT misi xma, emorCilebian, amxelen mis winaaRmdgomT, saukuno warwymediT emuqrebian mis winaSe mcodvelT, anu, maTTvis igi pirovnebaa da ara raRac damxmare Zala. naTlisRebisas suli wmida xorcieli saxiT gardamovida, xarisxsa da Tvisebas es ar ZaluZs. suli wmidas “ nugeSinismcemeli” ewoda ( ioane, 14, 26), “ nugeSinismcemeli” saxelia. suli wmida, rom ubralo Zala iyos, mas zedsarTaviT gansazRvravdnen da ara arsebiTiT. bernul enaSi es gansakuTrebiT mkveTrad—artikliT gansazRvruli arsebiTi saxeliTaa gamoxatuli. wm. werilSi mJRavndeba suli wmidis iseTi Tvisebebi, rogoricaa WeSmariteba, sibrZne da cxovreba-RmrTaebrivi pirovnebis Tvisebebi. suli wmidis saxeli mamisa da Zis Tanasworia. “ warvediT da moimowafeniT yovelni warmarTni da naTel- scemdiT maT saxeliTa mamisaTaA da ZisaTaA da sulisa wmidisaTaA” ( maTe 28,19). aseve: “ rameTu samni arian, romelni wameben caTaA Sina : mama, sityua da suli wmida, ese samni erT arian” ( 1 ioane, 5,7). berZnul enaSi artikli sityva “erTis” win saSualo sqesisaa (TO) , riTac TviT bunebis, arsis erTianobaa xazgasmuli. “saqme mociqulTaSi” suli wmidas pirdapir ewodeba RmerTi, magaliTad, petre mociquli ase mimaravs ananias: “ raisaTvis aRavso guli Seni eSmakman cruebad sulisa wmidisa?... ara ecruve Sen kacTa, aramed RmerTsa “ (saqme, 5,3,4). suli wmidis hipostasur RmrTaebriobas mowmobs naTlobis yvela Zveli formula, agreTve mokle sadideblebi, romlebic Tan sdevs mTel qristianul RmrTismsaxurebas.
A-G-A-P-E
ციტატა(la-maria @ Nov 27 2009, 21:33) *

თქვენს კითხვებზე ამ ფორუმზე საკმარისი პასუხები დევს. უბრალოდ ვისაც მოსმენა უნდა მოისმენს.

la-maria

ძვირფასო, მე შეკითხვა არ დამისვია იმ პოსტში, რომელსაც კომენტარი გაუკეთეთ ზემოთ. მთხოვეს არგუმენტების დადება და დავდე. ესაა და ეს.
la-maria
ციტატა(A-G-A-P-E @ Nov 27 2009, 21:46) *

la-maria

ძვირფასო, მე შეკითხვა არ დამისვია იმ პოსტში, რომელსაც კომენტარი გაუკეთეთ ზემოთ. მთხოვეს არგუმენტების დადება და დავდე. ესაა და ეს.


საეღთოდ ლოგიკურად ასეა: ვინც ითხოვს არგუმენტებს ე. ი. ის შეკითვასაც შვამს. და შეკითხვებზე პასუხი უკვე გაცემულია. თუ არგუმენტები დადე სესაბამისი პასუხებიც გაცემულია ახლა შენ გადაწყვიტე.
A-G-A-P-E
ციტატა(la-maria @ Nov 27 2009, 21:48) *

საეღთოდ ლოგიკურად ასეა: ვინც ითხოვს არგუმენტებს ე. ი. ის შეკითვასაც შვამს. და შეკითხვებზე პასუხი უკვე გაცემულია. თუ არგუმენტები დადე სესაბამისი პასუხებიც გაცემულია ახლა შენ გადაწყვიტე.


la-maria

მე დავასაბუთე, რომ ზემოთ დადებულ ვრცელ სტატიაში, იყო შეცდომები და სიცრუე და ეს დავასაბუთე უტყუარი არგუმენტებით. მე რა უნდა გადავწყვიტო, რას მეკითხებით ვერ მიგიხვდით..
la-maria
სწორად მიხვდით მე მიგიტიტე ჩემო კარგო იმ სტატიებზე და მასში მოცემულ არგუმენტებზე. ყველაფერი ნათელია. რუბიკონი გადალახულია
animani
იეღოველთა სწავლება და სულის უკვდავების უარყოფა


მიუხედავათ მათი მრავალრიცხოვნებისა და მრავალფეროვნებისა, მსოფლიო რელიგიებს ორი ძირითადი ცნება აქვთ საეთო. პირველი---ღმერთი, უმაღლესი და სრულყოფილი არსება, ქვეყნის შემოქმედი, და მეორე---სული, როგორც სხეულისგან გამოყოფილი სუბსტანცია, რომელიც თავის თავში შეიცავს სრულ ინფორმაციას ადამიანის ცხოვრებაზე.
სული არამატერიალური და არანივთიერია, იგი მარტივი ბუნებისაა, ამიტომ არ შეუძლია მოკვდეს, შემადგენელ ნაწილებად დაიშალოს. სული დინამიური არსება და სიცოცხლის პრინციპია, ხოლო სიკვდილი--სტრუქტურის დაშლა, რთულის მარტივად ქცევა თავისი შემდგომი მატერიალური მეტამორფოზებით, სხეულისაგან მისი ენერგეტიკული პრინციპის გამოყოფა. მსოფლიოს ყველა ხალხის გადმოცემები შეიცავენ ზეპირ თუ წერილობით თხრობას სულის იმქვეყნიური ცხოვრების შესახებ. ეს ცნობები იმდენად მრავალრიცხოვანია, რომ მათი თუნდაც მაღალი ალბათობის ჰიპოთეზებად მიჩნევა შეუძლებელია,ეს უკვე ისტორიული ფაქტოლოგიის სფეროა, რომელსაც განზრახ თუ აუვლი გვერდს კონფესიური ინტერესების გამო, თორემ ვერ უარყოფ. არა მხოლოდ რელიგია, არამედ ძველი პოეზია, ქრონოგრაფია, დრამატურგია საიქიო ცხოვრების ამქვეყნიურთან ერთიანობაში განიხილავდა, როგორც ზედა და ქვედა სართულს იმ შენობისა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.
წმიდა წერილს მივუბრუნდეთ, რომლის სიტყვაც წესით უდავო და საბოლოო უნდა იყოს იეღოველებისათვის---ისინი ხომ თავიანთ თავს " ბიბლიის მკვლევარებს" უწოდებენ. მოსეს სჯული სიკვდილით დასჯის მუქარით კრძალავდა მიცვალებულთა სულების გამოძახებას, ამასთან განასხვავებდა მიცვალებულთა სულების გამოძახებას და დემონთა მოხმობას. იეღოველები , რომლებიც ბიბლიის სიტყვასიტყვით გაგებას ემხრობიან, არც ამ შემთხვევაში უნდა მიმართავდნენ ტექსტის ინტერპრეტაციას თავიანთი კონფესიური მიზნებისათვის. აენდორელი მისანი ქალის მიერ სამოელის სულის გამოძახება ჯოჯოხეთიდან (ქრისტეს აღდგომამდე წინასწარმეტყველთა და მართალთა სულები ჯოჯოხეთში იყვნენ) საიქიო ც ხოვრების არსებობას მოწმობს.
" მე ვარ ღმერთი მამისა შენისა, ღმერთი იაკობისი" (გამოსვლვ.3,6) ეუბნება უფალი მოსეს მაშინ, როცა სამივე მამამთავარს უკვე დასრულებული ჰქონდა ამქვეყნიური სრბა, მაგრამ მათი სულები ცოცხლები იყვნენ. ქრისტეს მოწაფეებს მკვდრების აღდგინება შეეძლოთ. სული, რომ სხეულთან ერთად კვდებოდეს და ქრებოდეს, მაშინ მათ ხელახლა უნდა შეექმნათ ადამიანი, ისე, როგორც ღმერთმა შექმნა ადამი, მაგრამ ეს ხელმწიფება მხოლოდ ღმერთსა აქვს.

ფერისცვალების დროს იესო ქრისტეს მოსე და ელია გამოეცხადნენ, რომელთაც უფალი თავის მომავალ ვნებაზე ესაუბრებოდა---მაშAსადამე, მოსეს სული ცოცხალი იყო. პეტრე მოციქული წერს, რომ ქრისტეს კაცობრივი სული ჯოჯოხეთს შთახდა და იქ იქადაგა სახარება და აღნიშნავს, რომ მას ნოეს დროს მცხოვრები ადამიანების სულები უსმენდნენ. ჯვარზე გაკრულ მონანიე ავაზაკს ქრისტე ეუბნება: " დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა" (ლუკა, 23,43). ავაზაკი იმავე საღამოს აღესრულა ჯვარზე. როგორ ასრულდებოდა მაცხოვრის სიტყვები, მისი სული, რომ მომკვდარიყო და გამქრალიყო? ლაზარეს იგავში უფალი პირდაპირ ამბობს , რომ მდიდრის სული დემონებმა შEიპყრეს, ლაზარეს სული კი ანგელოზებმა იმ ადგილას წაიყვანეს, სადაც აბრაამი იყო. შეუძლებელია, რომ უფალს იგავში არასწორი სურათი დაეხატა და მოწაფეებისთვის ყალბი წარმოდგენა შეექმნა.. იგავი ხომ ის ამბავია, რომელსაც საფუძვლად რეალური ამბების აღწერა უდევს.
რაკიღა სულის უკვდავებას უარყოფენ და, მატერიალისტების მსგავსად, სულს ხორცის ფუნქციად თვლიან, " იეღოვას მოწმეები" მკვდრეთით აღდგომის ცნებას მეორედ შექმნის ცნებით ცვლიან. თუკი ეს მართლაც ასეა, მაშინ რაღ ა საჭიროა პირველი ქმნილება, შემდგომში უკვალოდ რომ უნდა გაქრეს? იეღოველების აზრით, სხეული, როგორც მოლეკულებისა და უჯრედების კონგლომერატი, ელემენტებად
ისლება, რომლებიც სხვა სხეულებში -- მცენარეებში, ცხოველებსა და ადამიანებში გადადიან, სული კი ნაპერწკალივით ქრება. გარდაცვლილი ადამიანები აღაე არსებობენ სულითა და სხეულით, მაგრამ რჩებიან ღმერთის მეხსიერებაში, როგორც იდეები.
იეღოველთა ამ სწავლებაში წინააღმდეგობას ვაწყდებით: ყოველი პიროვნების ზნეობრივი შინაარსი შეიცავს კეთილსა და ბოროტს, ღმრთაებრივ მეხსიერებაში შეუძლებელია ინახებოდეს ცოდვა, როგორც სულთა იდეა, რადგან ცოდვა ადამიანის მყოფობა კი არა,მისი სენია, თუ ღმერთი კვლავ შექმნის კაცობრიობას უცოდველს, მაგრამ არა ფერნაცვალებსა და გასულიერებულს ( თვით უფლის სიტყვებით, " ვითარცა ანგელოზთა ღმრთისასა " ( მათე, 22,23), მაშინ მიწიერი ყოფნის გაგრძელება კვლავ იქნება იგივე არჩევანი მოტივებისა და საქციელებისა,, ანუ ცოდვა იარსებებს, როგორც მარადიული შესაძლებლობა, ხოლო გარემოებათა კოლოზია ადრე თუ გვიან კვლავ დააყენებს ადამიანს ცოდვის სასიკვდილო საფრთხის წინაშე და ეს საფრთხე კიდევ უფრო საშინელი იქნება მაშინ, როდესაცს იკვდილი აღარ იარსებებს.
შემდგომ: აღდგომა არის მთელის ხელახლა შექმნა მისი ნაწილებისაგან. ხელახლა შექმნილი კარგავს კავშირს თავის ძველ მყოფობასთან, ეს უკვე ის აღარ არის.თუ ადამიანი სიკვდილის შემდეგ აგრძელებს არსებობას ღმრთაებრივ მეხსიერებაში, მაშინ სიკვდილი ამქვეყნიური ყოფნიდან წმიდა სულიერი არსებობის სფეროში გადასვლა ყოფილა. სახე ღმრთაებრივ შემეცნებაში უკვე ნიმუში კი არ არის დემიურგისათვის, არამედ ცხოვრება და მყოფობა. თუკი ღმრთაებრივი გონი შეიცავს სულს, როგორც იდეას, მაშასადამე იგი არ კვდება და არ ქრება. სრულყოფილი, აბსოლუტური ღმრთებრივი ცნობიერება გულისხმობს სახის სრულყოფილებას, როგორც ინფორმაციის სისრულეს, სრულყოფილი სახე კი გულისხმობს სახის ადეკვატურ მყოფობას. ადმიანის იდეის სრულყოფილი არსებობა პიროვნული არსებობაა.
ღმერთში არ არის წარსული, აწმყო, მომავალი, მისი აზრი, სიტყვა და მოქმედება მყისვე ხორციელდება.
წარსული და მომავალი ამქვეყნიური კატეგორიებია, მაგრამ იეღოველები თავიანთი სწავლებით იმის შესახებ, რომ სული კვდება და ქრება აღდგომამდე, ხელოვნურად წყვეტენ კავშირს მათ შორის. იეღოველები ორჭოფულ პასუხს იძლევიან კითხვაზე ' " ვინ აღდგება მკვდრეთით, მხოლოდ იეღოველები თუ სხვა ადამიანებიც?" თუ სხვებიც, მაშინ რა პრინციპით მოხდება ეს-ნათესაობის, მეგობრობის თუ სოლიდარობის მიხედვით? ძველი სამყაროს სასაფლაოზე, იმ სამყაროსი, რომელიც არმაგედონში დაინთქმება, იეღოველები თავიანთი ამქვეყნიური სახელმწიფოს აშენებაზე ოცნებობენ. მაგრამ გაუგებარია, რა კავშირი ექნება მას აწ უკვე მიწად ქცეულ სხეულებთან და სიცარიელეში გამქრალ სულებთაN.
A-G-A-P-E
ციტატა(la-maria @ Nov 27 2009, 22:18) *

სწორად მიხვდით მე მიგიტიტე ჩემო კარგო იმ სტატიებზე და მასში მოცემულ არგუმენტებზე. ყველაფერი ნათელია. რუბიკონი გადალახულია


la-maria

მიგიტიტე არა, მიგითითე [/size]. მაგრამ არაუშავს, ყველას მოსდის შეცდომები. უშეცდომო არავინ ვართ..


ციტატა(beso @ Nov 26 2009, 20:17) *

თან ერთი წელი არცაა რაც ესე შეიცვალეს აზრიი. ჯერ კიდე შარშან, მახსოვს არ აღიარებდნენ.
მე არ ვარ ამ საკითხში კომპეტენტური, მაგრამ ერთი კი მაოცებს ამ იეღოველების.
ადრე იძახდნენ იესო ქრისტე თუ ღმერთი იყო და აქ ჩამოვიდა მაშ ზეცაში ვინგა იყოო. ერთხელ უპასუხე ღმერთს ხო ერთდროულად ყველგან შეუძლი ყოფნა მეთქი. ამაზე ვერაფერი მიპასუხეს.
შემდეგ რომ შემხვდნენ კიდევ იაღოველები, ვკითხე. ”იოვანეს სახარებაში როს სწერია :მიუოგო თომა და ჰრქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! ჰრქუა მას იესუ, რამეთუ :მიხილე და გრწამს; ნეტარ არიან,რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე.”
და იცით რა მიპასუხეეს..? ჩვენც მაგას არ ვიძახითო, რომ იესო ქრისტე ღმერთიაოო.
თურმე მოდერნიზაცია განუცდიაათ


beso

შესაძლოა არ ცოდნით მოგდის რასაც ამბობ, რადგან თავადაც აღნიშნე რომ არ ხარ კომპეტენტური ამ საკითხებში. მათ იესო ისე სწამთ, როგორც ადრე სწამდათ. მათთვის იესო ღვთის ძეა.
la-maria
ციტატა(A-G-A-P-E @ Nov 29 2009, 02:12) *

la-maria

მიგიტიტე არა, მიგითითე [/size]. მაგრამ არაუშავს, ყველას მოსდის შეცდომები. უშეცდომო არავინ ვართ..
beso

შესაძლოა არ ცოდნით მოგდის რასაც ამბობ, რადგან თავადაც აღნიშნე რომ არ ხარ კომპეტენტური ამ საკითხებში. მათ იესო ისე სწამთ, როგორც ადრე სწამდათ. მათთვის იესო ღვთის ძეა.


აგაპე სტატიებს გადახედე, შენთვის არის სწორედ დადებული. და ლოგიკურად თუ იმსჯელებ მიხვდები რომ ის რაც სიყალბით იწყება (იაღოველების სწავლებაზე მაქვს საუბარი ამ კონკრეტულ შემთხვევაში), არ შეიძლება ჭეშმარიტი იყო. აქ ყველაფერი ნათელია.
animani
მე-3 ნაწილი



იეღოველები უარყოფენ ქრისტიანული ეკლესიის ტრინიტარულ და ქრისტოლოგიურ დოგმატებს და იმეორებენ მწვალებლურ სწავლებებს, რომლებიც მართლმადიდებლობამ კარგა დიდი ხნის წინათ დაგმო და უკუაგდო. ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სწავლება წმ. სამების პირთა თანასწორობის შესახებ უცხოა ძველი ეკლესიისათვის და იგი მხოლოდალექსანდრიის პატრიარქთა, ალექსანდრესა და ათანასეს დროს აღმოცენდა. თუმცა იმასაც უშვებენ, რომ ეს აზრი აქა-იქ ძველი მამების ნაწერებშიც ჩანს, მაგრამ შემთხვევით ხასიათს ატარებს და უცხოა ძველი ქრისტიანული თვითშეგნებისათვის. 1-3 საუკუნეების წმ. მამებიდან ისინი მხოლოდ იუსტინე ფილოსოფოსის, კლიმენტი ალექსანდრიელის , ტერტულანესა და ორიგინეს თხზულებებიდან ამოგლეჯილი ციტატებით კმაყოფილდებიან, თანაც მონტანუსის მიმდევარს, ტერტულიანეს (მე-2ს.), რომელმაც მთელი თავისი მჭვერმეტყველება ეკლესიის წინააღმდეგ მიმართა, რატომღაც ეკლესიის საყვირად წარმოგვიდგენენ. ტერტულიანე თავისი ლიტერატურული მოღვაწეობის პირველ პერიოდშიც კი, როდესაც ფორმალურად ჯერ კიდევ არ ჰქონდა გაწყვეტილი კავშირი ეკლესიასთან, ცნობილი იყო, როგორც აპოლოგეტი და პოლემისტი, მაგრამ სუსტი და ზერელე ღმრთისმეტყველი. მაგალითად, მას მიაჩნდა, რომ ღმერთი სხეულოვანია. ასე რომ, ტერტულიანეს მოხმობა, სხვა თუ არაფერი, ისტორიული შეცდომაა.
რაც შეეხება ორიგენეს ( მე-3 ს.), თავის ნაშრომებში მას არ მოუცია ერთმნიშვნელოვანი პასუხი წმ. სამების პირთა შესახებ. მისი პოზიცია მართლმადიდებლობასა ( პირთა თანასწორობის პრინციპსა) და სუბორდინაციონალიზმს ( თანმიმდევრული დაქვემდებარების პრინციპს) შორის მერყეობდა. ორიგენეს სწავლებას, ეკლესიის მოძღვრებაში ნუ ავურევთ. ეს სწავლება ორჯერ დაგმეს ადგილობრივ კრებეზე ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში, ბოლოს კი, მე-7 საუკუნეში, მსოფლიო საეკლესიო კრებამ განკვეთა და აკრძალა კიდეც, როგორც წარმართული წარმოდგენების რეციდივი ქრისტიანობაში. იციან კი ეს ამბავი ჩვენმა ოპონენტებმა? იეღოველები იუსტინე ფილოსოფოსს (მე-2ს.) ეყრდნობიან. იუსტინე, ფილოსოფოსი, მართალია, ამბობს, მამა ღმერთი ხორცს ვერ შეისხამდაო, მაგრამ იქვე დაურთავს, რომ სიტყვა ღმრთისა განხორციელდა რათა შეენარჩუნებინა თავისი ჰიპოსტასური თვისება-შობილობა.

აქ იუსტინე ფილოსოფოსი მსჯელობს არა ძე ღმრთისას ბუნებაზე, არამედ მის მიმართებაზე მამა ღმერთთან. იგია ძე ღმრთისა მარადისობაში, ხოლო დროში ხდება ძე ქალწულისა.

ადრექრისტიანული პერიოდის მეორე მწერალმა, კატეხიზატორული სკოლის მამამთავარმა კლიმენტი ალექსანდრიელმა ქრისტიანობისა და წარმართული ფილოსოფიის შერიგება გადაწყვიტა. ისიც, ისევე როგორც იუსტინე ფილოსოფოსი , ქრისტიანი პლატონიკოსი იყო,და მიაჩნდა, რომ ჰერაკლიტე, სოკრატე და პლატონი წარმართული სამყაროსათვის იგივე იყვნენ, რაც წინასწარმეტველნი- - იუდეველებისათვის. პლატონური კოსმოლოგიისა და კოსმოგონიის კონცეფციები თავიანთი სპეციფიური ფილოსოფიური ენითა და ტერმინოლოგიით კლიმენტის ღმრთისმეტყველებაში ცალკეული შეცდომებისა და უზუსტობების მიზეზად იქცა.
შემდგომში ქრისტიანული ღმრთისმეტყველება დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა პლატონის ფილოსოფიურ მემკვიდრეობას და მას მწვალებლობის წყაროდ მიიჩნევდა. არისტოტელეს ნომინალიზმი და კონკრეტული იდეალიზმი უფრო ახლობელი აღმოჩნდა ქრისტიანული საღმრთისმმეტყველო აზრისთვის, ვიდრე პლატონის დაღმავალი უნივერსალიები.
ჩვენი ოპონენტები გვერდს უვლიან ეკლესიის ისეთ მამებს, როგორებიც არიან თეოფილე ანტიოქიელი, ირინეოს ლიონელი და სხვები. ამიტომ მათი არგუმენტაცია ძალიან წააგავს ფაქტების მონტაჟს, სადაც უგულველყოფილია ყველაფერი, რაც წინასწარდასახულ მიზანს არ შეესაბამება. იეღოველების მიერ ციტირებული ოთხი ავტორიდან სამი პლატონიკოსია. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ცნობილი წვალებათამთავარი არიოზიც პლატონის სკოლის მიმდევარი იყო. მართლმადიდებლობის უპირველესი დამცველი 1 მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, ათანასე დიდი ამბობდა, რომ არიოზი ეკლესიის გარდამოცემას კი არა, ფილოსოფიურ სილოგიზმებს ეყრდნობოდა. პლატონის კოსმოლოგიის ერთ-ერთი ცნებაა ღმრთაებრივი შემოქმედების ცნება, რომელიც მყოფობის საფეხურზე დაღმასვლად არის წარმოდგენილი. უმაღლესს საფეხურზე დგას გამოუთქმელი, რომელზეც შეუძლებელია რაიმეს თქმა, რადგან იგი მიუწვდომელია ადამიანის გონებისათვის და ვერც სიტყვით ვერ გამოიხატება. ეს გამოუთქმელი და ენით აუწერელი ეშვება ერთის საფეხურზე, რომელზეც უკვე შეიძლება ითქვას, რომ იგი ერთია. დაღმავალი კიბის შემდეგი საფეხურია ღმრთაებრივი გონება, ერთი სიმრავლეში, ანუ ერთი, რომელიც მომავალი სამყაროს იდეებს ჭვრეტს. შემდეგ მოდის სამყაროს სული---სიმრავლე ერთში, ესაა არა მხოლოდ ჭვრეტა იდეებისა, არამედ იდეებთან ერთად არსებობა. ყველაზე დაბალი საფეხურია კოსმოსი, როგორც იდეათა მატერიალიზაცია და ინდივიდუალიზაცია. ამ კოსმოგონიურ სისტემაში მთავარი პრინციპია უნივერსალიების სუბორდინაცია და ღმრთაებრიობის დაღმასვლა, სადაც ყოველი საფეხური ამავე დროს ღმრთაებრივი ყოფნის მოდალობას წარმოადგენს.

კოსმოსი კიბის ჩაწყვეტილი საფეხურია, მას უკვე არყოფნა მოსდევს. ეს კოსმოგონიური სურათი წარმოქმნის რიგს, ღმრთაებრიობის თავისი თავიდან გამოსვლას ასახავს. შემდეგ კოსმოსი ცეცხლში იბუგება და ღმრთაებრივი იდეების სამყარო მატერიალურობის საპყრობილისგან თავისუფლდება. ეს სქემა ინტელექტუალური ცთუნება იყო ქრისტიანი პლატონიკოსებისათვის რომლებიც, ანალოგიების მოძებნას ცდილობდნენ ერთსა და მამა ღმერთს შორის, ღმრთაებრივ გონებასა და ლოგოსს-ძე ღმრთისას შორის, სამყაროს სულსა და სული წმიდას შორის.
მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლება წმ. სამების პირთა თანასწორობის შესახებ ზელოგიკურია. სამი აბსოლუტი ერთი აბსოლუტის ტოლია და ერთი აბსოლუტზე მცირე არ არის. რიცხვები აბსოლუტურ სიდიდებში რაოდენობას კი არ აღნიშნავენ, არამედ განსხვავებულობისა და ყოფნის ნიშნებად გადაიქცევიან. მართლმადიდებლური სწავლება წმ. სამების შესახებ სარწმუნოების გზით მიიღება, ამ სწავლების სქემატიზირების მცდელობას დაქვემდებარულობის პრინციპამდე მივყავართ.
პირველ მწვალელობებს მკვეთღად გამოხატული ხასიათი ჰქონდათ. ზოგი მათგანისთვის ქრისტე ეონი იყო, ერთ-ერთი შექმნილი სული, ნაზორეველთათვის---ანგელოზი, ხოლო ებიონიტებისათვის-უბრალო ადამიანი, მოძღვარი.
მწვალებელთა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ სამების სამი სახე ერთი ღმერთის სამი მოდალობაა, რომელიც ძველ აღთქმაში მამა ღმერთად ვლინდება, ახალ აღთქმაში---ძე ღმრთისად, და მომავალ სასუფეველში---სული წმიდად, სხვა მწვალებლები ძესა და სული წმიდას, მამის ძალებად თვლიან. ყველა ეს მწვალებელი ეკლესიამ ჯერ კიდევ 1მსოფლიო კრებამდე დაგმო. მაგალითად, ანტიოქიის კრებამ შეაჩვენა პავლე სამოსატელი, რომელიც ქრისტეს ღმრთაებრიობას უარყოფდა, სხვა წყაროებით კი--ყველაზე დაბალ ღმერთად მიიჩნევდა. თუ ანტიტრინიტარული მწვალებლობები ეკლესიის სწავლებას ეთანხმებოდნენ, მაშინ რატომღა დაგმო ისინი ეკლესიამ? ვისგან განკვეთეს მწვალებლები და ვინ შეაჩვენა ისინი? ძველი ეკლესიის სწავლების გასაცნობად ინტელექტუალი ფილოსოფოსების ცალკეულ გამონათქვამებს კი არ უნდა დავეყრდნოთ, ელინისტურ ფილოსოფიასა და სახარებას შორის გაბმულ წვრილ ძაფზე ჟონგლირებას რომ ცდილობენ, არამედ მთელი ეკლესიის მიერ აღიარებულ სწავლებას, ანუ სარწმუნოების ძველ სიმბოლოებს (" მრწამსი"). ჩვენამდე მოღწეულია ე.წ. მოციქულთა სარწმუნოების სიმბოლო (1-2 საუკუნეები), გავრცელებული რომის ეკლესიაში, სიმბოლო კრებულიდან "მოციქულთა კანონები" (1-2 საუკუნეები), რომელიც ნაწილობრივ კლიმენტი რომაელს, მოციქულთა მოწაფეს ეკუთვნის, კესარიიის ეკლესიის სიმბოლო (2-3 საუკუნეები), რომელიც საფუძვლად დაედო ნიკია- კონსტანტინეპოლის სიმბოლოს, და ნეოკესარიიის სიმბოლო (3 საუკუნე) რომელშიც წერია: "სამებაში არ არსებობს არც შექმნილი, არც მსახური, არც წარმავალი." არც მამა ყოფილა ოდესმე ძის გარეშე, არც ძე სულის გარეშე, სამება ურღვევია, უცვალებელი და მუდამ ერთი და იგივე "
იეღოველები აცხადებენ რომ ტერმინი-წმ. სამება ძველ ეკლესიაში არ არსებობდა, მაშინ როცა მას უკვე იხსენიებდნენ მოციქულთა შემდგომი დროის აპოლოგეტები (2-3 სს.) წმ. სამების სახელი ეკლესიის მტრებთანაც კი გვხვდება, ქრისტიანობის ანტიკურ კრიტიკოსებთან-ცელსიუსთან და ლუკიანესთან.
ძველ აღთქმაში ჭეშმარიტების პირველსახეებია მოცემული, წარმართულ სამყაროში-ჭეშმარიტების აჩრდილები. პლატონს და მის მიმდევარ ფილონს აქვთ სწავლება ლოგოსის შესახებ, მაგრამ ესაა მკვდარი ლოგოსი ფილოსოფიური ჭვრეტისა და არა ჭეშმარიტი ლოგოსი ღმრთაებრივი გამოცხადებისა -ძე ღმრთისა.
იგი იოანე ღმრთისმეტყველის ლოგოსისგან იმით განსხვავდება, რომ უსახო ძალა კი არა ცოცხალი პიროვნებაა, ხოლო ფილონის ლოგოსისაგან განსხვავებით, არის არა უმაღლესი არსება და ანგელოზი, არამედ ძე ღმთისა, მამა ღმერთის თანასწორი.
სწავლებაში წმ. სამების შესახებ ორი ტრადიცია შეეჯახა ერთმანეთს-გამოცხადება რომელიც სარწმუნოებისა და ღმრთისმოშიშების გზით მიდის საიდუმლოსკენ და ფილოსოფია რომელსაც სურს კაცობრივი გონების დონემდე დაიყვანოს ღმრთაება და სილოგიზმების ჩარჩოში ჩასვას იგი. აქ კვლავ იერუსალემი და ათენი უპირისპირდება ერთმანეთს.
A-G-A-P-E
ციტატა(la-maria @ Nov 29 2009, 11:31) *

აგაპე სტატიებს გადახედე, შენთვის არის სწორედ დადებული. და ლოგიკურად თუ იმსჯელებ მიხვდები რომ ის რაც სიყალბით იწყება (იაღოველების სწავლებაზე მაქვს საუბარი ამ კონკრეტულ შემთხვევაში), არ შეიძლება ჭეშმარიტი იყო. აქ ყველაფერი ნათელია.


la-maria

ეგ სტატიები წაკითხული მავქს და კიდევ ერთხელ წავიკითხავ, მაგრამ, სასურველი ის იქნებოდა, საკითხების შესახებ გვემსჯერლა, იმის ნაცვლად, ერთმანეთს ან ვინმეს სიყალბის გწამს და ჭეშმარიტება არ იციო. mellow.gif
la-maria
ციტატა(A-G-A-P-E @ Nov 29 2009, 16:11) *

la-maria

ეგ სტატიები წაკითხული მავქს და კიდევ ერთხელ წავიკითხავ, მაგრამ, სასურველი ის იქნებოდა, საკითხების შესახებ გვემსჯერლა, იმის ნაცვლად, ერთმანეთს ან ვინმეს სიყალბის გწამს და ჭეშმარიტება არ იციო. mellow.gif


შენ ამბობ, რომ იმაზე ვიმსჯელო რაც ისედაც ჭეშმარიტებაა? და მოცემულია მაგ სტატიებში?
animani
ნაწილი4.
როგორც ვთქვით,ქრისტიანული რელიგიის მთავარი დოგმატია სწავლება ერთიანი სამსახოვანი ღმერთის ( ტრინიტრალური დოგმატები) და იესო ქრისტეს, როგორც ღმერთკაცის, სოფლის მაცხოვრის შესახებ ( ქრისტოლოგიური დოგმატები).

იეღოველები უარყოფენ მართლმადიდებლურ მოძღვრებას წმ. სამების შესახებ და ძე ღმრთისას და მამა ღმერთის თანასწორობის დოგმატს ძველი ეკლესიისათვის უცხო სიახლედ თვლიან. ამასთან, თავისი, არსებითად რაბინულ--იუდეური ტრადიციის დასამტკიცებლად წმ. წერილს, მოციქულთა მოწაფეებსა და აპოლოგეტებს ეყრდნობიან, კერძოდ, იუდეველი ფილონის მოძღვრებას ლოგოსის შესახებ და თალმუდის სწავლებას სული წმიდის შესახებ. ფილონის სწავლება ლოგოსის--ძე ღმრთისას შესახებ დახლართული და წინააღმდეგობრივია. ფილონი, პირველ ყოვლისა, ორთოდოქსი იუდეველია, რომელიც რაბინიზმის ტრადიციებს მისდევს, ზველი სჯულის ყველა წესსა და რიტუალს ასრულებს, ზეპირ რაბინისტულ გადმოცემებსაც ემორჩილება და მართლმორწმუნე იუდეველის რეპუტაცია აქვს. ძველი აღთქმის ტრადიციამ მას საშუალება მისცა წარმართულ ფილოსოფიაზე მაღლა დამდგარიყო და განევითარებინასწავლება ლოგოსის , როგორც ცოცხალი რმერთის შესახებ, მაგრამ რაბინისტული მოძღვრება ამ აზრს ბუნდოვანს ხდის: გაუგებარია, ლოგოსი სობილია თუ შექმნილი.
სული წმიდა ფილონთან განსაკუთრებულ სემოქმედებით ძალადაა წარმოდგენილი და უახლოვდება პლატონის მსოფლიო სულს, რომელიც რმრთაებრივი გონების დაღმავალი საფეხურია. სწორედ პლატონისგან იღებენ სათავეს ტრინიტრალური წვალებანი, მაგალითად პავლე სამოსატელისა, ნაწილობრივ ორიგენესი და განსაკუთრებით---არიოზისა. ყველა ესენი პლატონიკოსთა სკოლას მიეკუთვნებიან. ენგელსმა ფილონს "ქრისტიანობის მამა" უწოდა, სინამდვილეში კი იგი იუდეურ-ქრისტიანულ წვალებათა მამა უფროა.

იეღოველობა სრულიად უსაფუძვლოდ გვიანდელ ინტერპოლაციად მიიჩნევს სახარების იმ ადგილებს, სადაც ძე ღმრთისას მამა ღმერთთან თანასწორობაზეა ლაპარაკი, ამგვარად, იეღოველობა კი არ ემორჩილება წმ. წერილს, პირიქით, ცდილობს წმ. წერილი დაიმორჩილოს. მაშ სადაა ჭეშმარიტების კრიტერიუმი?
იეღოველები (1-2 საუკუნეების მიჯნაზე დაწერილ ანონიმურ წიგნს ეყრდნობიან, რომელსაც "დიდაქე", ანუ "12 მოციქულის სწვლება" ეწოდება. ჯერ ერთი, ჩვენ ზუსტად არ ვიცით რა წრეებშია შექმნილი ეს წიგნი, ეკლესიურში თუ ერთ-ერთ ექსტასურ სექტაში, მაგრამ დავუშვათ, რომ ეკლესიურში.აქ არის ერთი, იეღოველებისთვის უსიამოვნო ფორმულა ნათლობისა--" სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა",იმის ანალოგიური, რაც მათეს სახარების ბოლო თავშია მოცემული. აქ მხოლოდ წმიდა სამების სამი სახე როდია მითითებული, არამედ მათი თანასწორობა და ერთარსობაც. სხვა შემთხვევაში იქნებოდა არა " სახელითა", არამედ "სახელებით". სიტყვა "სახელის" მხოლობითი რიცხვი სამი აბსოლუტის თანასწორობასა და ღმრთაებე, რომ თავისი ბუნებით მამაზე დაბალი და მისი ქმნილება იყოს, ასეთი ფორმულის არსებობა სეუძლებელი იქნებოდა, რადგან სახელი ბუნებას ან პიროვნებას აღნისნავს.
საიდუმლოთა ეს ფუძემდებლური ფორმულა კიდევ უფრო ნაკლებად გასაგები იქნებოდა, სული წმიდა, რომ უპიროვნო ძალა იყოს, როგორც ამას იეღოველები ასწავლიან.

იეღოველები განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, ("დიდაქეში") იესოს მონა ეწოდება. მაგრამ აქ ქრისტეს კაცობრივი ბუნება იგულისხმება. მან მიიღო მონის სახე.
მეუფე მონა გახდა, უკვდავი მოკვდა, ყოვლადძლიერი განსაჯეს და ჯვარს აცვეს---სწორედ ეს არის მსხვერპლი. მართლმადიდებლობა ასწავლის, რომ იესო ქრისტეში ორი ბუნებაა:--ღმრთაებრივი და კაცობრივი, განუყოფელი და შეურწყმელი, ასევე ორი ნება, ღმრთაებრივი და კაცობრივი, ამასთან კაცობრივი ნება , რომელიც კაცობრივ ბუნებას ეკუთვნის, მთლიანდ ექვემდებარება ღმრთაებრივ ნებს, მაგრამ არ შთაინთქმება მის მიერ. ამიტომ ისტორიის შემოქმედმა დაიმორჩილა ისტორია, იგი მხოლოდ მონა კი არა, მყრობილი და მსჯავრდებული გახდა, იმისათვის, რომ ჩვენთვის ხსნა და თავისუფლება მოენიჭებინა.
A-G-A-P-E
ციტატა(la-maria @ Nov 29 2009, 16:13) *

შენ ამბობ, რომ იმაზე ვიმსჯელო რაც ისედაც ჭეშმარიტებაა? და მოცემულია მაგ სტატიებში?


la-maria

შენ რაც გწამს, შეიძლება ის ჭეშმარიტებაა, მაგრამ, განა სხვას არ უნდა გაუზიარო ის? თუ სხვა მზადაა მსჯელობისთვის, განა უარი უნდა თქვა რომ მსჯელობისა და არგუმენტების საფუძველზე დაანახო ის რაზეც ფიქრობ რომ ჭეშმარიტებაა?
animani
რელიგიური მისია ხშირად მეტისმეტად საერო სახელწოდებით ინიღბება
როგორ დავიცვათ თავი სექტანტებისგან

ტოტალიტარულ სექტებს, როგორც არ უნდა განსხვავდებოდნენ ისინი ერთმანეთისგან, ერთი საერთო თვისება უდავოდ აქვთ - ცდილობენ, ადამიანი მანამდე ჩაითრიონ, სანამ ის მათ შესახებ რამეს შეიტყობდეს. სექტები პოტენციურ ან ახალგადაბირებულ წევრებს საგულდაგულოდ უმალავენ თავიანთ ჭეშმარიტ ბუნებასა და ნამდვილ მიზნებს და მიმდევართა მისაზიდად ათასგვარ მაცდურ ხერხს მიმართავენ. პირველი შეხვედრისას სექტის უცნობი წარმომადგენელი გულთად საუბარს გაგიბამთ და გულღია და სხვებზე მზრუნველ ადამიანად მოგაჩვენებთ თავს. ხშირად სექტის აგიტატორები აშკარა სიცრუესაც არ ერიდებიან, რადგან, მოგეხსენებათ, „მიზანი ამართლებს საშუალებას“!

როგორ განვასხვავოთ სიყალბე ეკლესიის ჭეშმარიტი სწავლებისგან?

ჩვენს დროში თეოლოგია არ არის განყენებული მსჯელობის სფერო ან პროფესიონალთა ვიწრო წრის საქმე; ღვთისმეტყველება რელიგიური უსაფრთხოებისა და პიროვნული გადარჩენის საკითხია. დღეს ხშირად მართლმადიდებლურ ტრადიციად ცხადდება ის წარმართული ცრურწმენები, რომელსაც ეკლესია საუკუნეთა მანძილზე ებრძოდა. ვისაც სჯერა, რომ ნებისმიერი გზა ტაძრამდე, ღვთის შეცნობამდე მიგვიყვანს, ადვილად გაჰყვება რომელიღაც „წმინდა წერილით“ შეიარაღებულ პირველივე შემხვედრ გურუს. დღეს მართლმადიდებლობისადმი მხოლოდ სიმპათიის გამოვლენა არ კმარა; მწყურვალივით უნდა დავეწაფოთ მას, კარგად გავეცნოთ ეკლესიის ისტორიასა და ქრისტიანული ღვთისმეტყველების საფუძვლებს.

ცნობილი საეკლესიო მოღვაწე და აპოლოგეტი, დიაკონი ანდრეი კურაევი, სექტანტური პროზელიტიზმისგან თავის დასაცავად ერთგვარ „უსაფრთხოების ტექნიკას“ გვთავაზობს:

1. უნდა დავიხსომოთ, რომ „სულიერება“, რომელსაც გვიქადაგებენ, ორაზროვანი სიტყვაა. ის მხოლოდ მიგვანიშნებს შთაგონებაზე, როგორც ცოდნის მიღების ან მოტივაციის წყაროზე, მაგრამ მიღებულის სიკეთეზე პასუხს არ აგებს. ხშირად შთაგვეგონება სიკეთით შენიღბული ბოროტება... ყველაფერი ღვთისგან როდია! ნებისმიერი რელიგიური ორიენტაცია ღმერთთან ვერ მიგვიყვანს. ვუფრთხილდეთ ცრუ მოძღვრებას.

2. თუნდაც გაკლდეთ რელიგიური ცხოვრებისათვის აუცილებელი შინაგანი გამოცდილება და ურყევობა ან თავს მიიჩნევდეთ არა ათეისტად, მაგრამ რწმენის ნიჭს მოკლებულ ადამიანად, - მაინც გააკეთეთ არჩევანი. გულში თქვით: „თუკი ოდესმე უფლის გზას შევუდგები, გავხდები მართლმადიდებელი, თუნდაც მხოლოდ ოჯახური, მამა-პაპათა ტრადიციის გამო, და არა რომელიღაც სექტის წევრი“... იყავით ერთგულნი, ნუ აჰყვებით მაცდუნებელ „სულიერ“ წინადადებას, ნუ სცემთ თაყვანს უცხო „ღმერთებსა“ და „მოციქულებს“.

3. თანამოსაუბრეს უთუოდ მოსთხოვეთ ვინაობის დაზუსტება. ნუ დაკმაყოფილდებით იმით, რასაც მქადაგებელი გეტყვით (მაგალითად, „ჩვენ ქრისტეს ეკლესია ვართ!“). მოითხოვეთ დაწვრილებითი ინფორმაცია მისი სექტის ისტორიაზე, მართლმადიდებლობასთან დამოკიდებულებაზე. ამგვარად თქვენ საკუთარი არჩევანის თავისუფლებას დაიცავთ. ბევრ მქადაგებელს ურჩევნია, რაც შეიძლება გვიან გააცნობიეროთ დილემა - ერთგულება ან განდგომა ტრადიციული რწმენისაგან.

4. გაითვალისწინეთ, რომ რელიგიური მისია ხშირად მეტისმეტად საერო სახელწოდებით ინიღბება. თუ ინგლისური ენის უფასო კურსებზე გიწვევენ, დიდია შანსი, რომელიმე სექტა თქვენთვის ინგლისურ ენაზე „ბიბლიური“ ლექციების წასაკითხად ემზადებოდეს. თუ ასე მოხდა, კურსების საფასურს საკუთარი სულით ზღვავთ. თუმცა მთლად უსასყიდლო არც ისინი გახლავთ: ბევრ პროტესტანტულ დაჯგუფებაში შემოსავლის მეათედის რეგულარული გადახდის პრინციპი მოქმედებს.

5. ახალი ნაცნობების მეტისმეტი გულითადობა ყოველთვის გულწრფელი როდია. სექტანტებს თქვენი პიროვნება ნაკლებად აინტერესებთ; მათ ახალი „საკბილოს“ ხელში ჩაგდება უხარიათ. „სიყვარულით დაბომბვა“ სექტაში შეტყუების ხერხია.

6. მქადაგებელთან საუბრისას შეეცადეთ გაარკვიოთ, რით ჰგავს და რით - არა მისი აღმსარებლობა სხვა კონფესიებს. ეს მსგავსება-განსხვავება შეიძლება უმნიშვნელოც კი მოგეჩვენოთ (მქადაგებელიც, ალბათ, სწორედ ასეთ აზრს შთაგაგონებთ), მაგრამ თუ ეს ყოველივე მართლად უმნიშვნელოა, ერთიანი ეკლესიიდან გამოყოფის მიზეზად რატომღა იქცა?!

7. თუნდაც არამართლმადიდებლური მქადაგებლის არგუმენტები დამაჯერებლად მიიჩნიოთ, საბოლოო გადწყვეეტილების მიღებას მაინც ნუ იჩქარებთ. მაგალითად, შთაგვაგონებენ, რომ ბიბლია კრძალავს ხატთა თაყვანისცემას და გარდაცვლილი მშობლებისათვის ლოცვას. მიმართეთ მღვდელს ან მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების საფუძვლებში გათვითცნობიერებულ ადამიანს, წაიკითხეთ შესაბამისი ლიტერატურა და მქადაგებლისგან „ბრალდებული“ მხარის არგუმენტებიც მოისმინეთ.

8. ნუ შეიქმნით ამა თუ იმ კონფესიაზე შეხედულებას მათ მიმდევრებზე შეთხზული ანეკდოტების საფუძველზე. შეადარეთ არა ადამიანთა ცოდვები და სისუსტეები, არამედ აღმსარებლობათა საფუძვლები.

9. როდესაც გეტყვიან, ამა თუ იმ მოძღვარმა (მაგალითად, სექტის ლიდერმა) ყველა რელიგიის გაერთიანებისაკენ მიმავალი გზა იპოვაო, უთუოდ მიაქციეთ ყურადღება იმ უცნაურ გარემოებას, რომ „გაერთიანების“ ყოველგვარი ქადაგება, უპირველეს ყოვლისა, ახალი განხეთქილების პროვოცირებას ეწევა. დაიხსომეთ: ნებისმიერი ასეთი ინიციატივა სინამდვილეში მიზნად ისახავს თქვენს გამოტყუებას ჩვეული რელიგიური გარემოდან. მუნისტთა ტოტალიტარული სექტის დამაარსებელმა სან მიუნგ მუნმა კი არ გააერთიანა ქრისტიანები და ინდუსები, არამედ ისეთი მოძრაობა შექმნა, რომლის წევრები აღარც ქრისტიანები არიან და აღარც ინდუსები, ზემოდან კი უყურებენ ჩვეულებრივ მორწმუნეებს.

10. იყავით ფხიზლად. ნუ აურევთ ერთმანეთში ფსიქიკურ ეგზალტაციას, რომელიც ხმამაღალი მუსიკითა და ენერგიული სიტყვების თანხლებით გამართულ დიდ თავყრილობებს ახასიათებს და ადამიანის გულში იესო ქრისტეს შემოსვლის საიდუმლოს. თუ მაინც მოხვდით სექტანტების შეკრებაზე, დაფიქრდით და მათი მგზნებარე მოწოდების პასუხად ნუ წახვალთ სცენისკენ „ნათლობის“ მისაღებად, - თუ ბრბოს ეფექტს დაემორჩილეთ და ეგზალტირებული ქადაგების დასასრულს სექტანტური ერთობის წევრობას დათანხმდით, ამით თავადვე დააყენებთ თავს მართლმადიდებელი ეკლესიის გარეთ.

თუ გსურთ შეიტყოთ, როგორი დამოკიდებულება აქვს მართლმადიდებლობასთან თქვენს ახალგაცნობილ ახალგაცნობილ „ქრისტიან“ მქადაგებელს, სთხოვეთ, პირჯვარი გამოსახოს და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მცირე ხატს ემთხვიოს. თუ უარი გითხრათ, ეს იმის მაუწყებელია, რომ იგი რომელიღაც არამართლმადიდებლურ-პროტესტანტული ერთობის წარმომადგენელია.

არსებობს სხვა კრიტერიუმებიც, რომელთა მიხედვითაც შეგიძლიათ განსაზღვროთ, რამდენად შორს დგას ქრისტიანობისგან თქვენი თანამოსაუბრე. მაგალითად, სთხოვეთ მას, განგიმარტოთ, თუ რატომ მოკვდა ქრისტე ჯვარზე და რატომ იწოდება იგი მხსნელად. ქრისტიანი მოგიგებთ, რომ იესომ ჯვარზე სიკვდილითა და მკვდრეთით აღდგომით წარწყმედისგან გვიხსნა, არაქრისტიანი კი გეტყვით, იესო მასწავლებელია, რომელმაც უცოდინარობის ბნელეთისა და უზნეობისგან დაგვიხსნაო, მაგრამ კითხვა, რატომ ეცვა იგი ჯვარს - უპასუხოდ დარჩება.

უთუოდ გვახსოვდეს ისიც, რომ მართალ ადამიანს აქვს უფლება, იქადაგოს, რაც სურს, მაგრამ არა აქვს უფლება (ყოველ შემთხვევაში, ზნეობრივი მაინც) აშკარა სიცრუისა. მას შეუძლია იქადაგოს ნებისმიერი მსოფლმხედველობა, მაგრამ არ უნდა ამტკიცოს, რომ ეს ჯვრის უარმყოფელი „ქრისტიანობა“ თავად იესო ქრისტეს მსოფლმხედველობაა.

მრავალი სექტა თავის გურუს (მასწავლებელს) მესიად, ლამის მეორედ მოსულ იესო ქრისტედ ასაღებს... თუნდაც ქალაქში არ იყოს ტრამვაი, ბავშვებს მაინც უნდა ვასწავლოთ, რომ გაჩერებაზე მას მხოლოდ წინა მხრიდან მოუარონ; ასეთივე სიზუსტით უნდა იცოდეს ყოველმა ადამიანმა რელიგიური უსაფრთხოების წესი: თუ მქადაგებელი ამბობს, რომ ის იცნობს ამქვეყნად ხელახლა მოსულ იესო ქრისტეს, ე.ი. ის ქრისტიანი არ არის, სექტანტია. თუნდაც საკუთარ თავს „ცოცხალ“ და „ნამდვილ“ ქრისტიანს უწოდებდეს, მაინც მხოლოდ და მხოლოდ სექტანტია და სხვა არავინ. შემდგომი ნაბიჯი კი ყოველმა თავისუფალმა სულმა საკუთარი ნებისაებრ უნდა გადადგას: თუ გსურს, გარისკე და ტრამვაის უკანა მხრიდან აუარე გვერდი, გემო გაუსინჯე სექტაში ცხოვრებას. მაგრამ როგორც არ უნდა მოიქცე, ეს ღია არჩევანი იქნება: შენ ან ქრისტიანებთან ხარ, ან სექტასთან.

ჟურნალი „კარიბჭე“, №4, 2005 წ.
A-G-A-P-E
animani

შენ აკოპირებ სტატიებს, სადაც ერთი მხრივ საუბრობენ რომ ისინიო სექტანტები არიან და არ იციან ჭეშმარიტებაო და რომ 1-3 საუკუნის "ეკლესიის მამები" მაგრე კი არა ასე ამბობენო. ამ დროს, არც ციტატები მოჰყავთ რომელი ეკლსიის მამა ამბობს ამა თუ იმ აზრს და არც წყარო არაა მითიტებული. ანუ, არგუმენტებს მოკლებული მონოლოგის სახით არის მასში საუბარი.

არგუმენტები და მსჯელობა ხომ სხვა რამეა..
la-maria
ციტატა(A-G-A-P-E @ Nov 29 2009, 16:31) *

la-maria

შენ რაც გწამს, შეიძლება ის ჭეშმარიტებაა, მაგრამ, განა სხვას არ უნდა გაუზიარო ის? თუ სხვა მზადაა მსჯელობისთვის, განა უარი უნდა თქვა რომ მსჯელობისა და არგუმენტების საფუძველზე დაანახო ის რაზეც ფიქრობ რომ ჭეშმარიტებაა?


შიძლება კი არა ჭეშმარიტებაა. გინდათ დაამტკიცოთ, რომ კამათში მოდის ჭეშმარიტება? შეცდით ჭეშმარიტებას ზუსტად რომ კამათი არ ჭირდება. და კიდევ ერთი უამრავი არგუმენტი დევს ამ ფორუმზე თქვენს მიერ დასმულ შეკითხებზე და ვისაც მოსმენა და გააზრება უნდა მოისმენს. მე არ ვარ უფრო დიდ სულიერ ღვაწლში ვიდრე წმიდა მამები არიან. უამრავი არგუმენტირებული მასალა (სახარებიდან ციატატები, წმიდა მამათა ნააზრევი) დევს და შეგიძლიათ გადახედოთ. საინტერესოა მათი ნააზრევი წაიკითხე და არ ეთანხმები? თუ არ გინდა რომ დაეთანხმო და აგიარო სიმართლე? რაშია პრობლემა ვერ ვხვდები.
ლევანი
ციტატა(A-G-A-P-E @ Nov 27 2009, 01:27) *

ლევანი
aavtandili


რადგან სულ ცოტა ორმა თანაფპრუმელმა მთხოვეთ რომ ცოტა მეტი არგუმენტები დავდო, თქვენი თხოვნით გავაკეთებ ამას. აქვე მინდა ყველას თხოვნით მოგმართოთ, რომ იყოთ ზრდილობიანი და თავაზიანები ჩემს მიმართ რომ უხეშ პოსტს უხეშად რომ არ ვუპასუხო და რითაც ფორუმის და მოდერატორებისადმი პატივისცემის გამოვლენა არ იქნებოდა.

ახლა კი არგუმენტები.
პირველი რაც უნდა აღინიშნოს არის შემდეგი:

1. ღვთის სახელი, რომელიც 4 ებრაული ტანხმოვნით არის დაწერილი ორიგინალ ხელნაწერებში გვხვდება დაახლოებით 7000-ჯერ. როგორც წესი, ბიბლიის მთარგმნელები ღვთის სახელის აღმნიშვნელ 4 თანხმოვანს თარგმნიან როგორც იაჰვე ან იეჰოვა.


saxeli ki ara, epitetia(romelic uamravia, da dziritadad antropomorfulni), da jgers ese: hevehe - me var, romeli var

ციტატა(A-G-A-P-E @ Nov 27 2009, 01:27) *

2. ბიბლიის ზოგიერთი გამოცემა, ღვთის სახელს არ თარგმნის ქართულად და ცვლის მას საზოგადო წოდებით "უფალი. ქართულ ეკლესიურ გამოცემებში, ღვთის სახელი ყველგან ამოღებულია და შეცვლილია საზოგადო წოდებით უფალი. მსოფლიოში არსებობს უამრავი ბიბლიის გამოცემა, რომლებიც ასე არ იქცევა. მაგალითად, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის მიერ გამოცემულ რუსულ ბიბლიაში ღვთის სახელი "იეჰოვა" (რუსულად: " Иегова) სულ 9-ჯერ გვხვდება. არგუმენტი რომ თქვენი თვალით იხილოთ, ნახეთ ამ საიტზე მსაჯულთა 6:24-ხე მუხლი: http://days.pravoslavie.ru/Bible/B_sud6.htm



zustadac rom targmnidnen, da amitom ase werdnen(targmans) - me var. xolo is rusuli gamocemani, romlebsac tqven ishveliebt, aris mogviano da agiareba ver pova uamravi shecdomis gamo. da zustadac rom mag gamocemashi araa natargmni, aramed pirdapiraa gadmowerili am sityvis araswori wakitxva -iegova.

ციტატა(A-G-A-P-E @ Nov 27 2009, 01:27) *

3. რაც შეეხება იმას, რომ ღვთის სახელი პირველად გვხვდება არა გამოსვლის 3:14-ში არამედ დაბადების 2:4-ში, შეგიძლიათ თქვენი თვალით ნახოთ აი ამ საიტზე: http://www.catholic.org/bible/book.php?id=1 ეს საიტი არის კათოლიკური ეკლესიის საიტი და მასში მოცემულია ღვთის სახელი "იაჰვე" პირველად დაბადების 2:4-ში.


me oshkis biblias ufro vendobi smile.gif

beso
ციტატა(A-G-A-P-E @ Nov 29 2009, 02:12) *

la-maria

მიგიტიტე არა, მიგითითე [/size]. მაგრამ არაუშავს, ყველას მოსდის შეცდომები. უშეცდომო არავინ ვართ..
beso

შესაძლოა არ ცოდნით მოგდის რასაც ამბობ, რადგან თავადაც აღნიშნე რომ არ ხარ კომპეტენტური ამ საკითხებში. მათ იესო ისე სწამთ, როგორც ადრე სწამდათ. მათთვის იესო ღვთის ძეა.

mat sruliad garkvevit mitxres. ieso qriste aris gmertio!!! rac chemi yurit movismine imas vambob!
A-G-A-P-E
ციტატა(ლევანი @ Nov 30 2009, 12:37) *

saxeli ki ara, epitetia(romelic uamravia, da dziritadad antropomorfulni), da jgers ese: hevehe - me var, romeli var

ლევანი გამარჯობა

კარგია რომ აქტიურად ჩაეთე ამ თემაში. საინტერესო იქნება დეტალურად განვიხილოთ ეს საკითხი და ძირფესვიანად გამოვარკვიოთ. შენ ამბობ რომ სახელი კი არა, ეპითეტიაო, და გამოითქმის როგორც "ჰევეჰე-მე ვარ,რომელი ვარ. ახლა ჩემი დიდი თხოვნაა დაასაბუთო რომ 1. სახელი კი არა, რომ ეპითეტია, 2.რომ ჟგერს როგორც ჰევეჰე-მე ვარ რომელი ვარ.

გთხოვ, დადე არგუმენტები რომ რასაც შენ ამბობ მასეა. ძალიან მადლობელი ვიქნები თუ კი არგუმენტებით დაასაბუთებს შენს ნთქვამს. თუ არგუმენტებს არ დადებ, რთული იქნება მხოლოდ ნათქვამი დაიჯეროს ადამიანმა.


ციტატა

zustadac rom targmnidnen, da amitom ase werdnen(targmans) - me var.

რას თარგმნინენ,
საიდან,
და ბიბლიის რომელი მუხლები გადათარგმნეს მასე?

ციტატა

xolo is rusuli gamocemani, romlebsac tqven ishveliebt, aris mogviano da agiareba ver pova uamravi shecdomis gamo.

სად ვერ ჰპოვა აღიარება? და დაასაბუთეთ რომ ვერ ჰპოვა აღიარება. ეგ ხომ მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური თარგმანია და სულ ცოტა, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მისაღებია და კათოლიკებმა ან სექტანტებმა თუ არ აღიარეს ეგ სინოდალურ ბიბლიას ხომ არ აკნინებს არააა...


ციტატა

da zustadac rom mag gamocemashi araa natargmni, aramed pirdapiraa gadmowerili am sityvis araswori wakitxva -iegova.

ესე იგი, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის ლოცვა-კურთხევით გამოსული ეკლესიურ თარგამნზე გინდათ თქვათ რომ არასწორად დაწერე ბიბლიაში ამდენი რამე?


ციტატა

me oshkis biblias ufro vendobi smile.gif


ძალიან კარგი, მაგრამ, როგორ ფიქრობ, ორიგინალი ბიბლია რა ენაზე დაიწერა? ებრაულზე თუ ქართულზე? ცხადია ორიგინალს უნდა ანიჭებდეს ადამიანი უპირატესობას.

ციტატა(beso @ Nov 30 2009, 14:04) *

mat sruliad garkvevit mitxres. ieso qriste aris gmertio!!! rac chemi yurit movismine imas vambob!

beso გამარჯობა

გასაგებია რასაც შენ ამბობ, მაგრამ, ხომ გაგიგია: ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო. მე პირადად არაერთხელ მისაუბრია მათთან ჯერ კიდევ 80 და 90-აათიან წლებში და ამბობდნენ რომ იესო ღვთის ძეა და არა ყოვლისშემძლე ღმერთიო. მას შემდეგ კი, რაც შენი ნათქვამი წავიკითხე, გადავხედე მათ ოფიციალურ ვებ გვერდს, სადაც წერია თუ რა სწამთ და აღმოვაჩინე რომ მათ ისევ იგივე სწამთ რაც ადრე სწამდათ.

ამრიგად, ფაქტები მიუთითებენ იმაზე რომ მათი მრწამსი იესოსთან დაკავშირებით, ისევ იგივეა რაც ადრე. თუ საპირისპირო მოსაზრება გაქვს, მაშინ უნდა დაასაბუთო არგუმენტირებულად. მოიყვანო ციტატა მათი რელიგიური ლიტერატურიდან და ესაა. მხოლოდ იმაზე დაყრდნობით რომ აი ქუჩაში შემხვდა ვიღაც და მითხრა რომ ჩვენ ასე გვწამს, ძნელია მისით მთელი მათი რელიგიური მრწამსის შესახებ ვთქვათ მასე. აი წარმოიდგინე, მე რომ შემხვდეს ქუჩაში ვინმე მართლმადიდებელი და თქვას ისეთი რამ, რასაც ეკლესია არ ასწავლის, მეორე დღეს რომ დავწერო ფორუმში: აი მე შემხვდნენ და ჩემი ყურით მოვისმინე რომ ისეთი რამეს ამბობენ, რასაც წარსულში ა გადაგებდა და ასწავლიდა რელიგიათქო, სწორი ვიქნები? ცხადია არა. ამიტომ, სასურველი იქნებოდა, თუ კი შენ რასაც ამბობ არგუმენტებით დაასაბუთებ.

ამრიგად, ფაქტები იმას ადასტურებენ, რომ მათ ისე სწამთ იესო, როგორც ადრე სწამდათ. თუ არგუმენტების დადებას მოითხოვ ჩემგან, შემიძლია არგუმენტებითაც დავასაბუთო.


დროებით.
beso
mashin masetebs, vinc ar icis ra unda moatyuos xalxs nu agzavnian quchashi. titon magatve mitxres "mociqulebi varto" da eg pasuxi imitom gamces rom sxva satqmeli ar qondat.
rac sheeexeba argumentebs. me teologi ar var, da am saqmes profesionalebs vandom. ar minda arakompetenturi pasuxebis gacema.
erti rame cxadze ucxadesia, rom roc quchashi mxvdebian da tavs maxveven tavis azrebs ashkarad argveven chems uflebebs! da saertod sazogadoebis cudi wevrebi arian!
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2014 Invision Power Services, Inc.