დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: სულიერი დარიგებები
წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი > საეკლესიო ფორუმი > თემები რელიგიური საკითხების გარშემო
makiki
აქ დავწეროთ მამათა გამონათქვამები და მათი რჩევები ერში მცხოვრებთათვის,დარწმუნებული ვარ მათი გამოცდილება აუცილებლად გამოგვადგება რწმენის გამყარებასა და სწორად ცხოვრებაში.
უფალს ვებარებოდეთ!!!!




სულის დანწმენდის საუკეთესო საშვალებაა ლოცვის დროს ტირილი,მაგრამ ლოცვის მერე ნუ დაივიწყებ ,რისთვის ტიროდი.

უნდა შეიცნოთ,რომ ქრისტეს სიყვარული ცოდნას აღემატება,რათა აღივსოთ სრული ღვთიური სისავსით.

შეეეცადე ადამიანებთან ურთიერთობაში გამოიწრთო და მორჩილების გრძნობა გამოიმუშავო.

ჩვენი ცხოვრება გემზე მყოფ მეზღვაურის მდგომარეობას ჰგავს: როგორც ის,იმისდა მიუხედავად დგას,ზის თუ წევს ,სულ უფრო უახლოვდება ნავსაყუდელს და მიემართებ აიქით ,საითკენაც გემი მიცურავს,ჩვენც- გვძინავს თუ გვღვიძავს,ვწევართ თუ დავდივაღტ-ყოველ წუთს ცხოვრების დასასრულს ვუახლოვდებით.

ბავშვობაში შეძენილი ჩვევები ნორჩ ხეზე ამოკვეთილი ასოებივითაა- ხესთან ერთად იზრდებიან ,ფართოვდებიან და, საბოლოოდ მის ნაწილად იქცევიან.


ეცადეთ ემსგავსოთ ამბა ისააკს ,რომელიც ამბობდა : " ჩემს კელიასი არასდროს შემიყოლებია არაკეტილი აზრი ძმაზე,რომელმაც მაწყენინა,ასევე ყოველთვის ვცდილობდი ,არც რომელიმე სხვა ძმას შეეტანა ტავის სენაკში ჩემზე ცუდი აზრი"


ვინც ხელისგულზე სამკურნალო ზეთს ისხამს,რათა უძლურს სცხოს,ამ ზეთის ნაწილი ჯერ მას ხვდება.ასევე ვინც ძმისთვის ლოცულობს(ან ზრუნავს მოყვასის კეთილდღეობაზე და სიკეთეს სთესავს) ,ვიდრე მას რგებს რამეს,ჯერ თვითონ ნახულობს სარგებელს.


შინ რომ გველ-მორიელი გაგიჩნდეთ , განა ყველაფერს არ გააკეთებთ მათ თავიდან მოსაშორებლად? სიძულვილი და მტრობა ამ ქვეწარმავლებზე უარესია,თქვენ კი დიდათ არ ცდილობთ,მათგან განიწმინდოთ გული,რომელიც ტაზარია ღვთისა.
makiki
თუ საკუთარ გულში ღრმად ჩაიხედავ,დაინახავ რომ ყოველი ბოროტი აზრი , ბილწი აზრი და უკეთური საქმე გარცხვენს და სულს გიშფოთებს,მიუხედავად იმისა,რომ შენი აზრები,სურვილები და საქმეები სხვათათვის დაფარულია,მაგრამ გახსოვდეს-მოვა დრო და ყველა ყველაფერს გაიგებს.

ერთმა ბერმა თქვა: "როცა ვლოცულობთ,ყოველთვის წარმოვიდგენთ,რომ ღმერთი გვიყურებს და ჩვენი სიტყვები ესმის,ხოლო როცა ვნება მოგვეძალება,ისე ვიქცევით ,თითქოს ვერ გვხედავს.

ორი აზრი ამოიგდე თავიდან: ნუ ჩათვლი საკუთარ თავს ამა ტუ იმ დიდების ღირსად და ნუ იფიქრებ ,რომ სხვა შენზე უღირსია.თუ ასეთი განწყობით იქნები არასოდეს გაგაღიზიანებ თავს დატეხილი უსამართლო შეურაწყოფა.


ერთმა წარმართმა ფილოსოფოსმა თქვა: "როცა ბრაზი მოგეძალება,მაშინვე ნურაფერს გააკეთებ,თავი შეიკავე და ანბანი ჩამოთვალე." წარმართმა სულის დასამშვიდებლად ანბანზე უკეთესიუ ვერაფერი ნახა.ჩვენ ქრისტიანებმა,ბევრად უკეთესი სიტყვები ვიცით,მღელვარების დასამარცხებლად რომ მივაწოდოთ გულსა და გონებას.

ბევრი ახალგაზრდა თუ მოწიფული ამბობს-ღვთის გზას დავადგები,როცა ასაკაში სევალო.მაგრამ მიაღწევენ კი ნაგულიხმევ ასაკს ანდა რომც მიაღწიონ ,ისე იოლი იქნება მათთვის ზნე -ჩვეულებების შეცვლა???.
მამა დავითი
ღმერთმა დაგლოცოს შვილო მარიამ!

ძალიან კარგი თემა გახსენი. ნამდვილად საშურია წმინდა მამათა რჩევების კითხვა და მათი ცხოვრებაში გათვალისწინება!
მიხარია შენი აქტიურობა! სხვებსაც მოგიწოდებთ აქტიურობისაკენ!
გაიხარე!

მარიამ ერთი თხოვნა მაქვს და სხვებსაც გთხოვთ - სასურველია მიუთითოთ რომელი წმიდა მამის გამონათქვამია.

ქრისტესმიერი სიყვარულით მამა დავითი.

makiki
ციტატა(მამა დავითი @ Jul 14 2008, 00:15) *

ღმერთმა დაგლოცოს შვილო მარიამ!

ძალიან კარგი თემა გახსენი. ნამდვილად საშურია წმინდა მამათა რჩევების კითხვა და მათი ცხოვრებაში გათვალისწინება!
მიხარია შენი აქტიურობა! სხვებსაც მოგიწოდებთ აქტიურობისაკენ!
გაიხარე!

მარიამ ერთი თხოვნა მაქვს და სხვებსაც გთხოვთ - სასურველია მიუთითოთ რომელი წმიდა მამის გამონათქვამია.

ქრისტესმიერი სიყვარულით მამა დავითი.



მადლობა მამაო დალოცვისთვის!

ამის შემდეგ აუცილებლად მივუთითებ ხოლმე თუ რომელი წმინდა მამის გამონათქვამი იქნება.














ბოროტი სიტყვა კეთილსაც ბოროტად აქცევს, ხოლო კეთილი კი ბოროტსაც გარდაქმნის კეთილად.
ღირსი მამა მაკარი


რასაც უფალს არ მოვახმართ, მოიხმარს სხვა. ამიტომ მოგვცა უფალმა მცნება -გვიყვარდეს მთელი სულით და გულით, რათა ბოროტმა არ იპოვოს ჩვენში ბინა.
ბერი იოსები

იმისათვის რომ სხვებს უყვარდე, ჯერ შენ უნდა შეიყვარო ისინი.
ბერი პორფირე

თუ ადამიანი ააშენებს სახლს და დატოვებს უსახურავოდ-ეს სახლი საცხოვრებლად არ ივარგებს, ასევეა ადამიანიც. ყველანაირი სათნოებით რომ შეიმკოს, თუ სიყვარული ვერ მოიპოვა, მაშინ მისი სათნოების სახლი უსახურავოდ დარჩება და გამოუსედეგარია.
ბერი ფილოთეოსი


ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე,სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს.სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახვებს.
როცა არაფერი გაქვთ,არ უნდა ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში, უნდა დამთმენი იყოთ. არ მოგცა, ე.ი. ასე იყო საჭირო. უნდა ვეცადოთ, რომ უფალმა ძალა მოგვცეს, კვლავ შევძლოთ ლოცვა. "უფალი კეთილ გზას გვიჩვენებს" - ასე უნდა ზრახვიდეს ადამიანი.
მამა გაბრიელი


ვის გულშიც ქრისტე არ არის, მისთვის ყველაფერი რთული და ბნელია.როდესაც გულში ქრისტე არ არის,მაშინ იქ ბევრი ადგილია ფულის, მამულების და ადამიანებისათვის
ბერი ამფილოქე

ღმერთი არ განასხვავებს მართალს ცოდვილისაგან და არც ათანაბრებს ათანაბრებს ზაკვრობას სათნოებასთან. ფუტკარი თუ იპოვის შაქრის ნატეხს ან რაიმე ტკბილს ნაგვის გორაზე, არ ერიდება ნაგავს, მიფრინდება სიტკბოს ასაღებად და მისგან თაფლს ამზადებს. ასევეა ღმერთიც, ის არ აქცევს ყურადღებას, ცოდვილია თუ სათნო, ბოროტებაშია თუ სიკეთეში. უფალი ადამიანის დასახმარებლად ხედავს მხოლოდ იმ წუთებს, რომლებიც მას კაცთან აახლოვებს.
ბერი ანთიმოზი


მრავალგზის მობრძანდება ქრისტე და გვიკაკუნებს კარზე. შენ დასვავ მას შენი სულის სასტუმრო ოთახში და საზრუნავში ჩაფლული ივიწყებ ძვირფას სტუმარს. ის გელოდება და როდესაც ძალიან იგვიანებ, დგება და მიდის. მეორედ უკვე ისეთი დაკავებული ხარ, რომ პასუხობ სარკმლიდან - კარის გაღების დროც კი აღარ გაქვს.
ბერი ამფილოქე

რამდენადაც ადამიანი ამსოფლიურ ნუგეშს მოიკლებს,იმდენად მეტ ღვთიურ სიხარულს მიიღებს სულიწმინდის მადლით.
წმ.ისააკ ასური

ვინც უდაბნოსა და მდუმარებაში ცხოვრობს, ის სამი განსაცდელისგან თავისუფალია: სმენის, ენისა და მზერისაგან; მას მხოლოდ ერთი განსაცდელი აქვს - საკუთარი გულისგან.
წმ.ანტონი დიდი

მადლიერება მიმღებისა აგულიანებს გამცემს,რომ უწინდელზე მეტი ძღვენი გაიღოს.
ღრ.ისააკ ასური

ქრისტე ჩვენი მეგობარია, ჩვენი ძმა, ეს არის ყველაფერი მშვენიერი. ქრისტე არ არის პირქუში სევდიანი, არ აქვს შინაგანი შფოთი. ადამიანი ხომ იტანჯება ფიქრებით და გარემოებებით, რომლებიც თანდათან ამძიმებს და აავადებს მას. ქრისტე სიხარულია, ცხოვრებაა, ნათელი რომელიც ახარებს, ფრთებს ასხამს ადამიანს, აძლევს ძალას, დაინახოს ყველა და ყველაფერი, თანაუგრძნოს, აძლევს სურვილს, რომ ყველა მის გვერდით იყოს და ხარობდეს.
ბერი პორფირე
მამა დავითი
გაიხარე და ღმერთმა დალოცოს შვილო, შენი გულმოდგინებისათვის!


,,უფალს ყველა ჩვენგანი უყვარს, ჩვენც უნდა გვიყვარდეს ყველა.
ზოგი შეიძლება ღარიბულ ქოხში ცხოვრობდეს, მაგრამ მისი სული სამსახოვანი ღმერთის სავანე იყოს.
ვისაც გულწრფელად უყვარს ღმერთი, შეუძლებელია არ უყვარდეს მოყვასი."

ჩერნიგოვის მთავარეპისკოპოსი ფილარეტი
makiki
ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი მას,ვინც თავი მოიძულა ღმერთის სიყვარულისთვის.

არის სიყვარული ,რომელიც მცირე კანდელს წააგავს:ზეთი რომ დაშრება,კანდელიც ქრება,ან წვიმის ნაკადს,რომლის დინება წვიმის გადაღებისთანავე წყდება.მაგრამ არის ისეთი სიყვარული,რომელიც მიწის წიაღიდან ამოთხრილი წყაროს მსგავსად,არასდროს იკლებს.პირველი კაცობრივი სიყვარულია,მეორე კი- საღმრთო,რომლის მიზეზიც ღმერთია თვითონ.


როგორც რკინდა ნებდება მჭედელს მეც ისე მივანდე ჩემი თავი და საკუთარი ნება უფალს.როგორც მას ნებავს ისე ვიქცევი,საკუთარი ნება არ გამაჩნია,არამედ რაც ღმერთს სურს ,იმას გადმოგცემთ.
ღირსი სერაფიმე საროველი


ქრისტეს ჭეშმარიტად მორწმუნე სულმა სახე უნდა იცვალოს და აწინდელი-ბიწიერი მდგომარეობიდან სხვა,კეთილ,უბიწო მდგომარეობაში გადავიდეს.და ახალ სულად იცვალოს ფერი სულიწმინდის ძალით და შემწეობით
წმინდა მაკარი დიდი

როგორც ყველაზე ჯანსაღ თვალსაც კი არ ძალუძს რაიმეს დანახვა,თუკი სინათლის სხივით არ არის განათებული,ამგვარადვე ადამიანსაც არ ძალუძს ღვთის სათნოდ ცხოვრობდეს საღმრთო მადლისავე შეწევნის გარაეშე,სულ ერთია,როგორი პატიოსანიც არ უნდა იყოს გარაგნულად.

სარწმუნოების საიდუმლონი მზისმსგავსია: შეუღწეველნი თავიანთი არსით,ისინი განაბრწყინებენ და ცხოველს-ჰყოფენ იმათ,ვინც გულის სიწრფელითა და უბრალოებიტ ვალს მათმიერ ნათელში და ისინი მხოლოდ კადნიერ,უტიფარ თვალთ აბრმავრბენ,რომელთაც მათ წიაღ შეხწევა მოუსურვებიათ.
ნეტარი ავგუსტინე


ამპარტავნის სული დიდ სიმაღლეზე ადის და იქიდან თავის თავს წარწყმედის უფსკრულში აგდებს

ვინც ღვთის შეწევნას განეშორება თავის ძალას მიანდობს სათნოების მოგებას,იმას სწირს ბოროტი სნება ამპარტავნებისა.

მდაბალი სიტყვა წამალია სულისა,ხოლო ამპარტავნის ზრახვა სავდეა სილაღითა.მდაბლის ლოცვას შეისმენს უფალი,ხოლო ამპარტავნის ლოცვა კი ვერ მიაღწევს უფლის წინაშე.
წმინდა მაქსიმე აღმსარებელი

კაცი რომე;საც კეთილი ექმნას,ქმნილს არ უნდა იხსენებდეს,სხვა კეთილის ქმნას უნდა შეუდგეს.თუ წარსულის თვისგან ქმნილის კეთილის ხსენება დაიწყო,ამპარტავნებისგან დაითქმის,ვითარცა ფარისეველი
წმინდა ანტონ ჭყონდიდელი

განაშეიძლება,დარდს მიეცეს ის,ვინც თავი ყოველგვარი მწუხარების ღირსად წინასწარვე აღიარა?ამიტომ თავმდაბალი არასოდეს მრისხანებს,არ ეძლევა დარდს და არაფრის ეშინია.
წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი


ერთხელ წმინდა ისააკ ოპტიმელთან ერთი მგალობელი მივიდა,რომელსაც დიდების მოყვარეობა სტანჯავდა-მუდამ თავის მშვენიერ ხმაზე ფიქრობდა."შეხედე ხარს და მისგან ისწავლე,-უთხრა წმინდა მამამ,-მას შენზე ძლიერი ბანი აქვს,მაგრამ ამით თავი როდი მოაქვსო".


მამა იერონიმე ამბობდა: "როცა გაქებენ,იფიქრე:" ისინი არ მიცნობენ,მე კი ვიცი ჩემი თავის ამბავი",-როცა ამპარტავნული ფიქრები გეწვევა,შენი ცოდვები გაიხსენე".
makiki
მორჩილება,საბოლოო ჯამში,ღვთის ნებისადმი მორჩილებაა,ღვთის ნება გადმოცემულია წმინდა წერილში და ყოველმა,ვისაც მისი შეტყობა სურს,უნდა გამოიკვლიოს იგი.ქრისტე ამბობს:"გამოეძიებდით წიგნთა".ეს ყოველი ქრისტიანის მოვალეობა,ესაა ღვთისმეტყველება და ყოველი ვალდებულია,ღვთის ნების აღსასრულებლად ისწრაფოდეს.
არქიმანდრიტი ზენონი.



შენი გონება მხოლოდ უფლის მცნებების აღსრულებაზე უნდა ფიქრობდეს,მთელი ძალისხმევა მოახმარე უფლის მცნებების დამარხვას,თანაც ისე რომ ერთიც კი არ გამოტოვო მათგან.თუკი ასე არ მოიქცევი,შენი სული ყოველგვარი არაწმინდების სამყოფელად შეიქმნება.


თუკირაიმე საქმე გელოდება,მაგრამ მის კეთებაში ვერ ხეედავ ღვთის ნებას,მაშინ არაფრის გულისათვის არ მოჰკიდო ხელი: მხოლოდ ის უნდა აკეთო რაც ღმერთს სათნოეყოფა".


გიყვარდეს შრომა,ყველას სიმდაბლით დაემორჩილე,ბაგენი შენნი მდუმარე დაიმარხე,ვითარცა შეიძლო,და ამიტ ჭეშმარიტ სიმდაბლეს მიემთხვევი.ჭეშმარიტი სიმდაბლე კი საწინდარია იმისა,რომ ყველა ცოდვა მოგეტევება ღმერთის მიერ.
წმინდა ანტონი დიდი


ღირსი იოანე სინელი ამბობს:" მორჩილება ყველა სათნოების დედაა."მორჩილება ადამიანში ყოველგვარ სათნოებას წარმოშობს.როდესაც იგი ადამიანს ტოვებს,მასში ყოველგვარი ბოროტება შემოდის.თუკი პირველი მამა,ადამი,ურჩობამ სამოთხიდან გამოიყვანა,მორჩილება ადამიანებს სასუფევლად აღიყვანს.


ანგელოზის მსგავსი რომ იყო,თუ ამპარტავნება გაქვს,მაშინ უხმარი არს.ამის მერე დაირწმუნე ამის ჭეშმარიტება:ეშმაკი პირველ კეთილი ანგელოზი იყო,ამპარტავნებამ კი საძაგელ ეშმაკად აქცია.
წმინდა ანტონ ჭყონდიდელი


ყველას არ გაუმხილო შენი ზრახვები,არამედფ მათ გაანდე,ვისაც ძალუძს,შენს სულს უმკურნალოს.

შენი ფიქრები ყველას არ გაუმხილო,რათა საცდურად არ ექცე სხვას.

ყველასთან მეგობრული დამოკიდებულება გქონდეს,მაგრამ ყველას მრჩევლად ნუ გაიხდი.

ეცადე,ისეთ სათნოებას მიაღწიო,რომ ყველა გლოცავდეს და გაკურთხებდეს.

შენი სულიერი ძმის მწუხარება გაიზიარე და თანადგომა უჩვენე,თუკი რომელიმე გთხოვს დაეხმარო,მთელი ის გღე მასთან იშრომე.

ყოველდღე,ძილისგან აღმდგარმა,პირველ ყოვლისა,იმ სნეულებზე იფიქრე და იზრუნე,რომელიც საძმოში გყავთ- მოინახულე ისინი და რითაც შეგიძლია დაეხმარე.
წმინდა ანტონ დიდი


ყოველნაირად ეცადე,ადამიანთა მიმართ ბოროტებისგან განიწმინდო სული,რადგან თუკი ბოროტებას დაიგროვებ,იგროვებ შხამს,რომელიც შენში ადრე თუ გვიან ადამიანს მიკლავს. მთელი ძალისხმევით აღზარდე საკუთარ თავში სიკეთე ადამიანების მიმართ,მეტად დაატანე ძალა შენს გამშრალ სულს და წყლის წვეთებივით ყოველთვის გამოადენ სიკეთეს,მტრების გამართლებას,ეს კი ნიშნავს,რომ სიკეთით მათზე სულიერად გაიმარჯვებ.
წმინდა ნიკოლოზ სერბი


სიყვარულს ძალუძს მოიძიოს სიტყვები,რომლებითაც შესაძლებელი იქნება აღაშენო მოყვასი.იგი გაჩვენებს ხერხს,გონებას და ენას წარგიმართავს და ეს საქმე არ მოითხოვს მჭევრმეტყველურ სიტყვებს.
წმინდა ტიხონ ზადონელი


ფშვინვიერ ადამიანთან უნდა ისაუბრო კაცობრივ ამბებზე,გონების მქონესთან კი- ზეციურზე.სულიერ საკითხებზე არ უნდა ილაპარაკო მათთან,რომლებსაც მოსმენის სურვილსაც კი ვერ შეატყობ.
წმინდა სერაფიმ საროველი


სანამ რამეს მოვუყვებოდეთ მოყვასს,უნდა დავფიქრდეთ,გამდიდრეებს თუ არა სულიერად ეს ნაამბობი და მართლაც საჭიროა თუ არა,იცოდეს ეს ამბავი რაიმე სერიოზული მიზეზის გამო.

დიდად არ დამალოთ თქვენი რელიგიურობა ამხანაგთა წინაშე.მოულოდნელად შეიძლება წააწყდე თანამგრძნობ,შემკითხველ,დაინტ
ერესებულ ადამიანებს.ნუ შეეცდები ქარაფშუტული და უშინაარსო საერთო ნიღბის ქვეშ საკუთარი ჭეშმარიტი არსის დამალვას.
მამა ალექსანდრე ელჩანინოვი

გიხაროდენ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა.


ნუ იტყვი უგულო სიტყვებს: "მე არაფერი მაქვს ამ კაცთან საერთო".ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო ეშმაკთან,ყოველ ადამიანთან კი ბევრი რამ გვაქვს საზიარო.
წმინდა იოანე ოქროპირი


შეაჩვიე შენი თავი იმას ,რომ ყველა შემთხვევისას,რაც კი შეგხვდება ცხოვრებაში,ყოველთვის,ყოველ ჟამს,ყველას დათვით უფალსაც ეუბნებოდე - "მაპატიე"


ადამიანი,რომელსაც შეუძლია,დაეხმაროს ვინმეს და გააკეთოს სიკეთე,მაგრამ ასე არ იქცევა,საბრალო და უღირსი არსებაა.

როგორ უნდა სთხოვი უფალს:"მომეცი უფალო",-როცა თვითონ არ აძლევ ღატაკებს,თუმცა შეგიძლია?
წმინდა ტიხონ ზადონელი


მოწყალების გარაეშე ცათა სასუფევლის კართან მისვლაც კი შეუძლებელია.

მდიდრები ღატაკებს საარსებო წყაროს აძლევენ,ღარიბები კი მათ-ცხონების საშვალებას.

როგორ გაიწვდი ხელებს სასოებით შემოქმედისკენ,როცა შენსავე მსგავს,რომელსაც შენკენ ხელი აქვს გამოწვდილი,ზურგს აქცევ?

მოწყალების გაღებისას გაღატაკების ნუ გეშინია,ვინც ღმერთს და ღატაკებს ემსახურება,იგი ღარიბი არასოდეს იქნება."მოწყალე ხელი არ გაღატაკდება"

მოწყალების გარეშე ლოცვა უნაყოფოა.

თუ პურს მწუხარე გულით აძლევ,პურსაც დაკარგავ და ჯილდოსაც.
წმინდა იოანე ოქროპირი


არასოდეს დაიკვეხოთ,როცა რაიმე სიკეთის გაკეთება გსურთ,თორემ მტერი გავნებთ.

დაუმორჩილე გული შენი შენს მოძღვარს და ღვთის მადლი დაიმკვიდრებს შენში.
აბბა ისაია


უფალმა ჩვენთვის დაითმინა ტანჯვა,ჯვარცმა,ვიდრე სიკვდილამდე,ჩვენ კი დაგვიბარა,რომ ვზიდოთ ერთმანეთის ტვირთი.ამ სიტყვებით მაცხოვარი გვასწავლის,რომ ყოველგვარი განსაცდელის ჟამს გვახსოვდეს მაცხოვრის ტანჯვა და უდრტვინველად გადავიტანოთ ის ტანჯვა,რომლის გამოც ვწუხვართ.


უფლის წყალობა და ბოროტი სული ვერ იქნებიან ერთად ადამიანის გულში ისევე,როგორც მეფე და მეამბოხე ვერ იქნება ერთ ოთახში.


კეთილი სული - სამოთხის ხეა; პატივმოყვარე სული - უწყლო ორმოა; ამაყი სული- ეშმაკის ბუნაგია.
წმინდა ეპიფანე კვიპრელი


შეუძლებელია ადამიანს ჰქონდეს სიყვარული,თუ მას არ აქვს ღმრთის შიში.


გულიდან განუწყვეტლივ მოდიან ზრახვანი (აზრები),ზოგჯერ კეთილი, უმეტესად ბოროტი.ბოროტს საერთოდ არ უნდა მივდიოთ,მაგრამ კეთილიც ყოველთვის არ უნდა შევასრულოთ:რადგან ხდება,რომ თავისთავად კეთილი განზრახვა ზოგჯერ შეუსაბამოა გარემოებათა გამო.


ვისაც ჭეშმარიტად სურს გადარჩენა,ის ნუ ეწინააღმდეგება წამლებს:მწუხარებას,დარდს და სხვა უბედურებებს,რომლებიც იგზავნება ჩვენზე.


ყოველდღიურად მოაკვდინე თავი თვისი.

როგორც მკურნალნი გვთავაზობენ სხვადასხვა წამლებს,ასევე უფალი გვინაწილებს ჯვარს ჩვენი უძლურების შესაბამისად.

დემონებს არ აშინებთ არც მარხვა,არც მიწაზე წოლა,არც გლახაკთა შეწყალება,თუკი ამ ყველაფერს მხოლოდ ადამიანური დიდებისთვის აღვასრულებთ.
წმინდა ანტონ დიდი

წმინდა ისაიას უფალმა უთხრა,რომ მისთვის საყვარელია და სათნოა მწუხარებაში მყოფი ადამიანი.

თუნდაც რასმე სასარგებლოს შეგვაგონებდნენ დემონები,უფალი გვიკრძალავს ვუსმინოთ მათ.

ვინც მწუხარების გარეშეა ,ის ვერ განიცდის სიხარულს ცათა სასუფეველში.

სადაც მოხდა დაცემა-იქ სიამაყეა
იოანე კიბისაღმწერელი


ვისაც არ სურს დაუმსახურებელი წყენის დათმენა,მას არ სურს მომავალ ცხოვრებაში თვით უფლისგან მიიღოს შექება.
სქემიღუმენი იოანე ვალაამელი


ვინც დაუმსახურებელწყენას დაითმენს და სიკეთეს მიაგებს მას,ვინც აქყენინა,მასში სულიწმინდა დაივანებს და მომავალ ცხოვრებაში მშვიდობის ძედ იწოდება ,ხოლო ვინც უგუნურს დაუძახებს ძმას,ის ცეცხლოვან გენიას დაიმკვიდრებს.

ყველა ჭრულობა იკურნება.უკურნებელია ენით მიყენებული ჭრილობა.ამ სიტყვებით წმინდა მამაები შეგვაგონებენ,რომ ჩხუბისას შევაკავოთ ჩვენი ენა.ვერ ჩააქრობ ცეცხლს ცეცხლით. ე.ი. არ ვუპასუხოთ ბოროტებას ბოროტებით.ჩხუბისას დადუმდით და მალე მოჩხუბარი სიყვარულით მოგმართავსთ,უკან წაიღებს ამაოდ თქმულ სალანძღავ სიტყვებს.თქვენ კი ნახავთ რამდენი საჩუქარი მოგიძღვნათ მან მომავალი ცხოვრებისთვის,- და თქვენ უფრო ადავილად აპატიებთ.

ყველასთან ნუ ისაუბრებ ღვთისმოსაობსა და კეთილ საქმეზე,რადგან მსგავსი მსგავსს უთანაგრძნობს,სხვისთვის კი სასაცილო აღმოჩნდება,რომ შენ მართლა კეთილი გსურს მისთვის.ჩუმად ილოცე და უფალი მიაგებს მას წყალობას.
სქერმონაზონი პართენი კიევველი


როცა გინდა ვინმეს გაკიცხვა,დაგმობა,ჯერ შენი ცოდვები გადაჩხრიკე.

კეთილი საქმეების ბოლო-სიყვარულია,ხოლო მანკიერების კიდე-ჩათვალო საკუთარი თავი წმინდანად.

ღვთისრჩეულად ადამიანი შეიცნობა იმის მიხედვით,რომ მას გამუდმებით ეგზავნება დარდი და მწუხარება.
ღირსი ნიკონი ოპტიმელი


ვინც სირცხვილის გამო სხვა მღვდელს ეტყვის აღსარებას და არ გაუმხელს მძიმეცოდვას თავის მოძღვარს,ის ქრისტეს მკვლელს გავს და მისი ცოდვა თავთან დაეწერება მომავალ ცხოვრებაში.

ლოცვისას არ ითხოვოთ-ღმერთო,მოგვეცი ესა და ის;არამედ ილოცეთ ასე: უფალო,ღმერთო ჩემო,შენ იცი,რა არის საჭირო ჩემი სულის გადასარჩენად და ის მომმადლე.

ცხოვრების ხე,სიცოცხლის ხე,რომელიც ზეცამდე იზრდება- თავმდაბლობა და სიბრძნეა
აბბა იპერხი


ნუ ისურვებთ სიმდიდრეს-ის არ მოგცემთ უფლის მცნებებით ცხოვრების საშვალებას.

ნუ გაგახარებთ თქვენი ძმის დაცემა,რამეთუ უფალი ხედავს შენს გულს და ამის გამო შენ მიგატოვებს.

სჯობს ცხოვრობდე ათას ადამიანთან ერთად სიყვარულით,ვიდრე მარტო გამოქვაბულში ბოღმით.

ვინც ზრუნავს ავადმყოფებზე და ღარიბებზე ,ის გათავისუფლდება მტანჯველი სიკვდილისგან,ხოლო ვისაც სძულს ისინი,განიდევნება ქრისტესაგან.

ჩვენი სული ყოველდღიურად ანგელოზსა და ეშმაკს შორისაა და ისინი ჩვენი სულისათვის იბრძვიან.გაიმარჯვებს ის,ვისაც შეუერთდება ჩვენი გულისთქმა,ე.ი. როდესაც ლოცვაზე ხარ ტაძარში ან სახლში,ან დღის განმავლობაში თქვენ შეიპყრობს ვნება,მაშინვე მიმართეთ პირჯვარს და სთხოვეთ მფარველ ანგელოზს გაგაშოროთ ის;მაშინ ანგელოზი მოგმადლებთ გვირგვინს.რამდენჯერაც განდევნეთ თქვენი გულიდან მტერი,იმდენი გვირგვინი მოგენიჭებათ.
აბბა ისაია


რომ არ არსებობდეს დამცირება და შეურაცხყოფა,არ იქნებოდა არცერთი წმინდანი;ვინც გაურბის განსაცდელს,ის გაურბის თავის მარადიულ ცხოვრებას.რისთვის მივიღებთ ჩვენ ჯილდოს,რომ არ გვჩაგრავდნენ? მჩაგვრელებს ჩვენ ჩვენი სულის კეთილისმყოფელად,მწყალობელად უნდა ვთვლიდეთ.

ყველა ადამიანი როდი იტანს დაუმსახურებელ ტანჯვას მომავალი ცხოვრების სასოებით,არამედ მხოლოდ წმინდანები,უბიწონი და გულით სუფთანი.

მორჩილ სულში უფალი მკვიდრობს;ე.ი. ბედნიერია ის ადამიანი ,რომელსაც აქვს მორჩილება.
წმინდა ანტონ დიდი


გულწრფელი მეგობარი გაჭირვების დროს იცნობა,მაშ,მიეხმარე მეგობარს გაჭირვებაში და ნუ მიატოვებ მას მწუხარების დღეს,თორემ იქნები ფარისეველი,პირმოთნე და თვალთმაქცი.

ისწრაფეთ უფლის მცნებების შესასრულებლად,თესეთ სიკეთის მარცვალი: როგორც ერთი მარცვლისგან მიიღება ასობით ნაყოფი,ასევე თქვენც მიიღებთ საზღაურს თქვენი საქმეებისათვის ზეცაში გამრავლებულს.

ეკლესიაში არ ისაუბროთ.
წმინდა ანტონ დიდი


წმინდა დღეები გაატარეტ წმინდა წერილის კითხვაში,არ მოერიდოთ სულისათვის სასარგებლო საუბრებს,იმიტომ რომ უფალი აგზავნის ანგელოზებს ყოველ სახლში იმის სანახავად,თუ რას აკეთებენ ადამიანები მისი ძის სადიდებლად,რომელიც ჩვენთვის ეწამა,ვინც ამ დროს უსარგებლოდ ატარებს მას უფალი განსჯის.

უგუნურია ის ,ვისაც გულში ღმერთი არ უყვარს.
აბბა ისაია
levamari
ადამიანის სული იმდენად მძიმეა რო მისი ტარება ერთ ადამიანს უჭირს...
makiki
მამა გაბრიელის დარიგებები




ჭეშმარიტ რწმენამ გულში უნდა დაისადგუროს,არაგონებაში.ანტრიქრისტესაც სწორედ ის გაყვება უკან,ვისაც გონებაში აქვს რწმენა,ხოლო ვისაც გულში აქვს რწმენა,ის შეიცნობს ანტრიქრისტეს.

თუ ცილი დაგწამეს,სიკეთი8ს წილ ბოროტება მოგიზღვეს,გულში ბოროტება არ ჩაიდო,შეუნდე დაგიხაროდეს რადგან ამით რამდენიმე საფეხურით უფალს მიუახლოვდი.

ჯერ უგუნური უნდა იყო,რომ მერე ბრძენი გახდე.


საშინელი განსაცდელი მოელის ყველას ,ვინც აბორტს იკეთებს,აკეთებს ან ამის ნებას იძლევა.სანამ დროა უნდა შეინანონ ცოდვები და განუწყვეტლივ ილოცონ ღვთის წინაშე,რომ ჩვილთ მკვლელობის ცოდვა მიეტევოთ.

ხშირად შენი თვალით ნანახსაც და შენი ყურით გაგონილსაც ნუ დაუჯერებ,შეიძლება ,ერთიც გატყუებდეს და მეორეც.

ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნეს.


შიში მხოლოდ ერთი უნდა გვქონდეს,ცოდვების შიში,და სხვა არაფრის გეშინოდეს.

ერის ადამიანი როცა ჭამს,უნდა ახსოვდეს მშიერი,გაჭირვებული,უძლური.ამაშია სასუფევლის პოვნა,მონაზონს კი ჭამის დროსაც ლოცვა მოეთხოვება.

ვინმეზე დიდი რომ გეგონოს თავი,საძაგელი ხარ უფლის წინაშე.

ადამიანი ისე უნდა ამხილო ,რომ გული სიყვარულით გქონდეს სავსე.

ყველა წესსა და კანონზე უპირატესი სიყვარულია.

ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე,სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს.სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს,სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს.

სიყვარულს ვერ დაიმკვიდრებ თავგანწირვის გარეშე.ღმერთს ლიტონი სიტყვები არ უყვარს,ღმერთს უყვარს საქმე,კეთილი საქმე არის სიყვარული.

ყველაფერი რომ გქონდეს და სიყვარული არ გაგაჩნდეს,ჩათვალე რომ არაფერი გაგაჩნია.

ერთი ადამიანც რომ გძულდეს,მისი სახიტ ქრისტე შეგიძულებია და სასუფევლისგან შორს ხარ.

ბოროტი კაცი როგორ შEვიყვარო? - ბოროტება,ცოდვა შეიძულეთ,თვით ადამიანი კი გებრალებოდეთ და გიყვარდეთ. ღმერთმა უწყის,ის, ვინც ჩვენ გვძაგს,ხვალ ლოცვით,ცრემლით,მარხვით და სინანულით განიწმინდოს და ანგელოზთა მსგავსი გახდეს.

შენ თუ არ იცი მოყვასის სულიერი მდგომარეობა,რჩევას ნუ მისცემ,იქნებ შენი რჩევით დაღუპო კიდეც.

შენ ნუ განიკითხავ მოსამართლე ღმერთია,განმკითხველი ჰგავს ცარიელ პურის თავთავს,რომელიც ყოველთვის თავაწეულია და ამის გამო სხვებს ზემოდან უყურებს.

ღმერთის წინაშე ცოდვა ზღვის კენჭივითაა,არ არსებობს ცოდვა,სინანულს რომ აღემატებოდეს.

დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი,გინა მეძავი გინა ლოთი მიწაზე ეგდოს,ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისას,რამეთუ მათი სადავეები ღმერთს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს.რომ მიგიშვას,უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები.როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში ,ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში,რაშიც განიკითხავ სხვას.
makiki
ჭკუის დარიგება ჩვენთვის უსარგებლო არ არის.თუ თქვენ იტყვით; "მსმენია ბევრი კარგი,მაგრამ ვერ ვასრულბ" ,- თესლს ხომ მაშინვე არ მოაქვს ნაყოფი.ადამიანი უცბად არ იზრდება.ასევე ჩვენც დროთა მსვლელობაში გავაკეთებთ კეთილ საქმეს.

დიდმაეხვისასა. უფლისთვის სათნოა ისეთი მარხვა,როცა ჩვენ ადამიანებთან კეთილი განწყობა გვაქვს.მტერი ცდილობას გავკადნიერდეთ,გავბოროტდეთ და ამით სული დავიზიანოთ,ვიდრე მივიღოთ სარგებელი. კისერი რკალისებურად რომ მოვხაროთ და თავზე ფერფლი დავიყაროთ,ამგვარ მარხვას უფალი არ მიიღებს.

წმინდა კონონმა ვნებიანი აზრების გამო მონასტერი დატოვა და აი შეხვდა იოანე ნათლისმცემელი,რომელმაც კითხა - სად მიდიხარ? წმინდა კონონმა მიუგო : ვეღარ ვუძლებ ვნებიან ფიქრებს. მაშინ წმინდა იოანე ნათლისმცემელმა დალოცა და უთხრა : წადი მონასტერში ,ეს ვნება აღარ გექნება,მაგრამ აღარ გექნება არც ჯილდო.
ამ სიტყვებით სწავლებაა,რომ ვნებიან აზრებს თუ დავამარცხებთ,ამისთვის ჯილდოს მივიღებთ.

დაიმარხე გულში, რომ შენი ცოდვები ჰგავს მორს,შენი ძმის ცოდვები კი- პატარა ტოტს.
წმინდა პიმენი დიდი.
lingvo
მცონარებაზე (სიზარმაცეზე)

ყოველი აღსასრულებელი საქმის დაწყებას ნუ დააყოვნებ, იმიტომ, რომ პირველი ხანმოკლე დაყოვნება მიგვიყვანს მეორე, უფრო ხანგრძლივ დაყოვნებამდე, მეორე - მესამემდე, კიდევ უფრო ხანგრძლივამდ და ა.შ. ამის გამო საქმე იწყება ძალიან გვიან და არ ესწრება დროულად ან სრულიად მიტოვებულია, როგორც მძიმე ტვირთი. თუკი ერთხელ დაიგემოვნე უსაქმურობა, შეგიყვარდება კიდეც, შეგიყვარდება საქმიანობაზე მეტადაც, ხოლო როდესაც მოიკლავ ამ სურვილს, თანდათან ჩვევად გექცევა - არ აკეთო, ან მცონარებაში შთავარდები ან უსაქმურობის ვნება იმდენად დაგეუფლება, რომ ვეღარ გაიგებ, როგორი უმსგავსო და დამღუპველია იგი შენთვის. მხოლოდ მაშინ, როდესაც მცონარებით დამძიმებული, შერცხვენილი ისევ მთელი მონდომებით შეუდგები საქმის კეთებას, დაინახავ, როგორი დაუდევარი იყავი მანამდე და რამდენი სასაარგებლო საქმე დაუტევე აღუსრულებელი, უსარგებლო „რაც მინდა, იმას გავაკეთებ“ გამო.
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

უწყოდე, თუ კი გონებით არ იმოქმედებ და არ შეებრძოლები სიმძიმისა და სიძნელის შეგრძნებას, რომელსაც მტერი წარმოგიდგებს აღსასრულებელ საქმეთა გამო, მაშინ დაუდევრობა საბოლოოდ დაგრევს ხელს და არა მარტო მაშინ, როცა საქმე გაქვს შესასრულებელი, არამედ როდესაც ჯერ კიდევ შორს მოსჩანს იგი, გექნება ისეთი გრძნობა, თითქოს მთა გაწევს მხრებზე, დამძიმდები და დაიტანჯები. ასე იქნები მოსვენების დროსაც, არ გექნება სიმშვიდე და საქმის გარეშეც თავს დამძიმებულად იგრძნობ.
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

შენი ცხოვრების ყოველი ჟამი ღმერთისთვის სათნოდ წარმართე. მუდამ გახსოვდეს, რომ აწინდელი დღის შემდეგ დრო აღარ მოგეცემა და განვლილი ცხოვრების ყოველი წუთისათვის პასუხი უნდა აგო. შეუფასებელია ის ჟამი, რომელიც შენს ხელთ არის და თუ ამაოდ დაფლანგავ, მოვა დრო, ძებნას დაუწყებ და ვეღარ ჰპოვებ.
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

„მოიღვაწე ღვაწლი იგი კეთილი“ (1 ტიმ. 6,12), რამეთუ ხშირად მომხდარა, რომ ერთი საათის შრომას სამოთხე მოუპოვებია და პირიქით, დაუდევრობის გამო ერთ საათში დაუკარგავთ იგი.
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

სხეული ჩვენი ხანგრძლივი შრომით უნდა დავიმორჩილოთ, რათა მისით საცთურს არ ვეწიოთ.
წმ. ანტონი დიდი

განუწყვეტლივ მღვიძარე იყავ სულით, რათა მცონარება არ დაგეუფლოს და გულმოდგინებას არ მოაკლდე.
წმ. ანტონი დიდი

უკეთუ უდებ ხარ და მცონარ, მოიხსენენ, რომელმან იგი ქანქარი ქვეყანასა დაჰფლა და რაი-იგი შეემთხვია, და განიღვიძო ძილისა მისგან უდებებისა.
წმ. იოანე ოქროპირი

სიკვდილამდე უნდა ვიღვაწოთ, რადგან, ვინც მიატოვებს მოღვაწეობას, მგლის ლუკმა გახდება
წმ. ისააკ ასური

მაცდურთან ბრძოლაში არასოდეს არ შეიძლება იარაღი აიყარო და ძილს მისცე თავი. ვისაც დაჭრა არ სურს, მან ორიდან ერთი უნდა აირჩიოს: ან იარაღი მოიხსნას, დაეცეს და დაიღუპოს, ან მუდამ შეიარაღებული იდგეს და ფხიზლობდეს. მტრის ურიცხვი ლაშქარი თვალყურს ადევნებს ჩვენს დაუდევრობას და გაცილებით მეტად ზრუნავს ჩვენი დაღუპვისათვის, ვიდრე ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი ცხონებისათვის. მტერთან ბრძოლას განსაკუთრებით აძნელებს ის, რომ იგი უხილავია და მოულოდნელად გვესხმის თავს.
წმ. იოანე ოქროპირი

უდებებით თავნებობა იკვებება, ამპარტავნება და დაკისრებულ მოვალეობათა სიძულვილი იბადება.
ბერი იოსები (ისიხასტი)

ამ ხანმოკლე სიცოცხლეში შრომა შეიყვარე, რათა საუკუნოდ განისვენო.
წმ. ეფრემ ასური

დაე, საუკუნო ცეცხლის ხსენება შენთან ერთად იძინებდეს და იღვიძებდეს და უდებება არასოდეს შეგიპყრობს.
წმ. იოანე სინელი

ნუ უსმენ ეშმაკს, როცა ჩაგჩურჩულებს: ახლა მე მომეცი, ღმერთს კი მისცემ ხვალ. არა, არა, არამედ მუდამ ღმრთის სათნოდ იცხოვრე, გახსოვდეს, რომ სხვა დრო არ მოგეცემა და თითოეული ამჟამინდელი წამისათვის პასუხს მკაცრად აგებ. გახსოვდეს, რომ დრო, რომელიც შენს ხელთაა, ძვირფასია. დაკარგულად ჩათვალე ის დღე, როცა თუმცა კეთილ საქმეებს აკეთებდი, მაგრამ შენს უკეთურ მიდრეკილებებსა და სურვილებს არ სძლევდი.
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

არაწმიდა დემონები შეეჩვივნენ იმათთან ყოფნას, და უმეტესად აშფოთებენ იმათ, რომელნიც თავს სიზარმაცით იუძლურებენ და ლოცვაში დაუდევრობენ.
ღირსი მამა ნილოს სინელი
svani89
მამა გაბრიელის რჩევები

* ღმერთი დაუსაბამო სიკეთე ,დაუსაბამო სიმართლე და სიყვარულია. ვისაც სიკეთე და სიმართლე უყვარს,მას ღმერთი უყვარს და ღმერთიც, ვით საკუთარ შვილს, ისე შეიყვარებს.

* ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს . სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს.

* ჯერ არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომელმაც ახსნას ბოლომდე, თუ რა არის სიყვარული და რასაც ვერ ჩასწვდები და ვერ გაიგებ, არც უნდა ეცადო.

* ერთი ადამიანიც რომ გძულდეს, მისი სახით ქრისტე შეგიძულებია და სასუფევლისაგან შორსა ხარ..

* სიყვარულით ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ ვერ შესძელი ყველას სიყვარული, კეთილი მაინც ყველასთვის უნდა გინდოდეს.

* როდესაც კეთილ საქმეს აკეთებ, ერთი საფეხურით ადიხარ, როდესაც სცოდავ, ჩამოდიხარ. ასეთი სვლაა მთელი ცხოვრება ..

* შენს გაკეთებულ ჯვარსა და ხატზე რომ სხვა ილოცებს ნახევარი მადლი შენზე გადმოდის ..

* თუ არ იცი მოყვასის სულიერი მდგომარეობა, რჩევას ნუ მისცემ,იქნებ შენი რჩევით დაიღუპოს კიდეც..

* იცხოვრე ისე, რომ მარტო ღმერთს კი არა, ადამიანებსაც უყვარდე. ამაზე დიდი არაფერია .

* ღმერთის სახელს როცა ახსენებ , ფეხზე უნდა წამოდგე და პირჯვარი გადაისახო.

* გული ვისგანაც მოგეცა, იმასვე ეკუთვნის.

* უფალი არ ტოვებს ადამიანს, ადამიანი ტოვებს უფალს, ჯოჯოხეთი უფლისაგან განშორებაა.

* ნუ ზრუნავთ ხორცისათვის, იზრუნეთ სულისათვის, სული გადაირჩინეთ. ვინც ენასა და მუცელს სძლია, ის უკვე სწორ გზაზე დგას.

* უფალი სხვის უბედურებას იმიტომ გვიჩვენებს, რათა ილოცოთ მისთვის, დაეხმაროთ მას. ამით სიყვარულს გვასწავლის.

* ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე , სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს!!!

* როდესაც განიკითხავ სხვას, ესე იგი ღმერთს განიკითხავ. თუ კაცმა შესცოდა და განიკითხე, მერე რომ მოინანია და ღმერთმა მიუტევა, შენ დაინახე??

* რასაც კეთილი საქმისათვის გასცემ, ღმერთი ასწილ მოგიზღავს !

* მიწიერი ადამიანის გაღმერთება არ შეიძლება.

* უმართებულო ბრძანების გამცემი უფრო სცოდავს, ვიდრე შემსრულებელი.

* ღმერთის წინაშე ყოველი ცოდვა ზღვის კენჭებივითაა, არ არსებობს ცოდვა სინანულს რომ აღემატებოდეს.

* უფალი დაამდაბლებს და უფალი აღამაღლებს. როცა თავი ვინმეზე კარგი მგონია, თავზე რკინის რგოლს ვიკეთებ, ფეხშიშველი გამოვდივარ .ხალხი რომ მიყურებს და იცინის, მაშინ ვმდაბლდები, ვხედავ ჩემს თავს, რა ნაგავიც ვარ.

* ვინც დაიმდაბლოს თავი თვისი , იგი ამაღლდეს!!!

* ჯერ ღმერთია მკურნალი ,მერე ექიმი. მუშაკი ღირსია სასყიდლისა. რომელი არა მადლობენ ექიმსა, არა მადლობენ უფალსა. ექიმის ხელი და გონება ღვთისათვის სათნო საქმეს აკეთებს.

* იმისთვის ხარ ამ ქვეყანაზე, რომ რაც შეიძლება ბევრი სიკეთე აღასრულო.

* საჭმელზე მეტად ადამიანების სიყვარული უნდა გშიოდეს და ღვინოზე მეტად მათი სიყვარული უნდა გწყუროდეს.

* ქრისტიანს წუწუნი არ შეჰფერის, რადგან ქრისტემ პირველმა გაიარა გზა დამცირებისა და შემდეგ ამაღლებისა, ეს ყველა მისმა მიმდევარმა უნდა იცოდეს.

* ღმერთი უმაღლესი განგებით სცდის ადამიანებს.

* შენი განსაცდელი, შენს უსჯულოებაშია, ღმერთს პატიება სთხოვე და ისე ახსენე მისი სახელი.

* ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნეს.

* სიმართლის თქმის უფლება ცოდვილსაც აქვს. ცოდვილმა რომ მისი ცოდვების გამო სიმართლე დამალოს და არ თქვას, მის ცოდვებს ესეც დაემატება და კიდევ უფრო მეტად დაისჯება.

* უხერხულია ვინმესგან მოითხოვო ის, რაც არ მოგიცია მისთვის.

* ცუდია, როცა ენა წინ გისწრებს, ჭკუა კი უკან გრჩება.

* პირობის დარღვევა დიდი ცოდვაა.

* არასოდეს იმართლო თავი, შენი ნებით არაფერი გააკეთო. ყოველი საქმე და გულმოდგინე ლოცვა მსხვერპლსავით შესწირე ღმერთს.

* შიში მხოლოდ ერთი უნდა გქონდეს, ცოდვების შიში და სხვა არაფრისა გეშინოდეს .

* ვინმეზე დიდი რომ გეგონოს თავი, საძაგელი ხარ უფლის წინაშე.

* თვალი გულის სარკეა, თუ სულს არ უნდა ცუდისაკენ არ გაიხედავს.

*ჭეშმარიტი აღმსარებლობა მარტო აღსარების ჩაბარება არ არის. მორწმუნე ხარ, მაგრამ რწმენამდე ბევრი გიკლია. ათჯერ უნდა დაეცე და ადგე. ცოდვილი ხარ, ეგ არაფერი, არა არს ცოდვა სინანულს აღემატებოდეს.

* სარწმუნოებასთან ერთად სიმტკიცე თუ არ გაქვს არაფრად ვარგიხარ.

*თუ შენს სარწმუნოებას აგინებენ, შენ კი იქ დგახარ და ხმას არ იღებ, ვეჭვობ, იმ ურწმუნოზე უარესი არ იყო.

* თუ სარწმუნოების დაცვაა საჭირო და არ იცავ, სული იღუპება. სარწმუნოების გამო თუ მოგკლეს, პირდაპირ შედიხარ სასუფეველში.

* როცა იპარავენ , ქურდობის ცოდვაში ვარდებიან, თუ სიწმინდეს იპარავენ, უფრო დიდი ცოდვაა.

* თუ ხედავ რაიმეს იპარავენ და არ შეგიძლია წინააგმდეგობის გაწევა, არ ჩაერიო, ილოცე “მამაო ჩვენო“. ქურდობის ცოდვას მკვლელობას ნუ დაამატებინებ , მოყვასზეც იფიქრე.

* ლოცვა მიცვალებულისთვის საჭიროა თვით მლოცველისთვისაც.

* არის ისეთი ფული, რომელშიც იუდას ცილი დევს. თუ ასეთი ფული შემოგწირეს, ნუ აიღებ, დამღუპველია, აუცილებლად ჩაგაგდებს ცოდვაში და მდგომარეობიდან ვეღარ გამოხვალ.

* ცხოვრებაში ისეთი ცოდვა არ არსებობს, რის შენდობაც უფალს არ შეეძლოს აღსარება-ზიარების გზით.

* ღვთის გმობა ის არის, როცა ადამიანი ღვთის რწმენით, ეკლესიურად არ ცხოვრობს.

* მოწყალება ოქროა, მოთმინება კი ბრილიანტი.

* უტიფარია ადამიანი, ვინც თავის ცოდვებს ვერ ხედავს და თავი მოაქვს. ყოველი ამაყი და ამპარტავანი გულითა, საძაგელი არს უფლის წინაშე.

* თუ არ დაეცი, ღვთის ძალას ვერ შეიცნობ. მე რომ ცოდვილი არ ვიყო, ცოდვილებს რა შემაყვარებდა.

* კაცმა გზა თვითონ უნდა დაილოცოს თავისი კეთილი გადაწყვეტილებით. როგორც ივლი, გზაც ისეთი გექნება, ადამიანს ღმერთმა თავისუფალი ნება მისცა... მე რა უფლება მაქვს ან ასე ვთქვა, ან ისე.

* შენ უფალმა მართლმადიდებლად გაგაჩინა, მთავარია შენ მტკიცედ იდგე შენს სარწმუნოებაზე, არ ცდუნდე. სხვა აღმსარებლობის ადამიანი ცხონდება, თუ არა, იმათ უფალი მიხედავს.

* ვინც აღდგომის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეულის დღეებში თავის ცოდვებზე იტირებს, ის იუდაზე უარესია.

* სინდისი პატარა ღმერთია. ძილის წინ კარგად დააკვირდი შენს საქციელს მთელი დღის განმავლობაში, რას აკეთებდი, რა არ მოგეცონება, სად სცოდე, რა არ უნდა გეთქვა და სხვა, ანგარიში ჩააბარე შენს თავს, მუდამ ყურადგებით და ფხიზლად იყავი შენი თავის მიმართ.

* საშინელი განსაცდელი მოელის ყველას, ვინც აბორტს იკეთებს, აკეთებს ან ამის ნებას იძლევა. სანამ დროა უნდა შეინანონ ცოდვები და განუწყვეტლივ ილოცონ ღვთის წინაშე, რომ ჩვილთ მკვლელობის ცოდვა მოიტევოთ.

* არასოდეს უღალატოთ ღმერთს, სადაც ღმერთი და სიბრძნეა განსაცდელი ყოველთვის დიდია, ბოლომდე მოითმინე და თუ შესძლებ ბოლომდე დათმენას, სამოთხის კარი გაგეღება.

* დიდ სიწმინდეს მუდამ ახლავს დიდი მადლი, რომელსაც გარშემო აკრავს დიდი წრე. ამ წრეს ბოროტება ვერ ეკარგება.

* ადამიანს ერთხელ უთხარი, ორჯერ, სამჯერ და თუ ვერ გაიგო, დაანებე თავი.

* საქართველო უნდა გაბრწყინდეს, მაგრამ დიდი ტანჯვა უნდა გამოიაროს, როცა იტყვიან აი, მორჩა, მაშინ განათლდება და გაბრწყინდება.

* მარად მკვდარი არ გეგონოთ, მე საფლავში ცოცხალი ვიქნები. ბოდბეში წმინდა ნინო წევს გაუხრწნელად და მირონი სდის და აი, აქ მე ვიქნები. მე რომ გარდავიცვლები , აქ ნახევარი საქართველო მოვა.

* ჩემი ჯვარი სრულიად საქართველო და ნახევარი რუსეთია ..

* აღსარება ღვთის იმხელა საიდუმლოებაა, რომ ადამიანის გონება ვერ ჩასწვდება მასში. ის ღვთის ყველაზე დიდი წყალობაა დედამიწაზე.

* როგორც კი შესცოდავ, მაშინვე შეინანე.

* თუ ოჯახის შექმნა გინდა, იქორწინე, მხოლოდ იცოდე ყველა წესის დაცვით.

* თუ შენ ლოცულობ და ამ დროს მოგადგა ვინმე გაჭირვებული და გთხოვა დახმარება, შენ რომ არ მიეხმარო და უთხრა: ვლოცულობ, დავამთავრებ და მერე მოგხედავო, აი, ასეთი ლოცვა ღმერთს არ სჭირდება, ასეთ ლოცვაზეა ნათქვამი, ლოცვა ცოდვად შეერაცხაო.

* ღვთის სახელის ხსენება უმიზეზოდ არ შეიძლება, ხშირად რომ ახსენებ მესამე მცნება ირღვევა.

* ღვთის განგების იმედი არასოდეს დაჰკარგო!!!

* ილოცეთ ყველასათვის, ამას გიტოვებთ ანდერძად. ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს.

* “ ზღვები დაშრება, მთები დაიშლება, ქრისტეს დიდება არ მოიშლება.”

* სიყვარულს ვერ დაიმკვიდრებ თავგანწირვის გარეშე. ღმერთს ლიტონი სიტყვები არ უყვარს, ღმერთს უყვარს საქმე, კეთილი საქმე არის სიყვარული.

* გიყვარდეთ ერთმანეთი, საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. ბოლო ჟამია, თქვენ ანტიქრისტეს მოესწრებით, უფალი მოგთხოვთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულს, ვინც შეინარჩუნებს, ის გადარჩება. ანტიქრისტე ყველგან გამეფდება, მხოლოდ საქართველოში ტახტს ვერ დაიდგამს.

* შინაგანი ტანჯვის გზით უნდა მიაღწიოს ადამიანმა რწმენამდე და მოიპოვოს სიყვარული.

* ბოროტი კაცი როგორ უნდა შევიყვაროთ? – ჰკითხეს ბერ გაბრიელს. ბოროტება, ცოდვა შეიძულეთ, თვით ადამიანი კი გებრალებოდეთ და გიყვარდეთ. ღმერთმა უწყის, იქნებ ის ვინც ჩვენ დღეს გვძაგს, ხვალ ლოცვით, ცრემლით, მარხვით და სინანულით განიწმინდოს და ანგელოზთა მსგავსი გახდეს. ბევრი ყოფილა ასეთი შემთხვევა.

* შენი მტერი უნდა გიყვარდეს, ხოლო ქრისტეს მტერი როგორ უნდა შეიყვარო?! მაგრამ არ უნდა გძულდეს და აქედან მოდის სიყვარული.

* ვინც ცდილობს მოყვასის სიკეთისათვის, ის არგებს ჯერ საკუთარ თავს და მერე სხვას.

* მარხვა ცოდვების სინანულია, როცა საჭმელი არ გახსოვს.

* ყველას უკან თავისი სარკე აქვს და იქ ჩანს მათი ცოდვები.

* კარგად დაიმახსოვრე, ვინ სად გარბის შენი საქმე არ არის, შენ დაჯექი და შენ ცოდვებზე იტირე.

* როდესაც საჭმელს ჭამ უნდა გახსოვდეს, მშჰიერი, მცყურვალი, გაჭირვებული, ამაშია სასუფევლის პოვნა.

* ჯვარშია მთელი ძალა!!!

* თუ ღვთის მცნებებს არ იცავთ, ნუ დაღლით უფალს ბევრი ლოცვით, არ მოგისმენთ და ლოცვა ცოდვად შეგირაცხებათ.

* წმიდა წინასწარმეტყველების ენუქისა და ელიას ბრძოლას ანტიქრისტესთან ტელევიზიით გადასცემენ.

* ნეტავ შეიცნოთ ღმერთი, ნეტავ გაუგოთ ღმერთს!!
lingvo
ღმერთზე

მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის.
ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი.
წმ. ეფრემ ასური

ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე.
წმ. იოანე ოქროპირი

გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ.
წმ. ისააკ ასური

უფლის გარეშე არა მხოლოდ ქალაქი და ადამიანის სახლი, არამედ ჩიტის ბუდეც არ შენდება.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში.
წმ. ტიხონ ზადონელი

როცა ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები, გაიხსენე, რომ ყოვლადძლიერი ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე სწორედ მას სათნო ეყო და არა - ძლიერთა ამა სოფლისათა.
წმ. ანტონი დიდი

ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

ვინც ღრმად შეიცნო ღმერთი, მისკენ მიილტვის, ვინც მცირედ შეიცნო – ხან პოულობს, ხან კარგავს. ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, დასცინის მას. ისინი ამბობენ: ღმერთი კი მწამს, მაგრამ მღვდელი და ეკლესია არ მომწონსო. ფუჭი და ამაოა ეს სიტყვები. თუ ადამიანს უყვარს სიმღერა, მომღერალს სცემს პატივს, თუ პოეზია უყვარს, პოეტს მიაგებს პატივს, ღმერთი თუ უყვარს, ყველაფერს პატივს მიაგებს, რაც ცისქვეშეთში ადიდებს უფალს – ეკლესიასაც და ღვთისმსახურსაც. ეს არის ნიღაბი. ვერ ამბობს ასეთი ადამიანი, ათეისტი ვარო, ამიტომ სათქმელს ასე ნიღბავს.
ეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია)

lingvo
თამბაქოს წევაზე

ადამიანმა დაამახინჯა თვით ხორციელი სიამოვნებანიც კი... გემოსათვის, ნაწილობრივ კი სუნთქვისათვის, მან გამოიგონა და თითქმის განუწყვეტლივ უშვებს მძაფრსა და სუნიან ბოლს, მოაქვს რა იგი როგორც მუდმივი შესაწირავი სხეულში მცხოვრებ დემონისათვის, ამ ბოლით მსჭვალავს თავისი საცხოვრებლის და მის გარეთ არსებულ ჰაერსაც, უწინარეს ყოვლისა კი, თავად იმსჭვალება ამ ბილწი სურნელით, - და აი, განუწყვეტელმა გაუხეშებამ საკუთარი გრძნობისა და გულისა, რომელსაც მუდმივად ბოლი ნთქავს, არ შეიძლება არ იმოქმედოს გულისმიერ გრძნობათა სიფაქიზეზე, იგი სძენს მას ხორციელ, უხეშ და გრძნობისმიერ ხასიათს.
წმიდა მართალი იოანე კრონშტადტელი

თამბაქო ადუნებს სულს, ამრავლებს და აძლიერებს ვნებებს, აბნელებს გონებას და ანგრევს ჯანმრთელობას ნელი სიკვდილით. გაღიზიანებადობა და სევდა - ეს შედეგია თამბაქოს წევისაგან ავადმყოფურად განმცდელი სულისა.
ღირსი ამბროსი ოპტინელი

როდესაც ადამიანი ეწევა, მისი სული უკვე დემონური ძალების ტყვეობაშია. იცოდეთ, რომ (მსოფლიო) წარღვნამდე არც თუ ისე დიდი ხნით ადრე, ადამიანები თან დაატარებდნენ წყლით სავსე პატარა დოქებს: ერთმანეთს სთავაზობდნენ ამ წყალს. მათ არც კი უწყოდნენ, რომ წყლით დაიღუპებოდნენ. დღეს კი ყველას ჯიბით ასანთი ან სანთებელა ე.ი. ცეცხლი დააქვს. პირველი სამყარო უსჯულოებისათვის წყლით განადგურდა, ახლანდელი კი ცეცხლით განადგურებისათვის ემზადება, ამიტომაა რომ ბევრი ეწევა და ჩვენ დავიწვებით, ფერფლად ვიქცევით.
არქიმანდრიტი ამბროსი (იურასოვი)

თვალშისაცემია სიმდაბლე და უსუსურობა დამწყებ მწეველთა მოტივებისა - სურვილი მოიქცნენ ისე, როგორც ყველა, დაცინვის შიში, სხვის თვალში ამაღლების სურვილი. ეს ერთდროულად ლაჩრისა და გაიძვერას ფსიქოლოგიაა. ამას მოჰყვება გაუცხოება ოჯახთან და მეგობრებთან. ესთეტიკური თვალსაზრისით ეს უმსგავსობაა, განსაკუთრებით აუტანელი ქალიშვილებში. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კი - თამბაქოს წევა კარს უხსნის ყველაფერს აკრძალულს, მანკიერს.
თამბაქოს წევა და ყოველგვარი ნარკოზი ახშობენ ჩვენს გრძნობას სიწმინდისა და უბიწოებისადმი. პირველი სიგარეტი - ეს პირველი დაცემაა, უმანკოების დაკარგვა. არა ცრუ პურიტანობა, არამედ უშუალო გრძნობა და ღრმა რწმენა მიბიძგებენ ეს ვთქვა. ჰკითხეთ ნებისმიერ მწეველს და დარწმუნდებით, რომ თამბაქოს წევის დაწყება მისთვის რაღაც თვალსაზრისით დაცემა იყო.
მამა ალექსანდრე ელჩანინოვი

ოჯახზე, ქორწინებაზე, ბავშვებზე

ჯობს ხშირად ღმერთს ელაპარაკო შენი შვილის შესახებ, ვიდრე შვილს ღმერთის შესახებ.
ყმაწვილის სულს თავისუფლება სწყურია, ამიტომ ძნელად ეგუება ნაირ-ნაირ დარიგებას. იმის მაგივრად, რომ გაუთავებელი ჭკუის სწავლებით თავი აბეზრო და ყოველი წვრილმანისათვის ლანძღო, ეს საქმე ქრისტეს მიანდე, ღვთისმშობელს და წმინდანებს და მათ თხოვე მისი გამოსწორება. ბავშვს ისე მოექეცით, როგორც კვიცს ექცევიან: ხან მიუშვებენ, ხან მოწევენ სადავეს. როცა კვიცი წიხლებს ისვრის, ხელს ნუ შეუშვებ სადავეს, ოდნავ მოუშვი, თორემ აღვირს გაწყვეტს. მაგრამ როცა დამშვიდებულია, მოჭიმე სადავე და წაიყვანე იქით, საითაც გსურს.
მშობლებს უნდა უყვარდეთ შვილები, როგორც შვილები, და არა როგორც კერპები, ე.ი. ბავშვი უნდა გიყვარდეს ისეთი, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც გინდა იყოს: შენი ორეული.
ათონელი ბერი ეპიფანე

გარეგნულმა სილამაზემ, - წერს წმ. იოანე ოქროპირი, - მიჩვევა იცის და დროთა განმავლობაში მის მიმართ ინტერესი იკარგება, ხოლო მშვენიერება სულისა პიროვნებას ყოველდღიურად განმაახლებელ ძალას ანიჭებს და მიმზიდველს ხდის მასთან ურთიერთობას. ამ სილამაზეს ვერც ავადმყოფობა, ვერც სიბერე ვერ წაშლის.“ღვთისმოშიშება, თავმდაბლობა, სიბრძნე, კეთილზნეობა... – ის თვისებებია, რომელიც კარგი ოჯახის არსებობისათვის აუცილებელ საფუძველს ქმნის. ამიტომაც თავიდანვე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ ვის ირჩევს ადამიანი ცხოვრების თანამგზავრად. ასევე გასათვალისწინებელია ის წინაპირობანი, რაც განსაზღვრავს ამ კავშირს. თუ ოჯახის შექმნას მხოლოდ ხორციელი ვნება ან ანგარება განსაზღვრავს, იგი, ფაქტობრივად, თავიდანვე განწირულია დარღვევისათვის, რადგან მიწიერ, წარმავალ ღირებულებებზეა დაფუძვნებული.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ჩვენ დამჯერე შვილები გვინდა გვყავდეს, ჩვენ თვითონ კი არ გვინდა ღმრთის დამჯერენი ვიყოთ.
აბბა აღათონი

არც მამაკაცს და, მით უმეტეს, არც ქალს არა აქვს ქორწინებაში ერთმანეთზე აბსოლუტური ძალაუფლება. ერთის ნების მეორეზე ზეწოლას, თუნდაც სიყვარულის სახელით, მივყავართ სიყვარულის სიკვდილამდე. და აი, ჩნდება კითხვა: უნდა დავემორჩილო ასეთი ძალადობის ზეწოლას, როცა არის საშიშროება ყველაფერ ძვირფასის განადგურებისა? უბედურ ქორწინებათა უსასრულო რაოდენობა სწორედ იმითაა გამოწვეული, რომ თითოეული მხარე თვლის თავს იმის მესაკუთრედ, ვინც უყვარს. თითქმის ყველა სირთულე ქორწინებისა აქედან მოდის. ქორწინების უდიდესი სიბრძნეა, მისცე თავისუფლება მას, ვინც გიყვარს. ჩვენი მიწიერი ქორწინება ზეციურის მსგავსია, იქ კი სრული თავისუფლებაა.
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი

ოჯახი უნდა იყოს სახლი სათნეობისა და სახლი სიყვარულისა.
ღირსი იოსებ ოპტინელი

სადაც სურვილია დატკბობისა, იქ სიყვარული არ არი; სიყვარული ტანჯვაა; „ტანჯვაა ვალი და სხვერპლი უზომო სიყვარულისა“ - ამბობს ერთი ჩვენი ქართველი პოეტი. მართალიც არი!.. სიყვარულში თვითონ სიყვარული უნდა ეძებოს კაცმა, სიყვარულში თვით სიყვარული უნდა უყვარდეს სიყვარულისთვის კაცსა და არა რაიმე სურვილისთვის. სადაც გამოერევა ადამიანის „მე“, იქ უთუოდ უნებლიედ წარმოსდგება მონებაცა ერთისა მეორეზედ. უფრო უძლურმა უნდა დაუთმოს უფრო ძლიერს, იქ იქნება დესპოტობა, მონება და არა სრული ერთხმოვანი გარმონია ორთა თანასწორთა სულთა, რომელთა შეერთება შეიქმს ხოლმე ერთ დაკარგულს ერთარსებასა; უნდა დაივიწყო შენი „მე“ და შეერთდე იმის „მესთან“; მაშინ აღსრულდება მნიშვნელობაც სიყვარულისა, მაშინ გადაიშლება მთელი ზღვა ტანჯვისა...
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

ბავშვის ბუნება საიდუმლოთა საიდუმლოა. ბავშვი იგივ ადამიანია და მით უფრო ძნელი საცნობელია, რომ ძნელ წასაკითხ ქარაგმით დაწერილია, თუ ესე ითქმის, და არა სხვილ და სრულ ასოებით, როგორც დამთავრებული კაცი. არ უნდა გვიკვირდეს, რომ რასაც დიდ მდინარეში ვპოულობთ, იმას მის სათავეშიაც ვხედავთ. ბავშვი სათავეა, დასაწყისია დიდი ადამიანისა.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
ANA
იპოვე საკუთარი გულის კარი და მიხვდები, რომ ის ცათა სასუფევლის კარია“.

წმიდა იოანე ოქროპირი


"ნუ განიკითხავ მოყვასს: მისი ცოდვა ცნობილია შენთვის, ხოლო სინანული არა."

ამბა დოროთე
( ძალიან მიყვარს ეს გამონათქვამი)




როდესაც ცას ღრუბელი გადაეყრება, მზე კარგად მაშინ გამოჩნდება, ხოლო სული მაშინ იხილავს საღმრთო ნათელს, როცა ძველი ცოდვებისაგან განიწმიდება.

წმ. იოანე სინელი, კიბისაღმწერელი


როდესაც ცას ღრუბელი გადაეყრება, მზე კარგად მაშინ გამოჩნდება, ხოლო სული მაშინ იხილავს საღმრთო ნათელს, როცა ძველი ცოდვებისაგან განიწმიდება.

წმ. იოანე სინელი, კიბისაღმწერელი
lingvo
"მარადიულ წყვდიადში" - წმიდა მამათა განმარტებანი http://allshares.ge/download.php?id=C1875ED226
makiki
ნუ მოგერიდებათ რომ ყოველთვის და ყველაფერს ჯვარი გარდასახოთ, სადაც არ უნდა იყოთ და ვისგანაც არ უნდა იღებდეთ რამეს. წმინდანს და მორწმუნეს ეს არასდროს ეწყინება, რადგან ამაში შენს რწმენას დაინახავენ. ურწმუნოს აზრი კი შენ არ უნდა გაინტერესებდეს. ბერი გაბრიელის ნამბობიდან

ისწრაფეთ შერიგებისა და ერთსულოვნებისაკენ. ისწავლეთ ერთმანეთის მოსმენა და პატიება, ისწავლეთ საკუთარი ცოდვებისა და შეცდომების დანახვა და სინანული და თქვენი ცხოვრება სწორი გზით წარიმართება.
უწმინდესი და უნეტარესი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმასზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად გადატანას.
თუ ბედნიერი ხარ, წარმოიდგინე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას.
როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა ღირსეულად გადაიტანო ძაგება.
და მთელი ცხოვრების მანძილზე იფიქრე, როგორ შეხვდე ღირსეულად სიკვდილს.
წმ. ნიკოლოზ სერბი
ekaterina
სასწორის ერთ პინაზე რომ დავდოთ მრავალი კეთილი საქმე, მეორე მხარეს კი მდუმარება, მას მდუმარება გადაწონის- წმინდა ისააკ ასური
lingvo
არ გამოიცნობა მეგობარი სიკეთეში და არ დაიფარება მტერი გასაჭირის ჟამს.
(ზირ. 12,8)

მდიდარმა უსამართლობა ჩაიდინა და თვითონვე იმუქრება; გლახახი შეურაცხყვეს და თავად ივედრება შეწყალებას.
(ზირ. 13,3)

საძულველია თავმდაბლობა ამპარტავანისათვის; ასევე საძულველია მდიდრისათვის ღარიბი.
(ზირ. 13,20)

ადამიანის წინაშეა სიცოცხლე და სიკვდილი და რომელსაც მოისურვებს, ის მიეცემა.
(ზირ. 15,17)

თუ სიბრძნე გსურს, მცნებები დაიცავი და უფალი მოგმადლებს მას.
(ზირ. 1,26)

შვილო, მამაშენს სიბერეში შეეწიე და ნუ დაამწუხრებ მას სიცოცხლეში.
თუ გონება მოაკლდეს, გულმოწყალება იქონიე და მთელი შენი ძალით ნუ შეურაცხყოფ მას,
რადგან მამის შეწყალება არ დაგეკარგება და ცოდვათა მიუხედავად აშენდები.
შენი გასაჭირის დღეს გაგიხსენებენ და როგორც ყინული სიცხისაგან, ისე დადნება შენი ცოდვები.
მამის მიმტოვებელი ღვთის მგმობელია და დედის განმარისხებელი დაწყევლილია უფლისაგან.
(ზირ. 3,12-16)

განსაცდელი ქედმაღლისათვის განკურნება არ არის, რადგან ბოროტების ნერგი ფესვგადგმულია მასში.
(ზირ. 3,26)

მთხოვნელს თვალს ნუ მოარიდებ, კაცს თავს ნუ დააწყევლინებ.
რადგან იმ კაცის ვედრებას, ვინც გამწარებული სულით დაგწყევლის, შეისმენს მისი დამბადებელი.
(ზირ. 4,5-6)

ნუ შეგრცხვება აღიარება შენი ცოდვებისა და მდინარის დინებას ნუ შეაჩერებ.
(ზირ. 4,26)

ნუ გექნება ხელი გაწვდილი მისაღებად და მომუჭული გასაცემად.
(ზირ. 4,31)




lingvo
ნუ აყოვნებ მოქცევას უფლისაკენ და სახვალიოდ ნუ გადადებ, რადგან მყისვე გადმოვა უფლის რისხვა და შურისგების ჟამს წარიწყმედები.
(ზირ. 5,7)

პატივი და უპატიობა სიტყვებშია და კაცის დამღუპველი მისი ენაა.
(ზირ. 5,13)

თუ მეგობრის შეძენა გსურს, განსაცდელში შეიძინე, და მყისვე ნუ მიენდობი მას.
(ზირ. 6,7)

ერთგული მეგობარი მტკიცე სიმაგრეა, მისი მპოვნელი საგანძურის მპოვნელია.
ერთგულ მეგობარს ვერავინ შეცვლის და მისი სიკეთე არ განიზომება.
ერთგული მეგობარი ცხოვრების წამალია: უფლის მოშიშნი იპოვიან მას.
უფლის მოშიში მეგობრობას ისე წარმართავს, რომ როგორიც თვითონაა, იმგვარივე იყოს მისი მახლობელი.
(ზირ. 6,14-17)
natia...
განკითხვაზე


როგორც კი იგრძნობ, რომ ჩადენილი კეთილი საქმეების გამო სიამაყე გეუფლება, მაშინვე შენი შეცოდებანი მოიხსენე, რათა უგუნური ამპარტავნება დააცხრო. ასევე მოიქეცი მაშინაც, როცა ხედავ, რომ მოყვასი ცდება, კერძოდ, მაშინვე მისი სათნოებანიც გაიხსენე.
წმ. ბასილი დიდი

ნუ შეიყვარებ სხვისი ძვირის ხსენების სმენას, საკუთარ ცოდვებზე ილაპარაკე და საკუთარი თავი დაადანაშაულე და არა ადამიანები.
ოპტელი ბერი ამბორსი

განიკითხე მხოლოდ საკუთარი თავი, მაშინ შეწყვეტ სხვათა განკითხვას.
ბარსანუფი დიდი

ნურც დასცინებ და ნურც განიკითხავ საცთურში შთავარდნილს, არამედ უფრო მომეტებულად ილოცე, რათა თავადაც არ გეწიოს განსაცდელი.
წმ. ეფრემ ასური

ვინც შორსაა ბოროტებისაგან, ის ყველაზე ნაკლებად ამჩნევს ბოროტებას.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

თავი დავანებოთ მოყვასის განკითხვას და აღარ შეგვეშინდება გმობის გულისსიტყვებისა, რამეთუ ამ მეორის მიზეზი ის პირველია.
წმინდა იოანე სინელი

როდის დაგვიფარავს უფლის მადლი? მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ჩვენი ძმების ცოდვების დაფარვას შევეცდებით.

თუ დაფარავ ძმის შეცოდებას და არ გაამჟღავნებ, ღმერთიც დაფარავს შენს შეცოდებას.
ღირსი მამა პიმენი

უგუნურებაა საკუთარი მიცვალებული მიატოვოს კაცმა და წავიდეს სხვისი მკვდრის დასატირებლად. ვინც განიცდის თავისი ცოდვების სიმძიმეს, იგი არ უყურებს თავისი მოყვასის ცოდვებს.
ღირსი მოსე

და მართლა, ვინ იცის სხვისი სინდისი? შენ განიკითხავ მას, ღმერთმა კი უკვე აპატია, ამიტომ ეხლა შენი განიკითხავ უდანაშაულო ადამიანს, ღმერთმა რომ გაამართლა, მომავალ წმინდანს...
მღვდელმთავარი ფილარეტი

გინდა აიცილო მოყვასის განკითხვის ცოდვა? მიბაძე იმ მოღვაწე მამას, რომელმაც დაინახა რა, რომ ძმამ შესცოდა, ამოიოხრა და თქვა: „ვაი ჩემს თავს! როგორც მან შესცოდა დღეს, ასე მე შევცოდავ ხვალ. იგი ნანობს ამას, მე კი ვინ იცის, იქნებ ვერც კი მოვასწრო ეს, სინანულისთვის არ მეყოს ძალა“.

თუ შენი თანდასწრებით, ვინმე განიკითხავს ახლობელს, უთხარი მას: „შეჩერდი ძმაო, მე ყოველდღე ვვარდები მძიმე ცოდვებში: მე როგორ უნდა განვიკითხო სხვა?“ ასეთი წამლით შენ განკურნავ შენს თავსაც და იმასაც, რომელიც შენთან განიკითხავს სხვას.
წმიდა იოანე კიბისაღმწერელი

ჩვენ კი, შეჩვენებულები, განურჩევლად განვიკითავთ ჩვენს მოყვასთ, და კიდევ უარესი, ჩვენ არ ვჯერდებით ჩვენს დანაშულს და გვინდა, ვავნოთ სხვებსაც, როცა სხვათა ცოდვებზე ვუყვებით მათ, რითაც იმათ გულებში შეგვაქვს განკითხვის ცოდვა. ჩვენ რომ სიყვარული გვქონოდა, მაშინ ახლობლის ნაკლის დანახვა ჩვენში წუხილსა და თანაგრძნობას აღძრავდა, როგორც დანთქვამია: „სიყვარულმან დაჰფარის სიმრავლე ცოდვათა“ (1 პეტ. 4, 8).
ღირსი დოროთე

როგორც ქარი აქრობს კანდელს, ისე განკითხვა განაქარვებს ღვთის მადლს.

ვისაც განკითხვის ცოდვის დაძლევა უნდა, იმ შეცოდებებს, რომელსაც ძმასთან იხილავს, მას ნუ მიაწერს, არამედ ეშმაკს, რომელმაც შთააგონა იგი.
წმ. იოანე კიბისაღმწერელი

ეს არის უმოკლესი გზა ცხოვრებად მიმყვანებელი - არ განიკითხოთ!
წმ. იოანე კიბისაღმწერელი

რომელი საქმის გამოც განვიკითხავთ მოყვასს, ან ვაბრალებთ რასმე, იგივე ცოდვაში ჩავცვივდებით, გინდა ხორციელი იყოს, გინდა სულიერი.
წმ. იოანე კიბისაღმწერელი

ეცადე, რომ არ მიეჩვიო სხვების მხილებას და გასწორებას და შენი თავი არ დაგრჩეს უმხილებელი და გაუსწორებელი.
წმ. ალექსი ბერი (შუშანია)

სულის აღმოსვლის დროს მარტო შენსას გკითხავენ და არა სხვისას.
წმ. ალექსი ბერი (შუშანია)

თუ დაინახავ, რომ ძმამ შესცოდა, ნუ შეიძულებ მას, ნუ შეაქცევ ზურგს და ნუ განიკითხავ, რამეთუ ამით, პირველ რიგში, საკუთარ თავს ჩააგდებ მტრის ხელში.
წმ. ანტონი დიდი

ნურავის მოკვდავთაგანს ნუ განიკითხავ, რათა უფალმა შენი ლოცვები შეისმინოს.
წმ. ანტონი დიდი

ვინც ცნობისმოყვარეობას იჩენს სხვისი ცოდვების გამო და ეჭვის გამო ძმას განიკითხავს, მას ჯერ არც სინანული დაუწყია და არც საკუთარი ცოდვების შეცნობაზე ზრუნვა.
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი

საკუთარის თავის სიყვარულიდან და თავდაჯერებულობიდან იბადება ჩვენში კიდევ რაღაც სხვა ბოროტება, რომელიც დიდ ზიანს გვაყენებს, სწორედ მოყვასის მკაცრი განსჯა და განკითხვა, რომელსაც ჩვენ არაფრად მივიჩნევთ, გვძულს და შესაძლებლობის შემთხვევაში დავცინით კიდეც. საკუთარი თავი დიდ რამედ მიგვაჩნია და დიდი წარმოდგენისა ვართ მასზე, აქედან გამომდინარე, სხვებს ზემოდან ვუყურებთ და განვიკითხავთ, არ გვიყვარს და გვეჩვენება, რომ ჩვენ შორს ვართ იმ ნაკლოვანებებისაგან, რომლებიც, ჩვენის აზრით, სხვებისთვისაა დამახასიათებელი. მაგრამ შენ ამის უფლება არა გაქვს და მისი მითვისებით იმსახურებ სამსჯავროსა და განკითხვას არა სუსტი ადამიანების, არამედ ყოვლისშემძლე მსაჯულის, უფლის წინაშე.
ღირსი ნიკოდიმოს ათონელი

ცხოვნების დასაწყისი საკუთარი თავის განკითხვაა.
ღირსი ნილოს სინელი

საკუთარ თავს შთავაგონოთ - ნუ განვიკითხავთ სხვებს, რადგან ჩვენში საკმაოდ ბევრია ის, რაც სხვაში არ მოგვწონს.
ღირსი ნილოს სინელი

ვისი საქმეა უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება, განკითხვა და ზიანის მიყენება, თუ არა ეშმაკისა?და აი, ჩვენ ეშმაკებს ვეხმარებით საკუთარი თავისა და მოყვასის დაღუპვაში. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ ჩვენში სიყვარული არ არის! რამეთუ სიყვარული მრავალ ცოდვას ფარავს (1 პეტრე 4, 8).
აბბა დოროთე

ყოველგვარი განსაცდელის მიზეზი სხვა ადამიანებში კი არა, საკუთარ თავში იძიე და თქვი: ეს ჩემი ცოდვების გამო დამემართა.
m.g.giorgi
,,როცა ამა თუ იმ კაცზე რისამე თქმა გინდოდეს, პირველად იფიქრე, ვითომ ის კაცი შენ წინა დგას"-მაქსიმე შარაძე
lingvo
სქემ იღუმენი საბა

30 ქველის საქმე


1. სიმართლე იხსნის სიკვდილისაგან.

2. სადაც სიყვარულია, იქ ღმერთია.

3. შრომა ხორცისათვის მაქებარია, სულისათვის ცხონებაა.

4. მორჩილება – უმოკლესი გზაა გადარჩენისათვის.

5. სიმდაბლე – ამისი სატანას ეშინია.

6. თავშეკავება – თვით აღასრულებს ყველა მცნებას.

7. არ განკითხვა – უშრომელად გადარჩენაა.

8. გამოძიება – ყველა სათნოებაზე მაღლა დგას.

9. მონანიება – სიხარულია ღვთისა და ანგელოზების.

10. მარხვა ლოცვასთან ერთად ღმერთთან აერთებს.

11. მოწყალება თვითონ ღმერთის საქმეა.

12. ვინც გაჭირვებულს ეხმარება, მასში თვით იესო ქრისტეა.

13. ვინც მოთმინებით ატარებს მძიმე ტვირთს, ასრულებს მკაცრ მორჩილებას, მას თვითონ იესო ქრისტე უტვირთავს.

14. ვინც დამწუხრებულ მოყვასს ნუგეშს სცემს, ის მორჩილებით ეამბორება იესო ქრისტეს.

15. ვინც მოყვასს თავისზე უკეთეს საჭმელს მიართმევს, ის კვებავს ქრისტეს კეთილი საკვებით.

16. ვინც მოყვასის ცოდვებზე ტირის და ითხოვს მათ პატიებას, ის ფეხებს ბანს იესო ქრისტეს.

17. ვინც წმინდა ნაწერებს კითხულობს, ის იღებს თავის სულიერ სახლში იესო ქრისტეს.

18. ვინც ათხოვებს ღვთივკურთხეულ წიგნებს მოყვასს წასაკითხად, იგი სასიამოვნო საკვებს მიართმევს იესო ქრისტეს.

19. ვინც განეშორება უქმ სიტყვებს, ის ეზიარება ქრისტეს ტრაპეზს.

20. ვისაც არ სურს მოისმინოს გმობა და განკითხვა თავის ძმაზე, იგი აძევებს ეშმაკს თავისი სულიერი სახლიდან.

21. ვინც მიბაძავს მოყვასის კეთილ სათნოებებს, ის ძვირფას ყვავილებს იძენს.

22. ვინც გაჭირვებულს დაინახავს და გული შესტკივა მასზე, იგი ქრისტეს ჭრილობებს უშუშებს.

23. ვინც კეთილმსახურებით ასწავლის ღვთის სიტყვას, ის ძმათა შორის უფლის ლოცვა-კურთხევას ასრულებს.

24. ვინც უძლურ ძმას კვებავს და ეხმარება, ის ანგელოზებთან ერთად გალობს იესო ქრისტეს აკვანთან.

25. ვინც სიმდაბლით და კეთილკრძალულებით თავს იკავებს ჭამა-სმისაგან, უარყოფს ამქვეყნიურობას, მას მიაქვს საჩუქრები სამ მეფესთან ერთად იესო ქრისტესთან.

26. ვინც თავს ბანს მოყვასს ან ურეცხავს ტანსაცმელს, ის იოანე ნათლიმცემელთან ერთად ნათლავს იესო ქრისტეს.

27. ვინც განმარტოებულია (დახშულია), ის იმყოფება უდაბნოში იესო ქრისტესთან ერთად.

28. ვინც არ ეწინააღმდეგება წინასწარმეტყველებს და აკვდინებს თავის ხორცს (სხეულს), ის მარხულობს იესო ქრისტესთან ერთად.

29. ვინც გარდაცვლილისთვის ლოცულობს, ის ქრისტესთან ერთად მიდის ლაზარეს კუბოსთან და სთხოვს მამა-ზეციერს მის აღდგინებას მკვდრეთით.

30. ვინც სიმდაბლით მადლობს უფალს ყველაფრისათვის, ის ამზადებს ადგილს თავისთვის ღმერთის სასუფეველში.

ამინ!
animani
ნეტა მას, ვინც გაუძლებს საცდურს, რადგან განსაცდელგამოვლილი მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, ღმერთმა რომ აღუთქვა თავის მოყვარეთ. 13. ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისაგან გამოვიცდებიო; ვინაიდან ღმერთი არ ცდუნდება ბოროტით და არც თვითონ აცდუნებს ვინმეს. 14. არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება. 15. ხოლო შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას, ჩადენილი ცოდვა კი სიკვდილსა შობს.”


” რადგანაც მსჯავრი უწყალო იქნება მისთვის, ვისთვისაც უცხო იყო გულმოწყალება; მოწყალება მსჯავრზე უმძლავრესია.”


”ძმანო ჩემნო, ბევრი თქვენგანი ნუ გახდება მოძღვარი: იცოდეთ, რომ მით უფრო დიდ სასჯელს მივიღებთ. 2. რადგანაც ყველანი ბევრს ვცოდავთ; ვინც არა სცოდავს სიტყვით, იგია სრულქმნილი. ”

”ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს.”


”როგორც სხეული მკვდარია სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმის გარეშე.


”უწინარეს ყოვლისა კი, ძმანო ჩემნო, ნუ იფიცავთ ნურც ცას, ნურც მიწას და ნურც რაიმე სხვა ფიცს, არამედ თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო, და: არა, არა, რათა არ ჩაცვივდეთ განსაკითხველში. 13. უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს. ულხინს? ფსალმუნი იგალობოს. 14. ავადაა ვინმე? ეკლესიის ხუცესთ მოუხმოს, რათა ილოცონ მისთვის და ზეთი სცხონ უფლის სახელით. 15. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი აღადგენს მას, და თუ ცოდვა რამ ჩაუდენია, მიეტევება. 16. ერთმანეთის წინაშე აღიარეთ თქვენი ცოდვები და ილოცეთ ერთმანეთისთვის, ვინაიდან ბევრი რამ ძალუძს მართლის გულმოდგინე ლოცვას. ”


იაკობ მოციქულის ეპისტოლე
Luka111
როგორც ჭამის სურვილი არ კლავს შიმშილს, როგორც წყლის დალევის სურვილი არ სპობს წყურვილს და ვაჭრობის სურვილი არ გაგამდიდრებს, ისე მხოლოდ ცხონების სურვილი ვერ გაცხონებს.
დეკანოზი აბრაამ ნეკრასოვი

გააკეთე ის, რის ქმნასაც სიკვდილის წინ ისურვებდი.
მიტრპოლიტი ფილარეტი

თქვა ბერმა: ოდეს გულისსიტყვა გებრძოდეს და ათასნაირ საჭმელს გთხოვდეს, აჭირვე მას, პურსაც ნუ მისცემ, დაამშიე და იქამდე მიიყვანე, რომ გევედროს და პურიღა გთხოვოსო.
animani
მორჩილება ესაა ადამიანური განსჯის გვერდზე გადადება მაშინაც კი როცა განსჯის დიდი ნიჭი გაქვს.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)
წმიდა მამები ფსალმუნებს იარაღს უწოდებენ, ლოცვას - კედელს, უბიწო ცრემლებს - განბანას, ხოლო ნეტარ მორჩილებას აღმსარებლობას, რომლის გარეშე ვერცერთი ვნებებით აღსავსე ადამიანი უფალს ვერ იხილავს.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)
მორჩილი, რომელიც მოძღვრის კეთილ განწყობას და შემწყნარებლობას შენიშნავს და თხოვს მას დაუნიშნოს მსახურება თავისი სურვილის მიხედვით, არც საკუთარ თავს იცნობს და არც საკუთარი სარგებელი იცის, იმიტომ რომ ასეთი კურთხევით ის კარგავს აღმსარებლურ გვირგვინს, რადგან მორჩილება ესაა თვალთმაქცობის და საკუთარი სურვილის უარყოფა.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)
მორჩილება საკუთარი თავის განკითხვისა და სულიერი სიჯანსაღის სურვილისგან წარმოიშვება.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

ნებით არ მივეცეთ ცდუნებას, არამედ მადლობით მოვითმინოთ ის, რაც უფლის დაშვებით მოგვევლინება.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

მორჩილება ცეცხლივით სწვავს ვნებებს.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

შეიყვარე თავმდაბლობა და მორჩილება და ეს შენს ყველა ცოდვას გადასწონის.
წმ. ანტონი დიდი

რა წყენაც არ უნდა შეგემთხვეს, რა უსიამოვნებაც არ უნდა შეგხვდეს, თქვი: „ამას იესო ქროსტესთვის დავითმენ!“ მხოლოდ თქვი ეს და მაშინვე გულზე მოგეშვება, რამეთუ იესუ ქრისტეს სახელი ძლიერია. მასთან ყოველგვარი უსიამოვნება წყნარდება, დემონები ქრებიან. დაწყნარდება შენი გულისტკენაც, შენი სულმოკლეობაც დამშვიდდება, როდესაც მის უტკბილეს სახელს გაიმეორებ.
ღირსი ანტონ ოპტინელი

ყველას სწადია, თავისი გაიტანოს. საბრალოთ ავიწყდებათ, რომ ბედნიერება მორჩილებაშია...
დედა თამარი (მარჯანიშვილი)

რადგან ურჩობის გამო განვიდევნეთ სამოთხიდან, ამიტომ ყოვლად მოწყალე ღმერთმა ინება, რთმ სამოთხე კვლავ, ჩვენი მორჩილებით დავიბრუნოთ.
ღირსი თეოდორე სტუდიელი

ვიცი, რაოდენ მძიმეა მორჩილების უღელი, რაოდენ მტკივნეულია ნების მოკვეთა, მაგრამ ასეთი ცხოვრების სიტკბოებაც ცნობილია ჩემთვის. გზა იოლია და ხსნა ადვილია, როცა საკუთარი ნება უარყოფილია. საკმარისია ნება მოვიკვეთოთ და მშვიდი და ნეტარი ცხოვრება მოგვევლინება.
ღირსი თეოდორე სტუდიელი

ზოგიერთი, ცდუნებას აყოლილი, ამპარტავნებისა და თვითნებობის გამო ისჯება; ხოლო ის, ვინც მორჩილებით და თავმდაბლობით ეძიებს ღმერთს, ქრისტეს წყალობა არ მოაკლდება და განსაცდელში არ ჩავარდება.
ღირსი გრიგოლ სინელი

ჭეშმარიტ მორჩილს, უპირველეს ყოვლისა, მოეთხოვება შემდეგი ხუთი სათნოების აღსრულება: უპირველესად უნდა სწამდეს და სჯეროდეს საკუთარი მოძღვრის, ისევე, როგორც სწამს იესო ქრისტე და როგორც ქრისტეს, ისე ემორჩილებოდეს მას... მეორე: იყოს მართალი ე.ი. მისი საქმე და სიტყვა უნდა იყოს ჭეშმარიტი და გულწრფელად აღიაროს გულისთქმები... მესამე: არ იმოქმედოს თვითნებურად, რადგან მორჩილს, როგორც იტყვიან, დიდ ზიანს მოუტანს ასეთი ქმედება; მას მართებს თავის ნების მოკვეთა ნებაყოფლობით და არა მოძღვრის ძალისხმევით... მეოთხე: არასოდეს არ უნდა შეეპასუხოს და ეკამათოს ვინმეს, რადგან შეპასუხება და კამათი უცხოა ღვთის მოსავისათვის... თუ ეს ყველა ქრისტიანისთვის მიუღებელია, მით უფრო მონაზვნისათვის, რომელიც ყველაფერში მორჩილების აღთქმას დებს. შეპასუხება და კამათი თვითდაჯერებულობის, ურწმუნოებისა და ქედმაღლობის შედეგია: და პირიქით, არ შეპასუხება, კამათში არჩაბმა მორჩილებისა და თავმდაბლობის ნაყოფია. და ბოლოს, მეხუთე: ყოველივე ზუსტად და გულწრფელად უნდა აღიაროს თავისი მოძღვრის წინაშე.
ღირსნი კალისტე და ეგნატე ქსანთოპულები
თუკი ადამიანი არ ტოვებს გულში დაბუდებულ საკუთარ ნებას, და ყველაფერში საკუთარ თავს არ უარყოფს, თუ არ ჩამოშორდება თავის სიმდიდრესა და ქონებას და არ დაემონება ღმერთს სულიერი მამასთან მორჩილების გზით, იგი ვერც შეიტყობს და ვერც აღასრულებს ღვთის ნებას.
ღირსი მამა ანტონი დიდი

თუკი სულიერ მამასთან მომთმენნი: დამჯერნი და მორჩილნი იქნებით, მაშინ მშვენიერი იქნება უფლის მოსაგებელი: და გაიხარებთ იმ ღვაწლით, რომელიც მოხსენდება უფალ ღმერთს. ვინც ემორჩილება თავის მოძღვარს, ის უფალი ღმერთის ნებას აღასრულებს და ვინც ღმერთს ემორჩილება, ის თავის მოძღვრის მორჩილებაშიცაა.
ღირსი მამა ანტონი დიდი

მორჩილ ადამიანს საყვედური არ ეუხერხულება, არც შეურაცხყოფა ააპილპილებს. მორჩილი დარდში ხარობს და მწუხარებაში მადლობას აღავლენს.
ღირსი მამა ეფრემ ასური

უნდა ვერწმუნოთ მათ, ვისაც უფლისგან აქვთ ჩვენზე ზრუნვის მადლმოსილება, თუნდაც მათი ბრძანებულებანი ჩვენი ხსნის საწინააღმდეგოდ მივიჩნიოთ. ჭეშმარიტი რწმენის ნიშანია უყოყმანო მორჩილება მაშინაც კი, როცა მოთხოვნა მოულოდნელია.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)
კიკი
"გონიერი ლოცვა უნდა გაიარო გამოცდილი ადამიანის ხელმძღვანელობით,
რომელმაც თვითონ იცის ეს საქმე გამოცდილებით"
- სქემიღუმენი იოანე ვალაამელი.
animani
ხშირად მოღვაწენი განუსჯელად უწესებენ საკუთარ თავს დამამძიმებელ (ლოცვის) კანონს და შემდეგ მეტად მძიმე კანონიდან ყოველგვარი კანონის მიტოვებაზე გადადიან. კანონის მიტოვების შემდეგ, ან თუნდაც მისი შემოკლებისას, მოღვაწეს აუცილებლად შეშფოთება დაატყდება თავს. შეშფოთებას სულიერი მოშლილობა მოჰყვება.
მოშლილობისგან მოწყინება იბადება. როდესაც იგი გაძლიერდება, უძლურებასა და გამოთაყვანებას წარმოშობს, ხოლო მათი მოქმედებით უგუნური მოღვაწე უქმსა და გაფანტულ ცხოვრებას მიეცემა, გულგრილად ჩავარდება ყველაზე მძიმე ცოდვებში.


წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
lingvo
ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)

„ჭეშმარიტად, უფალი არ დაეძებს ქალწულებს თუ გათხოვილ ქალს, ბერს თუ ერისკაცს, ის ადამიანის თავისუფალ ნებას აფასებს და საცხოვნებელ გზაზე დამდგართ სულიწმიდის მადლით წინამძღვრობს “.

„ავი სიტყვა, - ამბობდა ამბა მაკარი, - კეთილებსაც აბოროტებს, კეთილი სიტყვა კი ბოროტებსაც სიკეთისაკენ მოაქცევს“.

„თუ ცხონება გსურს, მიემსგავსე მიცვალებულს, რომელიც არ მრისხანებს, როცა შეურაცხყოფენ და არც ამაყდება, როცა აქებენ. თუ ლანძღვას ქებად მიიჩნევ, სიღარიბეს - სიმდიდრედ, უკმარისობას - სიუხვედ, არ წარწყმდები, რადგან შეუძლებელია, რომ მართლმორწმუნე და კეთილმსახურებით მოღვაწე ბილწ ვნებებსა და დემონურ ხიბლებში ჩავარდეს“.

„ლოცვაში მრავალსიტყვაობა არ არის საჭირო, საკმარისია ვითხოვოთ: „იყავნ ნება შენი, უფალო!“ თუ მტერი გვესხმის თავს, უნდა წარმოვთქვათ: „უფალო, შეგვიწყალენ!“ ღმერთმა უწყის, თუ რა არის ჩვენთვის უმჯობესი და მოგვხედავს წყალობის თვალით!“

ღირს მაკარის ლოცვები საყოველთაოდ გამოყენებულ დილა-საღამოს ლოცვით კანონებშიცაა ჩართული.
lingvo
იმ ყველაფრისგან, რაც ადამიანმა შეიძლება აღასრულოს და შეისწავლოს, ყველაზე რთული სიმდაბლეა.
წმ. ნიკოლოზ სერბი
lingvo
ეცადეთ, ძმანო, ისე იცხოვროთ, რომ ხელმწიფებდეთ თქვენს ენაზე და არ განამრავლოთ სიტყვა, რათა ცოდვებიც არ განგიმრავლდეთ.
წმ. ანტონი დიდი
lingvo
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

კითხვები საკუთარ თავს

სად არის ამაღლებული მჭევრმეტყველება? – ჰაერში გაიფანტა.

სად არის ელფერი სიჭაბუკისა? – დაიღუპა.

სად არის დიდება? – განქარდა.

სად არის სიჯანსაღე სხეულისა? – ავადმყოფობამ შემუსრა იგი.

სად არის სიმდიდრე და ქონება? – ნაწილი ღმრთისადმია შეწირული, ხოლო ნაწილი – ადამიანთა შურმა მოიტაცა ბოროტმოქმედთა ხელით.

ჩემი მშობლები და ახლობლები საფლავებში განისვენებენ. მხოლოდ სამშობლოღა დამრჩა, მაგრამ ბოროტმა დემონმა ჩემზე სიძულვილის შავი ტალღები აღმართა და იქიდანაც გამაძევა; ახლა მე მარტოხელა მგზავრი ვარ, უცხო მხარეში დავეხეტები, მწუხარებით სავსე ცხოვრებასა და მიხრწნილ სიბერეს მივათრევ. არც ქალაქი გამაჩნია, არც საყდარი და ვეღარც სულიერ შვილებს ვხედავ, თუმცაღა მათზე ზრუნვით ძლიერ ვარ დამწუხრებული. დღესა და ღამეს მარტოობასა და ხეტიალში ვატარებ.

სად დასცილდება ჩემი სული სხეულს? სად შევხვდები აღსასრულს? რომელი მიწა, რომელი გლახაკთმოყვარე სამარე შემიფარებს? ვინ დამიხუჭავს სიკვდილის წინ მიმქრალ თვალებს? – მართლმორწმუნე და ქრისტეს მეგობარი თუ ვინმე ღვთისმგმობელი.

ყველაფერი ამაოა და ქარს მიაქვს. მე კი სულმოკლეს, მაწუხებს აზრი – ჩემს სხეულს კუბოს მიაბარებენ თუ გარეულ მხეცთა შესაჭმელი გავხდები; ფერფლად და ჰაერში გავიფანტები, თუ კუბოს გარეშე სადმე უფსკრულში ჩამაგდებენ; მდინარე დაალპობს თუ ხანგრძლივი წვიმები? თუმცა ასეც რომ მოხდეს, უკვალოდ მაინც არ გავქრები და არც ჩემი გვამის მთლიანობა დაირღვევა, რამეთუ ბოლო ჟამს უფალი აღადგენს და შეკრებს ყველას, იმათაც კი, ვინც სიკვდილის შემდეგ ფერფლად იქცა ან ნადირთა საჯიჯგნი გახდა.

მხოლოდ შენ აღძრავ ჩემში ცრემლსა და შიშს, უფალო!

ქრისტე, მეუფეო! შენა ხარ ჩემი სამშობლო, ჩემი სიმტკიცე და ჩემი ნეტარება. შენ ყველაფერი ხარ ჩემთვის!

ნეტავ მეღირსოს, ღმერთო, რომ მრავალი ტანჯვისა და მწუხარების საზღაურად განსვენება ვპოვო შენში!..

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
lingvo
წმიდა სილუან ათონელი - სინანულის შესახებ


ჩემმა სულმა შეგიცნო შენ, უფალო, და ვწერ შენს წყალობას შენს ხალხს.

ნუ წუხხართ, ერნო, რომ გიჭირთ ცხოვრება. მხოლოდ ცოდვას ებრძოლეთ, შემწეობა შესთხოვეთ უფალს და გიბოძებთ იგი, რამეთუ მოწყალეა და უყვარხართ.

- ო, ერნო... ცრემლებით გწერთ ამ სტრიქონებს. ჩემს სულს სურს, რომ შეიცნოთ უფალი და განჭვრიტოთ მისი წყალობა და დიდება. 72 წლის ვარ; მალე მოვკვდები, და გწერთ ღვთის წყალობის შესახებ, რომლის შეცნობაც მან სულიწმიდით მიბოძა; სულიწმიდამ მასწავლა ხალხთა სიყვარული. მე დაგსვამდით მაღალ მთაზე, რათა მისი სიმაღლიდან შეგძლებოდათ დაგენახათ ღვთის მოკრძალებული და მოწყალე სახე, მაშინ გაიხარებდა თქვენი სულები. ჭეშმარიტად გეუბნებით: საკუთარ თავში კარგს ვერაფერს ვხედავ, უამრავი ცოდვა მაქვს, მაგრამ სულიწმიდის მადლმა აღხოცა მრავალი მათგანი; და მე ვუწყი, რომ ვინც ცოდვას ებრძვის, უფალი არა მხოლოდ შეუნდობს მას, არამედ სულიწმიდის მადლსაც უბოძებს, რომელიც ახარებს სულს და ღრმა და ტკბილ მშვიდობას ანიჭებს მას.

ო, ღმერთო, შენ გიყვარს შენი ქმნილება; ვის შეუძლია, ჩასწვდეს შენს სიყვარულს ანდა ტკბებოდეს მისით, თუ თვით შენ არ ასწავლი ამას სულიწმიდით?

გევედრები, უფალო, გარდამოავლინე სულიწმიდის მადლი ადამიანებზე, დაე, შეიცნონ მათ შენი სიყვარული. გაათბე ადამიანთა ნაღვლიანი გულები; დაე, მათ სიხარულით გადიდონ შენ და დაივიწყონ თავიანთი მიწიერი მწუხარებანი.


მადლმოსილო მანუგეშებელო, ცრემლებით გევედრები, დაამშვიდე შენს მიერ ქმნილ კაცთა მწუხარე გულები; ესმოდეთ ადამიანებს შენი ტკბილი ხმა: „მოგეტევათ თქვენ ცოდვანი თქვენნი“. ჰე, უფალო, შენ გალგიძს სასწაულთა ქმნა, და არ არსებობს იმაზე დიდი სასწაული, ვიდრე დაცემული ცოდვილის სიყვარულია. წმიდანის სიყვარული ადვილია: იგი ღირსეულია. ჰე, უფალო, შეისმინე დედამიწის ლოცვა. ყველა ხალხები მწუხარებენ; ყველა ცოდვაშია ჩაძირული; ყველას მოაკლდა შენი მადლი და სიბნელეში ცხოვრობენ.

ო, ერნო, შევღაღადოთ უფალს მთელმა დედამიწამ და შესმენილი იქნება ჩვენი ლოცვა, რამეთუ ხარობს უფალი ადამიანთა სინანულით; მთელი ზეციური ძალები გველიან, რათა ჩვენც გავიხაროთ ღვთის სიყვარულის სიტკბოებით და ვიხილოთ მისი სახის მშვენიერება.

† † †


როდესაც ადამიანებს ღვთის შიში აქვთ, მაშინ წყნარი და ტკბილია ცხოვრება დედამიწაზე. მაგრამ ახლა ხალხმა თავისი ნებითა და გონებით დაიწყო ცხოვრება, მიატოვა წმიდა მცნებები და ღვთის გარეშე სურთ სიხარული დედამიწაზე; და ვერ ხვდებიან, რომ მხოლოდ ღმერთია ჩვენი სიხარული, მხოლოდ უფალში ხარობს ადამიანის სული. იგი ათბობს სულს, როგორც მზე - მინდვრის ყვავილებს, ქარივით არხევს მათ და სიცოცხლეს ანიჭებს. უფალმა ყველაფერი გვიბოძა, რათა ვადიდებდეთ მას; მაგრამ სამყარო ვერ ხვდება ამას; და ვინ მიხვდება იმას, რაც არ უხილავს და არ უგემია? როდესაც ერში ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ბედნიერება მიწაზეა: ვარ ჯანმრთელი, ლამაზი, მდიდარი და ადამიანებს ვუყვარვარ; და მე ამით ვამაყობდი. მაგრამ როდესაც სულიწმიდით შევიცანი უფალი, მაშინ სამყაროს მთელ ბედნიერებას ისე დავუწყე ყურება, როგორც კვამლს, რომელიც ქარს მიაქვს. სულიწმიდის მადლი კი ახარებს და ამხიარულებს სულს, მას მიწა ავიწყდება და ღრმა სამყაროში ჭვრეტს უფალს.

უფალო, მოაბრუნე ადამიანები შენსკენ, დაე, შეიცნონ მათ შენი სიყვარული, განჭვრიტონ სულიწმიდით შენი მშვენიერი სახე; დატკბნენ ყველა შენი სიკეთით აქვე, დედამიწაზე, და როდესაც დაინახავენ, როგორი ხარ, მოგემსგავსებიან შენ.

† † †


მადლობა ღმერთს, რომ გვიბოძა სინანული, რომელითაც განურ- ჩევლად ყველანი ვცხონდებით. ვერ ცხონდებიან მხოლოდ ისინი, რომლებსაც სინანული არ სურთ; ამაში მე მათ სასოწარკვეთილებას ვხედავ და ბევრს ვტირივარ, რადგან მებრალებიან. მათ ვერ შეიცნეს სულიწმიდით, რაოდენ დიდია ღვთის გულმოწყალება. თითოეული სული რომ შეიცნობდეს უფალს, ეცოდინებოდათ, რა ძლიერ ვუყვარვართ მას; და მაშინ არათუ სასოწარკვეთილებას არავინ მიეცემოდა, არამედ არასოდეს არც კი დაიწუწუნებდნენ.

ყოველმა სულმა, რომელმაც სიმშვიდე დაკარგა, უნდა შეინანოს და უფალი მიუტევებს ცოდვებს; მაშინ სულში სიხარული და სიმშვიდე დაისადგურებს; სხვა მოწმეები საჭირო არ არის, თვით სულიწმიდა მოწმობს, რომ ცოდვები მიტევებულია. აი, ცოდვათა მიტევების ნიშანი: თუ ცოდვა შეიძულე, მაშასადამე, მოგიტევა უფალმა შენი შეცოდებანი. მაშ, რაღას ველით? რომ ვინმემ ზეციდან ზეციური საგალობელი გვიგალობოს? მაგრამ ზეცაში ყოველივე სულიწმიდით ცხოვრობს, მიწაზე კი უფალმა იგივე სულიწმიდა გვიბოძა. ღვთის ტაძრებშიც მსახურებები სულიწმიდით აღსრულება; უდაბნოებშიც, მთებშიც, გამოქვაბულებშიც - ქრისტეს მოსაგრეები ყველგან სულიწმიდით ცხოვრობენ; და თუ უფალს შევინახავთ ჩვენში, თავისუფალნი ვიქნებით ყოველგვარი სიბნელისაგან და მარადიული ცხოვრება დამკვიდრდება ჩვენს სულებში.

ყველამ რომ შეინანოს და ღვთის მცნებები დაიმარხოს, სასუფეველი მიწაზევე იქნებოდა, რამეთუ „ცათა სასუფეველი ჩვენშია“. ცათა სასუფეველი სულიწმიდაა, სულიწმიდა კი ზეცაში და მიწაზე ერთია.

თარგმნა ხათუნა რაქვიაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“

http://faith.ge/index.php?newsid=1107
animani
ამაოდმეტყველება, მრავლისმეტყველება


*შენ წარმოთქვი სიტყვა და იგი უკვე არასოდეს აღარ მოკვდება, არამედ იცოცხლებს საშინელ სამსჯავრომდე. იგი შენთან ერთად წარდგება საშინელ სამსჯავროზე და იქნება შენსკენ და შენს საწინააღმდეგოდ.

*მრავლისმეტყველების ჟამს ძნელია არ შესცოდო. მაშინ სულში ჩნდება სევდა, რაც წმიდა მღვდელმთავარ თეოფანე დაყუდებულის სიტყვებით, იმის ნიშანს წარმოადგენს, რომ „ამ ლაპარაკის გამო ჩვენ უფალს დავშორდით“.
წმ. თეოფანე დაყუდებული

*გადაეჩვიეთ კამათს, იგი აფორიაქებს რა გულს, სულიერ სიმშვიდეს გვართმევს; ყოველგვარ უაზრო ფიქრს იესოს ლოცვა დაუპირისპირეთ.
ა. ნილუსი

*ილაპარაკე, თუკი მდუმარებაზე უმჯობესი იცი და სათქმელი გაქვს, მაგრამ გიყვარდეს დუმილი, როცა ის თქმას სჯობს.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

*ნურასოდეს ჩაერევი საეკლესიო კამათში იმ ხალხთან, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს. რადგან ასეთი კამათი ვერასოდეს მიგიყვანს დადებით შედეგამდე, იგი მხოლოდ და მხოლოდ აბოროტებს და აღიზიანებს ადამიანებს. ამას კი აუცილებლად უნდა მოერიდო.
დედა ფამარი (მარჯანიშვილი)


*ძეო ჩემო! ნუ განამრავლებ სიტყვებს: მრავალსიტყვაობა განაშორებს შენგან ღმერთის სულს.

* ძმათა კრებულში ყოფნისას შეინარჩუნე მშვიდი მდგომარეობა. თუ რაიმეს გამო საჭიროება შეგექმნება, მიმართო მათ, თქვი ამის შესახებ მოკლედ და თავმდაბლობით.

* უფალი მუდამ იცავს შენ სულს, მანამ შენ იცავ შენს ენას.

* არასოდეს დაიფიცო არც იმაზე, რაც საეჭვოა, და არც იმაზე, რაც უეჭველია.

* ძეო ჩემო! უდიდესი მონაპოვარია ისწავლო მდუმარება. მდუმარება – უფლისადმი მიბაძვაა, რომელმაც „არარა მიუგო, ვიდრემდის უკვირდაცა პილატეს“ (მარკოზ. 15, 5)დაე, შენმა ენამ იხელმძღვანელოს შენი გონებით: სიტყვები დაუფიქრებლად წარმოთქმულნი – კურო და ეკალია.

* მას, ვინც ყურად არ იღებს შენს სიტყვებს, ნურაფერს ეტყვი.
*
* ნურასოდეს ნუ ისაუბრებ იმ კეთილ საქმეზე, რომლის გაკეთებასაც აპირებ, – აღასრულე იგი ისე, რომ არ განაცხადო წინასწარ.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

*სული წმიდა (ქრისტიანში) არაფრით ისე არ დაიშრიტება, როგორც ამაო საუბრებით.
ღირსი ანტონი დიდი

* მრავალმეტყველება განაგდებს მადლს და სპობს სულის სიმხურვალეს.ბერი პართენი კიეველი

* უნდა განიხილო თუ ვის ეუბნები. როდესაც იცი, რომ მსმენელი სარგებლობას ღებულობს, მაშინ ესაუბრე მას, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ნუ ისაუბრებ.წმ. ბერები ბარსანოფი დიდი და იოანე

Mesiis_maxvili
*ნურასოდეს ჩაერევი საეკლესიო კამათში იმ ხალხთან, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს. რადგან ასეთი კამათი ვერასოდეს მიგიყვანს დადებით შედეგამდე, იგი მხოლოდ და მხოლოდ აბოროტებს და აღიზიანებს ადამიანებს. ამას კი აუცილებლად უნდა მოერიდო.
დედა ფამარი (მარჯანიშვილი)


რა კარგი სიტყვებია, ალბათ ფორუმელებმაც უნდა გავიზიაროთ.
ნამდვილად არ ღირს აქ შემოსულ ეკლესიურ განსხვავებულ აზრის მქონეებთან კამათი.
animani
ნუ ეცდები ღვთის ღრმად გამოკვლევას, უფრო მეტად ეცადე, მიემსგავსო მას.”

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
Madlieri
ოჯახი უნდა იყოს სახლი სათნეობისა და სახლი სიყვარულისა.
ღირსი იოსებ ოპტინელი


ბავშვის ბუნება საიდუმლოთა საიდუმლოა. ბავშვი იგივ ადამიანია და მით უფრო ძნელი საცნობელია, რომ ძნელ წასაკითხ ქარაგმით დაწერილია, თუ ესე ითქმის, და არა სხვილ და სრულ ასოებით, როგორც დამთავრებული კაცი. არ უნდა გვიკვირდეს, რომ რასაც დიდ მდინარეში ვპოულობთ, იმას მის სათავეშიაც ვხედავთ. ბავშვი სათავეა, დასაწყისია დიდი ადამიანისა.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)


ჩვენ დამჯერე შვილები გვინდა გვყავდეს, ჩვენ თვითონ კი არ გვინდა ღმრთის დამჯერენი ვიყოთ.
აბბა აღათონი
lingvo
საუკუნო სიხარულის მსურველი ნაკლებად ესწრაფვის მიწიერს, – იტყვის კონსტანტინოპოლის პატრიარქი გენადი, ხოლო ჩვენთან კი მიწიერი სიხარული თითქმის განუწყვეტელია. მრავალი ისე ცხოვრობს, თითქოს არასდროს მოკვდება და პასუხს არ მისცემს განვლილი გზისთვის. ხომ არ იმედოვნებენ, რომ სიკვდილის წინ შეინანებენ და სრულ შენდობას მიიღებენ? რა თქმა უნდა, ღმერთი არც მეთერთმეტე ჟამის მუშაკს, ანუ მთელი გულით მისკენ მიქცეულს უარყოფს. მაგრამ თუ მთელი ცხოვრების განმავლობაში გულით უმეტესწილად განშორებული იყავით ღვთისგან: ფიქრობთ, რომ ადვილია გულის ღვთისაკენ შემობრუნება? შეძლებთ ასე იოლად სიკვდილის წინ სინანულის გრძნობის გაღვიძებას? ჰოჲ, ძმანო! სწორედ მაშინ გაჯიუტდება გული თქვენდა წარსაწყმედელად. არაერთხელ გავმხდარვარ მოწმე, რაოდენ უმძიმთ მონანულთ და როგორ იბნევიან აღსასრულის წინ ისინი, ვინც გამოსწორებას არ ფიქრობდნენ და სიცოცხლეშივე არ სჩვეოდათ სინანული. არა, ძმანო! მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვისაა ჯილდო ქრისტიანული აღსასრული. ძალისაებრ თქვენისა სინანულით განვლეთ მთელი ცხოვრება: და თქვენ გექნებათ მშვიდი აღსასრული წრფელი სინანულით.
წმინდა მართალი იოანე კრონშტადტელი
lingvo
წმინდა დიმიტრი როსტოველი

რად არ მოსპო უფალმა სიკვდილი დედამიწაზე?


ვინ არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა იხილოს სიკუდილი?
(ფს. 88,49)


თუკი უფალმა თავისი სიკვდილით დათრგუნა სიკვდილი, მაშინ რად კვდებიან ადამიანები ახლაც? სამგვარი სახის სიკვდილი არსებობს: ხორციელი, სულიერი და სიკვდილი მარადიული, ქვესკნელისა. ხორციელი სიკვდილი სულის სხეულისაგან განშორებაა: მასზედ იტყვის ფსალმუნთმთქმელი: „მოუღი სული მათი, და მოაკლდიან, და მიწადვე თჳსად მიიქციან“ (ფს. 103, 29). სულიერი სიკვდილი ღვთიური მადლის სულისგან განშორებაა, რამეთუ მხოლოდ „სულიწმიდითაა ყოველი სული ცხოველი“. ეს სიკვდილი ცოდვისაგან მომდინარეობს, რომელიც სულისაგან განდევნის ღვთის მადლს, ვითარცა ღამე განსდევნის სინათლეს. „ჰოჲ, ადამიანო! – ამბობს იოანე ოქროპირი, - შენ დასტირი სხეულს, რომელსაც სული განეშორა, მაგრამ არ სტირი სულზე, რომელსაც ღმერთი განშორებია!..“ საუკუნო სიკვდილი ესაა გონიერი ქმნილების ღვთის რჩეულთა დასიდან განშორება და ცოცხალთა წიგნიდან (ცხოვრების წიგნიდან) აღხოცვა, რაზედაც ფსალმუნთმთქმელი იტყვის: „აიხოცნედ იგინი წიგნისა მისგან ცხოველთასა, და მართალთა თანა ნუ დაიწერებიედ“ (ფს. 68, 29). მაშ ასე, ჩვენმა ქრისტე მაცხოვარმა თავისი სიკვდილით სიკვდილის ყველა ეს სახეობანი დათრგუნა? ვპასუხობ: მან დათრგუნა, მოსპო მხოლოდ ორი სახეობა სიკვდილისა: სულიერი და საუკუნო, ქვესკნელისა. გსურის, კაცო, იხსნა სული შენი ცოდვიანი და საუკუნო სიკვდილისაგან ქვესკნელისა? მოუხდი ჩვენს მაცხოვარს, ქრისტეს სინანულით. იგი იხსნის ცოდვილთ ამ სიკვდილთაგან. ხოლო სიკვდილი ხორციელი მან საუკუნეთა დასასრულამდე დატოვა. – ჰოჲ, უძვირფასესო მაცხოვარო ჩვენო! რისთვის დაუშვი ასეთ მძვინვარე მხეცს ეწამებინა შენი ადამიანები, შენი სამკვიდრო, რომელიც შენ შენი შეუფასებელი სისხლით მოიყიდე? და რა ნუგეში გვექნება ჩვენ ამ ცხოვრებაში, თუკიღა ამგვარი სატირალი ბოლო გველოდება? „რამე სარგებელ არს სისხლთა ჩემთაგან, შთათუ ვიდე განსახრწნელსა?“ (ფს. 29,10). ნუ ვეცდებით, ძმანო, გამოვიკვლიოთ ღვთის მიუწვდომელი განგება: ღვთის განგებულება უფსკრულია: „მართალ ხარ შენ, უფალო, და დიდ არიან განკითხვანნი შენნი“ (ფს. 118,137). ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოვლისშემძლებელმა ღმერთმა, ყველაფერი სიბრძნით განაგო ჩვენი სარგებლობისათვის და თუ მან სიკვდილი არ მოსპო დედამიწაზე, მითვე უდიდესი კეთილისმყოფელობა გამოიჩინა. პირველ ყოვლისა, მან ხორციელი სიკვდილი დატოვა, რათა ადამიანებს ცოდვა მოეძაგებინათ და გარიდებოდნენ მას. უწყითა, ძმანო, როგორია სიკვდილის წარმომავლობა და ვინაა მისი მამა? სიკვდილი ასულია ცოდვისა; ცოდვისაგან იშვა იგი, როგორადაც იტყვის წმინდა წერილი: „გულის თქუმაჲ იგი მიუდგის და შვის ცოდვაჲ და ცოდვაჲ იგი სრულ იქმნის და შვის სიკუდილი“ (იაკობი 1,15). აი, სიკვდილის ავბედითი გენეალოგია! აი, მისი წარმომავლობა! როგორიც მამაა – ცოდვა, ისეთივეა ასულიც – სიკვდილი; ნაყოფთა მათთაგან იცნობთ მას! ვერ დაგინახავს, ადამიანო, სისაძაგლე ცოდვისა: შეხედე სიკვდილს მაინც, მიხედე გახრწნილ გვამს, და საძაგელი ასულისაგან – სიკვდილისა – შეიცან მისი საძაგელი მამა – ცოდვა! თუკიღა ორი-სამი დღის მიცვალებულისაგან ისეთი აუტანელი მყრალი სუნი გამოდის, რომ ყველა ცდილობს შორს დადგეს, საკმეველს აკმევენ, კეთილსურნელებას აფრქვევენ, მაშინ რაღა დაემართება ამ გვამს საფლავში რამოდენიმე დღის შემდეგ? ღმერთო ჩემო, როგორი შიში და ძრწოლაა, როგორი სიმყრალე და სისაძაგლეა!.. მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ცოდვამ მოიმოქმედა: ცოდვით შემოვიდა სიკვდილი, ცოდვის ნაყოფით შეიცანით იგი! როდესაც ღმერთი რომელსამე ქალაქზე ჭირსა თუ სნებიან ქარს დაუშვებს, რამდენი უბედურებაა, წუხილი და სევდა! ადამიანები ერთმანეთს ერიდებიან, და მიუხედავად ამისა, მოულოდნელად კვდებიან, მკვდარს ყველა ტოვებს, ხოლო თავად მკვდარს საერთო ორმოში აგდებენ... და ყოველივე ამას ცოდვა იქმს: ცოდვით შემოხდა სიკვდილი – ჰოჲ, როგორ გამოუთქმელად საძაგელია ეს ცოდვა!.. როდესაც მამამთავარმა იაკობმა თავისი საყვარელი ძის იოსების დასისხლიანებული ტანსაცმელი დაინახა, წამოიძახა: „მძვინვარე მხეცმა დაგლიჯა იგი, მძვინვარე მხეცმა შთანთქა ჩემი იოსები!“ ჩვენც ასევე გვმართებს სიკვდილის გახსენებაზე წამოვიძახოთ: „მძვინვარე მხეცი, მხეცთაგან უმძვინვარესი – ცოდვა აწამებს და ღუპავს კაცთა მოდგმას!..“

მეორეს მხრივ, ქრისტემ დედამიწაზე სიკვდილი იმიტომ დატოვა, რომ ადამიანები ამქვეყნიურ სიამოვნებებსა და ხორციელ სილამაზეს გულით არ მისჯაჭვოდნენ. ჰოჲ, რაოდენ ხშირად სწყლავს ადამიანურ გულს ეს სილამაზე! მაგრამ შეხედეთ, რას ემსგავსება იგი შემდეგ? აყროლებულ გვამს, და მეტს არაფერს... აი, რატომ გვაძლევს წმინდა ეფრემ ასური ასეთ რჩევას: „როდესაც შენს გულში ვნების ცეცხლი აბრიალდება, წარმოიდგინე ქალის გვამი, კუბოში მწოლიარე და მატლთაგან შეჭმული, და მაშინ ვნების ალი ჩაქრება შენში“.

მესამეც, ქრისტემ ხორციელი სიკვდილი ჩვენი ბოროტი ზნის გამოსასწორებლად დატოვა. ხედავს ყოვლადსახიერი ღმერთი თავისი ყოველგანმხედველი თვალით, რომ ემსგავსება ადამიანი პირუტყვსა უგუნურსა თავის პირუტყვებრივ გულისთქმებში და ამიტომაც გამუდმებით ხმობს ცოდვილთა მიმართ: „ნუ იყოფით ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არა არს გულის-ხმა“ (ფს. 31,9). ხედავს, რომ ადამიანი იქით მიისწრაფის, საითკენაც ცოდვიანი რჩევა მიაქანებს, თითოეული მხოლოდ იმაზე ზრუნავს, რომ როგორმე თავისი ხორცი აამოს, რათა არაფერში განიცდიდეს ნაკლოვანებას, და მისძახის ღმერთი: „ნუ იყოფით ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არა არს გულის-ხმა!..“ მაგრამ ყველაფერი ამაოდ, ღმერთო ჩემო, არ უსმენენ ადამიანები შენს მცნებებს, ყურსაც არ ათხოვებენ, უტკბესო, შენს შეგონებებს! უგუნური ადამიანები უგულისხმო პირუტყვს დაემსგავსა, შენთა მაცხოვნებელთა მცნებათა არ სურთ ყური ათხოვონ: „არა ჰრწმენა მათ სიტყვისა მისისა. ჰდრტვინვიდეს იგინი კარვებსა მათსა, და არა ისმინეს ხმა უფლისა“ (ფს. 105,24,25)! ამის შემდეგ რასა იქმს მრავალმოწყალე ღმერთი? იგი სიკვდილის ლაგამს ამოსდებს ადამიანთა თავშეუკავებელ, უგუნურ სწრაფვას ყოველგვარი ბოროტებისაკენ: „ჭიმითა და აღვირითა უქცინე ღაწვნი მათნი“ (ფს. 31,9) და – თქვენ უწყით, ძმანო, რისგან ამზადებენ აღვირს: ქამრისგან, მკვდარი ტყავისგან. აი, სწორედ ასეთივე აღვირით, ანუ სიკვდილით, ალაგმავს იგი მოუთვინიერებელ ადამიანურ გაბოროტებას: „ჭიმითა და აღვირითა უქცინე ღაწვნი მათნი“. თითქოს ამგვარად ამბობს იგი: „არაფერს ძალუძს პირუტყვო უგუნურო, შენი მოთვინიერება; ჩემთა მცნებათა ტკბილ უღელს შენ ძირს ახეთქებ და არაფრად მიგაჩნია; შენ ამბობ: „განვხეთქნეთ აპაურნი მათნი, და განვაგდოთ ჩუენგან უღელი მათი“ (ფს. 2,3). აჰა, შენც აღვირი სიკვდილისა, იგი შენს პირუტყვებრივ ზნეს ალაგმავს! – ასე და ამგვარად, აშინებს, მართლმადიდებელნო, მრავალმოწყალე უფალი, თავნება ცოდვილებს სიკვდილით, მსაჯულის მსგავსად, რომელსაც სახრჩობელას აღმართვა უბრძანებია, რათა ბოროტმოქმედებმა, უკიდურეს შემთხვევაში, ბოროტმოქმედებაზე მაინც აიღონ ხელი. დაინახეთ, თუ როგორ აწყნარებს უფალი ღმერთი დაუმშვიდებელ აბობოქრებულ ზღვას? თუ რითი აჩერებს აზვირთებულ ტალღებს? მხოლოდ და მხოლოდ ქვიშით: დაუდო ზღვარი ზღვას ქვიშით! და რა არის თავის დაუწყნარებელ, ბოროტ, ცოდვიან გულისთქმებში ადამიანი, თუ არა სულთმხრწნელი მტრის ქარიშხლოვანი სულით აღელვებული, გამძვინვარებული ზღვა? და რითი დააცხრობ ამ სასტიკ ქარიშხალს? იმავე ქვიშით: „მიწა ხარ, - ამბობს ღმერთი, - და მიწადვე მიიქეც“ (შექმნათა 3,19)! ზღვარი დაუდევ ზღვას ქვიშით! „საზღაური დასდევ რომელსა არა გარდახდენ“ (ფს. 103,9).

მეოთხეც, ქრისტე მაცხოვარმა დედამიწაზე სიკვდილი იმისთვის დატოვა, რათა მის მიერ დაამხოს ადამიანური სიამაყე. და თუ არა სიკვდილი, ამპარტავნებით აღვსილი ადამიანები რაზე აღარ გაკადნიერდებოდნენ? ხალხებსა და ქვეყნებზე გამარჯვებული ალექსანდრე მაკედონელი, რისხვა ყოვლისა ქვეყნისა, ისეთ ამპარტავნებამდე, იმგვარ უგუნურებამდე მივიდა, რომ საკუთარ თავს ღმერთს უსწორებდა, და თუ ეს ვითომცდა ღმერთი საუკუნოდ იცოცხლებდა, როგორ ბოროტებას აღარ ჩაიდენდა იგი? ამპარტავნებით როგორ საფეხურზე არ ავიდოდა იგი? უამისოდაც ამბობდა იგი, რომ ერთ ხელში აღმოსავლეთი ეჭირა და მეორეში დასავლეთი, - მაშინ იგი საერთოდაც აღარ ჩათვლიდა თავს ადამიანად! მაგრამ სიკვდილმა მას თვალები აუხილა; თავისი ცხოვრების 32-ე წლისთავზე ამ ვითომცდა ღმერთმა თავისი სიცოცხლე ყველა მოკვდავის მსგავსად დაასრულა, და ახდა მასზე სიტყვა წმინდა წერილისა: „მე ვთქუ, ღმერთნი სამე ხართ, და შვილნი მადლისანი თქეუნ ყოველნი. ხოლო თქუენ ვითარცა კაცნი მოსწყდებით, და ვითარცა ერთი მთავართაგანი დაეცემით“ (ფს. 6,7).

არსებობს კიდევ სხვა მიზეზებიც, რის გამოც უფალმა არ მოსპო სიკვდილი: მან იგი ღატაკთა, უძლურთა, უბედურთა, სნეულთა ნუგეშად დატოვა, რომელთაც განსვენება სიკვდილში უნდა ჰპოვონ. მაგრამ განსაკუთრებით ღვთის რჩეულთათვის არის სიკვდილი სანატრელი, რომელთაც მოუძაგებიათ რა ეს ცხოვრება, მთელი თავისი იმედი მწუხარებასა და ხრწნილებისაგან განშორებულ ზეციურ ცხოვრებაზე დაუდვიათ. თითოეული მათგანი წმინდა მოციქულთან ერთად ამბობს: „გული მეტყვის განსვლად და ქრისტეს თანა ყოფად...“ (ფილიპელთა 1,23). „უბადრუკი მე ესე კაცი! ვინმე მიხსნეს ხორცთა ამათგან ამის სიკუდილისათა“ (რომაელთა 7,24). „ჩუენი მოქალაქეობაჲ ცათა შინა არს“ (ფილ. 3,20). ამინ.

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა

http://www.orthodoxy.ge/tserilebi/rostoveli_sikvdili.htm
lingvo
მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე)

ფიქრნი წინაშე ჯვარისა


ვიხილავ რა პატიოსანსა ჯვარსა, მყისვე წარმომიდგება თვით ჯვარცმული, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მაგონდება მისი აუწერელი ტანჯვა-წვალება და სიკვდილი, განსაკუთრებით მახსენდება მისი სიტყვა, წარმოთქმული სულის განტევების წინათ ძმრის მიღების შემდეგ: „აღსრულებულ არს“. სიტყვა ესე დიდმნიშვნელოვანი და აზროვანია, იგი ბევრს, ბევრს რასმე გვეუბნება.

„აღსრულებულ არს!“ - აღსრულდა ღვთის ნება, რომლისამებრ უნდა მოსულიყო ამ სოფლად მხსნელი, რათა მას ცდომილი, სულიერ სიბნელეში მყოფი, ღმერთს დაშორებული, ჭეშმარიტ ბედნიერებას მოკლებული კაცობრიობა გაეთავისუფლებინა ეშმაკისა და ბოროტების მონობისაგან, აღედგინა შეწყვეტილი მისი კავშირი ღმერთთან, დაებრუნებინა მისთვის დაკარგული ნეტარება.

„აღსრულებულ არს!“ - უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი უუმაღლესი და უუსრულესი სწავლით, უწმიდესის ცხოვრებით, სასწაულებრივი მოქმედებით, აუტანელ წვალებათა დათმენით, ჯვარცმით და სიკვდილით მთელი კაცობრიობა დაარწმუნა, რომ იგი არს ღვთისგან მოვლენილი, რომ მისი სიტყვა ჭეშმარიტებაა, ნამდვილი ღვთის სიტყვაა, და, ვინც მას მიიღებს და აასრულებს, ის უეჭველად შეუერთდება ღმერთს, რომლისადმი ადამიანის სული მოუსვენრად და შეუკავებლად ისწრაფვის და რომელიც არის ერთადერთი წყარო ბედნიერებისა.

„აღსრულებულ არს!“ - წყვდიადით მოცულმა კაცობრიობამ არ უწყოდა, თუ რა არის ჭეშმარიტება, არ იცოდა, თუ ვინ არის ის, ვისდამიც ლტოლვილებას გრძნობს იგი თავისი ბუნების სიღრმეში, რა არსებისა და თვისებებისაა ღმერთი, რას თხოულობს იგი კაცისაგან, როგორ შეიძლება მასთან დაახლოვება, რა არის თვით ადამიანი, რა შეადგენს მის დანიშნულებას, როგორ უნდა იცხოვროს მან, რათა მოიპოვოს სულიერი კმაყოფილება და დაუსრულებელი სიხარული, - და აი, ყველა ამ კითხვაზე, რომელთა ხსნა მას არ ძალუძდა თავისი გონების ძალით, ხოლო აუხსნელობა მას მოსვენებას არ აძლევდა და ტანჯავდა, მაცხოვარმა მისცა ჯეროვანი პასუხი და თავისი მტკიცე, ეჭვშეუტანელი, ღვთაებრივი სიტყვით გონება გაუნათლა და გული დაუმშვიდა.

„აღსრულებულ არს!“ - კაცს ცხოველსმყოფელი მადლის შეწევნით მიეცა საშუალება, დათრგუნოს ბოროტება თავის ბუნებაში, შემუსროს და მოსპოს ცოდვილნი და დამღუპველნი ჩვეულებანი, სძლიოს და განდევნოს ბიწიერი აზრები, გრძნობები და სურვილები, გაავარჯიშოს და გააძლიეროს თანდაყოლილნი კეთილნი მიდრეკილებანი, ჩანერგოს და განავითაროს სხივ-მფინარე სათნოებანი, ააღორძინოს, გაანათლიეროს და აღაფრთოვანოს თავისი სული და ამით შეუერთდეს ღმერთს მჭიდრო ცხოველი კავშირით და მიაღწიოს ბედნიერებას.

ამნაირად აღსრულდა წყევისაგან კაცის გამოსყიდვის, ცხოვნების საქმე. კაცობრიობამ ისწავლა ჭეშმარიტება, მას მიენიჭა ძალა თავისი გახრწნილი ბუნების გასწორებისა, ღმერთთან დაახლოვებისა და ნეტარების მოპოვებისათვის; და ყოველივე ეს იქმნა მაცხოვრის მიერ. აი, რა დიდი სიკეთე გვიყო ჩვენ უფალმა იესო ქრისტემ, და ნუთუ ჩვენ არ უნდა აღვივსნეთ მადლობითა და სიყვარულით მისდამი, ნუთუ ჩვენ მოვალენი არა ვართ, მუდამ წარმოვიდგენდეთ მის ღვთაებრივ სახეს, მის ღვაწლს, თავდადებას და სიკვდილს ჩვენთვის და ჩვენის ცხოვრებისათვის, და ნიშნად მხურვალე მადლობისა მისდამი ვასიამოვნებდეთ მას წმ. სახარებაში ცხადყოფილი მისი ნების აღსრულებით, ჩვენი ცხოვრებით მის სწავლისამებრ! ხოლო ჩვენ რითი ვამტკიცებთ, რომ მართლა გამსჭვალული ვართ უფლის იესო ქრისტესადმი ნამდვილის მადლობითა და სიყვარულით? განა ჩვენ ვცდილობთ, აღვინთოთ გულში მის მიერ ნაჩვენები უმაღლესი გრძნობები, შევისისხლხორცოთ მის მიერ ნამოძღვრებნი სათნოებანი? არა და არა! ცხოვრებას ვატარებთ ჩვენ ისე, როგორც წუთიერი გულისთამა მოითხოვს და შემთხვევა გვიჩვენებს, და სრულიადაც არ ვხელმძღვანელობთ სახარებაში დასურათხატებული ზნეობრივი კანონებით. მართალია, მაცხოვარს სიტყვით მადლობას ვწირავთ, ვაქებ-ვადიდებთ, აღტაცებაში მოვდივართ მისი უმაღლესი ქადაგებისგან, მაგრამ განა ეს საკმაოა? განა ღრმა მადლობის გადახდა მხოლოდ სიტყვით უნდა? ნამდვილი მადლობის გადახდა ჩვენგან ვინმე კეთილის-მყოფელისადმი მდგომარეობს მასში, რომ ჩვენ გარდა ქების შესხმისა ვასრულებდეთ იმას, რასაც იგი თხოულობს, რაც მას მოსწონს. სწორედ აგრეთვე მაცხოვარს ჩვენ მადლობას უნდა ვუხდიდეთ უმთავრესად მისი ნების აღსრულებით; ხოლო მას ნებავს, რომ ჩვენ ვცხოვრობდეთ მისი მოძღვრებისამებრ, რაც საჭიროა ჩვენისავე ბედნიერებისათვის. მაგრამ ჩვენ ამას არ ვიქმეთ, და ამიტომ ჯვარის ხილვის დროს უნდა ვგრძნობდეთ მწუხარებასა და სინდისის ქეჯნას.

http://www.orthodoxy.ge/tserilebi/davit/sarchevi.htm
lingvo
სხეულის კულტი


თანამედრვე მსოფლიო არის ვაჭრობის სამყარო, საქინლისა და ფულის მიერი ურიერთობებისა. დღეს როგორც ყველას მოეხსენება ვაჭრობის წარმმართველია რეკლამა. რეკლამას გამოყოფილი აქვს დიდი დრო ნებისმიერ გადაცემაში და არხზე და უკვე ყველას მოაბეზრა თავი. როცა ფილმი რეკლამით წყდება, ადამიანი ხშირად მიდის სამზარეულოში წასახემსებლად ან გადართავს სხვა არხზე, რომ გაექცეს მას. მე კი საპირისპიროდ მოვიქეცი და ვეცადე ჩავკვირვებოდი რეკლამას. ვაღიარებ არ იყო იოლი, რადგან როგორც უმრავლეოსობა მეც ვერ ვიტან თანამედროვე ტელევიზიის ამ შვილობილს. პრინციპში ახალი არაფერი აღმომიჩენია, უბრალოდ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემს აზრებში თანამედროვე ცხოვრების შესახებ.

რეკლამა – როგორც ავამდყოფობის სიმპტომი, რომლის მიხედვით შეიძლება განვსაზღვროთ რა აწუხებს პაციენტს. ჩვენს შემთხვევაში შესაძლებელია გარკვეული ალბათობით განისაზღვროს თანამედროვე ადამიანის სულიერი სნეულებები. ამის გაკეთება იოლია. დავაკვირდეთ ძირითადში რას ეძღვნება სარეკლამო რგოლები და გამოვიტანოთ დასკვნა. რას ეძღვნება ისინი? პასუხი შესაძლოა ბევრს გაუკვირდეს იმის გამო, რომ როგორც წესი ადამიანი ღრმად არ ჩაფიქრებულა ამაზე. ეს სხეულია. დიახ, ადამიანის სხეული. ყველას სარეკლამო რგოლში საუბარია მხოლოდ ერთზე, კომფორტზე ადამიანის ცხოვრებაში. იმაზე რომ, ადამიანის სხეულმა რაც შეიძლება მეტი კომფორტით და უპრობლემოდ გაატაროს ცხოვრება. თქვენ მკითხავთ: ნუთუ ცოდვაა ამქვეყნად მეტ–ნაკლებად კომფორტში ცხოვრება? გიპასუხებთ რომ არა, თუ ადამიანი არ ცდება გონიერების ზღვარს, თუ სხეული არ ხდება უპირტესი სულზე და შესაბამისად სხეულის არსებობის პირობებისთვის ზრუნვა არაა გაცილებით მნიშვნელოვანი თუ არა უმნიშვნელოვანესი ვიდრე მისი სულიერი ცხოვრების პირობები. მაგრამ როცა ვუყურებდი აჭრელებულ რეკლამებს, დამრჩა შთაბეჭდილება რომ ეს ზღვარი ადამიანმა დიდი ხნის წინ შეუქცევადად გადალახა. შეიძლება დავსვათ კითხვა: რატომ შეუქცევადად? იმიტომ, რომ კომფორტის დონე იმდენადაა გაზრდილი, რომ ნაკლებ სავარაუდოა უარი თქვას მასზე მიჩვეულმა კაცობრიობის უდიდესმა ნაწილმა. კომფორტი კი იზრდებაბა უმთავრესიდან – ადამიანის სხეულის კულტიდან. სწორედ ეს ფაქტორი წარმოადგენს კომფორტის ძირითად მამოძრავებელ ძალას.

ჩვენ ვამჩნევთ საოცარ ტენდენციებს: სამყარო რაც უფრო უღმერთო ხდება, მით ნაკლებ ყურადრებას აქცევს ქრისტეანულ ფასეულობებს და მით მეტად იზრდება ზრუნვა სხეულზე, რომელიც მომდინარეობს უფალთან კავშირის დაკარგვიდან. ვწყდებით რა მას, როგორც სიყვარულის წყაროს, ადამიანი კარგავს ჭეშმარიტი სიყვარულის შემეცნების უნარს, რომელიც მდგომარეობს მოყვასის მსახურებაში. მისი სიყვარული დეფორმირდება და ხდება ეგოისტური, იკეტება რა საკუთარ თავში. აქედან კი იშვება შიში დაავადებების მიმართ და დასასრულს შიში სიკვდილისა. ამიტომ ბევრია რეკლამები გაახალგაზრდავების შესახებ სადაც საუბრობენ, რომ „ორმოცდაათი წლისა გამოვიყურები როგორც ოცდაათისას“. (ყოველთვის მინდოდა მეკითხა: რატომ გინდა გამოიყურებოდე როგორც ოცდაათი წლისა? ახალგაზრდა მამაკაცების ყურადღების მისაპყრობად?) აქედანაა ძლიერი განცდები თმის მსხვრევადობაზე, ფიზიკურ ძალაზე, სხეულის აღნაგობაზე და სხვ. ყველაზე საინტერესოა, რომ რეკლამა ამ ნაწილში არ ტყუის. შეიძლება შეალამაზებს და ხანდახან საკმაოდ ძლიერად, მაგრამ არ ტყუის. ადამიანების ცხოვრებაში ყოველივე ეს გახდა მართლაც ძალზე მნიშვნელოვანი.

უფალმა ყველაფერი სიბრძნით მიმადლა ადამიანს. ცალკეა საზრუნავი სხეულისთვის და ცალკე სულისთვის. პრინციპში მცნება მეშვიდე დღის შესახებ ამასაც ეხება. უგულებელსჰყო რა ეს მცნება, ადამიანი გაცდა ზღვარს, რომელიც ყოფს გონიერ ქმედებას მომაკვდინელებისგან. ზუსდატ მომაკვდინელებისგან, რადგან ზედმეტი და შესაძლოა ავამდყოფური ზრუნვა სხეულზე თანდათან კლავს სულს. ეს შეუმჩნევლად აზიანებს ადამიანის პიროვენბას და მასზე სრულდება წმიდა წერილი: თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. (დაბ. 6,3). შეგახსენებთ რომ ეს სიტყვები ითქვა წარღვნამდე მცირე ხნით ადრე.
აქედანვეა ავხორცობისკენ მიდრეკილება თანამედროვე რეკლამაში, მაგალითად როცა ნახევრად შეუმოსავი დედაკაცი რეკლამირებას უწევს სასმელ წყალს. ვფიქრობ ყველაფერი ასე გაგრძელდება მეტი აგრესიის ფონზე.
ჩემი აზრით ყველაზე მეტად რეკლამისგან იტანჯებიან დედაკაცები. იმიტომ, რომ რეკლამა გათვლილია საშუალოსტატისტიკურ მაყურებელზე, ესენი როგორც ცნობილია შუა ხნის დედაკაცებია. არიან რა უპირატესად შთაბეჭდილებების აღმქმელნი და ემოციურები, შედეგად დამოკიდებულნი რეკლამის მეშვეობით ჩამოყალიბებულ საზოგადოებრივ აზრზე. თუ ეს აზრი ამბობს რომ დედაკაცი აუცილებლად უნდა იყოს კარგი აღნაგობის, კოსმეტიკით მოხატული, არავითარ შემთხვევაში მსხვრევადი თმით და ამასთან გამოიყურებოდეს მის ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდა, მაშინ ანდომებენ უდიდეს ძალისხმევას ამ ყოველივეს მისაღწევად. ხშირად ეს ძალისხმევა იმდენად ძლიერია, რომ სცდება საღ აზროვნებას და ვნებს მათ ჯანმრთელობასაც. ასევე ყალიბდება ქცევის გარკვეული სტერეოტიპები, მაგრამ ეს აღარაა დღევანდელი მსჯელობის თემა.

დასკვნა ჩვენი მსჯელობიდან მარტივია: მეგობრებო ნუ ენდობით რეკლამას! სხეული ადამიანის მხოლოდ ნაწილია და არა მთლიანი ადამიანი. ვამდიდრებთ რა სხეულს ჩვენ შესაძლოა შეუმჩნევლადაც ვაღარიბებდეთ სულს, ვკარგავდეთ მას მარადიული ცხოვრებისთვის. როგორადაც არ უნდა ვიზრუნოთ სხეულზე, საბოლოოდ ის მაინც გახდება მატლების საკვები. მატლებისთვის კი სულ ერთი იქნება ჩვენი სხეულის აღნაგობა, გარეგნული სახე, ის თუ როგორი თმა გვაქვს. რაღათქმაუნდა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ დაუდევრად მოვეპყროთ სხეულსა და ჯანმრთელობას, უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია არ გავცდეთ ზღვარს.

მღვდელი დიმიტრი ბეზუმნოვი

30 აგვისტო 2011 წელი

http://pravoslavie.ru/jurnal/48344.htm

lingvo
სანამ გვაქვს დრო


ჩვენ ვტრიალებთ ქარიშხალში, რომელიც გვაბრუებს, გვითრევს, ისე გვახვევს ბადეში, ამ ორომტრიალის გარდა ვერაფერს ვაცნობიერებთ. ადამიანი ხდება ამ ქარიშხლის მონა და ვერ აცნობიერებს მის მიზანს – დაავიწყოს ვინ არის იგი და რისთვის ცხოვრობს. ქარიშხლის სახელია „შფოთი“. ის მორევის მსგავსად ნთქავს დროს, რომელიც მოგვეცა მარადისობის მოსაპოვებლად. ვერანაირი თხოვნა–ვედრებით ვერ ხერხდება ადამიანის აღმოტაცება ამ მძინვარე მორევიდან. უბრალოდ ყოველივე ეს არ მოქმედებს, რადგან როცა მორევი ერთხელ ჩაითრევს, უფრო და უფრო ღრმად მიაქანებს სიცარიელისკენ, რომელსაც ძირი არ უჩანს და გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველია. როცა სიცარიელის უფსკრული მთელი თავისი უიმედობით წარმოგვიდგება, უკვე გვიანაა.
უფალი მოწყალეა და არ დაუშვბს, რომ საბოლოოდ მოტყუებულნი დავრჩეთ – უკვე ამ ცხოვრებაში გვაგემებს შფოთისა და უზომო საზრუნავის მწარე ნაყოფს. მაშინ მოიწევა ადამიანის თავს უსიამოვნებები, პრობლემები და უბედურებები. ესენი ნამსხვრევები და ნარჩენებია კეთილგონიერი ცხოვრებისა, რომლის დარღვევის უფლება მივეცით ცხოვრებისეულ ქარიშხალს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ არასწორად, ისე არა, როგორც საჭიროა. ცუდად იმიტომ ვცხოვრობთ, რომ მხედველობიდან გვრჩება რაღაც მთავარი, რომლის გარეშეც ჩვენი ცხოვრება კეთილი ვერ იქნება.
როცა უეცრად ყოველი მხრიდან, თითქოს აშკარა მიზეზების გარეშე თავს გვატყდება უბედურებები და წარუმატებლობები, მაშინ ნებსით თუ უნებლიედ ადამიანს ახსენდება უფალი და მიდის ეკლესიაში. იქ ხვდება მღვდელს, რომელიც პირველყოვლისა ცდილობს გაარკვიოს ცხოვრობს თუ არა ადამიანი ღვთის მცნებებთან თანხმობაში, მონდომებულია თუ არა დაიცვას ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელი ელემენტარული წესები, საეკლესიო ენაზე რომ ვთქვათ – კეთილკრძალული ცხოვრებისთვის. კითხვებზე თუ რამდენი ხანია არ მიუღია მონაწილეობა სინანულისა და ზიარების საიდუმლოებებში, კითხულობს თუ არა სახარებას, დიდ უმრავლეს შემთხვევებში გვესმის უშინაარსო და საშიში პასუხი:
– მე არ მაქვს დრო!
მაშ რას წარმოადგენს დრო სარწმუნოებრივი თვალსაზრისით და რისთვის მოგვეცა ჩვენ?
ყველა ჩვენგანი ჩასახვის მომენტიდან მარადიულ ცხოვრებას იწყებს. ამის შეცვლა ან შეწყვეტა არცერთ ადამიანს არ ხელეწიფება. მაგრამ ადამიანის მარადიულ ცხოვრებაში არსებობს უმცირესი მონაკვეთი, თითქმის წერტილი მის დასაწყისში, მოკლე „ასაფრენი ზოლი“, რომელზე გარბენაც განსაზღვრავს როგორი იქნება ჩვენთვის მარადისობა. ამ მცირე მონაკვეთს ვუწოდებთ მიწიერ ცხოვრებას, წუთისოფელს და მისი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა დრო.

„ასაფრენი ზოლი“ მოკლეა. იმის მიხედვით რამდენად სწორად შეარჩევს მფრინავი მიმართულებას, სიჩქარეს და რამდენად მართებულად გაითვალისწინებს ქარის სიძლიერეს და სხვა მრავალ პირობებს დამოკიდებულია გამოსავალი – უმაღლესი მიზნის მიღწევა ან საშინელი კატასტროფა.
ხანმოკლეა წუთისოფელი, მაგრამ ეს დრო მოგვეცა მარადიული ცხოვრების გაცნობიერებული არჩევანის გასაკეთებლად. თავად ვირჩევთ მომავალს. „ასაფრენ ზოლზე“ გარბენის განსხვავება ფრენისგან ის არის, რომ ჰაერში რაიმეს შეცვლა უკვე გვიანია. ასე, რომ თუ მიწაზე არჩეული ფრენის „პარამეტრები“ მცდარი აღმოჩნდება, ჩვენ გარდაუვალი კატასტროფა გველის. აი ასეთი პასუხისმგებლობა გვეკისრება „ფრენისთვის მოსამზადებელ“ დროში!
მნიშვნელოვანია კიდევ ის გარემოება, რომ შეუძლებელია ადამიანმა თავისთვის მოიგონოს „განსაკუთრებული“ მარადისობა, მას არჩევანის გაკეთება უწევს არსებულ რეალობაში. არჩევანის დიაპაზონი განუზომელია: უმაღლესი მწვერვალებიდან უკიდურეს უფსკრულამდე. ერთადერთი გზამკვლევი და გადამრჩენი შუქურა ამ მარადისობის ოკეანეში ღმერთია, მისი სიმართლე, კანონი, სიყვარული. იგია სრულყოფილი მადლის წყარო. რაც უფრო მიისწრაფვის ადამიანი ღვთისაკენ მით მეტად ცდილობს ჭეშმარიტების შემეცნებას და მასთან თანხმობაში ცხოვრებას, მით უფრო იცვლება მისი სული, ნათლდება და ემსგავსება შემომქმედს. ეს ერთბაშად არ ხდება, არამედ მთელი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში. წუთისოფელში ვითარდება ის მიმართულება, რომელსაც ირჩევს ადამიანი და მაშინ მარადისობაში სრულად გამოვლინდება საით ისწრაფვოდა ადამიანის სული, რას ეძებდა, რითი სუნთქავდა და ცხოვრობდა წუთისოფელში ცხოვრების დროს. ერთი სიტყვით დრო გვეძლევა საღვთო განათლებისთვის, უფალთან ერთობისთვის და ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია.
და აი ადამიანი თითქოს სხვათა შორის ეუბნება ღმერთს: „მე შენთვის დრო არ მაქვს!“
აცნობიერებს ამას ადამიანი თუ არა, ეს სიტყვები საშინელია გამომდინარე მათი კატასტროფული შედეგებით ადამიანისთვის, რომელსაც რათქმაუნდა არავითარი კატასტროფა არ სურს, მაგრამ მისი შეხედულება ბედნიერებაზე მოწყვეტილია რეალობას და ეფუძვნება მის მცდარ წარმოდგენას. ყოფით საზრუნავებში სრული ჩართვა სულში ბადებს არასწორ, ოცნებისეულ წარმოდგენას ბედნიერებაზე, რომელიც საბოლოოდ განწირულია წარუმატებლობისთვის სწორედ იმიტომ, რომ ის მოწყვეტილია რეალობას.
ზოგჯერ ამბობენ კიდეც: „მახსოვს უფალი, მწამს, უბრალოდ დრო არ მაქვს ყველა რიტუალის შესასრულებლად: ტაძარში სიარულისთვის, ლოცვისთვის, მეტანიებისთვის, მარხვისთვის... ხომ შეიძლება ამის გარეშეც, ღმერთი სულში მყავს და საკმარისია!
არა, არ კმარა...
კარგი და სწორია ღვთის რწმენა, მაგრამ არა საკმარისი. აი რას ბრძანებს იაკობ მოციქული: „რამეთუ ვითარცა ჴორცნი თჳნიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს“ (იაკ. 2,26). სხვა ადგილას კი უფრო მკაცრად ბრძანებს: „შენ გრწამს, ვითარმედ ერთ არს ღმერთი, კეთილად იქმ, და ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან მისგან” (იაკ. 2,19). მაგრამ რჩებიან დემონებად. მოკლედ რომ ვთქვათ, გარდა რწმენისა, გვჭირდება ცხოვრება ღვთის ნებასთან თანხმობაში, ქრისტიანული ცხოვრების წესი, რომელიც მოზაიკის მაგვარად უნდა აეწყოს მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილებისგან: მართლმადიდებელი სარწმუნოების საფუძვლების შესწავლისგან, სახარების კითხვისგან, მცნებების შესრულებისგან, ტაძარში და შინ ლოცვებისგან, მარხვების შენახვისგან... ყოველივე ეს ადამიანს ეხმარება იმგვარად წარმართოს ცხოვრება, რომ მან შეძლოს მადლის გამრავლება, სარწმუნოებაში, მორჩილებაში, მოთმინებასა და სიყვარულში ზრდა.
არის შემთხვევები, როცა ადამიანს ეჩვენება, რომ ის ზოგადად კეთილია და ეს სავსებით საკმარისია. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი თავს ადარებს არა იმ იდეალს, როგორიც უნდა იყოს ღვთის წინაშე, რომლისთვისაც მოწოდებულია, არამედ ცოდვილობის უკიდურეს გამოვლინებებს, რომლის ფონზეც თავი ჰგონია სავსებით „ნორმალური“ და „წესიერი“. აქ აღსანიშნავია სიკეთე, ერთის მხრივ ყოფითი გაგებით და მეორე მხრივ სიკეთე, რომელიც ემსახურება ჭეშმარიტი რწმენის გამოხატულებას.
უფალი სახარების ერთ ადგილას მოციქულებს ეუბნება: „ხოლო გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მთ. 5,20). ფარისევლები კი იყვნენ არა მხოლოდ გარეგნულად რჯულის ზედმიწევნით აღმსრულებელნი, არამედ მორალური და ზნეობრივი პრინციპებისაც. მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ამ „კაცობრივმა“ სიმართლემ მათ ნება დართო მაცხოვარი ჯვარს ეცვათ. თუ ვინმე ამტკიცებს რომ მორწმუნეა და მას „ღმერთი სულში ყავს“, მაშინ ყველანაირად უნდა ცდილობდეს ღვთის ნების გაგებას, შემდეგ კი მის შესრულებას, როგორ უსიამოვნოდ, რთულად და არახელსაყრელადაც არ უნდა ეჩვენებოდეს მას. აი რაში მდგომარეობს სარწმუნოების საქმე – ცხოვრება უფალთან თანხმობაში.
ძალისაებრ ჩვენისა სრულად შევითვისოთ ქრისტეს ზნეობრივი სახე, ეკლესიის ზუსტი განსაზღვრებისამებრ, ქრისტე შევიმოსოთ. პავლე მოციქული ამის შესახებ ბრძანებს: „უკუეთუ ვისმე სული ქრისტესი არა აქუს, იგი არა არს მისი“ (რომ. 8,9). ქრისტეშემოსილნი რომ გავხდეთ, ვცხოვრობდეთ და ვიქცეოდეთ როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს შეშვენის, საჭიროა გაცნობიერებული და მიზანდასახული სწრაფვა ღვთისაკენ: მეტი გავიგოთ ქრისტეს შესახებ, მის სწავლებაზე, რომელიც დაწერილია სახარებაში და განხორციელებულია ეკლესიაში. ეკლესია – ქრისტეს სხეულია, „ჭეშმარიტების სვეტია“. როცა ადამიანი უგულებელჰყოფს ეკლესიური ცხოვრების გამოცდილებასა და წესებს, არ ცდილობს გაცნობიერებულად იყოს ქრისტეს სხეულის ნაწილი – ის არაა ქრისტიანი, როგორადაც არ უნდა უწოდებდეს თავს.
თანამედროვე ცხოვრების მთავარი დევიზია – ცხოვრება საკუთარი სიამოვნებისთვის, ცოდვილი ცხოვრებით ტკბობა, სწრაფვა ნებისმიერი საშუალებებით მწუხარებებისა და სიძნელეებისთვის თავის ასარიდებლად. ეკლესია სხვა გზას გვირჩევს: არ გავექცეთ მწუხარებებს, განსაკუთრებით იმგვარს, რაც გამოწვეულია მართალი ცხოვრებით უსამართლო მსოფლიოში. მხნედ გადავიტანოთ ისინი „რამეთუ რომელმან-იგი ივნო ჴორცითა, დაცხრომილ არს ცოდვისაგან. რაჲთა არღარა კაცთა გულის თქუმითა, არამედ ნებითა ღმრთისაჲთა ნეშტნი იგი ჟამნი ჴორცითა ცხორებად“ (1 პეტ. 4,1–2).
კიდევ ერთხელ მივედით იქამდე, რომ საჭიროა დროის მოძიება კითხვისთვის, გონებით ჩაღრმავებისთვის, კითხვების დასმისთვის იმ ცოცხალი და მაცხოვნებელი რწმენის შესახებ, რომელითაც განგვანათლა ქრისტემ. რათა უბრალოდ კი არ გვწამდეს, არამედ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ვცხოვრობდეთ ქრისტიანულად, ქრისტეს მცნებების თანახმად.
რას შევადაროთ სულიერი ცხოვრება? ესაა უძვირფასესი რამ, რის შესახებ გვსმენია და გვსურს მოპოვება, მაგრამ თავისთავად არ გვეძლევა. შესაძლებელი იქნებოდა შეგვედარებინა სიმდიდრესთან, მაგრამ არა სრულად, რადგან სიმდიდრეს ზოგჯერ უკანონოდ მოიპოვება – მადლთან მიმართებაში კი ეს წარმოუდგენელია.
შეიძლება სულიერი ცხოვრება შევადაროთ უმაღლეს დაოსტატებას კეთილ საქმეში. ეს ისაა, რასაც ფულით ვერ შეიძენ და მის არ ქონას დიდხანს ვერ დავმალავთ. ნებისმიერი ოსტატობა: ფერწერაში, მუსიკაში, მეცნიერებაში და ტექნიკაში – მოიპოვება საქმისადმი სიყვარულითა და დიდი შრომით, საჭირო უნარების მოთმინებით შეძენითა და გამოცდილების დაგროვებით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ: დაოსტატება მეცნიერებასა თუ ხელოვნებაში – ეს, ზოგადად პირადი საქმეა და არავითარი ზეგავლენა არა აქვს ადამიანის სულიერ, მარადიულ ცხოვრებაზე. შესაძლოა ნიჭიერი იყო და გულმოდგინედ ავითარებდე შენ ნიჭს, მიაღწიო ოსტატობის მწვერვალს. ასევე შეიძლება ნიჭის უგულებელყოფა და მუშაობის დაწყება მშენებლობაზე ოჯახის სარჩენად. სულიერი ცხოვრების თვალსაზრისით ამგვარად „ტალანტის დაფვლას“ ვერ ვუწოდებთ ცოდვას. პირიქით – ადამიანმა ოჯახის და ახლობლებისთვის მსხვერპლად გაიღო მისი გატაცება, მიწიერი მიჯაჭვულობა.
სულიერ ცხოვრებაში სხვაგვარადაა. ჩვენ ყველა გამონაკლისის გარეშე მოწოდებულნი ვართ სულიერი ცხოვრებისთვის და ყველამ აუცილებლად უნდა ვიღვაწოთ ღვთის სასუფევლის მოსაპოვებლად, მადლის მოსახვეჭად. ეს ყოფნა არყოფნის საქმეა და თანაც მარადიულ განზომილებაში. ამ მოწოდების არ მიღება და უგულებელყოფა შეუძლებელია საკუთარ თავზე ტრაგიკული შედეგების წვნევის გარეშე. ამის გაგება მნიშვნელოვანია. ნათლობისას მივიღეთ სულიწმიდის მადლი, რომელიც უნდა გავითავისოთ და გავამრავლოთ ჩვენი კეთილმორწმუნე ცხოვრებით, – აი ესაა ის ტალანტი, რომლის მიწაში „დაფვლას“ ადამიანისთვის მოაქვს ყველაზე სავალალო შედეგი.
მისმინეთ, ჩვენ ხომ არ მოგვეთხოვება რაიმე განსაკუთრებულად დიდი მსხვერპლი. უბრალოდ გამოვნახოთ ყოველი დღის მდინარებაში მცირედი დრო სულზე ზრუნვისთვის, ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობისთვის. ესაა ოქროს დრო, დრო რომელშიც მოიპოვება მარადისობა! ბრძნულად გამოყენებული ეს დრო არ იკარგება, არამედ აუცილებლად გამოიღებს წმიდა და სასიხარულო ნაყოფს.
ყოველდღიური ცხოვრების მდინარებაშიც კი ადამიანს შეუძლია და ვალდებულიცაა სუნთქავდეს მარადიულობით, ცხოვრობდეს ღვთის წინაშე მყოფობის განცდით, მუდამ ამოწმებდეს მის საქციელს, სიტყვებს და აზრებსაც ღვთის სიმართლესთან. მთელი გულითა და სულით ღვთისკენ ისწრაფოს. გააკეთოს შეგნებული არჩევანი სახარებისეული ჭეშმარიტების სასარგებლოდ.
მაშ არასდროს ვთქვათ, რომ დრო არ გვაქვს სულიერი ცხოვრებისთვის! სანამ დედამიწაზე ვართ – ჩვენ გვაქვს დრო! საქმე მხოლოდ იმაშია თუ რა არის ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი, რას დაუთმობდით ამ დროს. გვახსოვს რა, რომ დრო სინანულისთვის და ცხოვრების შესაცვლელად მოგვეცა, ვეცადოთ გამოვიყენოთ ეს ბედნიერი შესაძლებლობა. სანამ გვაქვს დრო!

მღვდელი დიმიტრი შიშკინი
27 სექტემბერი 2011 წელი
http://www.pravoslavie.ru/jurnal/48876.htm

lingvo
დიმიტრის შაბათი



ქართულ საეკლესიო კალენდარში არის ერთი დღე, რომელიც აღნიშნულია როგორც „დიმიტრის შაბათი, მიცვლებულთა ხსენების დღე“. მიცვალებულთა ხსენება ქართველთათვის განსაკუთრებული რამ არის და, შესაბამისად, ამ დღეს მრევლიც ცდილობს არ დატოვოს თავისი მიცვალებულები მოხსენიების გარეშე. მაგრამ რომ ვკითხოთ, რა არის მიზეზი ამ დღის დაწესებისა, იშვიათად ვინმემ შეძლოს ახსნა. არადა, ამ დღეს, ისევე როგორც ყველა საეკლესიო დღესასწაულსა და სახსენებელ დღეს აქვს თავისი დასაბამი.

1380 წლის 8 სექტემბერს, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის დღესასწაულს რუსეთის მდინარეებს დონსა და ნეპრიადვას შორის კულიკოვოს ველზე გაიმართა ბრძოლა, რუსებისა და ოქროს ურდოს ჯარებს შორის. რუსების ჯარს მოსკოვის დიდი მთავარი დიმიტრი წინამძღვრობდა. ბრძოლა რუსების სახელოვანი გამარჯვებით დამთავრდა, რის გამოც მთავარ დიმიტრის დონელი უწოდა ხალხმა. გამარჯვებულმა მთავარმა გადაწყვიტა პატივით მოეხსენიებინა ის მეომრები, რომლებიც დაეცნენ ბრძოლის ველზე. ხსენების დღე მისთვის სათაყვანებელ და ზეციური მფარველის წმ. დიმიტრი თესალონიკელის ხსენების დღეს (26 ოქტომბერი/ახ.სტ. 8 ნოემბერი) დაუკავშირა. კულიკოვოს ველზე დაღუპულ მეომართა ხსენების დღედ დაწესდა წმიდა დიმიტრი თესალონიკელის ხსენების უახლოესი წინა შაბათი. პირველი პანაშვიდი გადაიხადა ღირსმა სერგი რადონეჟელმა.

მეცხრამეტე საუკუნიდან, როცა საქართველო რუსეთის იმპერიის საზღვრებში მოექცა და ქართულმა ეკლესიამ დროებით დაკარგა დამოუკიდებლობა, დიმიტრის შაბათი ჩვენშიც აღინიშნებოდა. მეოცე საუკუნეში აღდგა ავტოკეფალია, მაგრამ საეკლესიო კალენდრებში კვლავაც ვხდებით ამ დღის აღვნიშვნას. იტყვის მავანი: რა არის ცუდი მიცვალებულთა ხსენებაში? ცუდი რა უნდა იყოს, ჩვენ ხომ ყოველი წირვისას ისედაც ვიხსენებთ მიცვალებულებს! მაგრამ, ადამიანი გონიერი არსებაა და მის ქმედებებს უნდა ქონდეს გონივრული, გააზრებული მოტივაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მიდგომები არაფრით განსხვავდება უსულო რიტუალიზმისაგან. ეს უკანასკნელი კი ადამიანის სულს არა ქრისტესთვის, არამედ ცრურწმენისთვის უფრო ამზადებს, რისი საშიშროება ყოველთვის არის (1ტიმ. 4,7).

მიცვალებულთა ხსენების განსაკუთრებულ დღეებს ყოველთვის აქვთ გარკვეული მნიშვნელობა. ვთქვათ, მოვიხსენიებთ მიცვალებულებს დიდი მარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს, რადგან ტიპიკონის თანახმად დიდი მარხვის დღეებში, გარდა ამ შაბათებისა არ არის მიღებული პანაშვიდების გადახდა და წესის აგება და, რა დღესაც არ უნდა ემთხვეოდეს გარდაცვალებიდან მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეები, აღინიშნება ყოველთვის შაბათს. დღეს, როცა საეკლესიო პრაქტიკაში დავიწყებულია ეს მოთხოვნა, მიცვალებულთა ხსნების აღნიშნულ დღებს დაკარგული აქვთ თავდაპირველი მნიშვნელობა, თუმცა ასეთად, ანუ მიცვალებულთა მოსახსენებელ დღეებად აღნიშვნა არ არის უსწორო. მოვიხსენიებთ მიცვალებულებს სულთმოფენობის წინა შაბათს და შევთხოვთ უფალს, რომ ჩვენგან მიცვალებულნი დააწესოს მოზეიმე ეკლესიაში, რადგან სულთმოფენობა ახალი აღთქმის ეკლესიის შექმნის დღეა. მარგამ რა მოტივაცია გვაქვს ქართველებს დიმიტრის შაბათის აღსანიშნავად? ნებისმიერ სამრევლოს ხომ ისედაც შეუძლია მოილაპარაკოს წინამძღვართან და ნებისმიერ შაბათს ან სხვა დღეს, გარდა კვირისა და დიდი დღესასწაულისა, ილოცოს და უსისხლო მსხვერპლი შეწიროს მიცვალებულთა მოსახსენებლად. იქნებ გვეფიქრა იმაზეც, რომ მამულისა და რწმენისათვის თავდადებულ ქართველ მხედართა სულის სახსენებელი დღე დაგვეწესებინა?!

დეკანოზი ანდრია კემულარია
aamirani
საუბრები ათონელ ბერებთან

http://martlmadidebloba.ge/codvebi5.html

ძალიან საინტერესო და სასრგებლო საუბრებია გახსენით ლინკი და წაიკითხეთ
animani
აღსარება სიმდაბლის გზაა, მძიმე ტვირთის გადამგდებელია, სინდისის ქეჯნის განმათავისუფლებელია, დამძიმებული გულის შემამსუბუქებელია, წყლულის მალამოა და სრულიად სანკურნალო მადლია. წმინდა ალექსი ბერი (შუშანია)
აკაკი
ბერი ფილოთეოს ზერვაკოსი დღევანდელი დღის თეოლოგებზე (ღვთისმეტყველებზე)

ბერმა ფილოთეოს ზერვაკოსმა თქვა:

"დღეს მე ვხედავ მრავალ სწავლულ თეოლოგს და მეცნიერს, მაგრამ ერთს ბასილი დიდს, ერთს გრიგოლ ღვთისმეტყველს, ერთს ღვთაებრივ ოქროპირს, ერთს ათანასე დიდსაც ვერ ვხედავ. ეს მარად სახსოვარი და ყოვლად ღირსეული მამები, იმდენად, თავიანთი სამეცნიერო განათლებისათვის არ იყვნენ ქებულნი, რამდენადაც თავიანთი სათნოებებისათვის. ნუთუ გამორიცხავ შესაძლებლობას, რომ დღეს გახდე უკეთესი, მშვენიერი და სათნო? ან იქნებ დღეს ღმერთი არ იძლევა თავის მადლს და წყალობას ისე, როგორც ძველ დღეებში? არა. იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღესაც და საუკუნოდ. ის აძლევს თავის მადლს და წყალობას მებრძოლთ და შეუდრეკელთ".

ახალი გერონტიკონიდან (ბერძნული), პრესვიტერი დიონისე ტატსისი.
la-ma-ra
ვისაც სიტყვის ძალა აქვს მინიჭებული (ასეთი კი ცოტაა), იმასაც კი განუწყვეტელი შრომა მართებს. კაცს სიტყვის ძალა დაბადებიდან როდი დაჰყვება, იგი სწავლის შედეგია. ამგვარად, ფრიად განსწავლულნი უფრო მეტადაც უნდა შრომობდნენ, ვიდრე ნაკლებად განათლებულნი.

წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
animani
წმიდა მამათა შეგონებანი მართლმადიდებლობის ერთგულების შესახებ



ის, ვინც ქრისტეს (ეკლესიის) წევრთა შორის არ არის, ვერცხონდება. შეიძლება გვქონდეს პატივი, შეიძლება გვქონდეს საიდუმლო, შეიძლება ვიგალობოთ „ალილუია“, შეიძლება ვუპასუხოთ „ამინ“, შეიძლება ხელთ გვეპყრას სახარება, შეიძლება გვქონდეს მამისა და ძისა და სულიწმიდის რწმენა და ვქადაგებდეთ მას, მაგრამ, ვერსად,მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესიის გარეთ ცხონებას ვერ ვპოვებთ. ყოველი, ვინც ეკლესიას განუდგა და მოშორდა ქრისტესთან ერთობას, თუნდაც მისი ცხოვრება ქების ღირსი იყოს, საუკუნო ცხოვრებას ვერ დაიმკვიდრებს, ის მხოლოდ ღვთის რისხვას დაიმსახურებს.
დაე, ნურავინ გაკადნიერდება, რომ რაღაც ახლად გამოგონებული შემოიღოს რამეთუ სიახლეები ღუპავს ძველ გარდამოცემას, ამასთან, სიძეს და მის სასძლოს - ეკლესიას არავითარი მწიკვლი არ გააჩნია.
ნეტარი ავგუსტინე



ვმადლობ უფალს, ვინც რწმენა მოგმადლათ, რათა თქვენც წმინდანებთან ერთად საუკუნო ცხოვრების დამკვიდრება შეძლოთ.

ახლა კი აუცილებლობის გამო და გულმხურვალე ძმების შეგონებით საკუთარ თავზე ავიღე თქვენდამი წერილის მოწერის ღვაწლი, რათა საღად და მიუდრეკლად შეინარჩუნოთ კეთილი სარწმუნოება, რომელიც, ღვთის მადლით თქვენში მყოფობს.

საქმე ისაა, რომ დღეს ბევრი არიანულად მოაზროვნე დაიარება მონასტერში, რომელთა მიზანია თავი ჩვენგან მოსულებად გაასაღონ და ამით გულუბრყვილონი აცთუნონ. ზოგი მათგანი იმასაც ამტკიცებს, რომ მრწამსით არ არის არიანელი, ამის მიუხედავად კი მათთან დადის და ლოცულობს.

თქვენი მოვალეობაა ძმებს საცთურის საბაბი არ მისცეთ. რადგან, როცა ზოგიერთი დაინახავს თქვენს - ქრისტესმორწმუნეთა ურთიერთობას არიანელებთან, უეჭველად ჩათვლის, რომ ეს უმნიშვნელოა და ბოროტი სარწმუნოების (მწვალებლობის) ქსელში გაებმება.

ამიტომ, ასე რომ არ მოხდეს, კეთილინებეთ საყვარელნო და მოერიდეთ მათ, ვინც აშკარად მწვალებლურად აზროვნებს და მათაც, ვისაც მწვალებლებთან ურთიერთობა აქვს. ყველაზე მეტად კი მათ უნდა გაურბოდეთ, ვისთანაც აზრობრივი ერთობა საზიანოა. მაშასადამე, თუკი ვინმე მოდის თქვენთან და როგორც ნეტარი იოანე ამბობს, თან მართალი სარწმუნოება მოაქვს, უთხარით მას: ”მშვიდობა შენნდა” - და ძმასავით მიიღეთ. ხოლო თუ ვინმე თავს გაჩვენებთ , რომ მართალი სარწმუნოების აღმსარებელია, სინამდვილეში კი ურწმუნოებთან აქვს ურთიერთობა, ასეთი შერისხეთ , რომ მსგავს ჩვევას შეეშვას; და თუ პირობას მოგცემთ, ძმასავით გყავდეთ, ხოლო თუ ჯიუტად თავისაზე დადგება, მოიკვეთეთ. ასეთი მოქცევით, სარწმუნოებას წმინდად შეინარჩუნებთ; ხოლო ისინი, თქვენი შემხედვარენი,ყოველივე ამისგან სარგებელს მიიღებენ, შეეშინდებათ, რომ ურწმუნოდ ან არიანელად არ მიიჩნიონ.
წმ.ათანასე დიდი


ზოგიერთს ჩვევა აქვს, რომ ცბიერებით იწოდებოდეს ქრისტიანად და ამავე დროს ღვთის მორწმუნისათვის შეუფერებელი საქმეები აკეთოს. ასეთებს, ველურ მხეცებს, ისე უნდა ერიდოთ. რამეთუ ისინი ცოფიანი ძაღლები არიან, ჩასაფრებულნი რომ იკბინებიან. თქვენ უნდა უფრთხილდეთ მათ, რადგან ისინი განუკურნებელი სნეულებით იტანჯებიან. მათთვის მხოლოდ ერთი მკურნალი არსებობს - უფალი იესო ქრისტე.

......

არ ცდუნდეთ, ძმანო ჩემნო! სახლეულთა განმხრნელნი ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ. მაგრამ, თუკი ხორცის განმხრწნელნი სიკვდილით ისჯებიან, მით უმეტეს არ უნდა დაისაჯონ ისინი, ვინც თავისი სწავლებით რყვნის ღვთის სარწმუნოებას, რისთვისაც იესო ქრისტე ჯვარს ეცვა? ასეთი ადამიანი, როგორც ბილწი, ჩაუქრობელ ცეცხლში ჩავარდება, ასევე ისიც, ვინც მას უსმენს.

ხოლო ყოველი, ვინც ჩვენთვის გარდამოცემულის საწინააღმდეგოდ ასწავლის, - თუნდაც რომ მარხულობდეს, თუნდაც რომ ქალწული იყოს, თუნდაც რომ წინასწარმეტყველებდეს, თუნდაც რომ სასწაულს ახდენდეს, - უწყოდეთ, რომ იგი ცხვრის ტყავში (ქურქში) გახვეული მგელია და მეტყველ ცხვართა განბნევის იარაღს წარმოადგენს.
წმ.მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი


ადამიანებმა, - რომელთაც ეკლესიასთან კავშირი და გულწრფელი ურთიერთობა არა აქვთ, - ქრისტეს სახელისათვის თავი სასიკვდილოდაც რომ გასწირონ, მათი ცოდვა სისხლითაც კი ვერ განიბანება: განხეთქილების მძიმე და წარუხოცავი ცოდვა ტანჯვითაც კი ვერ განიწმინდება. ეკლესიის გარეთ მყოფი მოწამე ვერ იქნება. დედა ეკლესიის დამტოვებელი, ცათა სასუფეველს ვერ ეღირსება.
წმ.ღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი



მე არ მსურს, რომ მწვალებლები იტანჯებოდნენ და მათი სიავე არ მახარებს - ღმერთო დამიფარე! - არამედ, განსაკუთრებულად მახარებს მათი მოქცევა .... უგუნურებოა იქნებოდა, რომ უმოწყალობა კაცთმოყვარებაზე მაღლა დამეყენებინა. პირიქით, მე გირჩევთ, რომ ყურადღებით და გულმოდგინეთ გაუკეთოთ სიკეთე ყველა ადამიანს. მაგრამ, ამასთან ვამბობ: არ შეიძლება, რომ მწვალებლებს თავისი უგუნორი სარწმუნოების განმტკიცებაში შევეწიოთ, აქ შეურიგებელნი უნდა ვიყოთ. რამეთუ მე სიყვარულს კი არა, კაცთმოძულებას ვუწოდებ იმას, როცა ვინმე მწვალებლებს ცთომილებაში განამტკიცებს და ამიტ ამ ხალხს გარდაუვალი სიკვდილისთვის სწირავს.
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი



ყურადღება მიაქციეთ თქვენს ეპისკოპოსებს და მღვდლებს მართლმადიდებლობასთან დაკავშირებით, რომ მათ ჭეშმარიტი სარწმუნოების საწინააღმდეგოდ არ იმსახურონ. რაც შეეხება სხვებს (ურწმუნოებს), ისინი ან უმეცრების ან მძიმე ჟამის გამო მოქმედებენ ასე და პასუხს მხოლოდ ღვთის წინაშე აგებენ
წმ.გენადი სქოლარიოსი



ეშმაკი თავისი ხელმწიფების ქვეშ აქცეს არა მარტო მწვალებლებს, ან მეძავებს და მრუშებს, არამედ იმათაც, ვინც მათთან ურთიერთობს და თანამშრომლობს, ვინაიდან სარწმუნოა სიტყვა, რომ კუპრთან შემხები გაშავდება ამპარტავანთან მოურთიერთე მისი მსგავსი გახდება (ზირ.(3,2).

ასეთებზე ტირილი გვმართებს, ხოლო მათზე, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია, - ლოცვა, რათა თავი დააღწიონ ეშმაკთა მახეს; საკუთარი თავის გამო კი - მადლიერება, რადგან გამოგვირჩია ღმერთმა ”პირველად ნაყოფად ცხოვრებისად განწმედითა სულისაითა და სარწმუნოებითა ჭეშმარიტებათა” (მ ათე 2, 13); რათა ვიმუშაოთ ჭეშმარიტი სარწმუნოებით ნამდვილ აღმსარებლობამდე. უბიწოდ, უზადოდ და შეუბღალავად, რისთვისაც ღმერთი ცათა სასუფევლის ღირსად გაგვხდის.

მწვალბლები სარწმუნოებასთან დაკავშირებით იმ ხომალდზე აღმოჩნდნენ, რომელიც სრულიად ჩაიძირა; მაგრამ, რა გვეთქმის მათზე, რომლებსაც აღმსარებლობაში არ შეუცოდავთ, მაგრამ მართთან ერთად ჩაიძირნენ, მხოლოდ და მხოლოდ ურთიერთობების გამო.

ახლა, როცა მდევნელები ქრისტეს სარწმუნოების დევნას აღარ განაგრძობენ, ჩვენ გვევალება წინასწარმეტყველის სიტყვას ვუგდოთ ყური. ”გამოვედით შორის მათსა და გამოეშორენით იტყვის უფალი” (ეს. 52, 11; 2კორ. 6,17).

ისინი, ვინც ასე იქცევა, თავად გასცემს პასუხს უფალს სამსჯავროზე, მე კი მგონია, რომ მათთან ერთად სვლა იგივეა, რაც მწვალებელთა შეწყნარება.

უფალი გვამცნებს, არავის აქვს უფლება თქვას: ”ვინ ვარ (რომ ვილაპარაკო)? მღვდელი თუ მმართველი? არა. ჯარისკაცი? მიწათმოქმედი? არა, მე გლახაკი კაცი ვარ, რომელიც მხოლოდ არსობის პურზე ზრუნავს; ჩემი საქმე არაა ამის შესახებ საუბარი ან ზრუნვა”. ვაი, რომ! ქვანი ღაღადებენ, შენ კი დუმხარ და უზრუნველობ?
ღირსი თეოდორე სტუდიელი



რა არის მიზეზი იმისა, რომ ზოგიერთს სიახლეები შემოაქვს ღვთის ეკლესიაში, ან ასეთთა გაუქმებას არ ცდილობს? უმეცრება და ამპარტავნება უძლურს ხდის ადამიანებს, რომ ეკლესიის გარდამოცემის აზრი და მნიშვნელობა გაიგონ ან გაითავისონ; სწორედ ეს აიძულებს მათ, რომ სიახლეები გამოიგონონ.
ღირსი ეფრემ ასური



ძმანო! მტკიცედ ვდგეთ სარწმუნოების კლდეზე და ეკლესიის გარდამოცემაზე, რათა წმინდა მამათა წესებისა და აღთქმების გაუქმება ვერ გავბედოთ და თავის საქმეთა აღსრულების ნება არ მივცეთ სიახლეთა შემოღებისა ღვთის წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის დანგრევის გზით მავალთ.

ღირსი იოანე დამასკელი



ყოველგვარ ერთობას არ უნდა ვუფრთხილდებოდეთ.არსებობს ყველაზე დამღუპველი ერთობა და ყველაზე მშვენიერი აზრთა სხვაობა. წყეულია მშვიდობა, რომელიც ღვთისგან განგვაშჴრებს!

წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი



სარწმუნოების საკითხებში ყველაზე მცირე გადახრაც კი ცოდვაა, მას სიკვდილისკენ მივყავართ; და გარდამოცემის ყველაზე მცირე უგულებელყოფაც კი სარწმუნოების დოგმატების სრულ დავიწყებამდე მიგიყვანს.

წმ.ფოტიოს დიდი



როცა საკითხი ჭეშმარიტ სარწმუმოებასა და ჩვენი ეკლესიის გარდამოცემას ეხება, მაშინ ყველაზე მდაბალი, წყნარი და მშვიდობისმოყვარე ადამიანიც უნდა აღდგეს მის დასაცავად

ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი



წმინდა მოციქულები მოგვითხრობენ იმ მეფეებსა და მღვდელმთავრებზე, რომლებიც თავის ქვეშერდომებზე არც ფიქრობენ და არც ზრუნავენ. მეფე, რომელიც თავის ქვეშერდომებს არ უფრთხილდება, მეფე კი არა, მტვანჯველია და ეპისკოპოსი, რომელიც თავის ფარაზე არ ზრუნავს, მწყემსი კი არა, მგელია: ასეთ მწყემსებზე ამბობს ღმერთი იეზეკიელ წინასწარმეტყველის პირით:

”ვაი, ისრაელის მწყემსებს, რომლებიც საკუთარ თავს მწყემსავენ, განა ცხვარს არ უნდა მწყემსავდნენ მწყემსები?

ქონს ჭამთ, მატყლით იმოსებით, ნასუქალს ხოცავთ, ცხვარს კი არ მწყემსავთ! დაუძლურებულთ არ აძლიერებთ, დაკარგულს არ ეძებთ, მძლავრობთ და სისასტიკით ბატონობთ მათზე. გაიფანტნენ უმწყემსოდ დარჩენილნი, მინდვრის მხეცების კერძნი გახდნენ, გაიფანტნენ.

დაეხეტება ჩემი ცხვარი მთებზე და მაღალ გორაკებზე, მთელი ქვეყნის პირზე გაიფანტა ჩემი ცხვარი და არავინაა მათი მომკითხავი, არც მძებნელი.
ამიტომ, ისმინეთ უფლის სიტყვა, მწყემსებო!

ცოცხალიმც ვარ! რაკი მიტაცებულია ჩემი ცხვარი და მიწის მხეცების კერძი გამხდარან, უმწყემსოდ დარჩენილნი, რადგან მწყემსებს არ მოუკითხავთ ჩემი ცხვარი. რაკი საკუთარ თავს მწყემსავდნენ მწყემსები. ჩემს ცხვარს კი არ მწყემსავდნენ.

ამიტომ, ისმინეთ უფლის სიტყვა, მწყემსებო!

ასე ამბობს უფალი ღმერთი, აჰა, ისევ მწყემსებს მოვკითხავ ჩემს ცხვრებს და გადავაყენებ მათ ცხვრის მწყემსობიდან, რომ კვლავ აღარასოდეს მწყემსავდნენ მათ. პირიდან გამოვგლეჯ მათ ჩემს ცხვარს, რომ მათი კერძი აღარ იყოს.

რადგან ასე ამბობს უფალი, აჰა, მე თავად მოვიკითხავ ჩემს ცხვრებს და მოვძებნი. (ეზეკიელი 34; 3-22).

ამისათვის მწყემსები და მასწავლებლები პირველ მიმდევრებს უნდა ემსგავსონ, სარწმუნოება უნდა განმარტონ და ურწმუნოება განდევნონ, მართლმადიდებელნი საღვთო მცნებებით განამტკიცონ, ბოროტმადიდებელნი საღვთო ისრებით დაცხრილონ, მწვალებლებზე მახვილი აღმართონ, მწუხარებაში მყოფთ ზურგი არ აქციონ, სული თვისი დადონ თავისი სამწყსოსათვის და სარწმუნოებისათვის თავისი სისხლი დაღვარონ, პირველმშობელ აბრაამს სარწმუნოებასა და მოშურნეობაში შეგეჯიბრონ და მის წიაღში განისვენონ ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს მიერ, ვისაც შვენი ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამასთან და სახიერ და ცხოვლისმყოფელ სულიწმიდასთან ერთად, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღირსი იოსებ ვოლოცელი



არც პაპისტური და არც პროტესტანტული მწვალებლები არ შეიძლება ჩაითვალოს ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიად. პირველი სიახლეთა შემოღებისა და წყეული დესპოტიზმის (პაპის პრიმატის) ნაყოფია, რომელთა გამოც იგი მართლმადიდებლობისგან განვარდა. იგივე ეხება პროტესტანტებსაც, რომელთა აურაცხელ სიახლეებს საყოველთაო ანარქიისა და ქაოსისაკენ მივყავართ. მხოლო მართლმადიდებელი ეკლესია ინარჩუნებს ქრისტეს სწავლებას უნაკლოდ და რაიმე სიახლეების გარეშე. მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს ის ერთიანობა, რომელსაც მაცხოვარი სთხოვდა მამას: მამაო წმიდაო, დაიცვენ ესენი სახელითა შენითა (იოანე, 17,11).

წმ.ნექტარიოს ეგინელი



კაცობრიობის ისტორიაში არის სამი დაცემა: ადამის, იუდა ისკარიოტელის და პაპის. ცოდვაში ჩავარდნის არსი მუდამ ერთი და იგივეა: ღმერთად ქცევის სურვილი. ამ გზით მოსიარულე ადამიანი უხილავად უტანაბრებს თავს ეშმაკს, რადგან მასაც ღმერთად გახდომა სურს, რადგან ღმერთი თავისი თავით შეცვალოს… პაპის დაცემა ზუსტად ამაში მდგომარეობს: ღმერთკაცის კაცით შეცვლის სურვილში.

ღირსი იუსტინე პოპოვიჩი


ერიდეთ სიახლეებს სარწმუნოებისა და ღვთისმსახურების საქმეში და უფრთხილდით ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის ტყავში არიან გახვეულნი, შიგნით კი მტაცებელი მგლები არიან, - იგულისხმება სიცრუე, რომელიც პიმოთნეთა მიმზიდველ სიტყვებში იმალება, ვისაც კეთილმოსურნეობის ნიღაბქვეშ თქვენი გარყვნა სურს.

მე ვგულისხმობ ყველა არასწორად მოაზროვნეს და არასწორად მავალს არა უძლურების, არამედ სიჯიუტის გამო, ვისაც, ამავე დროს, თავის მხარეს სხვათა მიზიდვის სურვილი აქვს.

წმ.თეოფანე დაყუდებული
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2014 Invision Power Services, Inc.