დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: რატომ აქვს მნიშვნელობა ჩვენს ჩაცმულობას?
წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი > საეკლესიო ფორუმი > მართლმადიდებლური ცხოვრების წესები და ქრისტიანული მორალი
აბესალომ
ბევრი ადამიანისაგან გამიგია, რომ მთავარია კეთილი ვიყო, ღმერთის მწამდეს და როგორ მეცმევა ამას რა მნიშვნელობა აქვსო.

ახლა, ამ დროს, იმიტომ ვხსნი ამ თემას რომ დაიწყო ზაფხული და დაიწყო პირადად ჩემი და სხვა ეკლესიური მამაკაცების ტანჯვა. გოგონები ძალიან იშიშვლებენ სხეულს და თავს სიცხით იმართლებენ - ზაფხულში ცხელა და გრძელი კაბებითა და მაღალყელიანი ბლუზებით ხომ არ ვივლითო... ერთი შეხედვით სიმართლეს ჰგავს ეს არგუმენტი, მაგრამ მე რომ მინახავს მოკლე კაბებით შუა დეკემბერსა და იანვარში გოგონები, მაშინაც სიცხეს დავაბრალოთ ვითომ ეს ყველაფერი?! ჩემი აზრით, ზაფხულის სიცხე არ არის მიზეზი, რის გამოც ისინი ასე იცმევენ.

აქვე მინდა ყველა ფორუმელ გოგონას მოვუხადო ბოდიში, რადგანაც ეს საკითხი ყველას არ ეხება...

და რაც შეეხება მამაკაცების ჩაცმულობას... თქვენი აზრით, მამაკაცი წელს ზემოთ გახდილი და შორტებში ჩაცმული არის თუ არა ისეთივე საცთური გოგონებისთვის, როგორც ნახევრად გახდილი გოგონები მამაკაცებისთვის? მე ეს არ ვიცი, რადგანაც მამაკაცი ვარ და ცოტა არ იყოს უხერხულიც შეიძლება იყოს გოგონებისთვის აქ რომ დაწერონ "დიახ, ჩემთვის არის ნახევრად გახდილი მამაკაცი საცთურიო"... ალბათ ამ შეკითხვაზე პასუხი მამა დავითმა უნდა გაგვცეს, "ჩემი სულიერი შვილებიდან არასოდეს შემოუჩივლიათ გოგონებს ამ საკითხზე, ან შემოუჩივლიათო"... ან შეიძლება ჩვენ თავად ვიცოდეთ ჩვენი მეგობრებისგან, წარმოვადგენთ თუ არა ნახევრად შიშველი მამაკაცები საცთურს გოგონებისთვის?

ასევე, გავამახვილოთ ყურადღება სხვა ასპექტებზე, ჩემი აზრით მხოლოდ საცთური არ უნდა იყოს ერთადერთი მიზეზი, რის გამოც არ უნდა გავიშიშვლოთ სხეულის ნაწილები.
animani
აბესალომ
ციტატა
რაც შეეხება მამაკაცების ჩაცმულობას... თქვენი აზრით, მამაკაცი წელს ზემოთ გახდილი და შორტებში ჩაცმული არის თუ არა ისეთივე საცთური გოგონებისთვის, როგორც ნახევრად გახდილი გოგონები მამაკაცებისთვის?

არ არის საცდური, მაგრამ ასეთი ჩაცმულობით მამაკაცი არაეთიკურად გამოიყურება საზოგადოების თავშეყრის ადგილას, სხვა შემთხვევაში, ხაზს ვუსვამ არ არის შეზღუდული.

ციტატა
მხოლოდ საცთური არ უნდა იყოს ერთადერთი მიზეზი, რის გამოც არ უნდა გავიშიშვლოთ სხეულის ნაწილები.

არა , ელემენტარულად უნდა ვცეთ ერთმანეთს პატიივი.

ციტატა
გოგონები ძალიან იშიშვლებენ სხეულს და თავს სიცხით იმართლებენ

აი ამას ვერ ვხვდები, ეკლესიაში ძალიან გაშიშვლებული არავინ დადის.
მაგრამ მამაკაცებმა ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ტაძრებში, ძალიან ცხელა და არც ის იქნება ეთიკური, ოფლი წვეთ-წვეთად გდიოდეს.
მე კი , როდესაც ეკლესიაში ვარ ჩემთვის მხოლოდ უფალია და სხვა საცდურებზე არ ვფიქრობ. ამ დროს აღარ არსებობს მცნება მამაკაცი.
მაგრამ თქვენ რა გჭირთ მამაკაცებს, ტაძრებში სალოცავად არ დადიხართ?
lingvo
ჩაცმულობა ადამიანის შინაგანი მდგომარეობის გამომხატველია. შენიშვნა ჩაცმულობასთან დაკავშირებით შეიძლება მოძღვარმა მისცეს ადამიანს როცა ტაძარში მოვა შეუსაბამო ჩაცმულობით. სხვა შემთხვევაში აკრძალვებს აზრი არ აქვს.
თავად უნდა იგრძნოს ადამიანმა შინაგანად როგორ ჩაიცვას.
რაც შეეხება საცდურს ამაზე სახარებაშიც წერია. "ვინც ერთ მცირეთაგანს აცდუნებს უმჯობესია მისთვის ქვა მოიკიდოს კისერზე და ზღვაში დაინთქასო".
მარა კაცს არ ამართლებს იმის თქმა, რომ ასე ჩაცმულები დადიან და თვალი გამირბისო. ვინაიდან ნებით თავისუფლები ვართ, შეგვიძლია თვალის არიდება. რელიგიური თვალსაზრისით სამოსლის უპირველესი ფუნქცია სიშიშვლის დაფარვაა. ასევე სამოსელი ხაზს არ უდნა უსვამდეს სხეულის ფორმებს და არ უნდა იყოს გამომწვევი. მაგრამ მიმაჩნია, რომ აქამდე თვითშემეცნებით უნდა მივიდეს ადამიანი.
lingvo
წმიდა მამები იმასაც კი ამბობენ, რომ ადამიანები ურცხვად გაშიშვლდებიან, ქრისტიანებს კი იმითაც იცნობენ, რომ ჩაცმულობით სხვებს არ დაემსგავსებიან და გარეგნულადაც კი საცნობნი გახდებიან. დღეს თითქოს უკვე ვხედავთ ანტიქრისტეს ეპოქის წინასახეს, რადგან გაშიშვლება, არაქრისტიანული ჩაცმულობა, ადამიანისთვის ბუნებრივი გახდა. ადამიანებს უკვე ისიც აღარ რცხვენიათ, რაც ადრე მეძავებსაც კი ეკრძალებოდათ. ისინი გარეთ ჩაუცმელნი არ გამოდიოდნენ, არც სხეულის ნაწილებს აშიშვლებდნენ. საყოველთაოდ მიღებული გახდა ის, რაც ეკლესიური ცნობიერებისათვის მისაღები არაა. ფიზიოლოგიური თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, ეს არაბუნებრივიცაა, მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელი ჩაცმულობა, დღევანდელი ცნობიერება ადამიანის ბუნების, ქრისტიანობის საწინააღმდეგოდ, ყველაფერი იმ კანონზომიერების წინააღმდეგ მიდის, რაც კაცობრიობის ცნობიერებაში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა.
მამა ზურაბ ცხოვრებაძე

წყარო: http://www.orthodoxy.ge/
აბესალომ
animani
ციტატა
აი ამას ვერ ვხვდები, ეკლესიაში ძალიან გაშიშვლებული არავინ დადის.მაგრამ მამაკაცებმა ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ტაძრებში, ძალიან ცხელა და არც ის იქნება ეთიკური, ოფლი წვეთ-წვეთად გდიოდეს.მე კი , როდესაც ეკლესიაში ვარ ჩემთვის მხოლოდ უფალია და სხვა საცდურებზე არ ვფიქრობ. ამ დროს აღარ არსებობს მცნება მამაკაცი.მაგრამ თქვენ რა გჭირთ მამაკაცებს, ტაძრებში სალოცავად არ დადიხართ?

მე ქუჩაში ჩაცმას ვგულისხმობ. თუმცა ტაძარშიც აცვიათ შეუსაბამოდ.

და რაც შეეხება ამ შეკითხვას "მაგრამ თქვენ რა გჭირთ მამაკაცებს, ტაძრებში სალოცავად არ დადიხართ?" biggrin.gif კი დავდივართ სალოცავად ჩემო ანი, მაგრამ ასეთია მამაკაცის დაზიანებული ბუნება, ბრძოლები გვაქვს. როდესაც თვალს მოვკრავ ეკლესიაში მოკლე კაბიან ან მკერდმოშიშვლებულ გოგონას, მაშინვე კი მოვარიდებ თვალს, მაგრამ ბრძოლა გონებაში გრძელდება ძალიან დიდი ხანი. აბა ქალების დასათვალიერებლად კი არ დავდივართ biggrin.gif

როგორც ჩანს ადამიანის ბუნების დაზიანებულობა მამაკაცებისთვის და ქალებისთვის განსხვავებულად ვლინდება, რადგანაც მამაკაცი შეიძლება ნახევრად შიშველი ქალის ხილვამ აცთუნოს გონებაში, მაგრამ გოგო სანამ საცვლის ამარას ან დედიშობილას არ იხილავს მამაკაცს, არანაირი ბილწი აზრი არ ებადება... მე ასე დავასკვენი.
konstitucia
აბესალომ

შენ საერთოდ არ უნდა წახვიდე ზღვაზე biggrin.gif

აბესალომ
ციტატა(konstitucia @ Jun 26 2010, 11:44) *

აბესალომ

შენ საერთოდ არ უნდა წახვიდე ზღვაზე biggrin.gif

შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ თუ არ შემიძლია სხვებივით არ მივაქციო ყურადღება ზღვაზე საცურაო კოსტუმებში გამოწყობილ გოგოებს, მირჩევნია არ წავიდე. თუმცა, არ ვამბობ, რომ მართლმადიდებელისთვის ზღვაზე წასვლა მიუღებელია და აკრძალული უნდა იყოს. ბევრი მართლმადიდებელი არ არის ამ ვნებულებით შეპყრობილი, რადგანაც ა)ჯერ არ მოსვლიათ ამ ვნების ეშმაკი; ბ)უკვე დაამარცხეს აღნიშნული ვნება და არ აქცევენ ყურადღებას.

თუმცა შეიძლება წავიდე ზღვაზე და ჩემს თავს შევებრძოლო, მაქსიმალურად ცაში და მიწაზე ვიყურო, ან თვალდახუჭული ვიწვე ქვიშაზე... ბანალურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ეს ჩემი არჩევანია.
animani
ციტატა(აბესალომ @ Jun 26 2010, 15:33) *

საცთურს კი არ უნდა გაექცე, არამედ უნდა ებრძოლო. ეს ჩემი პირადი აზრია smile.gif
აბესალომ
ციტატა(animani @ Jun 26 2010, 14:37) *

საცთურს კი არ უნდა გაექცე, არამედ უნდა ებრძოლო. ეს ჩემი პირადი აზრია smile.gif

ხომ შეიძლება ხანდახან ის რაც გაქცევა გვეგონოს ბრძოლა იყოს?
კიკი
ჩაცმულობა?ეს საკითხი საკამათოაsmile.gifზღვაა?არ მინდა,მთა მინდაsmile.gifდღევანდელი ჩაცმულობა ბევრის არ მომწონს.არ მომწონს მოდა და მასეთი რაღაცეებიsmile.gifმაცვია ის რაც მომწონს და აუცილებლად კაბა.დღეს არ მესმის რას ეძახიან ჩაცმულობას,არ დავკონკრეტდებიsmile.gifმიხვდით ალბათ.
ჩაცმა კი პრობლემაა.მანდილოსნებს აცვიათ კაცის შესამოსელი და მამაკაცებს აცვიათ ისე როგორც არ შეფერის ვაჟკაცს.
animani
ციტატა(აბესალომ @ Jun 26 2010, 15:39) *

ხომ შეიძლება ხანდახან ის რაც გაქცევა გვეგონოს ბრძოლა იყოს?

ასეთი ბრძოლები ცოცხალ ადამიანს ყოველთვის ექნება, მთავარია შენს გულს აკონტროლებდე და ყოველ ბიწიერ აზრს გულით ებრძოლო.
ANA
ციტატა(აბესალომ @ Jun 26 2010, 14:33) *

თუმცა შეიძლება წავიდე ზღვაზე და ჩემს თავს შევებრძოლო, მაქსიმალურად ცაში და მიწაზე ვიყურო, ან თვალდახუჭული ვიწვე ქვიშაზე... ბანალურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ეს ჩემი არჩევანია.

ხო და ტაძარშიც შეებრძოლე შენ თავს მაქსიმალურად მაღლა და დაბლა იყურე ან თვალდახუჭული იყავი smile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif თუ დაინახავ ისეთ გოგოს ტაძარში rolleyes.gif
კიკი
ჩვენი ჩაცმულობა არ უნდა იყოს დამაბრკოლებელი არავისთვის არსად.
konstitucia
ციტატა(კიკი @ Jun 26 2010, 16:06) *

ჩვენი ჩაცმულობა არ უნდა იყოს დამაბრკოლებელი არავისთვის არსად.

ზღვაშიც ტანსაცმლით ჩადიხარ? biggrin.gif

ციტატა(აბესალომ @ Jun 26 2010, 14:33) *

შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ თუ არ შემიძლია სხვებივით არ მივაქციო ყურადღება ზღვაზე საცურაო კოსტუმებში გამოწყობილ გოგოებს, მირჩევნია არ წავიდე. თუმცა, არ ვამბობ, რომ მართლმადიდებელისთვის ზღვაზე წასვლა მიუღებელია და აკრძალული უნდა იყოს. ბევრი მართლმადიდებელი არ არის ამ ვნებულებით შეპყრობილი, რადგანაც ა)ჯერ არ მოსვლიათ ამ ვნების ეშმაკი; ბ)უკვე დაამარცხეს აღნიშნული ვნება და არ აქცევენ ყურადღებას.

თუმცა შეიძლება წავიდე ზღვაზე და ჩემს თავს შევებრძოლო, მაქსიმალურად ცაში და მიწაზე ვიყურო, ან თვალდახუჭული ვიწვე ქვიშაზე... ბანალურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ეს ჩემი არჩევანია.

როგორც მივხვდი, ამას უკვე კარგა ხანია ებრძვი, ხოდა ნათლად ჩანს, რომ ძლივს იკავებ თავს..
არ ჯობია იყო ის, რაც სინამდვილეში ხარ smile.gif
აბესალომ
ციტატა(konstitucia @ Jun 27 2010, 10:31) *

როგორც მივხვდი, ამას უკვე კარგა ხანია ებრძვი, ხოდა ნათლად ჩანს, რომ ძლივს იკავებ თავს..
არ ჯობია იყო ის, რაც სინამდვილეში ხარ smile.gif
მე სწორედაც რომ ის ვარ, რაც სინამდვილეში ვარ. როგორი ვარ სინამდვილეში? -მებრძოლი. და რატომ ვიბრძვი? იმიტომ რომ მაცხოვარმა გვითხრა:

ციტატა
მათე, 5, 27-28

27. გესმა, რამეთუ ითქუა: არა იმრუშო.
28. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა.

მაგრამ ერის ტრაგედიაა ის, რომ ვერ ხვდება რაოდენ დიადია ეს ბრძოლის გზა, სამეუფეო გზა... ვერ აცნობიერებს რა უნიკალურია ქრისტეს გზა...შეიძლება გულში რაღაცას გრძნობდნენ, გონებაც ნაწილობრივ უდასტურებდეთ რომ ქრისტეს გზა - ეს რაღაც საოცრებაა, მაგრამ მაინც არ მიდიან ამ გზით, რადგანაც ძნელი ეჩვენებათ. მაგრამ ვისაც მცირეოდენი გამოცდილება აქვს, იცის, რომ ეს სრულებით არ არის ძნელი, გრძნობს რომ ამ ცხოვრების გარეშე, სხვაგვარად ცხოვრება უბრალოდ არ შეუძლიათ. აი მაგალითად მე ძალზედ მიჭირს ხოლმე ხანდახან მარხვის დაცვა, მაგარმ როდესაც ხსნილია მაშინ უფრო ვიტანჯები და ერთი სული მაქვს როდის დაიწყება მარხვა. მარხვა ეს ჩემთვის დღესასწაულია, მიუხედავად იმისა, რომ მიჭირს ფიზიკურად მისი დაცვა.თუ ჩვენ სამეუფეო გზას არა მატერიალურად, არამედ სულიერად შევაფასებთ, ჩვენ მივხვდებით, რომ ის რაც ტანჯვა გვგონია, სინამდვილეში სიხარულია და ამ სიტყვებზე პირადად მე ვარ პასუხისმგებელი. შენ ვერასოდეს გაიგებ, როგორ შეიძლება გიხაროდეს და ბედნიერი იყო, როდესაც მატერიალურად და მშვინვიერ დონეზე სასტიკად იტანჯები(გშია, გწყურია, საშინლად გცხელა, გტკივა, საშინლად დაღლილი ხარ, გული გახეთქილი გაქვს წყენისგან და ღალატისგან, მიტოვებულად გრძნობ თავს, შეურაცხყოფილი და დამცირებული ხარ, გათელილი ხარ ამ ცხოვრებისგან)თუ შენ თავად არ გიცხოვრია სწორი ქრისტიანული ცხოვრებით. ქრისტიანი ადამიანი სულ ბედნიერია, რადგანაც მასთან ერთად ქრისტე მაცხოვარია და ამასაც ვერ გაიგებ შენ, თუ არ გიცხოვრია ქრისტიანულად.

ციტატა
მათე, 11, 28-30

28. მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ.
29. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ.
30. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს.

ალბათ შემეკითხები: მაშ რაღას წუწუნებ, თუ გსიამოვნებბს ტანჯვაო? საინტერესოა ამ საკითხზე სხვები რას იტყვიან.

smile.gif
კიკი
[quote name='konstitucia' date='Jun 27 2010, 10:31' post='9446']
ზღვაშიც ტანსაცმლით ჩადიხარ? biggrin.gif
კარგი იყო ჩაგეთვალაsmile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif არა ზღვა არ მიყვარს ამიტომ ტანსაცმელი ყოველთვის მშრალი მაქვსsmile.gif
ბუნება მიყვარსsmile.gif
animani
ქრისტიანის გარეგნობა

4. ტანსაცმელი

ზომიერება, რომელიც ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ქრისტიანის ცხოვრებისა, უნდა ვლინდებოდეს მის ჩაცმულობაშიც. თუ ერთის მხრივ, მიუღებელია გარეგნობისადმი გადაჭარბებული ყურადღების მიპყრობა, მეორეს მხრივ, არც დაუდევრობაა მოსაწონი. ადამიანი ხატია ღმრთისა და ამ ხატს მოვლა და შემკობა სჭირდება ჩვენგან; საეკლესიო ხატს შემკობა თავისთავად არ სჭირდება, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულების გამოსახატავად ვამკობთ ხოლმე სამკაულებითა და ყვავილებით. ამ აზრით, ქრისტიანისთვის სამკაულების ტარებაც დასაშვებია, ცხადია, ზომიერების ფარგლებში.
ზოგადად რაიმე ჩარჩოს დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ერთი კი შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანი არ უნდა გამოირჩეოდეს არც განსაკუთრებულად ძვირფასი თუ ზომაზე მეტად გახსნილ-დამოკლებული ტანსაცმლით, და არც ხაზგასმულად ჯარისკაცული გარეგნობით. საერთოდ კი, სისუფთავე და სისადავე ყოველთვის, ყველა დროისა თუ საზოგადოების მოსაწონი თვისებები იყო.
საკვირაო წირვაზე ადამიანი უნდა ეცადოს, შესაძლებლობის ფარგლებში, განსხვავებულად, საზეიმოდ შეიმოსოს, რათა ჩვენს შინაგან სულიერ სადღესასწაულო განწყობას გარეგნობაც შეესაბამებოდეს. რაც შეეხება ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის აღრევას, ეს შედეგია ემანსიპაციისა, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ღრმადაა ჩვენს ცხოვრებაში შემოჭრილი და ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია უკანასკნელი დროისა. ტანსაცმლის აღრევას ქრისტიანი უნდა ერიდოს, განსაკუთრებით საზოგადოებასა და მით უმეტეს, ეკლესიაში.

lingvo
ციტატა
ალბათ შემეკითხები: მაშ რაღას წუწუნებ, თუ გსიამოვნებბს ტანჯვაო? საინტერესოა ამ საკითხზე სხვები რას იტყვიან.
ტანჯვა არავის სიამოვნებს. ის რაც სხვისთვის ტანჯვაა, ქრისტიანისთვის ღვაწლი და უფლის ერთგულებაა. სახარებაში ისიც წერია, რომ სიცოცხლისკენ მიმავალი გზა ვიწრო და ეკლიანიაო და ცოტანი ვლენან მასზეო.
აბესალომ
ციტატა(lingvo @ Jun 27 2010, 23:53) *

ტანჯვა არავის სიამოვნებს. ის რაც სხვისთვის ტანჯვაა, ქრისტიანისთვის ღვაწლი და უფლის ერთგულებაა. სახარებაში ისიც წერია, რომ სიცოცხლისკენ მიმავალი გზა ვიწრო და ეკლიანიაო და ცოტანი ვლენან მასზეო.

მე სხვა სიტყვებით გამოვთქვამდი. ბუნებრივია ბრძოლა არ არის ნეტარების მომგვრელი, რადგანაც მას ტანჯვა ახლავს თან, მაგრამ ბრძოლაში გამარჯვება უდიდესი ბედნიერებაა. ეს ეხება როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ, უხილავ ბრძოლებს.
cangala
ციტატა(აბესალომ @ Jun 27 2010, 09:21) *

მე სწორედაც რომ ის ვარ, რაც სინამდვილეში ვარ. როგორი ვარ სინამდვილეში? -მებრძოლი. და რატომ ვიბრძვი? იმიტომ რომ მაცხოვარმა გვითხრა:

მაგრამ ერის ტრაგედიაა ის, რომ ვერ ხვდება რაოდენ დიადია ეს ბრძოლის გზა, სამეუფეო გზა... ვერ აცნობიერებს რა უნიკალურია ქრისტეს გზა...შეიძლება გულში რაღაცას გრძნობდნენ, გონებაც ნაწილობრივ უდასტურებდეთ რომ ქრისტეს გზა - ეს რაღაც საოცრებაა, მაგრამ მაინც არ მიდიან ამ გზით, რადგანაც ძნელი ეჩვენებათ. მაგრამ ვისაც მცირეოდენი გამოცდილება აქვს, იცის, რომ ეს სრულებით არ არის ძნელი, გრძნობს რომ ამ ცხოვრების გარეშე, სხვაგვარად ცხოვრება უბრალოდ არ შეუძლიათ. აი მაგალითად მე ძალზედ მიჭირს ხოლმე ხანდახან მარხვის დაცვა, მაგარმ როდესაც ხსნილია მაშინ უფრო ვიტანჯები და ერთი სული მაქვს როდის დაიწყება მარხვა. მარხვა ეს ჩემთვის დღესასწაულია, მიუხედავად იმისა, რომ მიჭირს ფიზიკურად მისი დაცვა.თუ ჩვენ სამეუფეო გზას არა მატერიალურად, არამედ სულიერად შევაფასებთ, ჩვენ მივხვდებით, რომ ის რაც ტანჯვა გვგონია, სინამდვილეში სიხარულია და ამ სიტყვებზე პირადად მე ვარ პასუხისმგებელი. შენ ვერასოდეს გაიგებ, როგორ შეიძლება გიხაროდეს და ბედნიერი იყო, როდესაც მატერიალურად და მშვინვიერ დონეზე სასტიკად იტანჯები(გშია, გწყურია, საშინლად გცხელა, გტკივა, საშინლად დაღლილი ხარ, გული გახეთქილი გაქვს წყენისგან და ღალატისგან, მიტოვებულად გრძნობ თავს, შეურაცხყოფილი და დამცირებული ხარ, გათელილი ხარ ამ ცხოვრებისგან)თუ შენ თავად არ გიცხოვრია სწორი ქრისტიანული ცხოვრებით. ქრისტიანი ადამიანი სულ ბედნიერია, რადგანაც მასთან ერთად ქრისტე მაცხოვარია და ამასაც ვერ გაიგებ შენ, თუ არ გიცხოვრია ქრისტიანულად.

ალბათ შემეკითხები: მაშ რაღას წუწუნებ, თუ გსიამოვნებბს ტანჯვაო? საინტერესოა ამ საკითხზე სხვები რას იტყვიან.

smile.gif

მართალია რასაც ამბობ, მეც ზუსტად იმასვე განვიცდი რაც შენ დაწერე. საუბედუროდ ხანგძლივი არარის ის სიხარული, ჯერჯერობით ეშმაკი მართმევს...

მაშ რაღას წუწუნებ, თუ გსიამოვნებბს ტანჯვაო?

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანი მარად განვითარებადი არსებაა, ყოველი ბრძლაში გამარჯვება აძლიერებს მას.(ჩვენივე პოზიტიურად განვითარებისთვის არის საჭირო) და კიდე ყველაზე მთავარი ჩვენი ამ ტანჯვით ღმერთს ვუჩვენებთ რომ ჩვენც გვიყვარს ის და ამით ხარობს ის და ჩვენც გვახარებს. იმიტომ რომ ღმერთი თვითონ სიხარუია და მის გარეშე არ არის სხვა ჭეშმარიტი სიხარული.
animani
ციტატა(აბესალომ @ Jun 27 2010, 23:57) *

მე სხვა სიტყვებით გამოვთქვამდი. ბუნებრივია ბრძოლა არ არის ნეტარების მომგვრელი, რადგანაც მას ტანჯვა ახლავს თან, მაგრამ ბრძოლაში გამარჯვება უდიდესი ბედნიერებაა. ეს ეხება როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ, უხილავ ბრძოლებს.

და როცა გგონია, რომ გაიმარჯვე, სწორედ მაშინ არის ბოროტი კმაყოფილი და მზაკვარულად შემოტევისთვის ემზადება. არ არსებობს სრული გამარჯვება, არამედ არსებობს განუწყვეტელი ბრძოლა ცოდვის ყველა წყაროსთან.
ბრძოლა არ არის ტანჯვა, თუ აცნობიერებებ, რომ ქრისტეს მცნებების ერთგულებისთვის და სიყვარულისთვის გიწევს ყველაფრის დათმენა.
აბესალომ
ციტატა
ჩვენი ამ ტანჯვით ღმერთს ვუჩვენებთ რომ ჩვენც გვიყვარს ის

ამას სწორი გააზრება სჭირდება, თორემ ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ რელიგია მართლც ოპიუმია, როგორც ათეისტები ამბობენო. აი ამ მორწმუნეებს შეხედეთ, ტანჯვა უხარიათ და ამბობენ "ჩვენ ამით ღმერთს სიყვარულს ვუჩვენებთო", რას ბოდავენ ამ რელიგიური ოპიუმით გაბრუებულები თვითონ არ იციან, სრულ ჭკუაზე ვერ არიანო...

მოდი შეძლებისდაგვარად შევეცადოთ ჩვენი ძალებით ავხსნათ, რომ რელიგია არ არის ოპიუმი და რასაც ჩვენ ვამბობთ, სრული ჭეშმარიტებაა. მე ცოტა შორიდან მოვუვლი, მოკლედ სხვამ თქვას.

ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანში უამრავი სურვილები და მიდრეკილებებია... ამასთან, ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ რაც უფრო მეტად ვიღებთ კმაყოფილებას, მით მეტი მოთხოვნილებები გვიჩნდება. ადამიანის სურვილები ამოუწურავია. მსოფლიო ისტორია ღაღადებს, რომ ჯერ არაფრისთვის მიუღწევია ადამიანს, რაც მას სრულად დააკმაყოფილებს, დედამიწის არსებობის დღიდან დღემდე ვერ იპოვა ადამიანმა წარუვალი, მარადიული ბედნიერება. ასე, რომ გონიერი ადამიანი ყოველთვის ხვდებოდა ამას, რომ თავისი საძიებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში არ უნდა ეძებნა. არ არის აუცილებელი რომ მაინცდამაინც მსოფლიოს დიდ მოაზროვნეებს გამოეტანათ ასეთი დასკვნები. დღესაც ქუჩებში რომ გააჩეროთ წამლისაგან/სექსისაგან და სხვა საშუალებებისაგან გაბრუებელი, საღ ჭკუაზე მყოფი ადამიანი, გვიპასუხებს, რომ მოთხოვნილებები ამოუწურავია და მათი სრულად დაკმაყოფილებისაკენ სწრაფვა ქარის დევნაა და მეტი არაფერიო, ადამიანს უნდა გააჩნდეს ღირებულებები, რომლებიც მოთხოვნილებებზე მაღლა გადისო.

მაგრამ რა ღირებულებებიც არ უნდა გააჩნდეს ადამიანს, თუ ყველას ბოლო მაინც ერთია, სიკვდილი, რომლის იქითაც არაფერი აღარაა, მაშინ არც ამ ღირებულებებს გააჩნიათ რაიმე აზრი და მართლაც კარგი იქნებოდა ჩვენი konstitucia-სთვის დაგვეჯერებინა - ისე მაინც წავიდოდით ამ ქვეყნიდან, რომ დიდ-დიდ სიამოვნებები და კმაყოფილებები არ დაგვეკარგა.

საქმეც ამაშია, რომ არსეობს მარადისობა, არის ჩვენი შემოქმედი უფალი, რომლის არსებობას მეცნიერება უკვე ვეღარსად გაურბის, რომლის არსებობასაც თითოეული ფოთოლი და კენჭი, ან თუნდაც ჩემი ხატების კუთხესთან დაბრძანებული ნაკურთხი უხრწნელი წყალი და არტოსი ადასტურებს (გინახავთ პური წლების განმავლობაში არ ობდებოდეს და ფუჭდებოდეს?), მის არსებობას ყველაფერი ღაღადებს და ადამიანი თუ ძალით არ იბრმავებს თავს, მშვენივრად ხედავს ამას. დიახ, არსებობს ღმერთი და არსებობს ჭეშმარიტი რელიგია - მართლმადიდებლობა. არაჭეშმარიტი რელიგიები ვერ ინარჩუნებენ მრევლს და ფანატიზმი თავის თავს ადრე თუ გვიან მაინც ამჟღავნებს. თუ არ ვცდები რომელიღაც ქვეყანაში კათოლიკებმა მესა (წირვა) 15 წუთამდეც კი შეამცირეს - იფიქრეს, იქნებ ამგვარად მაინც მოვიზიდოთ მრევლიო, მაგრამ უშედეგოდ. მადლი მხოლოდ ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიაშია ად ამასაც, თუ ადამიანი თავს არ დაიბრმავებს, დაინახავს. როგორც ერთმა მოძღვარმა მომიყვა, ერთი ანგლიკანი ღვთისმსახური გაოცდა, როდესაც დაინახა მართლმადიდებლურ ეკლესიაში 3 საათი ხალხი ფეხზე მდგომარე ესწრებოდა წირვასო. მან აღიარა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაშია ჭეშმარიტი მადლი ღვთისაო. და რამდენი ასეთი ფაქტებია ისტორიის მანძილზე მოყოლებული პირველი საუკუნიდან ვიდრე დღემდე. მრევლს კი ეს ფაქტები ნაკლებად გვაინტერესებს, რადგანაც ჩვენი პირადი გამოცდილებიდან ვხედავთ, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიაში არის ღვთის მადლი. მართლმადიდებელი ეკლესია კი სხვა უამრავთან ერთად ერთ ასეთ გენიალურ სწავლებას გვაძლევს ამსოფლიურ ტანჯვასთან დაკავშირებით.

ციტატა
წმ. მოციქულთა თავის, პეტრეს
პირველი კათოლიკე ეპისტოლე, თავი 5, მ. 10-11
"ხოლო ღმერთი ყოველგვარი მადლისა, რომელმაც მოგვიწოდა თავისი სამუდამო დიდებისაკენ ქრისტეში, თქვენი მცირეოდენი ტანჯვის შემდეგ, სრულგყოფთ, გაგაძლიერებთ, განგამტკიცებთ და დაგაფუძნებთ. დიდება და ძლიერება მას, უკუნითი უკუნისამდე. ამინ"

ასევე, უდიდესი წმინდანის, წმ. სერაფიმე საროველის სიტყვებია მეტად ყურადსაღები.
ციტატა
"რომ იცოდე, რა სიხარული და სიტკბოება ელოდება მართლის სულს ზეცაში, მაშინ უდიდესი მადლობით გადაიტანდი ყველანაირ ტანჯვას,დევნასა და ცილისწამებას მიწიერი ცხოვრების დროს. თუნდაც რომ აი ეს ჩვენი სენაკი სავსე ყოფილიყო მატლებით და ეს მატლები მთელი ჩვენი დროებითი ცხოვრების მანძილზე ჩვენს ხორცს ჭამდნენ, ასეთი ტანჯვაც კი ცოტა იქნებოდა იმ სიხარულთან შედარებით, რაც ჩვენ ზეცაში გველოდება. უფრო მეტს მოვითხოვდით, ოღონდ არ დაგვეკარგა ეს სიხარული..."

წმ. სერაფიმე საროველი.

და რაც მთავარია. მართლმადიდებელი ადამიანის მიზანი არ არის სიხარული და ბედნიერება. თითქოს მთელს ჩემს ნაწერ ხაზი გადავუსვი ამ სიტყვებით, მაგრამ ეს ასე არ არის. თუ არსებობს ღმერთი ჩვენ მისი გამოყენება კი არ უნდა გვინდოდეს, რროგორც მარადიული ნეტარების მიღების საშუალებისა, არამედ ჩვენ მას უნდა ვუერთგულოთ და გვიყვარდეს. ჩვენ ვალდებულნი არა ვართ გვიყვარდეს იგი, არამედ თუ რაიმე ჯანსაღი შემოგვრჩენია, უნდა თავისთავად გვიყვარდეს უფალი, რომელმაც დაგვბადა, რომელსაც წარმოუდგენლად ვუყვარვართ და სურს, სადაც თვითონ განისვენებს საუკუნო დიდებაში და ნეტარებაში, ჩვენც მასთან ერთად ვიყოთ. "ნამდვილი ღვთის შვილი არ ფიქრობს თუ რას მიიღებს იგი ღვთისგან. დეკ. თეოდორე გიგნაძე" (სამწუხაროდ ეს მოსაზრება წმინდა მამის მიერ გამოთქმული არ ვიცი, აუცილებლად ექნებათ ეს ნათქვამი წმ. მამებსაც, უბრალოდ მე არ ვიცი...)

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რა დავასკვენით? უნდა ვიწუწუნოთ ჩაცმულობის პრობლემის გამო თუ არა?
lingvo
ციტატა
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რა დავასკვენით? უნდა ვიწუწუნოთ ჩაცმულობის პრობლემის გამო თუ არა?
ვეცადოთ საერთოდ არაფერზე ვიწუწუნოთ.
ციტატა
ჩვენი ამ ტანჯვით ღმერთს ვუჩვენებთ რომ ჩვენც გვიყვარს ის
20. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ სტიროდით და ჰგოდებდეთ თქუენ, ხოლო სოფელსა უხაროდის, და თქუენ სწუხდეთ, არამედ მწუხარებაჲ თქუენი სიხარულად გარდაიქცეს.
(ინ. 16. 20)
33. ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა ჩემ თანა მშჳდობაჲ გაქუნდეს. სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა.
(ინ. 16. 33)

სახარებიდან ჩანს, რომ ამ სოფელში ჭირთათმენა გვამრთებს. თავად უფალი გვაძლევს მაგალითს, რამდენი დაითმინა ჩვენთვის...
აბესალომ
ციტატა(lingvo @ Jun 28 2010, 15:49) *

ანუ არც უნდა ვიწუწუნოთ ჩაცმის პრობლემის გამო და უჯეროდ ჩაცმული გოგონების ხილვისას, გულისთქმათა ბრძოლებიც ღირსეულად გადავიტანოთ. უფრო მეტიც. მადლობა შევსწიროთ უფალს, რათა მოგვცა ეს განსაცდელი რწმენაში განსამტკიცებლად.

თუმცა ამგვარი ბრძოლა და ჭირთა თმენა მართლმადიდებლებს არ გვაკლია და ამიტომ ვინც ამ თემას წაიკითხავს (რა თქმა უნდა, ეს თხოვნა ყველას არ ეხება), ვთხოვ ნუ იზრუნებს პირადად ჩემზე იმისათვის, რომ ბრძოლები მომიმატოს. ღმერთი ისედაც საკმარის განსაცდელებს მიგზავნის რწმენაში განსამტკიცებლად და თქვენგან აღარაა საჭირო დამატება. გმადლობთ რომ ზრუნავთ ჩემი რწმენის განმტკიცებისათვის. ნება მიბოძეთ მეც ვიზრუნო თქვენს რწმენაზე და შეგახსენოთ მაცხოვრის სიტყვები

ციტატა
"და ვინც აცთუნებს თუნდაც ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვაში დანთქან. (მარკოზი, 9, 42)".
konstitucia
ციტატა(აბესალომ @ Jun 27 2010, 11:21) *

მე სწორედაც რომ ის ვარ, რაც სინამდვილეში ვარ. როგორი ვარ სინამდვილეში? -მებრძოლი. და რატომ ვიბრძვი? იმიტომ რომ მაცხოვარმა გვითხრა:

მაგრამ ერის ტრაგედიაა ის, რომ ვერ ხვდება რაოდენ დიადია ეს ბრძოლის გზა, სამეუფეო გზა... ვერ აცნობიერებს რა უნიკალურია ქრისტეს გზა...შეიძლება გულში რაღაცას გრძნობდნენ, გონებაც ნაწილობრივ უდასტურებდეთ რომ ქრისტეს გზა - ეს რაღაც საოცრებაა, მაგრამ მაინც არ მიდიან ამ გზით, რადგანაც ძნელი ეჩვენებათ. მაგრამ ვისაც მცირეოდენი გამოცდილება აქვს, იცის, რომ ეს სრულებით არ არის ძნელი, გრძნობს რომ ამ ცხოვრების გარეშე, სხვაგვარად ცხოვრება უბრალოდ არ შეუძლიათ. აი მაგალითად მე ძალზედ მიჭირს ხოლმე ხანდახან მარხვის დაცვა, მაგარმ როდესაც ხსნილია მაშინ უფრო ვიტანჯები და ერთი სული მაქვს როდის დაიწყება მარხვა. მარხვა ეს ჩემთვის დღესასწაულია, მიუხედავად იმისა, რომ მიჭირს ფიზიკურად მისი დაცვა.თუ ჩვენ სამეუფეო გზას არა მატერიალურად, არამედ სულიერად შევაფასებთ, ჩვენ მივხვდებით, რომ ის რაც ტანჯვა გვგონია, სინამდვილეში სიხარულია და ამ სიტყვებზე პირადად მე ვარ პასუხისმგებელი. შენ ვერასოდეს გაიგებ, როგორ შეიძლება გიხაროდეს და ბედნიერი იყო, როდესაც მატერიალურად და მშვინვიერ დონეზე სასტიკად იტანჯები(გშია, გწყურია, საშინლად გცხელა, გტკივა, საშინლად დაღლილი ხარ, გული გახეთქილი გაქვს წყენისგან და ღალატისგან, მიტოვებულად გრძნობ თავს, შეურაცხყოფილი და დამცირებული ხარ, გათელილი ხარ ამ ცხოვრებისგან)თუ შენ თავად არ გიცხოვრია სწორი ქრისტიანული ცხოვრებით. ქრისტიანი ადამიანი სულ ბედნიერია, რადგანაც მასთან ერთად ქრისტე მაცხოვარია და ამასაც ვერ გაიგებ შენ, თუ არ გიცხოვრია ქრისტიანულად.

ალბათ შემეკითხები: მაშ რაღას წუწუნებ, თუ გსიამოვნებბს ტანჯვაო? საინტერესოა ამ საკითხზე სხვები რას იტყვიან.

smile.gif

წარმატებები smile.gif
კიკი
ალბათ ამ ტანჯვით ვისწავლით სწორო გზით სიარულს და იმ ბრძოლებთან გამკლავებას,რომლებიც ცხოვრებაში გვაბრკოლებენ.

"წმინდა კანონმა ვნებიანი აზრების გამო მონასტერი დატოვა და აი შეხვდა იოანე ნათლისმცემელი,რომელმაც ჰკითხა - სად მიდიხარ? წმინდა კანონმა მიუგო: ვეღარ ვუძლებ ვნებიან ფიქრებს.
მაშინ წმინდა იოანე ნათლისმცემელმა დალოცა და უთხრა: წადი მონასტერში, ეს ვნება აღარ გექნება,მაგრამ აღარ გექნება აღარც ჯილდო."
წმ.პიმენი დიდი.

გზა რომელსაც ვირჩევთ ერში და ბერში, არის გზა რომელიც მიგვიყვანს უფლამდე.ჩაცმა არის ზოგისთვის დამაბრკოლებელი,ზოგისთვის არა,საცდური ყველას სხვადასხვა აქვს,ანუ ის რითიც ცხონდებ და ისწავლოს ბრძოლა.
მე ბევრჯერ მინახავს ტაძარში არაეკლესიურად ჩაცმული,ისეთები გოგონები ვინც ტაძრის არსი არ იცის,და ასეთმა რამდენი დააბრკოლა თავისი ერთი მოსვლით ტაძარში? და ეს ერთი მოსვლა ისეთი ადამიანისთვის ვისთვისაც ეს დამღუპველი იყო,როგორ იმოქმედა. რადგან ადამიანები ძალიან სუსტები ვართ და სანამ გულს შევებრძოლებით, რომ ცუდი არფერი მივაკაროთ,მანამდე გონაბამ მიიღო და ეს მარტო იმეტომ რომ გულის და გონების მართვა ერთდროული ვერ ვისწავლეთ(მე ვცდილობ).
ამოტომ ადამიანისთვის აუცილებელია ოჯახი და ჩაცმის კულტურა.
აბესალომ
ციტატა(animani @ Jun 28 2010, 00:47) *

და როცა გგონია, რომ გაიმარჯვე, სწორედ მაშინ არის ბოროტი კმაყოფილი და მზაკვარულად შემოტევისთვის ემზადება. არ არსებობს სრული გამარჯვება, არამედ არსებობს განუწყვეტელი ბრძოლა ცოდვის ყველა წყაროსთან.
ბრძოლა არ არის ტანჯვა, თუ აცნობიერებებ, რომ ქრისტეს მცნებების ერთგულებისთვის და სიყვარულისთვის გიწევს ყველაფრის დათმენა.

მართალია, ბრძოლის გამარჯვების დღესასწაულობისთვის დრო არ რჩება, რადგანაც უკვე შემდეგი ბრძოლა იწყება, მაგრამ სიხარულს მაინც გრძნობ, რადგანაც შენს გვერდით ქრისტე მაცხოვარია, რომლის დახმარებით, რომლის ძალით იმარჯვებ ამ ბრძოლებში.
animani
ციტატა(აბესალომ @ Jun 30 2010, 00:34) *

მართალია, ბრძოლის გამარჯვების დღესასწაულობისთვის დრო არ რჩება, რადგანაც უკვე შემდეგი ბრძოლა იწყება, მაგრამ სიხარულს მაინც გრძნობ, რადგანაც შენს გვერდით ქრისტე მაცხოვარია, რომლის დახმარებით, რომლის ძალით იმარჯვებ ამ ბრძოლებში.

რა უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოს, მე არასდროს არ ვთვლი, რომ გავიმარჯვე და ასეთი სიხარული უცხოა ჩემთვის. უბრალოდ ღმერთს ვთხოვ ნუ შემიყვანებ მე განსაცდელსა, რადგანაც უძლურია ადამიანის ბუნება და ცოდვისკენაა მიდრეკილი.
მაგრამ თუ რამე ცოდვას აღარ ვიმეორებ და თავი დავაღწიე, დარწმუნებული ვარ, რომ ის ცოდვა უფალმა შემინდო და მაპატია.
konstitucia
ციტატა
ამოტომ ადამიანისთვის აუცილებელია ოჯახი და ჩაცმის კულტურა.

მართალი ხარ smile.gif

saatashvili
ციტატა(animani @ Jun 26 2010, 15:37) *

საცთურს კი არ უნდა გაექცე, არამედ უნდა ებრძოლო. ეს ჩემი პირადი აზრია smile.gif

ესეიგი შენ ამბობ რას როდესაც შეგიძლია სათურს გაექცე უნდა თქვა რო აი მე უნდა შევებრძოლო და ვნახო გავიმარჯვებ თუ დავმარცხდებიო? მე არასწორად მიმაჩნია თქვენი პოზიცია smile.gif
lingvo
saatashvili
მამაო ჩვენოში უფალს ვევედრებით, ნუ შეგვიყვანს განსაცდელში. სახარებიდან ვიცით: "ვაჲ სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი; ხოლო ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური." (მთ. 18,7). ერთის მხრივ ფხიზლად უნდა ვიყოთ და ვერიდოთ ჩვენი არასწორი ქმედების გამო არ შევიდეთ განსაცდელში და ასევე მოყვასს არ ვექცეთ საცდურად, როგორც უფალი გვაფრთხილებს. რადგან საცდურები მომავალ არიან, მათგან თავის არიდებით იწრთობა სული უფლის ერთგულებაში.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2014 Invision Power Services, Inc.